შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო სიყვარული (თავი 3)


7-02-2016, 12:18
ავტორი Dikunadiko
ნანახია 2 154

დღეს უფრო ლაღი და ჩიტივით მსუბუქია, დაფრინავს ,კი არ დადის.
ლიდია გაოცებული უყურებს დილიდან, ვერ გაუგია რამ გააბედნიერა ასე ერთადერთი შვილიშვილი, თუმცა ბოლოს როდესაც წვნიანში ჩანგალს ყოფს და უშედეგოდ ცდილობს ამოხვრიპოს, მაინც ხვდება ბებიის გული ყველაფერს და ნატას ბედნიერებით ყურებამდე ეღიმება.

ლოყაზე კოცნის ბებიას და ბინას ტოვებს, როგორც სჩვევია, სირბილით გამორბის და სადარბაზოს შემოსასვლელთან ჩერდება გაოცებული, მისი მანქანა დგას, ღმერთო, ასე ჰგონია გული გაეპარება ეხლა, ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი? გუშინ ღამით, დღეს კი ორმაგად, როდესაც მის სახლთა მდგარ გაფრინდაშვილს ხედავს, მასაც ეღიმება. მეჩვენება თუ? არა დანიელს ღიმილიც სცოდნია. თანაც როგორ უხდება თეთრი კბილების რიგი რომ გაუპობს ვარდისფერ ტუჩებს.

-დღეს რაკარგი დღეა. ფანჯარას აღებს ლიდია და ეზოს ჩასჩერებია, თვალებს ვერ უჯერებს, როგორ? თავის ნატუსიასაც ეწვია ბედნიერება?
-ეხლა მშვიდი გულით შემიძლია წავიდე იმ ქვენად ღმერთო. ხატებთან იმუხლება და ლოცვებს კითხულობს.

*
-სად მივდივართ? დაინტერესებული თვალებით შესცქერის გაფრინდაშვილს როდესაც მანქანა ტრაფარეტს წარწერით უკან იტოვებს.
-ბათუმში. მოკლედ პასუხობს
გაოცებისგან თვალები შუბლზე ასდის, მაგრამ ჩუმდება, უკვე საკმაოდ გაიცნო დანიელი და მისი ხასიათი, იცის ახლა კითხვების დასმის დრო არაა, უბრალოდ უნდა დატკბეს მამაკაცის სიახლოვით და მანქანაში გამჯდარი one million-ის სურნელით.
ნატას ჩაეძინა, დროდადრო გამოხედავს ქალის სუნთქვისგან ამოძრავებულ მკერდს, დაბუშულ ტუჩებს და წამწამებს, საოცრად გრძელ შავ წამწამებს რომლებიც მის ბუნებრივ შავ თვალებს უფრო მეტ სიშავეს და იდუმალებას ანიჭებენ.
ლამაზია ნატა, უდაოდ.
არაა ქერა, არ აქვს აპრეხილ ცხვირი და დიდი წითელი ტუჩები, მაგრამ შავგვრემანია, აქვს შავი გრძელი თმები და ბუნებრივარ შავი თვალები, ოდნავ მოგრძო ცხვირი და საშუალო ზომის მოვარდისფრო ტუჩები.
თუმცა გარეგნობა არაა ის იდუმალება რაც დანიელს იზიდავს მასში, ეს რაღაც უფრო ღრმაა, უფრო ღრმა ვიდრე მისი უფსრულივით თვალები.

*
უკვე ხვდება დანიელი,რომ ნატას ინტერესი კლავს, ამიტომ თვითონვე პასუხობს ქალის გონებაში დასმულ შეკითხვებს.
-დღეს მშობლები საზღვარგარეთ გადაფრინდნენ, ბებიაშენთან ნელი დარჩება, ჩვენ უბრალოდ დაგვრჩენია დავტკბეთ ერთად ყოფნით.
უკნიდან ეხუტება აივანზე მდგარ სილუეტს და ცხვირს მის კისერში რგავს.
-დანიელ, არ დაშორდები არა, ირენას? ამბობს და გრძნობს თითოეული ბგერა როგორ ძიძგნის გულს. დანიელი ნელა შორდება, სახეს ხელებში იქცევს და დაჟინებული მზერით მისჩერებია.
არ ყოყმანობს, ამ კითხვაზე პასუხი იმ დღიდან იცის,როდესაც ეს ციცქნა გოგო გაიცნო.
ახლა ცდილობს ნატას თვალებში იპოვოს პასუხები.
-ჯერ კიდევ გგონია ,რომ გავერთობით და დამთავრდება? შესამჩნევად უსევდიანდება ხმა მამაკაცს.-რაც იმას ნიშნავს,რომ არ მენდობი. სინანულით ამბობს და სასტუმროს ოთახში ბრუნდება.
იცის ,როგორ არა რომ აწყენინა, მაგრამ რა ქნას, წინათგრძნობას წინ ვერ აღუდგება და ვერც მოსახდენს, ყველაფერი აუცილებლა მოხდება, დარწმუნებულია და ამიტომ ეშინია ,რომ ყველაფერი გამართლდება, ეშინია,რომ ბოლოს მიწასთან გასწორდება მისი გრძნობები.. ფიქრებს ჯანდაბაში ისვრის, და ფეხაკრეფით შედის ოთახში, დანიელი საწოლზე ზის ზურგით, ფრთხილადუახლოვდება და ზურგიდან ეკვრის.
-შენთან ერთად ტანჯვაც ტკბილი იქნება ჩემთვის, ბატონო დანიელ.
ელექტროდენები სწრაფად იწყებენ მოძრაობას მამაკაცის სხეულში, რაქნას აგიჟებს ნატას შეხება, აგიჟებს ქალი გამოუცდელობა და სწრაფად პოულობს ტუჩებს, თითოეული შეხება ჭკუიდან შლის ნატას და პრიდან ამოუცნუბ ბგერებს უშვებს, დანიელის ხელები უმისამართოდ დასრიალებენ შიშველი ქალის სხეულზე.
იცის ,რომ ახლა ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს, ყველაზე დიდს და ტკბილს! მაგრამ არ ნანობს, სიყვარულით გაჟღენთილი გული არ აძლევს უფლებას ინანოს და ცდილობს ბოლომდე შეიგრძნოს ბედნიერების წუთები.
*
-შენ სულ გააფრინე მემგონი ნატა, ჩემი არყოფნის პერიოდში ჭკუიდან შეიშალე. ტუქსავდა მონატრებულ დაქალს და თან ეხუტებოდა.
-მიყვარს და მასაც ვუყვარვარ ანიკა. სულელივით ეღიმება, მართალია ანიკა, სულ გააგიჟა ამ სიყვარულმა.
-არა სასწრაფოდ უნდა წაგიყვანო შენც. დაუყვავა ფიქრებში გაპარულ დაქალს და ჩემოდანი გამოაგორა.
-მოგიხდა მოგზაურობა. როგორ მონატრებია ანიკა, 6 თვე მუშაობდა თავ აუღებლად ,რომ შვეიცარიაში წასულიყო და დილას ალპებში შეხვედროდა, ხოდა წავიდა , ჩამოსვლაც არ უნდოდა ლამის წიხლის კვრით გამოაგდეს იქედან. ფული ,რომ არ გათავებოდა არც ჩამოვიდოდა.
-მომიყევი მიდი ყველაფერი მაინტერესებს. ფეხები საოწლზე ააწყო და დაქალს მიუწვა გვერდით ანიკა.
-რა მოგიყვე, ანიკა. ყველაფერი გითხარი უკვე.
-რა მითხარი, იმისგარდა რომ შენი უფროსი იყო, რომ შენი გაცნობის დღეს დაინიშნა და ბათუმში ორი დღე რომ ჟღურტულობდით.
-და კიდევ სიგიჟემდე ,რომ მიყვარს.
-ცეცხლს ეთამაშები ნატა.
-და მაინც როგორი ტკბილია ცეცხლით დამწვარი იარები..
-ოჰოოო, ნატუსიი. რაგიქნა ასეთი, მოგაჯადოვა? ასეთი სენტიმენტალური არასდროს მინახიხარ.
-ვიცი, რომ ერთდღეს ყველაფერი დამთავრდება ანიკა, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე, რადგან ყოველი წამი მაბედნიერებს მასთან გატარებული, ხო და დღეს საღამოს გაგაცნობ.

*
მკრთალად მნათობი მბჟუტავი ათასი ფერი და მუსიკის რითმებში არეული ათასი კოცნა...
პირველადაა კლუბში, ორი ჭიქა დალია, მესამე დანიელმა გამოაცალა, იცის სასმელს ,რომ ვერ იტანს მისი ორგანიზმი,მაგრამ ბედნიერების პიკშია და იფიქრა არ მაწყენსო დალევა, თან დანიელმა სუკეთესო მეგობრები რომ გააცნო, ნელ -ნელა უფრო და უფრო დიდი იმედი ესახება მათი ურთიერთობის გრძელვადიანობის, და შიშიც ,რომ კვე დასასრულს უახლოვდებიან სსადღაც ქრება.
როგორ ჩანს მექალთანე ომომ ანიკას დაადგა თვალი, რატომაც არა არც ანიკაა ურიგო გოგო, ულამაზესი ჩალისფერი თმებით და მომწვანო თვალებით.
აბა ომო სულელი ხომ არ არის ასეთი გოგო ეჯდეს გვერდით და სხვა გოგოებს შეხედოს, თანაც როგორ ფრთხილად აცურებს ხელს მის წელქვეშ.
-აი თურმე ვისგამო მიმატოვე... ადგილზე ეყინება სხეული, უნდა მობრუნდეს, თავს ვერ აბრუნებს, მაგრამ აწყდება თუ არა დანიელის საოცრა მშვიდ თვალებს, სული უთბება, და მასტან ერთად ფრთხილად ტრიალდება გოგოსკენ.
ცრემლებს ტუში სულ ჩამოეშორებინათ, საერთოდ არ გავდა ძველებურ ირენას, აღარ იყო წელში გამართული ქედმაღალი გოგო, თვალებში სიცარიელე ჩადგომოდა, გატეხილი იყო, ნატასასც კი შეეცოდა,როდესაც მისი სახის გამომეტყველებას გადააწყდა.
-შენ, ლაწირაკო მოსამსახურევ, გპირდები,რომ არასდროს იქნები მასტან ბედნიერი.
როგორ მობეზრდა დანიელს ეს უაზრო ისტერიკები. მკლავში ხელს ჰკიდებს ირენას და გარეთ გაჰყავს.
-რატომ მომექეცი ასე დანი, ხომ იცი როგორმიყვარხარ, როგორ გამცვალე იმაში, შუბლი მიადო მამაკცის გულმკერდს და ხმამაღლა ასლუკუნდა.
მართლაც, სად გაქრა ქედმაღალი, მამიკოს ფულებით განებივრებული ქალი, ახლა დანიელის წინ საშინლად გულნატკენი არსება იდგა, და ღმერთმა უწყის, რისი გაკეტება შეუძლია ქალს,რომელიც მიატოვეს..
-გთხოვ დანიელ, ასე ნუ მომექცევი, მოდი.. გეფიცები დავივიწყებ ყველაფერს, ოღონდ არ მიმატოვო დანილე. კრუსუნებდა დანიელის წინ მუხლებზე დამდგარი.
როგორ არ უნდოდა მამაკცს ასე მომხდარიყო, როგორ არ უნდოდა ირენას წყენა, მაგრამ რაქნას, რომ ნატა უყვარს, ორად იხლიჩება, იცის ნატას გარდა ვერავის შეიყვარებს, იმდენად მიეკედლა პატარა მოსამსახურეს. ფეხზე აყენებს ირენას და მანქანისკენ მიჰყავს.
-გიო გოგოები სახლში წაიყვანე. მე ირენას წავიყვან. ორი სიტყვით უხსნის ძმაკაცს სიტუაციას და ტელეფონს სავარძელზე აგდებს.

არ სწყენია და წამითაც არ შეუტანია ეჭვი დანიელში, იცის რომ მოაგვარებს და აუცილებლად მივა მასთან.
-ამაღამ მასთან დავრჩები, რამე სისულელე არ გააკეთოს.
-კარგი საყვარელო, მიყვარხარ.
-მადლობა ,რომ მენდობი. ძალიან მიყვარხარ!
შემდეგ გამაყრუებელი "ტუ,ტუ,ტუ" და ფანჯარასტან გათენებული ღამე.

-მოვიწამლე მემგონი. აბაზანიდან პირის წმენდით გამოდის და მაგიდასტან ჯდება. ანიკა ეჭვისთვალით უყურებს.
-აბა რომ გეუბნებით ბებო ნუ ჭამთ ათას საწამლავს თქო, ვისი გესმით თქვენ. თეფშზე წიწიბურას და კატლეტს უსხავს ლიდია და წინ უდევს.
"ოღონდ ახლა არა", პირზე ხელს იფარებს. ფიქრობს ნატა და ისევ აბაზანისკენ მიდის, რომ ორგანიზმი გაინთავისუფლოს მორიგი მავნე პროდუქტის ნაკადისგან.
-აჰა აიღე ეს. სამედიცინო პარკში გახვეულ ნივთს აწვდის ანიკა.
-რათ მინდა ეს. თვალებ დაჭყეტილი უყურებს საორსულო ტესტს.
სააბაზნოსთან ჩაცუცქულა და წუთების გასვლას ელოდება, არ იცის გაუხარდეს თუ არა, ვერ უშვებს ამ ვარიანტს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ეშინია.


-ორი ხაზი რას ნიშნავს? აკანკალეული გამოდის ოთახში და საწოლზე ჯდება ანიკას გვერით.
-ნიშნავს ,რომ ახლა მაგრად უნდა ჩაგიკრა გულში და მოგილოცო, მომავალო დედიკო.
ნელ-ნელა აცნობიერებს ყველაფერს და ბედნიერების იმპულსებიც იპარება მის სხეულში, მოგრძო თითებს ჯერ არ გამობერილ მუცელზე იტარებს ბედნიერებისგან ეღიმება.
-როდის ეტყვი დანიელს? ჩამჭრელ კითხავს უსვამს ანიკა
-ჯერ მინდა დავრწმუნდე, ექიმთან წავიდეთ ხვალ.


*
-გილოცავთ, მალე დედა გახდებით. ღიმილით ულოცავს სათნო გამომეტყველების ქალბატონი და ეკრანს აკვირდება.
-გნებავთ პირველი ექოსკოპიის ფოტო სურათი?
-ეს შესაძლებელია? ანიკაც არანაკლებ ბედნიერია.
-1 თვის ნაყოფისთვის უკვე კი.

-საქმეზე გავდივარ თორემ მარტო არ გაგიშვებდი ხომ იცი? ლოყაზე კოცნის ნატას
-მეც გავისეირნებ ცოტას, გინეკოლოგმა ხომ მითხრა ბევრი ისეირნეო. ბედნიერებისგან ცაში დაფრინავს ქალბატონი ნატუსი.
ანიკა ავტობუსში ადის, ნატა კი ფეხით მიუყვება დაღმართს, თან ხელს შეუმჩნევლად იტარებს მუცელზე.
ვერც ხვდება ისე ამუხრუჭებს მანქანა მის ფეხებთან, ისე გადმოდის ორი ორითავით მაღალი ბიჭი და ძალით აჯენენ მანქანაში.
შიშისგან ხმასაც ვვერ იღებს, არ ციის, რა ქნას, არ იცის რა უნდათ. მუხლები უკანკალებს. ორივე ხელით მიხუტებია მუცელს.

-რა გინდათ ჩემგან? ხმადაბლა ლუღლუღებს დაცარიელებულ ოთახში მარტო დარჩენილი.
-გამიღეთ კარი, უშედეგოდ ეჯაჯგურება გახუნებულ სახელურს.
ოთახს ათვალიერებს, არაფერი, საერთოდ არაფერი არარის, სრულიად ცარიელია ოთახი, ფანჯარა დალუქული. ვერაფერს ხდება, ყვირის, მაგრამ საპასუხოდ არაფერი ესმის. ბოლოს სპაზმები უტევს და იატაკზე მოკუნტული ჯდება.
-ნუ გეშინია დედიკო, მე შენთან ვარ, მე დაგიცავ . ლუღლუღი საკლიტურის ხმამ შეაწყვეტინა.
შემდეგ ჩაბნელებულ ოთახში ქუსლების კაკუნის ხმა გაისმა, ვერ გაარჩია ვინ იყო, კედელს აეკრო და ისე წამოდგა ფეხზე.
გაშეშდა, აზრადაც არ მოსვლია არაფერი, ვერც იფიქრებდა ,რომ თავი და ბოლო ირენა იქნებოდა, სიცივემ ძვალ რბილი დაუარა, და სახე მოქუფრა.
-რა გინდა ჩემგან. ნამტირალევი ხმა ამოუშვა და სახე სატირლად დამანჭა. რა ქნას თავიდანვე ეშინოდა ამ ქალის, ახლა კი ორმაგად, იქნებ რამე დაუშავოს, იქნებ მის ჯერ არ სემდგარ შვილს ავნოს? ყველაზე მეტად ეშინია ამის, ამ ფიქრებს გონებამდეც არ უშვებს, დარწმუნებულია,რომ უბრალოდ დალაპარკება ენდომება, ხო მეტი რა უნდა უნდოდეს. თავს იმხნევებს და მძვინვარე თვალებში აშტერდება მის წინ მდგარ ქალს.
-იცი როგორი შეგრძნებაა, როდესაც ერთ დღეში ყველაფერს კარგავ? სიყვარულს , სიცოცხლის წლებს.
-რა სიცოცხლის წლებს, ვერ ვხვდები.
-იმ დღეს დანიელი,რომ დამშორდა, გავიგე რომ სიმსივნე მაქვს. ერთი ნაკვთი არ შერხევია, თვალებ მოჭუტული უყურებდა ნატას რეაქციას.
-ვწუხვარ. უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ვიდრე ირენასთვის.
-ნუ მაცინებ, შენი მწუხარება არაფერს დამიბრუნებს. იმაზე უფრო მეტად გასციებოდა ხმა ვიდრე ეს შესაძლებელი იყო.
რა გინდოდა ნამდვილად ცეცხლს ეთამაშებოდი ნატა.
-ირენა ,მე მართლა ვწუხვარ.. ენის ბორძიკით ეუბნევა.
-შენ კენტი არსება ხარ, მოსამსახურევ, ამიტომ უფლებაც არ გაქვს ჩემზე წუხდე. შენ არავინ ხარ და უფლება არ გაქვს გეცოდებოდე. ისტერიკაში გადასდის ხმა ირენს.
კედელზე ატუზულ ნატას თმებში სწვდება და თავს მაღლა აწევინებს.
-ხომ გითხარი,ვერასდროს იქნები ბედნიერი დანიელთან თქო? მუხლის წვერი მუცელში ხვდება და გამჭოლ ტკივილს გრძნობს, სპაზმები მთელს სხეულში ჭიანველებივით დარბიან, უსასრულო ტივილს გრძნობს, ისეთი შეგრძნება აქვს ენგრევა ორგანიზმი, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ყველაორგანო ერთმანეთში გადახლართულა და ეჭიმება. ხელის გულს მუცელზე ისმევს და ხმადაბლა ბუტბუტებს რარაცეებს ჩამუხლული, მერე წონასწორობასაც კარგავს და სახით იატაკს ემხობა, ცხელი ცრემლები გუბეს ქმნიან იატაკზე. არ წყვეტს ბუტბუტს.
-მამაო ჩვენო.. ხმადაბლა ჩურჩUლებს და ცრემლებს აყოლებს. სტიკვა ,გაუსაძლისად სტკივა, სადაცაა გონებაც მიებნიდება.
ირენა გახევებული უყურებს, თუმცა სინანულს წამითაც არ გრძნობს, ვერც იმას ხვდება რა სჭირს იატაკზე გაწოლილ მის "მეტოქეს".
ბოლოს თვალების მიბნედამდე გრძნობს როგორ უცარიელდება მუცელი, ისე თითქოს ყველა ორგანო ამოაცალეს და დარჩა ცარიელი, სული დაუცარიელდა
-არ დამტოვა, ჩემო პატარავ. ამოისლუკუნა და გონებაც მიებნიდა.



ასე მგონია არ მოგწონთ აინც მადლობა ყველას თბილი სიტყვებისათის მიყვარხართ ,ძალიან!



№1  offline წევრი ninas gogo

ძალიან კარგი გოგო ხარ, მომწონს და აუცილებლად ველი შემდეგ თავს <3

 


№2 სტუმარი darina

ogond bavshvi ar dakargos, dzalian momwons, wina tavi gamomepara da axla wavikitxe orive ertad.

 


№3  offline წევრი Dikunadiko

Rogor maxarebt tqven xom AR icit <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent