შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lemon And Fly


10-02-2016, 22:34
ნანახია 4 419

„ ქაოსი, ჩურჩული, შრიალი, ხმაური,ზუზუნი, აჟიოტაჟი-ყველაფერი მესმოდა, ცალ-ცალკეც და ერთად. ვაცნობიერებდი, რომ კოშმარი იყო, თუმცა მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო კოშმარი, მაშინ, როდესაც ყველაფერი ყვითელი იყო. ყვითელი და კოშმარი? შეუძლებელია! და გამეღვიძა. “

***
ჯერ არ გათენებულა, თუმცა იწყებს. ეტყობა ცას. ფერს იცვლის. ფანჯარას მოშორდა. სამაზრეულოში შევიდა და კალენდარს შეხედა. სამას სამოცდაექვსი ფურცლიდან ერთადერთი ყვითელი ქაღალდი ანათებდა, თუმცა უღიმღამოდ. თაროდან პატარა კალათა გამოიტანა და ყვითელი ლომონები ჩაააწყო. საძინებელში შეირბინა, ფურცელი და კალამი აიღო და ოთახში დაბრუნდა.
„დე, 14 თებერვალია. არ დავიგვიანებ!“
ყველაფერი ნათქვამი იყო. აბსოლუტურად. კალათა აიღო და სახლი დატოვა. კალათაში გაცრეცილი ფურცლებიც ედო, კიდევ კალამი. ნაბიჯებს აუჩქარა და წავიდა. წარსულში. მოგონებებში და იქ სადაც ყვითელი, ლიმონი და მფრინავი იყო. მიდიოდა მის სამყაროში და უხაროდა.
გორაკიც გამოჩნდა, ლიმონის ხეც და ის მფრინავიც. გაუხარდა? არა, ამას გახარება აქ ერქვა, ეს სხვა იყო. ისეთივე სხვა როგორიც მფრინავი. ცოტაც და ისიც აფრინდებოდა, მაგრამ მფრინავისგან სწორედ რომ ეს განასხვავებდა. მას ხედავდა და არ იჯერებდა. უფრო ვერ. სჯეროდა რომ დახვდებოდა. იცოდა არ მიატოვებდა, მაგრამ ამ დღის, ამ მომენტის წარმოდგენა წარმოუდგენლად მიაჩნდა. როგორ დიდ სიახარულსაც მოუტანდა ეს შეხვედრა, იმდენად დიდ ტკივილს მიაყენებდა. იმის ფიქრი, რომ ხვალ ვეღარ ნახავდა, ანადგურებდა. ძალიან სურდა მხოლოდ დღევანდელ დღეზე ეფიქრა, მაგრამ...
-მოხვედი.
-დღეს ხომ 14-ია.
-დავსხდეთ.-არც ქაოსი იყო, არც შრიალი, ხმაური, ზუზუნი და აჟიოტაჟი, იყო ყვითელი, იყო მფრინავი, მაგრამ გოგონა არ იყო. იქ ის, მეს ვერ ხედავდა და იყო მესამე პირი. ეს იყო კოშმარი. ამ წუთების შესაფერისი კოშმარი. არ ივსებოდა სამკუთხედი. რაღაც აკლდა, როგორც არასოდროს.
-შენ გძულს დღევანდელი დღე, მაგრამ არასდროს გითქვამს, რატომ?
-არა, ეს დღე არ მძულს, მე ის მძულს ვინც ეს დღე შექმნა. უფრო სწორად, ის ვინც ამ დღეს მნიშვნელობა მისცა. ვინც 14 თებერვალი ვალენტინობად გადააქცია და რაღაცად დააწესა. ჩემთვის ეს დღე როგორც ვალენტინობა, არის ძალიან დიდი სისულელე, მაგრამ როგორც 14 თებერვალი არა.
-გასაგებია. რატომ ლიმონი?
-ყვითელია.
-კიდევ?
-მჟავეა.
-არა, ეგ არ მაინტერესებს. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ეს ხომ ჩვეულებრივია.
-გამორიცხულია, ის ვერასდროს იქნება ჩვეულებრივი. ის ხომ ყვითელია და არა მარტო.
-ყველაფერი, რაც ყვითელია გიყვარს?
-შეიძლება.
-მე რომ გავყვითლდე შემიყვარებ?-გაეღიმა. თვალები დახუჭა, სუნთქვა შეწყვიტა და ეცადა ამ შეგრძნების აღქმას. ეცადა თითოეული ნაწილაკი დაემახსოვრებინა სამუდამოდ.ის გრნობა ჩაემარხა გულში რასაც ახლა გრძნობა. უკვე დაფრინავადა. აქ არა, სხვა გალაქტიკაში, სხვაგან სადაც მფრინავი და ის იქნებოდა. და ლიმონებიც.
-არა, მე ასეთი მიყვარხარ. ასეთი მახსოვხარ და სულ ასეთი მემახსოვრები.
-სულ?
-მანამ ლიმონი იარსებებს.
-მე ლიმონზე ვეჭვიანობ.
-იცი, ის ჩემთვის სიყვარულია და საეჭვიანოც არაფერია.
-როგორ ასოცირდება ყვითელი და ლიმონი სიყვარულთან?
-დამელოდე.-კალათიდან ლიმონი ამოიღო და მას მისცა.
-გასინჯე და შეიგრძენი. თავიდან მჟავეა, მაგრამ ნელ-ნელა მოგწონს, მოგწონს ის თუ როგორ გივლის ჟრუანტელი მისი დაგემოვნებისას, გსიამოვნებს საბოლოოდ ჩარჩენილი, ოდნავ ტკბილი გემო. ეჩვები და აღარ არის მჟავე.
-მე ლიმონი შენ.
-მეც, მანამ ლიმონი იარსებს. და ამის შემდეგ ფიქრობ ის ჩვეულებრივია?
-იცი, მე ვფიქრობ ლიმონი და ფრენა უფრო არაჩვეულებრივი იქნება.
-ქაოსი, ჩურული, შრიალი, ხმაური,ზუზუნი, აჟიოტაჟი- ყველაფერს გავიგებ?
-უფრო მეტს.
-თანახმა ვარ.



№1  offline მოდერი nicol

„თავიდან მჟავეა, მაგრამ ნელ-ნელა მოგწონს. მოგწონს ის თუ როგორ გივლის ჟრუნტელი, გსიამოვნებს საბოლოოდ ჩარჩენილი ოდნავ ტკბილი გემო და ეჩვევი“
შეჩვევა ყველაზე კარგი რამეა ცხოვრებაში...
ქეთი, რა შემიძლია გითხრა, ნაკლებს არ ველოდი.
ქაოსური იყო და ეს ქაოსი ქმნიდა საბოლოოდ ისტრიას.

love love love

მელიმონები მე შენ fellow
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი maridb

momewona
ragacnairad kargi iyo..
warmatebebi<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აი,ძლივს რაღაც განსხვავებული,არა ბანალური.მომწონხარ შენც და ლიმონიც,რომელთანაც მე ჩემი ამბები მაქვს.ლიმონიანო წარმატებები.

 


№4  offline წევრი N7

მე
შენ
...
ბანალურობაა ამის მერე.
იცი რაც, აღარ დავასრულებ.
სხვა ხარ, ქეეთ.
გამაოცე, სასიამოვნოდ.
რამდენჯერმე მომიხდა გადაკითხვა და იმდენჯერვე მომგვარა ჟრუანტელი, თრთოლა.
ბურუსი იყო... მთელი ნაწარმოები ერთი, დიდი ნისლი ეხვია მთელს ნაწარმოებს და მაინც ასე წმინდა.
ყოჩაღ!
ეს არ იყო, რასაც ველოდი. ბეეეევრად მეტი იყო!
და მაინც, რამდენადაც უნდა ბანალური იყოს...
მიყვარხარ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline ადმინი შამანი

განსხვავებული,სასიამოვნოდ წასაკითხი,არაბანალური და უბრალოდ მშვენიერია!
თუმცა წითურო,გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ პირადად ჩემთვის ნამდვილად აკლდა მარილი.უფრო მეტის მოლოდინი მქონდა,მაგრამ ამას იმედების გაცრუებას ვერ დავარქმევ.
ერთ-ერთი ფავორიტი ხარ!
წარმატებები ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline წევრი Ponyo

არა-ჩვეულებრივი იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით love მელიმონები love

 


№7 სტუმარი კაწაი^^

ყველაინაირად განსხვავებული ნამუშევარი იყო. არ ეხებოდა ბანალურობას. რაღაც თავის გლაქტიკაში დაფრინავდა. წითურო, საოცრება ხარ! ვიცი შენს კიდევ ბევრ ნამუშევარს ვიხილვ და რა თქმა უნდა უფრო დახვეწილს და უკეთესს!
ამან როგორი ზეგავკენა მოახდინა და წარმომიდგენია შენს ხელებს კიდევ რისი დაწერა შეუძლიათ!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაი, შოკში ვარ ^_^
სერიოზულად ვამბობ. რა მაგარი იყო, არეული და ქაოტური ქმედებების ფონზე საოცარი იყო...
თავიდანვე რომ იწყებ, ყვითლად წარმომიდგა სამყაროც, ეს დღეც, 14 თებერვალი და თვით სიყვარული დავინახე ყვითლად. ის შევიგრძენი, თუ როგორ აღიქვამ შენ ამ დღეს. როგორ არომატულად და თან მჟავედ... ნუ, ზოგადად ასეა. არ არსებობს არც იდეალური სიმწარე/სიმჟავე და არც იდეალური სიტკბო... სიყვარულშიც კი გამოეპარება რაღაც მჟავე გემო, რასაც ეჩვევი და აღარ გგონია მჟავე... ამის კითხვისას, ცოტა არ იყოს, ისეთი ოჯახები წარმომიდგა თვალწინ, აი, ქალი ქმრისგან უკიდურეს დამცირებას რომ იტანს და ვერ შორდება, ეჩვევა.. რაღაცნაირად. უამრავი მაგალითია ამის, მაგრამ აქ ხომ რაღაც საოცარი სიყვარულის ისტორია იყო... აქ მჟავე კი არა, ეს უფრო მეტკბილა მე. და შემეყვითლა ყველაფერი. შენი ყვითელი სამყარო დავინახე, სულ ლიმნებით სავსე და სიმრგვალეც იდეალურობასთან ხომ ახლოსაა. ^^
ის, რომ კარგად არ აღწერე ის ბუნება, სადაც ესენი მოხვდნენ, ორმაგად გამილამაზა ამან მოქმედების არეალი, ჩემით შევქმენი ფანტასტიური ბაღი, ან თუნდაც მინდორი, სადაც ერთადერთი ხე იდგა ლიმნის და მზესთან ერთად ყვითლად ბზინავდა ისიც... მზეც ყვითელია, მწველი, გწვავს, მაგრამ მაინც ბოლოს ეჩვევი და აღარ გგონია, რომ გწვავს. დიდი ყვითელი ბურთი, რომელიც გვათბობს!
კარგი გოგონა ხარ ძალიან, კარგად წერ, არეულად, მაგრამ კარგად. მწერლის როლი მშვენივრად შეასრულე, მკითხველი შეიტყუე და არ მიეცი კითხვისთვის თავის დანებების უფლება, ეს ხომ შეუდარებელია! ეს ხომ გასაოცარია....
ნუ, ახლა კი უკვე ვიცი, ჟიურის წევრებს როგორ გაუჭირდებათ ერთი კონკრეტული და მაგარი ჩანახატის არჩევა... რადგან ესეც ჩემი ფავორიტია და კიდევ ერთი, რაც წავიკითხე აქ... ისიც ^_^ :დ
ნუ გეწყინება.. <3 ორივე მომწონს რაღაცნაირად <3
ჰოდა მე ვერ გამოვარჩევ <3 <3
მიყვარხარ წითურო :** კარგი გოგო ხარ !
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline მოდერი sopiko

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა სამყარო ყვითელი ფერი რომ დაჰკარვდეს... უფრო ლამაზი არა, მაგრამ გასაოცარი იქნებოდა...
ამ ბინდით მოცულ ისტორიას ისეთი მუხტი ჰქონდა, რომ რაღაც უცნაური ვიგრძენი.
თან ახლოს იყო ეს გრძნობები და თან შორს...
გაგიკვირდება და გამამჟავა კიდეც! ცოტა სასაცილოა და ამავე დროს ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძალიან ღრმად და ემოციურად წერ...
მართალია მეც კონკურსანტი ვარ, თუმცა სხვა ისტორიებიდან შენი გამორჩეულად მომეწონა!
თუმცა არ დაგიმალავ იმას, რომ რამდენიმე ადგილას წერტილის ნაცვლად ძახილის ნიშანს ან მრავალწერტილს ვისურვებდი...
წარმატებები! love

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

როგორც ყოველთვის კარგია და ლამაზი... მთელი არსებით გგულშემატკივრობ, იმედია გაიმარჯვებ love

 


№11 სტუმარი Marnie

წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მზგავს "მჟავე" თემაზე, ასეთი თბილი, ტკბილი და სასიამონოვ ჩანახატის მოფიქრება თუ იქნებოდა შესაძლებელი სასმიამოვნოდ გამაკვირვე წითურო ბუვ love მართლაც ბუსავით ბრძნული გადაწყვეტილება იყო ამ თემაზე ასეთი ორიგინალური და საოცარი ჩანახატის შექმნა

 


№12  offline წევრი niniabshilava

ძალიან გამაკვირვე წითურო გოგონა,თან სასიამოვნოდ.ძალიან მესიამოვნა LEMON AND FLY_ს წაკითხვა.იმედია ბევრ მსგავს და კარგ ნაწარმოებებს გვაჩუქებ.იმედი მაქვს გაიმარჯვებ კონკურსში და მიიღებ ახალბედა მწერლის სტატუსს.წარმატებებს გისურვებ. smile

როგორც ყოველთვის გამაოგნებელი და საუკეთესო იყო.მადლობა ამ სიამოვნებისთვის love feel

 


№13  offline მოდერი Eleniko13

ვფიქრობ, შენ იმსახურებ გამარჯვებას.
არ შემიძლია კონკურენტად აღგიქვა,
ერთი უბრალო მიზეზის გამო. სად ცამეტი წლის ბავშვის ნაწერი და სად შენი ჩანახატი.
კითხვის დროს რომ საოცარი გრძნობა დაგეუფლება, ამაზე უკეთესი რა არის.
ახლა რას ვწერ, თვითონ არ ვიცი.
ალბათ რამდენიმე საათი დარჩა შედეგების გამოქვეყნებას და,
წითურო,
მე შენთან ვარ.
უხეშად რომ ვთქვათ,
შენსკენ ვარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№14  offline წევრი kate :))

მომეწონა და თან როგორ! ბრავო, ასეთი ყველაფრისმთქმელი ნამუშევარი კონკურსში არ მინახავს. წარმატებები და გამარჯვევა შენდ! ნამდვილად ღირსი ხარ! მელიმონები!

 


№15 სტუმარი შავგვრემანი სული

შოკში ვარ!!!
მაგარი იყო!!! ბანალური,სრულიად უცხო!!! წარმატებები

 


№16 სტუმარი Guest სესილია

მე ლიმონი შენ წითურო ..

 


№17  offline მოდერი წითური გოგონა

ამდენი ხნის შემდეგ,
თითოეული თქვენი კომენტარი...
სიტყვები არ მყოფნის!
მიყვარხართ!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent