შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისუსტე (თავი 3)


7-02-2016, 00:25
ავტორი nicol
ნანახია 8 806

****
ალბათ კიდევ დიდი დრო გავიდა, სანამ გონზე მოვედი და აზრების მოკრება შევძელი.
– აჰა... – ესღა აღმომხდა და კვლავ დავდუმდი.
ან რა უნდა მეთქვა? ისიც ვეღარ გამეგო, გამხარებოდა თუ მწყენოდა მისი წინადადება? ეშვილა მას ჭორფლიანი ცხვირი? გულის სიღრმეში ყოველთვის მეშინოდა ამის. მეშინოდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც მის შვილად აყვანას გადაწყვეტდა და წაიყვანდა ჩემი ცხოვრებიდან. ახლა კი ვინ მთავაზობდა ამას? ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე ახლობელი მეჩვენებოდა და ახლა თითქოს უკვე სხვა პლანეტაზე იდგა. თან პარალელურად მოძრავ პლანეტაზე, ისე რომ რამდენიც არ უნდა ევლოთ ამ პლანეტებს, მათი შეხვედრის შესაძლებლობა ნულის ტოლი იყო. მას ცოლი ჰყავდა.
– რა თქმა უნდა შენ ისეთივე ურთიერთობა გექნება მასთან, როგორც ადრე. – თითქოს ფიქრს მიმიხვდა.
ჩავახველე, რომ ხმის დამორჩილება შემძლებოდა.
– შენი მეუღლე... – გაუბედავად წამოვიწყე. – ადვილი არ არის...
– ეგ უკვე ჩვენი საქმეა. – შემაწყვეტინა.
მომეჩვენა, რომ საკმაოდ ცივად წარმოსთქვა ეს სიტყვები. შეიძლება მართლა მომეჩვენა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.
– ანა, – ისევ ბექამ წამოიწყო. – მზად ვარ სრული პასუხისმგებლობა ავიღო მის მკურნალობაზე. – ცოტა ხანი გაჩუმდა. ჩემს რეაქციას დაელოდა, მე ვდუმდი. – იმედია იმის ახსნა არ მჭირდება, რომ მიუხედავად იურიდიული უფლებისა, მაინც შენ გადაწყვეტ ბევრ რამეს. როგორც კი უფლებას მივიღებ, მას ჩემთან გადავიყვანთ და შენც მასთან ერთად წამოხვალ.
ვიგრძენი როგორ დამიარა მტკივნეულმა ტალღამ. იმის წარმოდგენაზე, რომ მე ერთჭერქვეშ უნდა მეცხოვრა, მასთან და მის მეუღლესთან ერთად. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მას ვნახავდი სიყვარულით აღსავსეს და ეს სიყვარული სულაც არ იქნებოდა ჩემი. მეტისმეტად ამბიციური ფიქრები იყო არა? გეთანხმებით, მაგრამ ეს ზუსტად ის იყო, რასაც ვგრძნობდი. მე ის უკვე სიგიჟემდე მიყვარდა. ცხოვრებაში პირველად მიყვარდა და ასე მტკივნეულად. ვერ შევეგუებოდი. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ შეეძლო ვინმესთვის შემოეხვია ის მკლავები, რომელიც ცოტა ხნს წინ მე მეხვეოდა, ჭკუიდან გადავდიოდი. ვერ შევძლებდი.
– თანახმა ვარ. – თქვენზე მეტად მე გამიკვირდა საკუთარი სიტყვები. როგორც ჩანს გრძნობამ სძლია გონებას. მან მძლია მე. ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ის ჩემი სისუსტე იყო. როგორც ჩანს არც ისეთი მაგარი გოგო ვიყავი, როგორც მეგონა.
ძნელად წარმომედგინა რა იქნებოდა მომავალში, საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. იმ დღესვე დაელაპარაკა ბექა სოციალური აგენტებს, გაარკვია ყველა საჭირო პროცედურა და აქტიურად შეუდგა საქმის მოგვარებას. ვთხოვე, რომ ჭორფლიანს მე დაველაპარაკებოდი. მინდოდა ფაქიზად და ზუსტად ამეხსნა საქმის ვითარება, იმ სიტყვებით მეთქვა, როგორც უფრო ადვილად მიიღებდა. დაახლოებით ათი წუთი ვიდექი მისი პალატის კართან და აზრების მოკრებას ვცდილობდი, ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და შევედი.
როგორც ყოველთვის ანთებულ თვალები შემომანათა და ამან ათჯერ უფრო გააძნელა საუბრის დაწყება.
– ბექა მოგწონს? – წამოვიწყე, როგორც კი საჭირო მომენტი ჩავიგდე ხელში.
– მაგარი ადამიანია სამყაროს ცენტრი. – თვალები გაუბრწყინდა.
– რას იტყვი მის სახლში რომ გადახვიდე საცხოვრებლად? – გაუბედავად შევაპარე.
სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, მერე შიში გაუკრთა. დარწმუნებული ვარ ჩემი აღელვებული განწყობა იგრძნო და შევეცადე უფრო ლაღად გამეგრძელებინა საუბარი.
– ძალიან დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობს.
– უნდა მიშვილოს? – თითქმის ჩაიჩურჩულა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საკითხი ჩემზე ნაკლებად არ აღელვებდა. საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი იყო და იმასაც ხვდებოდა, რომ მისი გაშვილების შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს დავშორდებოდით. – მერე, შენი სახლი... – ვეღარ გააგრძელა, ვიგრძენი, როგორ მოაწვა ყელში ბურთი.
– ჩემთან მაშინვე წაგიყვან. როგორც კი კარგად გახდები. – მთელ ძალას ვიკრებდი, რომ არ ავტირებულიყავი.
– შენც ივლი ხოლმე იქ? – აკანკალებული ხმით მკითხა.
– რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში არც კი დავთანხმდებოდი, ხომ იცი, შენს ნახვას ვერავინ დამიშლის. – დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. – თან იქ ღამეც შემეძლება შენთან დარჩენა. – გაღიმებას შევეცადე. დავინახე, როგორ გაუბრწყინდა თვალები.
მთავარი ნაბიჯი უკვე გადავდგი, ახლა ლალი დეიდა რჩებოდა. რა თქმა უნდა იცოდა ჭორფლიანი ცხვირის შესახებ და ხშირადაც ნახულობდა ხოლმე საავადმყოფოში, მაგრამ მისთვის მაინც ძნელი ასახსნელი იქნებოდა ეს ყველაფერი. ის ბექას საერთოდ არ იცნობდა და როგორ უნდა ამეხსნა მისთვის მის სახლში გატარებული ღამეები? მოტყუებას არ ვაპირებდი და გადავწყვიტე მაქსიმალურად სწრაფად მეთქვა ყველაფერი. ალბათ გაგიკვირდებათ ასე მარტივად რომ დავთანხმდი ბექასთან გადასვლას, თუმცა სულ იქ ყოფნას არ ვაპირებდი, ღამე დარჩენას კი ვგეგმავდი. ეს წინადადება მხოლოდ და მხოლოდ ჭორფლიანი ცხვირის გამო მივიღე. ამ შემთხვევაში ბექასადმი ჩემი გრძნობები არაფერ შუაში იყო. საავადმყოფოშიც კი მივდიოდი ღამღამობით და ახლა, როცა ამას აღარავინ დამიშლიდა, ვერაფრით ვიტყოდი უარს. მაშინებდა მის სახლში ცხოვრება, თუნდაც დროის გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, თან იმედი მქონდა რომ მთელ ყურადღებას ჭორფლიან ცხვირზე გადავიტანდი და იქნებ ყველაფერში გავრკვეულიყავი. დაველაპარაკე ლალი დეიდასაც. ცოტა გამიპროტესტა, ცოტა დამტუქსა, ცოტა ჭკუა დამარიგა, ცოტა წაიტირა და მაინც შეეგუა. ასეც ვიცოდი. რჩებოდა ფორმალური მხარე და მთავარი – ბექას ცოლი.
საკამოდ მწირი ინფორმაცია მქონდა მასზე. ვიცოდი მხოლოდ რომ მაია ერქვა და ამერიკაში იმყოფებოდა. ვერ გეტყვით რა ურთიერთობა ჰქონდათ ცოლ-ქმარს, ამ საკითხზე საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო ბექა. არც ჩემთვის იყო ადვილი მისგან საკუთარი ცოლის ხშირი ხსენება და არც ჩავძიებივარ. გადავწყვიტე, რომ როგორც კი ყველაფერი მოგვარდებოდა, მოვიკრებდი ყველანაირ ძალას და ისევ მოვიხმობდი საკუთარ „პრაგმატულ მეს“, თუნდაც ჯანდაბიდან ყურით მოვათრევდი და ვაიძულებდი საკუთარ თავს, დავბრუნებულიყავი რეალობაში.
რამდენიმე დღეში მოაგვარა ყველაფერი. შვილად აყვანაზე უარი უთხრეს, მხოლოდ მეურვეობის გადაცემის საკითხს განიხილავდნენ. ამისთვის ბოლო ნაბიჯი კი მისი მეუღლის თანხმობა იყო. ანუ ამ შემთხვევაში მეურვეობა მარტო ბექას გადაეცემოდა. თითქოს გამიხარდა კიდეც. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ მის ცოლს ჭორფლიან ცხვირზე რამე უფლება ექნებოდა.
არ შევხვედრივარ მის ცოლს, არც მას უთქვამს ჩამოვიდაო, უბრალოდ ერთ დღესაც ნოტარიულად დამოწმებული წერილი მოიტანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაია თანახმა იყო, მისი მეუღლისთვის მეურვეობა გადაეცათ. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა ყველა პროცედურას.
ერთი თვის მერე ბექა უკვე მისი ოფიციალური მეურვე იყო. ახლა უნდა გადაგვეწყვიტა მისი მკურნალობის საკითხი. რა თქმა უნდა იმას ვხვდებოდი, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. რა თქმა უნდა ვიცოდი, როცა ექიმები მეუბნებოდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობა თითქმის შეუძლებელი, ეს სულაც არ იყო სიმართლეს მოკლებული. მაგრამ ჩემთვის ამ წინადადებაში მთავარი იყო „თითქმის“, მათ უბრალოდ არ უნდოდათ ეს გაეგოთ. ახლა უნდა გამოგვეყენებინა ყველა შანსი, თუნდაც ყველაზე აბსურდული და გვეპოვა გამოსავალი. ბექამ მოიძია ყველა არსებული კლინიკა და ყველგან გადააგზავნა ჭორფლიანი ცხვირის ავადმყოფობის ისტორია. პასუხს ველოდით. მერე დაელაპარაკა ექიმებს მისი სახლში წაყვანის შესაძლებლობა განიხილა. რა თქმა უნდა რისკი არსებობდა, თუმცა ბექამ მოახერხა და სახლშიც შექმნა იგივე პირობები, რაც საავადმყოფოში იყო, დაიქირავა მომვლელი, რომელიც დღეში რამდენჯერმე მოვიდოდა. ასევე მოგვიწევდა მისი ტარება პროცედურებზე, თუმცა ამას შევძლებდით და აი, დადგა ის დღე, როცა შეგვეძლო ჭორფლიანი ცხვირი „სახლში“ წაგვეყვანა.
ნათლად მახსოვს ის დღე. ჭორფლიანი ცხვირის ბედნერი თვალები და ბექას ძლიერ მკლავებში მოქცეული მისი სუსტი, უღონო სხეული. იცით რა მახსოვს? სხივებისთვის მიშვერილი, მისი გაფითრებული სახე, მზის ანარეკლზე მისი კანი თითქოს გამჭვირვალე ჩანდა, ჭორფლები კი შემოდგომის ფოთლებივით დაყროდა ცხვირზე. ამ ყველაფერთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა ბექას მუქი კანი და ჭორფლიანი ცხვირის თავზე მისი სისხლისფერი ბაგეები. აბსოლუტურად სხვანაირი კუთხით ვხედავდი მაშინ ბექას, სულ სხვანაირი ემოციები ჰქონდა, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ბექასგან, რომელიც გაცნობის პირველ დღეს ვნახე. შეიძლება ითქვას, ჭორფლიან ცხვირთან სულ სხვა ადამიანი იყო და მე გონების დაკარგვამდე მიყვარდა ეს ორი არსება.


****
საკმაოდ მარტივად შეეგუა ჭორფლიანი ცხვირი ბექას სახლს. მის ოთახს დიდი აივანი ჰქონდა და დილაობით იქ გაგვყავდა. არ ვგეგმავდი ბექასთან ხშირად ყოფნას, მაგრამ თითქმის არ გამომდიოდა. შეიძლება ითქვას მასთან გადავსახლდი. უფრო სწრად ჭორფლიანის ოთახში ვატარებდი დროის უდიდეს მონაკვეთს.
თითქოს იმედის სხივი ჩამესახა, თითქოს უკეთესობას ვატყობდი ჭორფლიანს, თითქოს ცოტაც და ეს საშინელი სიზმარი დამთავრდებოდა, მაგრამ რეალობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
მსოფლიოს ქალაქების დაახლოებით ოც კლინიკაში გვქონდა გაგზავნილი ჭორფლიანი ცხვირის ავადმყოფობის ისტორია და მათგან მხოლოდ ორისგან მივიღეთ ოდნავ სანუგეშო პასუხი. ისინი ავადმყოფის ადგილზე გამოკვლევას მოითხოვდნენ. ასე ვთქვათ დიდად არ ენდობოდნენ მანამდე ჩატარებულ პროცედურებს.
პირველად თურქეთში გავფრინდით...
პირველად იქ ვიგრძენი რას ნიშნავს, როცა ყველაზე სანუკვარს გართმევენ – იმედს.
არ მახსოვს რას ამბობდა ექიმი. საერთოდ არ მესმოდა ხმა, მხოლოდ მის მოძრავ ულვაშებს ვხედავდი და მიკვირდა როგორ შეეძლო ასე მოქნილად ემოძრავებინა ტუჩები, მაშინ როცა ესოდენ მძიმე სიტყვებს ამბობდა.
მაშინ გამოვერკვიე, როცა ბექას ხელი ვიგრძენი საკუთარ თითებზე და დავინახე, რომ მთელი ძალით ჩავფრენოდი მის ხელს. იმდენად ვუჭერდი ფრჩხილებს, რომ სისხლის კვალიც კი შევამჩნიე. ჩემდა გასაკვირად არ უცდია ხელის განთავისუფლება, პირიქთ ნაზად მისვამდა თავის ძლიერ, დაძარღვულ ხელს თითებზე.
ერთიანად მოვეშვი, იმდენად, რომ რამდენიმე წამით უწონადობის შეგრძნება მქონდა. მერე საყრდენი ვიგრძენი და სხეულის ყველა კუნთი ამტკივდა. ვარჯიშის მერე რომ გრძნობს ადამიანი ისეთ ტკივილს ვგრძნობდი. ეტყობა საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი დაძაბული.
როგორც კი კლინიკიდან გამოვედით სუფთა ჰაერმა საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდა და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი რამდენად სერიოზულად იყო საქმე. მთელ ძალას ვიკრებდი რომ არ მეტირა. მეგონა ერთი ცრემლი მაინც რომ გადმომეგდო, ამით დავნებდებოდი და ხელს ჩავიქნევდი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა – არ დავნებებულიყავი.
– ანა, – საოცრად მზრუნველი ხმა ჰქონდა.
გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი, უფრო ამოკვნესებას ჰგავდა და მისკენ შემოვბრუნდი. სახეზე მზის სხივები მეცემოდა და თვალები ოდნავ მოვჭუტე. ეს კიდეც მეხმარებოდა, რომ ცრემლები შემეკავებინა. თვალებში ვუყურებდი. მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელი მომკიდა და კლინიკის ეზოსთან გაჩერებული ტაქსებისკენ წამიყვანა. ხვდებოდა რომ ახლა ჩემი ჭორფლიან ცხვირთან შესვლა არაფრით არ შეიძლებოდა. ეტყობა იმდენად მტკივნეული ემოცია მეხატა სახეზე, რომ იფიქრა თავს ვერ შევიკავებდი და არჩია პირდაპირ სასტუმროში წავსულიყავით.
ტაქსიში ჩავჯექი და ბექამ მისამართი უკარნახა. არ ვიცი მე მქონდა სასოწარკვეთილი სახე და ჩემი დამშვიდება უნდოდა, თუ ბექას სურვილი იყო, მაგრამ როგორც კი ტაქსი დაიძრა, ჩემსკენ გადმოიხარა, წელზე ხელი მომხვია, მსუბუქად ამიტაცა და კალთაში ჩამისვა. ეს იმდენად ბუნებრივად გააკეთა რომ თქვენ წარმოიდგინეთ არ გამკვირვებია, უფრო მეტიც, უხერხულობაც კი არ მიგძვნია. წამით შევავლე თვალი სარკეში მძღოლის უკმაყოფილო სახეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ იმ წუთში ესეც კი არ მანაღვლებდა. თავი მხარზე მივადე და თვალები დავხუჭე.
ამ გადასახდიადან რომ ვუყურებ, მიკვირს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მის მუხლებზე ვიჯექი, თავი მის მხარზე მედო და ჩემი ცხვირის წვერი დროდადრო ეხებოდა მის ყელს სულაც არ ვგრძნობდი იმას რაც წესით უნდა მეგრძნო. ადრე მისი თითების შეხებაზეც კი ისეთი ჟრუანტელი მივლიდა და მთელ სხეულში ვნების სასიამოვნო ტალღებს ვგრძნობდი, რომ საკუთარი აზრების გაკონტროლებაც კი მიჭირდა, მაგრამ ახლა უბრალოდ თვალდახუჭულს მის მკერდზე მედო თავი და მის სითბოს შევიგრძნობდი, სულაც არ იყო ეს ლტოლვა, უბრალოდ თავს ასე დაცულად ვგრძნობდი, თითქოს სახლში ვიყავი. ბექა ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე უბრალოდ სასურველი მამაკაცი. ვერც კი მივხვდი, როგორ გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთან სიახლოვეც ლტოლვაზე გაცილებით მეტი იყო.

****
დაახლოებით იგივე პასუხი მივიღეთ ისრაელის კლინიკაშიც. მეორედ ასეთი მტკივნეული აღარ იყო და იცით...
შევეგუე...
ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი...
უბრალოდ შევეგუე...
ექიმების რეკომენდაციით შევწყვიტეთ ყველანაირი მკურნალობა და მივეცით საშუალება მშვიდად გაეტარებინა მისი კუთვნილი დღეები.
მძულდა ასეთი საკუთარი თავი, მაგრამ ახლა საკუთარი თავის სიძულვილი უფრო ადვილი იყო. ცხოვრებაში პირველად იოლი გზით სიარულზე ვიყავი თანახმა.
უბრალოდ დავნებდი...
ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, მაქსიმალურად გამელამაზებინა მისი დღეები. მისი ექვსი თვე... განაჩენივით ჟღერდა, იყო კიდეც განაჩენი.
არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება, წესით უნდა ჩავჭიდებულიყავი ყველა მოგონებას და თითოეული წამი დამემახსოვრებინა, მაგრამ ის პერიოდი საკუთარი თავი მძულდა. იმიტომ რომ ბრძოლის ძალა აღარ მქონდა, იმიტომ რომ მეც ქალბატონი მანანა გავხდი, იმიტომ რომ მეც ვიფიქრე რომ მისი გადარჩენისთვის ბრძოლა დროის ფუჭად ხარჯვა იყო. როგორც ჩანს მართალი აღმოჩნდა, საკმარისი რესურსი არ მქონდა, უბრალოდ აღარ მეყო.
ის ექვსი თვე საერთოდ არ დამიტოევბია ბექას სახლი და ჭორფლიანის ოთახიდანაც კი იშვიათად გამოვდიოდი. ბექაც თითქმის სულ ჩვენს გვერდით იყო. ეზოშიც გაგვყავდა ხოლმე, როგორც კი ცოტა ძალა მოემატებოდა.
– მშვენიერი ამინდია, გინდა გარეთ გავიდეთ? – ოთახის კარი შემოაღო ერთხელ ბექამ.
ჭორფლიანს გადავხედე. თვალები გაუნათდა. თბილი პლედი მოვახურე და ბექამ ფრთხილად აიყვანა ხელში. ბაღის სიღრმისკენ წავედით.
– გახსოვს, ერთხელ გითხარი, ინდიელების ტომის ბელადს ვიცნობდი-მეთქი? – ჭორფლიან ცხვირს მიმართა ბექამ.
– მაგას რა დამავიწყებს. – სუსტად გაიღიმა ჭორფლიანმა. – მაგარი ტატუ გაქვს ბეჭზე.
– კიდევ ვიგვამიც ამიშენა პატივისცემის ნიშნად. ადრე არ მითქვამს შენთვის? – ღიმილით უთხრა და გაჩერდა.
ბაღის ბოლოს უზარმაზარი ხის ქვეშ მართლაც იდგა ვიგვამი, ჩვეულებრივი ხის ტოტებისგან აშენებული ნამდვილი ინდიელების ვიგვამი. ჭორფლიანს თვალები გაუბრწყინდა, ძალა არ ეყო, თორემ წამოხტებოდა სირბილით გავარდებოდა მისკენ.
– გადავწყვიტე, დღეს ჩემს ვიგვამში დაგპატიჟო, ჩემთვის დიდი პატივია სხვა ტომელების სტუმრობა. – უთხრა და იქვე მდელოზე ჩამოსვა.
ეტყობა დიდი ხან გეგმავდა ამას ბექა, ყველაფერი გაეთვალისწინებინა. სახე სპეციალური სითხით შეუღება, თავზე ბუმბულები დაუმაგრა და კისერზე, რაღაც ეშვების მსგავსი ასხმა ჩამოაცვა. ნამდვილ ინდიელს გავდა, ფერმკრთალს, მაგრამ მაინც ინდიელს. თვითონაც წაისვა სახეზე საღებავი და პერანგი გაიხადა. ისევ სული შემიხუთა მისმა შიშველმა ტორსმა.
– ანა, შედი ვიგვამში და გამოიცვალე. – მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
წამოვდექი და ქოხში შვედი, რაღაც ტყავის ნაჭრები ეწყო მიწაზე. შარვალი და მაისური გავიხადე და ინდიელის სამოსი ჩავიცვი. გარეთ გამოსულს ოვაციებით შემხვდნენ. თითქმის არ მიფარავდა სხეულს ტყავის ნაკუწები, თუმცა თავს უხერხულად მაინც არ ვგრძნობდი. ბექა მომიახლოვდა და თმიდან სარჭი გამომაცალა. შავი, სწორი თმა მხრებზე დამეყარა. შუბლზე წვრილი თასმა შემომახვია და სახეზე საღებავი წამისვა.
ჩემს წინ იდგა მთელი თავისი სიდიადით, ვხედავდი როგორ აუდჩაუდიოდა მკერდი და ერთი სურვილი მკლავდა, მოვხვეოდი და ამ მკერდში ჩავკარგულიყავი. დარწმუნებული ვიყავი იქ თავს მშვიდად ვიგრძნობდი. მომეჩვენა თითქოს საუკუნე გავიდა.
– უხდებით ერთმანეთს. – ჭორფლიანი სიტყვებმა გამომარკვია და გავწითლდი. საკუთარი ფიქრების შემრცხვა, დამავიწყდა რომ ცოლი ჰყავდა. ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად მავიწყდებოდა ეს.
ბექამ კოცონი დაანთო და გარს შემოვუსხედით.
– ჭორფლიანო ცხვირო, ჩემო მეგობარო, – დაიწყო ბექამ. – ჩემთვის ყველთვის დიდი პატივია შენი სტუმრობა, მაგრამ ახლა სხვა ამბისთვის მოგიწვიე.
ასეთმა მიმართვამ გაახარა ჭორფლიანი და ცოტა შეიფერა.
– ვიცი, პატივსაცემი ადამიანი ხარ და ახლა მინდა შენგან ნებართვა ავიღო. – ერთი წუთით გაჩუმდა და მერე განაგრძო. – თუ თანახმა ხარ ანაზე მინდა ვიქორწინო.
ალბათ წარმოგიდგენიათ მე რა დამემართებოდა ამ სიტყვების გაგონებაზე. კიდევ კარგი ვიჯექი. თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა, ისიც კი ვიფიქრე, როგორ ამბობს ამას, თვითონ ხომ ცოლი ჰყავს-მეთქი. ბოლოს გავიაზრე რომ ესეც თამაშის ნაწილი იყო. სულაც არ აპირებდა ჩემთან ერთად საკურთხეველთან მისვლას, უბრალოდ როგორც ერთ-ერთი ტომის წარმომადგენელმა ისე ითხოვა ჩემზე ქორწინების ნებართვა.
ჭორფლიანმა თვალები მოჭუტა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ფიქრობდა. ბოლოს გაიღიმა და დაიწყო:
– ანა ჩემთვსი ყველაფერია. ყველაზე ახლო ადამიანია. საუკეთესო გოგოა ვისაც კი შევხვედრივარ. შეხვედრით კი ბევრს შევხვედრივარ დამიჯერეთ.
ბექამ ღიმილი ვერ შეიკავა, ღმერთო როგორ უხდებოდა ღიმილი.
– თუმცა, – ისევ სერიოზული სახით განაგრძობდა ჭორფლიანი. – თქვენც საკმაოდ კარგი ადამიანი ხართ და იმსახურებთ ანას. მე უფლებას გაძლევთ. – დაასრულა ჭორფლიანმა, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ბეჭებში გასწორდა.
– მაშ გავაბოლოთ მშვიდობის ყალიონი? – თქვა ბექამ და ორივეს გრძელი ჯოხები მოგვაწოდა, სავარაუდოდ „მშვიდობის ყალიონი“.
ჭორფლიანმა სერიოზული სახით გამოართვა და ასევე ღირსეულად „გააბოლა“.
– ნება მომეცით მშვენიერო ანა, – ახლა მე მომიბრუნდა ბექა. ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო და მისკენ ზურგით მიმაბრუნა. თმები გადამიწია და მხარზე დამაკრა ჯიბიდან ამოღებული ქაღალდი. რამდენჯერმე გადაუსვა ხელი და რომ დარწმუნდა კარგად იყო მიწებებული, ნელ-ნელა აძრობა დაიწყო. საკმაოდ ფრთხილად ამოძრავებდა თითებს, ცდილობდა არ მტკენოდა.
მე რას ვგრძნობდი?
იმას რაც აქამდე არასდროს მეგრძნო. მთელ სხეულში სასიამოვნო ტალღები მივლიდა. კისერზე ვგრძნობდი მის სუნთქვას და მხარზე მისი თითების შეხებას. იმ წუთას მარტო ერთი რამ მინდოდა, დრო გაჩერებულიყო.
– მზად არის. – თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
თავი მოვაბრუნე და მხარზე დავიხედე, სწორედ მისნაირი ტოტემის გამოსახულება მქონდა, სწორედ იქ სადაც მას.
ჭორფლიანმა ტაში შემოკრა.
– ანა, ახლა მართლა მისი ცოლი ხარ, ერთნაირი ნიშნები გაქვთ. – მერე ხმა დაისერიოზულა და ბექას მიმართა. – შეგიძლია აკოცო შენს ცოლს.
შევკრთი, კიდევ კარგი მისკენ ისევ ზურგით ვიჯექი და ვერ ხედავდა, როგორ მომედო სახეზე ალმური. თავი არ მიმიბრუნებია, ვერ გავბედე. ვიგრძენი, როგორ დაიხარა ჩემსკენ და როგორ მომადო გავრვარებული ტუჩები მხარზე, ზუსტად იქ, სადაც ცოტა ხნის წინ თითებს მისვამდა. მთელ სხეულში ჩამეღვარა ის სიმხურვალე, რაც მისი ტუჩებისგან ვიგრძენი. მუცლის კუნთები დამეჭიმა და მოძრაობის უნარი დავკარგე. ტუჩები მომაცილა და ახლა მისი ძლიერი ხელი ვიგრძენი მუცელზე და დაჭიმული კუნთები უმალ მომეშვა. იმ წუთას, შემიძლია ვთქვა, რომ თავი დავკარგე. დავნებდი მის ხელს, რომელმაც უფრო ახლოს მიმიზიდა და ახლა უკვე მთელი ტანით ვგრძნობდი მის შიშველ ტორსს. გეფიცებით ყველა უჯრედით შევიგრძნობდი. თითოეული კუნთის დათვლაც კი შემეძლო. თავი უკან გადავწიე და მივეყრდენი, შუბლი მის ყელს მივადე და თვალები დავხუჭე. საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. აღარც მისი ცოლი მახსოვდა და არავინ. ახლა სამყაროში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით: მე, ის და ჭორფლიანი ცხვირი.
იმწუთას დროის შეგრძნება დავკარგე, ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყავი ასე. მაშინ კოცონთან ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
მოსაღამოვდა და ცოტა აგრილდა. ჭორფლიანი ცხვირი სახლში შევიყვანეთ. მეორე დღესაც ვგეგმავდით ასე კოცონის დანთებას, მაგრამ მეორე დღეს უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. დავპირდი, რომ როგორც კი კარგად გახდებოდა, აუცილებლად გავიდოდით ისევ ბაღში, მაგრამ ვერ შევასრულე, არ გახდა უფრო უკეთ. პირიქით, დღითიდღე სუსტდებოდა. ნელ-ნელა მეპარებოდა სასოწარკვეთა. ერთი წუთითაც არ გავდიოდი მისი ოთახიდან, საჭმელადაც კი. ბექას თვითონ მოჰქონდა და მთხოვდა მეჭამა, მაგრამ არ შემეძლო, მართლა არ შემეძლო. არაფრის სურვილი აღარ მქონდა, უბრალოდ ველოდებოდი. ველოდებოდი გარდაუვალს და საკუთარი თავი მძულდა ამისთვის, იმისთვის რომ დავნებდი და მას სიკვდილის უფლებას ვაძლევდი. ასე მეგონა მე რომ არ დავნებებულიყავი ვუშველიდი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.
იმ ღამეს... იმ საშინელ ღამეს ბექამ შემომთავაზა, თუ გინდა შენთან ერთად დავრჩებიო, მაგრამ არ მივეცი უფლება. როგორც კი ოთახიდან გავიდა კარები შიგნიდან გადავკეტე. არასდროს ვკეტავდი, მაგრამ ახლა ორჯერ გადავატრიალე გასაღები და ჭორფლიანი ცხვირის საწოლთან მივედი. ბექამ მეორე საწოლიც დაადგმევინა ოთახში, როცა უარი განვაცხადე სხვა ოთახში ძილზე, მაგრამ იქ იშვიათად მეძინა. მთელი ღამეები მის საწოლთან სავარძელში ვიჯექი ხოლმე და გათენებას ველოდი.
ახლა კი სავარძელშიც არ ჩავმჯდარვარ. საბანი გადავწიე და ჭორფლიან ცხვირს მივუწექი. მანამდე არასდროს ვწოლილვარ მასთან, ახლა უბრალოდ მთელი სხეულით მინდოდა შემეგრძნო მისი პატარა სხეული. თავი მის გვერდით დავდე ბალიშზე და თვალები დავხუჭე, რომ არ დამენახა როგორ მიდიოდა. მთელი ღამე არ გავნძრეულვარ, სუნთქვის რიტმიც კი არ შემიცვლია. მაშინაც კი როცა მისი სუნთქვა აღარ მესმოდა და ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ გაცივდა მისი სხეული. თვალიც არ დამიხამხამებია, ერთი ცრემლიც კი არ გადმომიგდია. უბრალოდ ვიწექი და არაფერზე ვფიქრობდი. არც კი მეგონა ადამიანს ფიქრის გარეშე თუ შეეძლო. მე კი მაშინ არაფერზე ვფიქრობდი.
მთელი ღამე ვიყავი ასე, გვერდიც კი არ მიცვლია. არაფერს ვგრძნობდი გარდა სიცივისა. ჯერ ნახევარი მხარე გამეყინა, მერე მთელ სხეულს მოედო სიცივე. უკვე თენდებოდა სუსტი კაკუნი რომ გავიგე კარებზე. არ გავნძრეულვარ. იგივე განმეორდა ერთი საათის შემდეგ, ახლა კაკუნს ჩუმად ნათქვამი – ანა გღვიძავს? მოაყოლა. არც ამჯერად გავნძრეულვარ. ისევ გავიგონე ნაბიჯების ხმა და მვხვდი რომ წავიდა. ცოტა ხანში ისევ გავიგე კაკუნი და უკვე კარების სახელურსაც დაეჯაჯგურა. ისევ რომ არ მქონდა რეაქცია, გასაღებით გააღო და დავინახე მისი მწუხარებისგან შეშლილი სახე. მე არ ვიცი, ალბათ არაფრისმთქმელი გამოხედვა მქონდა, იმიტომ რომ მართლა არაფერს ვგრძნობდი. ნელა მომიახლოვდა:
– ანა... – არასდროს გამეგო მისი ასეთი სასოწარკვეთილი ხმა.
საწოლთან დაიხარა და თავზე ხელი გადამისვა.
– ანუშკა... – პირველად მომმართა ასე და პირველად დავინახე მისი ათრთოლებული ნიკაპი. არ ტიროდა, თუმცა ვხედავდი რომ შესძლებოდა მოთქმით იტირებდა.
– წავიდა. – თავი მოვაბრუნე და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, უბრალოდ ტუჩების მოძრაობით ვუთხარი.
ერთი ხელი წელთან შემიცურა, მეორე მუხლებთან და ფრთხილად ამიყვანა ხელში. გულზე მიმიხუტა და კარებისკენ დაიძრა.
– არ გამიყვანო ოთახიდან. – ხმადაბლა თუმცა მკაცრად ვუთხარი.
ნაბიჯი არ გადაუდგამს, იქვე კედელთან ჩაჯდა და მუხლებზე დამისვა. მთელი სხეულით მიკრავდა და ცდილობდა ჩემი გაყინული სხეული გაეთბო. ხელებზე ხელებს მიჭერდა და ხან ცდილობდა გაეთბო, ხან მიკოცნიდა. შიშველ მკლავებზე და წელზე მისვამდა ხელებს. უნდოდა თავისი სითბო გაენაწილებინა. მთელ სხეულზე მეხებოდა, თეძოებზე, მკერდზე, წვივებზე, ტერფებზე... არანაირი უხამსობა არ იყო თითოეულ ამ შეხებაში, მხოლოდ ჩემი თანაგრძნობა უნდოდა. მას ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი მდგომარეობა და იცით რა დავინახე? ეშინოდა... ჩემი დაკარგვის ეშინოდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები... – ყურში ჩამჩურჩულა.
– ნუ მპირდები! – ძალიან ცივი იყო ჩემი ხმა. – არასდროს დამპირდე იმას, რასაც ვერ შეასრულებ. – ორივე ხელი მკერდზე მივაბჯინე და შევეცადე გავთავისუფლებულიყავი. – რა იქნება კარგად? გაცოცხლდება? – ნელ-ნელა ვუწევდი ხმას. – მიპასუხე! შეძლებ გააცოცხლო? ახალ ეგეთს მომიყვან? შენ შემიცვლი მას? გეკითხები! – უკვე მთელი ხმით ვყვიროდი.
– ანა... – სახე საერთოდ წაშლოდა,
– არ გაბედო და არ შემიცოდო, არ გაქვს უფლება, ვერ ვიტან სიბრალულს... იცოდე არ გაპატიებ, სიბრალულს ვერ გაპატიებ. – ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდი.
ამ სიტყვებს ალბათ ბევრი ვერ გაუძლებდა და წავიდოდა, ისე რომ უკანაც არ მოიხედაბდა, მაგრამ არა ის. სახე შეეცვალა, მივხვდი როგორი რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი. ბოლოსდაბოლოს მარტო მე ხომ არ მიყვარდა ჭორფლიანი ცხვირი? მასაც სტკიოდა ეს ყველაფერი და შეიძლება ითქვას ჩემზე არანაკლებად. მაგრამ როგორც ჩანს ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. წამოდგა, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია და ოთახიდან გამიყვანა. აღარაფერი მითქვამს, უკვე თავი აღარ მქონდა.
არ მიტირია...
ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია. არც ხმა ამომიღია. არც ჩემი გულისნადები მითქვამს და გამიყოლებია. მთელი ის პერიოდი ხმა არ ამომიღია. საერთოდ არაფერი მახსოვს იმ დღეებიდან. ისევე, როგორც დედას და ჩემი ცხოვრებიდან არც ერთი მოგონება არ შემომრჩა.
როცა ყველაფერმა ჩაიარა მაშინაც არ წავსულვარ მისი სახლიდან, უფრო სწორად ჭორფლიანი ცხვირის ოთახიდან არ გამოვსულვარ. ვიჯექი აივანზე და ბაღს გადავყურებდი ხოლმე. იქიდან ვიგვამიც კი ჩანდა.
ლალი დეიდა მოდიოდა ყოველდღე და მეხვეწებოდა – სახლში დაბრუნდიო, მაგრამ ხმას არ ვცემდი, საერთოდ არავის ველაპარაკებოდი. რომ მიხვდა ვერაფერს შემასმენდა შემეშვა. ჩემთან აღარ მოდიოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი ბექას შეუჭამდა ტვინს ყოველდღიური ზარებით. სამსახურზე და სწავლაზე ლაპარაკიც არ იყო. უნივერსიტეტში ლალი დეიდამ მომიგვარა საქმე და ერთი წელი აკადემიური მომცეს.
მერე მაია ჩამოვიდა...
დიახ, ბექას ცოლი. პირისპირ არ მინახავს. ბაღში სეირნობისას ვაკვირდებოდი ხოლმე აივნიდან. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდათ, მთლად მოსიყვარულე წყვილი რომ არ იყო ეტყობოდათ, მაგრამ ცოლ-ქმარი რატომ ერქვათ არ მესმოდა. არც არასდროს მიკითხავს.
მთელი ამ ხნის მანძილზე ჭორფლიანი ცხვირის ოთახიდან არ გამოვსულვარ და მაია ჩემთან არ შემოსულა, ასე რომ ერთმანეთი ახლოს არ გვინახავს, თუმცა შორიდან ორივე დიდხანს ვაკვირდებოდით ერთმანეთს. წარმოიდგინეთ თვალიც კი არ აგვირიდებია. ისიც პირდაპირ მიყურებდა ეზოდან და არც მე ამირიდებია მზერა.
დაახლოებით ერთი კვირა იყო გასული მაიას ჩამოსვლიდან დილით ხმაურმა რომ გამაღვიძა. ავდექი, აივანზე გავედი და ერთ ადგილს მივეყინე. იქ სადაც ადრე ვიგვამი იდგა ახლა მხოლოდ დამტვრეული ტოტები ეყარა უწესრიგოდ და რამდენიმე მუშა მანქანაზე ტვირთავდა. მაია რამდენიმე მეტრის მოშორებთ იდგა და გულხელდაკრეფილი უყურებდა მუშებს. არ ვიცი იგრძნო რომ აივანზე გამოვედი თუ უბრალოდ შემობრუნდა, მაგრამ ფაქტია რომ აივნისკენ ამოიხედა და მზერა გამისწორა. რამდენიმე წამი მიყურა და ისევ შებრუნდა. ისევ ისე ვიდექი აივანზე და ვუყურებდი როგორ ტვირთავდნენ მანქანას, რომ სახლიდან სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ბექა დავინახე. მაიასთან მივიდა, ხელი მკლავში წაავლო და უხეშად შემოაბრუნა. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ კამათობდნენ. ისევ არ გავნძრეულვარ ადგილიდან. ბექამ ამოიხედა და დამინახა, მაიას ხელი გაუშვა და სახლისკენ წამოვიდა. მალე ოთახში გავიგონე მისი ნაბიჯების ხმა და ორ წუთში უკვე ისიც აივანზე იყო. არაფერი უთქვამს, უბრალოდ შემომატრიალა და გულში ჩამიკრა. არაფერი მიგრძვნია. არ დაუვლია ჩემს სხეულში სასიამოვნ ჟრუანტელს როგორც ადრე.
აღარ მიყვარდა?
პირიქით ახლა იმაზე ბევრად მიყვარდა ვიდრე ოდესმე. ახლა უბრალოდ მისი სიყვარული არ შემეძლო.
– უნდა წავიდე. – პირველად ამოვიღე ხმა მთელი ამ ხნის მანძილზე.
შეკრთა. ვიგრძენი როგორ მოეშვა მთელი სხეული. ძალიან ფრთხილად გავითავისფლე თავი მისი მკლავებისგან და ოთახში შევედი.
მშვიდად ჩავალაგე ჩემი ნივთები, ბევრი არც არაფერი მქონდა და დაბლა ჩავედი. თვითონ არ განძრეულა. ეზოში ჩავედი და მძღოლს ვთხოვე სახლში წავეყვანე. დავინახე როგორ ახედა აივანს. არ ვიცი რა ანიშნა ბექამ, იქით არ გამიხედავს, მაგრამ მძღოლმა კარები გამიღო და მე დავტოვე ბექას სახლი.



----------------------------------------
ვიცი, ბავშვებო საკმაოდ მძიმე თავი გამოვიდა. ძალიან გამიჭირდა დაწერა.
არაერთი პერსონაჟი მომიკლავს ჩემს ისტოირებში, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე დიდი სისასტიკე იყო.
იმედი მაქვს ძალიან არ დაგამძიმეთ.

პ.ს. შემდეგ თავში დავასრულებ.



№1  offline წევრი მოლურჯო

ამან არა მაგრამ მე კი ამეტირა
ეს რა იყო? sad
ისე დამწყდა გული ვერ ვჩერდები
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი ტომა

დავითრგუნე
დავმძიმდი
.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ვიტირე, რატომ?ჩემი ბიჭიც ზუსტად ამ ხნისაა,უფალმა ჯამრთელი მიმყოფოს მაგრამ ძალიან განვიცადე,გულზე მომხვდა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი kiko

არვიცი გრძნობებს ვერ გამოვხატავ მაგრამ გეტყვი რო ძაან მაგარია ❤❤❤

 


№5 სტუმარი darina

davitrgune, emociebis zgvashi chavidzire, bevri cremlebic vagvargvare, ai dzalian magari xar shen tini ishviatad vtiri da shem moaxerxe chemi atireba.

 


№6 სტუმარი natia

 


№7 სტუმარი mako

ყოვალ წამს ველოდი კარგ ამბავს, რომ გადარჩებოდა მართლა მძიმე თავი იყო.. მართლა ძალოან კარგად წერ შეგიძლია ემოციის გადმოცემა:*:*:*:*:*:*:*:*

 


№8 სტუმარი A

Dzalian mdzime iyo. Tumca dzalian kargi. Male dade ra shemdegi ok? Gelodebi......

 


№9  offline წევრი LoNdA DM

au ramdeni vitire gmerto cudad var, dzalian davmdzimdi, shen ki kargad wer zustad gadmocem emociebs mkitxvelebamde migaqvs satqmeli da velodebi shemdeg tavs

 


№10  offline მოდერი niako crazy

kargad wer, shegidzlia zustad is emociebi gadmosce, rac sachiroa. sheidzleba vcdebi magram albat anis yvelaze metad mesmis, radgan mec gamovcade igive, martlac dzalian rtuli periodia.

 


№11  offline წევრი Smiling girl

კერ კიდევ არ შემშრობია ცრემლები .... ძალიან კარგად წერ და საუკეთესო ისტორიაა..

 


№12  offline წევრი შამხათი

არ შემიძლია იმ ემოციების გადმოცემა, რაც ვიგრძენი.
ძალიან რთული იყო.

 


№13  offline მოდერი chica sol

ნიკოლ ჩემო გოგო. საშინლად დავმძიმდი. არ ვიცი, ანას სიძლიერე მაოცებს.
რაც კი რამ სითხე მიუღია ჩემს ორგანიზმს, დღეს დავღვარე ცრემლების სახით. საშინლად მძიმე იყო ძალიან განვიცადე...
არ ვიცი როგორ გადმოვცე ემოციები. სიტყვები არ მყოფნის.
შენ კი ჩემო სიხარულო უნიჭიერი ხარ...
უყვარხარ მარის ძალიან❤❤❤❤

 


№14  offline წევრი kaxelii

dzaan kargia. wina tavshi mindoda damewera ar moklatqo mara...

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ ვკუთხულობდი ნეტა იცოდე... და მის სიკვდილთან ერთად კიდევ ერთხელ მოვკვდი. განმიახლდა ისევ ის ტკივილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent