შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (27 თავი)


6-02-2016, 18:20
ავტორი murachashvili
ნანახია 2 867

ოცდამეშვიდე თავი
სასიამოვნოდ დაღლილები შეცვივდნენ სახლში, ერთმანეთს ასწრებდნენ ბუხართან დაჯდომას, ვინც პუფებსა და სავარძლებში ვერ მოთავსდნენ, იქვე სქელ ხალიჩაზე ჩამოსხდნენ.
- უნდა ვაღიარო, ბოლოს ალბათ თვრამეტი წლის ასაკში ვიგუნდავე, თავი ისევ პატარა გოგო მგონია!... - ღიმილით აღნიშნა ალამ.
-რას ჰქვია, გგონია, განა დიდები ვართ?! - აკისკისდა ეკა. - მე ისევ პატარა გოგოდ ვთვლი თავს, ყოველ შემთხვევაში შინაგანად...
- შენ ჩვენი ყველაზე ხალისიანი, სუპერ დედა ხარ... - გულში ძლიერად ჩაიკრა ბუხარს მიფიცხებული ქალი და ლოყაზე აკოცა გოგამ.
- ბავშვობაში ახალ წელს სახლში, კორპუსის ბინაში ვხვდებოდით. მახსოვს, ყოველთვის ვაპროტესტებდი, არ მიყვარდა სტანდარტული სუფრები, მინდოდა თერთ თოვლში ქუჩა-ქუჩა წანწალი... - საუბარში ჩაერთო თათიას დედაც.
- აისრულეთ ოცნება?!. - ამჯერად მომავალ სასიდედროს ჰკითხა გოგამ.
- აისრულა რომელია, რაც დავქორწინდით იმის შემდეგ ოცდათერთმეტ დეკემბერს სახლში ყოფნა არ მღირსებია. ხან სად ვართ და ხან სად... - სიცილით აღნიშნა თათიას მამამ - მომატარა მსოფლიო...
- შენ რაზე ოცნებობდი დედა? - ცნობისმოყვარედ შეხედა აკამ.
- კონკრეტულად არც არაფერზე, თუმცა მახსოვს, ერთხელ თოვლის-პაპასთან გასაგზავნად წერილი გავამზადე, მთელი გულით ვთხოვდი, საახალწლოდ ჩემთვის პატარა ლეკვი გამოეგზავნა. წერილი არავის წავაკითხე, თორმეტი საათი შესრულდა თუ არა დავწვი და ჰაერში გავფანტე... მთელი გულით მჯეროდა, რომ ნატვრა ამიხდებოდა...
- მერე? - ინტერესით იკითხეს ბავშვებმა.
- მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ეზოში მყოფ მაწანწალა ძაღლს ემშობიარა და ლეკვები დაეყარა... უბედნიერესი ვიყავი, ჩავთვალე რომ ჩემი თხოვნა შეისმინა თოვლის პაპამ და ერთი ლეკვის ნაცვლად რამდენიმე გამომიგზავნა. სახლიდან საჭმელს ვეზიდებოდი და ლეკვებს ვკვებავდი. ასე გრძელდებოდა, ვიდრე ჩემმა ინტრიგანმა მეზობლებმა, ერთ დღეს კინოლოგებს არ დაურეკეს და ჩემი გამოზრდილი ლეკვები დედასთან ერთად დააჭერინეს. იმ დღიდან მოყოლებული ვერ ვიტანდი ჩემს მეზობელს, მძულდა ის ქალი და შანსს არ ვიშვებდი ხელიდან მისთვის რამე არ დამეშავებინა...
- იცით მე რაზე ვოცნებობ? - საუბარში ჩაერთო იაკო.
- აბა, მოგვახსენე პატარა ქალბატონო... - ღიმილით წააქეზა მირიანმა.
- მე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მსურს მყავდეს... - ეშმაკურად იცინოდა ის.
- ჰოდა, გეყოლება აუცილებლად, ოღონდ გული არ დაგწყდეს ცხენის ნაცვლად თეთრი „მარშუტკა“ თუ ეყოლება!... - ირონიულად გადახედა ვასიკომ.
- როგორი ბოროტი ხარ, ადამიანს ოცნებასაც კი არ აცდი...- გაიბუსხა და თვალები ცრემლებით აევსო გოგონას.
- ოღონდ შენ არ იტირო და ათ თეთრ ცხენიან პრინცს მოგიყვან.... - თქმები მოუჩეჩა ძმამ.
- მე ყოველთვის მანქანა მინდოდა, - საუბარში ჩაერთო თეკლეც - მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ზოოპარკში მე და გოგას ფოტო გადაგვიღეს, რაღაც კაბრიოლეტის ტიპის სათამაშო ავტომობილში ვიჯექი. ყველას ვუმტკიცებდი, ეს მანქანა ჩემია მეთქი. შემდეგ გავიზარდე და ოცნებამაც უფრო სრული სახე მიიღო, ამჯერად წითელი, სპორტული ტიპის კაბრიოლეტი მინდოდა, თმებს გავიშლიდი და ისე გავაგელვებდი...
- ანუ ოცნება უკვე აგისრულეთ, როცა მინი გიყიდეთ?! - სიცილით ჰკითხა ძმამ.
- არა, ვერ მიმიხვდი.. ჩემი ოცნების ავტომობილი ჯერ არ შეუქმნიათ, არადა წარმოსახვაში ზუსტად ვიცი როგორიც უნდა იყოს... - თვალი ჩაუკრა გოგას.
- მაინც როგორი? - დაინტერესდა აკა.
- რაღაცით მონადირე კატას ან ავაზას უნდა ჰგავდეს, თითქოს თავდასხმისთვის ემზადება.
- წითელი ავაზა?! - ღიმილით ჰკითხა ვაჟმა. ისე თბილად უმზერდა თეკლეს, რომ გოგონამ უხერხულად იგრძნო თავი და ოდნავ გაწითლდა.
- ეგ ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ავტომობილთან თმის გაშლა რა შუაშია?! - გაოცება ვერ დამალა გიომ.
- არ იცი შენ, მაგას მხოლოდ ქალი თუ მიხვდება... - შეუღრინა თეკლემ.
- რავი, მე რამდენჯერაც კაბრიოლეტში ვიჯექი, იმდენჯერ მტვრიანი გადმოვედი და ის გაშლილი თმა არ იკრავს მტვერს?! - არ შოშმინდებოდა ასათიანი.
- ეჰ, ძმაო... შენ და რომანტიზმი ნამეტანი შორს ხართ... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- შენ ოღონდ არ ინერვიულო და დაგამშვიდებ, ჩემი ოცნების მანქანა მაინც არ არსებობს და არც გაშლილი თმის მტვრით დასვრა მემუქრება...
კიდევ დიდხანს ისაუბრეს, სათითაოდ ჩამოთვალეს ვის რა სურდა საახალწლოდ, ბევრი იცინეს და გამთენიისას დასაძინებლად წავიდნენ.
გოგონები ერთ ოთახში იწვნენ, თამარი, თეკლე და თათია ბიჭებზე საუბრობდნენ, ლიკაც გაიხსენეს, თუმცა მათ საუბარში იაკო არ ერეოდა. იწვა და ფიქრობდა, სავარაუდოდ ოცნებობდა.
რაზე ფიქრობდა იაკო?
ძმებსა და მათ მეგობრებთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ბიჭები ხელისგულზე ატარებდნენ უმცროს დას. იზრდებოდა გოგონა, საკმაოდ ლამაზი და მოხდენილი ქალიშვილი იყო, თუმცა ხედავდა, რომ ძმებისთვის ისევ პატარა გოგოდ რჩებოდა. არადა მათზე სულ რაღაც ხუთი წლით იყო პატარა, გულის სიღრმეში ალბათ სიამოვნებდა კიდევაც მათი ზრუნვა.
განსაკუთრებით უყვარდა, როცა უფროსი ძმები მეგობრებთან ერთად სკოლაში აკითხავდნენ. ამაყად გადახედავდა ხოლმე მის კლასელებს. სკოლის ლამაზმანები ცდილობდნენ მასთან დაქალობას. კარგად ხვდებოდა მათი მომეტებული ინტერესი მხოლოდ იაკოსთან მეგობრობის სურვილით რომ არ იყო გამოწვეული. ის უბრალოდ მიზეზი იყო მასთან სახლში მოსახვედრად სადაც სავარაუდოდ ნიკას ან ვასიკოს ნახვის სიამოვნება ელოდათ. თუ მათ მათი არანაკლებ სიმპატიური ძმაკაცებიც დაემატებოდნნენ, ხომ გოგონების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.
ღიმილს ვერ იკავებდა მისი აცანცარებული დაქალების დანახვაზე. რომლებმაც აღარ იცოდნენ, როგორ მოეწონებინათ თავი ბიჭებისთვის.
ისინი კი თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ამ შეგნებულად არ იმჩნევდენ თინეიჯერების არაადეკვატურ მოქმედებებს. სიამოვნებდა და ართობდა აღნიშნული სიტუაცია იაკოს. ნამდვილად ძმებივით უყვარდა ბიჭები, ვერც კი წარმოიდგენდა თუ შეიძლებოდა რომელიმე მათგანს გაპრანჭვოდა.
მისი მშობლებისა და ძმის სასიყვარულო მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სიყვარული არ არსებობდა. უბრალოდ ადამიანებს სურდათ მათი ვნებისთვის სახელი დაერქმიათ, მათ ლტოლვას ლამაზად ფუთავდნენ და სიყვარულს უწოდებდნენ.
ზედმეტად აი იპრანჭებოდა, ჯერჯერობით არც მაკიაჟს იყენებდა. არ უყვარდა ხელოვნული ურთიერთონები, უშუალო და მეგობრული იყო ყველასთან. ალბათ ამიტომაც თაყვანისმცელმების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა, თუმცა ვერც იმას იაზრებდა, კონკრეტულად რატომ მოსწონდათ ბიჭებს, რას ხედავდნენ მასშში ასეთ განსაკუთრებულს?!
დღეს პირველად ნახა ასათიანი, მასზე ბევრი სმენოდა ნიკასგან. ნამდვილად აინტერესებდა როგორი იყო გიორგი. სახელი ვერ დაარქვა ამ გრძნობას. შეხედა ვაჟს და ცხოვრებაში პირველად მოუნდა ყოფილიყო ყველაზე ლამაზი, ულამაზესი. მოსწონებოდა, გაპრანჭვოდა, მაგრამ....
ვაჟმა თითქოს ვერც კი შეამჩნია, ირონიულად ახედა, მეგობრის უმცროს დას. თითქოს მანაც პატარა ბავშვად აღიქვა. გული ეტკინა გოგონას. ალბათ, ეხლა ღა მიხვდა როგორ სტკიოდათ მის მეგობრებს, როცა მათი პრანჭვის ობიეტებისგან სათანადო ყურადრებას ვერ იღებდნენ.
თვალი მოჰკრა როგორი ტკივილით სავსე მზერით გახედა გიორგიმ თეკლეს და მასაც ეტკინა. თეკლე დასავით უყვარდა იაკოს, მისი დაჭრის შესახებ რომ გაიგო ინერვიულა, განიცადა, მტელი გულით გულშემატკივრობდა მას და აკას, დღეს კი რატომღაც ვერ აიტანა გოგონა, რაღაც არ ესიამოვნა. კონკრეტულად რა?
სარკეში გამოსახულებას უმზერდა და მიხვდა, რომ საკუთარ თავს თეკლეს ადარებდა.
- არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, არაფრით გამორჩეული.. მე ბევრად ლამაზი ვარ...- ირწმუნებდა თავს. - აღარ ვარ ბავშვი, აღარ... - გაღიზიანებული უკვე მერამდენედ ეუბნებოდა გამოსახულებას. - ვაიძულებ შემამჩნიოს, დამინახოს...
ალბათ ყურადღების მისაქცევად მიაწოდა ფქვილით გაბერილი ხინკალი ვაჟს, ესიამოვნა მისი გაოცებული, ოდნავ გაბრაზებული მზერის დანახვა. ისევ ყურადღების მიპყრობა სურდა, როცა დანა-ჩანგლის ხუმრობა წამოიწყო, თუმცა ვაჟი საბოლოოდ გააღიზიანა, ეტკინა მისი გაბრაზებული თვალების დანახვა. ალბათ ამიტომაც გავარდა გარეთ ტირილით. ვერც კი ავღწერთ, როგორ გაუხარდა როცა ვაჟმა აივანზე მყოფს გააკითხა. პლედზე მეტად მისი თითების შეხებამ გაათბო. ეკინა ნასროლი გუნდა, თუმცა მის მზერაში რაღაც შეამჩნია, სინანული თუ უფრო მეტი?! სახელი ვერ დაარქვა, მაგრამ იგრძნო როგორ გაუხარდა, აღარც ლოყა ეწვოდა, და აღარც გული სტკიოდა. უფლება რომ ჰქონოდა ხმამაღლა იყვირებდა, იფრენდა...
- გიჟი ვარ... - ღიმილი გაეპარა სახეზე.
- რამე თქვი? - გაოცებულმა გამოხედა თეკლემ.
- არა, არაფერი... - იგრძნო როგორ გაწითლდა, საკუთარი ფიქრების შერცხვა იაკოს.
- ისე, მომეჩვენა თუ შენსა და გიორგის შორის... - ღიმილით ჰკითხა გოგომ და ლოგინზე ჩამოუჯდა.
იგრძნო რომ ყველაზე სათუთს შეეხო თეკლე, გული აუჩქარდა, დაიძაბა:
- მოგეჩვენა!... - ცივად უპასუხა და ეჭვით მომზირალ ქალს თვალი აარიდა.
- არ მენდობი?! - წყენა შეეტყო ხმაში თეკლეს.
- მე... მე... - აირია, თავი ვერ მოაბა სათქმელს, ამ საკითხზე საუბარი უჭირდა.
- ეგ ამბავი თუ გამოვა, ულამაზესი წყვილი იქნებით..- მეგობრულად მოეხვია თეკლე.
რამოდენიმე წუთის წინანდელი ფიქრების შერცხვა იაკოს. როგორ შეეძლო თეკლეში ეჭვი შეპარვოდა? მასზე ეეჭვიანა? თვითონაც ძლიერად მოხვია ხელები და თავი მის მკერდში ჩარგო.
ყოველთვის უკვირდა, უთქმელად როგორ ხვდებოდა ეს გოგო მის ტკივილს, მის ემოციებს.
- შენ ჩვენი გოგო ხარ, ხომ იცი რომ ძალიან გვიყვარხარ?! - ჩუმად ეჩურჩულებოდა თეკლე. - შეგიძლია გვენდო...
ესიამოვნა მისი მოფერება, გული აუჩუყდა იაკოს და უნებურად მაინც წამოსცდა სიმართლე: - მან ისე შემომხედა, როგორც ბავშვს...
- როგორც ბავშვს?! - სიცილი ვერ შეიკავეს მეგობრებმაც.
თათია და თამარიც ჩამოუსხდნენ ფეხთით.
- ეზოში ისეთი თვალებით გიყურებდა, ასე ბავშვებს არ უმზერენ... - სიცილს ვერ იკავებდა თათია. გაუხარდა მათი სიტყვები.
- ესე იგი არ მომჩვენებია?! - თვალები უციმციმებდა მას.
- მართლა გაზრდილა ჩვენი გოგონა... - თმები აუჩეჩა თამარმა და თვალი ჩაუკრა მეგობრებს - გაუმართლებს გიორგის შენისთანა ანგელოზი თუ შეხედავს...

თბილისში მეორე დღეს დაბრუნდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ გოგოები იაკოს და გიორგის დაახლოვებისთვის ხელი შეეწყოთ, თუმცა მხოლოდ სურვილად დარჩა. აშკარად არ იზიარებდა გიორგი მათ მოსაზრებებს. თითქოს შეგნებულად ერიდებოდა გოგონასთან შეხვედრას, პირისპირ დარჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისეთი სასოწარკვეთილი მზერით გახედავდა ხოლმე იაკო, რომ მეგობრებს გული დარდით ევსებოდათ. ვეღარ ხვდებოდნენ, როგორ ენუგეშებინათ. ისევ თეკლეს უმტყუნა ნებისყოფამ, ამჯერად აკას ვეღარ სთხოვდა დახმარებას, გადაწყვიტა თვითონ გაერკვია ვაჟის ასეთი ქცევის მიზეზი.
უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში გამოიჭირა ბიჭებთან ერთად მყოფი გიორგი.
- მოხდა რამე? - გაოცებულმა ჰკითხა ბიჭმა, მის გევრდით წამოსკუპებულ ქალს.
- სალაპარაკო მაქვს.. - მოკლედ მოუჭრა თეკლემ.
- საღამოს ისედაც თქვენთან ვაპირებდი მოსვლას და იქ ვერ ვიპლაპარაკებდით?
- იქ ვერ მოვახერხებთ, აქ მირჩევნია, პირისპირ... - მტკიცე ხმით გამოუცხადა გოგომ. რამდენიმე წამით აკვირდებოდა გიორგი, შემდეგ ბიჭებს ანიშნა, მარტო დაგვტოვეთო.
- აბა, გისმენ! - ირონია გაერია ხმაში.
მისი ტონი არ ესიამოვნა თეკლეს, თუმცა არ შეიმჩნია. უდარდელი ხმით პირდაპირ ჰკითხა:
- იაკოზე რას ფიქრობ? - აშკარად შეამჩნია როგორ შეკრთა გიორგი, თითქოს დაიბნა, თუმცა სწრაფად მოერია გრძნობებს და დაბნევა სიბრაზემ შეცვალა:
- რას უნდა ვფიქრობდე, მეგობრის დაა... - შეუღრინა ქალს.
- მეგობრის დებს ყოველთვის გაურბიხარ?! - ღიმილი ვერ შეიკავა მისი სეცბუნებული სახის დანახვაზე თეკლემ.
- არ გავურბივარ...უბრალოდ... - აირია ბიჭი, თვალი აარიდა.
- რა უბრალოდ?! -გამომცდელი მზერით უყურებდა თეკლე.
- მეოცნებე ბავშვია... ცხოვრებას ეხლა იწყებს. ვარდისფერი სათვალეებით უყურებს, მხოლოდ იმას ხედავს რისი დანახვაც სურს. - მის ხმაში ტკივილი და სევდა იგრძნობოდა.
- ბავშვი? კარგია შენი სიტყვები რომ არ ესმის? დარწმუნებული ვარ საკმაოდ ეწყინებოდა... ის ქალია, მეოცნებე, ლამაზი და შეყვარებული...
- შეყვარებული? - შეცბა გიორგი. - ის არ ვარ, მას რომ უნდა უყვარდეს...
- მე ხომ არ მითქვამს, რომ შენ უყვარხარ?! - თვალები ეშმაკურად მოწკუტა თეკლემ.
- მორჩი მაიმუნობას, სულელი არ ვარ... ვხვდები რისი გაგებაც გინდა. - გაეცინა გიორგის. - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი მაჭანკალი შენ თუ იქნებოდი. - მეგობრულად მოხვია ხელი თეკლეს. - არ ვუარყოფ, მეც მომეწონა, ოღონდ ყურადღება მიაქციე რომ არ შემიყვარდა, მხოლოდ მომწონს... - ხაზგასმით აღნიშნა მან- მაგრამ ასე მარტივად არაა ყველაფერი, ის ჩემი ძმაკაცის დაა... იაკო ბავშვია, ამას ვერ ხვდება, ვერ იაზრებს, მაგრამ გიფიქრია რა იქნება, რომ ვერ შევეწყოთ? უკანასკნელი ნაძირალა ვიქნები, მეგობრის დას რომ ვაწყენინო. ნიკა არასოდეს მაპატიებს და სიმართლე გითხრა ვერც მე ვაპატიებ ჩემს თავს. ამიტომ მირჩევნია ყველაფერი ასევე დარჩეს...
- ანუ გამოდის ნიკას გამო უარს ამბობ იაკოსთან ურთიერთობაზე? ეს ყველაფერი უსამართლოდ არ გეჩვენება? - უკმაყოფილება ვერ დამალა თეკლემ.
- ახალი პრობლემები არ მჭირდება. შენც უნდა ხვდებოდე, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.. - პოზიციებს არ თმობდა გიორგი.
- შეცდომას უშვებ, ასე მეგობრებზე ფიქრში აგაცლიან ამ ანგელოზივით გოგოს და დარჩები მარტო... - გაბრაზებული სახით უმზერდა თეკლე მეგობარს. მისი გაკაპასებული სახის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებდა გიორგი.
- დღეიდან ახალი სახელი გერქმევა, თეკლე მაჭანკალი... - თმები აუჩეჩა ქალს, გულში თბილად ჩაიკრა და თავზე აკოცა.
-დამპირდი, რომ ჩემს სიტყვებზე იფიქრებ... - არ ჩუმდებოდა გოგო.
- ვიფიქრებ, აუცილებლად ვიფიქრებ.. უბრალოდ საკუთარ თავში გასარკვევად დრო მჭირდება, მხოლოდ სიმპატიის გამო, ფუჭ იმედს ვერ მივცემ... არ იმსახურებს ტკივილს...
- კარგი ბიჭი ხარ, გიო... - თითის წვერებზე აიწია, ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა - რაც არ უნდა გადაწყვიტო, ვიცი გულს არ ატკენ... - თბილად გაუღიმა და მარტო დატოვა ვაჟი.



№1  offline წევრი irinka123

პატარა თავი იყო feel ველოდები შემდეგ თავს...

 


№2  offline წევრი Lela-lela

არ ვიცი როგორ გითხრათ რა სიამოვნებას ვიღებ თქვენი ნაწერების კითხვით,ორი წელია უკვე რაც აქ ვკითხულობ ისტორიებს და ვინც მართლა კარგად წერს აღარ დებენ აღარაფერს,ეხლა გადავაწყდი თქვენს ნაწერებს გაოცებული ვარ რატო აქვს ასე ცოტა ნახვა,თქვენ უნიჭიერესი ხართ,სულ რამდენიმე მეგულება აქ ასეთი კარგი ისტორიების ავტორი.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

irinka123
პატარა თავი იყო feel ველოდები შემდეგ თავს...

irinka123
პატარა თავი იყო feel ველოდები შემდეგ თავს...

მადლობა რომ კითხულობ

Lela-lela
არ ვიცი როგორ გითხრათ რა სიამოვნებას ვიღებ თქვენი ნაწერების კითხვით,ორი წელია უკვე რაც აქ ვკითხულობ ისტორიებს და ვინც მართლა კარგად წერს აღარ დებენ აღარაფერს,ეხლა გადავაწყდი თქვენს ნაწერებს გაოცებული ვარ რატო აქვს ასე ცოტა ნახვა,თქვენ უნიჭიერესი ხართ,სულ რამდენიმე მეგულება აქ ასეთი კარგი ისტორიების ავტორი.

ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მსიამოვნებს თქვენი სიტყვები. თუმცა ვერ დაგეთანხმებით. ძალიან ბევრი საინტერესო ნაწერი აღმოვაჩინე ამ გვერდზე. რაც შეეხება ნახვების რაოდენობას, იმედი მაქვს ნელ ნელა მოიმატებს. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და არ დაიზარეთ თქვენი აზრის გაზიარება.

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საყვარელი თავი იყო , იმედია გიორგი გაერკვევა გრძნობებში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent