უნდა ჰყვარებოდა?
თავი II ადამიანების სხვადასხვა კატეგორია არსებობს და მათი კატეგორიებად დაყოფის სხვადასხვა ხერხები... ზოგი კეთილშობილებსა და ბოროტებს განარჩევს, ზოგი მიმტევებლებს, ზოგი საკუთრ თვში ჩაკეტილთ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულთა კატეგორიას, მე კი მათი განსხვავების ჩემებური ხედვა ჩამომიყალიბდა... ჩემთვის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს, ესენია: ადამიაები რომლებიც ყვეაფერს ცოცხლად, მთელი ფიზიკურობითა და სულიერებით გრძნობელ და ადამიანები რომლებიც მხოლოდ გრძნობენ... როცა ჩემს ამ დამიკიდებულებას ვაჟღერებდი ყოველთვის მესმოდა აზრი იმის თობაზე, რომ კიდევა არის ერთი ჯგუფი... ადამიანები, რომლებიც ვერაფერს ვერ გრძნობენ... მე მესამე მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან რაც არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ რაღაც შეიგრძნოს... აი მაგალითად, კომპიუტერი... თანამედროვეობისა და ადამიანი შესაძლებლობების განუზომელობის კლასიკური მაგალითი, მაგრამ არის კი კომპიუტერი ასეთი გასაოცარი, გამოსადეგარი და მოხერხებული თუ დენის წყაროსთნ არ დავაკავშირეთ? რათქმაუნდა არა, მაშინ კომპიუტერი მხოლოდ ცალკეული ნივთების თავმოყრაა, პროცესორი, მონიტორი, კლავიატურა რომლებიც ყოვლად უსარგებლო ნივთებია, რომელთაც კომპიუტერსაც კი ვეღრ ვუწოდებთ. შემდეგ როდესაც კომპიუტერს ელექტრო ენერგიასთნ დავაკავშირებთ ის ცოცხლდება და იწყებს "აზროვნებას", მაგრამ თუ მასში არა არის ჩტვირთული პროგრამები არც ისეთი არაჩვეულებრივი და გამოსადეგარია, აი მაშინ კი როდესაც მასში თვმოყრილია უამრავი სხვადასხვა სასარგებლო დანიშნულების პროგრამა, როდესაც აქვს ინტერნეტთან წვდომა უკვე სრულყოფილი ტექნიკაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუადვილებს ცხოვრებას... ასევეა ადამიანი... თუ მასში არ არასებობს არავითრი გრძნობა, მხოლოდ სხეულია, სხეულის ცალკეული ნაწილების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანსაც ვერ ვუწოდებთ, ამიტომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც გრძნობები არ გააჩნია. სამაგიეროდ არსებობენ ადამიანები რომლებიც უბრალოდ გრძნობენ, ისევე როგორც ელექტრო ენერგიას მიერთებული კომპიუტერი "აზროვნებს", მაგრამ არსებითი და საჭირო დანიშნულება არ გააჩნია. და არსებობენ ადამიანები რომლებიც გრძნობენ მთელი ფიზიკურიობით და სულიერებით, ეს უკვე პროგრამებსითა და ინტერნეტით მდიდარი კომპიუტერის მსგავსია, რომელსაც არსებითი და ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ სტატუსი აქვთ ადამიანის არამედ ნამდვილი, ცოცხალი, მოაზროვნე პიროვნებები არიან... თუმცა ეს ორი ფართე კლასი თავისმხრივ შეიცავს სხვადასხვა კატეგორიებს... სრულფასოვნებსა და ნაკლებად სრულფასოვნებს... აი ადამიანების მგრძნობელობის მიოხედვით დაჯგუფება კი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიებით მიხედვით დაჯგუფებასაც... მაგალითად სწორედ გრძნობებში გამოიხატება სიკეთე და ბოროტება... გრძნობაა ასევე აღქმისა და აზროვნების უნარი... სიყვარულისა და სიძულვილის უნარი... გრძნობებზეა დამოკიდებული წარმატება და წარუმატებლობა... რისკიანობა... გრძნობებზეა დამოკიდებული სილამაზეც კი... რადგან ეს არ არის მხოლოდ სულიერი გრძნობები, ეს არის ფიზიკურობისა და სულიერების ტანდემი... კატო მგრძნოებიარე ადამიანთ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ არა სრულფასოვანთა, რადგან ის ვერასდროს გრძნობს რა არის მისთვის კარგი, უფრო სწორედ კი ვერასდროს გრძნობ რა არის მისთვის კარგი, როცა საქმე დაჩის ეხება... აი დაჩი კი ვერც საკუთარი თავისთვის ვერ გრძნობს რა არის კარგი და ვერც სხვებისთვის... მეორე დღეს სკოლაში წასასვლელად მოვემზადე, სახლიდან რომ გავედი კატოს დავურეკე, ზარი გავიდა, მაგრამ მალევე გამითიშა. ყოველთვის როცა კატო ჩემთან ერთად ვერ მოდიოდა წინასწარ მაფრთხილებდა, გუშინ კი არაფერი უთქვამს... რადგან ტელეფონი გამითიშა, ალბათ ჩემთან ერთდ წამოსვლა არ სურდა, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის არ გამევლო და პირდაპირ სკოლას მივაშურე. შენობაში რომ შევედი დაჩის კარადას მოვავლე თვალი, კატო მასთან არ იდგა. სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია, ბოლო დროს კატო იქ აღარ მიდიოდა ხოლმე. კარადების რიგს უაზროდ მიშტერებული ვიდექი, როცა ვიღაცის ცრემლმორეულმა ხმამ გამომაფხიზლა. -რა დაგიშავე ასეთი, რომ ჩემს ცხოვრებაში დაუკითხვად ყოფ ცხვირს? - მივიხედე და აცრემლებული კატო დავინახე, ელდა მეცა, გეგონებოდა ვიღაცამ მთელ ტანზე მდუღრე გადამასხაო, გულისცემა საშინლად გამიხშირდა და მეც ტირილი მომინდა. ყელზე მობჯენილი ბურთი ნერწყვთან ერთად გადავყლაპე და ძლივს გასაგონად ვთქვი. -რაზე მელაპარაკები? -ნუთუ გგონია, რომ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე.... არა ნატო. მე შენსავით თავდაჯერებული და მებრძოლი არ ვარ... არ შემიძლია საკუთარი თავი ვაიძულო გონება და გული მართოს, შემიყვარდა და ჩემი ბრალი არ არის თუ ადამიანი რომელიც მიყვარს ასეთი საშინელია, არ შემიძია დავივიწყო, მაგრამ არც ის შემიძია და არც მინდა ვიღაცას ვებრალებოდა, თუნდაც შენ და მითუმეტეს დაჩის, არ მინდა მხოლოდ სიბრალულუს გამო მიღიმოდეს და მხოლოდ იმიტომ იყოს ჩემთან რომ ასეთი საცოდავი ვარ... გავქრი შენი ცხოვრებიდან რადგან ჩემი უბადრუკობის გამო შენ რეპუტაციას ჩრდილი არ მისსდგომოდა, მაგრამ შენ მაინც არ მანებებ თავს და ცხოვრებას მიმწარებ... როგორმე თავად მივხედავ თავს, შემეშვი... თავი დამანებე... ისიც მეყოფა, რომ ასეთი მხდალი ვარ, აღარაა საჭირო ფეხქვეშ გათელო ჩემი ისედაც შელახული და განადგურებული თავმოყვარეობა, სიამაყე... ღირსება... - მისი თითოეული სიტყვა გულში დაუნდობლად გაყრილ დანას გავდა... თითქოს ვიღაც მთელი ძალით მისერავდა სხერულს და მიუხედავად იმისა სად მომხვდებოდა დანის ბასრი პირი, მაინც გულიდან მდიოდა სისხლი, მაინც გული მეწვოდა და ცრემლებამდე მტკიოდა... მეგონა სულ მალე გული წამივიდოდა ან მთელი ხმით ავღრიალდებოდი... სიტყვებს თავს ვერ ვაბავდი, რომ რამე მეთქვა, მინდოდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ ხმა წართმეული მქონდა... თვალები მთელი ძალით დავხუჭე, მანამ სანამ არ ამეწვა, ცრემლი რომელიც თვალზე ბინდს მაკრავდა სახეზე მდუღარედ ჩამოგორდა. აღაჟღაჟებული სახე, რომელიც ცეცხლმოკიდებულივით მეწვოდა ტკივილისგან დამემანჭა. წამით მთელი სხეულით გავშეშდი... გონებაში ყველა გრძნობას თვი მოვუყარე... სიბრაზე, მწუხარება, ტკივილი, სიმწარე, სევდა, უძლურება, სიძულვილი, სიყვარული... ყველა დანარჩენი დავივიწყე და მთელი კონცენტრაცია სიბრაზეზე მოვახდინე. თვალები გავახილე, გამშრალი ყელით ნერწყვი გადაყლაპე და მთელი ხმით ავღრიალდი... -ჩემი ცხოვრებიდან გაქრი? ჩემს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე იზრუნე? არ გინდა რომ ვინმეს ებრალებოდე და არ შეგიძლია რომ საკუთარი გრძნობები მართო? შეგიყვარდა ხო უღირსი ბიჭი და არ იცი ამ გრძნობას თვი დააღწიო? რომ არ გიცნობდე გავბრაზდებოდი და გეტყოყოდი, როგორ ბედავ ასე, რომ მელაპარაკებითქო... გეტყოდი შენ თუ მასე ფიქრობ ჩემზე შეგიძლია სამუდამოდ დამივიწყო და მაგ შენ დაჩიზე ფიქრს გადაყვე მეთქი, იგლოვე რამდენიც გინდა და უბადრუკი ცხოვრებით იცხოვრემეთქი, მაგრამ ახლა მეცოდები... - ხმა ჩამიწყდა, ცოტახანს გავჩუმდი და შემდეგ ჩვეულებრივი ხმის ტონით განვაგრძე. - მეცოდები, რადგან აქ დგახარ და შენს ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ხუთი თითივით იცნობ რეპუტაციისა და ავტორიტეტის მიშვნელობაზე ელაპარაკები, ეობნევი რომ არ გინდა ვინმეს ეცოდებოდე და რომ მისგან წახვედი... მართლა მეცოდები, რადგან მარტო თავმოყვარეობა და სიამაყე კი არა ჭკუაც დაგიკარგავს... დაჩიზე ხარ შეყვარებული? შენთვის ცხოვრება დამთავრდა არა? დაიღალე ასეთი ყოფით და სიცოცხლე აღარ გიონდა ხო? ნეტა საერთოდ იცი რა არის სიყვარული??? კარადასთან ერთი ამპარტავნული ღიმილის მათხოვრად დგომას სიყვარულს ეძახი? და მაინც, სიყვარულიც რომ ყოფილიყო მაგით არ დაიღლებოდი... ერთხელ მაინც მოგდომებია მთელი გულით, ხმამაღლა ყველას გასაგონად გეტირა? არა კატო, მხოლოდ ერთხელ მოგადგა თვალზე ცრემლი, რომელშიც ტკივილი ჩანდა მაგრამ ტკივილი დაჩის უარყოფის კი არა საკუთრი თავის ასე დამცირების გამო. მეობნები, შენ თვს ეუბნევი რომ გიყვარს, მაგრამ ერთხელ მაინც გითქვამს მისთვის რასაც გრძნობ? არა, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ამის გაკეთებას დააპირებ თავი სულელი გგონია, რომ გიყვარდეს არც თქმას არ მოერუიდებოდი... ახლა კი მოდიხარ ჩემთან და მთელ ბოღმას ჩემზე ანთხევ, იცი რატომ? იმიტომ რომ თავის უმიზეზოდ ტანჯვის მიზეზი აღარ გაქვს, იმიტომ რომ დაჩიმ გაიგო რასაც გრძნობ, ახლა კი შენ მიხვდი რომ მზად არ ხარ გიყვარდეს ან უყვარდე ვინმეს... ხო საცოდავი ხარ, უბადრუკი რადგან საკუთარი ცხოვრების დანგრევით, საკუთარი თავის წამებით ერთობი... - ჩემი თავი მძულდა იმის გამო რასაც ვამბობდი, რაგდან კატოს ვატყუებდი, იმიტომ რომ ჩემი თავი მეხსნა ტკიბვილისგან... -მიყვარს!!! -გიყვარს? მაშინ ახლა აქ კი არა მასთან უნდა იყო და მას უნდა ეუბნებოდე რომ გიყვარს. - უკან ვეღარ დავიხევდი. -თვითონ მოვიდა გუშინ ჩემთნ და მითხრა რომ ვუყვარვარ. მითხრა, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ვარ მის ცხოვრებაში და რომ შენი დამსახურებაა ამას რომ მიხვდა. -და შენ? -მეც მიყვარს, მაგრამ არ მინდა ვებრალებოდე, არ მინდა მხოლოდ შენი ნათქვამის გამო ვუყვარდე. -ჩემი ნათქვამის გამო? ჩემი ნათქვამის გამო უნდა სძულდე, რადგან გუშინ მივახვედრე როგორი საცოდავიცაა... -მეშინია. -რის? -ტკივილის? -გიყვარს? -მიყვარს. -მაშინ როგორც არ უნდა გატკინოს გადაიტან. -თუ ჩემთნ იქნება კი, მაგრამ რომ მატყუებდეს ვერა. -გიყვარს? -კი. -გჯერა მისი? -არ ვიცი. -მაშინ თუ არ გინდა გეტკინოს, მანამ არ დასთანხმდე სანამ ბოლომდე არ ენდობი. თუ ბოლომდე ენდობი და გატკენს, იმას მაინც შეძლებ თქვა რომ გიღირდა, თუ არ ენდობი და ისე მოგაყენებს ტკივილს მაშინ ისე გეტკინება რომ ვერასდროს შეძლებ მოიშუშო. -მაპატიე. -ბოდიში მე არა, მხოლოდ საკუთრ თვს უნდა მოუხადო. - წავედი რადგან აღარ შემეძლო მისთვის თვალებში ჩამეხედა. მინდოდა გზა გამეკაფა, მისთვის და საკუთრი თავისთვისაც მაგრამ ორივე დავაბნიე... ტყუილს ვერასდროს ვიტანდი, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი თვის მოტყუება მძულს... როცა სხვას რაღაცას ვუმალავ, საკუთარ თვს ყოველთვის უნდა გამოვუტყდე სიმართლეში... აღარ შემეძლო კატოსთვის თვალებში ჩმეხედა რადგან ვგრძნობდი, რომ ვატყუებდი, უნებურად მაგრამ მაინც განზრახ... არ მინდოდა მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო... ვიცოდი რომ ჯობდა დღეს სტკენოდა ვიდრე უფრო ღრმად ჩაფლულიყო ტყუილში, უფრო შესისხლხორცებოდა გამოგონილ სიყვარულის სამყაროს, რომლიდანაც თავის დაღწევა სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, მაგრამ არ შემეძლო არანაკლებ ძლიერი და მომაკვდინებელი ტკივილი მიმეყენებინა მე დღეს, არ შემეძლო გამოგონილი, მაგრამ მაინც ბედნიერების შანსი წამერთმია... არ შემეძლო და თან არ მინდოდა, რადგან სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ კატო დაჩიზე კი არა, სიყვარულზე იყო შეყვარებული... ადამიანებზე დაკვირვებამ ისისც მასწავლა რომ არ შეიძლება მოულოდნელად, წამიერად შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც მეასედ მაინც ხედავ, არ შეიძლება სხვისგამო შეგიყვარდეს და არ შეიძლება არ გინდოდეს და შეგიყვარდეს... არსებობს ერთი დანახვით სიყვარული, მაგრამ თუ ადამიანს მეასედ უყურებ შენს ცხოვრებაში და მეასედ დანახვისის შეგიყვარდა ეს ერთი ნახვით შეყვარება არაა, მივხედავად იმისა რომ იმ ასი დღის მანძილზე არ გყვარებია... მაგრამ შეუძლებელია თუნდაც მეასედ დანახვისას შეგიყვარდეს, როცა ჯერ კიდევ ერთი დღის წინ იმ ადამიანზე, როგორც უბადრუკზე ისე ლაპარაჯკობდი... დაჩის პირვლად არ უნახავს კატო... დაჩის საკუთარი გრძნობების, ადამიანობის და შინაგანი სამყაროს გამო არ უთქვამს კატოსთვის რომ უყვარს... დაჩის არ სურდა კატოს შეყვარება... დაჩი ჯერ კიდევ გუშინ საცოდავ გოგონად თვლიდა კატოს... დაჩი საკუთარ თვზე შეყვარებული იდიოტია... დაჩის არავინ უყვარს... საერთოდ არავინ.... დაჩი... დაჩი... დაჩი..... ღმერთო ჩემო მას არ უყვარს კატო, მას არ უნდა კატოსთან ყოფნა მე კი ეს ყველაზე კარგად ვიცი, მე ვხვდები ამას და არ შემიძლია ეს მწარე სიმართლე თვალებზე ავაფარო კატოს, რადგან მეშინია ერთხელაც გულით არ მითხრას ის სიტყვები რაც დღეს დაუფიქრებლად მომახალა... არ შემიძლია რადგან მეშინია, მეშინია რომ მეგობარს დავკარგავ რომელიც ჩემი სულის, აწმყოს, წარსულის, ყველა ჩემი მოგონების, ფიქრის, ოცნების... თითოეული აზრის ნაწილია... არ შემიძლია, რადგან იმედის უკანასკნელ ნაპერწკალს ვებღაუჭები... მეშინია რომ ჩემს მეგობარს ჩემგან გაქცევა, დამალვა მოუნდება... ცხოვრებაში პირვლად ჩემთავზე ვდარდობ იმის მაგივრად რომ კატოზე ვიფიქრო... მეორე დღეს სკოლაში კატოს გარეშე წავედი, ისე რომ მისთვის არც დამირეკია... თითქოს გავურბოდი... გულში ცოტაოდენი იმედი მაინც შემრჩენოდა იმისა, რომ კატოს თვალები აეხილებოდა და იმ ნაძირალასთან ურთიერთობას არ გააბამდა... მაგრამ... სკოლის შენობაში შესულმა დაჩის კარადისკენ გავიხედე, იქაურობა ცარიელი იყო... შემდეგ კატოს კარადისკენ გავაპარე თვალი და ორი ჩაკიდებული ხელი დავინახე... დაჩის და კატოს ხელი... ისტორია ამით არ დამთავრებულა... ამით მხოლოდ დაიწყო... (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.