ვიდრე ყვავიან შროშანები [4]
_დახმარება გჭირდება, ელენსიო?_საქარე მინდა ჩაიწია და ალექსის სახე გამოჩნდა. იმდენად ცუდად ვიყავი, მისი ნახვა გამიხარდა. თუმცა, რატომ არ უნდა გამხარებოდა, ის არ იყო დამნაშავე სანდროს უაზრო ქცევებში. _ღმერთო ჩემო, მანქნიდან კარგად ვერ დაგინახე. როგორ ხარ?_გადმოვიდა და შეშფოთებული ჩაიმუხლა ჩემს წინ. მე უბრალოდ ღრმად ამოვისუნთქე და თავი გავაქნიე. უფრო მეტად მტკიოდა ყველაფერი, გულის ჩათვლით. უსიტყვოდ ამიყვანა ხელში და უკანა სავარძელზე დამაწვინა. მანქანას ფრთხილად მართავდა. თვალები თავისით მიმეხუჭა, თუმცა არ მინდოდა ჩამძინებოდა ამიტომ ყველაფერზე ფიქრი ერთდროულად დავიწყე. სანდრო არაკაცივით მომექცა, მე ამას არ ვიმსახურებდი, მე მისთვის არაფერი დამიშვებია. ის არ უნდა ყოფილიყო ჩემს მიმართ ასეთი უხეში. პირველივე დღიდან ამითვალისწუნა, რაც არასწორი იყო. _თავს როგორ გრძნობ? უკვე საავადმოფოსთან მოვედით_გადმომხედა ალექსმა. ის კარგი ადამიანი იყო, მზრუნველი, თბილი, ყურადღებიანი... თუმა ჯანდაბა, ის როგორ გაჩნდა იქ, სადაც სანდრო იყო წამების წინ? ნუთუ მოგვყვებოდა? ეს რაში უნდა დასჭირვებოდა? _ალექს, სახლში წამიყვან? საავადმყოფოში არ მინდა. უბრალო ნაკაწრებია, თანაც ჩემი მეზობელი ექიმია. ვერ ვიტანდი საავადყოფოს, იქ წამლების სუნს, თეთრხალათიან მატყუარა ექიმებს, ავადმყოფების მდგომარეობით შეძრწუნებულ ფარისეველ მნახველებს. _მართლა?_მკითხა და მანქანა დაძრა. _კი, მართლა. თუმცა, არა... უფრო სწორედ, სახლში არ წამიყვანო. ნუცუბიძეზე. მანამდე კი აფთიაქთან გამიჩერე. თავი დამიქნია და რაღაცნაირად ჩატეხა ტუჩის კუთხე. ხო, მე მხდალივით გაქცევას არ ვაპირებდი. სანდროს გამო? უბრალოდ არა. მე გავაგრძელებდი მათთან ურთიერთობას, მე მჭირდებოდა ეს. აფთიაქში სანტავიკი, ბინტი და სპირტი ვიყიდე. რაღაც მალამო მირჩია ფარმაცევტმა, როცა ჩემი საფეთქელი დაინახა. ისიც წამოვიღე, მანქანაში ჩავჯექი და სავარძელზე დავყარე. _მოგეხმარო?_მითხრა ალექსმა. თავი უარის ნიშნად გავაქნიე, დიდი ტკივილის მიუხედავად შევძელი და სპირტით მოვიწმინდე სისხლიანი ადგილები. შუბლთან სანტავიკი გადავიკარი, გაკაწრული ადგილები კი მხოლოდ გავასუფთავე. ხელისგულებზე ბინტი გადავიხვიე, ნატკენ ფეხს კი უბრალოდ ვერაფერს მოვუხერხებდი. მე მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაწევა შემეძლო საკუთარი თავისთვის. ვშიშობდი ფეხის ტკივილის გამო საავადმყოფოში სტუმრობა მაინც მომიწევდა. ჩემი ძმა გამახსენდა. ვერც ის იტანდა პალატებს. ვერ იტანდა... როგორ მთხოვდა, რომ იქიდან წავეყვანე, როგორ მეუბნებოდა, რომ ერჩივნა სახლში მომკვდარიყო... _ელოო... ჩემ თავს გაფიცებ, უთხარი რომ აქ ყოფნა უკვე გაუსაძლისია რა. უფრო მეტად მიჭირს სუნთქვა, ელო... წამიყვან აქედან?_მისი სუსტი, ჩახლეწილი ხმა და სიკვდილთან მიახლოებული ლურჯი თვალები. მაგრამ მე ვერაფერი გავაკეთე. ჩემი ძმა ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს. _ჰეი, მოვედით_ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. _მადლობა... შენ ძალიან კარგი ხარ, ალექს. ამას არასდროს დაგივიწყებ_გავუღიმე და კარები გამოვაღე. _ოუ, არაფერს_თავადაც გამიღიმა. _იქნებ, ესენი გადაგეყარა?_მივანიშნე აფთიაქში შეძენილ ნივთებზე. თავი დამიქნია და მეც მანქნის კარი მივხურე. ნელი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. დარწუნებული არ ვიყავი, რომ იქ დამხვდებოდნენ, მაგრამ გზად სუპერმარკეტში მაინც შევიარე და კარტოფილი და სოსისი ვიყიდე. საწებლის გასაკეთებლად რაც საჭირო იყო, დავგუგლე და ისინიც მივაყოლე. კოკა-კოლის და სობრანიეს ფული გადავიხადე და გამოვედი. უცნაური იყო, მაგრამ იქ ნახევარი საათი განეტარებინა. ფიქრებით სანდროს და მეგის ირგვლივ დავფრინავდი, რატომ იცავდა მეგის სანდრო ასე გამალებით და მისი ყოველი სიტყვა ჩემს მიმართ რატომ იყო მკაფიო და მტკივნეული? დაბნეული ვიყავი, არეული და გულნატკენი. მაშინებდა ის, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც, რაც მე არ ვიცოდი და თუ ვერ გავარკვევდი, სამუდამო გაურკვევლობა ბოლოს მომიღებდა. მე არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად რთული. ყველაფერს, რაც არ მომწონდა უბრალოდ ვიკი,დებდი და რაც მომწონდა, ბოლომდე ვაკირდებოდი და მთელი სულით მომწონდა. თუმცა ახლა, უბრალოდ უმოქმედობა არ შემეძლო. სახლში შევედი. სიჩუმე იყო, ანუ ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. ასე უკეთესია. დივანზე წამოვწექი, ფეხები სახელურზე დავაწყე და თვალები დავხუჭე. ცოტა ხნით ძილი არ მაწყენდა. დავისვენებდი. ფიქრისგან თავი აღარ დავიღალე, უბრალოდ დაძინება ვცადე. სიზმარში მამაჩემი ვნახე. მანქანას ფრთხილად მართავდა და მე მიყურებდა. ვიცინოდი, ვეუბნებოდი, წინ გაიხედე-მეთქი. მერე სატვირთოს დამაბრმავებლად კაშკაშა ნათებამ მომჭრა თვალი. ვიკივლე, დივნიდან წამოვხტი და აკანკალებული ერთ ადგილას გავხევდი. მუხლები მომეკვეთა, პირქვე ჩავემხე და მუშტები მივაბჯინე იატაკს. რამდენი ხანია, მამაჩემი აღარ მინახავს სიზმარში. ეს კარგის ნიშანი არ უნდა იყოს. დღეს უჩვეულოდ მახსენებენ მამა და ჩემი ძმა თავს. მაშინებს, ეს ყველაფერი უკვე მაშინებს. _ეი, კარგად ხარ?_ნაცნობი ხმა მომესმა. თავი მაღლა ავწიე და ჩაწითლებული თვალები მივანათე. თავი დაბლა ჩახარა და ტუჩი მოიკნიტა. აქ რა უნდოდა? სახლი ცარიელი რომ მეგონა? ჯანდაბა ელენე, შენი სისუსტე მას კიდევ ერთხელ დაანახე! _მე მინდოდა რომ, ბოდიში მომეხადა შენთვის_დივანზე ჩამოჯდა. წამოვდექი, ზურგი ვაქციე და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. ვაგრძნობინებდი მას, რომ ფეხე,ბზე მეკიდა. არ მაინტერესებდა მისი უაზრო ბოდიშები, დამნაშავე თვალები და სევდიანი გამოხედვა. მერე რა, რომ ასე უსაზღვროდ სიმპატიური იყო? ჯანდაბამ რაზე ვფიქრობ. ის სიმპატიურია, მაგრამ არაკაცია, ჩემს წინაშე დამნაშავეა და მე არ ვაპატიებ მას. ამდენი ნერვიულობით თავი უარესად ამტკივდა, ჯიბიდან ლეიკოპლასტი ამოვიღე და ძველი მოვიძვრე, საფეთქელთან ახალი დავიკარი და ძველი ნაგავში ჩავაგდე. რომ წარმოვიდგინე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ახლა, ხმამაღლა გამეცინა. _მისმინე, მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო ელო..._დაიწყო, მაგრამ განრისხებულმა გავხედე და ხელი ავწიე გასაჩერებლად. _ასე აღარასდროს მომმართო, არ გაბედო და ასე აღარ მომმართო_სიმშვიდე როგორღაც შევინარჩუნე, ხმადაბლა, მაგრამ ცივად მოვუჭერი და წყალი დავადგი გაზქურაზე. სოსისს მოვხარშავდი კარტოფილთან ერთად. საწებელის გაკეთებას შევუდექი. ჩუმად იდგა, ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მე კი ნერვებისგან ხელები მომემუშტა. _მოვედით_მისაღებიდან ყვირილი გავიგონე. ეს რედის ხმა იყო. მოვეშვი, დაძაბულობა უცებ გაქრა. გათლილი კარტოფილი ჩავყარე წყალში, თავზე დავახურე და გარეთ გავედი. უკან გამომყვა. ნუთუ არ აპირებდა ეს ცირკი დაესრლებინა?! _ჰეი, ელენე, რა გჭირს?_შეშფოთება იგრძნობოდა ლუკას ხმაში. თავი დამნაშავედ ვიგრძენი სანდროს მაგივრად. მათი ანერვიულება არ მინდოდა, იქნებ ჯობდა სანამ ნაკაწრები არ გამიქრებოდა იქამდე არც გამოვჩენილიყავი? თუმცა ისეთი უმნიშვნელო ნაკაწრები არ იყო, ალბათ ორი კვირა მოუნდეოდა მორჩენას. _ელენე, რა მოხდა? კარგად ხარ?_ხელზე შემეხო ნოე. გამახსენდა, მისი “მომწონხარ” და ხელი ინსტიქტურად მოვმუშტე. არ შეუმჩნევია. _ელენე!_უკვე ერთხმად იყვირეს ნიკამ და რედიმ. _ღმერთო, არაფერია. ტაქსით მოვდიოდი, წინ რომ სატვირთო გადაგვიდგა და უცებ ბრახ! სერიოზული არაფერია, დამიჯერეთ_გავუღიმე ოთხივეს და ხელი, რომელსაც ნოე თავისი ხელით ეხებოდა, გვერდით დავწიე. უსიამოვნოდ დაჯდა სავარძელზე. _გოგო, თავი გაიტეხე და არაფერია?_ლეიკოზე ხელი გადამისვა რედიმ. თვალები გადავატრიალე. ვთქვი არაფერი, ნიშნავს არაფერს! _ჰო, ნუ იღრინები. წავიდეთ საავადმყოფოში?_ამოიოხრა ლუკამ. თავი უარის ნიშნად გავაქნიე. მღლიდნენ! _როგორ არა, შენ არ გამოიყურები კარგად_თავისას არ იშლიდა რედი. _მშვენივრად ვგრძნობ თავს და თუ ღმერთი გწამთ, მოკეტეთ, თავი ამატკიეთ_ვეღარ მოვითმინე და ხმას ავუწიე. ნოემ ამოიფრუტუნა, თვალები დავაწვრილე. _ელენე_ხმადაბლა მომმართა აქამდე ჩუმად მყოფმა სანდრომ. თითქოს წლებია მისი ხმა არ გამიგიაო, ისე დამიარა ტანში ელექტრო დენმა. _გისმენ_უხეში ვიყავი. ახლა რაღა უნდოდა? _კარტოფილი შეიწვებოდა_მხრები აიჩეჩა. ხმამაღლა გამეცინა. შემწვარს და მოხარშულს ვერ არჩევს? _მე მას ვხარშავ, იქ წყალი ვერ დაინახე?_დავცინე და თავი გავაქნიე. სულელი ბიჭი. _ხო, მაგრამ ბევრი ხარშვისგან წყალს იშრობს და იწვება_ნიშნისმოგეით ჩამიკრა თვალი. წარბები შევჭმუხნე, წამოვიკივლე და სამზრეულოსკენ სირბილით გავწიე. ხმამაღლა იცინოდნენ, ნეტა რა აცინებდათ? კარტოფილი გადავარჩინე. მოხარშულ სოსისთან ერთად დიდ თეფშში ჩავყარე, სოსისი ჩავაჭერი, მაცივრიდან გაციებული საწებელიც ამოვიღე და მაიდაზე თეფშებთან ერთად დავალაგე. დაბარებულებივით შემოცვივდნენ ბავშვები, ტუჩები გაილოკეს და დასხდნენ. სანდრო უბრალოდ კარებთამ იდგა, უცნაურად უყურებდა მაგიდაზე დარჩენილ ერთ ადგილს და ქვედა ტუჩზე კბილები დაესო. _რამდენი ხანია, წესიერი არაფერი მიჭამია!_გულწრფელად აღიარა რედიმ. ყველა დაეთანხმა. _მმ, გემრიელობაა... _მე გავალ, გემრიელად მიირთვით. არ მშია_გავუღიმე, კარებისკენ წავედი და სანდროს გვერდი ავუარე. დავინახე, როგორ გაეღიმა, მაგიდას მიუჯდა და მეც დავტოვე სამზარეულო. ნუთუ ეგონა რომ მისთვის არ დავდებდი თეფშს? ასეთი ცუდი არ ვიყავი, გაბრაზების მიუხედავად. მე შემომრჩენოდა რაღაც სიკეთის კვალი, მისგან განსხვავებით. უკანა კარიდან ეზოში გავედი, ჰამაკი შევამჩნიე და შიგ გახარებული ჩავხტი. ამჯერად არაფერი დამსიზმრებია. გემრელად მეძინა და არც არავის შევუწუხებივარ. მზის სხივებმა პირდაპირ თვალებში ჩამანათა. გავიღვიძე. ნეტა რომელი საათია? ჰმ, პლედი მაფარია. რედის მადლობას აუცილებლად გადავუხდი. ჰამაკიდან ავდექი, პლედი დავკეცე და ისევ სახლში შევბრუნდი. რადგან ქვემოთ არავინ იყო, კიბეებზე ავედი. ერთი ოთახიდან ხმაური ისმოდა. კარები ღიმილით შევაღე და ღიმილი სახეზევე მიმეყინა. _ნორმალურები ხართ?_წამოვიყვირე და სახეზე ხელი ავიფარე. ასეთი შეშლილებიც არ უნდა იყვნენ, რომ გადაჭარბებული დოზით მიიღონ ნარკოტიკი. თანაც, ჰეროინი... _მოდი, გაგიკეთებ_ნოემ შპრიცი ხელში აწია და თვალები მიბლანტა. უარი ვერ ვუთხარი. ყოყმანით წავედი და საწოლზე ჩამოვჯექი. ჩემი მაჯა ხელში მოიქცია, მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირა და წამალი შემიყვანა. შროშანები ეყარა ყველგან, პატარა გოჭუნები დაფრინავდნენ და ენით აუღწერელ სილამაზეს ვუყურებდი. კაიფიდან გამოსულმა მათ გადავხედე. ყველა ჩუმად იყო, აღარც იღიმოდნენ. ღმერთო, აქამდე ჰეროინი არასდროს მიმიღია. ის ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი იყო და ნინი მაფრთხილებდა, არასდროს მივკარებოდი. შროშანების სურნელსაც ვგრძნობდი, კაიფიდან გამოსულიც კი ვგრძნობდი. _მორჩა?_ხმადაბლა დავსვი კითხვა. _კარგი, წავედით_ფეხზე პირველი ნიკა ადგა. სანდრო მას მიყვა, მერე ნოე, ბოლოს კი მე და რედი გავედით. ლუკა ოთახში დარჩა. მისაღებში ჩასულებს გაოცებისგან თვალები დამეჭყიტა. ამათ აქ რა უნდოდათ? მეგის ჩათვლით... _ჰეი, ძლივს, გამოიცვალეთ უკვე?_უკვე ნაცნობმა ხმამ დაიყვირა. ლიზას შევხედე. საცურაო კოსტუმი ეცვა... ოუჰ, ანუ გართობა აუზთან? _კი,კი,დაიწყეთ თქვენ, მოვალთ ჩვენც_თქვა რედიმ და მაღლა ამათრია. ფეხები უკან მრჩებოდა, ცინიკურად ვუმზერდი მეგის და გული ბოღმით მევსებოდა. _მიდი, ჩაიცვი ეს შავები_სულ ახალთახალი საცურაო კოსტუმი დააგდო საწოლზე რედიმ. მალევე შავიცვი, თავადაც მომბაძა, ჭრელი საცვლები მოირგო ტანზე და სარკის წინ დატრიალდა. მეც გავუღიმე საკუთარ ანარეკლს სარკეში. რედიმ რომ შემამჩნია, გაოგნებულმა ამათვალიერა. _მგონი, ლესბოსელი გავხდი_სიცილით თქვა და მეც გემრიელად გადაიხარხარე. _რა რუჯი, რა ფეხები... ჭიპთან პირსინგი? ოუ, შენ ძალიან სექსუალური ხარ_თვალი ჩამიკრა და კარი გამოაღო. გავყევი, კიბეებით ისევ მისაღებში დავბრუნდით და უკანა ეზოში გავედი. გუშინ არ შემიმჩნევია სიბნელეში უზარმაზარი აუზი, კუთხეში მთელ სიგრძეზე ბარითა და ზედ დალაგებული სასმელით. შეზლონგებითა და მიყრილი პირსახოცებით. _მეგის შეხედე, რა აცვია_სიცილით მიჩურჩულა. მეგის დავუწყე თვალებით ძებნა. ის სანდროსთან და სემისთან ერთად იდგა და კოქტეილს წრუპავდა. გავიცინე, მის სხეულს თვალი ავაყოლე და ირონიულად ჩავიხითხითე. სილიკონები კარგია არა ლიფში, ძუ,კნავ? მე შენ გაჩვენებ... ხმამაღალმა მუსიკამ ენერგია მომმატა. რამდენიმე ჩახტნენ აუზში, ზოგიც უკვე ცეკვავდა, საუბრობდნენ, სვამდნენ, ეწეოდნენ... სასიამოვნო სიტუაციაა, როგორც ვატყობ, მშვენივრად გავერთობით. რედიმ ხელი მკრა და რამდენიმე წამში მეც აუზში აღმოვჩნდი. ცივი იყო, ღმერთო ჩემო! _რედ, მოგკლავ_დავუღრინე და თმის სამაგრი მოვიხსენი. რამდენიმე მწველი მზერა ვიგრძენი, მაგრამ დავაიგნორე. დანახავს რას ხედავენ? აქ ჩემს გარდა უამრავი გოგოა საცურაო კოსტუმში. აზიდან ამოსულმა თმები გავიწურე და ხელი გადავისვი. _ასე უფრო მაგრად გამოიყურები_გაეცინა ბობის. უხერხულად გავუღიმე. ამ ბიჭს გუშინ ვეზასავე, რა ირონიაა ღმერთო. _ჰეი, თამაში ვისაც უნდა, ნაბიჯით იარ!_ყვიროდა ლიზა. მათკენ წავედი და ლუკას გვერდით დავჯექი, ფეხები კი ოდნავ მოვხარე. სასაცილოა, მაგრამ სწორედ ისინი შევიკრიბეთ, ვინც წინათ. მე, რედი, ლუკა, ნიკა, ნოე, სანდრო, ლიზა, მეგი, ბობი, სემი, ის გრძელთმიანი, მგონი ჰარი, და კიდევ ერთი გოგო, ლოლა. _მოკლედ, ასე. ამ ქუდში ჩაყრილია თქვენი სახელები. რიგრიგობით დავასახელებთ მოქმედებებს და ამოვიღებთ ფურცლებს. ამომღებელი ჰარია. მომწონს, მიუხედავად მეგისა, აქაურობა მომწონს. _დავიწყებ რა_თქვა ნიკამ და ტუჩები გაილოკა. ყველა გავისუსეთ_მოკლედ, ვინც ახლა ამოვა, აი, იმ ზეთს ხომ ხედავთ? თავზე გადაისხამს და მერე აუზში ჩაეშვება ზურგით. გულისცემა ამიჩქარდა. ოღონდ მე არა... _დადაამ_ფურცელი გაშალა ჰარიმ. _ვინ არის?_ვკითხე მე. _შენ, ლამაზო_მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. თვალები გადავატრიალე. ავდექ, რომ სიცილით გააქნია თავი. _გეხუმრე. მიდი, ლუკს, წამოხტი და მოქმედება შეასრულე. ლუკა ადგა, ფეხების თრევით მივიდა ზეთის ბოთლთან, გახსნა და ისევ აუზისკენ წამოვიდა. _დროზე ლუკა_იცინოდა მეგი. ლუკამ ხელი თავზემოთ აწია და ზეთი გადაისხა. სახე დამანჭა და მალე აუზში გაუჩინარდა. _გავაგრძელოთ, ის სანამ კარგად არ დაიბანს, არ ამოვა_ლოლამ სიცილით თქვა. რიგის მიხედვით, ჩემი ჯერი დადგა. _წრეში ჩადგეს და ლიფი გაიხადოს_ვთქვი პირდაპირ. გაოცება გამოეხატათ სახეზე. მეგი წამოწითლდა. შეეშინდა. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი რომ ის გახდებოდა მსხვერპლი. წინათგრძნობას არ ვუჩივივარ. _როდიდან ასეთი თამამი?_გაიცინა რედიმ. _შენ რომ ამოხვიდე?_სემმა გამომწვევად გადმომხედა. სანდროსკენ გავაპარე თვალი. ყელზე ძარღვები დაეჭიმა. _რა პრობლემაა, სილიკონი არ მიწყვია რომ შემეშინდეს_ვითომ შემთხვევით ვთქვი და ყველას გაეცინა, იმ კახ,პას გარდა. _მაშ ასე..._ბობიმ ფურცელი ამოიღო._ვაიმე, არ მჯერა_სიცილი დაიწყო და ფურცელი სანდროს გადააწოდა. სანდრომ ტუჩები მოკუმა, არ უნდოდა გაცინებოდა. ნუთუ მე?! ჯანდაბა, არა, ოღონდ არა! _ჰე, თქვით ეხლა!_დაიყვირა ნიკამ. _მოკლედ, მიდი მეგ_გადახედა ბობიმ. მეგის ფერები ეცვალა, თავი გააქნია და ნერვიულად გაიცინა. _ასე თამაშობთ? თუ არ გაქვს ტრა,კი, არც დაიწყო თამაში_ლიზამ ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი. უკვე მიყვარდა ეს გოგო. _რა შუაშია..._წამოდგა ფეხზე და თვალებით დამემუქრა. _მიდი, ჩემო სიყვა, მიდი_გავამხნევე მეც. წრეში ჩადგა, ფრთხლად გაიხსნა ლიფი და თვალები დახუჭა. წამით შემეცოდა. რამდენიმე წუთიც კი დუმილი ჩამოწვა, მერე კი სიცილით მუცელი აგვტკივდა, მეგი კი უკანმოუხედავად გაიქცა. ეს გოგო სულ როგორ გარბის? _სანდრო, არ გაყვები?_ხასიათი ისეთი კარგი მქონდა, ყველაზე და ყველაფერზე შემეძლო მეღადავა. ორით ნული, ბო,ზო. ჰე, აბა? მაპატიეთ, დავაგვიანე... მოვიწამლე და სიცოცხლე აღარ მინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.