შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა (თავი1)


6-02-2016, 18:01
ავტორი niako crazy
ნანახია 1 946

-ელენე კალანდაძე, მარიამ ნაკაშიძე, ნინუცა წერეთელი,ლილე მჭედლიძე და მარიტა მეტრეველი-დაასრულა ქალმა გვარების ამოკითხვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
მეტრეველი-გაიმეორა რამდენჯერმე, იმაში დასარწმუნებლად რომ ქალმა ნამდვილად მისი სახელი და გვარი ახსენა.
-გილოცავ-მოუბრუნდა გვერდით მდგომი გოგონა და საგრძნობლად გაუღიმა.
-მადლობ...-ვეღარ დაასრულა თავისი სათქმელი, ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონის გამო.
-ლილე-მაინც მოასწრო გოგონამ თავისი სახელი ეთქვა სანამ გასცილდებოდა.
-გისმენ-უპასუხა კლასელს და ძლივს შეიკავა თავი ცრემლები რომ არ წამოსვლოდა ბედნიერებისაგან.
-ჩააბარე არა?-მაშინვე მიხვდა ანიტა, როცა მეგობრის ხმა გაიგონა.
-ხო, ან ძალიან ბედნიერი ვარ, ჩავაბარე, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება-სიხარულისგან ადგილზე ცეკვა დაიწყო.
-ხომ გეუბნებოდი ჩააბარებ, ტყუილად ნუ ნერვიულობთქო, შენ კიდე მაინც ჯიუტობდი, ნეტავ გუშინ წამოსულიყავი კლუბში, იცი როგორ გავერთეთ, თან როგორი სიმპატიური ბიჭები ვნახე, აი-ისეთი ემოციებით საუბრობდა ანიტა, მარიტამ იმ წამს ძალიან ინანა წუხანდელი გადაწყვეტილება. რამდენჯერ სთხოვა ანიტამ ჩვენთან ერთად წამოდი კლუბში, ეგ მასალა ისედაც ზეპირად იცი უკვეო, მაგრამ თვითონ ჯიუტად ამბობდა უარს, ვაიდა რამე გამომრჩეს, მერე კი ნამდვილად ვერ გადავურჩები დემნასო.
-კარგი, მერე ვილაპარაკოთ-დაემშვიდობა მეგობარს, რადგან ირგვლივ მყოფების ხმა უკვე ფარავდა ანიტას ხმას და მისი საუბრიდან თითქმის აღარაფერი ესმოდა.
ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და გოგონებთან დაბრუნდა, რომლებიც ხელების მოძრაობით საუბრობდნენ და რაღაცას არჩევდნენ.
-მარიტა-დაუძახა ლილემ, ხელზე მოქაჩა და გვერდით დაიყენა.
-რაზე საუბრობდით?-ინტერესით იკითხა მარიტამ და დაელოდა სანამ პასუხს გაცემდნენ.
-რადგან გამოცდები კარგად ჩავაბარეთ, გვინდა ამის აღსანიშნავად რესტორანში წავიდეთ-უთხრა ნინუცამ-ხომ წამოხვალ?
-რათქმაუნდა, კარგი გოგოებო ეხლა უნდა წავიდე, ძალიან მეჩქარება, ნინუც რესტორნის სახელი ტელეფონზე მომწერე კარგი?-უთხრა და ყველა გადაკოცნა.
-კარგი-მოაძახა ნინუცამ უკვე კარებში მდგომ მარიტას-გამაგიჟებს მე ეს გოგო, სულ სადღაც ეჩქარება-ჩაიბურდღნა და გოგოებს მიუბრუნდა, რომლებიც რესტორნის არჩევით იყვნენ გართული.
მარიტას მისი ბოლო სიტყვები არც გაუგონია, უკვე გარეთ იყო გასული და მიმავალ ტაქსს ხელს უქნევდა. მგონი მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეს ყველაზე ბედნიერი იყო. ახლა რაღას იტყოდა დემნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ დასცინოდა და ნერვებს უშლიდა. უკვე წარმოიდგინა თავისი ახალი ტელეფონი, და ბედნიერებისგან გააჟრჟოლა.
-უკაცრავად სად წაგიყვანოთ?-ფიქრებიდან ტაქსისტის ხმამ გამოიყვანა და უკმაყოფილოდ გაახილა თვალები. სახეზე შეატყო რომ ამ კითხვას პირველად არ უსვამდა კაცი და სწრაფად უკარნახა მისამართი.
ფანჯარა ღია იყო და ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა. უკმაყოფილოდ დახედა თავის ტელეფონს, რომელშიც არც-ერთი სიმღერა არ ჰქონდა ჩაწერილი, ტელეფონის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.ჩანთიდან mp3 ამოიღო, ყურსასმენები გაიკეთა და თვალები დახუჭა როცა საყვარელი სიმღერის ჰანგები გაიგონა.
ფიქრებიდან მანქანის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოარკვია.
-მოვედით-თავი მისკენ მოაბრუნა ტაქსისტმა.
მარიტამ ფული გადაუხადა და უკმაყოფილოდგადმოვიდა მანქანიდან. ამ ტაქსისტმა დღეს უკვე მეორეჯერ მოუშალა ნერვები. კიდევ კარგი ღვედი ეკეთა თორემ ალბათ რამეს დაიშავებდა.
-თუ ტარება არ იცის რას დაიწყო მუშაობა-ბურდღუნით შეაღო სახლის კარი და მისაღებში მჯდარი დედისკენ წავიდა.
-ვის უბრაზდები დე?-სიცილით უთხრა ქალმა მისი სახის დანახვისას.
-დემნა სადაა?-იკითხა ინტერესით და სახლი მოათვალიერა.
-აქ ვარ ქალბატონო, აბა დავხარჯო ხო ის ფული ანკესისთვის-სიცილით უთხრა კაცმა და ცოლის გვერდით ჩამოჯდა.
-სულაც არა, გამოცდა ჩავაბარე-იყვირა ბოლო ხმაზე და დედ-მამის შუაში ჩაჯდა.
-გილოცავ დედა-მოესიყვარულა მეგი შვილს.
-გილოცავ მამა, მართლაც გამაკვირვე-ამჯერად დემნა ჩაეხუტა შვილს და შუბლზე აკოცა.
-მადლობა მამა, იმედია შენი პირობა არ დაგვიწყებია?-მოჭუტული თვაელბით გადახედა.
-რა დამავიწყებს, ამ საღამოსვე მოგიტან საჩუქარს.
-კარგი, დე მე ავალ ჩემს ოთახში, საღამოს რესტორანში მივდივართ და უნდა მოვემზადო-მიაძახა მშობლებს და მეორე სართულზე აირბინა.
სააბაზანოში შევიდა და საკუთარ ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი, ძირითადად სულ ასე იქვეცა ხოლმე. ჩვეულებრივი ოჯახი აქვსთ, ერთი დემნა ჰყავთ არაჩვეულებრივი. „კაცი პოზიტივი“ სულ კარგ ხასიათზეა, ერთ-ერთ ფირმაში მუშაობს. მეგი იურისტია და ამ განხრით მუშაობდა მარიტას დაბადებამდე. მერე საქმეს თავი დაანება და ოჯახის ქალი გახდა. მარიტას მართლა სჭირდებოდა ადამიანი ვინც მის გვერდით იქნებოდა ოცდაოთხი საათი თორემ თავს რამე დამართებდა. ბავშვობიდან ძალიან ცელქი იყო, მოუსვენარი, სათამაშოდ თუ გავიდოდა სახლში ისე არ დაბრუნდებოდა ან ხელი არ ეტკინა ან ფეხი. რომ გაიზარდა მშობლებს იმედი ჰქონდათ ახლა მაინც დასერიოზულდება ცოტასო მაგრამ, პირიქით მოხდა. თუ რამე არ მოსწონდა ყველას პირდაპირ ეუბნებოდა. ბავშვობაში ყველას ეჩხუბებოდა, მხოლოდ ორი გოგოსთან ჰქონდა წესიერი ურთიერთობა. ალბათ იმიტომ რომ ბავშვობიდან ერთად იყვნენ. მათი მეგობრობა სკოლაშიც გაგრძელდა და ახლა საუკეთესო დაქალები არიან. ერთი მისი კლასელია ანიტა, ისიც მასავით გიჟია და ხასიათებით ძალიან გვანან ერთმანეთს. მეორე ნინუცაა. ისეთი წყნარი და საყვარელი დღემდე უკვირს ყველას ამ გიჯებთან როგორ მეგობრობს. ლილე და მარიტა მეზობლები არიან. ნინუცა მათგან მოშორებით ცხოვრობდა, ამიტომაც სხვა სკოლაში დაყავდათ. ორი წლის წინ გადმოვიდა მათ კორპუსში საცხოვრებლად, მაგრამ სკოლა არ შეუცვლია, და ისევ ძველ სკოლაში დაიწყო სწავლა. კარგი მოსწავლე იყო, რომ იტყვიან ნამდვილი ფრიადოსანიო ისეთი. 11 კლასს ამთავრდებდა, მაგრამ გადაწყვიტა მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის გამოცდები ერთად ჩაებარებინა. ჭკვიანი იყო და არ გაუჭირდებოდა. მარიტამ ეს ამბავი რომ გაიგო, თვითონაც მოუნდა, სკოლაში სიარული ისედაც არ უყვარდა და თუ ერთ წელს გამოტოვებდა მისთვის უკეთესი, ამიტომ თვითონაც გადაწყვიტა გამოცდების ჩაბარება. დემნამ რომ ეს გაიგო ნახევარი საათი იცინოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში შვიდიანზე და რვიანზე მეტი არ გეწერა და ეხლა ამ გამოცდებს როგორ ჩააბარებო. მაგრამ შეცდა. მარიტა რასაც ამბობდა ყოველთვის ასრულებდა. თან იმპერიოდში ტელეფონიც გაუფუჭდა და მამას მოელაპარაკა თუ გამოცდებს ჩავაბარებ ახალ aifon 6-ს მიყიდიო. დემნა გიჟდებოდა თევზაობაზე და ფული ჰქონდა გადადებული ახალი ანკესისთვის საყიდლად, ხოდა ახლა ამ ფულით უნდა ეყიდა შვილისთვის ახალი ტელეფონი. მარიტას ორი თვე სახლიდან ცხვირი არ გაუყვია, დღე და ღამე იჯდა და მეცადინეობდა. ამიტომაც ჩააბარა ეხლა გამოცდები.
კარადა გამოაღო და ერთადერთი კაბა გამოიღო, დიდად არ მოსწონდა მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. სულ შარვლები და შორტები ეცვა, ამიტომ კაბას არასდროს ყიდულობდა. ეს კაბაც ძალით აყიდინა დედამისმა.
მოემზადა და დაბლა ჩავიდა. ნინუცა უკვე მათთან იყო და და მეგის ესაუბრებოდა.
შემთხვევითობა (თავი1)

-რა ლამაზი ხარ დედა-გაუღიმა მეგიმ შვილს.
-მადლობა დე, წავედით თორემ დაგვაგვიანდა-მიუბრუნდა ნინუცას.
-ქალბატონო საჩუქრის გახსნა დაგავიწყდა-გამოსძახა დემნამ მეორე ოთახიდან.
-სად დევს?-ინტერესით მოათვალიერა ოთახი და მაგიდაზე დადებული პარკი შეამჩნია, საიდანაც ტელეფონის ყუთი ჩანდა.
-მადლობა მა-მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-არაფრის, დაიმსახურე და გიყიდე, ეხა წადი არ დაგაგვიანდეს.
მარიტამ ახალ ტელეფოს ხელი მოჰკიდა და ნინუცასთან ერთად გავიდა სახლიდან.
-რომელი რესტორანია?-კითხა მარიტამ და თმები გაისწორა.
-სენატი-უთხრა ნინუცამ და ტაქსი გააჩერა.
მალევე მივიდნენ რესტორანში და თავიანთი მაგიდისკენ დაიძრნენ სადაც უკვე დამსხდარიყვნენ გოგონები და როგორც ჩანს მათ ელოდებოდნენ.
მარიტამ რესტორანს თვალი მოავლო და რატომღაც უსიამოვნოდ აეჩხირა თვალში მოღრიალე ხროვის სუფრა.



№1 სტუმარი Nana

Dzalian momewona gaagrdzele<3

 


№2  offline წევრი cancara

აჰაჰა კაი კაი მომწონს მალე დადე

 


№3  offline წევრი hermi

კარგი იყო, მომეწონა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი დასაწყისი აქვს საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent