ახლა არ ვიცი ...
ანა-მარია 17 წლის. როგორც ხვდებით აბიტურიენტი.გარეგნულად სადა მაგრამ ძალიან ეშხიანი გოგონა. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, გამხდარი, მუქი შავი თვალებით ოდნავ კეხიანი ცხვირით და ულამაზესი სახის ნაკვთებით. მისთვის რომ გეკითხათ საერთოდ არ იყო ლამაზი, მაგრამ ყველას მოსწონდა მისი ეშხი, მისი უბრალოება და რაღაც განსხვავებულობა. დიდად არ მიყვარს ადამიანის აღწერა, მაგრამ ალბათ ხანდახან საღიროა კიდეც. ანა-მარიას ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა. ძმა(დათო) ბიზნესმენი იყო, დედა(მედეა) მასწავლებელი მამაც(ნიკა) ბიზნესმენი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ არაფერი აკლდა მაგრამ სულაც არ ადარდებდა ფული ... სამეგობრო წრე ძალიან კარგი ყავდა: ყველაზე ახლო დაქალები მარიამი და სალომე იყვნენ, ხოლო სანდრო გიორგი გუგა და ნიკა ძმებად მიაჩნდა, ძმებად რომელიბ მხოლოდ 6 თვის წინ გაიცნო სრულიად შემთხვევით მეგობრის დაბადხების დღეზე და მას შემდეგ ყოველდღე ერთად არიან )) აი ლუკა კი იყო სრულიად განსხვავებული მარიასთვის, სხვა განზომილება.. ალბათ ფიქრობთ უყვარდა არა რაღაც სულ სხვას გრძნობდა მაგრამ ამას თვითონაც ვერ აღIქვამდა. ერთადერთი რასაც თავის თავს ეხვეწებოდა ის იყო, რომ ლუკა არ შეყვარებოდა, რადგან არ იცოდა რა მოხდებოდა , ვერ ხვდებოდა ლუკა რას გრძნობდა მის მიმართ.. აი სანდრომ კი ორივეს გრძნობებს ხვდებოდა თუმცა ამ თემაზე ხმას თუ ამოიღებდა იცოდა ან ერთი მოკლავდა ან მეორე )))).... ანი აქ ჩაბარებას არ აპირებდა მაგრამ არ იცოდა როგორ მოსწყდებოდაა მეგობრებს.... დღეს საღამოს მეგობრები რესტორანში მიდიან სანდროს დანიშვნის აღსანიშნავად. ანიმ იცოდა, რომ ლუკა გამოუვლიდა და მოემზადა საგანგებოდ: შავი მოკლე კაბა ეცვა ამავე ფერის მაღლებზე. შვიდისთვის გუგას უნდა გამოევლო. რესტორანში მისვლის შემდეგ ყველა ძალიან მაგრად გაერთო. ძალიან გახარებულები იყვნენ სანდროს და ნათიას ამბით. ანიმ ლუკას და მის გვერძე მჯდომ გოგოს გახედა რომელსაც ლუკას მხარზე ედო თავი გაიფიქრა თუ რა ახლოს იყო ლუკა მასთან და თან რა შორს ... ანის ტელეფონი აწკრიალდა დედამისი იყო. გარეთ გამოვიდა და ისე უპასუხა -ხო, დეე როგორ ხარ ? <3 - შენ როგორ ხარ დე? -კარგად რასშვებით მამა და დათო როგორ არიან ?? - დე მისმინე ხვალ სასწრაფოდ უნდა გადმოფრინდე სამი თით მაინც..ყურმილში მედეას ტირილი ისმოდა - რა ხდება დე ყველაფერი კარგად არის?? - გთხოვ ჩამოდი და აქ აგიხსნი ყველაფერს, ბილეთი უკვე დავაჯავშნინე შენთვის. - დედა ხომ იცი რომ ორ თვეში სანდროს ქორწილია და მისი მეჯვარე ვარ?? რას ქვია სამი თვით უნდა გადმოვფქრინდე ხომ იცი ამას ვერ გავაკეთებ!! - ვიცი დე მაგრამ დამიჯერე მჭირდები.. გთხოვ აგიხსნი ყველაფერს როდესაც ჩამოხვალ ფრენა ხვალ ღამის ორ საათზეა ანის არაფერი უპასუხია უბრალოდ ტელეფონი გათიშა და უკან შებრუნდა .. არ იცოდა რა ხდებოდა ან როგორ უნდა ეთქვა ეს სანდროსთვის იცოდა გაგიჟდებოდა სანდრო ან რატომ არ უნდა გაგიჟებულიყო... ძალიან ნერვიულობდა ცოტახანს უსმენდა ბავშვების საუბარს შემდეგ კი მხოლოდ შინაურები როდესაც დარჩნენ შეეცადა ყველაფერი ეთქვა -მოკლედ რაღაც უნდა გითხრათ... - მსჰვიდობაა ?? რა სახით ხარ ( იკითხა გუგამ) - მოკლედ სანდრო ხვალ გერმანიში მივფრინავ სამი თვით, მაგრამ გპირდები შენი ქორწილისთვის თუნდაც ერთი დღით მაგრამ მაინც ჩამოვალ)) ნაძალედავედ გაუღიმა ანა-მარიამ ლუკა ამ სიტყვებზე გაშტერდა და სანდროს რეაქციას დაელოდა მაგრამ სანდროს გუგამ დაასწრო ლაპარაკი - გაგიჟდი გოგო შენ სამი თვით თუ მიდიხარ როგორ ჩამოხვალლ ?? ან საერთოდ რა აუცილებელი იყო ხვალვე წასვლაა?? აქამდე რატომ არ გვითხარი ეხლა უნდა ვიგებდეთ ამას? - გუგა მისმინე მეც წეღან გავიგე დედაჩემმა დამირეკა სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო, რამე რომ არ მომხდარიყო ასეთ დროს არ მტხოვდა წასვლას ზუსტად ვიცი - ანი რამე სერიოზული რო ყოფილიყო გეტყოდა, პროსტა შენი ნახვა უნდათ და არანაირი აუცილებლობა არაა ხვალვე გაქანდე ჩვენ დაველპარტაკებით შენებს (ლუკას ცოტა ბრაზი შეპარვოდა ხმაში) - არა ლუკა დედაჩემს ვჭირდები, არ იყო კარგად ეტყობოდა ხმაზე აუცილებლად უნდა ჩავიდე ჩამოვალ მართლა ჩამოვალ ქორწილში -შენ თუ მეჯვარეობა არ გინდოდა პირდაპირ გეთქვა ( გიორგიმ წამოიყვირა) ანი ამ სიტყვებზე გაშეშდა სანდრო ხმას არ იღებდა უბრალოდ უყურებდა ანის და არ იცოდა რა ეთქვა - თუ გინდა წადი და ვაფშე ქორწილშიც ნუ მოხვალ ( ირონიით უთხრა გიორგიმ) არავის არ ქონია გიორგის სიტყვებზე რეაქცია. ანი ადგა და ჩანთას ხელი მოკიდა წამოსვლას აპირებდა როდესაც სანდრომ გააჩერა და ჩუმად უთხრა - იცოდე მე შენი მჯერა, რომ ჩამოხვალ იმდეია ასეც მოიქცევი ანიმ უბრალოდ თავი დაუქნია და რესტორნიდან სასწრაფოდ წამოვიდა. რას გრძნობდა??? არ იცის თვითონაც ალბათ გული სწყდებოდა მაგრამ რაზე ვერ ხვდებოდა... მეორე დღეს არავინ შეხმიანებია ანი გაემზადა ტელეფონი გამორთო და სახლში დატოვა და ისე წავიდა არც არავის დამშვიდობებია.. რთულია როცა გგონია რომ საყვარელ ადამიანს სულაც არ ადარდებ. ჩაფრინდა თუარა საშინელი ამბავი გაიგო... ამ ამბის გაგება მისთვის არ ვიცი ვერ აგიღწერთ რა იყო.. მხოლოდ ამას სთხოვდა ღმერთს რომ ეს არ მომხდარიყო... -------------------------------------------------------- გამარჯობათ მეგობრებო. ეს ჩემი პირველი ისტორია და იმედი მაქვს მოგეწონებათ. არ მიყვარს ისტორიის გაწელვა და ამიტომაა ასეთი მოკლე თუ რამე არ მოგწონებათ მითხარით და შევეცდები გავითვალისწინო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.