სიყვარული მარადიულია 13
შემდეგ იყო კოცნა,ჩახუტება და ვახშმობა.ცოტაც ვილაპარაკეთ და ჩემი სახლისკენ ავიღეთ გეზი.დაახლოებით ნახევარ საათში კი კართან ვიდექით,დემეტრე ცოტას ნერვიულობდა მე კი მეცინებოდა.ბოლოს როცა დემეტრე დამშვიდებულად ვიგულე ზარი დავრეკე.რამდენიმე წუთში კარიც გაიღო და ღიმილიანი დედა შემოგვეგება. - გამარჯობა.-გაიღიმა დემეტრემ. - გამარჯობა შვილო,შემოდით კარში რას დამდგარხართ.-ღიმილითვე დაამთავრა წინადადება.ხმის ამოუღებლად შევედით სახლში და დივანზე დავსხედით.მაგიდაზე რამდენიმე სახის საჭმელი იდო და გემრიელად იმზირებოდა თეფშიდან.ახლახანს მქონდა მიღებული საჭმელი მაგრამ მაინც შემომიტია შიმშილის გრძნობამ.სწრაფად დავტაცე ხელი პიცის დიდ ნაჭერს და პირისკენ გავაქანე. - ერთმანეთი სად გაიცანით?-ღიმილით გვკითხა დედამ. - საავადმყოფოში.-ერთხმად ვუპასუხეთ. - ანუ იცი რომ...კატოს ლეი...ლეიკემია აქვს.-ხმაჩავარდნილმა ძლივს გადააბა სიტყვები.დემეტრეს სახე სევდამ მოიცვა,ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა: - ვიცი,მაგრამ განიკურნება.დარწმუნებული ვარ.-ღიმილით თქვა დემეტრემ. - მჯერა რომ ღმერთი არ გაგვწირავს.-სევდანარევი ღიმილით თქვა დედამ.-ყავას დალევთ? - კი,თუ არ შეწუხდებით.-ღიმილით უთხრა დედას. - ესეიგი კატოსთვის უშაქრო და თქვენ? - მე არ დავლევ,დედა.არ მინდა.-წამოვიყვირე უცებ.არ მინდოდა მეთქვა ორსულობის შესახებ ამიტომ მოვატყუე.-დემეტრე ჩვეულებრივს.ხომ?- დემეტრეს შევხედე. - კი.-ღიმილით თქვა და დედაც სამზარეულოში გავიდა. - ყავა რატომ არ გინდა?-გაიცინა. - დაგავიწყდა რომ ჩვენს ბავშვს ვატარებ მუცლით?-გაბრაზებულმა ვუთხარი. - ყავა არ შეიძლება?- გაკვირვებულმა თქვა. - სულელო,არა.-გამეცინა.მალე დედაც შემოვიდა,ყავა დაუდო დემეტრეს და თვითონაც ჩვენს წინ დაიკავა ადგილი. - არ გკითხავთ რატომ გადაწყვიტეთ ასე მალე დაქორწინება,არ მინდა ზედმეტად ჩავერიო თქვენს ურთიერთობაში.უბრალოდ ბედნიერებას გისურვებთ.იმედია მალე მაღირსებთ შვილიშვილს.-ბოლოს სიცილით დააყოლა და ჩვენც გაგვეღიმა.სუფრას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და ხაჭაპურის დანახვაზე ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,სწრაფად დავავლე ხელი და კუჭისკენ გავაქანე.ამაზეც არ დავჯერდი და ქაბაბიც გადმოვიღე.მერე ალბათ ბავშვიც დავანაყრე და დანაყრებულმა შევხედე გაკვირვებულ დედას და დემეს. - რა? - არაფერი,წყალი ხომ არ გინდა?-გაკვირვებულმა მკითხა დემემ. - რატომ უნდა მინდოდეს? - ამდენი რაღაც შეჭამე ერთად და... - ანუ ბევრს ვჭამ?-აცრემლიანებული თვალებით შევხედე. - არა,უბრალოდ ისე ვთქვი.-გაოცებულმა შემომხედა დემემ. - არა,რაც თქვი ის გინდოდა გეთქვა.-მივხვდი რომ სისულელე წამოვროშე. - მე დაგტოვებთ.-გაკვირვებულმა დაგვტოვა დედამ და სამზარეულოში გავიდა. - რა გჭირს კატო?-შეწუხებულმა მკითხა დემეტრემ. - აბა რომ მითხარი ბევრს ჭამო.-პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი და მხარზე მივადე თავი. - მერე რა,ჩვეულებრივი მოვლენაა ორსულებისთვის.ბევრი უნდა ჭამო რომ აქ ჩვენი ბიჭი დაანაყრო.-მუცელზე დამადო ხელი და ღიმილით თქვა.ჟრუანტელმა დამიარა და გამეღიმა. - საიდან იცი რომ ბიჭია?იქნებ გოგოა? - ჯერ ბიჭი და მერე გოგოსაც მივხედავთ.-ეშმაკურად გაიღიმა და გაიცინა. - თავხედო.-თავში წამოვარტყი ხელი. - უყვარხარ ამ თავხედს.-ღიმილითვე თქვა და მხრებზე მომხვია ხელები. - მეც ძალიან მიყვარს.-ცოტახანი ასე ვიყავით,მერე დედა შემოვიდა და ისევ გავაგრძელეთ ლაპარაკი. - ქორწილი რომელ დარბაზში გადავიხადოთ?-დემეტრემ იკითხა. - დარბაზში არ მინდა.სანაპიროზე მირჩევნია!თან რა კარგი იქნება.-თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე უკვე სანაპიროზე ჩვენი ქორწილი. - კარგი,ისე იყოს როგორც შენ გინდა.-სიცილით თქვა და ლოყაზე მაკოცა.-უცებ ტელეფონზე დაურეკეს,ნომერის წაკითხვისას სახე ეცვალა,ფეხზე წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა. * * * - გისმენ. - სად დაიკარგე?ერთი მდიდარი ტიპი გავჩითეთ,მივდივართ და წამოხვალ?-ტელეფონს მიღმა საშინლად ცივი და შემაშფოთებელი ხმა მოისმა.დემეტრე დაფიქრდა,ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა.ასე უბრალოდ ვერ დატოვებდა მის საქმეს,მაგრამ იქ რომ წასულიყო და კატოს გაეგო,მას დაკარგავდა.თავში ათასი აზრი შემოაწვა,ვეღარ ფიქრობდა,თავგზა აერია.ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა: - წამოვალ! * * * - ვინ იყო დემეტრე?-მომლოდინედ მივაჩერდი. - ჩემი ძველი მეგობარი იყო,რაღაც საქმე ქონდა და.. - კარგი,გასაგებია.-თვალებში ვერ მიყურებდა,ვხვდებოდი რომ მატყუებდა მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ისევ მატყუებდა?ვერ დავიჯერებ რომ ასეთი გულცივია.მეც ვერ გავერკვიე რატომ მომატყუა.მაგრამ აუცილებლად გავიგებდი.მე ხომ ადვოკატი ვარ,არ დავუშვებ რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანიც დანაშაულის გამო არ დაისაჯოს.ყველაფერს გავარკვევ,ჩემს მომავალ შვილს გეფიცებით! - მე წავალ.ყველაფრისთვის დიდი მადლობა,ქალბატონო ნანა.-ღიმილით უთხრა დედაჩემს და მოეხვია. - ნახვამდის შვილო,მიხარია რომ გაგიცანი.-დედაც ღიმილით შემოიფარგლა და კარებამდე გამოგვყვა. - დე,მე ჩავაცილებ დემეტრეს და ამოვალ.-ღიმილით ვუთხარი და კიბეებზე ჩასვლა ერთად განვაგრძეთ მე და დემემ. - დემე,რამეს ხომ არ მიმალავ?ძალიან გთხოვ,შენ თვითონ მითხარი.არ მინდა რამე სხვისგან მოვისმინო,გთხოვ დემე მითხარი თუ რამეს მიმალავ.-მის სახეზე დაბნეულობა დავინახე,ვფიქრობდი რომ რამეს მეტყოდა მაგრამ... - არა კატო რა სისულელეა.-გაიცინა.-რამე თუ მოხდება აუცილებლად გეტყვი.-ღიმილით დააყოლა და შუბლზე მაკოცა.ღრმად ამოვისუნთქე,მივხვდი რომ მატყუებდა.ცრემლები მომერია,სწრაფად დავემშვიდობე და კიბეები ავირბინე.კარებთან სახე დავიმშვიდე და ისე შევედი.დედამ მისი შთაბეჭდილება მომიყვა დემეტრეზე,აშკარად ძალიან მოეწონა.მერე კი ოთახში შევედი და ფიქრი დავიწყე.რას მატყუებდა დემეტრე?იქნებ საერთოდაც არ მატყუებდა და ეს უბრალოდ ეჭვები იყო?თუმცა ეჭვებიც ხომ რაღაც საფუძველზე იქმნება.ღრმად ამოვისუნთქე და თანამშრომელის ნომერი ავკრიფე ტელეფონზე.მალე გაისმა მისი ხმაც. - გისმენთ. - გამარჯობა ბატონო ლაშა,ბოდიშით რომ გაწუხებთ.ხომ არ მოგაცდინეთ?-თავაზიანად ვკითხე. - არა,გისმენ კატო. - ძალიან გთხოვთ ახლა რასაც გეტყვით შემისრულეთ,მთელი გულით გთხოვთ. - რა ხდება?-გაკვირვება დაეტყო ხმაში. - ნომერს გეტყვით და გთხოვთ ყოველი ზარი მომასმენინეთ და წერილების ქსეროქსიც გამიკეთეთ.ძალიან გთხოვთ,რომ არ მჭირდებოდეს არ გთხოვდით. - კატო,ხომ იცი რომ არ შეიძლება ასე უბრალოდ სხვისი ნომრის გაკონტროლება ან მისი ზარების ამოღება? - გთხოვთ...-უკვე ტირილის პირას ვიყავი მისული.ლაშამ ერთხელ ამოისუნთქა და მითხრა: - კარგი,ხვალ მზად იქნება. - ძალიან დიდი მადლობა! თქვენს ამაგს ვერასდროს გადავიხდი.-ღიმილით ვთქვი და ზარიც გავთიშე. - დემეტრე,იმედია არაფერს მიმალავ..იმედია...-თვალებდახუჭულმა ვთქვი და ძილის სამყაროში გადავეშვი.შუა ღამეს შიმშილმა გამომაღვიძა,სამზარეულოში გავედი და თეფშზე რამდენიმე პიცის და ხაჭაპურის ნაჭერი დავიდე.მაცივარი გამოვაღე,რამდენიმე ფორთოხალი გამოვიღე,უჯრიდან დანაც და შუაზე გავჭერი.მერე დავწურე და ჭიქაში ჩავისხი.შაქარიც დავამატე და ყველაფერი ლანგარზე დავაწყე.ოთახში სწრაფად შევედი და საწოლზე დავწექი.ტელეფონი ავიღე,დემეტრესგან იყო რამდენიმე ზარი და წერილი.სწრაფად გავხსენი და კითხვა დავიწყე. - გირეკავ მაგრამ არ მპასუხობ,ალბათ დაგეძინა.იცოდე მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს არ დამივიწყო..რაც არ უნდა გაიგო,არ შემიძულო გთხოვ...-ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი.სწრაფად დავუბრუნე წერილი და ჭამა დავიწყე.ყველაფერი მაინც ვერ შევჭამედა სამზარეულოში დავაბრუნე.საწოლში დაბრუნებულს კი მალევე ჩამეძინა. როცა გავიღვიძე მაშინვე ტელეფონს დავსტაცე ხელი და დემეტრეს დავურეკე. -აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან,გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებით.-ოპერატორის ხმა გავიგე და ხელები ამიკანკალდა.თანდათან ჩემს ეჭვებში ვრწმუნდებოდი.კიდევ რამდენიმეჯერ ვცადე დარეკვა თუმცა გათიშული ქონდა.სწრაფად ავდექი,ხელ-პირი დავიბანე,ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.რაც მომხვდა ხელში,შევჭამე და სწრაფად გავედი სახლიდან ჩანთით. - ბატონო ლაშა გამარჯობა.მზად არის რაც გითხარით?-ლაშას დავურეკე და პასუხის მოლოდინში გავინაბე. - კი,მზად არის.შეგიძლია მოხვიდე.-ღრმად ამოვისუნთქე მანქანაში ჩავჯექი და სამსახურში წავედი.სწრაფად ავირბინე კიბეები და ლაშას კაბინეტში შევედი.ოთახში მარტო დამტოვა და მეც სწრაფად ჩავრთე გუშინ შემოსულიი ზარები.რამდენიმე იყო მხოლოდ.იმ დროს დანარეკს ვეძებდი,ჩემთან რომ იყო.ვნახე და სწრაფად ჩავრთე. - სად დაიკარგე?ერთი მდიდარი ტიპი გავჩითეთ,მივდივართ და წამოხვალ? - წამოვალ!-თვალები მაგრად დავხუჭე ,ნიკაპი ამიცახცახდა,თვალები ცრემლებით ამევსო და მალე გაიკვლიეს გზა ღაწვებზეც.საშინლად მომექცა,უკვე ყველაფერს მივხვდი.ესეიგი კრიმინალია?ცრემლები უფრო მომაწვა.რატომ მიმალავდა?რომ ეთქვა იქნებ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.იქნებ ვაპატიებდი.იქნებ... სწრაფად დავუძახე ლაშას და ისიც შემოვიდა.ლაშა გამომძიებელია და ახლა ის ყველაზე მეტად გამომადგებოდა.დამნაშავეა დემეტრე?დაისჯება! - ბატონო ლაშა ყველაფერი გაარკვიეთ დემეტრე ყიფშიძეზე,ახლავე გაარკვიეთ მისი ადგილმდებარეობა.დამნაშავეა. - ასეთი მბრძანებლური ტონი რატომ?უდანაშაულო რომ იყოს?ტყუილად დავიჭიროთ?-გაკვირვებულმა თქვა.-დაამტკიცე მისი დანაშაული. - აი ამას მოუსმინეთ.-სწრაფად მივირბინე კომპიუტერთან და ხმოვანი ჩავრთე,თვალები დავხუჭე და ლაშას სიტყვებს დაველოდე.თქვენ დამადანაშაულებთ,ალბათ იმიტომ რომ სიყვარული გგონიათ ყველაზე მთავარი.არა,ცდებით!რაც არ უნდა გიყვარდეთ,თუ დამნაშვეა უნდა დაისაჯოს.მსხვერპლის ადგილას წარმოიდგინეთ თავი და მიხვდებით... - კარგი,ახლავე გავაფრთხილებ ბიჭებს.ნინისთან შედი და უთხარი გაარკვიოს დემეტრე ყიფშიძის ადგილმდებარეობა.-ლაშას ნათქვამი შევასრულე და რამდენიმე წუთში ნინის პასუხსაც დაველოდე.ბევრი იწვალა და ბოლოს როგორმე დაადგინა მისამართი.ყველანი შევიკრიბეთ და ორ მანქანაში გადავნაწილდით.ჰო,მეც მივდიოდი.ბევრჯერ ვთხოვე ლაშას და დავითანხმე. რამდენიმე წუთში ადგილზე ვიყავით,შორიდან ვხედავდით შავნიღბიან მამაკაცებს,რომლებიდანაც ერთ-ერთი ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო.ხო,ყოფილიყო.ვერც ჩემი ძლიერი სიყვარული აღუდგებოდა სამართალს წინ.ეს უკვე კარგად მქონდა გამჯდარი თავში.მათკენ ნელა წავედით.აშკარად ,,მსხვერპლის“ გამოჩენას ელოდნენ რომ ემოქმედათ.ის კი იგვიანებდა,რა თქმა უნდა დააგვიანებდა.ლაშამ გაარკვია ვინ უნდა გაეძარცვათ და გააფრთხილა.ნელა მივუახლოვდით მათ და სამწუხაროდ ერთ-ერთმა შემამჩნია.სწრაფად ავეფარე კედელს.თვალები ამიცრემლიანდა,რომ მოვდიოდი ბავშვზე საერთოდ არ მიფიქრია.რამე რომ დაემართოს რა ვქნა?ღმერთო არ გამწირო,გთხოვ.ამასობაში ცეცხლიც გაუხსნიათ,ყველაფერი ჩემი ბრალია.ჩემიანები გამუდმებით ყვიროდნენ დააგდეთ იარაღიო თუმცა...თუმცა... იარაღი მოვიმარჯვე და გაბედულად შევუერთდი ჩემიანებს.რამდენიმეჯერ ვისროლე ტყვია და ერთ-ერთს მხარში მოხვდა.გამეღიმა და თვალები დავხუჭე.ამასობაში კი ერთ-ერთმა ნიღბიანმა ისარგებლა და ტყვია ჩემი მიმართულებით ისროლა.საშინელი ტკივილი ვიგრძენი,მერე კი ყველაფერი სიშავემ მოიცვა... ბოდიში ამდენი ხანი რომ დავიგვიანე.ყველა თქვენგანს უღრმესი მადლობა კომენტარისთვის.კიდევ ერთხელ გეუბნებით ბოდიშს,ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ახალი თავი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.