შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 4 თავი


11-02-2016, 20:47
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 383

იმ დღეს სახლში აფეთქებული დავბრუნდი, ჩემს ორგანიზმში გადატრიალება მოხდა, ალბათ ეს სახეზეც მემჩნეოდა, რადგან დედა საეჭვოდ ჩუმად მათვალიერებდა. იმდენად შევიცვალე, რომ ამას მეც ვგრძნობდი. როგორ ავხსნა არ ვიცი ეს ცვლილება, რას შევადარო, ისე ვგრძნობდი თავს თითქოს ქალად ვიქეცი. მეგონა ირაკლისთან სექსუალური კავშირი მქონდა, არადა მას ჩემთვის ხელი არც უხლია. თუმცა ეს იმაზე მეტად სასიამოვნო აქტი იყო, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე. აი, რას ჰგავდა ეს გრძნობა, ამას ახლა ვხვდები. მე გარდავიქმენი, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. საწოლზე გულაღმა ვიწექი, თვალები ჭერისთვის გამეშტერებინა და უაზროდ ვიღიმოდი. ხელები, თვალები, ტუჩებიც კი მის შეხებას ნატრობდნენ, ვიწვოდი სურვილით, ვიწვოდი მისი სიყვარულით, ის კი უბრალოდ გარშემო მივლიდა, როგორც მგელი მიზანში ამოღებულ შველს და თითქოს ხელსაყრელ მომენტს ელოდა დასაჭერად. ირაკლი იმაზე მეტს ითმენდა ვიდრე მე წარმომედგინა, იმაზე ბევრს ღელავდა ვიდრე მე. ეს იყო ამოუხსნელი განცდა. თანახმა ვიყავი ყველაფერზე, ოღონდ კი ის შემეგრძნო, ის განმეცადა. მასთან მყოფს თავი მავიწყდებოდა, მისი მზერა წარმოუდგენელ რამეს მმართებდა, სულაც არ იყო საჭირო შეხება, მხოლოდ გამოხედვითაც კი ვგრძნობდი, რომ სხეულის შიგნით ვფეთქდებოდი, შეუხებლად, შეუგრძნებლად განვიცდიდი ჩემთვის ასე უცხო გრძნობას. სიამოვნებასთან ერთად ეს ჩემში იმხელა ტკივილს იწვევდა, ცუდად ვხდებოდი. ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი, თუმცა ვერც სულიერს დავარქმევდი, მაგრამ მაშინ ამაზე ვერ ვფიქრობდი, არ მესმოდა. ირაკლი ერთდროულად ჩემი სამოთხეც იყო და ჯოჯოხეთიც, ბედნიერებაც და უბედურებაც, ტკივილიც და სიამოვნებაც, სიმშვიდე და ტანჯვა, ჯალათი და მცველი, მაცდური და ანგელოზი, სიყვარული და სიძულვილი.
..................
სადღაც ქალაქგარეთ ვიყავით, ტრიალ მინდორზე, ახლად ამოწვერილ ბალახს შიშველი ფეხებით ვაბიჯებდი და მინდვრის ყვავილების დანახვაზე სიხარულით მიბრწყინავდა თვალები. ბედნიერებისგან თავბრუ მეხვეოდა, ხელგაშლილი, შიშველი ფეხებით ვტრიალებდი და ცას ვუყურებდი, მანამდე სანამ თვალები არ მეტკინა, მანამდე სანამ გულის რევის შეგრძნებამ მიწაზე არ დამანარცხა. ირაკლის გვერდით დავეცი, ხელები გავშალე და კმაყოფილი ღიმილით ვიწექი, თვალი დიდი წვალების შემდეგ გავახილე. ის ჩუმად იჯდა, ფეხები მოეხარა და ხელები ეწყო ზედ, ხელში ხის პატარა ტოტი ეჭირა და რაღაცას უყურებდა თვალმოუშორებლად. თვალი მის მზერას გავაყოლე, ჰორიზონტს გასცქეროდა. მომერიდა მისი მყუდროების დარღვევა, ჩუმად ვიწექი და ცას ვუყურები, უჩვეულოდ ლურჯი იყო იმ დღეს ზეცა, უჩვეულოდ თბილოდა.
- იცი, წუხელ ერთი გოგო დამესიზმრა. - მოულოდნელად გადაწვა წურგზე და თავი ჩემკენ მოაბრუნა. - ადრეც რამდენჯერმე დამსიზმრებია… არ ვიცი რატომ, შენ ხომ არ იცი?
- აბა, რა ვიცი… - გულმა დაბლა დაიწია, თითქოს ტკივილისგან სურდა გაპარვა.
- კაი, ნუ ეჭვიანობ, შენ მასზე ბევრად ლამაზი ხარ. - უცებ წამოდგა ფეხზე და ხელი გამომიწოდა, უხმოდ ავდექი, ხელი ჩავკიდე და წამოვედით.
იმ დღეს უსიტყვოდ მიმაცილა სახლამდე, ვერ ვიგებდი რა სურდა, რას ფიქრობდა, მაგრამ ძნელი იყო კითხვების დასმა. არ შემეძლო, მის სულში ფათური, კითხვებით თავის მობეზრებას მერჩივნა დავმტკბარიყავი იმით, რაც მქონდა. ის ჩემთან იყო, უფლებას მაძლევდა მისი იდუმალი მხარეები დამენახა, მაგრამ მეტს ვერ ვბედავდი, სადამდეც ირაკლი მაძლევდა მისი გაცნობის საშუალებას, იქამდე ვიცნობდი. მეჩვენებოდა, რომ მან უფრო მეტი იცოდა ჩემზე, ვიდრე მე მასზე. მეჩვენებოდა, რომ ჩემს ყველა ფიქრსა და ოცნებას ხვდებოდა. ერთი კითხვა არ მასვენებდა, აღმიქვავდა ისე, როგორც ქალს, თუ მხოლოდ პატარა, მასზე შეყვარებულ გოგოდ მივაჩნდი.
დილით მისმა მესიჯმა გამაღვიძა, ირაკლის ნომრის დანახვამ სიხარულისგან ამაკივლა, ვერ ვიჯერებდი, რომ გაღვიძებისთანავე გავახსენდი.
“Once in Blue Moon“ - აქამდე მეგონა ეს წარმოუდგენელი იყო, დადუნაა…”
თვალებგაფართოებული უკვე მეათედ ვკითხულობდი და არ მჯეროდა. ჩემს დაუსმელ კითხვას პასუხი გაეცა.
მოუთმენლად ვრეკავდი ზარს და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ირაკლის აბურძგნული თავის დანახვაზე გული ამიჩქარდა, მოურიდებლად ჩამოვეკიდე კისერზე და მთელი სახე დავუკოცნე, ჩემი თავის მიკვირდა, რომ ასეთი თამამი ვიყავი. კმაყოფილი ირაკლი, წელზე ხელს მხვევდა და გულში მიკრავდა. მისაღებში ერთად შევედით, მე დივანზე მივწექი, ირაკლის ჩემს ფეხებზე ედო თავი და თვალებში მიყურებდა.
- ასე რატომ მიყურებ? - მის თმებს ვეთამაშებოდი.
- ასე, როგორ? - გულწრფელად გაუკვირდა.
- როგორც მშიერი მგელი, შეშინებულ მსხვერპლს. - ისე გადაიხარხარა,
შემრცხვა, მერე სიცილს მორჩა და დასერიოზულდა.
- გიყურებ და ვერ ვხვდები, რა ფერი ხარ, დადუნა. - ძველ დიალოგს მიუბრუნდა და მეც გავინაბე, მისი საუბარი მატყვევებდა, ირაკლის შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ყურადღება მიეპყრო, როცა საუბრობდა. - ფერი კი არა, სუნიც ისეთი განსხვავებული გაქვს, ვერ ვხვდები, ჯერ ვერ დავადგინე.
- რა ფერი, რა სუნი, ირაკლი, ნუ სულელობ. - მხიარულად გავეპასუხე და გამეცინა, ირაკლის არ გაუღიმია. წამოჯდა, ერთი ფეხი დივანზე მოიკეცა, მარცხენა ხელით საზურგეს დაეყრდნო და თმები აიჩეჩა ნერვიულად.
- ყველა ადამიანს თავისებური სუნი აქვს, ზოგს ქარის, ზოგს წყლის, ზოგს ვარდის, ზოგს ცეცხლის. შენ კი არც ერთს არ ჰგავხარ… შენ ცის სუნი გაქვს, დადუნა, მაგრამ ვერ ვხვდები რა ფერი ხარ…
- ირაკლი…
- ჩუ, მაცალე, - წამოდგა, სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა ცეცხლი და კვამლი ღრმად გაუშვა ფილტვებში, ცოტა ხანს ისევ ჩუმად იყო. - ჰო, ყველა ადამიანი სხვადასხვა ფერია, უმეტესობა შავი, ან ნაცრისფერი... შენი... შენი კი ლურჯია, ჰო ლურჯია, შენი თვალების ფერი. - გამეღიმა, წამოვდექი და მივუახლოვდი, გამიღიმა და თმაზე ჩამომისვა სიგარეტიანი ხელი. თვალებში ვუყურებდი და მიხაროდა მისი ასეთი სიყვარულით შემოხედვა. მიხაროდა, მაგრამ მაინც ვთრთოდი მის შეხებაზე. -
“ნუ, ნუ მიყურებ შენ ასე უმანკოდ, თითქოს
არ გინდოდეს ჩემი გაგიჟება, ასე
უცოდველად რომ ხრი შავ წამწამებს,
ჩემი მოტყუება სულაც არ გიხდება.
გეხები თრთიხარ, თითქოს გეშინოდეს,
მაგრამ ხომ არ გინდა ჩემგან გარიდება?
შევცურო ლურჯებში ურცხვად, რომ მიმზერენ,
მომცემ უფლებას, თუ ისევ გეტირება?
მოდი მოგეხვევი, იქნებ შეგეჩვიო, იქნებ
გაგიაროს დღეს რომ ვერ იღებ ხმას.
სხეულს გაგიშიშვლებ ლურჯი მთვარის ფონზე,
მერე რამეს დავწერ როცა გეძინება.” - აღელვებული კითხულობდა და ვხედავდი როგორ ეჭიმებოდა ძარღვები ყელზე, თვალზე მომდგარი ცრემლი, ლოყაზე ჩამომიცურდა, მაგრამ არ მომიწმენდია. ირაკლი ჩემსკენ გადმოიხარა, ცოტახნით შეჩერდა, დაჟინებით მიმზერდა თვალებში, მერე ძალიან ფრთხილად, აუჩქარებლად შემეხო ტუჩებზე.

პ.ს.ლექსის ავტორია მარიამ ნატროშვილი.



№1  offline წევრი შამხათი

ძალიან პატარა იყო, არ მეყო, მეტი მინდოდა...
საოცარი ხარ..

 


№2  offline წევრი მოლურჯო

წინა თავი უფრო კარგი იყო...
უფრო სხვანაირი იყო...
არ იყო ეს ცუდი მაგრამ ჯობდა წინა თავი
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი kiko

რაღაცნაირად ძალიან მომწონს ❤ როგორ ვთქვა არვიცი მაგრამ რაღაცნაირად გული მიგრძნობს რომ კარგად არ დასრულდება მაგრამ იმისდამიუხედავად რომ არ მიყვარს ცუდი დასასრულით ისტორიები ეს სულ სხვაა ვერ ველევი რატომღაც.

 


№4 სტუმარი parker

განსხვავებულია უფრო მხატვრული და იდუმალია.მათ შორის კავშირი მაგიას გავს და ეს აღმაფრთოვანებს და თუმცა ცუდი დასასრული არ მომწონს ჩემ ხელით შევსვავ ფიალიდან შხამს.

 


№5  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმეე როგორ ველოდიი..რამდენჯერ შევამწმე რომ იცოდე..მომწონს ძალიან მომწონს რაღაცნაირად განსხვავებულია..დიდი ინტერესით ველი შემდეგ თავს..მინდა გითხრა საშინლად არ მყოფნის ლომკის შეგრძნებას მიტოვებს lol გელიი გელიიი ...უფრო დიდი თავის love

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმე თათა, არ ველოდი და გული შემიქანდა ფეისბუქზე რომ დავინახე ახალკ თავი.
არ ველოდი ამ ლექსსაც თუ გამოიყენებდი. მეგონა გადაიფიქრე.
მე მომეწონა, არ აკლდა არაფერი.
არ მესმის რატომ ჰყოფენ ისტორიას თავების მიხედვით, წინა სჯობდა, ეს არა.
დღეს მარგი დღე იყო, ხვალ ცუდი მექნება, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა.
ეს ხომ ერთი მთლიანი ისტორიაა და ვერ განვითარდება ერთნაირად ემოციურად.
მე ერთ მთლიანს ვაფასებ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არც მე ვიცი, რა გიტრიალებს თავში, დარწმუნებული ვარ, რაღაც სასწაული იქნება.
ძალიან ძალიან კარგი ხარ <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ვაიმე თათა, არ ველოდი და გული შემიქანდა ფეისბუქზე რომ დავინახე ახალკ თავი.
არ ველოდი ამ ლექსსაც თუ გამოიყენებდი. მეგონა გადაიფიქრე.
მე მომეწონა, არ აკლდა არაფერი.
არ მესმის რატომ ჰყოფენ ისტორიას თავების მიხედვით, წინა სჯობდა, ეს არა.
დღეს მარგი დღე იყო, ხვალ ცუდი მექნება, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა.
ეს ხომ ერთი მთლიანი ისტორიაა და ვერ განვითარდება ერთნაირად ემოციურად.
მე ერთ მთლიანს ვაფასებ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არც მე ვიცი, რა გიტრიალებს თავში, დარწმუნებული ვარ, რაღაც სასწაული იქნება.
ძალიან ძალიან კარგი ხარ <3

როგორ კარგად მიცნობ მარიამ,მადლობა რომ გესმის და იზიარებ,მართალია ეს ერთი მთლიანი ისტორიაა და როგორიც არის და როგორუც გახდება,ან რა ემოციას გამოიწვევს მკითხველში,ეს შენი დამსახურებაცაა,იცი შენ რატომ გეუბნები ამას.შენ ხარ ჩემი კრიტიკოსიც და მრჩეველიც.

qetiqetiA3
ვაიმეე როგორ ველოდიი..რამდენჯერ შევამწმე რომ იცოდე..მომწონს ძალიან მომწონს რაღაცნაირად განსხვავებულია..დიდი ინტერესით ველი შემდეგ თავს..მინდა გითხრა საშინლად არ მყოფნის ლომკის შეგრძნებას მიტოვებს lol გელიი გელიიი ...უფრო დიდი თავის love

მიხარია,რომ თქვენც ასე ემოციურად ხართ განწყობილნი,ჩემსავით...მადლობა ჩემო საყვარელოო

kiko
რაღაცნაირად ძალიან მომწონს ❤ როგორ ვთქვა არვიცი მაგრამ რაღაცნაირად გული მიგრძნობს რომ კარგად არ დასრულდება მაგრამ იმისდამიუხედავად რომ არ მიყვარს ცუდი დასასრულით ისტორიები ეს სულ სხვაა ვერ ველევი რატომღაც.

მადლობა,მიხარია რომ ასე მოგწონთ

 


№8  offline წევრი teddy))

Kiko ra cudat dasrulebi ris cudat dasruleba :/ dzalian momwons! Gansxvavebulia :* gansakutrebit is momewona rom mgoqnda chartuli zustad agar amxsovs ,,axla ngelozic viyavi da macduric...'' :*

 


№9  offline წევრი ninaia

ლექსები ძალიან უხდება,თითქოს სპეციალურად იყოს დაწერილი.
ყოჩაღ თათა heart_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

რასაოცარია არა? ალბათთმეასეჯერ ვკითხულობ მაგრამ ვყველა თავში ახალ ახალ რამეს ყოველი წაკითხვისას ვამჩნევ..
ესორი საოცრებაა უბრალოდ
ისგოგო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent