ვინ თქვა ბედნიერი დასასრული არსებობსო? თავი II
გამარჯობა აი ესეც შემედეგი თავი დიდი იმედი მაქვს რომ კითხულობთ ისეთი რაღაცები მაქვს ჩაფიქრებული ჩემი თავის მიკვირს :დ თუ წაიკითხავთ იმედია არ ინანებთ რადგან მართლა მინდა კარგი მოთხრობა გამოვიდეს და თუ დამანახებთ რომ კითხულობთ ამის სურვილი გამიასმაგდება ახალი ქალაქი,ახალი სახლი,ახალი სკოლა... ეს ყველაფერი ერთად მიასთვის ძალიან ძნელი გადასატანი იყო, მაგრამ რას გააწყობდა... შეჩვევა მოუწევდა. დილით მაღვიძარას საშინელმა ხმამ გააღვიძა და ახალი დღის დაწყება აუწყა. თავი ძლივს წამოწია საწოლიდან, რადგან ღამით თითქმის არ სძინებია. ჩუსტების ფლატუნით გავიდა აბაზანაში და წყალი გადაივლო, შემდეგ სამზარეულოში სწრაფად ისაუზმა და ახალი სკოლის გზას დაადგა. ტრაბახი არასდროს უყვარდა,მაგრამ მართლაც თვალისმომჭრელი გარეგნობა ჰქონდა. ყავისფერი თმა, რომელიც წელს წვდებოდა, ზღვისფერი თვალები, დიდი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი ჰქონდა. ყოველთვის იმსახურებდა ბიჭების ყურადღებას, მაგრამ თვითონ მხოლოდ სწავლა ადარდებდა, როგორც ჩვეულებრივ მეცხრე კლასელ გოგოს. შარვალს არასდროს ატარებდა, მუდამ ფერადი, კოჭებამდე კაბები ეცვა და უნდა ვაღიარო ძალიანაც უხდებოდა. აი, შეაღო ახალი სკოლის კარები და გული აუჩქარდა უცნობი სახეებისა და უცნობი გარემოს დანახვაზე. მეგობრის არ ყოლა არასდროს ადარდებდა, რადგან თათული ჰყავდა, ახლა კი რა უნდა ექნა? ისე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ვითომ სულ არ ნერვიულობდა და კლასის მოძებნა დაიწყო. 1ო წუთიანი სიარულის შემდეგ ძლივს იპოვნა და გაუბედავად შეაღო კარები. როცა უამრავი წყვილი თვალი დაინახა, რომლებიც მას აშტერდებოდნენ ლოყები აუწითლდა. მასწავლებლის მერხთან მჯდარი 40-45 წლის ქალი დაინახა, რომელიც მისკენ მიდიოდა თბილი ღიმილით. -შენ მია ხარ ხომ?-თბილად კითხა ქალმა. მიამ მსუბუქად დაუქნია თავი და ბავშვებს მოავლო თვალი. არც ერთი უმზერდა მეგობრულად ან თბილად. გული შეეკუმშა. ისე უყურებდნენ, როგორც მშიერი ლომი თავის ნადირს. უკვე მიხვდა რაც ელოდა აქ სწავლის პერიოდში. -მიდი აი იქ ბოლოში ფანჯარასთან ადგილია შენთვის-ისევ ისეთი თბილი ხმით უთხრა ქალმა. მია ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი ადგილისკენ. როგორ ვერ იტანდა უკან ჯდომას, მაგრამ რას გააწყობდა. გაკვეთილები ძალიან ნელა გადიოდა, რაც მიას ნერვებზე ცუდად აისახებოდა. მთელი დღე ადგილიდან არ დაძვრულა და არც ვინმე მისულა მასთან დასალაპარაკებლად. აი, თავისუფლების ზარიც გაისმა. მია ნივთების ჩალაგებას შეუდგა და შენობა საჩქაროდ დატოვა. ქუჩას ნელა მიუყვებოდა და ცრემლებმა გაიკვალეს გზა. მთელი დღე ითმენდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო და ტირილი აუტყდა. ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივიდოდა, მართალია დედამისს ადანაშაულებდა ყველაფერში, მაგრამ მაინც არ სურდა თავისი ცრემლებით კიდევ უფრო გაენერვიულებინა. იქვე პარკი დაინახა და სკამეიკაზე ჩამოჯდა. ჯერ კიდევ გუშინ დილით ყველაზე ბედნიერი ადამიანი ეგონა საკუთარი თავი, დღეს კი აღარ იცოდა ამდენი დარდი სად წაეღო. ყველაფერი დაემსხვრა რითაც ამაყობდა. ერთ დღეში შეეჯახა მწარე რეალობას, რაც შიგნიდან ანადგურებდა. ფიქრებში იყო გართული უცნობი რომ მიუახლოვდა: -დახმარება ხომ არ გჭირდება?-ვიღაცის სასიამოვნო ხმა ჩაესმა ყურებში. ნელა ახედა უცნობს და თავისი ტირილისგან დასიებული და ჩაწითლებული თვალები შეანათა. ბიჭი აშკარად შეწუხებული ჩანდა და მიას დახმარება სურდა. -არა, მადლობთ-თავაზიანად უთრა მიამ და წასვლა დააპირა, მაგრამ ამდენი ნერვიულობის ფონზე დასუსტებულმა ორგანიზმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და გოგონამ გონება დაკარგა. ბიჭის სწრაფი რეაქცია რომ არა მია თავს დაარტყამდა და ვინ იცის რა მოუვიდოდა. სუსტი სხეული ხელში აიყვანა და ერთ-ერთი კორპუსისკენ წაიყვანა. მია გონს რომ მოვიდა, ბიჭი თავს დასტრიალებდა და სახეზე წვეთ-წვეთად ასხამდა წყალს. -კიდევ კარგი გონს მოხვედი თორემ უკვე სასწრაფოს გამოძახებას ვაპირებდი.-ნერვიულად უთხრა ბიჭმა და მიას წყლის ჭიქა მიაწოდა.-აჰა,დალიე, აშკარად ძალიან სუსტად ხარ-მზრუნველი ხმით უთხრა ბიჭმა. -სად ვარ?-სუსტი ხმით იკითხა მიამ. -ჩემთან სახლში -დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ახლა კი წავალ. გოგონა ფეხზე წამოდგა, მართალია ოდნავ თავბრუ დაეხვა, მაგრამ არ წაქცეულა. -გაგაცილებ...-დაბნეულმა შეხედა მიას. მია მიუხვდა რა აინტერესებდა ბიჭს და ღიმილით უთხრა: -მია -სასიამოვნოა, მია, მე ალექსანდრე მქვია-ღიმილით მიუგო ბიჭმა. -ნახვამდის. იმედია კიდევ შევხვდებით, ალექსანდრე-ღიმილითვე დაუბრუნა გოგონამ პასუხი და სახლი დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.