სხვა... (სრულად)
სკოლაში რომ მივდიოდი ხშირად ვხედავდი,სადარბაზოს კარებთან როგორ იდგა ბიჭებთან ერთად და უემოციო გამომეტყველებით აბოლებდა,რომელიღაც ძვირიან სიგარეტს.არც კი ვიცი იმ ბიჭებთან რა ესაქმებოდა. ყოველთვის უხასიათოდ და წარბშეკრული ისმენდა ხუმრობებს,რომლებზეც მეც კი მეცინებოდა გვერდით,რომ ჩავუვლიდი.ყველა მომესალმებოდა,ღიმილით დამიკრავდა თავს ან ჩანთას გამომგლეჯდა რომელიმე მათგანი და კარამდე მიმაცილებდა,მაგრამ არა ის! ისე იქცეოდა თითქოს არც ვარსებობდი.თუმცა ყველას ასე ექცეოდა,მიანც მწყინდა თითქოს გულის სიღრმეში.თუ კი როდესმე მის ყავისფერ თვალებს შევეჩეხებოდი შემთხვევით ვხვდებოდი,რომ თითოეული ჩემი ან თუნდაც ხალხის აზრი დიტო შენგელაიაზე სისულელე და ბოდვა იყო. არცერთი ,თქმულება’ მასზე არ იყო. თითქოს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო იგონებდნენ ყველაფერს. მკაცრი გამოხედვა,მუქი ფერის თვალ-წარბი და ოდნავ გრძელი,თხელი ცხვირი გაიძულებდათ ცუდი გეფიქრათ. მაგრამ საკმარისი იყო მისი მზერას გადაჰყროდით,რომ დარწმუნდებოდით მისი თითოეული მოქმედება მხოლოდ ნიღაბი იყო! კარგად მორგებული საშინელი ნიღაბი. -გამარჯობათ!-უხერხულად წარმოვთქვი კიბეები რომ ჩავირბინე და იქვე მდგარი ბიჭები შევნიშნე.დიტოც იქვე იდგა. მოღუშული,წარბშეკრული ნერვიულად ეწეოდა. -პრივეტ! -ვა დილამშვიდობის ტასო! მისგან მისალმებას არც ველოდი.ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და სკოლაში წავედი. ======================================================= -ასე გვიან რომ მოდიხარხოლმე სახლში,როგორ არ გეშინია არ მოგიტაცონ?-გამეხუმრა ნიკო,როცა სადარბაზოში შევედი. მართლა გვიანი იყო.ხშირად ვფიქრობდი „ღამის მანიაკებზე“ რომლებიც ჩემი წარმოდგენით გოგონებს უდარაჯებენ და როცა მარტო მოიგულებენ... დასრულებაც არმინდა რას აკეთებენ,მაგრამ ბოლოს მაინც ვახერხებ უაზრო ფიქრების თავიდან ამოგდებას. -ოჰ კაი რა-გავუღიმე ბიჭს და თვალი მოვავლე იქაურობას. სრული შემადგენლობით იყვნენ.დიტოც იქ იყო.კედელს მიყრდნობოდა და ირაკლის ელაპარაკებოდა. -რა კაი რა ნახე რომელი საათია. -ნუ დარდობ ნიკოლოზ არავინ მომიტაცებს-გავიცინე და კიბეებზე ავედი.სული მიწუხდა.მთელ ჩემს არსებას ძრავდა ის ფაქტი,რომ დიტოს არ სურდა გამეგო როგორი იყო სინამდვილეში. რახდებოდა „მის შიგნით“ და რას ფიქრობდა.ყველაფერი მაინტერესებდა მასზე თუნდაც წვრილმანი ყოფილიყო. დილით ისევ საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. ვიცოდი ქვემოთ სადარბაზოში ბიჭები ისევ დამხვდებოდნენ და მათ შორის დიტო შენგელაიაც! -წავედიი დე!-გავძახე გარედან და კარი გავიხურე. ჩქარა ჩავირბინე კიბეებზე და გარეთ გასვლას ვაპირებდი ბოლო საფეხურს რომ წამოვკარი ფეხი და პირდაპირ სახით დავეცი ცივ ასფალტს. -მადლობა ღმერთო!!-ამოვიკვნესე ტკივილისგან.ოდნავ წამოვიწიე და მკლავს დავეყრდენი მაგრამ ვიღაცამ ხელი შემაშველა და წამომაყენა. თავი დამმძიმებოდა და თვალებიც თითქოს მიბნელდებოდა. -ჩამოჯექი!-ხმა პირქუში და ცივი მეჩვენა მაგრამ არ შემეძლო ამაზე ფიქრი. ლოყაზე რაღაც ბლანტი სითხე ჩამომეღვენთა. გული ამიჩქარდა როცა მივხვდი შუბლი გამხეთქვოდა და სისხლი უმოწყალოდ მოედინებოდა ,,ჭრილობიდან“-კარგად ხარ? -ჰოო... მგონი-ამოვილუღლუღე სისხლი მოვიწმინდე -წინ უნდა იყურო!-უხეშად მომახალა.შევკრთი.თავი ძვლივსძვლივობით მივაბრუნე მისკენ და გავშეშდი.შუბლის ტკივილი-ნანახით გამოწვეულმა შოკმა გადაფარა. <<რამე ხუმრობაა?!>> -საავადმყოფოში წაგიყვან! -ა...არმინდა. სახლში ავალ-ალბათ ლოყები ამიწითლდა.არ მჯეროდა რომ დიტოს „ველაპარაკებოდი“ -საავადმყოფოში წაგიყვან!-გაიმეორა ისევ მკაცრად და როცა წამოდგა მეც წამომაყენა.წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი.არც მინდოდა. ერთადერთჯერ მომეცა მისი გაცნობის შანსი და ამას ხელიდან ვერ გავუშვებდი. -კარგი... მთელი გზა ხმა არ ამოუღია.წარბშეკრული მიშტერებოდა გზას და მთელი სისწრაფით მიქროდა მანქანებს შორის. ვკვდებოდი ისე მინდოდა კითხვები „მიმეყარა“ მისთვის მაგრამ რაღაც მაკავებდა:/ შიში? არვიცი... საავადმყოფოდან თავ შეხვეული გამომიყვანა.ვკვდებოდი ისე მეძინებოდა.გამაყუჩებელი მოქმედებას იწყებდა,თავის ტკივილიც მიჩერდებოდა. -როგორ ხარ? -კარგად ვარ... -კარგია!-მითხრა უემოციოდ და ძრავა აამუშავა-წინ რომ იყურო და ცოტა ყურადღებით გაიარო არაფერი მოგივა! -უხეში და უტაქტო ხარ-ვერ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვროშე მაგრამ როგორც კი გავიაზრე რავთქვი ხელები ავიფარე პირზე. -ჰოო ვიცი-არვიცი მომეჩვენა თუ მართლა-სევდა ჩაუდგა თვალებში.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. -ბოდიში-გულწრფელად ვუთხარი და თითებზე დავიხედე. -ბოდიშს რატომ მიხდი?-ცინიკურად გაიცინa. -დაივიწყე... -კარგი. ================================================== ყველა მხოლოდ იმას ამბობდა დიტო მექალთანე და სასტიკიაო. მის ოჯახს არცხვენს და სახელს უტეხავსო.ყველა იმას ფიქრობდა უზრდელი და თავქარიანიაო.მე კი პირიქით ვფიქრობდი.იმ დღის მერე განსაკუთრებით პირველად რომ გამომელაპარაკა.იმ ღამით თითქმის არ მძინებია.ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ დავეცი და ერთადერთი ვინც ჩემს დასახმარებლად მოვიდა სწორედ დიტო შენგელაია იყო.ბიჭი რომელიც ყველას სძულდა.მაგრამ არავინ იცნობდა! არც არავინ იცოდა როგორი იყო სინამდვილეში... მახსოვს ერთ დღეს სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი ვიღაც გოგოსთან ერთად იდგა სადარბაზოსთან.მკლავებში მოემწყვდია და ისე თბილად უყურებდა წამით შემშურდა კიდეც იმ გოგოსი მაგრამ მერე მივხვდი არ მინდოდა ჩემთვისაც ასე შემოეხედა.ყოველდგე სხვადასხვა გოგო და თითოეულს ერთიდაიგივე მზერა. მართალი იყვნენ რომ ამბობდნენ მექალთანეაო,მაგრამ მთელი საქართველო ასეა! დიტოს რატომ აბრალებდნენ წარმოდგენა არ მქონდა. გვერდით რომ ჩავუარე რაღაცნაირად ძალა მომეცა და მივესალმე.წარბ შეკრულმა შემომხედა „გამარჯობაო“ სამოწყალოდ მომიგდო და ისევ მის „თოჯინას“ მიუბრუნდა. არ მწყენია! მართლა არ მწყენია! მე ისეთი მომწონდა როგორიც სინამდვილეში იყო... 6-მა თვემ შეუმჩნევლად ჩაიარა. სკოლაში დავდიოდი და ყოველ დილა-საღამოს ვხედავდი დიტოს! შორიდან ვაკვირდებოდი და იმ დისტანციიდან ვცდილობდი მის გაცნობას სადამდეც მიშვებდა.ვხედავდი როგორ უღიმოდა გოგონებს და მიკვირდა,როგორ შეეძლო ასეთი ბიპოლარული ყოფილიყო.ჩემი სულელური დაცემის შემდეგ ერთადერთს რასაც მივაღწიე იყო ის,რომ მესალმებოდა!მართალია უხეშად მაგრამ, ეს მაინც „მაბედნიერებდა“. -ვაჰ ტასიკო-გამიცინა ნიკომ სადარბაზოში,რომ შევაბიჯე.სიგარეტს ეწეოდნენ და ლუდს სვამდნენ.დალევა შემომთავაზეს.რატომაც არამეთქი ვუთხარი მიუხედავად იმისა ვერ ვიტანდი ალკოჰოლს.უნდა ვაღიარო ნიკოლოზი სიმპატიური იყო.მისი მხოლოდ ერთი გაღიმებაც სულს გაგითბობდათ.ყველას ჯობდა! ალბათ დიტოსაც კი... ==================================================== არდადეგები რამდენიმე დღის დაწყებული იყო,ნიკო სახლში რომ მომადგა და მსოფლიოში ყველაზე უბრალოდ გამომიტყდა თავის გრძნობებში.ალბათ ხვდებოდა სენტიმენტების დიდათ მოყვარული არ ვიყავი.ჰოდა მანაც პირდაპირ პირში მომახალა „მიყვარხარო“.პირველად მეგონა ხუმრობდა,მაგრამ თვალებში ჩავხედე თუ არა ყველაფერუ ნათელი გახდა.ალბათ იფიქრებთ თვალებსაც შეუძლით ტყუილიო,თუმცა მის თვალებს არა! ერთხელ მაინც რომ ჩაიხედოთ მათში არასდროს მოგინდება განზე გახედვა.მე კი ეს მანამდე არ შემინიშნავს.არაფერი მითქვამს,უბრალოდ გადავეხვიე.და როცა ჩემს ყურამდე მისმა გულისცემამ მოაღწია, მივხვდი,რომ მიყვარდა.ცხოვრებაში პირველად! ========================================================= დიტო? დიტო არ იცვლებოდა.აღარავის ეკონტაქტებოდა.ბიჭებთან ერთად ყოფნასაც მოუკლო.გოგონებთანაც იშვიათად დაინახავდი.თითქოს მჭიდროდ აკრულმა ნიღაბმა მისი სული სამუდამოდ დაატყვევა.ვიცი ცდილობდა...ვიცი უნდოდა ისიც სხვებსავით ყვარებოდა ხალხს მაგრამ ის ასეთი იყო. და მე ის ასეთი,სწორედ ისეთი მომწონდა!.. ======================================================== ნოემბრის ღამე იყო,მასწავლებლიდან გვიან გამოვედი და სახლისკენ წავედი.ნიკო ქალაქგარეთ იყო და მარტო მიწევდა სამი ქუჩის გავლა.ბნელოდა.მაგრამ არ მეშინოდა!ვიცოდი ღმერთი მფარველობდა! -ტასო!-გაისმა ჩემს ზურგს უკან.წამით მეგონა მომეჩვენა მაგრამ, როცა გავიაზრე ეს სწორედ ის ხმა იყო რომლის გაგებასაც თითქმის ყოველდღე აღელვებული ველოდები გავშეშდი.ნელა შევბრუნდი -დიტო! -შეიძლება გაგაცილო?-დაიჩურჩულა.ვხვდებოდი თავს უხერხულად გრძნობდა.თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ცდილობდა გრძელი,ლამაზი თითები ვიწრო შარვლის ჯიბეებში ჩაემალა. -კა...არგი-დავიბენი.გვერდით ამომიდგა და გზა განვაგრძეთ. -მთვრალი ხარ?-მომერიდა მაგრამ მაინც ვკითხე.ალკოჰოლის სუნად ყარდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.მომწონდა,რომ მელაპარაკებოდა! -ნასვამი! -ოჰ-გავიცინე -რატომ იცინი?-უხეშად წამოიძახა.შევკრთი და ტუჩზე ვიკბინე.ღმერთო! თავს ისე იდიოტურად ვგრძნობდი! -ოუ, მაპატიე... -ჯანდაბა! არა!-ამოილუღლუღა და თავი გაიქნია.ცუდათ იყო. ვგრძნობდი,რომ თავს საშინლად გრძნობდა.თანაც ყოველთვის მაგრამ ის ხომ ასეთი პროფესიონალი „მსახიობია“!ყოველთვის ვგრძნობდი,დახმარება სჭირდებოდა!მერე რა რომ არ ვიცნობდი! მერე რა რომ არაფერი ვიცოდი მის შესახებ...მე მას ვგრძნობდი! როგორც შვილს გრძნობს დედა! ალბათ სასაცილოა!ვიცი უაზრობა და სხვისთვის სულელითინეიჯერის ბოდვაა მაგრამ სიმართლეს ვამბობ!-მე მაპაყიე...-ვერც გავიაზრე ისე სწრაფად შევბრუნდი მისკენ და ჩავეხუტე.მთელი იმ გრძნობით სულიდან რომ მოდიოდა.ხელებს ძლიერად ვუჭერდი კისერზე და ვცდილობდი მეგრძნობინებინა მისთვის,რომ მარტო არიყო... მას ყავდა მეგობარი! თუმცა უცნობი,მაინც მისი მეგობრობისთვის ყოველთვის მზადყოფნაში.მინდოდა უბრალო ჩახუტებით მიმხვდარიყო რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის! ვერასდროს გავიგე რას იგრძნო...ხელებ ჩამოშვებული,უგრძნობი გამომეტყველებით იდგა მანამ სანამ არ მოვშორდი. „ბოდიშიო“ უემოციოდ ამოიბუტბუტა და წავიდა... ======================================================= ყველაფერი დატრიალდა...არაფერი მახსოვს ნიკოს სიტყვების გარდა! -დიტოს ინფარქტმა დაარტყა! და მე ნახევარი დავრჩი.„დიტოს ინფარქტმა დაარტყა“.ვცოცხლობდი მათთვის ვისაც ვუყვარდი...„დიტოს ინფარქტმა დაარტყა“.წლები გადიოდა და მე ვიზრდებოდი „დიტოს ინფარქტმა დაარტყა“ და მან დამტოვა! რამდენიმე კარგ და საზიზღარ ხალხთან,აქ დედამიწაზე. =========================================================== 1 წლის შემდეგ ნიკოს ვთხოვე სასაფალოზე წამოსულიყო ჩემთან ერთად.არ მინდოდა თავი ისევე მარტოდ და ზედმეტად მეგრძნო „მის გვერდით“,როგორც სიცოცხლეში ვგრძნობდი.ყვავილები არ მიყიდია.რატომღაც ყოველთვის მეგონა ჩემსავით მასაც აღიზიანებდა უაზრო სილამაზე...იმ დღის მერე ხშირად დავდიოდით მიუხედავად იმისა,რომ არცერთს მოგვწონდა ეს პირქუში და უსიცოცხლო ადგილი. წლები გადიოდა და ვხვდებოდი ჩვენ ყველა ადამიანები ვიყავით ისკი დიტო იყო! სხვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.