ჩემი ცხოვრების აზრი ხარ (თავი 1)
-მამა დედა გიყვარს? -რათქმაუნდა საყვარელო, შენც და დედაც ჩემი ცხოვრება ხართ. -დე, რა არის სიყვარული? -ნიტა ამას ვერ მიხვდები, სანამ შენ თვითონ არ გამოცდი ამ გრძნობას. სიყვარული უცნაური საჩუქარია. გახშირებული გულისცემა, კუნთების კანკალი, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი. ვერავინ გეტყვის ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდება. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარება. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ცხრა წლის იყო ნიტა ბერიძე, სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა. მანქანა, სადაც მშობლებთან ერთად იჯდა გზაზე მოსრიალდა და...... მერე იყო ის ნაცრისფერი დღეები, რომლიდანაც თითქმის აღარაფერი ახსოვს. საავადმყოფოში გატარებული ორი თვე, ცრემლები, ტირილი, უშედეგო თხოვნა რომ მშობლები ენახა, და ნათესავების ნათქვამი „ვიზიარებ“. ვერ იტანდა ამ სიტყვას. იმ წუთში ამბობდნენ ამას, და თითქოს გული ძალიან სტკიოდათ. მაგრამ როგორც კი თავის სახლში დაბრუნდებოდნენ, შენ არც კი გაახსენდებოდო. ისევ მარტო დარჩებოდი შენს ტკივილთან ერთად, ეს გარდაუვალი იყო. ძალიან პატარა იყო იმისთვის რომ ყველაფერი გაეგო რაც მის თავს მოხდა. ზედმეტად ღლიდა ეს ყველაფერი. ეს სიტუაცია მისთვის უცხო იყო. არ იყო შეჩვეული ამ ყველაფერს, გათამამებული იყო მშობლების სიყვარულით. ახლაც ახსოვს სახლიდან წამოსვლის წინ როგორ დახატა მშობლების ოთახის კედელზე რაღაც. მამამისის ფირმა გაკოტრდა და რაც შერჩათ მხოლოდ ეს სახლი იყო. დიდი სამსართულიანი თეთრი სახლი, ასეთი დიდი ულამაზესი ბაღით. მას მერე იმ სახლში აღარ ყოფილა. ნათლიამისმა წაიყვანა თავისთან საცხოვრებლად. მასაც ნიტას ტოლი გოგო ჰყავდა ლილე. ერთმანეთს კარგად გაუგეს. მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ არც უჭირდათ. ყველანაირად ცდილობდა ცოტნე ნიტასთვის ტკივილი შეემსუბუქებინა, მას და ლილეს ერთმანეთისგან არ ანსხვავებდა. ორი წლის წინ ნიტას დაჟინებული თხოვნით ის სახლი გაყიდეს, სადაც ნიტა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სასაფლაოზე იყო და ლოცულობდა. იმ დღის შემდეგ 10 წელი გავიდა. ლოცვა დაამთავრა და თვალი გაექცა შორიახლოს მყოფი საფლავისკენ. უკვე წლებია ასე იქცევა, მას შემდეგ რაც ამ საფლავზე პატარა ბიჭი დაინახა, ტიროდა და მამას ეხუტებოდა. სახე არ უჩანდა, თუმცა ნიტამ კარგად შენიშნა მისი მოელვარე თვალები როდესაც ბიჭმა მისკენ გამოიხედა. შეიძლება ცდება, მაგრამ მოეჩვენა რომ იმ წუთში ბიჭმაც გაუღიმა, სწორედ ისე როგროც ნიტამ. -ეტყობა მანაც დედა დაკარგა-გაიფიქრა მაშინ ნიტამ და თვალებზე ხელმეორედ მოადგა ცრემლი. იმ დღის შემდეგ როცა სასაფლაოზე მიდიოდა ყოველთვის იხედებოდა იმ საფლავისკენ, მაგრამ ბიჭი არ შეუნიშნავს, არც ის იები დაუნახავს რომელიც იმ დღეს იმ ბიჭმა დატოვა იქ. მშობლების საფლავზე ვარდები დააწყო, თვალი მოავლო იქაურობას და სახლის გზას გაუყვა. -ნიტა მოხვედი?-სამზარეულოდან დაიძახა ლილემ როცა კარის ხმა გაიგო. -ხო, რა გემრიელი სუნია, რას ამზადებ?-ჩანთა მდივანზე დააგდო და თვითონ სამზარეულოში შევიდა-რა ქენი გადააწევინე დავითს სმენა? -ვერა-ამოიოხრა ლილემ და სკამზე დაეშვა-აღარ ვიცი რა ვქნა ერთი წლის გაცდენა არ მინდა, მაგრამ სამსახურს თავს ვერ დავანებებ. -მე შეგცვლი ეს დრო-შესთავაზა ნიტამ და თეფშები მაგიდაზე დააწყო. -გაგიჟდი, ამას როგორ მთავაზობ, არ იცი იქ რა სიტუაციაა? არა არა-თავი მკაცრად გადააქნია ლილემ. -აბა რას აპირებ, მთელი წლის ნაშრომი წყალში უნდა ჩაყარო? ამდენი მოახერხე და ეხლა უკან არ უნდა დაიხიო. თან მხოლოდ ერთი კვირით შეგცვლი, შენც გამოცდებს ჩააბარებ და მერე ისევ განაგრძობ მუშაობას, დამიჯერე ასე უკეთესია, თან სახლშიც საქმე არაფერი მაქვს-ყველანაირად შეეცადა მეგობრის დათანხმებას და მის პასუხს დაელოდა. -კარგი მაგრამ მხოლოდ ერთი კვირა, მერე აუცილებლად წამოხვალ მაქედან-არ უნდოდა ლილეს, რომ ნიტას იმ გარემოცვაში ემუშავა მაგრამ ვერც თავისი ერთწლიანი შრომა გაიმეტა და ამიტომ დათანხმდა. -აბა რა მევალება?-სიცილით იკითხა ნიტამ და ხორცის ლუკმა პირში გაიქანა. -ისეთი არაფერი, უბრალოდ შეკვეთებს ჩაიწერ და მათ ადგილას მიიტან. ტანსაცმელს იქ მოგცემენ, შენი სმენა 2-ზე იწყება, დაახლოებით 9-მდე გაჩერდები. თუ ბევრი კლიენტი იქნება შეიძლება ცოტა ხნით დაგტოვონ. -კარგი ყველაფერი გასაგებია-იმედიანად გაუღიმა და ჭამა განაგრძო. ------------------------------------------------------ მაგრამ პირველი ნახვის მერე არც ისე კარგი შთაბეჭდილება დარჩა. ირგვლივ უამრავი ხალხი კარები გააღო და უზარმაზარ დარბაზს მოავლო თვალი. კაზინოში ჯერ არასდროს ყოფილა, იყო. სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი ერთმანეთში არეულიყო და ერთმანეთთან მძიმე კონტრასტს ქმნიდა. უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა ჰაერი და ბარისკენ წავიდა. როგორც ლილემ უთხრა ჯერ უფროსთან უნდა ასულიყო, ბატონ დავითთან და მას უნდა დალაპარაკებოდა. -უკაცრავად, სად შეიძლება ბატონი დავით... -შენ ალბათ ნიტა ხარ არა?-საუბარი შეაწყვეტინა კაცმა, უკან მიიხედა და გაოცდა.., ეგონა უფროსი ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდა, მაგრამ მისდა სასიხარულოდ დავითი 60 წლამდე, „ღიპიანი“ კაცი აღმოჩნდა. -დიახ- მორცხვათ ჩაილაპარაკა ნიტამ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -ძალიან კარგი, უნდა ვთქვა რომ ნამდვილად შესაფერისი კანდიდატი ხარ, ლილეს მართალი უთქვამს შენზე. შენნაირ კანდიდატზე უარს ვერ ვიტყვი საყვარელო, მიდი გამოიცვალე და საქმეს შეუდექი-აშკარად კმაყოფილმა ჩაილაპარაკა-თქვენ რას გაჩერებულხართ, საქმეს მიხედეთ-ზიზღით მიმართა გარშემომყოფებს და კიბეებისკენ წავიდა. -ლილეს მეგობარი ხარ?-ჰკითხა ერთ-ერთმა გოგომ და ხელი გამოუწოდა-მე სალომე მქვია, მე და ლილე ერთ სმენაში ვართ, ახლა მის ნაცვლად შენ ხარ და ერთად მოგვიწევს მუშაობა-ეტყობოდა ეს გოგო ძალიან პოზიტიური და მხიარული იყო, ცოტა გულზე მოეშვა, აქ მუშაობა უფრო გაუადვილდებოდა. -ნიტა, ნიტა ბერიძე-ნიტამაც სასიამოვნოდ გაუღიმა და წინ მიმავალს უკან გაყვა. -მოდი ტანსაცმელი გამოიცვალე, თმა გაიშალე, მაკიაჟს მე გაგიკეთებ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგიხდება, სად წავიდა-ლაპარაკობდა სალომე, თან რაღაცას ეძებდა. -აი ვიპოვე-თქვა და პარკიდან კაბა ამოიღო-მოგწონს? -ეს?-აღშფოთებულმა წარმოთქვა ნიტამ, კაბა რომელიც სავარაუდოდ მას უნდა ჩაეცვა უფრო რაღაც მოკლე ნაჭერს გავდა, რომელიც გაუკვეველად იყო შეკერილი და ბრჭყვიალებდა. -ხო რაიყო არ მოგწონს?-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა სალომემ, და კაბა აათვალიერა რამე ხომ არ სჭირსო, ნაკლი რომ ვერ უპოვა გაკვირვებულმა ისევ ნიტას გადმოხედა. -ძალიან მოკლეა და თან, ასეთი მოკლე კაბა ჯერ არც ჩამიცვამს და-ისევ კაბას გადახედა. -კარგი რა, ახალგაზრდა ხარ, მითუმეტეს ძალიან ლამაზი. თან ეს სამუშაო ფორმაა და აქ სხვას ვერ ჩაიცვამ, მოდი სწრაფად დაჯექი. თმას და მაკიაჟს გაგიკეთებ, თორემ დავითი გაბრაზდება რომ დავიგვიანოთ-სწრაფად ჩაილაპარაკა სალომემ და თითქმის ძალით დასვა სკამზე. ნახევარ საათში ორივე მზად იყვნენ. ნიტამ ოთახის კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი შეათვალიერა. ღმერთო ჩემო! საკუთარი თავი ვერც კი იცნო, როდის იყო ნიტა გამომწვევად იცვამდა! ეს კაბა ძალიან მოკლეა, არც მაკიაჟი მოეწონა, ძალიან მკვეთრი იყო. -აბა მოგწონს?-შეეკითხა საკუთარი თავით კმაყოფილი სალომე და გაუღიმა. -თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ასე მგონია ამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიდან გადმოვვარდები-დაიწყო მიზეზების ჩამოთვლა, და ახლა უფრო არ მოეწონა საკუთარი თავი. -გოგოებო მზად ხართ?-ოთახში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა და ნიტას გაშტერებული სახით შეხედა-ვაუ ეს რა ლამაზი გოგო გვყოლია, დავითი ნამდვილად კმაყოფილი დარჩება, შეიძლება პრემიაც კი მოგცეს. -აბა მე რას გეუბნებოდი, შენ კი მეუბნები არ მიხდებაო, წამოდი, წამოდი-უთხრა გაგულისებულმა სალომემ და ისე რომ ნიტამ ვერაფრის თქმა მოასწრო, ხელზე დაქაჩა და გარეთ გაიყვანა. ხალხი მომრავლებულიყო, გოგოები აქეთ-იქით დადიოდნენ ლანგრებით და ყველას უღიმოდნენ. -დიდი არაფერი გევალება, ყველაფერი ისე გააკეთე როგორც მე და ყველაფერი კარგად იქნება-გამამხნევებლად გაუღიმა სალომემ და ხელში ბლოკნოტი და კალამი შეაჩეჩა. სამუშაო საათები დაიწყო და ნიტასაც თანდათან უფრო მოემატა ნერვიულობა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია და ყველაფერში სალომეს ბაძავდა, რომელიც გაუჩერებლად დადიოდა აქეთ-იქით. ყურადღებას არ აქცევდა კაცების მზერას და მთელი გულით ნატრობდა დრო მალე გასულიყო, რომ რაც შეიძლება ადრე წასულიყო აქედან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.