შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული რომელმაც დროს გაუძლო [1]


21-03-2015, 15:55
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 771

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს.სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს.
_____________________________________________________________
ანის სახლში იყვნენ ისევ შეკრებილები და იხსენებდნენ ძველ ამბებს. რამდენი რამე გადაიტანეს ერთად, მათი მეგობრობა ხომ ყოველთვის ასეთი ძლიერი იყო. ახლაც თაკომ ღიმილით გადახედა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს და კიდევ ერთი ამბის გახსენება დაიწყო.
_ გახსოვთ საბას და ქეთას სიყვარული ისტორია? ღიმილით თქვა გოგონამ და ისევ წყვილს გადახედა, მათაც გაეღიმათ.
_ რა დაგვავიწყებს, მთელი თბილისი მაშინაც და ახლაც ბექას და საბას წყვილზე ლაპარაკობს. სიყვარული ქონდათ, აქვთ და ექნებათ ისეთი, რომ ყველას შეშურდება. ღიმილით დაამთავრა სათქმელი ბექამ და დაიწყეს ამბავის გახსენება, რომელიც ერთ დროს ყველას პირზე ეკერა და ახლაც, რომ კითხოთ საბა მეტრეველის და ქეთა ლომიძის ამბავი ვინმეს აუცილებლად გეტყვვით რამეს.
_______________________________________________________________
საბა 14 წლის იყო, ქეთა 11 მაშინ არავის სჯეროდა მათი სიყვარულის, ისინი ხომ პატარები იყვნენ, მაგრამ მათ ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი დიდი წრფელი სიყვარულით, ბევრ დიდზე მეტადაც კი. საბა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადადიოდა, იცით როგორ სტკიოდა ეს ორივეს? შეიძლება პატარები იყვნენ დ აბევრი რამ არ ესმოდათ, მერე რა? მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. არ დამავიწყდება ვინმე ქეთას, რომ გააბრაზებდა საბა როგორ იცავდა. სადაც იყო ქეთა იქ იყო საბა. რამდენი იტირა ქეთამ როცა ბიჭი მიდიოდა. ასფალტზე გახევებული იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა, გოგონას პატარა მკლავები, რომ შეეეხო, გულში მაგრად ჩაიკრა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა.

_ დავბრუნდები. გოგონას მოშორდა და წავიდა.... ამ ყველაფრის შემდეგ უკვე 8 წელი გავიდა, იშვიათად თუ დაეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ისიც მაშინ როცა ქეთა მეგობრებთან ერთად მოხვდდებოდ და საბაც ზუსტად მაშინ დაურეკავდა, მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და მორჩა. ნუთუ დამთავრდა მათი ისტორია? ან რა ისტორია ისინი მაშინ ხომ ძალიან პატარები იყვნენ. იქნებ სულაც აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ გრძნობები და უბრალოდ ნაცნობები არიან?
_______________________________________________________________
ქეთასთან იჯდნენ გოგოები და ფიქრობდნენ რა გაეკეთებინათ სახლში დაუკაკუნებლად, რომ შემოლაგდნენ ბიჭები თანაც ძალიან გახარებული სახეები ქონდათ.
_ რა მოხდა? გაკვირვებულმა იკითხა თაკომ.
_ რა უნდა მომხდარიყო? არანაკლებ გაიკვირვა ნიკამ.
_ რაღაც გახარებულები ჩანხართ დაეწვებულმა გახედა ანიმ.
_ ააა ჰოო საბა ჩამოდის, წარმოგიდგენიათ ტო? ამდენი ხნის მერე, რამდენი ხანია არ გვინახია არა? აჟიტირებულმა დაიწყო ლაპარაკი სანდრომ, ამის გაგონებისას გოგონებმა ქეთას შეხედა რომელსაც გაოცებული სახე ქონდა არ მოელოდა იქვე გაშრა როცა ეს წინადადება გაიგო "საბა ჩამოდის" ჰო იცოდა? მაშინაც ხომ უთხრა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ყურადრება არ მიაქცია პატარები იყვნენ მაშინ, მაგრამ მაინც იცოდა, იცოდა რომ ეს დღე ოდესმე აუცილებლად დადგებოდა და აი დადგა კიდეც.
_ ძალიან მაგარია, მიუხედავად იმისა, რომ ქეთა ასეთ მდგომარეობაში დაინახეს მაინც გაუხარდათ გოგონებს ბავშვობის მეგობრის ჩამოსვლა და ერთდროულად წამოიყვირეს.
_ ჰოოო წავალთ ეხლა ჩვენ რა დღეს საღამოს ჩამოდის საბა და მოვაგვარებთ რაღაცეებს აბა ჭკვიანად. თქვა სანდრომ და ბიჭებს ანიშნა უკან გაჰყოლოდნენ. წავიდნენ თუ არა ანი და თაკო სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენნენ.
_ ბრუნდება გათიშულმა ჩაილაპარაკა ქეთამ.
_ აბა აღარ მიყვარსო? ეშმაკურად გადახედა თაკომ.
_ აღარ მიყვარს, გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ, _ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, არც კი გვესმოდა რა იყო სიყვარული სევდიანად ჩაილაპარაკა.
_ პატარები იყავით, მაგრამ ერთმანეთი ყველაზე ძალიან გიყვარდათ. აუ გახსოვს საბამ შენს გამო კილაძე, რომ სცემა ცოლად უნდა მოგიყვანოო, რომ გეუბნებოდა? სათქმელი დაამთავრა ანიმ და ქეთას გადახედა, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
_ ხელი რომ იტკინა და შენ, რომ უხვევდი ექიმიდ, რომ არ მიუშვი მე უნდა მოვურჩინოოო, არადა რა იცოდი შეხვევის 11 წლის იყავი ჯერ. გეცინა თაკოსაც.
_ პატარები ვიყავით თავისთვის ჩაილაპარაკა ქეთამ.
_ მერე რა? რომ გაიგე საბა ჩამოდიოდა სახეზე ფერები გადაგივიდა, ამდენი ხნის განმავლობაში შეყვარება კი არა მოწონება, რომ მოწონებააა არავინ მოგწონებია,რო რეკავდა და ჩვენთან ერთად აღმოჩნდებოდი სად წასულიყავი აღარ იცოდი. ჩვენ მაინც ნუ გვატყუებ არ გინდა რაა. მობეზრებულად ჩაილაპარაკა თაკომ.
_ ასე არ არის თავის პოზიციას არ თმობდა ქეთი გავიზარდეთ მე 19-ის ვარ საბა 24-ის შეიძლება, საცოლეც ყავს ან კიდე შეყვარებული. სევდანარევი სახის დამალვა სცადა ქეთამ.
_ არავინ არ ყავს და შენც კარგად იცი გაბრაზდა თაკო, ხმა აღარავის ამოუღია. კინო ჩართეს და ყურება დაიწყეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გაუგია ქეთას გონებაში მხოლოდ ერთი წინადადება უტრიალებდა "საბა ჩამოდის"


გამარჯობა, ახალი ისტორიით დავბრუნდი იმედია მოგეწონებათ, კომენტარებში თქვენი აზრი.



№1  offline წევრი Latfe

ძაან მაგარია <3 იმედია შერიგდებიან :( და საბასაც არავინ ეყოლება -__- ცუდად ალ დაამთავრო ლაა :( :( <3

 


№2  offline მოდერი MyLove

11 და 14 წლის თუ იყვნენ ახლა 19 და 24 წელი განსხვავება როგორღაა?!
წვრილმანებს დააკვირდი.
გააგრძელე love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent