შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XXII)


7-02-2016, 02:50
ავტორი Nina))
ნანახია 3 685

***
შენ იცოდი მომენატრებოდი და მაინც წახვედი...
შენ იცოდი შენი წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რუტინულ სახეს რომ მიიღებდა და არ შეგეცოდე,
გამიმეტე..
და მაინც წახვედი..
შენ იცოდი შენი წასვლის შემდეგ ფანჯრის რაფაზე ზამთარ-ზაფხულ რომ ჩამოვჯდებოდი და იმედით ავიხედებოდი ცაზე,
და საშინლად მომენატრებოდი,
მაგრამ მაინც წახვედი...
ცაზე რომ დავინახავ,
თეთრ,
ჭაღარა,
ფითქინა,
რკალისებრ (როგორც ახლა ვარ),
ან სავსე (როგორიც ერთად ვიყავით) მთვარეს.
ავიხედავ და შენ გამახსენდები,
თითები გამექცევა ტელეფონისკენ და შეტყობინებას ავკრეფ:
"ძილინებისა,ჩვენნაირები მთვარით თბებიან!"
და შეგნებულად იმ ნომერზე გამოვგზავნი,რომელიც უკვე წლებია აღარ გეკუთვნის და
მე ეს ვიცი...
ზოგჯერ,
როდესაც ფანჯრიდან გახედვა დამავიწყდება,
და გადაწეული ფარდებიდან ოთახს ნახევრად და მკრთლად გაანათებს ფანჯრიდან შემოპარული თეთრი ბჟუტავი სინათლე,
მაშინ კიდევ უფრო მტკივნეულად გამახსენდები და შემომიტევს შენზე ფიქრები...
მერე მომენტალურად ვიხსენებ იმ დროს,
როდესაც იცოდი, შენი წასვლა თუ რაოდენ ტკივილს მომანიჭებდა
და
შენ
მაინც წახვედი...
და მე შემზიზღი მხოლოდ იმიტომ,რომ
შენ იცოდი,როგორ მტკივნეულად მომენატრებოდი წასვლის შემდეგ
და
მაინც
წახვედი.
თუმცა,ორივემ ვიცოდით რომ ეს განშორება გარდაუვალი იყო,
ვინაიდან უკვე დასრულებულ,დაბეჭდილ წიგნს ვერავინ შემატებს ახალ თავს...

***
როდესაც გონს მოვიდა ისევ მერაბის კაბინეტში იყო,მაგრამ ამჯერად იქ მერაბისა და დემეტრეს გარდა,კაკი,თეკლა და კახი იყო,ფერებმა ერთდროულად გადაურბინეს სახეზე,როდესაც უკანასკნელი წინადადებები კვლავ აღიდგინა და მამის იმედჩამქრალ თვალებს შეხედა,ახლა ყველაფერს აეხდებოდა ფარდა კახასთან ერთად და მამის სიკვდილს დაინახავდა,მორალურად მოკვდებოდა კახა,ნატალიას შემდეგ კახასთვის ერთადერთი ელენა არსებობდა,მაგრამ ახლა,როდესაც გაიგებდა რომ იგი რეალურად არ იყო მისი ამდენს ვერ გადაიტანდა,ელენა ადგა და მამამის დაუდგა მხარში,წასვლას აპირებდა,როდესაც მერაბმა გააჩერა
-არა,ელენა,ასე არ შეიძლება,მან უნდა გაიგოს..-მიხვდა როგორ უჭირდა მამაკაცს,მაგრამ მაინც როგორ იკრეფდა ძალას,არ შეეძლო ელენას ყურებს ამის მოსმენა ხელმეორედ,არ შეეძლო ალბათ გულიც დაარტყამდა,როგორ მოვიდა აქამდე,როგორ შეუყვარდა თავისი სისხლი და ხორცი და ახლა როგორ ახსნას ამხელა ცოდვა რომ ის ფეხმძიმედაა მისგან,თავი დახარა და მამამისის მარწუხებში ჩაიმალა-შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ ელენა..-აღმოხდა მამაკაცს პირიდან და უმალვე ჩაესვენა სავარძელში მოავლო ყველას გაფითრებულ თვალებს,თეკლამ ერთი ამოიკივლა,მაგრამ სწრაფად მოიჭირა პირზე ხელი,კაკის მიეხუტა და ეცადა ამით რეალობას გაქცეულიყო,დემეტრე ერთადგილზე მეხდაცემულივით იდგა და ხედავდა თანდათან როგორ ებერებოდა შუბლსა და ყელზე ძარღვები,ბოლოს მამის ფერწართმეულ სახეს მოავლო თვალი და კიდევ უფრო ძლიერად აეკრო
-არა,მა,არავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას,მე მხოლოდ შენი შვილი ვარ,ჯანდაბაშიც წასული სისხლიც და ხორციც,მე შენ გეკუთვნი მა,მხოლოდ შენ!-ერთიდაიგივეს იმეორებდა დაპროგრამებულივით და ცდილობდა კიდევ უფრო ძლიერად ჩაბღაუჭებოდა მამას,თითქოს ვიღაც ცდილობდა მის წართმევას-მა,შემომხედე,თვალებში შემომხედე,მე შენ გეკუთვნი,მხოლოდ შენ,გესმის მა?!-სასოწარკვეთილი თვალებით შესცქეროდა კახას და თავისი სუსტი,ღონე წართმეული ხელებით ექაჩებოდა მამის სახეს,როდესაც მამამისის თვალებში ცრემლი დაინახა ცხოვრებაში პირველად მერაბს მიუბრუნდა- არ მაინტერესებს,მე თქვენ არასდროს გაღიარებთ მამად,არც გაბედოთ და სადმე არ თქვათ,არ გაბედოთ არც დედაჩემის და არც მამაჩემის სახელზე არ მიგაყენებინებთ ზიანს,არა,არა და არა! არ არის ეს სიმართლე,დემეტრე,შენ მაინც ხომ იცი,გთხოოვ..-სასოწარკვეთილი იმეორებდა ერთიდაიგივეს და დაუსრულებლად სდიოდა თვალებიდან ცრემლი,დემეტრემ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ,მაგრამ გზაზე გაეყინა,ვერ შეძლო,სიარულისა და ლაპარაკის მანევრა წართმეოდა და გაშეშებული,გაყინული იდგა ერთ ადგილას
-ელენა,შვილო,გეფიცები მეც სასოწარკვეთიილი ვიყავი რომ გავიგე,ათასჯერ გადავამოწმე,მაგრამ სულ ერთიდაიგივე პასუხი მომივიდა,მაპატიე,მაპატიე ასე რომ მოხდა.-არანაკლებ ფერდაკარგული იყო მერაბი
-არა,შვილს ნუ მეძახი,მე არ მომიცია შენთვის ამის უფლება,შენ მამაჩემი არ ხარ და არც არასდროს იქნები!-უკმეხად მიახალა მერაბს და თვითონაც ვერ გაანალიზა რამხელა ტკივილი მიაყენა ამ სიტყვებით თითქოს მერაბი ყოფილიყო რაიმეში დამნაშავე,ნუთუ დამნაშავე იყო თავისდროზე რომ თავდავიწყებით შეიყვარა ნატალია,თუმცა ელენა ისეთ მდგომარეობაში იყო ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნა არ შეეძლო,მერე კახას მიუბრუნდა მისი ხელი თავის სუსტ მტევნებში მოიქცია და თვალებში ჩახედა-მა,წამოდი გეხვეწები,არ უსმინო არავის,მე შენი შვილი ვარ,ხომ იცი,მხოლოდ შენი!-ძლივს უყრიდა წინადადებებს ერთმანეთთან და ხელზე ექაჩებოდა,ბოლოს ძალა მოიკრიბა კახამ და საუბარი დაიწყო
-მე ყოველთვის ვიცოდი რომ ნატალიასთვის პირველი მამაკაცი არ ვყოფილვარ,მაგრამ ისიც ყოველთვის ვიცოდი რომ ნატალიას პირველი სიყვარული მე ვიყავი,მას რომ რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ მე არ დამიმალავდა,მე მისი არა მხოლოდ ქმარი არამედ საუკეთესო მეგობარიც ვიყავი,არ მაინტერესებს ვისი სისხლი და ხორცია ელენა,ის ყოველთვის ჩემი ქალიშვილი იქნება,მხოლოდ ჩემი!-ფრაზა დაასრულა თუ არა ელენას ხელი მოკიდა და იქედან გაიყვანა,აკანკალებული ფეხებით ჩადიოდა ორივე კიბეებზე და ჩქარი ნაბიჯებით ცდილობდნენ დახუთული ჰაერისგან გაეღწიათ თავი,გზად თეკლა წამოეწიათ და შესთავაზა რომ საჭესთან თვითონ დაჯდებოდა,ახლა კი სამივე,უფრო სწორად ოთხივე,ლერიც იქ იყო,ისხდნენ კახასთან სახლში და ცდილობდნენ მომხდარის გაანალიზებას,ელენა ვერაფერს ახერხებდა,ყველა ფიქრი ერთიანად აწყდებოდა თავის ქალას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ლამისარი გასკდებოდა,ბოლოს ფეხზე წამოდგა და მთელი სიძლიერით ამოილაპარაკა

-მამა,შეცდომა ყველას მოსდის,ნატალიას ყველაზე მეტად უყვარდი,არც მან იცოდა თორემ არ დაგიმალავდა არაფერს,რაც არ უნდა იყოს მე ყოველთვის შენი შვილი ვიქნები და შენ იმაზე არ ინერვიულო რომ დემეტრე ჩემი ძმა აღმოჩნდა,ის ერთადერთი მამაკაცი არ არის ამ ქვეყნად,თანაც ჩვენ დაშორებას ვაპირებდით,ეს ნიშნობა,ეს ყველაფერი ფორმალური აღმოჩნდა,ჩვენ მივხვდით რომ არ ვიყავით ერთმანეთისთვის შესაფერისი-პირველად ცხოვრებაში დამაჯერებლად იცრუა და თავისივე წინადადებები ლამის დაიჯერა,მიუხედავად იმისა რომ თეკლას არაფერი უთქვამს მიხვდა რომ თეკლამ მაინც გამოიჭირა ტყუილში და თვალებით შეევედრა რომ არაფერი ეთქვა
-რა თქმა უნდა,ელენა,მორჩა,ეს თემა დახურულია ჩვენს სახლში,ჩვენ როგორც ყოველთვის ერთ ოჯახად და მამა-შვილად დავრჩებით,არავის დავუთმობ შენს თავს!-თავზე აკოცა კახამ და ლერის ანიშნა კაბინეტში შეჰყოლოდა,როგორცკი მამა და ნათლია კარს მიღმა გაუჩინარდნენ ქვითინით აირბინა კიბეები და ოთახში შევიდა,ოთახშივე შეჰყვა თეკლაც,საწოლზე გაწვა,ემბრიონის ფორმა მიიღო და აქვითინდა,თეკლა არ ცდილობდა ელენასთვის საუბარი დაეძალებინა,პირიქი აძლევდა იმის საშუალებას რომ ბოლომდე დაცლილიყო ემოციებისგან,მაგრამ როგორ დაიცლებოდა,როდესაც მის სხეულში ახალი არსება იზრდებოდა,ახალი ცოდვილი არსება,ჯერ არ მოვლენილა ამ ქვეყანას და რამხელა ცოდვა აიკიდა უკვე დაუდევრობის გამო...აზრებს ერთმანეთთან აკოწიწებდა და ვერაფრთ წარმოედგინა რომ დემეტრე როდესდმე მისი ძმა აღმოჩნდებოდა,მამაკაცთან განშორება გარდაუვალი იყო,მაგრამ მიუხედავად ამდენი ცოდვისა რაც უკვე ჩაიდინეს ის არ აპირებდა დაემატებინა ცოდვა და ნაყოფი მოეცილებინა,არ დაუშვებდა კიდევ უფრო ცოდვილი გამხდარიყო,არ დაუშვებდა პატარა ანგელოზი მოეკლა თავისივე ორგანიზმში,დედობრივი ინსტიქტი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ელენას და იგი არავის დაუთმობდა ამ პატარა არსებას,მაგრამ არც იმდენად ეგოისტი იქნებოდა რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვა მითუმეტეს თეკლასთვის,თეკლასთვის რომ ეთქვა გამოდის რომ იმ წამსვე მოაწერდა თეკლასა და კაკის ბედნიერი ურთიერთობის განაჩენს ხელს,თეკლას დამალვა მოუწევდა ამისი კაკისთვის,მაგრამ ამ ტყუილით იგი ვერასდროს შეძლებდა მამაკაცისთვის თვალებში ჩახედვას,არა ამდენად ეგოისტი არ იყო ელენა,არ დაუშვებდა მათი ბედნიერების დანგრევასაც,ბოლოს ძალა მოიკრიფა და საწოლზე წამოჯდა,ცრემლები მოიწმინდა და თეკლას

-არაფერია,თეკს,მე გადავიტან დემეტრესთან დაშორებას,ისევე როგორც დემეტრე შეეგუება ამ ყველაფერს,უბრალოდ ცოტა დრო დაგვჭირდება-რაც შეეძლო დამაჯერებლად წარმოსთქვა ელენამ ეს სიტყვები,მაგრამ მიხვდა,მისი ჩამწყდარი და სუსტი ხნავილის გაგების შემდეგ რომ დამაჯერებლად კიარა უფრო სასოწარკვეთილად გამოუვვიდა გოგონას
-ელენა,ნუ იტყუები,ჩემზე კარგად შენ იცი რომ ვერაფერს დაივიწყებთ და მითუმეტეს ვერ გადაიტანთ,უბრალოდ არ ვიცი,სიზმარი მგონია ეს ყველაფერი,კოშმარი,მგონია ახლა ვიღაც გამომაღვიძებს და მეტყვის რომ გაიღიმე არაფერი მომხდარა,კოშმარი იყო და შეგიძლია წყალს გააყოლო ეს ყველაფერი-თეკლამ გაღიმება სცადა,მაგრამ ცრემლები წამოუვიდა
-თეკლა,უკვე დაბეჭდილ,დასრულებულ წიგნს ახალ თავს ვერასდროს შემატებ,ისევე როგორც ზეცაში დაწერილ კანონს ვერ აღუდგები წინ,ჩვენს ბედს უფალი ქმნის,ალბათ ასე უნდოდა მასაც..-ამჯერად უფრო დამაჯერებლად წარმოთქვა ელენამ ეს სიტყვები
-გთხოვ,რაიმეს თქმა თუ დაგჭირდა,გეხვეწები არ დამიმალო,ხომ იცი რომ ყოველთვის აქ ვარ და კაკის გამო არ შეიკავო თავი,მე პირველად შენ გნახე,შენ იყავი ჩემთვის საუკეთესო დაქალი,შენ იყავი ჩემთან მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი და არა კაკი,ელენა დამპირდი!-თითქოს გუმანით მიუხვდა თეკლა და ელენას იმედიანი თვალებით ჩახედა,გოგონამ უკვე მერამდენედ იცრუა და თეკლას პირობა მისცა
-გპირდები,თეკს,გპირდები..-ბოლოს ვეღარ მოითმინა და თეკლას მკლავებში აქვითინდა...


-ვერ წარმომიდგენია,ლერი..-ვისკს ვისკზე სვამდა კახა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა
-კახა,ვიცი რთული დასაჯერებელია,მაგრამ დაუშვებელი არ შეიძლება იყოს,შენც იცოდი რომ ნატალიას ჰქონდა მასთან რომანი,მანამ სანამ შენ გაგიცნობდა,იმედია არ ფიქრობ..-გაგრძელებას აპირებდა,მაგრამ კახამ არ დააცალა
-რა სისულელეა,ლერი,ეგ მეორედ აღარც კი გაიფიქრო,ნატალიას რომ რაიმე სცოდნოდა აუცილებლად მეტყოდა,არა,ერთადერთ იმედს არავინ წამართმევს,არავის მივცემ ელენას წართმევის უფლებას-ჭიქა მოისროლა და იატაკზე იქცა ნამსხვრევებად,ლერიმ მხარზე ჩამოადო ხელი და ატირებული მამაკაცი გულში ჩაიკრა
-იტირე,კახა,ამოუშვი ემოციები,ისინი არ წაგართმევენ ელენას,ელენაც არ წავა არსად,ხომ ხედავ შენსკენ არის-დამშვიდება სცადა
-როგორ დამშვიდდე,ლერი,ჩემი შვილის სიყვარული თავისივე ძმა აღმოჩნდა,ისინი დანიშნულებიც იყვნენ,ვერ ხედავდი მის თვალებში ჩამქვრალ ბედნიერების სხივებს,ლერი,ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გული გაუტეხეს,ნაფლეთებად უქციეს,როგორ ავიტანო ეს ყველაფერი,როგორ მივიღო მისი ტკივილი,როგორ.-ბოლო ხმაზე ღრიალებდა მამაკაცი და ყველაფერი რაც ხელში ხვდებოდა განწირულად ეხეთქებოდა იატაკს..


-არასდროს წარმომეგინა,მამა,დარწმუნებული ხარ?-გაგიჟებული დადიოდა დემეტრე ოთახში და ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა,მაგრამ არ გამოსდიოდა,იქ სადაც ელენა არ იყო ფილტვები არ ღებულობდნენ "ჟანგბადს,ახლა მით უმეტეს,როდესაც გრძნობს როგორ ეცლება ხელიდან ელენას ხელები კიდევ უფრო გიჟდება და ცდილობს გული დაიჭიროს რომ საგულედან არ ამოხტეს - არ მჯერა,მერაბ არა!-ღრიალებდა დემეტრე და ისიც კახას მსგავსად ყველაფერს იატაკს უშვირებდა,ცდილობდა კაკი მამაკაცის დამშვიდებას,მაგრამ დემეტრე ვერ მშვიდდებოდა,მისი სიყვარული,ის ქალი რომელმაც ცხოვრების აზრი ასწავლა,ცხოვრება სხვა ფერებში აღაქმევინა,რომლის ალერსზეც გიჟდებოდა,სუნზე,თმებზე,ნაცრისფერ თვალებზე თავისი და,თავისი სისხლი და ხორცი აღმოჩნდა,ვერ შეძლებდა დემეტრე ელენსთვის დის დაძახებას,ვერასდროს აღიქვამდა მას უმცროს დად,ვერც მასთან ერთად გაძლებდა ამ ქალაქში ცხოვრებას,ყოველ წამს იმედი იქნებოდა რომ სადმე შეხვდებოდა,მაგრამ როდესაც შეხვდებოდა რას ეტყოდა,როგორ მიესალმებოდა,როგორ შეეხებოდა,ან თუ ვერ შეეხებოდა გაუძლებდა კი ამ ყველაფერს?ვერ გაუძლებდა,ელენას სიშორე და თან სიახლოვე ბოლოს მოუღებდა,მერაბი ერთ ადგილზე იჯდა და ტიროდა,ჰო,ამხელა კაცი თავის შვილთან ერთად ტიროდა,ხვდებოდა თავისი წარსულის ქმედება როგორ აღიბეჭდა მისი შვილის მომავალზე და სიკვდილი უნდოდა,ახლა,მხოლოდ ახლაღა თვლიდა ნატალიასთან იმ ღამის გატარებას შცდომად და უნდოდა სამუდამოდ წაეშალა ის ღამე მეხსიერებიდან და ყველას ცხოვრებიდან,უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო ვიღაცას გამოეღვიძებინა,მაგრამ ვაი რომ ეს ყველაფერი მწარე რეალობა იყო,თავისი შვილიც მის ბედს იზიარებდა,ოღონდ ამჯერად ასმაგან მწარედ, ორივეს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ უფალი არ აძლევდათ ერთად ყოფნის საშუალებას,დემეტრე ერთ ხანს ჩაფიქრებული იჯდა,მაგრამ ცრემლები წამითაც არ შეჩერებიან სახეზე,ბოლოს წამოფრინდა და საუბარი დაიწყო
-არა,მერაბ,მე აქ ასე ვერ დავრჩები,ჩვენ ორიდან,ჩემი და ელენასგან ერთ-ერთს წასვლა აუცილებლად მოუწევს,არ მინდა ელენა აქედან წავიდეს და კახის ერთადერთი იმედი წავართვა,მე უნდა წავიდე..-ამოილაპარაკა ნაღვლიანმა და თვალები იატაკზე დადებულ დნმ-ის პასუხებს გაუსწორა,როგორ ეზიზღებოდა ეს ფურცელი,საერთოდ ყველა ეზიზღებოდა ელენას გარდა
-კი,მაგრამ შვილო,იმაზე რატომ არ ფიქრობ რომ შენც ჩემი ერთადერთი იმედი ხარ.,-ნაღვლიანად ამოიბურდღუნა მერაბმა,ისე რომ თავი არც მას აუწევია
-ამაზე ადრე უნდა გეფიქრა,მე აქ ვერ გავჩერდები,არ შემიძლია-იღრიალა და კაბინეტიდან გავარდა,გაშმაგებული იყო,მანქანაზე დაჯდა და მაქსიმალური სიჩქარით გაემართა აეროპორტისკენ,გზაზე საჭეს ურტყამდა ხელებს,ტიროდა,ცდილობდა დარდი ამოენთხია,მაგრამ არ შველოდა,იმაზე ფიქრი რომ ელენას ვეღარასდროს ჩაიკრავდა და ვეღარასდროს მოეფერებოდა სიცოცხლის ხალისს უკარგავდა. თითქოს ვიღაც გულზე უჭერდა ძლიერი მარწუხებით,თითქოს ვიღაც ცდილობდა ამ გზით,ნელა და მტკივნეულად მოეკლა დემეტრე,ვიღაც ყელშიც უჭერდა და ჟანგბადს არ მიაწოდებდა დემეტრეს ფილტვებს,ბოლოს როგორც იქნა ერთი ბილეთი იყიდა მოსკოვის მიმართულებით და ახლა ელენეს სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა,ერთი საათი აბრახუნებდა კარებზე,არა,მხოლოდ ორი წუთი აკაკუნებდა,უბრალოდ დემეტრეს მოეჩვენა ეს დრო ერთ საათად,ბოლოს როგორც იქნა კარი გაუღო კახიმ,დამნაშავეს თვალებით ჩახედა მამაკაცს და თვალებით შემოშვება სთხოვა,კახი განზე გადგა და ემეტრე ოთახში შემოუშვა
-კახა,აუცილებლად უნდა ვნახო,წასვლამდე უნდა მნახო,გთხოვ ხელს ნუ შემიშლი.
-შედი,შვილო,ოთახშია,სძინავს,ოღონდ ნუ გააღვიძებ გთხოვ,ძლივს დაიძინა,შენ არაფერ შუაში ხარ.-ტკივილით ამოილაპარაკა კახამ და დემეტრეს მხარზე ხელი დაუსვა გამხნევების ნიშნად,დემეტრემ თეკლას მოავლო თვალები და კვლავ გადმოუვარდა ცრემლი,ისეთი საშინელი შესახედი იყო წაშლილი სახით დემეტრე,გეგონებოდათ მიცვალებული ამდგარიყო,ფეხაკრეფით აირბინა კიბეებზე და ელენას საწოლის თავთან წამოუჯდა,დაინახა როგორ სდიოდა გოგონას ძილშიც კი ცრემლები და გული მოუკლა ასეთი ელენას დანახვამ,ფრთხილად შეახო გოგონას თმებს ხელი და ხარბად შეისუნთქა მისი საყვარელი სურნელი,ჩურჩული დაიწყო მის თავთან
-არც კი წარმომიდგენია არც ერთი დღე ამ გამაგიჟებელი სურნელის გარეშე,ვერ წარმომიდგენია ღამე შენი იდეალური სხეულის გარეშე და არ შემიძლია წარმოვიდგინო არც ერთი დილა,შენი ნაცრისფერი თვალების გარეშე,არ შემიძლია არ ვიფიქრო შენზე,შენს ღიმილზე,როგორ მოვედით ელენა აქამდე,რა დავუშავეთ უფალს ასეთი რომ აქამდე მოგვიყვანა,გაგვწირა,ჯერ სიყვარული გვასწავლა ,შემდეგ კი წაგვართვა,როგორ..-ჩურჩულებდა მამაკაც და დაუსრულებლად სდიოდა ცრემლები,თუ გინდ სისუსტედ ჩათვალეთ,მამაკაცის სუსტი წერტილი ელენა იყო,ზუსტად რომ ელენა და დარტყმაც ისეთი მწარე და დაუჯერებელი აღმოჩნდა გაანადგურა დემეტრე დევდარიანი,ნაფლეთებად აქცია,ელენას გამოეღვიძა,არ ვიცი საუბარზე თუ ნაცნობი სურნელის შეგრძნებაზე,მაგრამ მაინც გამოეღვიძა და როდესაც მის თავთან მტირალი დემეტრე დაინახა იგრძნო ისევ როგორ მოკვდა და ფრთხილად წამოჯდა საწოლზე,ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში,თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ტკივილი გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის,ბოლოს დემეტრემ გაბედა და საუბარი დაიწყო

-ვიცი,ამ ქალაქში ვერ დავრჩებით ორივე..-გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი-ამიტომ მე მივდივარ,ელენა,მირჩევნია მე წავიდე და რაც წაგართვი ყველაფერი დაგიბრუნო,მპატიე.-ამოიბუტბუტა დაბნეულმა მამაკაცმა და ცრემლები მოიწმინდა,ელენამ ტკივილისგან ანთებული თვალებით ახედა
-არა,დემეტრე,შენ არაფერ შუაში ხარ,შენი რა ბრალია თუ ღმერთი ჩვენს მხარეს თავიდანვე არ იდგა...
-არადა,მინდოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-ელენას თვალებისკენ წაიღო ხელი და ჰაერშივე გააჩერა,არ ეყო ძალა,გაიაზრა რომ გოგონა უკვე აღარ ეკუთვნოდა მას,მიხვდა რომ არც არასდროს ყოფილა მისი
-არც მე მინდოდა,დემეტრე.-ტკივილით ამოიგმინა გოგონამ
-მინდოდა ოჯახი გვქონოდა
-პატარა ალექსანდე მინდოდა
-არც კი მინდოდა შენთის მეკითხა რას დავარქმევდით ჩვენს ბავშვს და მინდოდა ეგოისტურად მე შემერქმია სახელი-ტკივილით გაუღიმა წარსული დღეების გახსენებაზე გოგონას და ეცადა არ ეტირა,არ უნდოდა ელენასთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენება
-როდესმე ალბათ შევხვდებით ერთმანეთს დემეტრე...-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ელენამ და თავი დახარა
-ოღონდ გეხვეწები,ნურასდროს იტყვი რომ მე შენი ძმა ვარ,არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები.მე ყოველთვის მეყვარები,ელენა,შენ ის ერთადერთი ადამიანი ხარ ამ ქვეყნად ვისაც ეს სიტყვა ვუთხარი და ასევე დარჩები ჩემი ცხოვრების ბოლომდე-გოგონას სხეული მთლიანად ტკივილმა მოიცვა და გაორმაგებული გულისცემამ ყელზე მოუჭირა,ორივე გრძნობდა,ისიც და ბავშვიც დემეტრეს გარდაუვალ დაკარგვას და სუნთქვა ეკვრებოდა
-მეც ყოველთვის მეყვარები,დემეტრე,მშვიდობით,ძვირფასო.-ამოიგნავლა და ცრემლები გადმოცვივდა
-რა ვიცოდი ჩემი წინადადება,მართლაც რომ ასე საზიზღრად ახდებოდა,თორემ არასდროს ვიტყოდი სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასოს...-ვერც მან შეიკავა ცრემლები და გასაქანი მისცა...დამშვიდების მიზნით ორივემ მექანიკურად წაიღო ერთმანეთისკენ ტუჩები,მაგრამ შუა გზაში,როდესაც გაიაზრეს რომ ეს ყველაფერი უკვე ადრინდელივით აღარასდროს იქნებოდა,ერთდროულად,თვალდახუჭულებმა წაიღეს ერთმანეთის შუბლისკენ ტუჩები.
არ ვიცი ბედი ეძახეთ,
დამთხვევა,
ან შემთხვევითობა,
ან თუნდაც უფლის ნება,მაგრამ დავიფიცრებ არც ერთმა იცოდა რომ შუბლისთვის გამიჯნული ტუჩები ერთმანეთს კვლავ შეეხებოდნენ,როდესაც ერთმანეთის ბაგეები იგრძნეს წამებში ჩაურბინათ ძველმა დღეებმა და ორივეს კვლავ წამოუვიდა ცრემლი,არ ყოფილა ეს კოცნა ვნებიანი,არც ძველებული,ეს უკანასკნელი,გამოსამშვიდობებელი ტკივილით სავსე წამიერი კოცნა იყო,მერე ერთმანეთს უხმოდ მოსწყვიტეს ბაგეები და დემეტრე აივნის კარებიდან გაუჩინარდა,იქიდან წავიდა საიდანაც შემოვიდა,გოგონა კი საწოლზე გაწვა და აქვითინდა,დემეტრეს სხეულს გააყოლა თავისი გული და სული და ახლა მხოლოდ შვილისთვის გადაწყვიტა ცხოვრება,ცრემლები მოიწმინდა,აუცილებლად უნდა ელეპარაკა ვინმესთან,მაგრმა ვისთან არ იცოდა,თეკლას ვერ ეტყოდა,ვერც კახას და ვერც ლერის,ბოლოს დათუნა გაახსენდა და ხელისკანკალით აკრიფა ნომერი...
-დათუნა..-ამოიგნავლა,როდესაც მამკაცის ხმა გაისმა ტელეფონში-მჭირდები..-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოახერხა ღონე მიხდილმა ელენამ
-ელენა,კარგად ხარ? რა გჭირს მითხარი,ხმა არ გაქვს,აღელვებული ჩანხარ
-მჭირდები...მჭირები..-რობოტივით იმეორებდა მხოლოდ ერთიდაიგივეს
-ხვალვე ჩამოვალ...ოღონდ არ ინერვიულო-ტელეფონი გაუთიშა მამაკაცმა..
იძულებული გახდა უნივერსიტეტში წასულიყო,ფინალური გამოცდებიღა ჰქონდა დარჩენილი,ოთხი გამოცდა და საბოლოოდ დახურავდა ამ წყეულ ეტაპს თავის ცხოვრებაში,თეკლა,როგორც ყოველთვის გვერდით ედგა და იჭერდა რომ არ წაქცეულიყო,დემეტრეს ქვეყნის დატოვების ამბავი მთელ ქალაქს გაეგო და აჭორიკნებულა მთელი ქალაქი.. ზოგი გაიძახდა გამოიყენა და მიაგდოო,ზოგი იძახდა გამგზავრებისას საშინელი სახე ჰქონდა,ალბათ უღალატა ელენამო,ზოგი ამბობდა საყვარელი გაუჩენია და მასთან ერთად გაფრენილაო,ზოგს ელენა ეცოდებოდა,ზოგს კი დემეტრე,აი,ზოგს ნინა,წაართვა გოგონას საქმრო და არც თვითონ შეარგო უფალმაო,ყველა გაუთავებლად ლაპარაკობდა,მაგრამ რეალური მიზეზი არავინ იცოდა,ნაკლებად ადარდებდა ელენას ეს ყოველივე,ახლა მხოლოდ ის იყო,ბავშვი და თავისი ტკივილი..უნივერსიტეტიდან გამოსულს კარებთან დათუნა რომ დაინახა მისკენ გაიქცა და მარწუხებში ჩაესვენა.
აი,ახლა ახალი ჭორები აგორდა,თურმე მართალი ყოფილა დემეტრე რომ წავიდაო,უღალატაო,მოღალატეაო,საწყალი ნინაო,ბოლოს თეკლამ ყველას უღრიალა და დათუნასთან და ელენასთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი...

-----------------
მაპატიეთ ბავშვებო,ახლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,ასე უცებ ერთ თავში არ მინდა დასრულება,ამიტომ ავღწერ ვითარებას ცოტა დეტალურად. (ვინც კარგად და დაკვირვებულად კითხულობდით რაღაც მინიშნებებს მაინც იპოვნიდით,ნუ შეიძლება ვცდები და ძალიან კარგად შევნიღბე მინიშნება,არ ვიცი)
მადლობა რომ კითულობთ
უბრალოდ ამ ერთხელ მომენდეთ და გამომყევით ბოლომდე,გპირდებით არ ინანებთ.
მადლობა რომ საკუთარ აზრს აფიქსირებთ კომენტარებში,ეს ძალიან მამხნევებს და სტიმულს მმატებს.
მიყვარხართ.



№1 სტუმარი მატილდა

ნინას ოინებია დარწმუნებული ვარ

 


№2 სტუმარი darina

Kai ra es raebi dagvitriale axla datunaga gvaklda sruli bednierebistvis, ukve uazrobad mechveneba gawelva,

 


№3  offline წევრი milangirl

მე რაღაც ნინას ოინები მგონია. ჯერ ხომ თქვა ამ ამბავს გამოვიყენებო და მერე სავადმყოფოში რომ ნახე ელენემ შეიძლება გააყალბა ანალიზები. ძაან არ გაწელო ასე რა გთხოვ თორემ დამეწვა გული ამათი შემხედვარე.

 


№4  offline მოდერი Nina))

გაწელვას რაც შეეხება მე უკვე დაგპირდით რომ უაზროდ არ გავწელავდი და თუ მართლა გინდათ რომ მხოლოდ ერთ თავში დავამთავრო და მივაყარო ყველაფერი რა გაეწყობა,მარტივად შემიძლია ერთი თავის აკრეფა,უბრალოდ დეტალურად აღწერაში ის ვიგულისხმე რომ სულ ორი ან ყველაზე დიდი სამი თავი დამჭირდებოდა,მეტი არც მიგულისხმია..

უბრალოდ ელენასაც გაუგეთ,ვინმეს რომ არ ესაუბროს ხომ გაგიჟდება,თან მუცელიც დაეტყობა მალე და რას იტყვის?
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5 სტუმარი ნიჩუპი

იმედია ამ დათუნასთან არ იქნება ეს რა თავი იყი მოვკვდი

 


№6 სტუმარი EmiIy

Nu elenasi mesmis ro unda vigacas elaparakos magram aramgonia da dzma ikvnen ninas chawkobili saqme iqneba radgan icoda man Natalia's da merabis urtiertobaze. 1 tavi ar ekofa da ramdeni dagchirdeba were gawelva ad gamova❤❤ kvelafers nu michuchkni ert tavshi . vgijdebi shen istoriaze ^^

 


№7  offline წევრი Kiwii

Dzalian magari gogo xar <3 aranaird arvgamova gawelili motxroba iqneba iseto rogoric aravis dauweria dzalian momewona<3 mjera rom elena da demetre ertad iqnebia <3

 


№8 სტუმარი darina

me gawelvashi is ki ar migulisxmia male daamtavre iatoriametqi, ubralod ia vigulisxme rom ar gagewela elenas da demetres da-dzmoba, anu muceli unda daetyos da datunas aheasagos, ea mechveneba absurdad magas jobia demetreaavit wavidea saqartvelodan.

me gawelvashi is ki ar migulisxmia male daamtavre iatoriametqi, ubralod ia vigulisxme rom ar gagewela elenas da demetres da-dzmoba, anu muceli unda daetyos da datunas aheasagos, ea mechveneba absurdad magas jobia demetreaavit wavidea saqartvelodan.

 


№9 სტუმარი Lanuka lanu

Vaime dzn magari da emociebiy dzlieri tavi iyo.shemocoda orive.margram ratomgac mgonia rom ninom ichalicha ragaca da ase idzia shuri.vnaxot vnaxot.veli shemdeg tavs

 


№10  offline მოდერი Nina))

მაგრებიი ხართ,ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი ხასიათის გამოკეთება,ასეთი თბილები რომ ხართ იმიტომ მიყვარხართ <3
დარინა,მე თავის ბოლოს ავღნიშნე რომ ვინც დაკვირვებით კითხულობდა თითოეულ თავს მანდ რაღაცას მიხვდებოდა შემდეგ თავზე,შენ არ უნდა გაგჭირვებოდა წესით იმიტომ რომ არც ერთი თავი არ გამოგიტოვებია კომენტარის გარეშე <3
მადლობა, მადლობა და მადლობა,სულ ორიოდე თავი დამჭირდება
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№11  offline წევრი Lana Tomlinson

მე წინა თავზეც გავაკეთე კომენტარი და იქ ჩემი აზრი ვთქვი,ისევ იმ აზრზე ვარ.ამ თავს დას გეფიცები ხელის კანკალით ვწერ,ამატირა ამ თავმა.საშინლად გამხადა.ველოდები ახალ თავს მართლა მთელი გულით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent