შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (28) ნაწილი (2)


8-02-2016, 20:02
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 869

რა არის სიყვარული? სიყვარული გულში განცდილი ტკბილი ტკივილია,რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს,გვაჯადობს და თავის ფერებში გვაცხოვრებს.იმდენად ძლიერი და ლამაზია,რომ როგორც არ უნდა მოინდომონ შენთვის მისი დამახინჯება მაინც არაფერი გამოუვათ. ეს გრძნობაა,რომელიც შიგნიდან გწვავს,არ აქვს მნიშვნელობა ორმხრივია თუ არა ის,მაინც ბედნიერე ხარ იმით რომ ის არსებობს.საყვარელი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ და მისი ბედნიერება გაბედნიერებს. ვუყურებდი როგორ მშვიდად ეძინა ჩემს კალთაში ამ "საძაგელ" არსებას და მეღიმებოდა,ხელს რითმულად ვუსმევდი ხოტორა თავზე. მშვიდად ეძინა,ეტყობოდა რომ დიდი ხანია არ სძინებია. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის,რომ ისევ იმ ალეკოდ მექცია,რომელიც შემიყვარდა,თუმცა ვიცოდი ამის გაკეთება არცისე ადვილი იქნებოდა. ჩემს წელზე მარწუხებვით შემოეჭდო ხელები,გეგონებოდათ სადმე გავრბოდი,ფეხები დამიბუჟდა,თუმცა მის გაღვიძებას არ ვაპირებდი. ცოტახანში მისმა ტელეფონმაც დარეკა
-გისმენ ლადო-დაბალ ხმაზე ვუპასუხე
-ნია? სადაა ალეკო?
-ძინავს,სახლში ვარ მასთან
-აუ რა მაგარია ტო,კიდე კაი.მანდ იყავი მე და გიგა მოვალთ
20 წუთში ბიებიც მოვიდნენ,გავაფრთხილე ჩუმად ყოფილიყვნენ,ისინიც უსიტყვოდ დამემორჩილნენ და გვერდზე მომიჯდნენ.
-დიდხანს უნდა ვისხდეთ ასე ჩუმად?-დაბალ ხმაზე მკითხა ლადომ
-ჰო,სანამ არ გაიღვიძებს-მეც იგივე ტონით ვუპასუხე
-კარგი რა,ამას რა გააღვიძებს შენს კალთაში ძინავს
ჩვენდაგასახარად თვალები ჭყიტა დანელიამ,ისე გაგვიხარდა სიხარულით ტაში შემოვკარი
-რამ გაგახარათ-გაეცინა მასაც თუმცა თავი არ აუწევია
-იქნება და იკადრო და წამოეგდო,ეტკინა გოგოს ფეხები-უთხრა გიგამ
-აუ ნია,ბოდიში რა,ვერ გამაღვიძე?-წამოდგა და თავი მოიქექა
-არაუშავს,ეგ არაფერი,როგორ ხარ შენ?
-ძაან მაგრად შენს თავს გეფიცები,მადლობა რო არ წახვედი
-დაგპირდი და გავაკეთებ კიდეც აკო,ხვალ ექიმთან წავიდეთ
-ექიმთან რა გვინდა?
-ანალიზებს აგიღებენ,ორგანიზმს გაგიწმენდენ
-არ მინდა ნინომ გაიგოს
-არაა აუცილებელი მან გაიგოს,მე და შენ წავალთ
-წავიდეთ,ოღონდ ხვალ არა,ზეგ წავიდეთ
-ზეგ რატომ?
-ხვალ რაღაც საქმე მაქვს-ბიჭებს გადახედა
-კარგი,იცოდე არსად გახვიდე,სახლში დახვდი ნინოს
-არა შენ თავს გეფიცები,ხო დაგპირდი,ხოდა ვსიო
-დიდი იმედი მაქვს
-რო მიხვალ დამირეკე
გადავკოცნე და ბიჭებთან ერთად დავტოვე აკოს სახლი. ბევრი ვილაპარაკეთ თუ როგორ უნდა გვეშველა მისთვის.სახლში გადაღილი დავბრუნდი,დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი,როგორ შევძლებდი მის გვერდით ყოფნას? ნუ სხვა გზა არ მქონდა.გვიანი იყო რომ დავურეკე
-სად ხარ აკო?
-სახლში ვარ,შენ სად ხარ?
-სად ვიქნები,სახლში ვარ მეც,როგორ გრძნობ თავს
-საშინლად,მარა იმენა ყველანაირად ვცდილობ რო გავუძლო,ხვალ მნახავ?
-ხვალ ვმუშაობ აკო,თუმცა ვთხოვ მენეჯერს 1 საათით გამომიშვას,იცოდე სახლში დამხვდი
-კი,კი აბა რას ვიზამ,რა მოვამზადებინო ნინოს?
-არაფერი რა უნდ ამოამზადებინო-გამეცინა
-ქათმის სალათს გავაკეთებინებ,ვიცი რო გიყვარს-მასაც გაეცინა
-კარგი რა რადროს ეგაა,ზეგ მივდივართ იცოდე ექიმთან
-კი,კი უეჭველი.
-კარგი მიდი ახლა დაიძინე გვიანია უკვე
-მიყვარხარ
არაფერი ვუპასუხე ისე გავუთიშე.დილით ძლივს ავეწიწკნე საწოლს და სამსახურში წავედი.მენეჯერს ვთხოვე 1 საათით გავენთავისუფლებინე,მანაც უარი არ მითხრა.გამიმართლა აკო აქვე ახლოს ცხოვრობდა მესამე ქუჩის გასწვრივ. ვცქმუტავდი სანამ მასთან წავიდოდი. ფორმა არ გამომიცვლია,დუტი მოვიცვი,ფეხზე შუზები ამოვიცვი და აკოსთან წავედი,საშინლად ციოდა,ყინავდა,აკანკალებულმა დავრეკე ზარი,გახარებულმა გამიღო კარები
-მოდი,მოდი ნია-ხელი მტაცა და შიგნით შემათრია
-რას შვები აბა?-ირგვლივ მიმოვიხედე
-არაფერს ვაბშე,შენ გელოდებოდი დილიდან-გამიღიმა
-ხელებზე რა გჭირს?-გადაყვლეფილი ჰქონდა სულ თითები
-არ ვიცი რა დამემართა,მექავება სულ
-მაჩვენე-დავხედე და მივხვდი,რომ ეს "ლომკის" ბრალი იყო,რაღაც ჩამწყდა,ისე ძალიან მეტკინა გული რომ თავი ძლივს შევიკავე კივილი რომ არ მომერთო-არაფერია,ხვალ მივალთ დერმატოლოგთანაც და მალამოს დაგინიშნავს,მოგირჩება-მოვეფერე თითებზე და გავუღიმე
-ჩემი ანგელოზი ხარ შენ! ყოველთვის გაგიმეორებ ამას,ასეთი კარგი და კეთილი როგორ ხარ? იმის მერე რაც მე გაგიკეთე ბევრი შენს ადგილას ზედ არ შემომხედავდა და შენ ასე მეხმარები,როგორ ვნანობ ყველაფერს აზრზე არახარ
-მაგაზე ნუ იფიქრებ,წარსულს აღარ შევეხოთ,ახლა მთავარია ყველაფერი დაალაგო და ისევ არ აირიო.მე მჯერა,რომ ამას შეძლებ
-შენ როცა გიყურებ სიცოცხლე მიხარია შენს თავს გეფიცები-ხელები დამიკოცნა-ხო გშია? ქათმის სალათა გააკეთა ნინომ-გაეცინა
-ვაიმე რა დებილი ხარ-მეც გამეცინა-კი მშია-თავი დავუქნიე
მართლაც გემრიელი სალათი გაუკეთებია ჩემს პოტენციურ დედამთილს.აშკარად კარგი ხელი აქვს.
-მოგეწონა?
-ძალიან!-გავეკრიჭე
-ვუაიმე ჩემი გოგო-მომვარდა მოულოდნელად და ძვლების ატკიებამდე მომეხვია.
-გამჭ....ტ ალეკო,ცოტა ნელა-გამეცინა
-აუ,ძაან გაგ*ტრაკებენ ცოტა გვიან რო მიხვიდე?
-კი ძაან გაატრ*კებს მენეჯერი-სიცილით ვუპასუხე-ხვალ დილით მზად იყავი,დაგირეკავ და ავერსის კლინიკაში წავიდეთ
-კარგი ბოს!-მასაც გაეცინა
დარჩენილი წუთები მასთან ლაპარაკში გავატარე,ვხედავდი როგორ დადებითად ვმოქმედებდი მასზე,სასწაული შეგრძნებაა როცა ვიღაცას სიცოცხლის ხალისს უბრუნებ და უფსკრულიდან ამოსვლაში ეხმარები. გამომაცილა,კაფეში რომ დავბრუნდი წყალბურთელები დამხვდნენ,რა საქმურები არიან ყოველ დღე აქ რო დადიან ნეტა საქმე არაფერი აქვთ? თავი გავაქნიე,კარადაში შევინახე დუტი, ფეხსაცმელები გამოვიცვალე,ფართუკი გავიკეთე და დარბაზში გავედი.
-შენ გიკითხა-მითხრა თაკომ
-ვინ მიკითხა?-გაკვირვებულმა ვკითხე
-ბაჩომ გოგო,ხო მართლა სად წახვედი?
-მეგობარი ვნახე,საქმე მქონდა.რაო გაფიცებ რა უნდოდა?-გამეცინა
-სადაა ნიაო მკითხა,მეტი არაფერი
-უიმე,რა დებილია,მაგათ მაგიდასთან არ მიმიშვა ახლა,ხელები მაღლა ავწიე
-ის კი არა შენ ხარ მაგარი დებილი,აშკარაა რომ მოსწონხარ და რას უწნებ ერთი? თანაც შეყვარებულიც არ გყავს,თავისუფლად შეგიძლია შეხვდე
-რა სისულელეა? ჯერერთი სხვა მიყვარს და მეორეც რომც არ მიყვარდეს ასეთ მექალტანეს არ შევხვდები-ცხვირი ავიბზუე
-სხვა გიყვარს?-პირი დააღო-მე რატომ არაფერი ვიცი?
-არ გიკითხავს და-გამეცინა-ხო არ გეტყოდი,იცი თაკო მე შეყვარებული ვარ-გამცინა გულიანად
-ნია-გამომძახა ბაჩომ კაი დაქალივით
-გისმენთ-სტარტზე დავდექი
-სად იყავი?
-გასული ვიყავი ცოტა ხნით
-ხო მეც გამიკვირდა თან დღეს შენ ხარ ხოლმე და-გაეცინა,რას ქვია დღეს შენ ხარო? რა იყო ამან ჩემი სამუშაო გრაფიკი დაიმახსოვრა?-სამსახურის მერე რას აკეთებ?-სავარძელს მიეყრდნო და გვერდულად გამიღიმა-თავხედი! ისე მომესალა ნერვები ლამის თეფში გადავალეწე თავზე,თუმცა ნერვები მოვთოკე,მე ხომ ამაში ბადალი არ მყავდა!
-სამსახურის მერე შეყვარებულს ვხვდები-სრულიად მშვიდად,გაღიმებულმა გავეცი პასუხი
-შეყვარებული გყავს?-გაეცინა და ნიკაპი მოსრისა
-კი,მყავს ახლა კი თუ მეტს არაფერს ინებებთ წავალ
გაღიმებულმა დავტოვე მათი მაგიდა. ალეკო მწერდა,თუმცა მე არ მქონდა დრო რომ მიმეწერა,ამასაც კარგად ხვდებოდა.უკვე 10 საათი ხდებოდა რომ დამირეკა
-ხო აკო
-მალე გამოხვალ?
-სად ხარ?
-კაფის წინ
-თოვს ბიჭო გარეთ,გაიყინები,შემოდი
-არა ტო,მიდი მალე ქენი გელოდები
-კარგი
სწრაფად გამოვიცვალე და გარეთ გავედი.ფეხით ჩავედით ჭავჭავაძემდე.
-ცივა ძალიან-ვცქმუტავდი
-ტაქს გაგიჩერებ და წადი
გავუღიმე,თუმცა ამჯერად არ მივეცი უფლება რომ ტაქსის ფული მას გადაეხადა,ისეთი სახით შევხედე გაეცინა და ხელები მაღლა აწია. გზები მოყინული იყო,ამიტომაც სახლში ნახევარ საათზე ადრე ვერ მივედი. მაშინვე წყალი გადავივლე და ცხელი ჩაი დავლიე.დილით აკოს მივყვებოდი ექიმთან,ძალიან მეშინოდა ანალიზებს რამე ცუდი არ ეჩვენებინა,თუმცა არ იყო გამორიცხული.დაწოლამდე დავურეკე და დავრწმუნდი რომ სახლში იყო,პატარა ბავშვივით ვაკონტროლებდი,თუმცა ეს მას სულაც არ აღიზიანებდა,პირიქით ძალიან სიამოვნებდა და მეუბნებოდა კიდეც ამას. 10 საათზე უკვე ავერსის კლინიკაში ვიყავით.
-ნია რა გჭირს რას ნერვიულობ,არ მოვკვდები ნუ გეშინია-გამიცინა
-ნუ მასხრობ-თითი დავუქნიე სიცილით და ცქმუტვა შევწყვიტე.
-აუ ახლა რო რამე ისეთი აღმომაჩნდეს-ისევ გაეცინა
-როგორ შეიძლება ამაზე ხუმრობა?
-ნუ გეშინია შენ "ვოლკი" ვარ იმენა,ხო მართლა ეკამ მოგიკითხა,ვუთხარი ფეისბუქი რო გააუქმე,ვაიბერში დაგიმატა თუ როგორცაა ეგ
-უი მართლა?-გამეცინა-დავამატებ მერე მეც
-მთლად ყველაფერს ნუ მოუყვები მაინც არ გინდა
-არც ვაპირებ რამის მოყოლას,რომელი ჭორიკანა მე მნახე? კარგი მიდი შედი შენი რიგია,მალე
სიცილით შევუშვი ექიმთან.15 წუთში გაკრეჭილი გამოვიდა და სახეზე ამაფარა წამლების სია
-მეგონა ტაბლეტები აღარ უნდა მეყლაპა-ორინიით სავსემ გადმომხედა
-რას იზამ ვერ აცდები-გამეცინა-ანალიზები პასუხი 1 საათში იქნება,ახლა ცქმუტვა არ დაიწყო
-ნია კი არ ვარ ცქმუტვა დავიწყო-გამეკრიჭა
ცოტახანში ვიღაცამ დაურეკა და სახე მოექუფრა,ხმა აღარ ამოუღია.აშკარა იყო რომ ამ ზარმა გააღიზიანა.
-მშვიდობაა?
-კი,კი
არადა აშკარად არ იყო მშვიდობა.ანალიზებმა ნორმალური პასუხი უჩვენეს,დემოგლობინი ჰქონდა დაბალი მეტი არაფერი.წამლები ვიყიდეთ და წამოვედით.
-იცოდე ზედმიწევნით დალიე გაიგე?
-დავლევ ჩემო ლამაზო
-ხვალ გამოცდა გვაქვს ინგლისურში და უეჭველი მოდი
-არაფერი რო არ ვიცი?-გაეცინა
-როდის იცოდი რო?-მეც გამეცინა
-ეე,ეგეთებს არ ვართ ეხლა,რუსულში მე არ დაგეხმარე?
-გადამაყოლე ახლა მაგ ერთ დახმარებას
-როგორ გეკადრება,ხვალ რომელზე გვაქვს?
-10 საათზე,იცოდე არ დააგვიანო
-როდის იყო მე ვაგვიანებდი? შენ აგვიანებ ხოლმე
-ჰო კარგი გეყოფა-გამეცინა-წადი ახლა სახლში,არსად გადაუხვიო
-გაგაცილებ
-არ მინდა,აქედან პირდაპირ გადის "მარშუტკა" და იმას გავყვები
-მაინც გაგაცილებ
-ნუ დაიჩემე ახლა,წადი სახლში და წამლები დალიე
-რა ვუთხრა ნინოს რა წამლებიათქო?
-მოიფიქრებ შენ რამეს,არ გგაიჭირდება ნინოს მოტყუება
სახლში დაღლილი დავბრუნდი,თუმცა მახარებდა ის ფაქტი რომ ალეკოს სერიოზული არაფერი სჭირდა.გვიანი იყო გიგამ რომ დამირეკა სკაიპში
-რას შვები პაწუწ? რაო ანალიზებმა? ხო არ გვიკვდება ძმაკაცი?
-არა,ისეთი არაფერია-გამეცინა
-აუ იმენა მაგას რო ვალები აქვს
-რა ვალები?-გამიკვირდა
-არ იცი? აბა შენი აზრით იმ რაღაცეებს რითი ყიდულობდნენ? იცი რა ძვირი ღირს?
-რაა?
-ხო არ უთქვამს ვალებზე? კაი დაიკიდე გადაიხდის და მოვა ხოდზე
-დიდი ვალი აქვს?
-ცოტ-ცოტა და ბევრი,ესე 4000-მდე რა,ადრე უფრო ბევრი ქონდა მარა თავისმა დამ გამოუგზავნა და გადაიხადა,ახლა არ ვიცი რას იზამს,რაც მქონდა მივეცი,შენთვის ვაბშე არაფერი უთქვამს ამ თემაზე?
-არა საერთოდ არაფერი,აზრზეც არ ვიყავი,რა უნდა ქნას?
-არვიცი,არც მე და არც ლადოსაც არაფერი გვაქვს რაც გვქონდა მივეცით,დედამისმა რო გაიგოს იმენა მაგარი დარხეული აქვს და ისევ თავის დის იმედზეა რა
ახლა კიდევ ახალი პრობლემა,მისი ვალები,ეს ბიჭი ბრობლემაზე ბრობლემას ამატებდა.საიდან უნდა მოეტანა ამდენი ფული? გამოდის საკითხებს გადავხედე და დანელიასაც გავუგზავნე რომ ტელეფონით ფოტო გადაეღო და გადაწერის საშუალება მაინც ჰქონოდა.დილით დაგვიანებული მივედი,ისე მეძინებოდა თვალები ძლივს გავახილე.ცემს უკან იჯდა ვაჟბატონი გაკრეჭილი,როგორც ყოველთვის მოახერხა გადაწერა და კმაყოფილი გამოვიდა გამოცდიდან,ყოველთვის ჩემგან იწერდა და უმეტეს შემთხვევაში ჩემზე მაღალ ქულასაც იღებდა. მეც გამოვედი როგორც კი გავიდა.
-როგორ წერე?-ვკითხე
-როგორც შენ-გამიღიმა-დილით დავლიე წამალი
-ყოჩაღ-გამეცინა



№1 სტუმარი ემი

კარგი გოგო ხარ, შენ love

 


№2  offline მოდერი bibo

Chime bi tkbilo shenze me shokoladooo marwyvooo kivi gogovvv ....bednierebas gisurveb qkostan tu ara sxva mainc gamochndebaaaa....magram momwonxart me eertad da ra vqna gmertma shegaberot tkbilad da tbilad ertmanets shokoladoo :*

 


№3  offline წევრი Pepper

რა მზრუნველი და თბილი ადამიანიხარ <3 იმედია აკო კარგად იქნება. ფულის პრობლემას რაც შეეხება ცუდია რომ მსგავსი რამეების გამო აქვს ვალები მაგრამ დღეს მთელს ქვეყანაში უმეტესი ახალგაზრდა ბიჭის პრობლემაა ვალევი. ჩემს გარშემო უამრავი ბიჭია ვალებით სავსე ასე რომ ეგ მოგვარებადიადროთა განმავლობაში მთავარია აკომ ჭკუა ისწავლოს და სისულელეების გამო აღარ დაიდოს ვალები. ძალიან საყვარელი ხარ თავად შენ და მომწონს თქვენი წყვილი ყველა დაბრკოლების მიუხედავად. ცხოვრება უბრალოდ ასეთია ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო და მიხარია რომ არ ნებდები. მჯერა რომ ძალიან ბედნიერი იქნები <3 არ მეყოეს თავი ^^მიყვარს ეს ისტორია მითუმეტეს რომ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და შენც და აკოსაც ძალიან გბალეშიკობთ ^^ <3 ველოდები მომდევნო თავს ^^

 


№4  offline მოდერი Anye-Any

დიდი მადლობა ბავშვებო,ყველანაირად ვცდილობდი და ვცდილობ,რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო არ ვიცი რა გამოვა.

 


№5 სტუმარი tiko

Anye-Any
დიდი მადლობა ბავშვებო,ყველანაირად ვცდილობდი და ვცდილობ,რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო არ ვიცი რა გამოვა.

ყველაფერი კარგად იქნება.... მაღლაც რომ ძალიან მზრუნველი ადამიანი ხარ, კეთილი საყვარელი და რავიცი კიდე..... მალე დადე რა შემდეგი თავი... ნია ძალიან შემაყვარე თავი...... ძალიან მაგარი გოგო ხარ:-) love :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent