შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები ჰქონდა საოცრად სევდიანი (სრულად)


11-02-2016, 10:51
ავტორი tsn
ნანახია 6 531

.....
"ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომლის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი, როგორიც იყავი, ვერასოდეს გახდები"
.....
სახლიდან საკმაოდ ადრე გავედი.. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასე ადრე ავდექი.. გაზაფხულის სუსხიანი დილა იყო, ცაზე მზეც ჩანდა, მაგრამ ღმერთმა უწყის კიდევ რამდენჯერ აურევდა ''გიჟი'' მარტი.. ადრე არასდროს დავკვირვებულვარ, როგორ იმოსება მწვანით ბუნება, ახლა კი უნებურად გამქეცა თვალი.. თოვლი აქა-იქ შემორჩენილიყო, ზოგგან კი სიმწვანე იპარებოდა..
გზას ფეხით მივუყვებოდი და ვერაფერზე ვფიქრობდი.. თითქოს არაფერი მაღელვებდა.. მივდიოდი უმისამართოდ... ვერც კი მივხვდი ისე მივედი ერთ შენობასთან, რომელსაც ეზოში კალათბურთის მოედანი ჰქონდა.. სწორედ იქ შევხვდი მას, არა, უფრო სწორად, დავინახე... ამ პატარა მოედანზე, ერთი გოგონა, ინვალიდის სავარძელში მჯდარ ბიჭს მხიარულად ეთამაშებოდა კალათბურთს.. პირველად მათი სიცილი გავიგე და ყურადღებაც მათკენ გამექცა..
სულ ერთხელ, ერთადერთხელ შემობრუნდა გოგონა ჩემკენ და ვინატრე, რომ არ შემობრუნებულიყო.. შორიდანაც ჩანდა მისი მუქი ლურჯი თვალები.. ძალიან ძალიან ლამაზი თვალები.. იმ წამს თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა.. მხოლოდ ის არსებობდა... ლამაზი ღიმილი ეხატა სახეზე, მაგრამ თვალები, თვალები ჰქონდა საოცრად სევდიანი..
ერთ ადგილზე მივეყინე.. ვუყურებდი მათ თამაშს და ჩემი სისხლის ყოველი წვეთის მოძრაობას ვგრძნობდი.. გოგონამ, რომელსაც არ ვიცნობდი და პირველად დავინახე უცებ შემოაღწია ჩემში.. რა საოცრად მომინდა გამექრო მისი თვალებიდან სევდა.. კიდევ დიდ ხანს ვუყურე მათ თამაშს, წამოსვლა არ შემეძლო, მაგრამ არც ის შემეძლო, მეყურებინა, როგორ წავიდოდა.. წამოვედი.. პირველად გამოვიჩუნე ჩხოვრებაში სისუსტე და წამოვედი.. მთელ დღეს თან დამსდევდა მისი თვალები და მოსვენებას არ მაძლევდა. რა მოხდა? რა შეიცვალა? ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხს ვერ ვიგებდი. რამდენ გოგოს არ შევხვედრილვარ, მაგრამ მისნაირი თვალები არავის ჰქონია, იცით როგორი თვალები ჰქონდა? - თვალები ჰქონდა საოცრად სევდით სავსე.. ეს ეთი ნახვით შეყვარება იყო, სრული სიგიჟე, რაც შეიძლებოდა მომსვლოდა, მაგრამ ვერ ვივიწყებდი, ვერც მას და ვერც მის თვალებს... გადავწყვიტე, რომ მას აუცილებლად გავიცნობდი და აუცილებლად გავაქრობდი მისი თვალებიდან სევდას...
მთელი დღე დაბნეულმა და არეულმა გავატარე.. არც ღამე მომცეს მასზე ფიქრებმა მოსვენების საშუალება.. მეორე დღეს ისევ იმ დროს გავიღვიძე და გავედი სახლიდან.. ფეხებს ინსტიქტურად მივყავდი იქ, სადაც მას დავინახავდი.. ისევ იქ იყო.. ისევ კალათბურთს ეთამაშებოდა პატარას და თვალებშიც ისევ სევდა ედგა..
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღეს.. მაგრამ გასაცნობად არ მივსულვარ.. არ მივსულვარ, რადგან ვხვდებოდი, რომ ის კარგი იყო, ჩემთვის ძალიან კარგი.. და მე ვინ ვიყავი? - ერთი განებივრებული, მდიდარი ბიჭი, რომელსაც ყველაფერი ფეხზე ეკიდა.. რომელიც გამთენიამდე კლუბშია, ხან საერთოდაც არ მიდის სახლში.. რომელიც ერთდროულად ბევრ ქალს ''კერავს'', მეორე დღეს კი არცერთის სახელი ახსოვს.. რომელიც არც სასმელზე ამბობს უარს და არც მოსაწევზე... რომელიც, მიუხედავად ამდენი ფულისა, ჯერ არავის დახმარებია..უპასუხისმგებლო ბიჭი, რომელსაც ჯერ არაფერი გაუკეთებია.. არ ვიყავი პატარა, ოცდასამი წლის ბიჭი პატარა არ არის, მაგრამ ასეთი ვიყავი.. თავიდან ასეთი საქციელით მშობლების ყურადღების მიქცევას ვცდილობდი, შემდეგ კი, შემდეგ უბრალოდ ჩვევაში გადამივიდა.. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.. უკეთესი უნდა გავმხდარიყავი.. არ ვიმსახურებდი, მაგრამ უნდა დამემსახურებინა.. სახლში მაშინვე მამასთან მივედი
- მამა უნდა გესაუბრო, თუ დრო გაქვს, რა თქმა უნდა - ვუთხარი მას და კაბინეტისკენ წავედი
- გეგა, შვილო რამ შეგაწუხა - მკითხა მამა და ჩემს წინ სავარძელში ჩამოჯდა
- სამსახურის დაწყება მინდა...
იმ წამიდან ყველაფერი შევცვალე.. კლუბებში იშვიათად ან საერთოდ არ მივდიოდი, ამის გამო ''მეგობრების'' 90 პროცენტი ჩამომშორდა.. მხოლოდ ტატო და ნიკა დამრჩა.. თუმცა არ ვიყავი უკმაყოფილო.. ვმუშაობდი და ნორმალური ცხოვრების წესს ვუბრუნდებოდი.. მთლად შევიცვალე.. შეიცვალა ჩემი მიზნები, მისწრაფებები, ცხოვრების წესი, ხალხის მიმართ დამოკიდებულება..
არ ვწყვეტდი მოედანთან სიარულს და მათ ისევ თვალს ვადევნებდი.. ნელ-ნელა იმასაც ვხედავდი, როგორ უნერგავდა გოგონა პატარა ბიჭს თავდაჯერებულობას.. როგორ ცდილობდა ფეხზე ისევ დაეყენებინა.. ისევ იღიმოდა გოგონა, მაგრამ თვალები ჰქონდა საოცრად სევდიანი.. ისევ და ისევ სევდიანი... თვეები გადიოდა და ნელ-ნელა იმ დღესაც ვუახლოვდრბოდი, როდესაც მის ცხოვრებაში გამოვჩნდებოდი.. თავიდან ჩემს მეგობრებს უბრალოდ აკვიატება.ეგონათ, მალე კი ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს ერთადერთი სერიოზული რამ იყო, რაც გამაჩნდა ამ ცხოვრებასი.. მშობლებსაც უფრო დავუახლოვდი და მივხვდი, რომ საქმე ჩემში იყო და ის უფსკრული, რომელიც მათ მაშორებდა, ჩემ მიერ იყო შექმნილი.. გოგონაზე ყველაფერი გავარკვიე, რაც შემეძლო.. მარიამ ქურხული, 20 წლის.. სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას.... ახლა კი სასამართლოში ვინმე დემეტრე ლობჟანიძის მეურვეობაზე დაობს.. როგორც ჩანს დემეტრე ეს პატარა ბავშვია და მასზე მეურვეობას ითხოვს, თუმცა არ აკმაყოფილებენ მის სარჩელს.. ამ საქმეში მეც ჩავერთე, მართალია დიდი ხანი დამჭირდა და ბევრი ნაცნობის შეწუხება, თუმცა მისი მოთხოვნა მეურვეობაზე დავაკმაყოფილებინე, იმდენი ვერც მე მოვახერხე, რომ ეშვილებინა... ამასობაში თითქმის წელიწადი გავიდა...
ერთ დღეს კი, როდესაც ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილზე მივედი, იქ ის არ იყო.. ისინი უბრალოდ აღარ იყვნენ.. გილი ჩამწყდა.. სიცარიელე ვიგრძენი.. ერთ ადგილზე მიყინული ვიდექი და თვალს სივრცეს ვუშტერებდი.. თბილი ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე, შევბრუნდი და ერთი მოხუცი კაცი დავინახე.. თბილად მიღიმოდა
- იმ გოგოს და პატარა ბიჭს ეძებ არა? - მითხრა და თეთრ თმაზე ხელი მოისვა, სახეზე აშკარა გაკვირვება გამომესახა.. მე არც მეგონა ვინმე თუ მამჩნევდა, როცა მათ ვუყურებდი, მიმიხვდა გაოცების მიზეზს - თითქმის ერთი წელია, ყოვე დილით აქ მოდიხარ და უყურებ, მე კი შორიდან გადევნებთ თვალს.. ახლა არ იცი სადარიან არა? - მხოლოდ თავი დავუქნიე - მე ვიცი, ამ შენობის გვერდით სპორტული დარბაზია, იქ შევიდნენ..
- მეე.. დიდი მადლობა - გავუღიმე მოხუცს
- წადი შვილო, წადი - გამიღიმა მანაც, შევთავაზე ქუჩაზე გადაყვანა, მაგრამ იუარა.. მე კი სპორტ დარბაზის ძებნას შევუდექი...
ვიპოვე კიდეც.. ბავშვისთვის ტრენერს ეძებდა, რომ მალე ფეხზე წამოდგომა შესძლებოდა.. ეს ჩემი შანსი იყო, მათ ცხოვრებაში გამოსაჩენად.. სახლში წავედი, ინტერნეტში ყვლა ის ვარჯიში ვნახე, რაც ბავშვისთვის გამოდგებოდა.. მერე კი მამასთან შევედი
- მამა, შვებულებაში გამიშვი რაა - ვთხოვე მხიარულად
- ოხ, ასე მალე მოგბეზრდა ბიჭო? - წარბები აზიდა მან
- ოო, კარგი რაა.. მართლა.. სერიოზული საქმე მაქვს - გავუღიმე და მეც ავზიდე წარბები - მამა, მე შევიცვალე, ხომ ხედავ სერიოზული ადამიანი გავხდი, უკეთესი პიროვნება და უკეთესი შვილი
- ასეა შვილო, ასე და შენით ძალიან ვამაყობ.. -ადგა და მხარზე ხელი მომარტყა, მე კი გავუღიმე
- ხო და მამა დროა იმ ადამიანის ცხოვრებაში გამოვჩნდე, ვისთვისაც ასე შევიცვალე..
- ასეც ვიცოდი, აი რაში ყოფილა საქმე, ოი შე მაიმუნო - ვითომ ყური ამიწია მამა.. კარგი ძმაკაცივით გვერდით მომიჯდა და საუბარი გამიბა
- მომიყევი ვინაა შენი რჩეული - მკითხა და პასუხის მოლოდინში გაიყურსა..
- სიმართლე გითხრა ახლოს არ ვიცნობ, თითქმის ერთი წლის წინ დავინახე შემთხვევით.. ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ინვალიდ ბავშვს კალათბურთს ეთამაშებოდა და მას მერე სულ თვალს ვადევნებ..
- და აქამდე რას აკეთებდი შვილო?
- ჩემს თავზე ვმუშაობდი - განვუცხადე და სწრაფად მივაყოლე - მაძლევ ახლა შვებულებას, თუ დავწერო განცხადება წასვლაზე
- მაგას რა კითხვა უნდა შე მასხარა შენ.. - თავი გააქნია მამა და გამომიშვა.. იმ დღესვე მივედი სპორტ დარბაზში და მფლობელს შევუთანხმდი, რომ იქ ვიმუშავებდი, მხოლოდ მარიამთან და დემესთან.... ისიც დამთანხმდა ( მამას ახლო მეგობარია და)... ყველაფერს ხვალიდან ვიწყებთ, ეს დღე კი ვარჯიშების სწავლას დავუთმე მთლიანად.. იმის გამო, რომ მარიამს დავუახლოვდე, დემეტრეს ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შევუქმნი, ამიტომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც წესი და რიგია....


......
ბინის კარი ჩავკეტე და ისევ ნაცნობ გზას გავყევი,. თითქმის ორი წელია ჩემი გზა ბავშვთა სახლისკენ მიდის, რამდენიმე თვის წინ კი საავადმყოფოც დაემატა...
ბავშვთა სახლში მსოფლიოში ყველაზე საყვარელი არსება მელოდება.. ჩემი დემე ჯერ მხოლოდ ოთხისაა, მადრამ ინვალიდის სავარძელი სჭირდება.. სულ ციცქნა იყო, როდესაც ქუჩაში ვიპოვე.. სულ მთლად იყო გაყინული, იმდენად, რომ ბავშვმა ფეხების ამოძრავება ვერ შეძლო.. ძალიან პატარა იყო დემეტრე, სადღაც ორი წლის.. მას მერე არ მიმიტოვებია, არ შემეძლო.. იმ წამიდან, როდესაც მისი თაფლისფერი თვალები დავინახე და მისი ბაგეებიდან ნათქვამი სიტყვები მოვისმინე, მთლად მივეჯაჭვე მას.. საავადმყოფოში კი ჩემი დიდი გულისტკივილი, ჩემი იკა მელოდება.. იკა ჩემი უფროსი ძმაა, რომელიც თვეებია, რაც კომაშია.. ეს ყველაფერი კი მამაჩემის ბრალია.. წლების წინ მეგონა ოჯახი გვქონდა.. არც ფინანსურად გვიჭირდა და არც გვაკლდა რამე.. მერე კი გავიგე, რომ მამა ფულს ცუდი გზით შოულობდა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, რადგან მამამ ისე ქნა, რომ იკა დაიჭირეს, მაეთალია, მალე დავამტკიცეთ მისი უდანაშაულობა, მაგრამ მაინც მოხდა საშინელება.. ციხეში იკა დაჭრეს, დაცემისას თავი რაღაცას ჩამოარტყა.. ჭრილობა არ იყი იმდენად საშიში, რამდენადაც დარტყმა.. იმ დღის მერე კომაშია, მე კი მჯერა, რომ ჩემი ესმის და დღე არ გავა, რომ არ ვნახო..
მამასგან მაშინვე წამოვედით მე და იკა, როდესაც მის შავ ფულზე გავიგეთ.. თუმცა ირაკლის მკურნალობის ხარჯებს მე ვფარავ.. მე და მას საერთო ბიზნესი გვაქვს და შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი..
რაც შეეხება დემეს, მასზე მეურვეობის აღებას დიდი ხანია ვცდილობ.. რამდენიმე დღის წინ კი დამირეჟეს და მაცნობეს, რომ ბავშვთა სახლში გადაგავნეს საბუთები, რომლებიც ადასტურებს, რომ მე დემეტრე ლობჟანიძის კანონიერი მეურვე ვარ.. დღეს ორი სასიხარულო ამბავი მოხდება, ჯერ დემეს ვარჯიშებზე წავიყვან, მერე კი, როგორც იქნა ჩემთან გადმოვა.. სანამ მეურვეობას არ მომცემდნენ, დემეს ვარჯიშზე წაყვანას საერთოდ არ აპირებდნენ.. ახლა კი მე გადავწყვეტ როგორ იმკურნალებს.. მანქანა გავაჩერე და ბავშვთა სახლში შევედი.. დემე, როგორც ყოველთვის კიბეებთან დამხვდა..
- პრინცესა მერიემ, (ასე მეძახის, რატომღაც) მე მზად ვარ - იმხელა ბედნიერება ჩანდა მის თვალებში, რომ ყველაფერი გადამავიწყდა, გულზე მივიკარი და ხელში ავიყვანე და მანქანისკენ წავიყვანე..
- დემე, დღეიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ მე და შენ.. - ვაკოცე და მანქანაში მოვათავსე- წყნარად იყავი ხო? მე შენს ნივთებს მოვიტან - თავი დამიქნია, მანქანაში მისი საყვარელი მუსიკა ჩავრთე და ისევ შევბრუნდი.. ყველანაირი ფორმალობა მოვაგვარე, ბავშვის ნივთები ავიღე და დავბრუნდი...
-დონატელო - ეს სახელი თავად შეირქვა, თუ ხშირად არ ვუძახი ჰგონია, რომ აღარ მიყვარს - სპორტ დარბაზი აქვეა, მაგრამ მანქანით წავიდეთ კარგი? - თავი დამიქნია და წავწდით.. წამებში ვიყავით დანიშნულების ადგილზე... ეტლი გადმოვიღე და ის-ის იყო ბავშვის გადმოყვანა უნდა მეცადა უცნობმა ხმამ ჩამძახა
- დაგეხმერებით - შევხედე და საკმაოდ სიმპათიური, ახალგაზრდა ბიჭი შემრჩა ხელთ.. პასუხს არ დაელოდა ისე გადმოიყვანა დემე, სავარძელში ჩასვა და დაძრა.. არც მოუხედავს ისე მესაუბრებოდა
- თქვენ ალბათ მარიამი ხართ, ეს კი დემე,.. თქვენთან ბატონ ლევანს უნდა ემუშავა, თუმცა სასწრაფოდ მოუხდა ბერლინში წასვლა, ამიტომ მას მე ვცვლი
- თქვენ? არა, ცუდად კი არ გამიგოთ, უბრალოდ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ხართ.. საქმე ხომ.ბავშვის გავლა-არ გავლას ეხება.. - ძლივს ვიბოდიალე რაღაც, თან არ მინდოდა სწყენოდა..
- გასაგებია რასაც ამბობთ, - ჩემკენ შემობრუნდა და გამიღიმა, ღმერთო, რა სიმპათიურიაა - მე გეგა ვარ, გეგა ჩანქსელიანი.. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე პატარას..- მეც გავუღიმე და შიგნით შევყევი.. ვიცოდი, რომ მტკივნეული იქნებოდა დემესთვის განკუთვნილი ვარჯიშები, მაგრამ მაინც არ ვაპირებდით დანებებას... დემეს რომ ცრემლები გადმოსცვივდა ლამის მოვკვდი ადგილზე..
- პრინცესა მერიემ, აღარ მინდა - შემომჩივლა წყლიანი თვალებით
- დემეე, ვიცი, რომ მტკივნეულია, მაგრამ უნდა შევძლოთ.. არ გვაქვს მე და შენ დანებების უფლება.. ამდენ ხანს ვუცდიდით ამ დღეს და ახლა არ დანებდე.. ხომ იცი, ფეხზე მალე უნდა დადგე და მერე მე და შენ..
- მერე მე და შენ ზღვაზე წავალთ, მერე ცხენებით ვიჯირითებთ, როლერებზე დგომას მასწავლი და საციგურაოდაც წავალთ, ხო კიდევ კალათბურთს ვითამაშებთ - სიტყვა გამაწყვეტინა და თითებზე ჩამოთვალა.. - მარიამ, დარწმუნებული ხარ, რომ შევძლებ? - დააყოლა თან..
- დონატელო, მთავარი რწმენაა, მითხარი რას ნიშნავს რწმენა - გავუღიმე და სახეზე მოვეფერე
- მწამს, ანუ არ მაინტერესებს სიმართლე რა არის - მიპასუხა მანაც
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი ხარ, გამოგვივა ყველაფერი..., მოდი ცოტაც ვივარჯიშოთ და მერე სახლში წავიდეთ, გავუღიმე მას და ისიც დამთანხმდა...
გეგამ და დემემ კარგად გაუგეს ერთმანეთს.. გამიკვირდა კიდეც, ჩემი პატარა დონატელო ასე ადვილად არავისთან შედის კონტაქტში.. მათკენ მივდიოდი, როდესაც ვიღაც დამეჯახა და ძირს დავვარდი.. მაშინვე მოვიდა გაგა ჩემთან და ფეხზე ამაყენა.. ფეხი საშინლად მტკიოდა, ვერ ვადგამდი
- ჩამოჯექი - მითხრა გაგამ და ჩამომსვა - შეიძლება ამოვარდნაა, მაჩვენე - უკითხავად მომაშორა ფეხსაცმელი და ტერფზე შემეხო, საოცარი გრძნობა დამეუფლა, მომეჩვენა, რომ მისგან სითბო მოდიოდა - ახლა გეტკინება - გამაფრთხილა მან და რაღაც მოძრაობით ჯერ ძალიან მატკინა ფეხი, მერე კი ტკივილი შემინელდა... თუმცა მაინც მიჭირდა მოძრაობა..
- ასე მანქანით ვერ ივლი, მოდი დღეს მე წაგიყვანთ, შემომთავაზა გეგამ...
- არ მინდა თქვენი შეწუხება
- რას ამბობ, რა შეწუხებაა, ახლა ბავშვის კუნთები გახურებულია და სიცივე არ უნდა მოხვდეს და ამას მიაქციე ყურადღება - გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა და დემესთან წავიდა.. ხან როგორი თბილია, ხან კი გულგრილი მხრები ავიჩეჩე და მათ დაველოდე.. ფეხი დავდგი თუ არა საოცარი ტკივილი ვიგრძენი ისევ, რაც ალბათ სახეზეც შემეტყო..
- მარიამ, დაჯექი აქ ისევ, მალე მოვალ.. - დემე აიყვანა და წავიდა.. მალე მოტრიალდა და მეც ხელში ამიტაცა.. საშინლად მომეწონა მისი სურნელი, კიდებ დიდ ხანს ვიქნებოდი მის მკლავებში, მაგრამ მანქანას მივუახლოვდით
- თქვენი მანქანით წავიდეთ, ხვალ ისევ დაგჭირდებათ მოსვლა.. ამ ზამთარს აქ ვივარჯიშოთ, დათბება თუ არა, მერე გარეთ
- კარგი - გავუღიმე უხერხულად, მანქანაში მოვთავსდით და წავედით.. მისამართი არ მითქვამს, თუმცა სწორად მიმიყვანა
- თქვენ საიდან იცოდით ამ მისამართზე რომ.ვცხოვრობ - შიშშეპარული ხმით ვკითხე
-მე, - აშკარად დაიბნა - თქვენზე ინფორმაცია ბატონმა ლევანმა მომაწოდა და იქიდან
- გასაგებია - მხრები ავიჩეჩე და გადავედი.. ფეხი ისევ მტკიოდა, მაგრამ ამ ჯერად ხელში არ ავაყვანინე თავი, უბრალოდ დავეყრდენი და ავაღწიეთ სახლამდე..
- პრინცესა მერიემ, გეგა დარჩეს რა - შემეხვეწა პატარა
- პატარავ, იქნებ საქმე აქვს..
- გთხოოვ - თვალები შემომანათა
- აბა, ბატონო ტრენერო, დარჩებით ცოტა ხნით და დაელოდებით სადილს, რომელიც კაცმა არ იცის, როდის იქნება მზად? - შევბრუნდი და ვკითხე გეგას
-დონატელოს თუ ასე სურს, აუცილებლად - მხრები აიჩეჩა და თამამად შემოვიდა...
სამივე სამზარეულოში გავედით და ერთობლივი ძალებით მოვამზადეთ სადილი.. ძალიან ბედნიერი იყო დემე, ეს კი უმთავრესია ჩემთვის.. დემეს ძილი მოერია და ოთახში გავიყვანე.. რომ დავბრუნდი გეგა სამზარეულოს მწყობრში მოყვანას ცდილობდა.
- არ გინდა, მე ვიზამ - ვუთხარი და ერთი თეფში, რასაც ქვია, ჰაერში დავიჭირე..
- კარგი, რა გაეწყობა.. ისე ყავას დავლევდი - მითხრა მან და სავარძელდი ჩაჯდა..
- რამდენიმე წუთს მაცალე და მოვამზადებ - გავძახე მეც..

....
- დიდი ხანია ვერ დადის? - მკითხა გეგამ და ყავა მოსვა
- კი. ორი წლის იყო, როდესაც ქუჩაში ვიპოვე, მთლად გაყინული, მას შემდეგ ეტლი სჭირდება - გეგას სახე შეეცვალა, აშკარად სევდა გაუჩნდა თვალებში..
- მას მერე შენ უვლი?
- არა, უფლება არ მქონდა წამოყვანის.. მეურვეობა რამდენიმ დღის წინ მომანიჭეს მხოლოდ.. ნუ გებრალება, - შევხედე მას - უბრალოდ შეიყვარე, დემე ძალიან კარგია.. არავისთან ქონდა ურთიერთობა, რადგან ჰგონია, რომ ყველას ებრალებოდა.. მხოლოდ მე მომცა ახლოს მისვლის საშუალება.. ახლა შენც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენგან სიყვარუკს გრძნობს და არა თანაგრძნობას
- ასეცაა, მე ის ძალიან მიყვარს - გამიღიმა.ისევ.. რა ხშირად მიღიმის რა არის.. - კარგი, დროა წავიდე - დაამატა რამდენიმე ხნიანი სიჩუმის შემდეგ..
- კარგი, გმადლობთ - ადგომას ვეცადე
- არა, იყავი, ჩემით წავალ.- მითხრა და გასასვლელში გაუჩინარდა.. ცოტა ხანში დემემ გაიღვიძა და გადავწყვიტე, ირაკლისთან წამეყვანა..

გეგა....
დღეს ძალიან კარგი დღე იყო, იმაზე რთული ვიდრე მეგონა, მაგრამ სასიამოვნო.. დემეტრე უმაგრესი ბავშვია.. ვცადე დღეს ცოტა გულგრილი ვყოფილიყავი, რადგან არ მინდოდა მარიამის შეშინება.. ლამის გული გამისკდა ფეხი რომ იტკინა, მაგრამ მეორე მხრივ, მისი ხელში აყვანის საშუალება მომეცა.. შემდეგ იყო სადილი მათთან ერთად და ბედნიერების ზენიტში მყოფი, სრულიად ახალი გეგა.. გვიან აღმოვაჩინე, რომ ტელეფონი დამრჩა მათთან და უკან მივბრუნდი, თუმცა მანქანით მიდიოდნენ, ამიტომ უკან გავყევი.. საავადმყოფოში მივიდნენ, მეც შეუმჩნევლად მივყვებოდი.. იმ პალატაში შევიხედე, სადაც შევიდნენ და საწოლში აპარატებზე შეერთებული, ფერმკრთალი ახალგაზრდა კაცი იწვა.. ახლა კი გავიგე რა ყოფილა მისი სევდის მიზეზი.. მხოლოდ ის არ ვიცი, ვინაა ეს უცნობი მისთვის, მაგრამ თუ ის მარიამის ბედნიერების მიზეზი იქნება, მე ყველაფერს ვიზამ, რაც კი შემიძლია.. გასვლას ვაპირებდი, მარიამი რომ შემეჯახა.. დაიბნა
- აქ რას აკეთებ? - აშკარად გაოცებულმა მკითხა
- მე თქვენთან მობილური დამრჩა, მერე დაგინახეთ აქ მოდიოდით და მეგონა ბავშვი გახდა ცუდად - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს
- ყველაფერი რიგზეა, აქ უბრალოდ, აქ ჩემი ძმა წევს და მასთან - უჭირდა საუბარი
- იცი, თუ გინდა არ ვისაუბროთ - ვუთხარი და დემეს ეტლი წავიყვანე.. მან უბრალოდ გამიღიმა.. მანქანაში მოვათავსე..
- თქვენთან მობილური დამრჩა და იმედია წამიყვანთ - გავუღიმე მას
- აუცილებლად - გამიღიმა მანაც.. მივდიოდით, როდესაც მარიამი დემეს მიუბრუნდა
- დონატელო, მგონი დროა ჩვენს ტრენერსაც მოვუფიქროთ ზედმეტი სახელი, რას იტყვი?
- მშვენიერი იდეაა, პრინცესა მერიემ.. დაიცა დავფიქრდე.. ჯინი, მისტერ ჯინი...
- რაა? - ვიყვირეთ ერთად
- მე ასე მინდა - ხელები გადააჯვარედინა და გაგვიღიმა ეშმაკურად..
სახლშიც მივედით.. დემეს მანქანაში დაეძინა და საწოლში დავაწვენინე..
- გმადლობ - მითხრა მარიამმა და ტელეფონი მომაწოდა..
-შენი ძმა, ის.. დიდი ხანია ასეა?
- ერთი წელი, თითქმის ერთი წელი..
- მისმინე, თუ არ გინდა არ ვისაუბროთ, ვხედავ, როგორ გიჭირს..
- რას დალევ? - მკითხა მან და სამზარეულოში გავიდა, პასუხს არ დალოდებია, გააგრძელა - არ ვიცი რატომ, მაგრამ, რომ გიყურებ, როდესახ შენთან ვარ, რაღაც ახლობლურს განვიცდი.. - საკმაოდ თამამი იყო ის..


- აი ასე იყო ყველაფერი, - თქვა მარიამმა იმის შემდეგ, რაც მთელი მისი ამბავი მომიყვა და კონკაკის კიდევ ერთი ჭიქა დაცალა.. უკვე ორივე კარგად ვიყავით გაბრუებულები..
- არ ვიცი რა გითხრა - მხრები ავიჩეჩე
- არც არაფერი, დალიე მისტერ ჯინ - გამიღიმა მან..
- ჩემთვის მეტი სასმელი არ შეიძლება, ხვალ უნდა ვივარჯიშოთ, ახლა წავალ
- მისტერ ჯინ - მომაძახა კართან მყოფს - იმედია ტაქსით წახვალ - საყვარლად დამემშვიდობა ის, მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე.. როგორ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ...

მარიამი
გეგა წავიდა.. მეც ვიბანავე და დავწექი.. თუმცა ძილი არ მომკარებია.. ვერ მივხვდი, რატომ ვიგრძენი სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი სიახლოვე, ან რატომ ვერ ვივიწყებ მის თაფლისფერ თვალებს...
მეორე დღემაც ნორმალურად ჩაიარა და ასე გრძელდრბოდა სულ.. გეგა ბავშვს ავარჯიშებდა და ნელ-ნელა შედეგზე გავდიოდით.. დემესთვის ყავარჯენი ვიყიდე და უკვე ახერხებდა მისით სიარულს.. ამასობაში ზამთარიც გავიდა და გაზაფცულმა ნათელი ფერები შემოიტანა.. ისევ გამწვანდა ბუნება.. თუმცა ირაკლი, ირაკლი ისევ ისე იყო.. არ ვარღვევდი ტრადიციას და ყოველ საღამოს მასთან ვიყავი.. დემეც მიმყავდა და ხანდახან გეგაც.. მხოლოდ ერთის იმედი მქონდა, მალე ამერიკიდან ექსპერტები ჩამოვლენ და თუ სულ მცირე შანსები არსებობს, ჩავეჭიდებით...
რაც შეეხება გეგას, მასზე ფიქრები დამჩემდა.. დაგვიახლოვდა მე და დემეს.. საკმაოდ ხალისიანი და კარგი ადამიანია.. უკვე სამი თვე გავიდა, რაც ბავშვს ავარჯიშებს და მეც ისე შევეჩვიე, რომ არ ვიცი მერე რა უნდა ვქნა.. მხოლოდ გოგოების გადამეტებული ყურადღება მაცოფებს მის მიმართ.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემიყვარდა.. ასე უბრალოდ.. შემიყვარდა... თუმცა, არ ვიცი მიხაროდეს თუ არა, რადგან ისიც მესმის, რომ, როდესაც ვარჯიშები მორჩება, მეც ვეღარ ვნახავ გეგას.. ვერ ვიტყვი, რომ ის ინერტულია.. მისი თვალებიდან ყოველთვის სითბო მოდის...

ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს ირაკლი და შემომთავაზეს ერთი, რთული და სარისკო ოპერაცია, რომლის შანსები ნახევარი ნახევარზე იყო.. გეფიცებით ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, უნდა მეცადა.. მირჩევნია ვიმოქმედო და მერე ვინანო, ვიდრე უმოქმედოდ ვიყო და მაინც ვინანო..
ოპერაცია ერთ კვირაში დაგეგმეს.. უკვე მაისია და თბილა.. ეს ერთი კვირა სულ არეული ვიქნებოდი, ამიტომ გეგამ ვარჯიშებიდან დაგვითხოვა.. ჩვენთან სულ მოდიოდა და აუცილებელ ვარჯიშებს იქ უტარებდა..
- დამშვიდდი კარგი? ყველაფერი კარგად იქნება - დამამშვიდა გეგამ და სავარძელზე ჩამოჯდა
- და რომ არ იყოა.. ამდენი ხანი.. იმედიც აღარაფრის მაქვს - დივანზე ვიჯექი და თავი საზურგეს მივადე, ვცადე ცრემლები შემეკავებინა, გეგა ჩემთან გადმოჯდა, ჩემი ხელი აიღო და მისაში მოიქცია
- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მარიამ.. ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ კი უსამართლოდ.. მაგრამ, შენ იმდენი სიკეთე გაგიკეთებია, რომ დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ წაგართმევს შენს ძმას.. მთავარია არ გატყდე - გამიღიმა და უცებ მომხვია ხელები, სრული სიმშვიდე ვიგრძენი..
ერთი კვირაც გავლიეთ და მოვიდა დღე, რომელსაც ასე ველოდი.. გული ამოვარდნას მქონდა.. გეგა და დემე წარმოადგენდა ჩემს საყრდენს.. ოპერაცია დილით დაიწყეს. წინ და უკან დავდიოდი, ადამიანს აღარ ვგავდი.. გეგა და დემე კი უკან დამყვებოდნენ და მამხნევებდნენ.. წუთი წუთს მისდევდა, საათი საათს, ექიმები მაინც არ ჩანდნენ.. ხუთი საათია რა შეიყვანეს და არავინ გამოვიდა ჯერ.
მეექვსე საათიც მიიწურა და აი, ექიმიც გამოჩნდა.. მასთან ისე მივედი, როგორც განსასჯელი სასამართლოზე..
- გილოცავთ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ღიმილით მითხრა ექიმაა.. მისი სიტყვები ექოსავით ჩამესმა, პირზე ხელი ავიფარე, კივილი რომ ჩამეხშო.. იმ წამსვე მოვიდნენ გოგა და დემე
- გადარჩა, ყველაფერი წარმატებით დასრულდა - ვუთხარივგეგას და მაგრად მივეხუტე..

გეგა...
ირაკლის ამბის გაგების შემდეგ გადავწყვიტე, რომ მემოქმედა.. მისი ისტორია მსიფლიოს სხვადასხვა ცნობილ კლინიკებშივჭ გადავგზავნე.. როგორც ჩანს, მარიამიც აგზავნიდა, მაგრამ უშედეგოდ.. ამერიკაში კი ერთ-ერთი კლინიკა მოვიძიე, იმაზე ორჯერ მეტი შევთავაზე, რაც საჭირო იყო.. დამთანხმდნენ, მაგრამ არა ფულის გამო.. მის მდგომარეობაში რაღაც ნათელი სხივი დაინახეს და იმიტომ.. წარმატებით დასრულდა ოპერაცია.. მარიამის სახეზე ბედნიერება გამოისახა, აღარც თვალები ჰქონდა სევდით სავსე.. შევძელი და მოვახერხე მისი სევდის დამარცხება.. ბედნიერი იყო მარიამი, მისი ბედნიერება კი მე მაბედნიერებდა.. სწორედ ეს შეცვალა ჩემში მარიამმა, მე ოდესღაც ყველაზე ეგოისტს, დღეს სხვისი ბედნიერება მაცოცხლებდა..
დღეები გადიოდა, ირაკლი უკეთ ხდებოდა.. გონზეც მოვიდა და გავიცანით.. უკვე ზაფხული შემოვიდა.. დემესთან ვარჯიშებს ვაგრძეკებდი, მაგეამ ფსიქოლოგიურად უფრო სჭირდა ეს ყოველივე..
- მარიამ - ვუთხარი ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ -დემეს მდგომარეობა მაშფოთებს.. ხომ ხედავ, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს ფსიქოლოგირი ტრამვა უფროა, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ..
- მაინც რა? - შეშგოთდა ისიც.. მე კი ჩემი გეგმა ვუთხარი.. დემე აუზზე წავიყვანეთ.. მე ცოტა ხანს გამოვედი და შორიდან ვუყურე.. მარიამმა იმის იმიტაცია გააკეთა, ვითომ აუზში ჩავარდა და იხრჩობოდა.. დემემ კი, თქვენ წარმოიდგინეთ, სცადა და ადგა, მის დასახმარებლად ადგომა შეძლო.. ჩვეულებრივი, გამართული ნაბიჯები გადაადგა.. ჭკუუდან ლამის გადავედით მე და მარიამი.. ვტიროდით, ბედნიერებისგან ვტიროდით....
ახლა ის მაღელვებდა, რომ მარიამი უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ასე იყო საჭირო, რადგან საკუთარი გრძნობები უნდა გაერკვია.. ყოველ დღე მაინც ვუთვალთვალებდი.. ერთ დღეს სრულიად მარტო იყო სახლში.. საღამო ოყო, ის კი აივანზე იჯდა და სივრცეა გაჰყურებდა.. მეტი აღარ შემეძლო.. სულ ერთი კვირა აე იყო გასულივდა უკვე სიგიჟემდე მენატრებოდა.. გაუბედავად ავედი მის სართულზე, ზარი დავრეკე და დაველოდე.. ნაბიჯების ხმაც მალე გავიგე და მალე ისიც გამოჩნდა.. გამიღიმა და ძლიერად ჩამეხუტა.. მისი სითბო ვიგრძენი.. გული გამითბა.. ცოტა ხანს ვიდექით ჩახუტებულები.. მერე შიგნით შემიპატიჟა..
- მეე მეურვეობის ამბავზე ვიცი, ისიც ვიცი, რომ ირაკლის ისტორია შენ გააგზავნე - უეცრად დაიწყო მარიამმა და გავშეშდი
- მიბრაზდები? - გულის კანკალით ვკითხე..
- არა, მე არ ვიცი , როგორ....
-ჩუუ - ტუჩებზე ხელი მივაფარე და მის ტუჩებს შევეხე, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი მსგავსი რამ.. ცოტა ხანში მოვშორდი და გავაგრძელე - შენ არც კი იცი, თავად რა მოახდინე ჩემში.. წინა წლის მარტი იყო, როდესაც პირველად დაგინახეთ, ბავშვთა სახლში შენ და დემე კალათბურთს თამაშობდით.. შენ ერთადერთხელ გამოიხედე ჩემკენ.. მაგრამ ეს საკმარისი იყო.. ისეთი ლამაზი იყო შენი თვალები, ისეთი ღრმა და სუფთა.. მაგრამ ისეთი სევდიანი.. - მას უკვე ძლიერ ვეხუტებოდი... ამომხედა და ტუჩებზე მაკოცა
- შენ ჩემი ცხოვრება შეცალე გეგა.. შენ მე ბედნიერება მომიტანე.. მიყვარხარ, უსასრულოდ... დემემ სწორი მეტსახელი აგირჩია.. მისტერ ჯინი, რომელიც ოცნებებს გვისრულებს
მარიამი..
ჩვენი ამბავი ყველას ძალიან გაეხარდა.. ქორწილი აგვისტოს ბოლოს გვქონდა.. ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდით..
საოცარი იყო ქორწილის დღე.. დღე, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.. საქორწინო მოგზაურობაში იტალია მოვინახულეთ.. გეგასთან გატარებული ყოველი წუთი საოცარი იყო.. რომ ამბობენ თანაცხოვრება გრძნობებს აუფერულებსო, ტყუილია, შეუძლებელია, თუ გრძნობა ყალბი არ არის, რა თქმა უნდა....
ყველაფერი კარგად იყო.. ირაკლის ჯანმრთელობა ნელ-ნელა წესრიგში მოდიოდა.. დემე უკვე დარბოდა და დრო იყო დაპირებები ამესრულებინა.. მე დავაყენე პირველად თხილამურებზე, როლერებზეც მე ვასწავლე დგომა.. მისი სახე უნდა გენახათ, როდესაც მე და გეგამ ცხენზე დავსვით და გააჭენა.. კალათბურთი კი ჩვევად გვექცა.. გეგას სახლის ეზოში პატარა მოედანი გავაკეთეთ და სპორტი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა..
ჩვენი ქორწინებიდან სამი თვე რომ გავიდა გავიგეთ, რომ მალე პატარაც გვეყოლებოდა.. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა პირველი სამი თვე.. ექიმმა გვოთხრა, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან ტყუპების შემთხვევაში, თურმე უფრო ხშირია ტოქსიკოზი.. ბავშვები შვიდთვიანები გაჩდნენ, რადგან ფიზიკურად მეტი ვეღარ გავუძელი.. მიუხედავად ამისა, მაინც ჯანმრთელები იყვნენ..
ბავშვები ძალიან ცელქები არიან, მაგრამ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.. მათე ელენეზე რამდენიმე წუთით უფროსია, ამიტომ სულ ეუფროსება.. დემე ორივეს ''მწყემსავს''.. რაც მთავარია ძალიან უყვართ სამივეს ერთმანეთი..

.....
- მამა, მამაა - მივარდა ელენე მამამისს და კისერზე ჩამოეკიდა - მა, დედა ლო დაინახე მაჩინვე ლატო შეგიკვალდა?
- თვალების გამო მაა, თვალები ჰქონდა საოცრად სევდიანი - ელემ მხრები აიჩეჩა და ძმებთან გავარდა..
აი მოდით აქ დავსვათ.წერტილი, მაგრამ, არა ერთი, არამეშ ბევრი, რომ მრავალწერტილი გამოვიდეს, რადგან ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია დასრულდეს...


*************
ეს პატარა, მაგრამ თბილი იტორიაა.. ველი თქვენს შეფასებებს.. იმედია მოგეწონებათ და თქვენს აზრებს გამიზიარებთ.. შეცდომებისთვის ბოდიშიი.. მიყვარხაართ ♥♥



№1 სტუმარი A

Dzalian lamazi istoria iyo magaria......

 


№2  offline მოდერი tsn

A
Dzalian lamazi istoria iyo magaria......

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა ))

 


№3  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგი იყო

 


№4  offline მოდერი tsn

natia-natia
ძალიან კარგი იყო

გმადლობ ♥♥

 


ისტორია ძალიან თბილი და სულში ჩამწვდომია ძალიან მომეწონა აშკარაა რომ მთელი გრძნკბითაა დაწერილი მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის❤❤❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№6  offline მოდერი tsn

lann❤
ისტორია ძალიან თბილი და სულში ჩამწვდომია ძალიან მომეწონა აშკარაა რომ მთელი გრძნკბითაა დაწერილი მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის❤❤❤

მიხარია, რომ მოგეწონაა ♥

 


tsn
lann❤
ისტორია ძალიან თბილი და სულში ჩამწვდომია ძალიან მომეწონა აშკარაა რომ მთელი გრძნკბითაა დაწერილი მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის❤❤❤

მიხარია, რომ მოგეწონაა ♥

ველი ასეთ ისტორიებს შენგან
--------------------
romantikosi mwerali

 


№8  offline მოდერი tsn

lann❤
tsn
lann❤
ისტორია ძალიან თბილი და სულში ჩამწვდომია ძალიან მომეწონა აშკარაა რომ მთელი გრძნკბითაა დაწერილი მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის❤❤❤

მიხარია, რომ მოგეწონაა ♥

ველი ასეთ ისტორიებს შენგან

ვეცდებიი და გმადლოობ ♥

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu dzaaaan magariii iyooo

 


№10  offline მოდერი tsn

uchveulo
auuu dzaaaan magariii iyooo

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥

 


№11  offline წევრი Devil Queen

ძალიან მაგარი იყო დიდი მადლობა რომ ესეთ კარგ ისტორიებს წერ ❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი Hela

ვაიმეეე საოცრება ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent