შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –1–


7-02-2016, 11:38
ავტორი sopiko
ნანახია 2 718

[თავი 1]
–და ნიუტონის პირველი კანონი...–განგებ ვწელავ სიტყვებს და ჭერს ავყურებ.–ნიუტონის პირველი კანონია... ჯანდაბა და დოზანა შენ!
რვეულისკენ მაინც გამირბის თვალი. ისევ ვიზეპირებ პირველ წესს, გონებაში ხუთჯერ მაინც ვიმეორებ და მერე ისევ ვაგრძელებ ბუტბუტს.
–ნიუტონის პირველი კანონი გულისხმობს იმას, რომ... ფუჰ! ისევ დამავიწყდა!–გონებაში აზრები მებნევა და მუშტს გამეტებით ვურტყამ მერხს. შუბლზე ოფლი მოჟონავს და გაშლილ ხელს ახლა სახეზე ვისმევ.
–მგონი ამ ნიუტონის კანონს ჯადო აქვს!–გაოცებული ვშლი ხელებს და სხვა წესზე გადავდივარ, რადგან ვხვდები, რომ არაფერი გამომდის.
წარმოგიდგენიათ? უკვე ერთი საათია უნივერსიტეტის ცარიელ ბიბლიოთეკაში ვზივარ და ფიზიკის წესებს და კანონებს ვიმახსოვრებ. რა ვქნა, თავის დროზე ვერ ვისწავლე ფიზიკა და ახლა კი მინდა ეკონომიური. ამის მიზეზი ისაა, რომ მათემატიკა და კომპიუტერული საგნები მიყვარს ძალიან, ფიზიკას კი რა ჭირი ეცა, არ ვიცი!
–ჰმ! ნიუტონის მეორე კანონი მდგომარეობს იმაში, რომ... ესეც რა რთულია...–უკვე მერამდენედ ვწყვეტ შუა გზაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს და თაროდან სხვა წიგნს ვიღებ.–მოდი, სხვა კანონებს შევისწავლი! ნიუტონზე დროის დაკარგვა არ ღირს!
ამით კი ვამშვიდებ თავს, მაგრამ გამოცდაზე ერთ, თეთრ, ფარფატინა ფურცელს რომ დამიდებენ მერხზე, მერე კი კომპიუტერთან მიმარბენინებენ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავწერო ის! ეჰ, მომავალზე დარდი პრობლემებს ვერ მოგიგვარებს, ასე რომ დამშვიდდი, თინიკო!
–ნიუტონის მესამე კანონის თანახმად კი...–სევდიანად ვაფრქვევ ''სიბრძნეებს'' და თავს ვხრი.–აი, მეოთხე კანონი რომ არსებობდეს, მას აუცილებლად დავისწავლიდი! მაგრამ არ არსებობს და რა ჩემი ბრალია...
მართლაც თუ სამი კანონი გამოიგონა, მეოთხემ რა დაუშავა? მე ოთხ მაისს ვარ დაბადებული, ოთხი წლისას მქონდა ოქროს დაბადების დღე, ოთხშაბათი ჩემი იღბლიანი დღეა და მაინც და მაინც მეოთხე კანონს აწყენინა ამ დალოცვილმა!
არ გაპატიებ, ნიუტონო!
...თუმცა არ ვიცი, როგორ ვაპირებ ამას. მე ხომ არანაირი იარაღი არ მიჭირავს ხელში, ამ კალმის გარდა. ნიუტონს კი შეუძლია გამოცდაზე ჩამჭრას და ოცნებებზე უარი მათქმევინოს. აშკარად არათანაბარი ძალებით ვიბრძვით, რაც უსამართლობაა.
მოულოდნელად ჩემს უკან ჰაერი ირხევა, მსწრაფლ ვტრიალდები და დაბლა დაგდებულ პატარა ფურცელს ვხედავ. აჩქარებული ნაბიჯების ხმა მაღალი თაროს უკნიდან მესმის. ფეხზე დამფრთხალი ვდგები და თაროს გარს ვუვლი. არავინ არ არის! ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის ფურცელი...
ჩემს სკამთან და წიგნებთან ვბრუნდები და ფურცელს ხელში ვიღებ. ლამაზად გამოყვანილი ასოები წაკითხვამდეც კი მხიბლავენ. თვალებს გაკვირვებული ვაცეცებ და ისევ წერილს დავყურებ.
''აშკარად უნიჭო ხართ ფიზიკაში, თქვენ კი დახმარებაზე უარი უთხარით მეგობრებს! თინა, თქვენი სიამაყე დაგღუპავთ! რატომ არ გინდათ იმის აღიარება, რომ ამ კანონებთან უძლური ხართ?''
მრისხანება მიპყრობს. ვისი რა საქმეა, მე ამაყი ვარ თუ არა? მართლაც ვისი! ბოლოში გათხაპნილია და ამ წერილის დამწერის ვინაობას ვერ ვიგებ. ფურცელს უკან ვაბრუნებ, რადგან წერილი ისეთი მუქი კალმითაა დაწერილი, რომ იმ ვიღაცის სახელი აუცილებლად უნდა ჩანდეს. მხოლოდ გადაჩხაპნილის ანარეკლს ვხედავ, სხვას არაფერს. გასაგებია! ჩემში ინტერესის აღსაძვრელად ეშმაკური ხერხი მოიფიქრა! ის კი არ იცის, რომ ერთი ფიზიკაში მეშლება რაღაც–რაღაცეები, სხვა ყველაფერში სპეციალისტი ვარ.
–ვინ უნდა ყოფილიყო?–ხმამაღლა ვკითხულობ და წიგნებს თვალს ვავლებ. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, კედლებსაც კი ყურები აქვთო, მაგრამ სიარული კედლებს არ შეუძლიათ. მძიმე ნაბიჯების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მამრობითი სქესის წარმომადგენელი მითვალთვალებდა მალულად და მანვე მომიგდო ეს წერილი.
–მეგობრებსო! უარი ეკას ვუთხარი, მაგრამ ის არ იქნებოდა...–ვმსჯელობ ''ცოცხალი'' კედლების გასაგონად.–მაშ, ბიჭი? ნიკა? ადრე ვუყვარდი, მაგრამ ეგ არა! ლევანი? არა, კაცო, რა ლევანი! ბაჩო! ის იდიოტი ბაჩო იქნებოდა ნამდვილად, დღედაღამ რომ უკან დამყვება.
ხო, ბაჩომ შეთითხნა ეს წერილი და ვითომ განსხვავებულად სცადა ჩემი შეყოლიება. ნერვებმოშლილი მისთვის პასუხის გაცემას ხვალისთვის ვდებ, წიგნებს ხელში ვიტაცებ და ბიბლიოთეკიდან გავდივარ. კართან მდგარ დარაჯს ვემშვიდობები და ფიქრებით დატვირთული ვადგები სახლის გზას.
აფროდიტეს პირველი კანონი –1–


^^^
ასე მალე თუ დავბრუნდებოდი, არ მეგონა, მაგრამ სანამ დრო მაქვს, სჯობს დადება დავიწყო, თორემ მერე გამიჭირდება...
მოგესალმებით, ჩემო კარგებო!
ეს ისტორია სრულიად სხვანაირი და ცოტათი ზღაპრული იქნება.
ველი თქვენს შეფასებას, თანაც პირველი თავია და ისე ვფორიაქობ, თითქოს პირველად ვწერდე!
უყვარხართ სოფოს!
პ.ს. ეს პროლოგია და შემდეგი თავები გაორმაგებული ზომის იქნება.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს გაგრძელე

 


№2 სტუმარი Black

Magaria sopikowinkai niutonis kanontan cudi mogonebebi maqvs,maxsovs magis gamo kinagam gamipuwes nishani radgan pizikas ver vitandi da ar viswavle hoda 2ni mtyepes imis shemdeg dzilshic ro mkitxon vupasuxeb:Drom arsebobs atvlis inerciuli sistemebi,romlis mimart sxeuli,romelzec sxva sxeulebis moqmedeba konpensirebulia..da ash..winkmezareba da tan samives xoar chamovtvli:Dsagol magari istoriaa da velodebi axal tavs;)

 


№3 სტუმარი A

Sopochka dagvibrundi sayvarelo? Dzalian gamaxare dzvirlaso. Magari gogo xar da gagrdzelebasac male veli..... Warmatebebi sayvarelo.

 


№4  offline წევრი moonstory

ძალიან მომეწონა. თავებს თუ გაზრდი კარგი იქნება. წარმატებები ....

 


№5 სტუმარი nino k.d..

rogorc yoveltvis kargia

 


№6  offline მოდერი sopiko

cancara
კაია კაი მომწონს გაგრძელე

გმადლობ! love
Black
Magaria sopikowinkai niutonis kanontan cudi mogonebebi maqvs,maxsovs magis gamo kinagam gamipuwes nishani radgan pizikas ver vitandi da ar viswavle hoda 2ni mtyepes imis shemdeg dzilshic ro mkitxon vupasuxeb:Drom arsebobs atvlis inerciuli sistemebi,romlis mimart sxeuli,romelzec sxva sxeulebis moqmedeba konpensirebulia..da ash..winkmezareba da tan samives xoar chamovtvli:Dsagol magari istoriaa da velodebi axal tavs;)

შენს ამბავზე კარგად ვიცინე wink დადებითი შეფასებისთვის კი გმადლობ!
A
Sopochka dagvibrundi sayvarelo? Dzalian gamaxare dzvirlaso. Magari gogo xar da gagrdzelebasac male veli..... Warmatebebi sayvarelo.

დიდი მადლობა, ხატია! love შენნაირი ტკბილი და საყვარელი მკითხველი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
moonstory
ძალიან მომეწონა. თავებს თუ გაზრდი კარგი იქნება. წარმატებები ....

ახალი მკითხველი ძალიან მახარებს love გმადლობ!
SEREBRO
Gelodebodi sakvareloo rogor gaamxare shen me. Velodebi shemdeg tavs da warmatebebi <33

ამ მოლოდინისთვის და ერთგულობისთვის დიდი მადლობა love
nino k.d..
rogorc yoveltvis kargia

ჩემი ნინუცი love გმადლობ!

 


№7  offline მოდერი ლილიანა

ნიუტონი ვერ დაიმახსოვრა და აფროდიტას მაინც მოუხერხოს რამე <3 კაია,ველი გაგრძელებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline მოდერი sopiko

ლილიანა
ნიუტონი ვერ დაიმახსოვრა და აფროდიტას მაინც მოუხერხოს რამე <3 კაია,ველი გაგრძელებას

დიდი მადლობა, ლილია! ♥ საქმე ისაა, რომ მაგის მოხერხებაც გაუჭირდება. :-D

 


№9  offline წევრი teddy))

Fizikas ver vitan da echvi maqvs shen shemayvareb :D dzalian dzalian miyvarxaar :* tinas foto rom dade momewona :* shefereba mas :* vin aris chveni raaa tinikos idumali vajbatonii?!

 


№10 სტუმარი A

Sopochkaa xom gitxari madloba araa sachiro metqi? Me momwons sheni istoriebi da amas vambob kidec. Ar momewoneba rame damijere ar mogeridebi da alalad getyvi. Ase rom madloba agar gamagono torem gagibrazdebi.....:d aba shen ici warmatebebi.

 


№11  offline მოდერი sopiko

teddy))
Fizikas ver vitan da echvi maqvs shen shemayvareb :D dzalian dzalian miyvarxaar :* tinas foto rom dade momewona :* shefereba mas :* vin aris chveni raaa tinikos idumali vajbatonii?!

მაგას მალე გაიგებთ! :-D მიყვარხარო და აუცილებლად შეგაყვარებ ფიზიკასო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent