შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერადენედ მეჯახები? (სრულად)


7-02-2016, 19:21
ავტორი mimimimo
ნანახია 7 848

-ჰო ჭამე ეს მშრალი ნაყიდი საჭმელები და დაიავადე კუჭი- ისე ქოთქოთებდა.
-კაი ხო, შენი ხათრით- სულ ძალით ვჭამე რომ არ გამებრაზებინა დედა, ნინას დავურეკე და ამოსვლა ვთხოვე..-ნინ ამოხვალ?.. გავცივდი.. ვჭამე უკვე.. აუ, კაი რა რას დამცინი.. ამო დროზე.. გელი გელი მოგელი- გავიცინ და გავუთიშე .. 10 წუთში შემოანგრია ოთახის კარი..
-დედამიწაზე მცხოვრები.. უფრო კონკრეტულად საქართველოში, თბილისში და უფრო კონკრეტულად სახლში მცხოვრებ ჩემ გოგოს რა დაემართა? არა, რა.. შენი გამოსწორება არ იქნება.. გამოჩნდება შენზე ჯიუტი ბიჭი და დაგატეხს მაგ რქებს..-ჩაიცინა ეშმაკურად და თვალები ააფახულა
-ჰა მოყვები?
-რა და... მოკლედ, გუშინ რომ წავედი შენგან შემხვდა გიო.. დიდი დათვი ეჭირა.. აი, ამხელა- ხელით მანიშნა და თვალები განათდა..- მეორე ხელში ბევრი თეთრი ვარდები მე რომ მიყვარს ისეთები.. მერე.. ოო, მოკლედ და კონკრეტულად სიყვარული ამიხსნა.. - ჰაჰ, რაღაც გამომიტოვა..
-ის მოკლედ მოყევი ახლა- გამეცინა და შევხედე... ლოყები აუწითლდა- მიდი ჰა.. გელოდები.
-რა და გიტარაზე დაუკრა და მერე მაკოცა - უცებ მიაყარა და თავი დახარა..
-იგემე პირველი ამბორი? - გადავიხარხარე და შევხედე..
-ოო, დებილო.. შენ თავს მიხედე.. ხდები 25-ის დაბერდი ქალიშვილი..
-ნინა- შევუბღვირე
-მე მაპატიეთ - დანანების ნიშნად ხელები აზიდა ზემოთ.
საღამომდე ჩემთან დარჩა შემდეგ გიოსთან ერთად წავიდა.. რომ ვიხსენებ როგორ აუწითლდა ლოყები გიჟივით მეცინება..
მეორე დღეს დედა გასული დამხვდა ვიცოდი საღამომდე არ მოვიდოდა ამიტომ ჯერ სიცხე გავიზომე.. 38.1 მქონდა სუსტად ვიყავი, მაგრამ ახლა გარეთ რომ არ გავსულიყავი მოვკვდებოდი.. კიბეებით ჩავედი, ლიფტით მგზავრობის რატომღაც მეშინია..
უეცრად მკვრივ სხეულს შევეჯახე და წავბარბაცდი..
-ბოდიში - ვთქვი და გზა განვაგრძე, არც მამაკაცისკენ გამიხედია, უბრალოდ სადარბაზოდან გავედი და სეირნობა დავიწყე.. 20 წუთის შემდეგ სუსტად ვიგრძენი თავი, ტემპერატურის მომატებას ვგრძნობდი, მაგრამ სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი პატარა ბავშვებს..
-გამალჯობა.. - ენის ჩლიფინით მომიჯდა პატარა გოგო.
-გამარჯობა - გამეღიმა
-ქო შეიძლება? - სკამზე მიმითითა მეც თავი დაუქნიე..
-რა გქვია? - ვკითხე პატარას
-პრინცესა - გამიცინა პატარა გოგომ - დედა ესე მეძახის - საყვარლად ააფახულა თვალები..
-სხვები რას გეძახიან? - ვკითხე ღიმილით..
-სხა კველა ადელაიდას მეძაქის.. სენ თუ გიდა ადელი დამიძაქე..
-კარგი ადელი.. რა საყვარელი ხარ.. რამდენი წლის ხარ?
-აი, ამდენის- 3 თითი მაჩვენა - და ამდენის ვქდები - 1 თითიც გამოაჩინა..
-რა ყოჩაღი გოგო ხხარ.. დედიკო სადაა?
-იქ ზის - ხელით დედასკენ მიუთითა, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და არც კი ახსოვდა ალბათ შვილი რომ ყავდა..
-ადელი, ახლა მე უნდა წავიდე ცუდად ვარ ცოტა.. და იმედია გნახავ.. მიდი დედიკოსთან სხვაგან არ იარო.. - პატარა ლოყები დავუკოცნე და სახლში წავედი.. წამალი დავლიე და წამოვწექი..
-გოგო რას შვრები? როგორ ხარ?
-ახლა გაგახსენდა დაქალი?
-ო, გიოსთან ვიყავი..
-კაი, კაი.. აბა რა ქენით?
-რა და კინოში დამპატიჟა მერე კაფეში დავჯექით, ცოტა ვისეირნეთ და მომაცილა სახლამდე..
-აჰამ, კაია..
-შენ რას შვრები? რა მოხდა დღეს? თავს როგორ გრძნობ?
-რავი, სუსტად ისევ.. გარეთ გავედი და- მოკლედ ვუამბე ყველაფერი და ბოლოს დავემშვიდობეთ.. 9 საათი იყო დედა რომ შემოვიდა ჩემს ოთახში სუპი შემოიტანა..
-დედი, მიდი ეს ერთხელაც ჭამე..
-აუ, არ მინდა დე..
-გარეთ რომ გახვედი ხომ კარგი იყო?-თვალები გამიფართოვდა
-მითვალთვალებ?
-არა უბრალოდ დაგინახეროგორ იჯექი პატარა ბავშვთან ერთად.. დედა შეყვარებული არ გყავს? - თვალები აუცრემლიანდა
-აუ, დე კაი რა.. ხომ იცი რომ მყავდეს აუცილებლად გეტყვი.. უბრალოდ ჯერ ვერ გამოჩნდა ჩემი გულის დამპყრობელი - გავიცინე და ლოყები დავუკოცნე.. - შვილიშვილებიც გეყოლება ბევრი.. ბევრი.. - ჩავეხუტე და მასზე მიხუტებულს ჩამეძინა..
1 კვირა სიცხიანი ვიყავი.. ბოლოს გამოვკეთდი.. კაფეშიც დავიწყე ისევ სიარული..
-გამარჯობა გოგონებო.. - ღიმილით შევეგებე თანამშრომლებს და ფორმა ჩავიცვი.. შავი მუხლამდე კაბა და თეთრი მაისური..
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო დღეს.. ბევრი შეკვეთაც იყო.. საღამოს დამთავრდა სამუშაო საათები.. გამოვიცვალე და გოგონებს დავემშვიდობე.. ტელეფონში რაღაცას ვთამაშობდი ვიღაცას რომ შევასკდი და ტელეფონი ძირსამივარდა..
ცრემლიანი თვალებით დავხედე, რომ ავიღე ეკრანი გაბზარული ჰქონდა.. ორი თავით მაღალ მამაკაცს ავხედე და პირველად მისი ცისფერი თვალები შევამჩნიე „დიდი არაფერი“ -გავიფიქრე და თავი დავხხარე..
-მე.. უკაცრავად.. - გვერდი ავუარე და გარეთ გავედი..
სახლში მისული, დედა დამხვდა ნინასთან ერთად..
-ნი.. - ჩავეხუტე და სლუკუნი დავიწყე..
-რა გჭირს? - გაოგნდა დედა.
-დედა.. აი ტელეფონი.. ვიღაც იდიოტს შევეჯახე და დამაგდებინა.. - ამოვისლუკუნე და ტელეფონი ვანახე.. კუთხით დაცემული ოდნავ გაიბზარა.. ძალიან მიყვარდა ეს ტელეფონი.. ის, ხომ ალექსანდრემ მაჩუქა.. ჩემი ალექსანდრე.. ნინას ძმა, არ მიყვარს, არ ვუყურებ როგორც ბიჭს.. მიყვარს როგორც ძმა და მასზე ვაფანატებ..3 წლითაა ჩემზე დიდი, ნინაზე 4 წლით.. მახსოვს ჩემი პირველი სიტყვა „ალექჩანდლე“ იყო..
-კაი დაწყნარდი.. წავიღებთ ხელოსანთან და გააკეთებ ან სულაც ახალს გიყიდის შენი „ალექჩანდლე“ - გაიცინა და თმაზე ჩამომისვა ხელი..
-მოვიდეს, რა..
-კარგი ახლავე დავურეკავ.. ნელიკო ტელეფონი მომაწოდე.. - დედაჩემს უთხრა და ტელეფონიც გამოართვა... - სანდრიკო.. დროზე მოდი რა.. შენი გოგო ტირის..
-რა? რა სჭირს? ახლავე მოვდივარ.. - ტელეფონი გათიშა და ზუსტად 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა.. სწრაფად გავიქეცი და გავაღე.. უცებ მოვეხვიე და სლუკუნი დავიწყე...
-სან.. მაპატიე რა.. -ცრემლიანი თვალებით ავხედე
-რა მოხდა იტყვით? - გაგიჟებული იყო უკვე, სახეზე ფერი არ ედო..
-ისა.. მე.. - თითებს ვიმტვრევდი არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ მისი ნაჩუქარი ტელეფონი გავტეხე..
- შემთხვევით ვიღაც დაეჯახა და შენ ნაჩუქარ ტელეფონს ეკრანი გაებზარა.. - უთხრა ნინამ.. ალექსანდრემ სიცილი ატეხა..
-აუ, რა გაცინებს?-ამოვისრუტუნე და უფრო მივეკარი...
-ჩემი სულელი ხარ, რა.. მაგის გამო ტიროდი? გამიხეთქე გული.. -დედაჩემი ღმილით გვიყურებდა და თან ცრემლი უგორავდა..
-დე... მოდი.. - ჩავეხუტეთ ოთხივე ერთმანეთს.. ბოლოს დაღამდა კიდეც.. ალექსანდრე წავიდა ცოლი მელოდებაო.. უი,ხო სულ დამავიწყდა ალექსანდრეს ცოლი ყავს უკვე მესამე წელია და ორი წლის ანასტასია.. ისეთი საყვარელია ტიტინს რომ დაიწყებს.. მისი ცოლი ნატა კი ჩემხელაა.. ძალიან გამგები გოგოა..
-ნინა.. გოგო დღეს გავიაროთ რა საყიდლებზე.. - ჩავყვირე ტელეფონში
-კარგი.. მერე ხომ წამოხვალ შენ?
-სად?
-მმ.. კლუბში
-აუ ნი.. - სახე დავმანჭე - ხო იცი არ მიყვარს ეს ჯანდაბა უბედურებები
-ეე.. წამო რა.. გიომ ძმაკაცი ჩამოვიდაო 1 კვირის წინო, მერე ისევ წავიდა ვერ გავიცანით და ძვლივს გამოვიჭირეთო რომ გვენახაო და წამო გეხვეწები.. - ამოიწუწუნა
-მაგ ყელს შეეშვი თორემ ჩამოიფხაჭნე მგონი..-ჩაიფხუკუნა..
-ეე, შენ რა იცი?
-მაგ თვალებს დაგთხრი ისე მიყვარხარ.. კაი მიდი აბა 5 საათისკენ გამოგივლი და გავიდეთ..
-ბეზ ბაზარა დაიკო.. ლავ.. - კოცნა გაუგზავნა და გათიშა.. უკვე 3 საათი იყო ამიტომ მომზადება დააიწყო.. არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას მთელი დღე რომ ემზადება.. ამიტომ იცოდა ნახევარ საათში მოემზადებოდა და აბაზანაში შევიდა.. მთელი საათი ინებივრა ბოლოს გამოვიდა და მოემზადა.. ჯინსის ღია ცისფერი დახეული შარვალი ჩაიცვა და საათს დახედა 4:37 იყო..
-არაუშავს.. ყავას დავლევთ - თქვა და გავიდა გარეთ..5 წუთში ნინათან იყო.. გადაკოცნა და სახლში შევიდა..
-ხეზე აძვრა ხოჭო როგორა ხარ გოჭო? - სიცილით გადახედა გიორგის და თმები აუჩეჩა
-გოგო.. შენი გოჭი ვარ მე? - გაიღიმა გიომაც..
-ყავა ხომ? - შემოვიდა ნინა
-კეე - გაიცინა - ოღონდ ისევ არ გამხადო ცუდად - გაიხსენა ინა თვეში „ გაჩალიჩებული „
-არა კაცო - გაიცინა ნინამაც და ყავის მომზადება დაიწყო... ცოტა ხანს ისაუბრეს ბოლოს წამოდგნენ..
-გიუშა ხომ გაგვიყვან? - გაუღიმა ნინამ
-გიუშას მოგცემ შენ მოიცა.. -გგამაფრთხილებლად შეხედა ნინა კი ფხუკუნებდა - წამოდით.. რამდენი ხანი იბოდიალებთ?
-რავი 2-3 საათი ალბათ თუ მეტი არა.. - თქვა ნინამ და დაქალს გახედა.. გიომ მაღაზიებთან გაუჩერა და თვითონ წავიდა..
-აბა რა გინდა ახლა შენ? - გადახედა ნინამ
-რა და ალექსანდრეს დაბაადების დღე ხომ მოდის და ძალიან ლამაზი კაბა მინდა.. ბრჭყვიალებით და შავი რომ იყოს
-აუ, რა შავი კაი რა.. ლურჯი, მწვანე ან რამე ასეთი კარგი?
-ჰო ვნახოთ.. - გაიცინა და თვალიერება დაიწყეს..
-ეს არ წავა?
-ძალიან გახსნილია
-ეს ნახე რა კაი ფერია?
-არა არ მომწონს მოკლეა ძალიან
-ეს? ბრწყინავს თან შავია...
-აუ არ მინდა - ვწუწუნებდი და ნინასაც თავს ვაბეზრებდი...
-ვა ვერ ვნახე შენი მოსაწონი კაბა რა.. -ამოიბუზღუნა ნინამ..
-მოდი შენ აქეთ ნახე მე იქით ვნახავ კარგი? - ვკითხე და „შემოვუხაზე მისი ტერიტორია“
-კარგი.. - გავიყეთ.. ბევრი ვარჩიე მაგრამ ვერაფერი ვერ ვნახე ბოლოს ნინას ხმა მომესმა.. არც თუ ისე ხმამაღლა რომ დამიძახა
-ანამარია დროზე ცუდად ვარ მოეთრიე გოგო - შეშინებული გავიქეცი და ვიღაცას შევეჯახე.. ეტყობა ეჩქარებოდა მამაკაცს თავი ვერ შევიკავე წავიქეცი და ისიც ზემოდან დამეცა.. გავიჭყლიტე რასაც ქვია..
-აი.. - საწყლად ამოვიკნავლე.. და მამაკაცს შევხედე.. - იდიოტო იქნებ მოახერხო და ადგე.. - შევუბრიალე თვალები და გავიფიქრე „კიდევ კარგი კაბა არ ჩავიცვი“
- მე ძალიან კომფორტულად ვარ.. - ირონიულად თქვა და ახლა ამოვიცანი მისი ცისფერი თვალები, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა და სულ ბოლოს მწვანე გახდა...
-კრეტინი..
- მერადენედ მეჯახები? - ირონიულად გაიღიმა და წამოდგა თან ხელი გამომიწოდა... მეც ჩემი ხელი შევაგებე.. რომ შევეხე დენმა დამარტყა, ეს რაღაც სასწაული იყო.. გულიც ამოვარდნას ლამობდა..
- მე რა შუაში ვარ.. ეტყობა შენ ვერ იყურები თვალებში - არც მე დავაკელი
-წაკბენებიც ვიცითო? - ისევ ეს ირონია.. გაიღიმა.. ნეტავ არ გაეღიმა.. ისეთი სიმპატიური იყო.. ჩავიკარგე ამ ღიმილში.. მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე და თვალებში ჯიქურად ჩავაჩერდი. უცებ ფხუკუნი მომესმა, გავიხედე და ნინა შემრჩა ხელში..
-ჰო, ვიცითო - გავუღიმე - სხვათაშორის მესამედ გეჯახები - თვალი ჩავუკარი და ნინასკენ წამოვედი.. - მაგ ღიმილს სახეზე შეგახმობ მოიცა გავიდეთ.. – ვუთხარი და მკლავში ნაზად მოვკიდე ხელი.. ჰომ.. ნაზად.. როგორც კი დავიგულე მარტო ეგრევე ვუჩქმიტე და წამოიკივლა კიდევაც
-მეტკინა იდიოტკა - შემომიბღვირა..
-რა გინდოდა? ცუდად მყოფს შენ არ გავხარ... - ყბა მოვღრიცე და დამანჭულმა შევხედე..
-რა და აი, შეხედე.. მგონი უნდა მოგეწონოს.. - გვერდით გავიხედე და გავიყინე.. ლამაზი ლურჯი, მოიასამნისფრო კაბა იყო.. ზურგზე ამოღებული, გრძელმკლავიანი, რომელიც ლანდავდა.. საოცრება იყო ძალიან მომეწონა..
-ვყიდულობ! - ამაყად განვაცხადე..
-ჩემი ლამაზუკა..ა ახლა მე ამარჩევინე რამე რა..
-აბა როგორი კაბა გინდა შენ?
-მმ.. იცი როგორი? გრძელი რომ იყოს.. სადა ოღონდ, ფერს მნიშვნელობა არ აქვს..
-ერთი კაბა ვნახე.. დაახლოებით ეგეტია.. წამო აბა..
-წამო.. - სასურველი კაბა ვაჩვენე.. თვალები გაუბრწყინდა - მომწონს ვყიდულობ! განაცხადა და გაიღიმა .. შავი გრძელი კაბა იყო.. ჩახსნილი...
-რა იყიდეთ?- კაბის ნახვა დააპირა გიომ..
-ხელი - ხელზე დავარტყი მსუბუქად და გავუღიმე..-ზეგ ნახავ -ვუთხი და გავიცინე..
-უიმე უჟმურკა- ჩაიქირქლა გიომ და ნინას გადახედა..
სახლში დაღლილი მივედი, ცოტა ხანს წამოვწექი შემდეგ მომზადება დავიწყე..
ერი მაისური და ყვავილებიანი მუხლს აცდენილი კაბა ჩავიცვი.. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ტელეფონზეც გაისმა სარის ხმა..
-სად ხარ მარიანა?
-გოგო სახელს ნუ მიცვლი - შევუბღვირე.. -ჩამოვდივარ..
-კარგი გელოდებით.. - გავუთიშე, მოსაცმელი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი..
ნინას მოცისფრო კაბა ეცვა, საყვარელი იყო.. მალე მივედი კლუბში, მანქანიდან გადმოვედი და შევედით.. სიგარეტის სუნმა უმალ ამიწვა ცხვირი და სახე დავმანჭე.. გიომ მაგიდასთან მიგვიყვანა და „ძმააკაცი“ უნდა გაეცნო მზერა რომ გამიშეშდა, გულისცემაც ყურებს მიგუბებდა, ეჭვი მაქვს მუსიკა რომ არა ალბათ ყველა გაიგებდა..
ძმაკაცში როდესაც „შემჯახებელი“ ამოვიცნე გავბრაზდი გამიხარდა - რაღაც ამოუცნობი დამემართა.. სული ამიფორიაქა მისმა ნახვამ..
-დამიანე გაიცანი ეს ანამარიაა, ანამარია ეს..
-ვიცნობთ როგორღაც.. -ვუთხარი და გავუღიმე...
-სასიამოვნოა- მისმა ბოხმა ხმამ მეტად ამაფორიაქა..
-ძალიან კარგი.. - გაიღიმა გიომ..
-აუ, მალე წავიდეთ რა
-ჯერ მოსული არ ხარ - ისევ ირონია, როგორ მინდა ახლა ეთი გემრიელად ვუთავაზო მუცელში მუშტი...
-არაა შენი საქმე - ჩავიქირქლე და წვენი დალია
მალევე წამოვედა.. თავი ამტკივდა.. არ ვარ მიჩვეული ამ კლუბებს.. ტაქსით მივედი სახლამდე და დასაძინებლად დავწექი.. მეორე დღეს დიდი არაფერი.. უბრალოდ რაღაცები გავამზადე და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.. ნინა ამოვიდა ..ჩემთან დავტოვე..ბოლოს ლაპარაკში ჩაგვეძინა..
დილით ადრე ავდექი .. ნინაც ავაგდე, ვისაუზმეთ და სალონში წავედით.. მოვემზადეთ.. ფრჩხილები გავიკეთეთ, თმა დავიხვიე, ნინამ გაისწორა.. ცოტა ხანს ვისეირნედ.. ბოლოს სახლში მივედით.. კაბა ჩემთან ჰქონდა დატოვებული, ამიტომ ერთად ჩავიცვით.. ამასობაში 5 საათიც გახდა.. გიო დაგხვდა და წაგვიყვანა..
-ალექსანდრე- გახარებული მივედი და ჩავეხუტე, საჩუქარი გადავეცი და ვაკოცე.. პატარა ანასტასია გამოიქცა ჩემკენ, საყვარლად მობაჯბაჯებდა
-ანამალია.. მალია.. ცემი მალია მოვიდა - ნელ-ნელა მობაჯბაჯებდა თან ბუტბუტებდა საყვარლად..
-ჩემი სიხარული.. მამიდას სიცოცხლე როგორ ხარ? - ლოყები დავუკოცნე.. ნატასაც მივესალმე..
კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიცეკვეთ.. შოკი ის იყო, იქ მჯდომი დამიანე რომ დავინახე.. გამაცია, გამაცხელა.. სულ მთლად ავხურდი და გული საოცრად ამიჩქრდა...
-თავის დაკვრით მივესალმე და მაგიდას მივუჯექი.. მიყურებდა.. ღმერთო, როგორ „მწვავდა“ ეს მზერა.. აღარ ვიცოდი რა მექნა.. ბოლოს გართ გავედი.. 10წუთი ვიდექი.. უკან დაბრუნება დავაპირე, გავბრუნდი და მკვრივ სხუელს შევეჯახე „ისევ“.. უმალ ამიწვა „მისი“ სუნამოს სუნმა ცხვირი და ჟრუანტელმა დამიარა.. აღარ ვიცოდი რა მექნა.. ჩემი პაწუკა ცხვირი მეტკინა რომ შევეჯახე..
-მერამდენედ მეჯახები? - ისევ ეს ირონია.. მივახრჩობ.. !!
-მეოთხედ.. და სხვათასორის უკან რომ არ მდგარიყავი „სვეტაფორივით“ არც დაგეჯახებოდი..
-რომელი „სვეტაფრი“ მე მნახე? ვანათებ ფერებად? წითელი ყვითელი მწვანე? - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე..
- ჰო ანათებ.. ეს შენი გასაგ... ისა, ეს შენი დებილური თვალები ხან მწვანეა ხან მოყვითალო და ხანაც წითელი „ჭინკები“ დახტიან.. - უნდოდა ეთქვა გასაგიჟებელი თვალები მაგრამ..
-ჰომ? და რატომ დახტიან ეგ ჭინკები ხომ ვერ მეტყვი? - წელზე შემომიცურა ერთი ხელი მეორეთი კი კედელს დაეყრდნო. ვერსად გავიქცეოდი რომც მდომოდა.. რომც მდომოდა? აბა არ მინდა? ვახ.. ანამარია რა გეშველება..
-ვერ გეტყვი..
-ჰმ.. მე გეტყვი..
-საინტერესოა.. - ჩავიქირქლე და თავი დავხარე.. ნელა მოწია სახე და მეტად ამაწითლა.. ნიკაპქვეშ ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა..
-გეტყვი.. კი გეტყვი.. -ჩაილაპარაკა და ცოტა ხანს გაჩუმდა შემდეგ ისევ თქვა - შენი ტუჩების გამო დახტიან..- გაიღიმა და.. იდიოტი.. სილა გავაწანი და მისი დიდი ტორებიდან დაღწევა ვცადე მაგრამ ამაოდ.. - ასეთი აგრესია რა საჭირო იყო? პირველია, არაუშავს.. ვივარჯიშებთ - რაო? თავხედი.. ხელი ავწიე რომ გამერტყა მაგრამ გამიკავა და ისევ დამაცხრა ტუჩებზე..
გონს ვერ მოვდიოდი ბოლოს რომ გავიაზრე რაც მოხდა საშინლად შემრცხვა, არ ვიცი რატომ მაგრამ.. პირველი კოცნა.. მას ხომ საგულდაგულოდ ვინახავდი 25 წელია.. ჰომ, სასაცილოა მაგრამ რას ვიზავთ.. ასეა..იდიოტი ფუფ.. როგორ მეზიზღება.. დარბაზში დავბრუნდი და გოგონებისკენ წავედი..
-ოჰ.. რაო ვიგემეთ პირველი ამბორიო? - გადაიხარხარა ნინამ და მე შემომხედა..
- რაგინდა? -წარბაწეულმა გავხედე - დიახაც ვიგემე.. -ამაყად ჩავილაპარაკე თან მეცინებოდა, თან ვწითლდებოდი..
-კაი რა ნუ გრცხვენია .. პირველია, მაგრამ არა ბოლო - გაიცინა ნატამ და მე შემომხედა, შემდეგ დამიანეს გახედა,.. გაუცინა და ისევ მე შემომხედა - რაო რა გითხრა?
-თავხედია, მეტი არაფერი.. - ჩავიქირქლე და დავჯექი.. ღამის ორ საათზე წამოვედი.. უფრო სწორად ალექსანდრეს უნდა წამოვეყვანე, მაგრამ უარი ვუთხარი „შენ მთვრალი ხარ-მეთქი“
-კაი მაშინ ჩაჯექი მანქანაში და ჩემი ძმაკაცი მიგიყვანს.. იმას ბევრი არ დაულევია- ლოყაზე მაკოცა , მეც ჩავეხუტე და ალექსანდრეს მანქანაში ადგილი დავიკავე...
გასაღები დავუბრუნე, დარბაზში შევიდა და 5 წუთში მძღოლის ადილი დაიკავა „ვიღაცამ“..
იმ „ვიღაცაში“ დამიანე ამოვიცანი და არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ არ შევიმჩნიე... ყურსასმენები გავიკეთე და ჩემს სტიქიაში მოვეწყე.. უკანა სავარძელზე გადავედი და მოვთავსდი.. თვალები დავხუჭე ჩემ სტიქიაში ვიყავი.. ვმღეროდი და არც კი მახსოვდა დამიანე რომ იყო იქ.. უკანა სავარძელზე მიყრდნობილი თვალები დავხუჭე და მელოდიას ავყევი... ბოლოს.. არ მახსოვს..
რომ გავიღვიძე აშკარად მამაკაცის მაისური მეცვა, რომელიც კაბასავით მქონდა.. სარკესთან დავდექი და დავტრიალდი.. ბავშვობა გამახსენდა ალექსანდრეს მაისურებს რომ ვიცმევდი მის ფეხსაცმელებს და სასაცილოდ დავდიოდი თან გავიძახოდი „მე ანამალია ალექჩანდლეს დაიტო ვალ, ვინჩ გამაბლაზებს ალექჩანდლე ცემს“ ჰო და ალექსანდრეთი ვაშინებდი ყველას.. ბოლოს გამოვერკვიე და გამეცინა, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა როცა გავიაზრე რომ სულ სხვა ოთახში, აშკარად სულ სხვა სახლში სრულიად უცნობთან ვიყავი.. ჰომ უცნობი? ეგეც საკითხავია ვისთან ვარ.. ყბა მომეღრიცა და სატირლად დავმანჭე სახე, კარი რომ გაიღო..
კარში დამიანე შევნიშნე და გახარებული ჩავეხუტე იმის გაანალიზების შემდეგ, რომ არ მომიტაცეს ან რაიმე მსგავსი.. ავქვითინდი თან ვეხუტებოდი..
-მარიამ.. რა გატირებ? შემომხედე.. - თავი ამაწევინა დათვალებში ჩავხედე.. ნელა დაიხარა და მაკოცა,, თითქოს ცოტა დავმშვიდდი... - რა გატირებდა სულელო?
-არ ვარ მე სულელი.. - პატარა ბავშვივით ფეხი დავაბაკუნე..
-ბავშვი ხარ - გაიცინა და გამყინა.. ეს არც ირონიული ღიმილი იყო არც.. არც.. ეს რაღაც საოცრება იყო... უკვე ჩემი საოცრება.. დიახაც ჩემი!
-ჰო, ვარ.. - თავი დავუქნიე..
-ჩემი ბავშვი ხარ.. - შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა.. 5წუთი ასე ვიდექით - მიდი გაემზადე და ვჭამოთ..
-ისა, აბაზანა? - ვკითხხე და ავხედდე ორი თავით მაღალ დამიანეს
-აი ესაა..-მიმითითა ოთახში მდებარე კარზე, რომელიც არც კი შემიმჩნევია.. - ტანსაცმელს რამეს კარადაში ნახავ.. მიდი გელოდები.. -მაკოცა და გავიდა.. წყალი გადავივლე და გამოვედი კარადა გამოვაღე და ტანსაცმელი ჩავიცვი, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.. იქნებ მიყენებდა? ეს ტანსაცმელი მაშინ.. თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ არაფერია.. გავედი და სკამზე ჩამოვჯექი თან ვუყურებდი როგორ აკეთებდა საჭმელს ჩემ.. დამიანე
-მოხვედი? მოდი დამეხმარე შენ კარტოფილი გამითალე და მე შევწვავ რა - საყვარლად გამომხედა უარი ვერ ვუთხარი და თავი დავუქნიე.. სიცილი-კისკისში გავაკეთეთ საჭმელი, ვისაუზმეთ და წამოვდექი.. ტელეფონი შევამოწმე და დედასგან ერთი დანარეკი იყო, გადავურეკე..
-ხო დე?
-დე ნინასთან ხარ?
-დედა..
-ჰო, კაი.. ჭკვიანად ხომ იცი გენდობი.. - მითხრა და გამითიშა..აი , რატომ მიყვარს. თან მცდის, თან მენდობა.. არაფერს მიშლის.. ოღონდ იმ „არაფერსაც“ გააჩნია.. მენდობა და არასოდეს გავუცრუებ იმედს.. დამიანეს გავხედე და ცოტა მოვიღუშე..
-დამიანე და ან ძმა გყავს? - მოღუშულმა ვკითე.. ტუჩის კუთხე ჩატეხა.. მიხვდა, რა დებილი ვარ არ უნდა მეკითხა
-კი მყავს.. -გაიცინა და კალთაში ჩამიჯინა
-დამიანე.. - თვი დავხარე აწითლებული ლოყები რომ არ დაენახა..
-ჩემი ნუ გრცხვენია - მითხრა და გამიცინა.. - კი მყავს და.. შენზე 5 წლით პატარაა.. რომ ეჭვიანობ უფრო საყვარელი ხდები.. - კოცნა დააპირა რომ წამოვხტი..
-ნწ, არ შეიძლება.. - თითი ავზიდე მაღლა..- მე ხომ ბავშვი ვარ.. შენი ბავშვი - გავუცინე და სამზარეულოში შევედი.. წყალი დავლიე და უკან დავბრუნდი.. -წავედი მე სადაა ჩემი კაბა? - კაბის ძებნა დავიწყე თვალებით..
-არსად..
-დამიანე...
-რა?
-მოგახტა თხა.. სადაა კაბა?
-რომელი?
-აუ, კაი რა.. იცოდე მაინც წავალ..
-წადი - ისე ჩვეული სახით მელაპარაკებოდა..
-მივდივარ! - თითით ვანიშნე კარებისკენ..
-მიბრძანდი...
-დიახაც წავედი.. - ვთქვი და ოთახში შევედი.. - დამიანესი ეს არაა... - გამოვედი და მეორე ოთახში შევედი.. - არც ესაა..-მესამე ოთახში შევედი - ჰაჰ.. ვოტ ტაკ.. - მივაგნე.. კარადა გამოვაღე და სპორტული შარვალი გამოვიღე - ჩავიცვი და სარკესთან მივედი.. „ვცურავდი“ შარვალში ისეთი დიდი მქონდა.. ავიკეცე და ჩავიხედე ისევ.. -შედარებით ჯობია-- ჩავილაპარაკე და გავედი.. - წავედიიი - დავიყვირე და კარის გაღება ვცადე - ჯანდაბა გასაღები
-რაო ქალბატონო?
-აუ გამიშვი.. დიდი ვარ და ბავშურად ნუ მექცევი - დავუბღვირე..
-ახლა უკვე დიდი ხარ?- მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელი..
-არაააა- წამოვიკივლე - ჯერ ბავშვი ვარ.. ბავშვი ვარ..ვაარ... მაგისთვის
-რისთვის?-ჩაიცინა და საყვარლად დამხედა ზემოდან..
-თავხედო.. - ვუთხარი და ბუზღუნით დავჯექი დივანზე.. მოიცა და დამიანეს ტანსაცმელი რატომ ჩავიცვი მისი დის ტანსაცმელი ხომ აქვს? უიმე დებილი ვარ..
-ჩემი ტანსაცმელი გიხდება. - მითხრა და ჩამეხუტა.. - ნინი და გიო მოვა მალე.. ან და გიო.. -არ დაასრულა
-ან და რა გიო? - წარბი მაღლა ავზიდე..
-არაფერი...
-მითხარი..
-არა
-გაგებუტები..
-მარიამ!
-ანამარია - თითი ავუწიე და ჩემი სახელი შევუსწორე..
-მარიამი მომწონს მე..
-მე ანამარია მქვია და არა მარიამი.. გეყოლება საყვარელი რომელსაც მარიამი ქვია.. ხო და მასთან წადი.. - ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე..
-სხვათაშორის მყავს.. - სრული სერიოზულობით მითხრა.
-ხო და გყავდეს.. -ვუთხარი და ავდექი, მაგრამ ვინ გაცდის? უცებ მომკიდა მკლავში ხელი და კალთაში ჩამიჯინა..
გაბუტული ვეჯექი კალთაში და ადგომის საშუალებას არ მაძლევდა..
-მარიამ
-საყვარლები სახლშიც მოგყავს? - ირონიულად გავიღიმე..
-კაი, რა გჭირს ახლა? - მასაც წამოუარა ბრაზმა..
-არაფერი..
-ჰო და ნუ მებუტები, წამო გავამზადოთ რაღაც-რაღაცები სანამ გიჟები მოვლენ.. - მითხრა და სამზარეულოში შემიყვანა..
გიო და ნინა სეირნობდნენ და თან ნაყინს მიირთმევდნენ..
-გიუნა.. როგორ ხარ? - ყელზე ჩამოეკოწიალა ვიღაც გოგო..
-არამიშავს ლანა შენ?-ამრეზით გაუღიმა, ნინა კიდევ იდგა გაავებული.. ცოტაც და მოკლავდა იმ გოგოს.
-კარგად.. აუ მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ - ტუჩები გაბერა და „გაბუტული გოგოს“ იმიტაცია გააკეთა, ეგონა აკოცებდა ან რამე მაგდაგვარი, მაგრამ ნურას უკაცრავად..
-ჰო რავი.. ცოლი მომყავს და არ მცალია, რაღაც საქმეებიც მაქვს და..- უთხრა და ნინას წელზე ხელი შეუცურა.. ღიმილი სახეზე შეაშრა, რომ გენახათ ალბათ სიცილისგან ცუდად გახდებოდით.. ნინას ფხუკუნი აუტყდა და გიოს ყელში ჩამალა თავი..
-უი, არ ვიცოდი გილოცავთ-„თ“ გამოკვეთილად თქვა..
-მადლობა - ირონიულად გაუღიმა ნინამ..
-კაი ჩემი წასვლის დროა მელოდებიან.. -გაიღიმა, მაგრამ ვაი ამ ღიმილს და გაეცალა..
-ცოლობა მთხოვე და არ მახსოვს? - წარბაწეულმა გახედა ნინამ თან გაბრაზებული იყო.. - აუ მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ - ლანა გაააჯავრა და შემდეგ გიოს გახედა..-გაგებუტე..
-ნინა.. ხვდები რაზე ბრაზობ?
-არა!
-კაი რა გჭირს?
-არაფერი!
-ნუ მებუტები!
-არ გებუტები და ბამბის ნაყინი მინდა - უცებ თქვა და პატარა ბავშვივით შემოკრა ხელები ერთმანეთს..- მნამ.. მადლობა- ხელი წაიღო ნაყინისკენ რომ გამოერთმია მაგრამ გიომ არ მისცა.. - რა?
-კოცნა.. - გაუღიმა გიომ, ერთი ხელი წელზე შეუცურა და დააგემოვნა მისი ტუჩები.. - რა გემრიელი იყო.. - გაიცინა და ენის წვერი გადაისვა ტუჩებზე..
ბოლოს დამიანესთანაც მივიდნენ...
-პრივეტ კაი ხალხს-გაიცინა გიომ და გადაკოცნა „წყვილი“
-ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო - ნინამ უთხრა სიცილით და დამიანეზე ანიშნა
-სულაც არა.. -თავი გააქნია..
-სულაც კი - ჩაიცინა ნინამ და გიოს მიუბრუნდა - ხელი გამიშვი..-შეუბღვირა..
-ნინ, კაი რა..
-ნინ, კაი რა..- გამოაჯავრა დაოთახში შეიკეტნენ..-გიყვარს - დადო განაჩენი ნინამ..
-ჰო.. ალბათ- მხრები აჩეჩა
-ალბათ არა! გიყვარს!- გვიანობამდე ისაუბრეს ინფორმაციებს ცვლიდნენ ბოლოს დაიშალნენ კიდევაც..
-მადლობა რომ მომაცილე - გაუღმა ანამარიამ და მანქანიდან გადავიდა... უცებ აირბინა სახლში დედას მიესალმა და ოთახიდან ფანჯარაში დაინახა, დამიანეს ხელი დაუქნია, მანქანაც ადგილს მოსწყდა..
ნინა და გიო ისევ გაბუტულები მიდიოდნენ.. გიო ეწუწუნებოდა ბოლოს გაბრაზდა და შეეშვა „ გადაუვლის მალე ბრაზი-ო“
მობუზული მიდიოდა ნინა, გიომ გაიხადა და მოახურა თავისი ქურთუკი..
-მადლობა-გაუღიმა და ჩაეხუტა.. -აუ, გი.. გიყვარვარ? - ახედა მაღალ სხეულს
-არა.. - სრული სერიოზულობით თქვა, ნინა მოიბუზა თვალები აუწყლიანდა.. -არ მიყვარხარ იმიტომ რომ ვაბოდებ შენზე ჩემი სიცოცხლე ხარ, და რასაც ვგრძნობ ეს სიყვარულზე ბევრად მეტია.. -უთხრა და აკოცა - ჩემი პატარა სულელი ეჭვიანი გოგო ხარ.. ხო დარჩები დღეს ჩემთან?
-დედას გავაფრთხილებ.. - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
„დე, მე გიოსთან ვრჩები და არ ინერვიულო“
„ კარგი დე ჭკვიანად“ - მოუვიდა მესიჯი.. სადარბაზოსაც მიუახლოვდნენ.. მალევე ავიდნენ.. ცოტა გაერთნენ ბოლოს ჩახუტებულებს დაეძინათ...
ანამარია დილით ადრე ადგა.. მოემზადა და სამსახურში წავიდა..
-ანამარია, ორზე გვიბარებენ
-რა ხდება?
-არ ვიცი.. ქალბატონმა ნათელამ გელოდებითო და..
-კარგი, ჯერ ადრეა.. - ნერვიიულობაში გაატარა 4 საათი..
„ნეტავ რა ხდება? სამსახურიდან უნდა დამითხოვოს? „ - და მსგავსი ფიქრებით ჰქონდა თავი არეული..
2 საათიც დადგა გოგონებიც შევიდნენ კაბინეტში..
-გოგონებო მოდით- სკამებზე მიუთითა, ისინიც დასხდნენ..-ე.ი. რისთვის დაგიბარეთ.. მიწევს ცოტა ხნით წასვლა, ამიტომ ახალი უფროსი გეყოლებათ 1 თვე... მერე ისევ მე ვიქნები.. ამის თქმა მინდოდა, ხოლო უფროსიც მოვა ახლავე.. – 2წუთის შემდეგ გაიღო და კაარში, სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა... ყავისფერი თვალები, არც თუ ისე გრძელი თმა და მოზრდილი წვერი.. - აი, გოგონებო ეს დემეტრეა თქვენი ახალი უფროსი, იმედია კარგად გაუგებთ ერთმანეთს..
-სასიამოვნოა - ერთხმად თქვეს გოგონებმა, ანამარია კი აკვირდებოდა.. ბოლოს „ვიღაც“ ამოიცნო და ქალბატონ ნათელას მიუბრუნდა
-უკაცრავად ქალბატონო ნათელა, მეც მინდოდა თქვენთან საუბარი..
-ისმენ საყვარელო.. -გოგონები გავიდნენ დემეტრე და ქალბატონი ნათელა დარჩა
-სამსახურიდან მინდა წასვლა
-რატომ? კი, მაგრამ.. ხო იცი როგორ გენდობი შენ..- ქალი გაოცებული იყო..
-მე .. უბრელოდ რაღაც პერიოდი ვერ ვივლი და მგონი ჯოობია საერთოდ წავიდე..
-არა, რას ლაპარაკობ.. სანამ შენ არ ივლი სხვამ იაროს და როგორც კი დაბრუნდები ისევ ისე იარე როგორც ადრე.. ვინც გინდა მოიყვანე ..
-კარგით, მაპატიეთ თქვენის ნებართვიტ წავალ მე.. სამუშაო საათები დაასრულა, გამოიცვალა და გარეთ გავიდა, დამიანე რომ დაინახა..
მანქანაზე მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა.. მეტად სიმპატიური ეჩვენა იმ წამს..
-გამარჯობა-ღიმილიანი სახით მიესალმა, მაგრამრა ფასად დაუჯდა ღიმილი.. სულ აფორიაქებული იყო, გული ამოხტტომას ლამობდა, ფეხები სადაცაა აუკანკალდებოდა..
-როგორ ხარ?- მივიდა და აკოცა..
-არამიშავს შენ?
-კარგად.. სად მიდიხარ? - მეტად მკაცრი მოეჩვენა მისი ხმა
-სახლში..
-ჩაჯექი..
-მადლობა, იყოს ფეხით წავალ..
-ჩაგსვა?
-ფეხით წავალ-მეთქი - არც ანამარიამ დაუთმო პოზიცია..
-ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა..
- არც ნებითა ჩემითა არც ძალითა შენითა - ენა გამოუყო და ნაბიჯი გადადგა..
-კაი, ძალითა ჩემითა ანუ..- თქვა და მხარზე გადაიკიდა..
-ვაიმე იდიოტო დამსვი ხალხი გვიყურებს.. - მუშტებს ურტყავდა ზურგზე.. უცებ ჩასვა და თვითონაც დაიკავა ადგილი..
-დემეტრეს საიდან იცნობ?
-არ ვიცნობ - საიდან იცნობდა დამიანე დემეტრეს? უეცრად დაებადა კითხვა. - შენ საიდან იცნობ?
-მარიამ მე მატყუებ?
-არ ვიცნობ!
-მომიყევი მიდი..
-არ მინდა..
-კარგი, როცა მოგინდება მოგისმენ..
-კარგი.. სად მივდივართ?
-მოგიტაცე..
-ჰა? ხუმრობის ხასიათზე ვარ შენი აზრით?
- და ვინ ხუმრობს რომ?
-მეღადავები? რა მომიტაცე კარგად ხარ?
-სრულებით..
-წესიერად არც კი მიცნობ..
-გიცნობ იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია..
-არაფერი არ იცი ჩემზე..
-ვიცი..
-ჰო ? აბა რა?
-ყველაფერი.. - გაჩუმდა დიდხანს აკვირდებოდა, ბოლოს ტელეფონზე ბლოკი მოხსნა და რაღაც სურათს შეხედა.. სურატსაც დიდხანს აკვირდებოდა.. ბოლოს ხან დამიანეს შეხედავდა ხან სურატს.. ბიჭს ჩაეღიმა „ მიხვდა“ - გაიფიქრა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.. ანამარიას უყურებდა, ისიც თვალს არ აშორებდა.. მწვანეთვალები.. ახლა სხვანაირი გაუხდა.. ბავშობაში ხომ ჭაობისფერი ჰქონდა ახლა.. ახლა ქამელეონივით გაუხდა..
- შენ? - ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა და შოკში იყო..
-რა მე?
- შენ.. ისა.. ჯიშკარიანო, მეც გადაგიხდი სამაგიეროს ერთ დღეს.. - ხელი ზემოთ აზიდა და დაბღვერილმა შეხედა..
ბოლოს როდესაც ნახა ზაფხული იყო.. სკამზე იჯდა მეგობრეტან ერთად, რომ მიეპარა ჯიშკარიანი და წყალი გადაასხა, არც ეს იკმარა, და კალიები დაასვა ზედ.. შეშინებულმა ანამარიამ ყვირილი მორთო, ბოლოს ატირდა... დაიფიცა.. დაუფიცა იმ დღეს რომ სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიდა..
-წარმატებები - გაუცინა და მანქანა დაძრა.. მალევე ჩაიდნენ სვანეთში.. გახარებული ანამარია სწრაფად გადახტა მანქანიდან და ბუნების სილამაზით ტკბობა დაიწყო..
მაგრამ სიცივე იყო, თან უკვე ბნელოდა.. მოიბუზა...
-შემოდი - სახლის კარები შეაღო დამიანემ და ნინიც შევიდა, ბუხარი დაანთო და მიუსხდნენ.. შემდეგ ჩაი დალიეს და ბოლოს ანამარიას დამიანეს მხარზე ჩამოეძინა..
დილით სხეულზე მიხუტებულს გაეღვიძა, საკმაოდ „ახლართულად“ იწვნენ.. ერთი ფეხი დამიანეს ფეხში ჰქონდა ახლართული, მეორე გაშლილი ხელი დამიანეს მხრებზე მოეთავსებინა, დამიანეს ერთი ხელი ანამარიას საჯდემზე ედო მეორე კი ხერხემალზე..
სულ ახურდა და დაძვრენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა..
-დამიანე გამიშვი..
-ჰმ.. -ამოიზმუვლა
-დამიანე-მეთქი ხელები მომაშორე!
-რატომ? ძალიან კომფორტულად მიდევს.. - თითები აათამაშა და ანამარიაც უფრო გააწითლა..
-აუ, გამიშვი.. - ამოიკნავლა..
- ცოტახანიც რა და ავდგეთ.. მაინც არ გაიშვებ ამიტომ დაიძინე.. თუ გინდა იავნანას გიმღერ
-მიმღერე
-აჰამ.. იავნანა ვარდო ნანა იავნანინაო ვსო დაიძინე
-ოო, არაა ეს იავნანა..
-ჰო არის...ა ბა მეტი მე არ ვიცი და.. დაიძინე ახლა.. – 12საათამდე ეძინა’თ ბოლოს ინება ბატონმა ადგომა.. ანამარია საჭმელს ამზადებდა.. რაც პროდუქტები იყო იმით ხოლო დამიანე უყურებდა..
-მოდი რა ეს დაჭერი.. - გახედა ანამარიამ დამიანეს..
-მომე.. - გამოართვა დანა დაიჭირა და დაჭრა დაიწყო.. ისეთი სასაცილო იყო, ანამარია ვიდეოს უღებდა თან იცინოდა.. ჯერ მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, ძვლივს დაჭრა მერე მარცხენაში გადაიტანა ვერაფერი მოახერხა.. ისევ მარჯვენათი დაიწყო ჭრა ბოლოს იმდენი ქნა ზედ დაიყარა ის მწვანილი და ხელიც გაიჭრა.. -ფუ ამის..
-მაჩვენნე- უმალ დადო ანამარიამ ტელეფონი..
-არაფერია იყო.. - ღიმილი უთხრა დამიანემ
-მაჩვენე-მეთქი-შეუბღვირა და მისი ხელი ონკანს შეუშვირა... არაფერი ისეთი, მაგრამ მაინც შეეშინდა.. „ლეიკოპლასტერი“ გადააკრა, თითი გადაუსვა, შეხედა დამიანეს და გაუღიმა.. -16წლის ვიყავი, 20ივლისი იყო, 21-ში დაბადების დღე მქონდა..ჩემი საუკეტესო დაქალი, ნატალია, ისიც ჩემხელა იყო.. დემეტრეს უყვარდა.. არც ნატალია იყო მის მიმართ გულგრილი.. დასასვენებლად დაგვპატიჟა.. მისთან „დაჩაზე“.. გადაწყვეტილი იყო იქ გადამეხადა დაბადების დღე.. ჩვენ ჩავედით, რადგან გასაღები გვქონდა და გავაღეთ სახლი, საოცრად ლამაზად იყო მორთული სახლი,.. ვმხიარულობდით და ვემზადებოდით ჩემი დაბადების რისთვის, მაგრამ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს ნატალია და დემეტრე ავარიაში მოყოლია, არაფერი მახსოვს ბოლოს გონს რომ მოვედი საავადმყოფოშ ვიყავი, როგორც გავიგე ტრაილერი შეჯახებიათ და.. ხევში გადავარდნილა მანქანა... ნატალია სუსტი აღმოჩნდა და გარდაიცვალა, დემეტრე კი - საშინლად მძიმე მდგომარეობაში იყო.. 2 წელი კომაში იყო, ბოლოს წავიდა რუსეთში და დღეს ვნახე 6წწლის შემდეგ.. არ ვიცი, მაგრამ ვერ ვუყურებ.. მეშინია თითქოს, არა არ მეშინია, უბრალოდ.. არ ვიცი.. - უყვებოდა და ცრემლები მოსდიოდა, მამაკაცს ეხუტებოდა და ქვითნებდა..
-ჩუ, დაწყნარდი ჩემო პატარა.. გთხოვ! შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ! გთხოვ,, ნუ ტირი.. - თმაზე ეფერებოდა დამიანე თან ჩურჩულებდა..
დამიანეზე მიკრულს დაეძინა, საღამოს 8-ზე გაიღვიძა.. მამაკაცის მკლავებში გაყუსული, მისი სურნელით გაბრუებული იყო..
-გაიღვიძე? - ღიმილით კითხა და თავზე აკოცა.. - როგორ გეძინა?
-კარგად, მადლობა.. - გაუღიმა და მის ყელში ჩარგო თავი..
ცოტა ხანს ესე მიხუტებულები იწვნენ ბოლოს ორივეს კუჭი „ამღერდა“..
ერთად შეწვეს კარტოფილი და სალათი გააკეთეს.. ივახშმეს და ბუხართან ჩამოსხდნენ..
-მოდი რა ვითამაშოთ.. - შეეხვეწა ანამარია
-რა?
-სიმართლე თუ მოქმედება..
-კარგი დაიწყე..
-შენ დაუწყე
-კარგი.. რომელი?
-სიმართლე..
-გიყვარს ვინმე?
-კი.. სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე..
-ცოლი გყავს? - გაიცინა, ასეთი სულელური კითხვა როგორ დავსვიო
-საცოლე- სრული სეიოზულობით თქვა
-ჰა?
-რა გაგიკვირდა?
-არა არაფერი გავაგრძელოთ..
-რომელი?
-მოქმედება..
-1 კვირის განმავლობაში ყველაფერზე დამთანხმდები, რაც არ უნდა გკითხო ან გთხოვო..
-აუ, არა რა..
-შეწინააღმდეგების გარეშე.. შენი ჯერია..
-რომელი?
-სიმართლე..
-რატომ დამასვი ის კალია? ან წყალი რატომ გადამასხი?
-ღირსი იყავი..
-იდიოტო..
-რომელი?
-სიმართლე..
-ცოლად გამომყვები? - ამის გაგება და ანამარიას სიცილის ატეხა ერთი იყო, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა, როდესაც ბაჭედი დაინახა შავ პატარა ყუთში რომ იდო...
-ისა.. მე.. მეღადავები?
-მარიამ შენც კარგად ხვდები.. ხვდები რომ მიყვარხარ და ამას სრული სერიოზულობით გეკითხები.. დაგინახე თუ არა, ისეთი საყვარელი იყავი, თავიდან ქერა თმა გქონდა მერე თანდათან გაგიმუქდა, აი ეს ცისფერ თვალები კი არ შეგცვლია, მე რომ სულ მაბნევდა და ახლაც მაბნევს.. პირველად რომ დაიწყე ტიტინი.. სულ გიყურებდი და სულ მეღიმებოდა.. ჰო, ის კალიაც იმიტომ დაგასვი რომ გაბრაზებული ვიყავი, ბიჭებს რომ ეპრანჭებოდი.. და ის ბიჭებიც იმიტომ დადიოდნენ...- ეს წინადადება აღარ დაუსრულებია.. - მინდა ჩემი ცოოლი გახდე და სულ ჩემთან იყო.. ბევრი შვილები გვყავდეს.. -თქვა და თვალებში ჩახედა- ცოლად გამომყვები?
-ნელ-ნელა ოცნებები მისრულდება - თქვა, ტაში შემოჰკრა და დამიანეს ჩაეხუტა..-თანახმა ვარ - თავი დაუქნია და მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა..ამიანემ აიტაცა და ეკლესიაში გააქანა.. ჯვარი დაიწერეს, აღნიშნეს...
მეორე დღეს 3საათზე გაიღვიძეს.. ერთმანეთში ახლართულებს ეძინათ.. როგორღაც ადგა ანამარია და აბაზანაში შევიდა..
იქიდან გამოსული დამიანე არ დახვდა.. ოთახიდან გავიდა და სამზარეულოში „მოფუსფუსე“ დაინახა.. რომელიც დიდი მონდომებით აკეთებდა საჭმელს..
-ქმარუკა.. რას აკეთებ?-ჰკიტხა და ზურგიდან აეკრო..
-ქმარუკა რაღა უბედურებაა?
-კაი, მაშინ ქმარუსელა..
-მარიამ
-აჰამ.. ქმარუკა ჯობია.. მეც მიყვარხარ.. - გაიცინა და აკოცა...
მეორე დღეს დილით ადრე ადგა და წყალი აიღო, ისევ ოთახში შეიპარა და „ქმარუკას“ გადაასხა
-მარიამ! რა დღეში ხარ? - გაავებულმა შეხედა და კედელთან მიიმწყვდია..
-სამაგიეროს გადახდას ვცდილობ.. - გაუღიმა - ჯერ არ დამიმთავრებია .. - თვალი ჩაუკრა და დატოვა ოთახი.. სამზარეულოში ჩავიდა და საუზმე გააკეთა.. ცოტაც იმაიმუნა.. სუფრა გაშალა და დამიანეს დაელოდა..
-რა გემრიელი სუნია.. იმედია არ მომწამლავ..
-მეკადრება? - ეშმაკურად ჩაიცინა და ჭამა დაიწყო.. დამიანემაც დაიკავა თავისი ადგილი.. უცებ წამოწილდა სიმწრისგან...- რა გჭირს? -გაიცინა ანამარიამ.. წყალი დალია და იქ სულ გაგიჟდა მგონი, ცისარტყელას ფერები დაედო.. სააბაზანოში გაიქცა.. ანამარია კი იცინოდა.. - ბარი ბარში ვართ.. - გაუღიმა..
ერთი თვე „ სამაგიეროს გადახდებში“ გაატარეს.. შემდეგ წამოვიდნენ კიდევაც თბილისში..
მონატრებულ დედას ჩაეხუტა და საყვარლად ატირდა.. ქალბატონი ნელიც ეხუტებოდა და სიხარულით გული უფრთხიალებდა..
-დამინულია, ვაშლი და ბანანი მინდა.. ჰო, მჟავე კიტრიც და ნუტელაც...
-10წუთში მოვიტან.. - სახლი დატოვა და მაღაზიაში ჩავიდა..
-მარიანა - სიხარულით შეახტა დაქალს
-გოგო ჩამოდი მძიმე ხარ.. მავნებ რამეს..
-როდის იყო გვნებდი? - ყბა მოეღრიცა, მაგრამ ანამარია უმალ გაიქცა აბაზანაში.. - ღადაობ? ვაიმე რა მაგარია დეიდას სიხარული დაიბადება-ხტუნაობდა საწოლზე..
- ჩუ გოგო.. არ იცის ჯერ დამიანემ..
-რამდენის ხარ?
-ჯერ 2 კვირისაა.. - გაიღმა..
-ვუჰეჰე - ბოროტულად გააიცინა.. - ჩემი უფრო დიდია - გაუღიმა და მუცელზე ხელი გადაისვა .
-ჰა? ვაიმე - პირზე ხელი აიფარა...
-რა მაგარია..
-ჰო, ერთად რომ ვუთხრათ?
-ვუთხრათ.. არა რა ბედი გვაქვს.. ისე როდის მოასწრო? - გაიცინა ანამარიამ
- როდის და თქვენ რომ გადაიკარგედ, მაგან გინდა თ არა მეგობრის დაბადების დღეა უნდა წამომყვეო.. და ხევსურეთში წამიყვანა.. რომ მითხრა მოგიტაცეო ლამის გავგიჟდი, მაგრამ მერე დავმშვიდდი..3 დღე არ ველაპარაკებოდი მაგრამ ბოლოს შევურიგდი. მერე დამავლო ხელი და ეკლესიაში ამიყვანა.. ჯვარი დავიწერეთ და.. ახლა შენ მოყევი..
-ახლა მე.. - გაიცინა და ყველაფერი მოუყვა..
კარზე ზარი გაისმა..
-მნამ, ჩემი შ“ი“კოლადები.. - მუცელზე ხელი მოისვა და შოკოლადის პარკი გახსნა.. ყველაფერი 15 წუთში შეჭამა და ტუჩები დაბრიცა.. - კიდევ მინდა..
-რა? - თვალები გაუფართოვდა დამიანეს-ამდენი ჭამე 15 წუთში და არ გეყო? - ყბა მოეღრიცა..
-აუ, გი.. მიდი ჩაცუნცულდი შენც დამიანსთან ერთად.. მჟავე კიტრი მინდა.. და სოკოც
-სოკოს ხომ არ ჭამდი შენ?
- მინდა ვა..
-ჰო პიცაც წამოიღეთ - მიაძახა ანამარიამ.. ბიჭები გაოგნებულები ჩავიდნენ და ყველაფერი იყიდეს...
-მოვიტანეთ.. - ესეცმალევე გააქრეს გოგონება, ბიჭები გაოცებულები უყურებდნენ..
-ამდენი არასოდეს გიჭამიათ - თქვა დამიანემ
-ჩვენ? - ერთხმად თქვეს - ბავშვები ჭამენ.. - თქვეს და გაშტერებულს ორ სახეს მიაშტერდნენ.. ბიჭებმა ჯერ შეხედეს შემდეგ მუცელზე გადაიტანეს მზერა.. გახარებულებმა ააფრიალეს ცოლები.. საღამოს რესტორანში აღნიშნეს,, ნელიკო ჭკუაზე აღარ იყო ისე უხაროდა, დამიანე და გიორგი კი თავს ევლებოდნენ.. არაფრს აკეთებინებდნენ.. ბავშვს რამე არ ეტკინოსო , გოგონები კი იცინოდნენ..
კონსულტაციაზე ერთად დადიოდნენ.. ნელ-ნელა იბერებდნენ, ნინა წუწუნებდა, ანამარია კი არა..
-ვაიმე გაჩერდით - გაბრაზებულმა შეუბღვირა ნინამ დამიანეს და გიოს.. - გოგო იქნება - დარწმუნებით ჩაილაპარაკა ნინამ
-ჰო მამას პრინცესა იქნება.. - დაეთანხმა გიოც.. - ისე ანამარია შენზე გაბერილია - ჯერნინას მუცელს დახე შემდეგ ანამარიას მუცელს..
-ბიჭია და იმიტომ - ჩაილაპარაკა ანამარიამ
-არა გოგო იქნება - შეეწინააღმდეგა დამიანე
-ბიჭი იქნება-მეთქი და ჩუ ახლა.. ნინა და გო შევიდნენ და გახარებულები გამოვიდნენ როცა ექიმმა უთხრა გოგოაო გიოს თვალზე ცრემლმა დაიწყო კაშკაში..
მომდეო ანამარია შევიდა დამიანეც მიყვა..
-გოგო გინათ თუ ბიჭი?
-ბიჭი
-გოგო - ერთად თქვეს..
-ჩხუბი არ დაგჭირდებათ, რადგან ერთი ბიჭია, მეორე კი გოგო- ღიმილით უთხრა ექიმმა...
-ტყუპები - პირზე ხელი აიფარა ანასტასიამ, წამოდგა და ქმარს მიეხუტა.. - ხომ გითხარი ბიჭი იქნება-მეთქი ვოტ ტაკ
-ჰო მეც გუბნებოდი გოგო იქნება-მეთქი.. - საყვარლად თქვა და ცოლს ჩაეხუტა..
გახარებულ წყვილებს გადაყვეტილი ჰქონდათ დიდი ვახშამი მოეწყოთ, ამიტომ მშობლებს დაუძახეს..
ნელ-ნელა მოგროვდნენ ბოლოს კი სუფრას მიუსხდნენ..
-ალბათ გაინტერესებთ რატომ შევიკრიბეთ აქ.. ორი უბედნიერესი ამბავი გვაქვს.. - ჰაერი ჩაისუნთქა და საზოგადოებას გადახედა.. - მალე ბებია-ბაბუები გაებით - ღიმილი თქვა და დედას გახედა.. ყველა გაახარა ამ ამბავმა, როდესაც ანამარიამ თქვა რომ ტყუპები ეყოლებოდა ხომ სულ გადარია დედამთილი და სიმამრი.. კიდევ მოეხვიეს და აკოცეს.. ნინასკენ კი მგონი ყველას აუხდა სურვილი და სანატრელ პრინცესას ელოდნენ..
სწრაფად განვლო დრომ და გოგონებიც გაიბერნენ.. ბაჯბაჯიც დადიოდნენ და წუწუნებდნენ,, ხან რას მოთხოვდნენ ხან რას.. ბიჭებიც დარბოდნენ აქეთ-იქით..
7 თვის იყო ორივე.. საყვარლები.. სულ ერთად იყვნენ ხან ანამარია რჩებოდა ნინასთან, ხან კი პირიქით..
-მარიამ
-რა იყო ? - შეხედა ქმარს
-სასწრაფო საქმე გამომომიჩნდა და თურქეთში უნდა წავიდე 2 კვირით - სევდიანი ხმით უთხრა.
-მერე? წადი.. - ღიმილით უთხრა ანამარიამ
-თქვენ როგორ დაგტოვოთ?
-ნუ ნერვიულობ, კარგად ვიქნებით.. არ გამოძვრებიან ბავშვები შენ ჩამოსვლამდე..- გაუცინა და ბაგეებს შეეხო..
-თავს ხომ გაუფრთხილდებით?
-რა თქმა უნდა.. როდის მიდიხარ?
-ხვალ დილით..
-კარგი, ტანსაცმელებს გაგიმზადებ.. - ოთახში შევიდაა, დამიანეც უკან გაჰყვა..
-მოიცა, შენთვის დაღლა არ შეიძლება, დაჯექი მე ჩავალაგებ.. - გაუღმა და სამგზავრო ჩანთა გადმოიღო.. ტანსაცმელებს აწყობდა თან ანამარიას უსმენდა.. დამიანემ ჩაალაგა ბარგი და ცოლს მიუწვა... მუცელთან რაღაც დასჩურჩულა, შემდეგ აკოცა.. ამ დროს ერთ-ერთმა ფეხი დაარტყა..
-მარიამ დამარტყა..
-ჰო, - გაუღიმა
-აი კიდევ.. - გაიღიმა და ცოლს გახედა.. - ჩემი პირადი საოცრება ხარ.. - ასე მიხუტებულებს ჩაეძინათ.. დილით რომ გაიღვიძა ანამარიამ დამიანე აღარ დახვდა, მხოლოდ ერთი წითელი ვარდი და წერილი იყო.. წერილი გახსნა და წაიკითხა „თავს გაუფრთხილდი ჩემო ფერია, მიყვარხარ!“ ღიმილით წაიკითხა და დადო, ვარდის სურნელი შეიგრძნო, პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა, უფრო გახალისებული გამოვიდა, ღიღინით მოამზადა საუზმე და გემრიელად მიირთვა, შემდეგ ნინას დაურეკა..
-ნინ, როგორ ხარ?
-აუ, ამოვალ რა შენთან..
-რა გჭირს? - ნინას ტონი ეუცნაურა.. - ამოდი ჰო აბა რა უნდა ქნა? !
-მოვდივარ.. - შოკოლადები გაამზადა და ნინას დაუწყო ლოდინი. 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა, ცრემლიანი თვალებით ჩაეხუტა ნინა, ცოტა კი გაუჭირდა ბავშვი უშლიდა..
-ნინ? რა მოგივიდა?
-გუშინ, გიო რომ ვნახე.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა.. - დავინახე ვიღაც ქალს კოცნიდა.. დამინახა და გამოიქცა ჩემკენ, მაგრამ არ მოვუსმინე.. - ცრემლები ჩამოუგორდა და მიეკრო დაქალს.
-ჩუ ჩემო ლამაზო, აი ნახე არაფერი იქნება მათ შორის.. ხომ გჯერა ჩემი? გგონია გიო ასე ადვილად გიღალატებს?
-აღარ ვუყვარვარ.. გავსუქდი, სულ ვწუწუნებ და დავღალე.. - სლუკუნით თქვა..
-ნინა! მეც გავსუქდი და ეგრე რომ ვიწუწუნო დამიანე მომკლავს.. ბავშვი იზრდება აბა როგორ გინდა? დაწყნარდი ახლა !! დამშვიდდი და მერე გიოსაც დაელაპარაკები.. - აკოცა და ოთახიდან გავიდა, შოკოლადები შემოიტანა და ერთად დაიწყეს ჭამა , შემდეგ ფილმს უყურეს და ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ..
ტელეფონია ზარმა გამოაღვიძა ანამარია. ნინა კი უბრალოდ შეიშმუშნა და ძილი გააგრძელა, წამოდგა და სხვა ოთახში გავიდა..
-ანამარია - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა გიოს, ტკივილით გაჟღენთილი - ანამარია, ნინა ის..
-გიო დაწყნარდი.. ჩემთანაა..
-მადლობა ღმერთს.. როგორაა? გეფიცები მე არ..
-გიო.. ამოდი ჩემთან.. - გაიღიმა თითქოს დაინახავდა გიო მაგ ღიმილს.. ტელეფონი გათიშა და გიოს მოლოდინში საჭმლის გაკეთება დაიწყო.. მალევე გაისმა კარზე ზარი და გიოს ახედა.. ჩაწითლებული თვალებით რომ იდგა..-შემოდი.. - სამზარეულოში შევიდნენ. - ნინამ ყველაფერი მომიყვა, მაგრამ შენც გისმენ.. - გაუღიმა თოთქოს დამშვიდდა ცოტა გიო და მოყოლა დაიწყო..
- სამსახური დამთავრდა წამოსვლას რომ ვაპირებდი და ძველი ნაშა არ ვიცი საიდან გამოჩნდა მოვიდა და მოულოდნელად მაკოცა, ამ დროს ნინა შემოვიდა და დაგვინახა, გეფიცები არაფერი მომხდარა.. - თავჩაღუნული ყვებოდა და თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი იმის გაცნობიერებისას რომ შეიძლება საყვარელი ქალი , მისი შვილის დედა და საერთოდ მისი სიცოცხლე მიატოვებდა..
-სძინავს ახლა.. მე უნდა გავიდე ცოტა ხნით, საყიდლებზე.. მიმიხედე და არ ანერვიულო - უთხრა და გავიდა.. მოემზადა და გარეთ გავიდა, სულაც არ ჰქონდა არაფერი საყიდელი, უბრალოდ მათი მარტო დატოვება გადაწყვიტა.. სეირნობდა, მაღაზიას ჩაუარა სადაც დაეჯახა დამიანეს, არც კაფე გამორჩენია.. შევიდა და გოგონებს მიესალმა..
-როგორ ხართ?
-ანამარია, შენ როგორ ხარ? სულ დაგვივიწყე - წყრომით თქვეს გოგონებმა..
-მაპატიეთ, უბრალოდ სახლიდან იშვიატად გავდივარ, ვშიშობ ცოტა ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ.. - თქვა და მუცელზე ხელი გადაისვა..
-მოიცა ფეხმძიმედ ხარ? - მუცელზე დააკვირდნენ.. ქურთუქში არ ჩანდა.. = ვაიმე რა მაგარია.. - დაიყვირა ყველამ...
-ბავშვები? მოიცა რამდენნი არიან? - შემოვიდა ქალბატონი ნათელა..
-გამარჯობა ქალბატონო ნათელა.. ორნი არიან.. - გაუღმა ყველას..
-ბიჭები? შენ ხომ ბიჭი გინდოდა ყოველთვის..
-გოგო და ბიჭი...
-რამხელა ხარ?
-7 თვის.. - მსგავსი კითხვები არ წყდებოდა.. ბოლოს წამოსვლა გადაწყვიტა, ყველას დაემშვიდობა და წამოვიდა...
ცოტა ხანიც ისეირნა და სახლში ავიდა.. გაღიმებული შევიდა, როგორც კი ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი დაინახა რომელიც სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა.
-გვრიტებოო.. რას აკეთებთ?
-ხაჭაპურიო აიტეხა და..
- გაგებუტები იცოდე .. -უთხრა ნინამ და ენა გამოუყო..
- ვერ გადავიტან..
-მეც მოგეხმარებით რა..
-მოდი, უი, დამიანე სადაა?
-სამსახურთან დაკავშირებით დაურეკეს და ორი კვირით წავიდა..
-ცუდია..
-მალე ჩამოვა - გაუღიმა გიომ..
-ჰო..- 2 კვირა ძალიან გაიწელა.. ყოველდღე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის დანაკლისი მაინც ვერ აივსეს..
-როდის ჩამოდიხარ?
-არ ვიცი..
-ხვალ ორი კვირა გახდება..
-ჰო, ვიცი, მაგრამ 1 კვირაც უნდა დავრჩე..
-მომენატრე, თან ძალიან.. ბავშვებიც ისე აღარ მირტყამენ როგორც ადრე..
-მალე ჩამოვალ გპირდები, წავედი ახლასსაქმე მაქვს, თავს გაუფრთხილდი და მიყვარხარ..
-მეც.. - გაუთიშა და დაწვა დასაძინებლად.. მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა.. საღამოს მალევე ჩაეძინა, ძილში დამიანე ესიზმრებოდა.. ხელები მოხვია და გაიტრუნა, თითქოს საყვარელი მამაკაცის სურნელი შეიგრძნო..
დილით არაფრის დიდებით არ ახელდა თვალებს, სიზმრის დასრულება არ უნდადო და უფრო მაგრად ხვევდა ხელებს..
-დამახრჩობ ეგრე.. - ყურში ჩურჩული მოესმა და თვალები ნელა გაახილა.. დამიანე რომ დაინახა..
-დამიანე.. - უცებ ატირდა და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა
-აუ, ნუ ტირი რა.. - შეხედა და კოცნით ამოუშრო ცრემლები.. - მიყვარხარ..
-მომენატრე.. აბა კიდევ 1 კვირა უნდა გავჩერდეო? მომატყუე? რატომ მომა... - სიტყვა ვერ დაასრულა მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა..
-ნინა.. დამიანე ჩამოვიდა.. - დაურეკა დაქალს..
-ვა, ვა.. გამოდით ჩვენთან..
-მოვდევართ გეჟო.. - ჩაჰყვირა და გათიშა...
-ქმარუსელა.. ნინასთან და გიოსთან გავიდეტ რა..
- ჩაიცვი დაგავიდეთ - წელზე ხელი მოხვია და ჩასჩურჩულა.. შეატრიალა თავისკენ და მუცელთან დაიჩოქა.. აკოცა რამდენიმაჯერ ბავშვებმაც ფეხი, თუ ხელი დაარტყეს..
ასე სიყვარულში განვლეს დრო.. დღე-დღეზე ელოდნენ უკვე და ვეღარც მოძრაობდა..
-ვაიმე გიო დამეწყო - უმალ წამოიკივლა ნინამ
-ჰა? რა დაგეწყო?
-დებილო მშობიარობა დამეწყო ვაიმე ააა -კიოდა თან ხელს უჭერდა.. ნინას განწირული კივილი ისმოდა საავადმყოფოში შედეგ პატარა გოგონას ხმა გაისმა და თვალებიც დახუჭა..
-ნინა როგორ ხარ? - ანერვიულებული ეჯდა გიო..
-კარგად.. ბავშვი როგორაა?
-იცი რა საყვარელია? შენ გგავს.. - გაუღმა და აკოცა..
-ნინულია, გილოცავ დედობას.. - პალატაში ანამარია და დამიანე შევიდნენ..
- როდის მოიყვანენ ბავშვს? - იკითა და კარიც გაიღო..- დედას სიცოცხლე, დე.. ჩემი პატარა სიცოცხლე.. რა საყვარელი ხარ - ჩურჩულებდა თან ეფერებოდა..
- აბა ბავშვის პირველი ფოტო.. - თქვა ანამარიამ და ტელეფონი დაიჭირა, კამერა ჩართო, მაგრამ ძირს დაუვარდა-ვაიმე დამიიი დამეწყო. .ვაიმე ააა - კიოდა თან მუცელზე იდებდა ხელს... კიდევ ორი ტყუპი მოევლინა ამ ქვეყნად და ოჯახში სიხარული შეჰმატა..
-რას ვარქმევთ?
-გოგო ხომ გინდოდა შენ? ჰოდა გოგოს შენ დაარქვი სახელი ბიჭს მე დავარქმევ.. ბიჭს ალექსანდრეს ვარქმევ - გაუღმა და დამიანეს შეხედა
-მამას სახელი - გაუღმა და ცოლს აკოცა.. - აუ, არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ პირველები არიან თან ამდენი გაწვალეს და შენ დაარქვი რა
-მე? კაი მაშინ ნინას დავარქმევ მე - გაიცინა და ბავშვებს გადახედა..
-ჩემი ლამაზი ცოლუკა..
-ნინულია.. რას შვრები? როგორ ხარ? ბავშვი როგორაა? - გიო შევიდა პალატაში ხილით ხელში..
-კარგადაა..
-ისე სახელზე ვიფიქრე და..
-რას დაარქმევ შენ?
-რავი.. მგონი ანამარია.. ჯობია..
-მეც ეგ ვიფიქრე - გაიცინა და მადანად ჩაატკბარუნა ვაშლი..
მალევე გამოწერეს.. უბედნიერესები იყვნენ.. თავიდან იყო უძილო ღამეები მაგრამ მალევე შეეჩვივნენ.. ბოლოს ქმრებმა უყურეს ცოლებს და იდეა სესთავაზეს.. „ერთად ვიცხოვროთ-ო“ ისინიც გახარებულები დასთანხმდნენ..ბებიები და ბაბუები სულ თავს დასტრიალებდნენ პაპატა ჭირვვეულ ბავშვებს და სულ ღიმილიანი სახით დადდიოდნენ..



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან თბილი ისტორია იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი mimimimo

სევდიანი გიჟი
ძალიან თბილი ისტორია იყო

მადლობა love

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მარიამ აქაც ყოფილხარ გამიხარდა და ეს ისტორია რომ ძალიან მომწონს იცი love

 


№4 სტუმარი nini

აუუ რა კარგი იყო love

 


№5  offline წევრი mimimimo

gvanciko_gvancunia
მარიამ აქაც ყოფილხარ გამიხარდა და ეს ისტორია რომ ძალიან მომწონს იცი love

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ wink კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ love
nini
აუუ რა კარგი იყო love

დიდი მადლობა საყვარელო love

 


№6  offline წევრი Nate

ძალიან კარგი იყო, შოკოლადი :* გავთბი love

 


№7  offline წევრი mimimimo

Nate
ძალიან კარგი იყო, შოკოლადი :* გავთბი love

მადლობა სიხარულო ^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი იყო მაგრამ ცოოტა მეტ ემოციას ჩავდებდი.

 


№9  offline წევრი mimimimo

terooo
კარგი იყო მაგრამ ცოოტა მეტ ემოციას ჩავდებდი.

მადლობა feel გავითვალისწინებ შემდეგისთვის feel

 


№10  offline წევრი Hela

საყვარლობა იყო

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

ძაან მომეწონაა❤❤ მაგარი იყო❤❤ სახალისოც და თბილიც

 


№12  offline წევრი mimimimo

Hela
საყვარლობა იყო

მადლობა.
სტუმარი ელენე
ძაან მომეწონაა❤❤ მაგარი იყო❤❤ სახალისოც და თბილიც

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent