შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 1


7-02-2016, 15:47
ავტორი gijka13
ნანახია 3 987

ლინდა ქანთარია, თბილისელი, თანამედროვე, თინეიჯერი გოგონა გახლავართ რომელიც მაგიას სიგიჟის ზღვარამდე მიჰყავს. მუდმივ ძიებაში ვარ, ვეძებ ყველას და ყველაფერს, რაც კი მაგიასთან დამაკავშირებს. ვეძებ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ფორუმებზე, იაფფასიან მკითხავებსაც კი ვსტუმრობ იმ იმედით იქნებ ვინმე სერიოზული ვიპოვნო. თუმცა ყოველთვის იმედ გაცრუებული ვბრუნდები. ახლა 20 წლის ვარ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ სფეროში, მეგობრებში უკვე სერიოზული "ბაბაიაგა"-ს ავტორიტეტით ვსარგებლობ. მაგრამ კიდევ ბევრი რამ მაქ გამოსაკვლევი და სასწავლი. მიუხედავად ამისა ჩემი ცოდნა მაინც მეამაყება... საინტერესო ისტორია მაქვს ჩემზე და მაგიაზე, მინდა მოგიყვეთ ის რაც არავინ იცოდა დღემდე.


როგორც ყოველთვის დილა ადრიან გავიღვიძე და საინტერესო ფილმს ჩავუჯექი, მანამ სანამ მთელი ჩემი ოჯახი გაიღვიძებდა. ტელეფონი გვერდით დავიდე და კომფორტულად მოვთავსდი. უეცრად ტელეფონი ახმაურდა, დავხედე და Facebook-ზე მოსული შეტყობინება ამოვიკითხე, რომლის ავტორიც ჩემი უახლოესი მეგობარი სალი გახლდათ.
- ეი ლინ აქ ხარ?
ტელეფონი ავიღე და საპასუხო შეტყობინება გავუგზავნე.
- კი აქ ვარ.
- რაშვები?
- ფილმს ჩავუჯექი, შენ ამ დილა ადრიან აქ რა გინდა ხაშია?
- მთელი ღამე არ მძინავს გოგო, საშინელებები მესიზმრა.
- შენზე საშინელი რა დაგესიზმრებოდა.
ყოველთვის მეხერხებოდა მისი გამხნევება და გამხიარულება. პაუზის შემდეგ გზავნილიც მოვიდა.
- შენც მართალი ხარ, გავედი დავიძინო, კოშმარი მომერევა ამხელა ქალს?
პაწუკა სიცილაკი გავუგზავნე და დავემშვიდობე.
სალი კი გავიდა მაგრამ მე Facebook-ს ვეღარ მოვწყდი, სიახლეების დათვალიერება დავიწყე, ჩემი ფილმი დავპოსტე და გასათიშად მოვემზადე, რომ ჩემთვის საინტერესო პროფილს გადავაწყდი ნიკით Shavi Magia. მთელს ტანში გამცრა, მაშინვე ვესტუმრე, პოსტები დავათვალიერე, ნათლად ჩანდა რომ პროფილის მფლობელი სატანისტი იყო, მისი პოსტებიდან გამომდინარე ბევრი კითხვები დამიგროვდა, მეგობრობა შევთავაზე, რათქმაუნდა არც ეს დავაყოვნე, პირადი ფოსტა გავხსენი და საკმაოდ გრძელი შეტყობინება გავუგზავნე. ვეკითხებოდი ზოგადად ყველაფერს მაგიაზე. ბედმა გამიღიმა და ჩემი ინტერესის ობიექტიც ონლაინში აღმოჩნდა, მეგობრობის შემოთავაზებაზე დამთანხმდა და ჩემი კითხვებიც მოიწონა, ცდილობდა ყველაფერზე ამომწურავად ეპასუხა, თუმცა იმდენად ცნობის მოყვარე პარაზიტი ვარ ვეღარ მომიშორა, რაც უფრო მეტ პასუხს ვიღებდი, მით უფრო მეტი კითხვები მიგროვდებოდა. ბოლოს როგოც იქნა დაიღალა.
- იცით მე შავი მაგი ვარ, მიგასწავლით თეთრ მაგს რომელიც შეძლებს თქვენს დახმარებას და ყველა კითხვაზე ნათლად გაგცემთ პასუხს, მაგრამ ჯერ უნდა შეგხვდეთ, მე თქვენ არ გენდობით და რადგანაც გაბრიელი ჩემი მეგობარია, მიუხედავად იმისა რომ მე შავი ვარ ის კი თეთრი, უნდა დავრწმუნდე იმაში რომ უსაფრთხო ხართ.
იმდენად შემიტყუა მისმა საუბარმა, ვეღარ ვაცნობიერებდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, წარმოდგენაც არ მქონდა იმ ზღაპრულ სამყაროზე, რასაც გამუდმებით ვეძებდი.
- თანახმა ვარ, სად და როდის?
როგირც ჩანდა ჩემს ასეთ სითამამეს არ ელოდა და საკმაოდ დიდხანს კრებდა შეტყობინებას, შემდეგ შლიდა, მერე ისევ იწყებდა, როგორც იქნა მომწერა.
- მისამართს გეტყვით და სახლში მესტუმრეთ, იმედია მარტო მოხვალთ და დაუგეგმავი რამ არ მოხდება.
რათქმაუნდა დამაინტერესა, ბიჭი იყო თუ გოგო ის ადამიანი რომელიც სახლში მეპატიჟებოდა.
- რა გქვიათ?
- ნატალია.
რადგანაც გოგო აღმოჩნდა ჩავთვალე, რომ უსაფრთხო იყო...
- კარგით, მისამართი მომწერეთ და დღის მეორე ნახევარში გესტუმრებით.
- დღესვე?
- თუ არ გცალიათ სხვა დროს იყოს
- არა პირიქით, დღეს მაწყობს.
- კარგით, მისამართს ველი.
როგორც კი შეტყობინება მომივიდა, რომელშიც მისამართი გასაგებად იყო აღწერილი, სავარძლიდან ენერგიულად წამოვხტი (პირდაპირო მნიშვნელობით)

შხაპი მივიღე, წყალთან მიადვილდება ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება, დუშის ქვეშ საკმაოდ დიდი დრო დავყავი, ვფიქრობდი რა მოჰყვებოდა ჩემს სტუმრობას უცხო, გიჟი, სატანისტი მაგის სახლში. თუმცა ცნობისმოყვარეობა იმდენად მჭამდა შინაგანად, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭე. ზოგადად ზედმეტად ფრთხილი ადამიანი ვარ, განსაკუთრებით როცა საქმე მაგიას ეხება, მაგრამ ის დრო სულ სხვა იყო. შინაგანად ვგრძნობდი, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი, რაღაც მიზიდავდა და ეს მხოლოდ მაგია არ იყო.
პირსახოცი შემოვიხვიე და სააბაზანო დავტოვე, რატომღაც თმის გაშრობა შემეზარა, პირდაპირ ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ტანსაცმელი გამოვიღე. ჯინსის, მოკლე, მაღალწელიანი შორტი, მოკლე ტოპი , რომელზეც პენტაგრამა იყო გამოსახული ( პენტაგრამა ჩემი საყვარელი სიმბოლოა, ვინც არ იცით გეტყვით, რომ სწორი პენტაგრამა სატანური არ არის, მთლიან ახსნას არ დავწერ, თავს მოგაბეზრებთ) და თეთრი კედები ჩავიცვი. წელამდე სველ თმაზე სქელი ნაწნავი გავიკეთე, ჩანთა ავიღე და სწრაფად გავედი სახლიდან. კიბეები ბოლომდე ჩავათავე და თითქმის სახლიდან გასულს გამახსენდა, რომ ტელეფონი მაგიდაზე დამრჩა და არც მშობლები გამიფრთხილებია. უკვე მივხვდი, რომ ვეღარ ვაზროვნებდი. კიბეები ავირბინე, ტელეფონი ავიღე და ჩემი მშობლების ოთახის კარზე ნაზად დავაკაკუნე.
- დე..! მა...!
- ხო ლინდა...
ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა მამამ.
- მა საქმეზე გავდივარ, ცოტა დამაგვიანდება.
- მოხდა რამე?
- არა უნივერსიტეტის თაობაზე.
- კარგი.
ფსიქოლოგიურის პირველ კურსს ვხურავდი.
როგორც კი თანხმობა მივიღე კიბეები ისევ ენრგიულად ჩავირბინე და ამჯერად აღარ დავბრუნებულვარ, ქუჩაში აღმოვჩნდი. სალომეს ნომერი სწრაფად ავკრიბე და დავურეკე.
- ალო...
განადგურებული ხმით მიპასუხა სალომემ.
- რა გჭირს გოგო?
- მეძინა.
- ასე უცებ დაგეძინა?
- ჰო რა იყო მოხდა რამე?
- შენთან მოვდივარ რაღაც უნდა მოგიყვე ადე...
-მშვიდობაა?
- მგონი.
ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
სულ მალე საუკეთესო მეგობრის კორპუსს მივადექი, ლიფტით არ მიყვარს მგზავრობა, მაგრამ მეთერთმეტე სართულზე ასვლას ფეხით ნამდვილად მერჩივნა. ლიფტი გამოვიძახე და დაველოდე, კარები გაიღო თუ არა წინ ვიღაცამ შემასწრო, გავოგნდი, არ მეგონა თუ ჩემს უკან ვინმე იდგა, ვერც კი ვიგრძენი. არ დავაყოვნე და მეც შევედი. უცნობს გადავხედე, ბიჭი იყო, 23-25 წლის, ქერა, უცნაურად მწვანე ფერის თვალებით, ათლეტური აღნაგობის, სიმპატიური ნაკვთებიც არ გამომპარვია. თუმცა თვალი უინტერესოდ ავარიდე და არც მიკითხავს რომელ სართულზე მიდიოდა, პირდაპირ 11 ღილაკს დავაწექი თითით და ლიფტიც დაიძრა.
- თავხედი ხართ.
სიჩუმე დაარღვია უცნობმა.
- უკაცრავად?
გაოგნებულმა ვუპასუხე მე.
- თავხედი ხართ.
დინჯად გამიმეორა. რადგანაც ძალიან მშვიდი ვარ, მის პროვოკაციას უბრალო ღიმილით და თავაზიანი მადლობით ვუპასუხე.
- იქნებ მე უფრო მალე მიწევდა ლიფტიდან გასვლა?
- არაუშავს
- უტიფარო... რა იცი შენ უშავს თუ არა? იქნებ მეჩქარებოდა.
განაგრძობდა უცნობი.
- თქვენ ლიფტში მშვიდად შემოხვედით და ღილაკების საპირისპირო მხარეს დადექით, საკმაოდ მშვიდი გამომეტყველებით,როცა ადამიანს ეჩქარება ასვლა მეორე ადამიანს მოუთმენლად აკვირდება როდის შევა და არც ღილაკებს თმობს ასე ადვილად + ინიციატივას იკითხოს რომელ სართულზე მიდის მისი თანსმგზავრი საკუთარ თავზე იღებს , თქვენ არც ერთი გაგიკეთებიათ, შესაბამისად არ გეჩქარებათ.
პროვოკატორმა ტუჩის მარცხენა კუთხე ოდნავ ჩატეხა. ვაღიარებ საოცარი ღიმილი ჰქონდა.
აღარაფერი უთქვამს, მეთერთმეტე სართლზე ლიფტი გაიღო მეც გავედი და კარის დახურვამდე მივაძახე
- ადიოს მისტერ უცნაურობავ,
დამშვიდობების აღსაღნიშნავად, საფეთქელთან ორი თითი მივიტანე.
სალის სახლის კარებზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე.
- ოოუ გოგო სად ხარ ამდენხანს?
ვუსაყვედურე გაწეწილ, ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილ მეგობარს.
- გოგო ძლივს გავიღვიძე ეე...
- რაღაც უნდა მოგიყვე.
- კიდე დიდხანს თუ აპირებ კარებთან დგომას მაშინ მოვიცვამ რამეს და დავბრუნდები.
შემომიციცხინა სალიმ.
- სულ გამოვშტერდი.
ბუზღუნით გავემართე სასტუმრო ოთახისკენ, სავარძელზე მოვკალათდი და მოყოლა დავიწყე.
- ვა... მერე?
- მერე და უნდა წავიდე.
- მარტო?
- ხო იცი რო არ მეშინია.
- სად გაქრა შენი სიფრთხილე...
ირონიულად მომახალა და თითებით ბრჭყალები დამიხაზა ჰაერში.
- არ გამქრალა... უბრალოდ ინტერესი უფრო ძლიერია.
- მე შენს ადგილზე არ წავიდოდი, მეშინია.
- მე მშიშარა არ ვარ.
- ხო შენ რაღაც მაინც იცი და თან მაგიის და მსგავსი სისულელეების გჯერა... იქნებ ისიც თქვა რომ ვამპირები არსებობენ.
გადაიხარხარა სალიმ.
- მერე და ვინ გითხრა რომ არ არსებობენ? არ არსებობს ლეგენდა და მითი, რომელშიც არ არის სიმართლის მარცვალი, სწორედ ამ მარცვალზეა აგებული შემდეგი ზღაპრებიც და თქმულებებიც, რომლებსაც თქვენ დასცინით, ზოგი მართლაც სასაცილოა.
- შენ მე გამაგიჟებ, ან ძალიან ჭკვიანი ხარ ან მეტისმეტად შერეკილი.
- მეტისმეტად შერეკილი.
მომწონდა როცა შერეკილს მეძახდნენ, ახლაც მომწონს, ეს მაგრძნობინებს რომ განსხვავებული ვარ. ხალხის კრიტიკა ყოველთვის სტიმულს მაძლევდა რომ უფრო წინ წავსულიყავი. მომწონდა როცა აკრიტიკებდნე ჩემს ჩაცმულობას, ხედვებს, მანერებს, ყველაფერს რაც კრიტიკას იწვევდა. მოკლედ სრული ანარქია სუფევდა ჩემში.
- კი მეტისმეტად შერეკილი ხარ...
- რას ფიქრობ?
- იმას რო აქაურობას არ ეკუთვნი.
- რას გულისხმობ.
- ხანდახან მგონია რომ პარალელური სამყაროდან გამოგგზავნეს ადამიანების გასაგიჟებლად. კატასტროფა კი ისაა რომ ეს მშვენივრად გამოგდის.
- ყავა გაქვს?
- მარტო უნალექო.
- მინდა.
- შენ რო უნალექოს არ სვავ?
- ახლა ისეთ დღეში ვარ დავლევ.
- კარგი.
დიდხანს ვისაუბრეთ, შუადღის სამი საათიც მოვიდა, საათს დავხედე.
- სალ მემგონი შესაფერისი დროა ვესტუმრო საფრთხეს.
- ასე ფიქრობ?
- კი.
- კარგად დაფიქრდი, არ გინდა წამოგყვე?
- არა და ძალიან გთხოვ კერძო დეტექტივივით უკან ნუ გამომყვები.
- მართლა ნათელმხილველი ხარ თუ აზრებს კითხულობ?
- არა, უბრალოდ გიცნობ.
- შენზე ვნერვიულობ.
- სალი... არ გამომყვე.
კატეგორიულად გავაფრთხილე, ჩანთა ავიღე და სადარბაზო უკვე ფეხით ჩავირბინე. ქუჩას ჩაფიქრებული გავუყევი, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.


- მოვედით.
ფიქრებიდან გამომიყვანა ტაქსისტის ხმამ.
- უკვე?
- გოგონა უკვე სამი საათია მოვდივართ, დაგელოდოთ თუ წავიდე?
ჩავფიქრდი, ვამჯობინე რომ მძღოლი წასულიყო, გადავუხადე და უფლება მივეცი იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა.
უცნაური ადგილი იყო, ერთი სახლი, სხვებისგან განცალკევებით იდგა, აურაც საოცრად მძიმე იყო.
- ღმერთო არასდროს არაფერი მითხოვია, მომეცი ძალა თუ საჭირო იქნება გავუმკლავდე.
ჩავიბურტყუნე და ვერც მივხვდი ვის უნდა გავმკლავებოდი.
სახლს მივუახლოვდი, ვცადე ჯერ ფანჯრიდან შემეხედა, თუმცა ვერაფერი დავინახე. კარებზე დავაკაკუნე. მალევე გაიღო და შავგრემანი, 23-24 წლის გოგონა გამოვიდა, საკმაოდ სასიამოვნო შეხედულების.
- ლინდა, გელოდებოდი. შემოდი.
მითხრა და სახლში შევიდა, მე კი დამტოვა გაოგნებული. დავიწყოთ იქედან რომ Facebook-ზე სახელი და გვარი არ მიწერია, არც მე მითქვამს. არც ემაილზეა დაფიქსირებული ჩემი მონაცემები. დავიბენი, თუმცა სახლის კარის ზღურბლს მაინც გადავაბიჯე და შევედი. შესვლისთანავე შევამჩნიე 4 კატა, 4-ვე შავი.
- დაჯექი.
მეც დასაჯდომი ადგილი ვიპოვე და მოვკალათდი. საუბრის წამოწყება ვცადე.
- იცით მე...
- ვიცი.
გამაწყვეტინა ნატალიამ.
- და რა იცით?
უდარდელი ღიმილი ავიკარი სახეზე, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვნერვიულობდი.
- ოჰ... აი ეს არის ტალანტი.
მითხრა და სახეზე დამაკვირდა.
- რას გულისხმობთ?
- მიმიკებსა და ემოციებს ძალიან სწრაფად და ადვილად ცვლი, ამით შენს რეალურ განცდებს კარგად ნიღბავ.
- მე ხომ ფსიქოლოგი ვარ.
უფრო გავიხსენი.
- კარგით, საქმეზე გადავიდეთ.
- სწავლა მინდა.
- მაგიის.
- ლოგიკურია, აქ ამისთვის ვარ.
- მაგრამ თეთრი...
- კი.
- შეიძლება შენში შემოვიდე?
- რათქმაუნდა თუ მე არ გამომაგდებთ ჩემიდან.
- ნუ ღელავ.
- არ ვღელავ.
გარკვეული დრო ჩუმად იჯდა, მერე გაოცებულმა შემომხედა.
- ვინ ხარ?
უცნაურად მკაცრი ხმით მკითხა.
- ის ვინც აქამდე ვიყავი.
დაბნეულმა ვუპასუხე.
- ვერ გხსნი, ჩაკეტილი ხარ, შენზე ზემოქმედებას ვერ ვახდენ, ეს მხოლოდ წამყვან მაგებს შეგვიძლია.
ეჭვის თვალით ამათვალიერა.
- როგორ ფიქრობთ ვგევარ მაგს?
სავარძლიდან ავდექი და დავტრიალდი, რომ კარგად დავეთვალიერებინე.
- მაგის რა მოგახსენო და კარგი ნაშა ხარ.
სახე გამეყინა გაოცებისგან. ავტომატურად შორტისკენ ხელი წავიღე და ქვევითთ ჩავქაჩე რომ ცოტა დამეგრძელებინა. ნატალიაც გაყინული სახით იჯდა, ამ ადამიანს ემოციები არ გააჩნდა.
- ვიხუმრე, ნუ ღელავ.
- არ ვღელავ.
უკვე მომაბეზრებლად გავიმეორე რომ არ ვღელავდი და მორჩა.
- კარგი, არ გენდობი.
- არც მე.
ისეთი სახე მივიღე რომ თითქოს ვამბობდი - "ეს ასეც უნდა იყოს"
- თავხედი ხართ.
ამ სიტყვებმა დილით ნანახი უცნობი გამახსენა.

საოცარია, როგორ მივამგვანე ამ წამს ეს ორი ერთმანეთს, ასეთივე უემოციო ნაკვთები და მშვიდი ხმა.
- მადლობთ.
გაუცნობიერებლად ისევ ისე მოვიქეცი როგორც ლიფტში.
- გაბრიელის მისამართს დაგიწერ, მან გადაწყვიტოს ვინ ხარ და რა მოგიხერხოს, მე თუ არ მემტერები მითუმეტეს მათ არ გადაემტერები.
- და გაბრიელი მასწავლის?
- თუ ღირსად ჩაგთვლის.
- კარგი.
სიტყვა ვთქვი თუ არა, ერთ-ერთი კატა კალთაში ჩამიხტა და კარგად მოკალათდა, რამაც ნატალიას კიდევ ერთხელ გაოცება გამოიწვია.
- ეს ინია, ის არავის ეკარება ჩემს გარდა, ზოგჯერ არც მე მიკარებს. ძალიან ველურია და ვცდილობ მოვერიდო, თუმცა მაინც ვუვლი.
- მე ცხოვრელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ამიტომაც არ მიკვირს.
ვუთხარი და კატას ნაზად გადავუსვი ხელი ფუმფულა ბეწვზე.
- კარგი მისამართს მოვიტან.
მასპინძელი მეორე ოთახში გავიდა, მე კი კატასთან თამაში გავაგრძელე.
- კარგი ფისო ხარ
ველაპარაკებოდი და თან მუცელს ვფხანდი, ისიც გემრიელად კოტრიალებდა და კრუტუნებდა. მალევე შევამჩნიე კარებთან მდგარი ნატალია. მანაც მიხვდა რომ შევამჩნიე და ჩემსკენ დაიძრა.
- აი ეს მისამართია.
პატარა ფურცელი გამომიწოდა, გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. მადლობა ზრდილობიანად გადავუხადე და წასასვლელად მოვემზადე.
- მოიცა, - შემაჩერა მან. - საჩუქრად ტაროს გაგიშლი, ან ხელზე დაგხედავ მომავალს გეტყვი.
- მომავალს მე ვქმნი, უკაცრავად არ გეგონოთ საჩუქარზე უარს ვამბობ, უბრალოდ არ მინდა.
- ჰმ... თავხედი ხარ.
- მადლობთ.
სახლიდან გამოვედი. ვგრძნობდი კარებიდან გამოსულს თვალს არ მაშორებდა, მე კი ეს მზერა დისკომფორტს მიქმნიდა, ვერ ვხვდებოდი გოგოები მოსწონდა თუ უბრალოდ ვაკვირვებდი.
როცა ვიგრძენი რომ არავინ მიყურებდა, შორტი გავისწორე და ისევ მაღლა ავწიე. ფეხით დიდი მანძილის გავლა მომიწია ტაქსის გაჩერებამდე, მერე გამახსენდა რომ დარეკვაც შემეძლო და ტაქსის განოძახება, ჩემი თავი მაკვირვებდა ასე რატომ მაბნევდა ეს ყველაფერი, მე ხომ მსგავს ძიებებს ბევრჯერ ვაწარმოებდი. ტაქსი გამოვიძახე და დაველოდე, 15 წუთში მოვიდა და მეც მანქანაში მოვკალათდი. ნატალიას მოცემული ფურცელი მოვძებნე ჩანთაში და ტაქსისტს მასზე დაწერილი მისამართი ვუკარნახე. ამჯერად ბევრი არ გვივლია, მალევე მომახსენა მძღოლმა რომ უკვე მივედით. გადავუხადე, მანქანიდან გადმოვედი და მძღოლს ვუთხარი არ დამლოდებოდა.
ეს ადგილი წინასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თეთრი სახლი, მთლიანად ყვავილებში იყო ჩაფლული, ჰაერში ყვავილებისვე სასიამოვნო სუნი ტრიალებდა და აურაც მსუბუქი გახლდათ.
საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მეც, კარებთან მივირბინე და დავაკაკუნე.
კარი გაიღო და გაოცებისგან გამარჯობა პირზე მიმეყინა.
აბა გამოიცანით? კარის ზღურბლზე მისტერ უცნაურობა იდგა, ხო ზუსტად ის ვინც ლიფტში თავხედი მიწოდა.


***
ველოდები კრიტიკას



№1 სტუმარი parker

კრიტია კი არა ძალიან მაგარია მეც ვაფრენ მაგიაძე და ზუსტად ვიცი რომ არსებობს დარწმუნებული ვარ.ძალიან საინტერესოა მალე გააგრძელე და გთხოვ არ დააიკარგო

 


№2 სტუმარი dea

ძან მომეწონა არ გაწყვიტო გაგრძელე ველი ახალ თავს love

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

სიმართლე გითხრა არ მჯერა მაგიის მაგრამ ამ ნაწილმა რაღაც ნაპერწკალი გამიჩინა იმისა რომ მაგია არსებობს...დასაწყისი მომეწონა და ველოდები გაგრძელება.

 


№4  offline წევრი gijka13

ტომა
ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია თუ რაიმე შეესაბამება რეალობას, გარდა იმისა რომ მაგიით ხარ დაინტერესებული?
ნახევარი სიმართლეა... ცოტა შევალამაზე

parker
კრიტია კი არა ძალიან მაგარია მეც ვაფრენ მაგიაძე და ზუსტად ვიცი რომ არსებობს დარწმუნებული ვარ.ძალიან საინტერესოა მალე გააგრძელე და გთხოვ არ დააიკარგო

გამიხარდება თუ ფბ-ზე დამამატებ. Magnica Cruft < ამ ნიკით ვარ.

ლანა ცინცაძე
სიმართლე გითხრა არ მჯერა მაგიის მაგრამ ამ ნაწილმა რაღაც ნაპერწკალი გამიჩინა იმისა რომ მაგია არსებობს...დასაწყისი მომეწონა და ველოდები გაგრძელება.

მაგია არსებობს.

dea
ძან მომეწონა არ გაწყვიტო გაგრძელე ველი ახალ თავს love

აუცილებლად love

 


№5  offline წევრი დუდაツ

ნუ რო მიყვარხარ იცი...არ დავიწყებ ეხა შენ ქებას ხო იცი ვერ ვიტან ემოციების ბუუმს...ხოდა რაც შეეცება მოთხრობას...მე მჯერა მაგიის ასევე ვამპირებისიც და სიამოვნებით შევიყვარებდი რო გამოჩნდეს (მეტი არაა ჩემი მტერი მარა მაინც(ხო ამას ისე ვწერ მაინც :D)ნუ მოთხრობა ნამდვილად კაია დალშე თუ რამე იქნა შემდეგ თავებში გეტყვი :*

 


№6  offline წევრი gijka13

დუდაツ
ნუ რო მიყვარხარ იცი...არ დავიწყებ ეხა შენ ქებას ხო იცი ვერ ვიტან ემოციების ბუუმს...ხოდა რაც შეეცება მოთხრობას...მე მჯერა მაგიის ასევე ვამპირებისიც და სიამოვნებით შევიყვარებდი რო გამოჩნდეს (მეტი არაა ჩემი მტერი მარა მაინც(ხო ამას ისე ვწერ მაინც :D)ნუ მოთხრობა ნამდვილად კაია დალშე თუ რამე იქნა შემდეგ თავებში გეტყვი :*

ჩამოვდნი... ოქეი :-*

 


№7 სტუმარი უცნობი.

თუ მაგიის გჯერათ რიითი დაამტკიცებთ რომ არსებობს ? მე ბევრ არგუმენტს ვეძებდი ამის დასადასტურებლად მაგრამ ერთიც ვერ ვნახე.

 


№8  offline წევრი QoQ

კაი ისტორიაა და მეც მჯერა მაგიის და ბევრს ვკითხულობ ხოლმე მაგ ყველაფერზე ეს ისტორიაც სუ შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა ))) <3

 


№9 სტუმარი Black

Am teqstis avtortan minda shexvedra da axlodan gasaubreba tu ratkmaunda aris shesadzlebrli anda romelime saitit daukavshirdet ertmanetc

 


№10  offline წევრი Lilith Morningstar

Black
Am teqstis avtortan minda shexvedra da axlodan gasaubreba tu ratkmaunda aris shesadzlebrli anda romelime saitit daukavshirdet ertmanetc

აქ ვარ, უბრალოდ სხვა ნიკით.
--------------------
L.M

 


№11 სტუმარი Damiri

mec egre var zalian mizidavs magia da yvelaperi mis shesaxeb zaan minda Magi anu jadoqari viyo an vinme mags gavesaubro

 


№12 სტუმარი სტუმარი Masho

ძალიან მინდა მოგწერო

 


№13 სტუმარი drk

Lilith Morningstar
Black
Am teqstis avtortan minda shexvedra da axlodan gasaubreba tu ratkmaunda aris shesadzlebrli anda romelime saitit daukavshirdet ertmanetc

აქ ვარ, უბრალოდ სხვა ნიკით.

როგორ დაგიკავშირდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent