შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი გვირილები..


9-02-2016, 22:11
ავტორი Marisha002
ნანახია 4 316

"ვარდისფერი გვირილები"
***
-ნიკოლოზი თუ თორნიკე?-სევდიანი სახით ჰკითხა გოგონამ ლოგინზე წამოწოლილ ბიჭს და გაბერილ მუცელზე ხელი ფრთხილად მოისვა მოფერების მიზნით.
-სულ მომწონდა სახელი დემეტრე..-ძლივს ამოუშვა ორიოდე სიტყვა პირიდან მამაკაცმა.
-მერე და რა სჯობს მაგას..მე ძალიან მომწონს დემეტრე,ჰო ჰო..დემეტრე იყოს-ღიმილში სევდაშეპარულმა გოგონამ მამაკაცს ლოყაზე ხელი ფრთხილად მოუთათუნა.
მამაკაცს გაეღიმა,მისი ხელი ტუჩებთან ახლოს მიიტანა და ხელზე ნაზად ეამბორა.როგორც ადრე. წამში ყველა მომენტმა გადაურბინა წინ. გაახსენდა მათი პირველი შეხვედრის დღე,პირველი პაემანი..ისიც კი ახსოვდა რა ეცვა გოგონას მაშინ,როგორი წრფელი ღიმილი ჰქონდა..
ყველაფერს მისცემდა ახლა ოღონდ დაუსრულებლად ეყურებინა გოგოსთვის. მისი გულწრფელი ღიმილისა და იმხელა სიყვარულისთვის,რასაც გოგონა მამაკაცისთვის გასცემდა. გულიდან იღებდა და მის სულში დებდა.
ალბათ სწორედ ესაა სიყვარული, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, ორსული, ძლივს ფეხზე მდგომი ქალბატონი მამაკაცის პალატას არ შორდებოდა. დღე და ღამ მის ლოგინთან ათენებდა. მხოლოდ ხანდახან თუ წავიდოდა სახლში,ორ ლუკმას შეჭამდა,იბანავებდა და ერთი ორი საათით ისვენებდა.ისიც შვილის ხათრით. თორემ დარწმუნებული ვარ ამასაც არ იზამდა, და ოცდაოთხი საათის განმავლობაში საყვარელი მამაკაცის ადგილსამყოფელს არ მოშორდებოდა. როგორც კი გათენდებოდა ისევ მიდიოდა მასთან, საყვარელი კერძები მიჰქონდა,რომელიც დიდი სიყვარულითა და გულმოდგენით იყო გაკეთებული.
-არა,მინდა ბავშვს შენ მოუფიქრო სახელი-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა კაცს.
-მე იმას ავირჩევ,რასაც შენ მეტყვი. ვენდობი შენს გემოვნებას-გაეხუმრა გოგონა და სკამზე ჩამოჯდა.
-სახელს მნიშვნელობა არ აქვს ანა-მარია. მთავარია ჯანმრთელი,კეთილშობილი და ზრდილობიანი აღზარდო. და იმედი მაქვს ასეც იქნება.-მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა ახალგაზრდა გოგონას ხელს,რომელშიც იმდენი სითბო იგრძნობოდა,რამდენიმე საათით კვლავ გაუხანგრძლივა სიცოცხლე.
-ვაჩე, რა იქნებოდა რომ არ..-სიტყვის თქმა არ დააცადა ანა-მარიას ვაჩემ. თითი ხელის კანკალით მიუტანა ტუჩებამდე და ნაზად შეახო.
-ჩშშ..ალბათ ესე იყო საჭირო..ყველაფერი კარგად იქნება-ნაზად მოეფერა გოგონას ლოყაზე, მის თაფლისფერ თვალებში იმდენი სიყვარული იგრძნობოდა..უჭირდა კაცს წასვლა,თუმცა მის ნებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული..ეჰ.. არასდროს ჩამოშორდებოდა ანა-მარიას,და მის ჯერ არდაბადებულ შვილს.რომელსაც ვერასდროს ჩაეხუტებოდა,ვერ გაიგებდა როგორია მამობა. ბაღიდან ან თუნდაც სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს,ვერასდროს ჩაიკრავდა გულში, და ჰკითხავდა იმ დღეს მომხდარ ამბებს.
ვერ გამოსცდიდა მის სიყვარულს..ვერასდროს მოისმენდა მისგან დაძახებულ სიტყვა "მამას"
საყვარელ ქალს ვეღარ მოეფერებოდა,ვეღარასდროს იგრძნობდა მის სურნელს.
უეცრად მამაკაცს ძველი მოგონებები გაახსენდა. გაახსენდა მისი მშობლები. როგორ მიატოვა მამამ და როგორ ზრდიდა დედა მარტო. თვალზე ცრემლი მოადგა,და სუნთქვა შეეკვრა. ანა-მარიამ შეატყო,რომ ნელ-ნელა ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა.
-ვაჩე,ვაჩე..ხომ კარგად ხარ?-ქალი სწრაფად წამოიწია სკამიდან და კაცს თავზე დაადგა. ხან პულსს უსინჯავდა,ხანაც წნევას აკონტროლებდა.თუმცა თავადაც კარგად იცოდა,რომ არაფერი ეშველებოდა ნახევრად მომაკვდავ,დაჭრილ მამაკაცს,რომელსაც ცალი ფეხი უკვე სამარეში ჰქონდა გადადგმული.
-კარგად ვარ,კარგად..-ბოხი ხრინწიანი ხმით უპასუხა ვაჩემ.
-დამპირდი,დამპირდი რომ არ მიმატოვებ ვაჩე..ჩვენს შვილს არ მიატოვებ,სულ ჩვენთან იქნები და დაგვეხმარები ყველაფერში. დამეხმარები რომ ვიყო სამაგალითო დედა! დამპირდი ვაჩე..დამპირდი რომ ვერასდროს ვიგრძნობ შენს მონატრებას. ვერ ვიგრძნობ ღამეს უშენოდ. დამპირდი,რომ შენს გარეშე ყველაფერს კარგად გავუმკლავდები. რომ ბედიერი ვიქნები და..რომ ვიცოცხლებ უშენოდ!-ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას წითლად აფაკლულ ლოყებზე.
რომ ჰქონოდა ვაჩეს შანსი,რომ სცოდნოდა,რომ კიდევ ერთხელ ნახავდა საყვარელ ადამიანებს..თუნდაც შორიდან,თუმცა ნახავდა.ბედნიერს და გახარებულს.. ყველაფერს თავიდან დაიწყებდა. თუმცა.. ღმერთი მხოლოდ ერთ შანსს იძლევა. მხოლოდ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, და თოთოეულ ჩვენგანს რაღაც მიზანი აქვს ცხოვრებაში.
-მისმინე..-ვაჩე ოდნავ წამოწევას შეეცადა,თუმცა მაშინვე იგრძნო ტკივილი გულის არეში და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. ანა-მარია შეცბა, ხელი წაავლო მამაკაცს და აფორიაქდა.
-ვერ დაგპირდები რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. მე არ ვიქნები შენთან ფიზიკურად,მაგრამ ვიქნები სულიერად. მე ვერ დაგეხმარები პრობლემების გადაჭრაში,მაგრამ სულ შენს გვერდით ვიქნები. სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარები,ვიზრუენებ ჩემს შვილზე,რომ ისეთი გაიზარდოს,როგორსაც ჩვენ ვგეგმავდით-მამაკაცს ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. გოგონამ კი თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და მოსმენა განაგრძო.
-ვიცი,ვიცი ძნელია. ვიცი რომ ჯობდა ერთმანეთს არ შევხვედრილიყავით.მე რომ არა,ახლა ბედნიერი ქალი იქნებოდი.-ამოიოხრა მამაკაცმა.
გოგონამ ვაჩეს ხელი მაგრად მოუჭირა.
-რას ამბობ,ვაჩე! ნუთუ ასე გგონია?! შენ რომ არა, ახლა რა ვიქნებოდი,წარმოდგენაც არ მინდა. შენ დამაყენე გზაზე,და მაჩვენე როგორია ცხოვრება. რომ ტკივილს უნდა გავუძლოთ და შევებრძოლოთ მას, არ უნდა დავნებდეთ და არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას. უნდა ვიყოთ ბედნიერები, და ყველაფერში კარგის ძებნა უნდა ვცადოთ..შენ..შენ ღვთისგან ბოძებული საჩუქარი ხარ ვაჩე! არც კი იცი,როგორი სიყვარულით მიყვარხარ..როგორი წმინდა,და ლაღი. არც კი იცი,რომ შენს გარდა მთელი ცხოვრების მანძილზე,გულითაც რომ ვეცადო,ვერავის შევიყვარებ..
არც კი იცი,რომ სიცოცხლეს თამამად დავთმობდი, რომ არა ჩვენი პატარა ანგელოზი..-აი აქ კი უკვე სიტყვები ზედმეტი იყო. ორივემ იცოდა,რომ არ ღირდა გაზვიადება.ორივე შეგუებული იყო,თუმცა გოგო მაინც იტანჯებოდა,ჩუმად..იცოდა რომ არ შეიძლებოდა ნერვიულობა. მეტიც,ამით ვაჩეს ატკენდა გულს.. მასთან ყველაფერს მალავდა,თუმცა არ შეეძლო მომაკვდავი ქმრის ყურება..რომელთანაც მთელი თავისი განვლილი სიცოცხლის ყველაზე კარგი მოგონებები აკავშირებდა.
რომ იცოდეთ,რამდენი რამ გამოიარეს ერთად..როგორი დაბრკოლებები გადალახეს. თუმცა სიკვდილი..ეს ყველაზე დიდი აღმოჩნდა მათთაგან,რაც მათმა სიყვარულმა გადალახა.. უფროსწორედ, ეს ის დაბრკოლება აღმოჩნდა,რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ჩვენ,ადამიანებმა იმდენად ცოტა რამ ვიცით სიკვდილის შესახებ,იმდენად..რომ გვიჭირს კიდევაც იმის გააზრება,თუ რატომ არსებობს ის..რატომ გვართმევს საყვარელ ადამიანებს..
-მიყვარხარ ანა-მარია.-ოდნავ ჩაიღიმა მამაკაცმა და ხელი ჩაჰკიდა საყვარელ ქალს. რომლისთვისაც ერთ დროს მსოფლიოს აზანზარებდა. ახლა კი..ლოგინში წევს, და წამი-წამზე დალევს სულს..
იცით,არ ეშინია..ამას უკვე დიდი ხანია შეგუებულია.უბრალოდ ბრაზდება,წყინს,რომ საკუთრ შვილს ვერ იხილავს თვალთ. ვერ მოეფერება და ვერ შეიგრძნობს იმ გრძნობას,რაც ყველაზე დიდია ამ ქვეყნად.
-მეც მიყვარხარ, მიყვარხარ ამ ცაზე და მიწაზე მეტად. სადაც არ უნდა იყო..-გოგონა ვნებიანად თუმცა ნაზად დაეწაფა მამაკაცის ბაგეებს. ბოლოჯერ შეიგრძნო იმ ტუჩების გემო. გაახსენდა პირველი კოცნა, რომელიც დაუვიწყარი იყო,არის და იქნება მის ცხოვრებაში.
-სადაც არ უნდა ვიყო.-გაიმეორა ვაჩემ გოგონას სიტყვები და მის ბაგეებს მოსწყდა.
-ვარდისფერი გვირილები გახსოვს?-ღიმილით ჰკითხა კაცმა.
-რა თქმა უნდა, მაგას რა დამავიწყებდა-ძველი დრო გაიხსენა ანა-მარიამ. კაცს ჩაეცინა, გოგონას თვალებში ჩახედა და ჩუმად დაიჩურჩულა.
-კიდევ მოგიტან ვარდისფერ გვირილებს.-ტუჩები ნელა აამოძრავა კაცმა,თითქოს უჭირდა უკვე..სიტყვების თქმაც კი უჭირდა.
-ვაჩე..სიზმრებში ხომ მოხვალ ხოლმე ჩემთან?-საცრემლე არხიდან გადმოსულმა ცრემლმა ფრთხილად გაიკვლია გზა ლოყაზე.
მამაკაცი დუმდა.
-ვაჩე..ვაჩე-უშედეგოდ დაუწყო გოგონამ ნჯღრევა. -გთხოვ..აქ ნუ დამტოვებ..
მთელი საავადმყოფო კივილის ხმამ მოიცვა..
-გთხოვთ ქალბატონი პალატიდან გაიყვანოთ-ოთახში შემზარავი კივილი "თეთრმა" ექიმმა დაარღვია.
არ არის თეთრი სიმშვიდის ფერი! საავადმყოფოს კედლებიც თეთრია,ექიმის ხალათიც..უსასრულობაც თეთრია, და სამუდამო გზაც სიკვდილისკენ.
ორი თვის შემდეგ:
-დაიბადა..გილოცავთ ბიჭია.-ორი თვის მანძლზე პირველად დაისადგურა სიხარულმა გოგონას გულში.
იმ დღეს ყველა გახარებული იყო. ყველა სითბოს და სიხარულს ასხივებდა გოგონას ჩათვლით.
ბიჭს დემეტრე დაარქვეს, როგორც მამამისს სურდა.
დღეები მიდიოდა,კვირები გარბოდა..თვეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. რამდენიმე წელიწადმაც განვლო.
-უკვე მოხვედი დედიკოს ანგელოზო?-როგორც კი პატარა ხუჭუჭთმიანმა ბავშვა კარი შეაღო,მისაღებში სითბოთი აღსავსე დედა დახვდა.
-მოვედი დე-ღიმილით უთხრა ბიჭმა და დედის კალთას მიეკრო.
-აბა რა ქენი დე სკოლაში?-ღიმილით ჰკითხა გოგონამ.
-მასწავლებელმა შემაქო დღეს,კარგი ბიჭი ხარო.-უპასუხა ბიჭმა.
-ჰო? დედიკოს ჭკვიანი ბიჭი ხარ, დე, შენ!-შეაქო დედამ შვილი. -მამაშენს ჰგავხარ,ისიც შენსავით ბეჯითი და კარგი იყო.
-დე..იცი? რაღაც უნდა გითხრა..-ბავშვს ცოტა დაბნეულობა დაეტყო სახეზე,ოდნავ შეეფაკლა ლოყები და გვერდითა სავარძელში გადაჯდა.
-გისმენ დედა-სრული სერიოზულობით,ცოტა შეშინებულმა ჰკითხა ანა-მარიამ. თუმცა ცოტათი ხვდებოდა კიდეც რაში იყო საქმე.
-დე, ლიზა ხომ იცი?-დედისთვის თვალებში ჩახედვა ერიდებოდა,ამიტომ იატაკზე დაფენილ ხალიჩას ადევნებდა თვალ-ყურს.
-ჰო ვიცი..მერე?-ქალს სახეზე ღიმილი შეეპარა.
-იცი დე..მას რომ ვხედავ,მგონია კაშკაშა მზეს ვუყურებ,რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებს. რომ მელაპარაკება,ასე მგონია სადაცაა ახლა გული გამისკდება სითბოთი და სიყვარულით. მგონია,რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო ბრუნავს,და მის თვალებს რომ ვუყურებ ცა და ვარსკვლავები ერთმანეთში ირევიან. მინდა ყველაფერი მას ვაჩუქო,რომ გული გავუხარო და მეც გახარებული ვიყო.. დღეს ვარდი ვაჩუქე, ლინა ბებოს ბაღში რომ მოვწყვიტე დილით..ისე გაუხარდა, რომ ჩამეხუტა..თითქოს დედამიწა დატრიალდა.. ყველაფერი სხვაგვარად მომეჩვენა..დღეს დილით მივხვდი რომ მიყვარს დე..თუმცა ის ისეთი სათუთი და ნაზია,რომ არ მინდა თითიც რომ შევახო..რადგან მგონია დავაბინძურებ,დავაჭუჭყიანებ..-დამწუხრებულმა თავი ჩაღუნა დემემ.
დედის გულში მაშინ რა იგრძნობოდა ვერ აგიღწერთ. მან ყველაფერი ერთად იგრძნო,სიბრაზეც,სიხარულიც,სიამაყეც და ბევრი სხვა გრძნობა ერთიანად მოაწვა.
ბედნიერი იყო იმით,რომ მას მამასავით დიდი და ერთგული,წრფელი სიყვარული შეეძლო,მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ბაღს ვერ ასცდენოდა.
ეამაყებოდა,რომ შეასრულა ვაჩესგან მიღებული პირობა,და საამაყო შვილი აღუზარდა. დარწმუნებული იყო,რომ მამამისი მისით იამაყებდა.
-დედიკოს სიყვარული ხარ დე შენ! შენ ყველაზე კარგი და თბილი ხარ. მიხარია დე,ასე თუ გიყვარს. ეს ყველაზე საუკეთესო გრძნობაა. არ ველოდი ამდენი თუ გესმოდა დედიკოს სიხარულო.თურმე დიდი ბიჭი ყოფილხარ უკვე, და არ ვიცოდი.-სიხარულით ჩაიკრა ქალმა ბიჭი გულში და თავზე რამდენჯერმე ნაზად გადაუსვა ხელი.
-მიდი დე,წადი ხელ-პირი დაიბანე და მერე წავიდეთ,პატარა გვირილების თაიგული ვუყიდოთ ლიზს და ხვალ წაუღე.
-მართლა?-ბედნიერებისგან აღტაცებულმა ბიჭმა ხმამაღლა შესძახა. ქალმა თავი დაუქნია. დემე სწრაფად გაიქცა ოთახისკენ.
ქალი სამზარეულოში გავიდა,რომ საყვარელი კერძი მოემზადებინა შვილისათვის. ამ დროს კარებზე ზარის ხმა გაისმა. ანა-მარიამ იფიქრა, ვინ უნდა იყოსო,რადგან დედამისი ქალაგგარეთ იყო გასული. დასუფთავებიდან კი გუშინწინ მოაკითხეს. ფქვილიანი ხელები დაიბანა და კარების გასაღებად გავიდა მისაღებში.
ჯერ გაიხედა,თუმცა რომ არავინ დახვდა კარი გააღო. ცოტა დაეჭვდა, გარეთ გავიდა და აქეთ-იქით დაიწყო თვალიერება თუმცა არავინ იყო. რომ შემობრუნდა იატაკზე დადებული თაიგული დახვდა..
ძლივს გადაუშვა ნერწყვი სასულეში.. კალათაში ვარდისფერი გვირილები იდო.


***
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა,თუ ვინმე გახსნის საერთოდ ამ სიახლეს. უბრალოდ რაღაცის დაწერა მინდოდა და დავწერე.. ვიცი,რომ არ არის კარგი, და არც მგონია ასე. ამიტომ ველი კრიტიკას პირველ რიგში, და შემდეგ დადებით კომენტარებს,თუ რა თქმა უნდა დააპირებთ აზრის გამოხატვას რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.
მეორე რაც შეეხება, მინდოდა ჩანახატის კატეგორიაში მომეთავსებინა,თუმცა რომ დავაკვირდი პატარა ისტორიას უფრო გავს.ასე რომ..



№1 სტუმარი darina

Momewona, damainteresa, kargi iyo, me zogadad shenishvnebi ar miyvars da arc axla maqvs, patara mocicqnuli tavi iyo romelmac gamatbo, dasawyisistvis kargi iyo.

 


№2  offline წევრი Marisha002

darina
Momewona, damainteresa, kargi iyo, me zogadad shenishvnebi ar miyvars da arc axla maqvs, patara mocicqnuli tavi iyo romelmac gamatbo, dasawyisistvis kargi iyo.


ერთი მთლიანი ისტორია იყო.. დამავიწყდა მიმეწერა (სრულად) მაპატიეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent