უდანაშაულო სიყვარული (თავი 4)
ზოგჯერ ხდება ისე რომ, რაღაც მომენტში ყველაფერი იცვლება. იცვლება დამოკიდებულება გარკვეულ საკითხებთან, საუბართან, ადამიანებთან. ვეკედლებით და ვენდობით ადამიანებს, მიუხედავად იმისა ,რომ ვიცით ეს არასწორია. ნდობა ყველაზე სათუთი რამაა, შემდეგ მოდის სიყვარული.. და მიუხედავად ტვინისა ,რომელიც ყოველი უჯრედით ცდილობს შეწინააღმდეგებას, გული ხელებგაშლილი იღებს სტუმარ სიყვარულს, დაუკითხავად, შეიძლება თუ არა ეს, სწორია თუ არა ეს, და უდანაშაულო თუა სიყვარული.. თუმცა საბოლოოდ მაინც იმ დასკვამდე მივდივართ ,რომ ყველა ტკივილის მიუხედავად სიყვარული ყოველთვის უდანაშაულოა, დამნაშავე ჩვენ ვართ, ადამიანები. თავი 4 * თეთრ მარმარილოს მაგიდაზე ფულის დასტას დებს,მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რა ფასადაც დაუჯდება. ეხლა აღარ ტირის, ახლა მოქმედებს! თუმცა ოდნავადაც არ ფიქრობს იმაზე, ვის როგორ ეტკინება, ერთი გასროლით ყველას აყენებს ტკივილს,წამითაც არ შესცოდებია იატაკზე სისხლის გუბეში გაწოლილი მოსამსახურე, ერთადერთი რაზეც იმწამს ფიქრობდა,როგრ დაეძვრინა თავი ის იყო. არადა აწყობდა კიდეც ეს სიტუაცია, მართალია არ იცოდა მოსამსახურის ორსულობის შესახებ, თუმცა რომ სცოდნოდა ალბათ ისევ ასე, ცივსისხლიანად მოექცეოდა. უგონოდ მყოფი საავადმყოფოში მოიყვანა, ვინ იცის გადარჩება თუ არა ნატა, ის კი ზის მთავარი ექიმის კაბინეტში, ოდნავ გაჭაღარავებული ქალი დასჩერებია მაგიდაზე დადებულ ფულის დასტას და ცინიკური ღიმილი ეპარება ტუჩებში. -იტყვით,რომ აბორტი მოითხოვა. -თუ ალაპარაკდა? ხმის კანკალით ეკითხება ექიმი -არაფერს არ იტყვის. ხმამაღლა იცინის და კაბინეტს ტოვებს. ფულს სეიფში მალავს ექიმი და დაზარალებულის მობილურს ათამაშებს ხელში, ზარი გადის.. -ნატა, სად ხარ რატომ დაგაგვიანდა, დანიელმა ამიფეთქა მობილური. ანიკას ანერვიულებული ხმა გაისმა. -გამარჯობათ, ნატა ახლა ჩვენთან საავადმყოფოშია, მთხოვა თქვენთან დამერეკა და გამეფრთხილებინეთ. დამაჯერებლად ცრუობს ექიმი. -საავადმყოფოში? რა უნდა, რაა? როგორაა. ენა ებმის ანიკას. -კარგადაა ნუ ნერვიულობთ, შეტყობინებით გადმოგიგზავნით მისამართს და მობრძანდით. შემდეგ გამაყრუებელი "ტუ, ტუ,ტუ". * გიჟივით მორბის კოლიდორში. -სად მიდიხართ ახალგაზრადა. ჭაღარათმიანი ქალი აჩერებს დანიელს და მის უკან მომავალ ანიკას მეგობრებითურთ. -ჩვენ ნატასთან ვართ, თქვენ გესაუბრეთ მემგონი მობილურზე/. თითების მტვრევით ამოისლუკუნა ანიკამ და ომოს მოხვეულ ხელს ჩაეჭიდა. -შეიძლება ცალკე გელაპარაკოთ? შეძრწუნებული დანიელი უკან მიჰყვება ქალბატონს კაბინეტისკენ. -რა ხდება, როგორაა ნატა. რა სჭირს. ხმამაღლა სუნთქავს დანიელი. -გოგონა კარგად არის, ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, ახლა ასე ერთიანად ნუ შეხვალთ, ცოტა სიმშვიდე სჭირდება , ყველაფრის გაანალიზება ალბათ. წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და მაგიდასთან ჩამოჯდა. -რა ოპერაცია, ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობთ. მოთმინების ფიალა ევსებოდა დანიელს. -როგორთუ ვერ ხვდებით, აბორტი წარმატებით ჩატარდა, ასე ,რომ ნუ ნერვიულობთ, მომავალს საფრთხე არ ემოქრება, კიდევ უამრავი შვილის გაჩენას შეძლებს. მერე აღარფერი გაუგია დანიელს, გამაყრუებელი სიჩუმე დაუგუბდა ყურებში, გონება გაეთიშა კიდევაც წამით, რეალობის შეგრძნებაც დაკარგა,არც ფიქრობდა და თითქოს აღარც სუნთქავდა. * თვალებს ძლივს დაატანა ძალა ,რომ გაეხილა. თუმცა მკვდრებში უფრო თვლიდა თავს ვიდრე ცოცხლებში, სხეულის არცერთ ნაწილს ვერ გრძნობდა, სუნთქვაც უჭირდა, ყოველი ამოსუნთქვისას მუცელი ეძიძგნებოდა, ჯერ ვერც გაეანალიზებინა რა მოხდა, თუმცა ნათლად კი ახსოვდა ყველაფერი ,მაგრამ დაჟინებით ისმევდა თითებს მუცელზე და სტკიოდა, არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად, ვერაფერს ვეღარ გრძნობდა სიცარიელის გარდა.. დალანდულში პალატა ამოიცნო, როგორ მოხვდა აქ, ვინ მოიყვანა? ან რა დაემართა მის ციცქნა არსებას, რომელსაც ასე ევედრებოდა დარჩენას. სიჩუმე გულს უჯიჯგნიდა, აწითლებული თვალებიდან მდინარესავით სდიოდა ცრემლები, თუმცა იმასაცა ვერ გრძნობდა როგორ ეწვოდა თვალები. მერე მოგუდული ყვირილის ხმა გაისმო, საკეტის ჩხრაკუნი, მთელი ძალით მიჯახუნებული კარი და მხრებში ჩაფრენილი დანიელი. -რა გააკეთე, როგორ გაბედე, ნატა შემომხედე. შემომხედე მეთქი გოგო. მხეცივით მძვინვარებდა, ყმუილის მაგვარ ხმას უშვებდა, ურცხვად სდიოდნენ თვალებიდან ცრემლები, ასე არასდროს სტკენია არაფერი, ასე ეგონა მიწაზე გათელეს, არადა ვერ იჯერებდა , ახლა რომ ეთქვა ნატას ჩემი ბრალი არ არის, მაგრად ჩაიხუტებდა გულში, უსიტყვოდ დაუჯერებდა, მაგრამ გულს უკლავდა ქალის აწითლებული თვალები და არცერთი სიტყვა, არცერთი თავის გამართლება. -მითხარი ჩემო სიყვარულო, მითხარი რომ არაფერი გიქნია, ხმა ამოიღე ნატა. პატარა ბავშვივით თიროდა და სახეზე ეფერებოდა დაუცველად მწოლიარე ქალს, რომელსაც ახლა ალბათ ყველაზე მეტად სტკიოდა, ალბათ კი არა ასეც იყო, ასე ეგონა მიწა ინგრეოდა და ჩამონგრეულ ქვებში რჩებოდა. -მაპატიე დანიელ.. ორ სიტყვას სულიც ამოაყოლა. მერე უჰაერობა იგრძნო, ხმა არ ამოუღია, სუნთქვა შეკრა იმ იმედით,რომ ამ წამსვე დამთვარდებოდა ყველაფერი,სუნთქვაც კი სტკიოდა, იმის გაცნობიერება ,რომ არსება რომელიც 9 თვე მუცლით უნდა ეტარებინა ახლა აღარ იყო კლავდა. კლავდა ყველაფერი და მითუმეტეს დანიელის სიტყვები. "რა გააკეთე, მითხარი რომ არაფერი გიქნია" ყველაფერი უცებ გაანალიზა და იმ წამს ამჯობინა ,რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, სულელივით ამოაყოლა გულს ორი საბედისწერო სიტყვა, ორი სხვაგვარად ნათქვამი და სულ სხვანაირად გაგებული სიტყვა. -შენ ამას ვერ იზავდი, თქვი ,გთხოვ ნატა ტქვი რომ არ გიქნია, არ მჯერა .. ნატა ამოიღე ხმა გეხვეწები. ასლუკუნებული ანიკა მის საწოლტან იხრება და ცრემლებს სწმენდს დაქალს. -არ იტირო ნატა, მე შენთან ვარ და იცოდე, წამით არ შემიტანია შენში ეჭვი. დაბალ ხმაზე ჩურჩულებს და დაქალაის განადგურებულ მზერას ,რომ აწყდება ვერც თვითონ იკავებს ცრემლებს. -უთხარი წავიდეს. ხმადაბლა ჩურჩულებს და თავს კედლისკენ აბრუნებს, იცის რომ ყველაზე დიდ დარტყმას ისევ თვითონ აყენებს მამაკცს, თუმცა იმასაც ვერ იჯერებს როგორ იფიქრა დანიელმა ასეთი, ყველაფერი ხომ ნათლად ჩანდა ნატას თვალებში, რატომ არ შეხედა თვალებში და არ დაუჯერა უსიტყვოდ. -საშინელი ადამიანი ხარ ! უბრალოდ უნდა დაგეჯერებინა ჩემი სიყვარულის, შენ არ გქონდა უფლება უჩემოდ მიგეღო ეს გადაწყვეტილება გესმის ? მეზიზღები ნატა! მერე საშინელი ხმაური ესმის, სკამი ოთახის ბოლოში იმტვრევა და ბოლოს ყველაფერს ისევ საშინელი სიჩუმე იმონებს. * უკვე ვეღარც ტკივილს გრძნობს და ვეღარც დასიებულ თვალებს, გულში მისტირის დაკარგულ შვილს, პალატაშიი აპარატის მოწიკწიკე ხმა ისმის და ზოგჯერ ასლუკუნებული ანიკას ბგერები. ღამის 12 საათი სრულდება. სავარძელზე მიგდებული მობილური გაბმულად ზმოუის. -ბებიაშენია. ხმის კანკალით ეუბნება და ნატასკენ მიაქვს მობილური. ქალბატონი ლიდია და ანიკა, მხოლოდ მათგამო ღირს სიცოცხლე. ძალას იკრებს და ცდილობს რაც შეიძლება ლაღად უპასუხოს. -ხო ბეე. ხმის იოგებს მაქსიმალურად ძაბავს , ტირილი რომ არ დაეტყოს. -ნატა შვილო, ნელი დეიდა ვარ.. ყურმილს იქით მეზობლის ორმაგად აკნკალებული ხმა ისმის. -ქალბატონო ნელი, რა მოხდა.. სადაა ბებიაჩემი, რა სჭირს, ხომ კარგადაა. ქალბატონო ნელი ხმა ამოიღეთ. -მაპატიე ნატა.. შვილო, ჯობია მოხვიდე სახლში, ბებიაშენი.. ლიდია გარდაიცვალა. * * საფლავის ქვასთან შავებში ჩაცმული გოგო ზის, თვალების უპეები სულ ჩაშავებია,გვერდით მდგომი ნეკნებსაც კი დაითვლის მის საშინლად გამხდარ ზურგზე. -მაპატიე, არასდროს მითქვამს ,რომ მინდოდა ჩემი შვილებიც შენ გაგეზარდა, ალბათ,რომ გცოდნოდა ორსულად ვიყავი ბევრად უფრო ბედნიერი წახვიდოდი, მაპატიე ,რომ მოგაკელი ეს ბედნიერება ბებია.. მაპატიე, იმიტომ რომ უნდა წავიდე, უნდა გავქიცე, სხვა არაფერი დამრჩენია. მაპატიე თუ შენს საფლავს ბალახი დაფარავს, არვიცი რამდენიხნით მივდივარ, მაგრამ ჩამოვალ, მხოლოდ იმისთვის რომ შენს სურათს მტვერი ჩამოვაშორო, რომ ისევ უწინდებურად ლამაზი დაგინახო. ვიცი შენსავით ვერავინ ვეღარ გამიკეთებს კატლეტებს და ყოველ დილით ვერავინ დამტუქსავს რომ საწამლავები არ უნდა ვჭამო, ერთადერთი ვიონც დამრჩა მხოლოდ ანიკაა, აღარც დანიელი მყავს, ხო.. მე ის დავკარგე და მან მე დამკარგა.. ასე ჯობია, წავალ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ყველასგან და ყველაფრისგან შორს, სადაც არც დანიელი იქნება და არც არავინ ჩემი წარსულიდან ანიკას გარდა, არ ინერვიულო ჩემზე, ანიკა სულ ჩემთანა წამით არ მტოვებს მარტოს, ხომ იცი სადაც არ უნდა ვიყო, სულ მემახსოვრები, შენ ჩემს გულში ცხოვრობ ქალბატონო ლიდია. მშვიდობით... -დაემშვიდობე? აწყლიანებული თვალებით მისჩერებია ნატას ანიკა, საპასუხოდ დაქალი თავს უქნევს და ტაქსში ჯდება. -ესეც ასე.. ნახვამდის საქართველო. ღრმად ისრუტავს სამშობლოს ჰაერს და უკან მოუხედავად ტოვებს ქვეყანას. * ამერიკა იმაზე უფრო სტუმართმოყვარე აღმოჩნდა ვიდრე დაქალები ელოდნენ,ნიუ იორკმა დიდი სიყვარულით მიიღო სტუმრები, პირველი დღეები ყველაზე იაფიან ჰოსტელში იძინებდნენ. შემდეგ ბარში დაიწყეს მუშაობა, ნატა ჭურჭლებს რეცხავდა საათში 15 $ , ანიკა მიმტანი იყო, საათში 20$, შემდეგ სალხიც იქირავეს და როგორღაც აყვნენ ამერიკის ცხოვრების რითმს. -ხომ იცი ,რომ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე, ვიცი ახლა ძნელია შენთვის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უფრო გეტკინება თუ ყველაფერს შენში შეინახავ. -ყველაფერი კარგადაა ანიკა. მადლობა რომ ჩემთან ხარ. -რას ამბობ, ჯერ ალპებში უნდა წაგიყვანო, მადლობა მერე მითხარი. გადაიკისკის და ნატას ლოყაზე აკოცა. -ალპებში წასვლამდე მაღაზიაში წავიდეთ თორემ საჭმელი არაფერი გვაქვს. სახე დამანჭა ნატამ და ფეხები ბოტებში ჩაყო. ქურთუკები მოიცვეს და ბინის მოპირდაპირე მხარეს ახალ მარკეტში შევიდნენ. ანიკამ ეტლი გამოაქანავა -ჩაჯექი გავიხსენოთ ბავშვობა. -სირცხვილია ანიკა. თვალებგაშტერებულმა შეხედა გაგიჟებულ დაქალს და გვერდი აუარაა. ანიკა ეტლზე შეხტა და ღიმილიანი სახით ცაუქროლა დაქალს, სამწუხაროდ მიმართულება არსწორად აიღო და ეტლით ვიღაცას შეასკდა. -უკაცრავად. ხელები მაღლა ასწია ნატამ და ანიკასკენ დაიხარა წამოსაყენებლად, რომელსაც სიცილისგან მუცელი ასტკიებოდა და ორივე ხელით ეჭიდებოდა საპასუხოდ ანიკამ მკლავზე დაქაჩა და დაქალიც ძირს გააწვინა, ახლა ორივე იციანია, ორი გიჟი , როგორ შეიძელბა ასეთი დაბდურა იყო, მამაკცს შეეჯახო და ტანაც ბოდიშიც არ მოუხადო, არადა როგორი გაკვირვებული თვალებით უყურება ეს მამაკციცი, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს ამერიკელს, უფრო კავკასიური შეხედულება აქვს. საკმაოდ სიმპათიურია ჩემი თვალსაზრისით, ვნახოთ რას იტყვიან თეთრ მეთლახზე გაწოლილი გოგოები როდესაც მორჩებიან სიცილს და წარბებაწკეპილ მამაკცს მიაქცევენ ყურადღებას. თითქოს ყველაფერი ჩვეულ რითმს უბრუნდება, ძველებური ნატაც ბრუნდება, მაგრამ არა! ეს ნიღაბია, რომ, არ აჩვენოს ტკივილი,რომელსაც ასე ღმრად მალავს გულის სიღრმეში და ვატყობ ერთხელ საშინლად ამოხეტქავს ყველაფერი ერთად, მერე უფრო მტკივნეული იქნება. სიცილის ბოლო ფაზიდან მამაკცის ჩახველებას გამოჰყავს იატაკზე გაწოლილი გოგოები, და დაფეთიანებულები დგებიან , დასჯილი ბავშვებივით, თან ტანსაცმელებს ისწორებენ. -i'm so sorry, what can i do for you. ანიკა ცდილობს ხელებით აუხსნას სიტუაცია. ნატას სიცილი დააკლდა და ნელ ნელა სიცილის ბგერები ეპარება. -ქართველები ხართ? ქართული სიტყვები რომ ესმისთ გაოცებისგან პირს აღებენ. -გაბრიელ. უკნიდან მასსავით მარალი და ახოვანი მამაკცი უახლოვდება. -hello girls. გატეხილი ინტონაციით ეუბნება ახლადმოსული მამაკცი გოგოებს და წარბებს ათამაშებს. -ბოდიშით, ცოტა ვიმაიმუნეთ. შეწუხებული სახით უთხრა ნატამ და ანიკას ხელი ჩაჰკიდა წასასვლელად. -მოიცადე სირცხვილია. ჩურჩულებს ანიკა და ადგილს უბრუნდება. -თუ ვახშამზე დაგვეწვევით , დავივიწყებ ყველაფერს. ჩამჭრელ წინადადებას ახმოვანებს გაბრიელი და ოდნავ შეპარული ღიმილით უყურებს ნატას. ესეც მეოთხე, <3 აბა როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.