შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს ბინდი ეფარება (4)


10-02-2016, 01:36
ავტორი just smile
ნანახია 1 744

როგორ არ მიყვარდა ამ კლინიკაში ამ როლში ყოფნა... ვუცდიდით დედას, რომელსაც საოპერაციოში შესვლამდე ისეთი სახე ჰქონდა ... ყველაფერი იკითხებოდა მის სახეზე, და მე ვერ შევძელი გასამხნევებელი ემოციების ამოკითხვა მის შეჭმუხნულ სახეზე. ძალიან დავიძაბე, დაჭიბული , გაშეშებული სახით ვიდექი მოსაცდელში სამ უცნობ ადამიანთან ერთად. თითქოს ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდათ. არცერთი ხმას არ იღებდა. მეც მსიამოვნებდა ასე ხმის ამოუღებლად ყოფნა... ალბათ საუბარი რომ წამომეწყო ათას ნამსხვრევად დავიშლებოდი... ტკივილი ყოველთვის ასეთ გრძნობას მიჩენდა. აქ ვერ გავჩერდებოდი , უკვე იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რამე უნდა მექნა... ვიდექი , ძლიერად მქონდა მუშტები შეკრული და მხოლოდ იმის შემდეგ ვიგრძენი , რომ უკვე მეტისმეტად ძლიერ და დიდხანს ვუჭერდი ფრჩხილებს ხელის გულებს , როდესაც ჟანგის სუნი ვიგრძენი- ყოველთვის ჟანგის სუნს ვადარებდი სისხლის სპეციფიკურ სუნს. ასე არ შემეძლო, ვერავის წინაშე ვერ დავიშლებოდი ნაწილებად... მინდოდა რამე მაინც მეთქვა მათთვის წასვლამდე, მეც ძლიერად გადავყლაპე კისერში გაჩხერილი რაღაც აბსტრაქტული დაჟანგული ლითონის ნაჭერი, რომელიც არ მაძლევდა ხმის ამოღების უფლებას და სასტიკად მტკენდა. ხმა ჩავიწმინდე და რაც შემეძლო მტკიცედ ვთქვი
- უკაცრავად, უნდა გავიდე დროებით. მალე ჩვენები მოვლენ . კიდევ ერთხელ ბოდიში მარტო გტოვებთ, თუ რაიმე დაგჭირდეთ ან წასვლა მოგინდეთ არ მოგერიდოთ ძალიან გთხოვთ. მადლობა გვერდში დგომისთვის.
არც დავლოდებივარ მათ პასუხს, თავი დავუკარი და ჩქარი ნაბიჯებით სახურავისკენ წავედი. ლიფტით ვერ ავიდოდი, ახლა იქ რომ შევსულიყავი ალბათ დავიხრჩობოდი უჰაერობით... კიბით ავედი 7 სართული , ყოველ საფეხურზე ვგრძნობდი რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა , მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი უკან, ვცდილობდი გაქცევას და მტკიცედ მივიწევდი სახურავისკენ... პულსი ძალიან გამიხშირდა და როგორც იქნა გავაღე სახურავზე გასასვლელი კარები, წვიმდა... ზაფხულის წვიმა იყო, ნაზი, გრილი, სურნელოვანი. ყოველთვის ვფიქრობდი , რომ ზაფხულის წვიმას ყოველთვის მოჰქონდა რაღაც სპეციფიკური სურნელი, რაღაც ძველ წიგნს რომ აქვს მაგდაგვარი... იგრძნობოდა იმ ყვავილების გრძნობები , შვება , როდესაც წყლის ერთი წვეთიც საკმარისი იყო მათ გასახარად , თუმცა ღმერთმა წვიმა გამოაგზავნა ... მათი ეს სიხარული იგრძნობოდა , როდესაც გამხმარ ფოთლებს გრილი წვიმის წვეთები შეეხნენ... მეც გადამედო ეს გრძნობა , იმედით ავივსე და გამეღიმა... ეს ელენეს ვუთხარი ერთ მშვენიერ დღეს, მინდა ავღნიშნო რომ დაცინვის ობიექტი გავხდი იმ დღეს და კარგად დამამახსოვრდა ელენეს სიტყვები :- ნინო, ძალიან მაშინებ ხოლმე. შენ ხომ იცი რომ მე მარტო ჭკვიანი ხალხი მაშინებს, რომელთა აზრები გიჟის ნააზრევს უფრო ჰგავს და ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისათვის ეს ნაკლებად გასაგებია ხოლმე. ამიტომ ეცადე არ შემაშინო ხოლმე და უბრალო ტალახიანი წვიმა რაღაც საოცრებად არ ამიღწერო ხოლმე რაა (და გულიანად გადაიხარხარა). დანაშაულის გრძნობა ვიგრძენი, ნეტა დღეს რომ მენახა, იქნებ რამე შეცვლილიყო და რამე სხვანაირად მომხდარიყო?! მაგრამ იქნებ მაინც ბედი?! ბედის არასდროს მჯეროდა, ყოველთვის შეგიძლია ის შეცვალო - ან შენს სასიკეთოდ , ან პირიქით, ამას კი ბედი უკვე აღარ ჰქვია.
ხელები გულზე დავიკრიფე , თვალები დავხუჭე და ძირს დავჯექი. წვიმდა , ნიავიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე და ჩემს თმებს ლამაზად არხევდა... თითქოს ვეცეკვებიო ნიავს , მეც მასთან ერთად ვირხეოდი...ელენე? დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული მეგობრები ვართ, ვერ ვიტყვი რომ იდეალური მეგობრობა გვაქვს, ის ხომ გოგოა?! (გამეღიმა ჩემს ფიქრებზე) არ გვაქვს იდეალური მეგობრობა , არა იმიტომ რომ ვერ ვეწყობით ერთმანეთს , ან რაიმე ამდაგვარი ... არა , იმიტომ რომ ყოველთვის საუკეთესოს და მაქსიმუმს ველოდები მისგან, რაც ზოგჯერ მის ძალებს აღემატება , ზოგჯერ კი უბრალოდ „არას“ „ვერად“ გადააქცევს და ვერ (არ) გააკეთებს ხოლმე. მაგრამ ალბათ იდეალურობაც ინდივიდუალურია, როგორც სრულყოფილება, თუ ჩემი თვალით დაინახავთ ჩვენს მეგობრობას - ვიტყოდი რომ იდეალური იყო სწორედ თავისი უარყოფითი და არასასიამოვნო , მტკივნეული მხარეებით. ჩვენს ვიყავით ორი ურთიერთსაპირისპირო ხასიათის და ბუნების ადამიანი, ორი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ადამმიანი და სწორედ ეს ხდიდა სრუყოფილს ჩვენს მეგობრობას. ძალიან ბევრჯერ გვიჩხუბია, ძალიან სერიოზულად , თუმცა ბოლოს მაინც ერთმანეთთან მოვდიოდით , ისევ მართლები გვეგონა ჩვენ-ჩვენი თავები და არცერთი ვუხდიდით ერთმანეთშ ბოდიშს , თუმცა არგუმენტი რატომაც მაინც უნდა შევრიგებოდით ერთმანეთს და მეგობრობა გაგვეგრძელებინა უფრო მტკიცედ იყო ის რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და უბრალოდ რაღაც ხიბლი დაეკარგებოდა ჩვენ-ჩვენ ცხოვრებებს უერთმანეთოდ, ჩვენც უბრალოდ ვივიწყებდით ყველა უსიამოვნო ფაქტს და ასე ვიყავით მომდევნო უსიამოვნო ამბავამდე.
ვიხსენებდი მას და უფალს ვაბარებდი, ოღონდ ჩემთვის დაეტოვებინა და ... ოღონდ ჩემთვის დაეტოვებინა ეს კეკლუცი, სულელი , გათამამებული გოგო ... მისმა სახემ და გონებაში ამოტივტივებულმა მისმა ქმედებებამ გულში სითბო ჩამეღვარა და აღარც იგრძნობოდა იმ ნერვიულობის და უიმედობის კვალი , რომელიც რამოდენიმე წუთის წინ აშკარად დიდი დოზით ერია ჩემს სისხლში.
ვიგრძენი როგორ მომიჯდა ვიღარ გვერდით, არ მინდოდა გახედვა, და ჩემი სამყაროდან გამოსვლა , მაგრამ შემეშინდა გვერდით მჯდომის ვინაობის და გადავწყვიტე გამერკვია ვინ იყო.
-დემეტრე? აქ რა გინდა? ან საიდან იცოდი აქ რომ ვიყავი? (გაოცებული შევეკითხე და გვერდზე გავჩოჩდი, საკმაოდ ბნელოდა , მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ თავიც არ გაუნძრევია .
- ვიცი რომ ძალიან ბანალურად ჟღერდეს იქნება, ვიცი რომ არც გიცნობს მაგრამ დამიჯერე საკმაოდ ბევრი რამ ვნახე შენთან დაკავშირებით რომ გარკვეული წარმოდგენა მქონდეს და ასეც რომ არ იყოს და აბსოლუტურლად უცხო იყო მაინც იმავეს ვიტყოდი - ძალიან შემაშინე და ეს მეორედ აღარ გაბედო, გაიგე?! მეორედ ეგრე აღარ მომექცე. გამოგვემშვიდობე დიდის ამბით , დაგვტოვე სახეზე გაკრული მოჩვენებითი სიმტკიცის იერით და სადღაც გაქრი, არ დაბრუნდი ... ყველგან გეძებე და ვერ გიპოვე. მერე ვიფიქრე , სად წავიდოდი ასეთ დროს-მეთქი? მეც გავიხსენე ის დრო , როდესაც მეც შენს მდგომარეობაში ვიყავი და მეგობარი თავლსადახელსშუა მაკვდებოდა... (დაღონებით ჩაწია თავი ). და გამახსენდა , რომ მეც სახურავზე გავიქეცი. ჰოდა აი ასე მოგაგენი და დავიწყნარე თავი , როდესაც მთელი , საღ-სალამათი , დამშვიდებული და ახალი იმედებით სავსე დაგინახე. მაოცებ, ასეთი პატარა ამხელა ძალას როგორ იკრებ ყოველ ჯერზე? საიდან პოულობ ამხელა ძალას? მე ვერ შევძელი, გიჟივით ვიქცეოდი ... სამწუხაროდ ჩემი სიგიჟის გამო სავაადმყოფოს კედლები სისხლით იყო მოთხვრილი, არ მახსოვს რატომ , მაგრამ როგორც მითხრეს გადარეულივით მუჭებს ვირტყმეოდი კედელზე ( ისეთი სევდით საუბრობდა , გული შემიწუხდა, ამასაც ახლა მოუნდა გულის გადაშლა? ჩემი გასაჭირი მეყოფოდა და ჩემი გულისტკივილი ახლა დემეტრეს გულისტკივილიც უნდა მიმემატებინა და ამდენს ჩემი გული ვეღარ იტევდა. ერთი ღრმად ამოვიოხრე და ვუთხარი)
- გადარჩა?
- გადარჩა, ახლა რაღა უჭირს. დაცანცარობს და არის, აუცილებლად გაგაცნობთ შენ და ელენეს გეგუნიას (გაგვეცინა სახელის კნინობით ფორმაზე) . აი ნახე, ძალიან მოგეწონებათ, არ გიცნობთ კარგად , მითუმეტეს ელენეს , მაგრამ გეგა ყველას მოწონს ასე რომ...
- კარქია, სიამოვნებით გავიცნობდი დადებით ადამიანს, რომელიც როგორც შენი საუბრიდან მივხვდი ძალიან მეგობრულია.
-ასეა ასე.
მამამ მომწერა , რომ ყველანი აქ იყვნენ და თუ რაიმე ახალი იქნებოდა დამირეკავდა, რომ ჩემი იქ მისვლა უბრალოდ დაძაბავდა სიტუაციას . მაინც ვაპირებდი ჩასვლას , მაგრამ დრო უცებ გაიპარა. მეგონა მაქსიმუმ 1 საათი იქნებოდა რაც ვსაუბრობდით , ხან რას ვყვებოდით ხან რას , მაგრამ საუბარი მაშინ შეგვიწყდა , როდესაც ორივე აღმოსავლეთ მხარეს მივაშტერდით და ენა ჩაგვივარდა. ისეთი ლამაზი სანახავი იყო იასამნისფერი , წითელი, ყვითელი , ნარინჯისფერი ფერები რომლებიც წითელი ხალიჩის როლს ასრულებდნენ მზისთვის. მზეც რამოდენიმე წუთში ამოვიდა, არცერთს ხმა არ ამოგვიღია ამ წუთების განმავლობასი , ეს ისეთი ლამაზი და სიცოცხლის შემმატებელი მომენტი იყო... და აი ისიც, მამა რეკავს.... მამა რეკავს ვიყვირე
- ჰო მამა. დამთავრდა?... ასე თქვა? ... უფრო კონკრეტულად?... ჰო , რათქმაუნდა , უფალს მადლობა რომ ცოცხალია... კი მა ყველაფერი კარგად იქნება... მადლობა... კი , ახლავე ჩამოვალ დედა არ წავიდეს უნდა დაველაპარაკო და მერე გავიდეს გამოსაცვლელად რა.... კაი მა
- რაო? როგორ არის? (მკითხა ცნობისმოყვარე , გაბრწყინებული თვალებით)
- ყველაფერი კარგადაა. ექიმმა თქვა 24 გადამწყვეტია კრიტიკულია სიტუაციაო , მაგრამ დედას თვალი ჩაუკრავს მამასთვის და გაუღიმია. ეს იმას მიანიშნებს რომ კი არის კრიტიკული მაგრამ მაინც სტაბილური და პროგრესირებადია, ანუ უკეთ გახდება და საშიში არაფერია, უბრალოდ რეანიმაციაში უნდა იწვეს ცოტა ხანს და ამ დროს ექიმებმა იციან გულის დახეთვები პაციენტის ახლობლებისათვის რომ ყველაფრისთვის შეამზადოს. ქვევით უნდა ჩავიდეთ დემეტრე. და მადლობა რომ აქ იყავი და დამეხმარე ამ ღამის გადაგორებაში , დამეხმარა ეს საუბრები , რომ დრო მალე გასულიყო და ელენეც მალე გამოკეთებულიყო. მადლობა(გავუღიმე)
-ეგ რა სამადლობელია, მესიამოვნა ძალიან შენთან საუბარი. და ხშირად გაიღიმე ხოლმე... ძალიან გიხდება
- ბატონო დემეტრე, ახლა სარგებლობთ ჩემი სიკეთით და გაძლევთ საუბრის უფლებას, მითუმეტეს კომპლიმენტების თქმის უფლებას მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი ყველაფერი დამთავრდება და მწყობრში ჩადგება ეს უფლება წაგერთმევათ. ასე რომ...
(და გასასვლელისკენ გავუძეხი, შევამჩნიე როგორ გააქნია თავი და ჩაეღიმა)
ვუყურებდი მინიდან ჩემს კრასოტკას , ჩემს ელენს და ვგრძნობდი რომ არ დავკარგე იმით რამხელა საჩუქარი გამიკტა ღმერთმა, მან მე მისი თავი მაჩუქა და მადლობა მას ამისთვის. ახლა უკვე ყველამ დანამდვილებით ვიცით , რომ ყველაფერ კარგად არის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent