შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 3


9-02-2016, 15:48
ავტორი gijka13
ნანახია 1 984

გამოვიცვალე თუ არა იმ წამსვე საწოლზე დავეცი და ღრმა ძილში გადავეშვი, ისიც კი ვერ გავიგე წავიდა როდის წავიდა დამიანი და როდის დაიძინა სალიმ.
დაახლოებით დილის 6 საათზე, ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ისე გადავწვდი ტელეფონს თვალები არც გამიხელია. როგორც იქნა მოვახერხე და ნელნელა გავახილე, ჯერ ერთი თვალი, მერე კი მეორე. შეტყობინება უცხო ნომრისგან იყო, გავხსენი და შემდეგი სიტყვები ამოვიკითხე:
- დილამშვიდობისა...
საპასუხოდ გავუგზავნე:
- ჩემთვის ჯერ ღამეა, თანაც ვერ გიცანით.
მალევე მოვიდა პასუხი:
- ტიტინავ მშვენივრად მიცანი... სასწრაფოდ მოემზადე და სავარჯიშოდ წადი.
- რა? რატომ ფიქრობთ რომ მსუქანი ვარ?
- ეგ რა შუაშია ჭკუა სუსტო.
- რა მიწოდეთ?
- ჭკუა სუსტი
- შეურაწყოფა შეურაწყოფს შეურაწმყოფელს.
- თავხედო.
- მადლობთ.
- რას აკეთებ ხოლმე?
ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი, საწოლზე წამოვჯექი, სალის გადავხედე, დავრწმუნდი რომ ეძინა და დებილური ღიმილით დავიწყე წერა.
- თავისუფალ დროს? არ ვიცი, ფიქრი მიყვარს.
- რაზე..?
- ზოგადად ყველაფერზე, მომავალზე, აწმყოზე, ხანდახან წარსულსაც ვერჩი ხოლმე.
- და აპირებ ნახევარი ცხოვრება ფიქრში გაატარო...?
- რათქმაუნდა არა.
- ხო, წარმომიდგენია როგორ ზიხარ ჰიმალაიზე და ფიქრობ... (ღიმილის სიცილაკი)
- ფიქრს ჰიმალაი რად უნდა.
- ხო მართლა, რა გქვია..?
- ლინდა.
- ტყვილების გარეშე...
- ლინდა.
გავიმეორე გზავნილი.
- იცოდე ტყვილისთვის დაისჯები...
- ლინდა მქვია.
- მეტს აღარ გაგიმეორებ...
- კი მაგრამ რატომ არის ასეთი დაუჯერებელი რომ ლინდა მქვია?
- არაფერი უბრალოდ თავი ესპანეთში მგონია...
- უემოციო მაგის კვალობაზე კარგად ღადაობთ.
- რას ვაკეთებ...?
- ღადაობთ.
- უკაცრავად, ვერ ვერკვევი ახალგაზრდულ ტერმინებში...
- ჟარგონებში მისტერ უცნაურობავ, ღადაობთ ანუ ხუმრობთ.
- და არ შეიძლებოდა პირდაპირ ხუმრობ მოგეწერა..?
- არ ვიცი...
- შენ მე ჭკუიდან გადამიყვან...
- მიეჩვევით...
მისი წერის მანერა მაბნევდა, თითქმის ყოველთვის სამ წერტილს წერდა წინადადების ბოლოს, კითხვის ნიშანსაც წერტილებით გამოჰყოფდა "..?". გზავნილები შეწყდა. ტელეფონი ისევ გადავდე, საწოლიდან ავდექი და აბაზანაში შევედი. შხაპის ქვეშ რამდენიმე წუთი დავყავი და გამოვედი. მოვემზადე და სალი გავაღვიძე.
- საალ...
- ჰომმმ...
საშინელი, მძინარე ხმით მიპასუხა.
- მე წავედი.
- არ ისაუზმებ?
- არა სახლში დროულად მივალ, თან ხომ იცი ასე ადრიანად ვერ ვჭამ.
- ყავა მაინც დალიე.
- არა არ მინდა.
-კარგი მაშინ კარები კარგად დაკეტე.
-კარგი.
მალე ჩემი ოთახის კარიც შევაღე, მაშინვე შევძვერი ჩემს საწოლში. არც გამიხდია.
- ლიინ...
კარი შემოაღო დედამ.
- ხო დე.
- ხო კარგად ხარ?
- კი დე.
- რა გაარკვიე?
- დე მოდი რა ჩამოჯექი.
დედა მომიახლოვდა და საწოლზე ჩემს გვერდით მოკალათდა. მეც წამოვიწიე და თავი კალთაში ჩავუდე.
- დე როგორ ფიქრობ, მაგია არსებობს?
- კიდევ ამაზე ფიქრობ?
- კი.
- უკვე შეპყრობილი ხარ ამ ყველაფრით.
- ალბათ. დე მამა გიყვარს?
- რა კითხვაა ლინდა, რა თქმა უნდა.
- რა იგრძენი როცა პირველად დაინახე?
- მაცადა დამენახა?
- რატო?
- მაშინ ბნელი წლები იყო... 80-იანი, უნივერსტეტში ერთად ვსწავლობდით, შორიდან ვიცნობდი, ფიზიკურად კარგი იყო.
- მამა ახლაც კარგია.
- ხო.
- მერე?
- მერე და უნივერსიტეტიდან გამოსულს დამსტაცა ხელი და მომიტაცა.
სიცილი ამიტყდა, ბევრჯერ მქონდა მონასმენი დედას მოტაცების ისტორია, მაგრამ ყოველი მოყოლილი იმავე ემოციას იწვევდა ჩემში როგორიც პირველი.
- ვარდები?
- ხო... ეკლიანი ვარდები სახეში ვურტყი. რას მკუჭავდა მანქანაში, იქნება და მეც მომწონდა და მივყვებოდი.
ახლა უფრო მაღალ ხმაზე გადავიხარხარე.
- უყვარდი ქალავ რა ექნა უარი რომ გეთქვა?
- ხო ალბათ ამის ეშინოდა.
- დე უცნაური ვარ მართლა?
- შენ განსაკუთრებული ხარ.
- პატარაობიდანვე ამას რატომ მიმეორებ ყოველდღე?
- იმიტომ რომ ასეა.
- მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ.
მითხრა დედამ და შუბლზე მაკოცა, საწოლიდან ნაზად ადგა და ოთახიდან გავიდა.
ისევ ტელეფონი ახმაურდა. ისევ გაბრიელი.
- რას აკეთებ?

- ხო რათქმაუნდა, ამბიცია ულევი, მოქმედება ნოლი.
- უკაცრავად?
- არაფერი. მისამართი მითხარი, გამოგივლი და სადღაც უნდა წაგიყვანო.
- სად?
- რომ მივალთ გაიგებ.
- კარგით.
მისამართი მივწერე და სწრაფად მომზადება დავიწყე. ამჯერად უფრო მოკრძალებულად ჩავიცვი. მაღალწელიანი, შავი, დახეული ელასტიკები. თეთრი ტოპი, წარწერით " მე განსაკუთრებული ვარ". და ბაწინკების სტილის საზაფხულო ფეხსაცმელი.
ჩემი საყვარელი პენტაგრამას კულონი გავიკეთე, და თმა გავიშალე.
შეტყობინებაც მივიღე.
- შენს სახლთან ვდგავარ, ნუ მალოდინებ.
ტელეფონი საწოლზე დავაგდე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
- დეე გავდივარ..!!
მივაძახე სამზარეულოში მოფუსფუსე დედას და პასუხს არც დავლოდებივარ, კარი გავაღე და გავედი.
მაშინვე დავლანდე ჩემი მასწავლებელი.
ო ღმერთო რა დგომა ჰქონდა, სასწაული, ფეხები ოდნავ განზე, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო, მხრები გასწორებული ლ, თავ აწეული მისი სუსტი ღიმილით მიღიმოდა. ამ სუსტ ღიმილსაც დიდი ფასი ჰქონდა ამ უემოციო სახეზე.
ფუ ლინდა რაზე ფიქრობ, ცოლიანია. ვუსაყვედურე ჩემს თავს. თუმცა.გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი რომ ცოლი არ ჰყავდა, კითხვა კი მერიდებოდა.
- ოლაა
მივესალმე ესპანურად.
- ოლა. მოტოციკლზე დაჯექი.
- არც ვიცი სად მივდივართ და თანაც თურმე მოტოციკლით.
ანერვიულებული ხმით შევიმჩნიე მოტოციკლი.
- რა იყო გეშინია?
- სულაც არა, მეც ვატარებ.
- მაგ ჭკუაზე ვარ შენნაირ სულელს მოტოციკლის ტარების უფლება მივცე.
- არც მითხოვნია.
- დაჯდები თუ ხვალამდე მოვიცადო?
ოხ ეს ირონია, როგორ მაღიზიანებდა.
მოტოციკლის უკანა სკამზე მოვთავსდი, მისტერ უცნაურობაც დაჯდა.
- გელოდები.
მომაბეზრებლად ჩაიფრუტუნა.
- რა?
გაკვირვებულმა ვიკითხე.
გაბრიელმა ხელები აწია, იმის მისახვედრებლად რომ უნდა ჩავჭიდებოდი. ცოტა მეუხერხულა.
- თუ გინდა არ ჩამეჭიდო და დაიმტვერი.
ისე უდარდელად მითხრა, რომ მეორედ თქმას აღარ დაველოდე, ხელები მოვხვიე და ზურგზე ავეკარი. მოტოციკლის ძრავიც ახმაურდა და ადგილს მოვწყდით. მალევე გავედით სრულიად თავისუფალ გზადკეცილზე, გაბრიელმა მოტოციკლი გააჩერა, თუმცა ძრავი არ ჩაუქვრია.
- მენდობი?
მკითხა მან.
- რა?
- მენდობი?
- კი...
ძლივს ამოვიკნავლე მე.
- დარწმუნებული ხარ?
- კი
ახლა უფრო მტკიცედ ვთქვი.
- კარგი.
თქვა და მოტოციკლი მთელი სისწრაფით გააქროლა, უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს, მე კიდევ შიშისგან უფრო და უფრო ვეკვროდი. საკმაოდ დიდი დრო მივქროდით ბოლო სიჩქარით, მერე ნელ-ნელა სიჩქარემ იკლო და მოტოციკლი გაჩერდა.
უკან მოიხედა და კმაყოფილმა მკითხა.
- როგორ ხარ?
- კარგად.
სიმტკიცე არ დავუკარგე ხმას.
- შენი მტკიცე ხმით მე ვერ მომატყვილებ, ლამის ნეკნები დამიმტვრიე ისე მეკვროდი.
- ეს რა საჭირო იყო?
- შენ ჩემი შეგირდი ხარ... მე კი მასწავლებელი, უნდა მენდობოდე, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
- გენდობით.
- ვიცი.
ისევ დაძრა მოტოციკლი, ამჯერად შედარებით ნელა მივდიოდით, დიდხანს ვიარეთ, მერე გზადკეცილიდან გადავიდა და მოტოციკლი გააჩერა.
- გადმოდი.
ახლაღა შევამჩნიე რომ ტყის პირას ვიდექით.
- აქ რა გვინდა?
- ხომ მენდობი?
- კი.
- ხო და გამომყევი.
გაბრიელი ტყეში შევიდა, მეც გავყევი. თითქმის შუა ტყეში ვიყავით როცა გაჩერდა. მეც გავჩერდი.
- შეგიძლია ღამე აქ მარტო მოხვიდე?
- მარტო? - გაოცებულმა ვკითხე მე. - არ ვიცი... საჭიროა?
- მაშინ როცა შენ გძინავს, აქ უამრავი გიჟი მაგი დაძრწის.
- რას აკეთებენ აქ?
- რიტუალებს ატარებენ.
- გამახსენდა... ენერგიის მითვისების რიტუალიც ხომ ტყეში კეთდება?
- კი. მინდა ელემენტის მართვა ისწავლო...
- როგორ?
- ჯერ უნდა დავადგინო რამდენ ელემენტს მართავ.
( ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი, უსასრულობა.)
- როგორ დავადგინოთ?
- დაიხარე და მიწა აიღე.
დავიხარე და მუჭით მიწა ავიღე.
- კარგია, ახლა ეცადე მიწა გააცხელო, გახსოვდეს მაგია რწმენაა... თუ ბოლომდე დაიჯერებ რომ მიწა ცხელია ის გაცხელდება, მითუმეტეს თუ შენი ელემენტია.
მთელი კონცენტრაცია მიწაზე გადავიტანე, ვიწვალე თუმცა შევძელი, ვიგრძენი როგორ ხურდებოდა ჩემს ხელზე ფხვიერი სხეული.
- ხელზე დამიყარე.
მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა
ხელისგული მიწით ავუვსე.
- ცხელია... ჩინებულია.
მიწა დაყარა, ხელები დაიფერთხა და გზა წინ გააგრძელა. მეც გავყევი.
ტრიალ მინდორზე გავედით, სადაც უამრავი გვირილები იყო.
- საოცრებაა...
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა, გვირილებს ფერება დავუწყე, ლამის გავწექი თეთრ ყვევილებში.
- მართალია ლამაზია.
თქვა გაბრიელმა და მინდორზე დაჯდა.
- დაჯექი.
ოდნავ მოშორებით დავჯექი.
- ხომ ხედავ გვირილებს ? მათმა ყვითელმა ბუსუსებმა შეიძლება ადამიანი გაგუდოს... თანაც ამ ყვავილის სუნი აბრუებს. აქ დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება.
- მაშინ რაღატო მოვედით?
- მინდა დაიმახსოვრო...ყველაფერი რაც ლამაზია, უსაფრთხო არ არის.
- გასაგებია.
- ახლა კი წავიდეთ.
ადგა და გზა ისევ წინ განაგრძო. მეც გავყევი.
მალევე შევნიშნე ხეებს შორის პატარა ქოხი.
- ეს ჩემია. - ახლაღა მომხედა უკან გაბრიელმა. - არავინ იცის ამ სახლის არსებობა.
- არც თქვენმა ცოლმა?
- არა.
- მე რატომ მომიყვანეთ აქ?
- შენ მენდობი. მეც მინდა გენდობოდე როგორც მოსწავლეს.
- რას არ მივცემდი, რომ მთელი ცხოვრება ასეთ სახლში გამეტარებინა...
გულდაწყვეტილმა ვთქვი მე.
- აქ გაძლებთ?
- კი...
- მერე ბედნიერება?
- მე სულაც არ მჭირდება ბედნიერებისთვის 7 სართულიანი სახლები... მჭირდება პატარა ქოხი, ახლოს ტბით და პატარა ბაღით, სადაც შევძლებ ახალი ხილი და ბოსტნეული მოვკრიფო. ბევრი წიგნები, საღამოს ბუხარში ცეცხლს დავანთებდი და წიგნებს ჩავუჯდებოდი.
- ნეტავ ლუსიანაც ასეთი უბრალო იყოს, არაფერი ჰყოფნის. ქოხი შემიძლია დაგითმოთ...
- არა მადლობთ, მერჩივნა თავად გამეკეთებინა.
- ეს ხომ გინდა?
- კი მაგრამ...
- ჰო და მიზნად დაისახე. მიზანი ცხოვრებას აზრს ძენს. ახლა კი შევიდეთ, დაგათვალიერებინებ.
ოთახის ცენტრში პატარა, ხისგან გამოთლილი, ლამაზი ჩუქურთმებით გაფორმებული მაგიდა იდგა, 1 სკამით. მარცხენა კუთხეში წიგნების კარადა, რომელიც ქოხის ჭერს მთლიანად სწვდებოდა. მარჯვენა კუთხეში ლამაზად მოპირკეთებული ბუხარი იყო, ბუხრის წინ უამრავი პატარა ბალიშები ეყარა. სასტუმრო ოთახს ძალიან პატარა ოთახი უერთდებოდა, რომელშიც მხოლოდ საწოლი და პატარა კარადა ეტეოდა.
- ესეც ჩემი მოკრძალებული მოსასვენებელი.
სიამაყით თქვა მისტერ უცნაურობამ.
- საოცარი აურაა.
- რა თქმა უნდა.
მე პირველი მაინც წიგნების კარადას მივუახლოვდი და სახელების კითხვა დავიწყე.
ყველაფერი მაგიაზე. განსაკუთრებული ადგილი კი განცალკევებით ეკავა "ოსტატი და მარგარიტა"-ს.
- როგორც ჩანს ეს წიგნი ძალიან მოგწონთ.
მორიდებით ვიკითხე.
- გინდა? გაჩუქებ.
- არა ვერ მივიღებ.
კიდევ უფრო დავიმორცხვე.
- არ უსწავლებიათ შენთვის რომ როცა საჩუქარს გჩუქნიან უარის თქმა უზრდელობაა?
- კი მაგრამ...
- კარგი როგორც გინდა.
როცა ერთ სკამს გადავხედე კითხვა გამიჩნდა.
- რატომ ერთი სკამი?
გაბრიელი არ ელოდა ამ კითხვას, უფრო სწორად იმას არ ელოდა რომ ამას ყურადღებას მივაქცევდი.
- აქ მხოლოდ მე მოვდივარ, სტუმრებს არასდროს ვიღებ, ერთი სკამიც ამის მტკიცებულებაა.
- მაგრამ მე მიმიღეთ.
- შენ ჩემი შეგირდი ხარ.
- ყველა შეგირდი აქ მოგყავთ?
- არა.
- რატომ მაინც და მაინც მე?
- შენ? რატომ მენდობი? ტყეში გამოჰყევი უცხო კაცს... მითუმეტეს მაგს, ტელეფონიც არ წამოგიღია, რა იცი იქნებ მსხვერპლად მინდა შეგწირო? გგონია გამექცევი?
- არამგონია ჩემი მსხვერპლად შეწირვა გინდოდეთ...
- რატომ ფიქრობ ასე?
- მე ფსიქოლოგი ვარ.
- მომავალი... - შემახსენა თითის აწევით. - მე კი მაგი ვარ დიდი გამოცდილებით, თანაც ემოციები არ მაქვს და შენი ფსიქოლოგიური კვლევები შენთვის შეინახე. ადვილად გასაბრიყვებელი ხარ, ეს კი არ მომწონს... ვიცი ზედმეტად ფრთხილი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანებთან, როგორც კი საქმე მაგიას ეხება შეპყრობილივით ყველა ხერხს იყენებ რომ მიიღო ის. ეს კიდევ შეცდომაა... ისიც ვიცი რომ მამაცი ხარ, სიმამაცე კარგია რისკის დროს, მაგრამ როცა გარისკავ უნდა იცოდე შენს რისკს აქვს თუ არა აზრი და ბოლოს რას მოგიტანს.
- გასაგებია.
ვუპასუხე მე.

მისტერ უცნაურობამ ბუხარში ცეცხლი დაანთო. ბალიშებზე დავსხედით. ბევრი საინტერესო ისტორია მომიყვა, მეც ხმა ამოუღებლად ვუსმენდი.
- მისტერ უცნაურობავ...
ბოლოს საკუთარი დუმილი დავარღვიე.
- კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ სახელს და მოლეკულებად დაგშლი.
სიტყვა გამაწყვეტინა გაბრიელმა.
- ხომ იცით რომ არ მეშინია? თანაც ეს სახელი მომწონს, შეგეფერებათ.
- თავხედო.
ჩაიბურტყუნა.
- იქნებ წავიდეთ? უკვე ბინდდება და ჩემი მშობლები ალბათ ძალიან ნერვიულობენ.
- კარგი მართალი ხარ.



№1 სტუმარი sandra

vaime ra magaria am saitze jer aseti araferi wamikitxavs samive tavi dges wavikitxe da sheudarebeli xar martla dzalian magaria dzalian sainteroso chatvale erti mkitxveli sheidznine cgi saxit tanac ertguli da rac shexeba magias mec dzalian mainteresebs uzomodd

 


№2  offline წევრი gijka13

sandra
vaime ra magaria am saitze jer aseti araferi wamikitxavs samive tavi dges wavikitxe da sheudarebeli xar martla dzalian magaria dzalian sainteroso chatvale erti mkitxveli sheidznine cgi saxit tanac ertguli da rac shexeba magias mec dzalian mainteresebs uzomodd

madloba aseti tbili damokidebulebistvis :* da rom kitxulob chems istorias <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent