ორში ერთი 14
თავი 14 -ლუკ, არ მომწონს ეს კინო - ამოვიბუზღუნე, მან კი უბრალოდ ხელის მარტივი მოძრაობით ტელევიზორი მთლიანად გათიშა -ეს რატომ გააკეთე? - აღმომხდა გაკვირვებულს -შენთან საუბარი მირჩევნია ამ უაზრო ფილმის ყურებას, შენი უკეთ გაცნობა მსურს მაგდა - თვალს არ მაცილებდა, ისე მიყურებდა რომ ჩემს მთლიანად გაყინულ გულს გლობალური დათბობის საფრთხე დაემუქრა. თავი დავუქნიე და თვალებში ჩავაშტერდი -მომიყევი შენს შესახებ - მითხრა სერიოზულად -მაიც რა გაინტერესებს? -ყველაფერი - თვალს არ მაცილებდა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვიმჩნევდი -მოყოლას მირჩევნია გაჩვენო, ხვალ თავისუფალი ხარ? - წარბები უნებურად შევჭმუხნე -კი - დაუფიქრებლად მიპასუხა -შემოთავაზება მაქვს - გავიკრიჭე -გისმენ - გაეცინა ჩემს სახეზე -ხვალ ჩემს რეალურ ცხოვრებას განახებ, მომდევნო დღეს კი მე შემოვიჭრები ერთი დღით შენს კომფორტულ ზონაში, ასე ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ - ჩემი ჩეთავაზებით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გავიკრიჭე და ლუკს შევხედე -შევთანხმდით - ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი -შესანიშნავია - გახარებულმა ტაში შემოვკარი და ბუხართან ახლოს მივიწიე -ლუკ, მსურს დაგეხმაროთ ნიკის შეჩერებაში -არ..... - არ დავასრულებინე -გთხოვ დამაცადე, ვთქვა ყველაფერი და შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - ამ საქმეში უკვე მეც ვარ, შენ გინდა ეს თუ არა. შემიძლია ყველაფერი ისე მოვაწყო რომ ნიკი პოლიციამ პირდაპირ დანაშაულის ადგილზე აიყვანოს. ამის შემდეგ კი დაწყნაებული ვიქნები რომ ყველა უსაფრთხოდაა, შემდეგ კი მე შემეძლება ჩემი ოჯახის მკვლელის პოვნა და მისი თავიდან მოცილება. -მაგდა არ მინდა ამაში ჩაერიო - გაბრაზებლმა გამოსცრა კბილებში -არც მე, არც შენ და არც ბიჭები ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, უფრსწორად ირიბად ჩავერევით ნიკის "განადგურბის" ოპერციაში -ეს როგორ?..... - გვერძე მომიჯდა და მიმიხუტა -როცა იმ პატარა ოპერაციის განხორციელება დავაპირე, ნიკის ყველანაირი ინფორმაცია შევისწავლე, ყველაფერს ისე აკეთებს რომ თვითონ არ გამოჩნდეს, ის მუდამ ჩრდილში დგას. მაგრამ არის ერთი საქმე რაშიც სხვას არ ენდობა და ყოველთვის თვითონ იღებს საკუთარ თავზე. მოკლედ: ორ კვირაში დაგეგმილი აქვს საკმაოდ სარფიანი გარიგება, საქმე ძვირადღირებული მარკის ავტომიბილებს ეხება. აქ მთელი სისტემაა დაწყებული მანქანის ქურდიდან დამთავრებული მყიდველით. ავტომობილის მოპარვის შემდეგ რამდენიმე თვით მალავენ სადღაც ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მიაგნებს, ხშირ შემთხვევაში გარაჟებს ქირაობენ და იქ აჩერებენ. ყველა მანქანას თავის სპეციალური კოდი აქვს, ისინი მას ცვლიან, უხეშად რომ ვთქვათ მაგ: თუ მანქანის კოდში ურევია ციფრი 3-ი სპეციალისტები მას არტყავენ 9-იანს, რათა საზღვარზ გადატანისას ავტოექსპერტმა ეჭვი არ აიღოს და ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვას. მე ყველა მანქანის ინორმაცია ვიპოვე თითქმის ყველა გერმანიიდან არის. შეგვიძლია დაზვერვას ანონიმურად გავუგზავნოთ ინფრმაცია, ისინი ჩვენს დახმარებას შეძლებენ - დავასრულე მონოლოგი და ამოვისუნთქე. -მაგდა, შენ შესანიშნავი ხარ! ...... როცა უკან დავბრუნდებით ყველაფერს ბიჭებთან ერთად გადავწყვეტთ - ლოყაზე მისი რბილი ტუჩები ვიგრძენი, დამაჟრჟოლა ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუკს შეუძლია ჩემი ღიმილის გამომწვევი მიზეზი გახდეს, ერთი უბრალო მოქმედებით. -იცი მეძინება - ავხედე, რატომღაც ყელში ვაკოცე, შემდეგ კი ლოყასთან გადავინაცვლე, მასზე რომ ვმოქმედებ მომწონს -კარგი წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ - შებლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა. მეორე სართულზე ავედით. ჩემი ოთახი დიდი და კომფორული აღმოჩნდა -მე დაგტოვებ, ტანსაცმელი კარადაშია, შეგიძლია ჩაიცვა - ცოტა დავიბენი -მოიცა, შენ გოგოს ტანსაცმელი რაში გჭირდება? - გაკვირვებულმა შუბლი შევჭმუხნე -არამგონია მე გოგოს სამოსს ვიცვავდე მაგდა - გაეცინა - ჩემი ტანაცმელი დევს ნუ დარდობ ყველაფერი ახალია - ნიშნისმოგებით მითხრა და კმაყფილი მზერა მესროლა. ერთი შევუბღვირე და სააბაზანში შევედი. უკვე თმას ვიშრობდი ლუკმა რომ შემოიხედა -შეიძლება? - მკითხა და გაიკრიჭა -შემოდი - გამეცინა, მას რომ ვუყურებ ღიმილის შეკავება მიჭირს -უბრალოდ ტკბილი ძილი მინდოდა მესურვებინა - კეფაზე ხელი ნერვიულად მოისვა -ლუკ რაღაც მინდა გთხოვო - საწოლში შევწექი და სმიტს შევხედე -გისმენ პატარავ - ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თმა ყურს უკან გადამიწია -შენ უკვე იცი რომ ღამე კოშმარებ მესზმრება -თავი დამიქნია - არ ვიცი რატომ მაგრამ როცა ჩემს გვერდით დაიძინე იმ ღამით, კოშმარის შემდეგ ძილი ისევ მოვახერხე და მშვიდად დავიძინე, გთხოვ რა დღეს ამ ერთხელ აქ დარჩი - მუდარით აღსავსე თვალებით შევხედე. ის კი უბრალოდ ადგა და ზურგი მაქცია - სულელი ხარ მაგდა - გავკიცხე ჩემი თავი " სულაც არა, შეხედე მას, გამოფხიზლდი! " ჩამძახა ქვეცნობიერმა. უცებ ვიგრძენი საწოლის ჩაზნექვა, გვერდით გავიხედე და ლუკი შემრჩა ხელში. ჩამეღიმა, მესიამოვნა რომ ჩემზე ზრუნავს. -ტკბილი ძილი, პატარავ - მითხრა და გულზე მიმიხუტა - მე ვუდარაჯებ შენს ტკბილ ძილს - ყელში მაკოცა, შემდეგ კი უფრო ძლიერ ამაკრა სხეუზე -რას მიშვრები ლუკ - ამოვიბუტბუტე, მას კი ჩაეღიმა -როცა გიყურებ რატომ მითბება გული, მე ხომ ის სამუდამოდ გავყინე -მაგდა ამას მალე მიხვდები დამიჯერე - ჩემი თმის სურენელი ხარბად შეისუნთქა - ძილინეისა პატარავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.