ახალი დასაწყისი (2)
თავი მეორე ნაწილი პირველი. როდესაც გადის დრო აცნობიერებ, რომ სამყაროში უნიკალური არავინააა, ამითომ წყევტ მის ძებნას, რადგან თვით უნიკალური შენც კი არ ხარ... ხშირად შეიძლება უმნიშვნელო შემთხევამაც კი მთლიანად შეცვალოს ჩვენი მომავალი,"ცხოვრება". სწორედ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. სამყარო სუპრიზებითაა სავსე რომელსაც კარგი დასასრული ისე იშვიათად აქვს როგორც ზამტარში წვიმს იშვიათად. თავი II როდესაც მისი წერილი მივიღე, რომ კვლავ მელოდა კაფეში იგივე დროს, ამან სრულიად შეცვალა ჩემი წარმოსახვა მასზე, მივხვდი რომ დაჩი მართლაც დაინტერესებული იყო ჩემით, მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა მასთან შეხვედრა. ამ ფიქრებში გართულმა კი ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამოიღო კარი კაკუნით სისიმ, სისი წელს გავიცანი, ისიც ჩემთან ერთად სწავლობს საკმაოდ საინტერესო და ინტელიგენტი ადამიანია, მისმა შინაგანმა ბუნებამაც ძალიან მომხიბლა,... საწოლიდან გადმოვხტი და კარისკენ გავიქეცი, -უჰჰ, მარიამ სად იყავი ამდენი ხანი? არ გესმოდა რომ კარზე კაკუნი იყო?! -არაა არაა, შემოდი მალეე. და სასწრაფოდ ოთახში გავთრიე. -მოიცადე რა ხდება? ცოტახანი ამომასუნთქე. -ერთი ბიჭია, ჩემთან შეხვედრა უნდა, მაგრამ ცოტა დავიბენი, ასევე ვაღიარებ მეშინია მისი გაცნობა, არ მინდა იმედები გამიცრუვდეს. -რაოოო? ბიჭიო?... და პიდაღებული თვალებ დაჭყეტილი ესლოდა ჩემს პასუხს. მე კი ამ დროს სიცილი წამსკდა. -ხოოო, ხოოო ასეა გავიძახოდი.... და თან ვიცინოდი. -მერეეეე? -მერე ისრომ ხვალ საღამოს 7-დზე მელოდება კაფეში... -მართლა?! ვუაიმე, და მერე მიდიხარ? სერიოზულად? თავს ვუქნევდი თანხმობის ნიშნად. მაგრამ მას არ მოვუყევი გუშინაც, რომ ვიყავი მის სანახავად წასული. ამ საუბარში გართულებმა ვერც კი შევამჩნიეთ როგორ მოვიდა ღამის 2 საათი. სისი დაღლილი იყო და მალე ჩაეძინა, მე კი ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა, არც კი ვიცოდი უცხო ბიჭის გამო ასე რად ვიყავი ფიქრების უსასრულო ზღვაში გადაშვებული. საწოლიდან ავდექი, ფანჯარა გავაღე და მის რაფაზე ჩამოვჯექი. გაზაფხულის ღამის სურნელს ვერაფერი შეედრება, მითუმეტეს იმ წუთს როდესაც იგრძნობ რომ, მხოლოდ შენ გრძნობ ამ წუთის სიტკბოებას, წუთის როდესაც გრძნობ, რომ ამ ყველაფერს მხოლო შენ იგებ, ერთადერთი ხარ ვისაც გაზაფხულის სიდიადის სიღრმეში სეუძლია ჩაწვდომა, არავინააა სენნაირი, ასევე ვფიქრობდი რომ ყველასგან გასხვავებული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშური ფიქრებია, ის ფიქრები რომელიც მალე უკვე წარმოსახვას ემსგავსება და შენს მოჩვენებით სამყაროში გკეტავს, იქ სადაც ყველაფერი კარგად მტვარდება, მაგრამ გადის დრო, და გიწევს რიალობას გაუსწორო თვალი, ეს კი ისეთი მთკინეულია, რომ ტიტქოს რრუბლებიდან ავალტზე დაგანარცხეს. მაგრამ ის, რომ გგონია ყველასგან განსხვავებული ხარ, ეს უბრალოდ სიმართლეა, ადამიანები ისე გასხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ღრუბლები ფორმით. ამ დროს კი შუბლზე წვეთი დამეცა, ცაზე ვარსკვლავები დამალულიყო და შავი ღრუბლები გამეფებულიყვნენ, გავიფიქრე ალბათ წვიმას აპირებს თქო და საწოლისკენ გავეშურე, წვიმა ყველაზე მეტად მიყვარს იმიტომ, რომ ის მე მგავს, რადგან წვიმა სევდას გავს! იმ საღამოს ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი, ალბათ დაღლილი ვიყავი, ერტი ორჯერ სისის ხვრინვამ დაარღვია სიმყუდროვე ცივ სახლში მაგრამ ეგ არაფერია, იმ სიმყუდროვის დარღვევასთან რასაც ადამიანები ცვენს საცოდავ ცხოვრებაში ვანგრევთ, დილით, ყავის სურნელმა გამაღვიძა, რომელიც სისის მოემზადებინა, სიამოვნებით ავდექი და სამზარეულო ჭრიალა კარი სევაღე, იქ კი საჭმელში თავით ჩაშვებული დამხვდა სისი, -ჰეიი, ადექი უკვე? -კიი, რომელი საათია?! სასწავლებელი არ დავაგვიანოთ. -ჰოო,ჰოო ვჩამ და გავიდეთ, -კარგი მანამ მე გავემზადები. ჩემს ოტახში დავბრუნდი, კარი მივხურე,ფანჯრები გამოვაღე, ბეთჰოვენის შემოქმედებებიდან ერთ-ერთი ავარჩიე და ჩავრთე, ცეკვა ჩეკვით საწოლი ავალგე და მასზე ვფიქრობდი, განა იქნებოდა ისეთი როგორი წარმომედგინა? შეიძლებოდა ყოფილიყო განუმეორებელი, და მრავალ-სულ-ბუნებიანი, ვითომ სასწაულები ხდება?! მოსვენებას მაკარგვინებდა ეს ფიქრები მაგრამ, მაინც ისეთი ჰარმონიული დილა იყო, ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებდა, ვერც ის კატა ეზოში გაუთავებლად, რომ კნაოდა, რაც არ უნდა გესროლა მაინც. გარდეროვი გამოვაღე და ვერ ვიგებდი რომელი კაბა ჩამეცვა საღამოსთვის, მე კი გავიფიქრე მოდი ამჯერად არა, არ გამოვიპრანჭები და ჩვეულებრივ ფორმაში მივალ თქო. ამ დროს კი უცბათ სისიმ სემოიღო კარი. -აბაა, მარიამ მზად ხარ? და გაოცებულმა შემომხედა, იმიტომ, რომ ჯერ ისევ პიჟამოებით ვიდექი ოთახში, უცბათ ჩავიცვი, ჩანთა ავიღე, და სასწავლებლისკენ გავეშურეთ მე და სისი. პირველივე ლექციაზე დავაგვიანე ახალ საგანზე. მოწიწებით აუდიტორიის კარი შევაღე და ჩემს ადგილზე დავჟექი, ლექტორი წარბებ შეკუმსული კაცი იყო, სულ იბღვირებოდა და ყველას უკმეხათ ელაპარაკებოდა, ასევე უყვარდა ბავშვების დამცირება, მაგრამ თუ მის მიმართ სითბოს გამოიცენდი, ცაში აგიყვანდა ქებით და ერთორ ქულასაც მოგიმატებდა, :D... როდესაც ლექსია დამიმთავრდა მაღაზიაში დედას სევუარე და სახლში ტბილეული წავიღე. როდესაც შინ მივედი, იმაზე ფიქრი დავიწყე თუ როდის მოვიდოდა 7 საათი, ყოველი წამი, ისე იწელებოდა, რო საუკუნეს უდრიდა. აი დადგა საღამოც, ჯინსი,კეტები,მაიკა გადავიცვდი და კაფისკენ გავეშურე, იმ დღეს ქალაქი ნაცრისფერ ფერებში იყო შემოსილი, ისეთი სიმშვიდე სუფევდა ქუჩებში, რომ კაცს შეშურდებოდა, მხოლოდ აქა იქა ძაღლი თუ დაიყეფდა, ისიც თვითონ არ იცოდა რატომ ყეფდა, კაფეს მივადექი და კარიც უცბათ, ინსტიქტურად შევაღე. მხოლოდ ერთი სტუმარი დავინახე თავიდან ასე დაახლოებით 80 წლის კაცი იქნებოდა და გამეცინა ახლა ეს, რომ იყო დაჩი თქო, მაგრამ იქვე კუტხეში, პორთფოლიოთი ერთი კლასიკურად, ჩაცმული ბიჭი იჯდა, რომელსაც დაახლოებით 100 ტეტსტი ედო წინ, სათვალეები ეკეთა და ისე გამოიყურებოდა... ხოოო. ხოოო ისე როგორსაც წარმოვიდგენი, გვერძე დავუდექი და ხმის კანკალით მივესალმე, ტავი ამოწია და გამიცინა. -ბოდიშის მოხა გინდათ, მომიგო მან. -ვერ გავიგე, რა ბოდიში?! -გუშინ, რომ ყავა გადამასხით, და ისე გაიქეცით უკანაც არ მოგიხედავთ, -მე... მეეე... მარი ვარ. ამის გაგონებისას კი ყავა ამჯერად თვითონ გადაისხა ზედ, უცბათ წამოხტა და დაბნეული უაზროდ ისროდა ფრაზებს, მე კი სიცილს ძვლივს ვიკავებდი, სკამი გამომიწია და დაჯდომა შემომტავაზა, მეც რა ტქმა უნდა დავთანხმდი. დიდი არისტოკრატის შეხედულობა ქონდა, რამაც მომხიბლა, მაგრამ მისი სიცუმე უკვე მაშინებდა, ტავიდან ხმას არ ირებდა, შემდეგ კი, როგორც იქნა ჩაიჩურჩულა. -ესეიგი შენ ხარ მარიამი? -კიიი, ასე გამოვიდა, -რამეს დალევ? -მმმ, იცით მე... -მარიამ, აი მენიუ და ამოირჩიე. მენიუ ავიღე მაგრამ შიგ არც ვიყურებოდი, სახეზე ავიფარე და ჩუმათ მას ვუყურებდი, ყოველი სახის ნაკვთი დავუთვალიერე და გამეცინა, თუ როგორ გავდა ჩემს წარმოსახვირ ბიჭს. უცბათ ამომხედა და მკითხა. -აბაა, რა ქენი აააარჩიე თავი დავუქნიე და მივუგე რაც მინდოდა. ის საღამო მშვიდათ გავატარეთ, ისეთი კარგი იყო, ისე საუბრობდა რომ პირველივე ნახვისას მოვიხიბლე მისით, მთხოვა გაგაცილებო მაგრამ უარი განვუცხადე. უცბათ გადამეხვია და დამემშვიდობა, მისი ეს საქციელი ცოტა უცნაურად მომეჩვენა მაგრამ დიდათ ყურადღება არ მივაქციე, სახლსი წამოსვლისა გზაში ღირინი დავიწყე და და ცალფეხზე ვხტუნაობდი, ყველა მე მიყურებდა, თითქოს გიჯი ვყოფილიყავი, მაგრამ სიგიჯე არაფერშუაშია, უბრალოდ ხალხი ქუჩაში ისეთი საახეებით დადიან რომ ჩემი თავი ფილმში "სახეები ბრბოში" მგონია ხოლმე, ყველა ისეთი მოწყენილი, გაბრაზებული მაგრამ თვითონაც არ იციან რაზე არიან განრისხებულნი. და მათ უბრალოდ უკვირდათ ჩემი გაღიმებული სახე, იმ წუთას ამდენ მოსაწყენ სახეში ცემი სახე ისე იყო, როგორც შავ ფურცელეზე ერთი ნათელი თეთრი წერტილია ხოლმე. სადარბაზოს კიბეები სიმრერით ავირბინე და დაუფიქრებლად კარი შევაღე, ამ დროს კი... ნაწილი მეორე ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღეები რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, მაგრამ გააჩნია გონებაში როგორც შავბნელი დღე მასე ჩაგვჩება თუ როგორც ბედნიერების გრძნობების ტრიუმფალურ დღედ. დღე მეორე როდესაც ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ცხოვრების ტალღას მივდევდი უბრალოდ ცოტათი ვიყავი ბედნიერების განზომილებაში გადასული, იქ სადაც ყველა ბედნიერია. დაჩის გაცნობით მოხიბლული ვიყავი, მეგონა რომ როგორც იქნა დაიწყო რაიმე ახალი, და წერტილი დაესვა იმ ერთფეროვან, მოსაწყენ, გახუნებულ ცხოვრებიის დღეებს რომელიც აქამდე მქონდა. როდესაც კაფიდან დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სახლის კარი შევაღე და შიგ არავინ დამხვდა, ეს კი მაშინ კიდევ უფრო მახარებდა რადგან მართლაც არ მინდოდა იმ წუთას ჩემს გვერძე ვინმე ყოფილიყო, უბრალოდ მსურდა მარტო ყოფნა, მომესმინა რაიმე წყნარი მუსიკისთვის, ბუხართან წიგნი წამეკითხა და ის დღე წყნარად გამეტარებინა, ოთახში შევედი ტანსაცმელი გამოვიცვალე რადგანაც ქუჩაში მომავალმა მანქანამ ისე ჩამიქროლა გუბურასთან, რომ არ გამოუხედავს, მე კი დავში ხალხთ სავსე გზაზე ჭუჭყიანი. სამზარეულოში შევედი და იქ საოცარი არეულობა დამხვდა, იმ წუთას ძალიან გავბრაზდი, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის ჩემი არეული იყო, ერთი ფინჯანი ყავა გავიკეთე და ბუხართან გავედი, იქვე ერთი დიდი სავარძელი იდგა, რომელიც ბაბუსგან მერგო, ყოველთვის მიყვარდა იქ ჯდომა და ფიქრი, ბიხართან მოვკალათდი და ყავის ცხელი ჭიქა ხელებს მითბობდა, წიგნი ავიღ და კითხვა დავიწყე, თუმცა მოსვენებას არ მაძლევდა დღევანდელი დღე, სულ მისი სახე მელანდებოდა, თან ვფიქრობდი, რა სისულელეა მხოლოდ ერთხელ გყავს ნანახი თქო, მაგრამ ხშირად გვეფიქრება იმაზე რაზეც არ გვსურს, ეს სასიამოვნო ფიქრები, სასიამოვნო დღეზე უცბათ ხმოვანმა შეტყობინებამ დამირღვია, როდესაც კომპიუტერთან მივედი, დავინახე რომ შეტყობინება იმ ადამიანისგან იყო ვიზეც ფიქრები არ მასვენებდა, გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეუფლობოდა გრძნობა რომელიც მტანჯავდა, მხოლოდ ერთი შეტყობინების გამო, ხოლო რაც შიგ ეწერა კიდევ უფრო გამაკვირვა, ჩემს შეშფოთებასა და არშფოთებას საზღვარი არ ქონდა, რადგან ამ ფაქტს შეიძლებოდა შეეცვალა მთელი ჩემი წარმოდგენა დაჩიზე. -ჰეი, ტანსაცმელი როგორ გაქვს ძაან დაგესვარა? როდესაც ვაპირებდი მიმეწერა თუ როგორ? საიდან? იცოდა ამ ფაქტის შესახებ, მივხვდი, რომ იმ მანქანაში ზუსტად ეს იჯდა, და ვიგრძენი თვალებმა როგორ დაიწყეს ნელ ნელა გაფართოება. -არც კი ვიცი ეს ყველაფერი როგორ აგიხსნა, უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადო და გთხოვო დღეს საღამოს შემხვდი. როდესაც მისგან ეს შეტყობინება მივიღე არ ვიცოდი თანხმობა გამეცხადებინა თუ არა, დაახლოებით ნახევარი სააათი ვფიქრობდი, შემდეგ კი, ტვინში ელვა სავით გაიელვა ერთმა აზრმა, რომ არაფერს დავკარგავდი მასთან შეხვედრისას ასევე ცდა ბედის ონახევრეა თქო, -კარგი დაჩი შეგხვდები, -მოხარული ვარ, საღამოს გამოგივლი 8-საათისთვის, -კარგი. ხოლო როდესაც საათს გავხედე უკვე 7 საათი იყო,წიგნი სად მოვისროლე არ მახსოვს, ოთახში შევარდი და უამრავი ტანსაცმელი გადმოვყარე, ვერ ვიგებდი რა უნდა ჩამეცვა, რადგან არ ვიცოდი თუ სად აპირებდა ჩემს წაყვანას, მე კი გავიფიქრე რა საჭიროა ასე ოფიციალურად გამოპრანჭვა თქო, ვიქნები უბრალო ის რაც ვარ მეთქი, ქურთუკი შემოვიცვი და გარეთ გავარდი, და ეს საღამო კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა, იმ გაზაფხულის სურნელმა რომელიც მაშინ ვიგრძენი, ვხვდებოდი ნიავის როგორ მოქონდა იასამნების სურნელი, და ამ სურნელით გაჟღენთილი სიო როგორ მიწეწავდა თმას, თითქოს თმის ღეროები ისე ფრიალებდნენ როგორ ნოტებს უყვართ ფრენა ცაში. დაახლოებით უკვე 8საათი იყო დაჩი კი არსად ჩანდა, ცოტა გავბრაზდი, რისხვამ შემიპყრო, ვფიქრობდი ახლო თუ არ მოვა საერთოდ გავწყვეტ მასთან ურთიერთობას თქო. მაგრამ როგორც იქნა გამოჩნდა. მანქანა ფეხებთან გამიჩერა ცოტაც და ზედ გადამივლიდა, უცბად გააღო კარი და გადმოვიდა, ის კი ისე შესანიშნავად გამოიყურებოდა, იგი არ გავდა სხვას, კარი გამიღო ჩამიციდა და მაკოცა. როდესაც მანქანაში ჩავჯექი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, თავიდან ცოტა დაძაბულობა იყო შექმნილი, შემდეგ კი მან დაიწყო საუბარი: -გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი... მე უბრალოდ ძალიან მეჩქარებოდა. -ხო მაგრამ, შენი მხრიდან ეს საქციელი საშინელება იყო, და უცბად ლოყები გამიწითლდა. -კი ვიცი, უბრალოდ და მყავს ტუპერკულოზით დაავადებული და საავანტყოფოში მივიჩქაროდი. ეს კი იყო მომენტი როდესაც არ ვიცოდი რა მეთქვა, ერთ მომენტში საკუთარი თავიც მეზიზღებოდა, მაგრამ მე რა უნდა მცოდნოდა რომ მას ასეთი პრობლემა ექნებოდა, მანქანა ერთ წყნარ ადგილას სანაპიროსთან გააჩერა, მთხოვა გადმოდიო, მეც არ დავაყოვნე და მაშივნე გადავედი, უცბად კი საბარგულიდან კალათა ამოიღო და ერთი თხელი რაღაც მატერია რომელიც იმ გდასაფარებელს გავს ბებიას კუხნაში რომ ეფინა ხოლმე.)) და უცბად გამეღიმა. ტბის ნაპირთან დავსხედით, კალათიდან კი უცბად საუზმე ამოიო, შამპანიური და სანთლები. -ჩემი მომზადებულია, ძალიან ვეცადე, იმედი მოგეწონება, მითხრა და თავი ჩაღუნა გავუღიმე და სადილობა დავიწყე რადგანაც მართლა ძალიან მშიერი ვიყავი იმ დღეს. შემდეგ კი დადგა მომნუსხველი წამი, იმ მომენტში უბედნიერესი ვიყავი, უცბად გიტარა ამოიყო და დაკვრა დაიწყო ვგრძნობდი როგორ ეხებოდა მისი თითები სიმებს თითქოს ჩემი თმის ღეროები ყოფილიყოს სიმები, ასევე ვგრძნობდი მისი გულის ჩემას და სუნთქვას, შემდეგ კი ერთი ლექსი წამიკითხა, ამან კი მასში ძალიან მომხიბლა. -მომისმენ? -გისმენ.... -ახლა ერთ ლექს წაგიკითხავ, მითხრა და ჯიბისკენ ხელი გაიშვირა საიდანაც დაკუჭული ფურცელი ამოიღო. -დაიწყე. -ანუ მზად ხარ, და მისმენ? -ყველგან და ყოველთვის, ვუთხარი და თავი ჩავღუნე სირცხვილის გამო, ისე შემრცხვე რომ ვგრძნობდი სიმხურვალისგან როგორ მეწოდა მთელი ორგანიზმი. ერთი ჩაახველა და დაიწყო ლექსის კითხვა მისი ყოველი სიტყვა კი ჩემს გულში აღწევდა ის ღრმად, რომ რაც მაშინ ვიგრძენი ალბათ ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება. -ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით? არ მოგიწერიათ რამდენი ხანია, თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით, და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ. ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი, თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია, მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი, ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ. ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება, გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია, დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება, არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ. რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე, ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია, ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ! დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ, დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან! გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ, გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ. წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით, ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ, მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი, მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს. ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ, ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები, ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს, წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები. მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ, ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია! როდესაც დააამთავრა კითხვა, ცრემლები გამდიოდა ზღვა სავით, ისინი მოდიოდნენ გულიდან და არა ტვინიდან, მაშინ ვირძენი რომ მე ვარ ცოცხალი, და ვარ ადამიანი, ასეთი თბილი სიტყვები ჯერ ჩემთვის არავის ქონდა მოძღვნილი. როდესაც დაინახა რომ ვიტიროდი ჩემსკენ მოიწია და ხელებით მომეხვია, აი მაშინ კი ნამდვილად ცუდად გავხდი, მისი სუნი მაგიჯებდა, ასევე როდესაც ვგრძნობდი რომ ჩვენი სხეულები ერთმანეთთს ეხებოდნენ და ეღტმანეთს სიმხურვალეს გრძნობდნენვგიჟდებოდი, ის იყო სხეულთა ენის მომენტი. -მარიამ. -ჰო გისმენ, და მისი ქუღთუკიდან თავი ამოვყავი. -ხვალ მნახავ? -კიიი, ხვალ სასწავლებიც არ მაქვს, მთელი დღე თავისუფალი ვარ, -დილით შეძლებ? -დილიიიით? მაგრამ ეს იყო მომენტი როდესაც დილით ადგომა არ დამეზარებოდაა... კი შევძლებ. -კარგი გამოგივლი, და შუბლზე მაკოცა. შემდეგ წამოვედით და მტელი გზა მაცინებდა, ხოლოს როდესაც მას ვხედავდი ასეთ ბედნიერს მეც მიხაროდა ირგვიულ სამყარო, ასევე ის ერთადერთი იყო ვისთანაც თავს დაცულად და ასე კარგად ვგრძნობდი. რპოდესაც სახლთან მიმაცილა, კვლამ მაკოცა და დამემშვიდობა, მე კი ბედნიერების ზღვაში ვიყავი გადაშვებული. ავირინე კიბეები რომელიც ყოველთვის შმორის სუნით კარდა, სახლის კარი სევაღე და ეგრევე ჩემი ოთახისკენ გავექანე, დადაჩემა გაოგნებულმა გამომხედა მაგრამ არაფერი უთქვამს. საწოლზე გადავწექი და სახეზე ღიმილიდამთამაშებდა, ეს კი ყველაფერს ამბობდა. ისეჩამეძინა ვერც მივხვდი. დილით კი ბუძენლიკმა გამაღვიძა რომელმაც დაახლოებით უკვე 3-ჯერ დარეკა. საათს რომ შევხედე უკვე დილის 9 იყო, ავდექი და გავემზადე, როდესაც სააბაზანოში შევედი სულ ის მახსენდებოდა, არ მავიწყდებოდა მისი მანერა, თითოეული სიტყვა, სიმღერა ლექსი რომელმაც ასე დამღვენთა, და ყველაფერი მისი, საშინლად მოხიბლული ვიყავი მისით, ქურთუკი ავიღე და გარეთ გავედი ისეთი სასიამოვნო დილა იყო, სურნელიც მომნუსხველი იყო ის კი წითელი ვარდები თაიგულით მელოდა და..... (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.