შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი (7) დასასრული


11-02-2016, 22:17
ავტორი Nude
ნანახია 3 183

ნაწილი 7.
არ ნერვიულობდა, ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, რამენად გასაოცარიც უნდა იყოს. ქორწილი ჰქონდა დღეს, დიახ, მაგრამ იოდისოდენადაც კი არ ნერვიულობდა. მიზეზი არც მან იცის და არც მე, თუმცა ფაქტი ფაქტია.

– აბა, აბა, გაიღვიძე, გაიღვიძე! მოვიდა ის საცოდავი ბიჭი და იცოდე, დარჩები გვერდზე! – სიცილით დაახტა თავზე კეკე, რომელსაც გვერდს ანანო, ლილე, მარიამი და მაკო უმშვენებდნენ.

– ვაიმე, რამდენნი ხართ. – სიცილით წამოყო თამარმა თავი, მაგრამ თავბრუსხვევის გამო, ისევ ბალიშზე დაეცა.

– გოგო, შენ ნორმალური თუ ხარ? ერთ საათში მოვა დანიელი და შენ მზად საერთოდ არ ხარ. რა უნდა მოვასწროთ? ასწიე ერთი ადგილი, არ გამაბრაზო იცოდე და დავიწყოთ! – დაუტია ისევ კეკემ და პლედი გადააძრო სხეულიდან.

– კარგი, კარგი, ვდგები, ოღონდ ნუ შემაღონე. – ღიმილით წამოჯდა ლოგინზე და თვალები მოიფშვნიტა, რათა ლიბრ გადაკრული თვალებისთვის, რაღაც მოეხერხებინა.

– სიცხე ხო მარ აქვს, შეამოწმე, ჩემ თავს გაფიცებ, რაა! – ამოიოხრა საწყლად კეკემ და გვერდზე გადაკოტრიალდა.

– რას მერციეს ეს? დილიდან გამაბრუა. დედა, შენ მაინც არ უნდა მიშველო? – ვითომ წყრომით შეხედა მაკოს, რომელიც კედელთან ატუზულიყო და ცრემლიანი თვალებით უცქერდა შვილს. – აუ, ეს უარესია! – ხელი ზმუილით ჩაიქნია დედის მიმართულებით და სააბაზანოში შევიდა.

სულ, ღიმილ–ღიმილით გაიხეხა კბილები, დაივარცხნა თმები, წყალი გადაივლო და ასე თუ ისე, მოწესრიგებული გავიდა ოთახიდან. Aნანოს კაბა ეჭირა ხელში და ორსულ ლილეს უტრიალებდა თვალებ წინ. ლილაც კმაყოფილი და ძლიერ მოხიბლული უცქერდა საოცრად მოხდენილ საქოწილო, დროდადრო კი მატერიაზე ნაზ, გლუვ თითებს დაასრიალებდა. კეკე მაკიაჟისთვის ყველა საჭირო ინვენტარს ათავსებდა მაგიდაზე, ხოლო მარიამი სიცილით აწყნარებდა გულაჩუყებულ მაკოს. რა ჰქნას, ადვილი საქმე ხომ არ არის, შვილის გათხოვება? მაინც ერთგვარი სტრესია მშობლისთვის, აუხსნელი. გამოუცდელად, რომ ვერ ვილაპარაკებთ, ისეთი ფენომენია ეს.

– კარგი, დედა, რა! გთხოვ, რა არის აქ სატირალი? თაფლობის თვე გავიაროთ და მერე, ხომ იცი ვერ მომიშორებ, თანაც თხუთმეტი წუთის სავალზეა ჩემი სახლი, თქვენი სახლისაგან. – ცრემლიანი ლოყები დაუკოცნა დედიკოს და კეკეს წარბ აწერულმა გახედა. – დანიელი, რატომ არის საცოდავი?

– ვინ თქვა საცოდავი არისო? – გაიკვირვა სიცილით გოგონამ.

– ახლა ამას თუ ვესროლე ეს ბალიში თავში და დავუზიანე ძვლები..! – მუქარაზე გადავიდა თამარა, თან საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად უქნევდა კეკეს.

– ჰო, კარგი, ვაღიარებ! – ორი ხელი ჰაერში ასწია გოგონამ. – აბა, შენ ხელში საცოდავი არ არის ის ბიჭი? – გულუბყვილოდ აიჩეჩა მხრები და ოთახიდან ისე სწრაფად გავარდა, ბუღი დადგა საძინებელში.

– არა, რაა! მეტის ღირსი ხარ, თამარ. თავიდანვე არ უნდა დაგესვა ეს კისერზე, თორემ ახლა ხომ უყურებ როგორ გათამამდა! – ებუტბუტებოდა თავის თავს და თან ანანოს ეფერებოდა. – რა სულელი ვარ, როგორ ვერ შეგამჩნიე აქამდე. – სიცილით უთხრა სარძლოს, რომელიც სპეციალურად მისი ქორწილის დღისთვის იყო ჩამოსული დედაქალაქიდან.

– არაუშავს, დღეს გეპატიება. – კისკისით მოეფერა თმაზე ანანო და ამღერებულ ტელეფონს გადასწვდა. – ხო, გიგი.

– რას შვრებით? გააღვიძეთ ის ბედოვლათი? – სიცილით ჰკითხა შეყვარებულს.

– კი, ახლახანს გაიღვიძა და უკვე მოასწრო დაცოფვა კეკესი, თუმცა არც მან დააკლო. – მოახსენა სახლში დატრიალებული ამბები. – რანაირი გოგოა, საერთოდ არ ნერვიულობს! – ისე ლაპარაკობდა თამარაზე, თითქოს გოგონა იქ არ ყოფილიყო.

– ნორმალური წყვილია, სანერვიულო რა აქვთ? ერთმანეთს უკავშირებენ ცხოვრებას და... შენ ვერ დაგითანხმე, თორემ!.. – უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები გიგიმ.

– თორემ რა? – ვითომ გაკაპასდა ანაც.

– ააა-ა, არაფერი, არაფერი. რას ,,ავარდი’’ უცბად. – სიცილით დაიხსნა თავი გოგონას ლექციისგან, თუ როგორ ვერ გათხოვდება ჯერ, რადგან დედამისისთვის მიცემულ პირობას ვერ დაარღვევდა.

– მოკლედ, რაა. კარგი, წავედი მე, მოვამზადებთ ამას. – დაემშვიდობა, სწრაფად გათიშა მობილური და ლოგინზე მიაგდო, საპატარძლო კაბის გვერდზე. – დავიწყოთ, თორემ ვერაფერს მოვასწრებთ.

ისე სწრაფად და ორგანიზირებულად აკეთებდნენ ყველაფერს, თამარა გაკვირვებული ადევნებდა თვალს მათ. რა ენაღვლებოდა მას, ხუთი ქალი დასტრიალებდა თავს. კიდევ კარგი მალე ადგა, ბევრი არ იჯიუტა, თორემ მართლაც ვერ მოასწრებდნენ ვერაფერს. კაბის ჩაცმაზე იმდენი დრო დაიხარჯა, მაკიაჟს არ დაეთმო იმდენი, მაგრამ საბოლოო ჯამში, სასწაული კომბინაცია მოახდინა ამ ყოველივემ.

ჩრდილების პატარძალი (7) დასასრული


საბოლოოდ, მართლა გააოცა ყველა, დანიელის ჩათვლით, რა თქმა უნდა. კარებში შემოსულ კაცს თვალი გაუსწორა და ამ ერთი შეხედვით, უბრალო გამოხედვით აგრძნობინა ყველაფერი. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს დანიელმა, რომ ქორწილი მისთვის არაფერს არ ნიშნავს, ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ უკვე ავღნიშნე, რომ ნაწილობრივ. ალბათ, ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს ურჩევნია უბრალოდ მასთან ერთად იცხოვროს, როგორც ცოლ–ქმარმა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოდ, რომ ჯვრისწერა და ხელმოწერა არაფერი არ არის ჩვენთვის, ყოველთვის ეკლდება ამ სიტყვებს სრული სიმართლე, რადგან სრულიად განსხვავებული გრძნობაა იცხოვრო შენს ქმართან და გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც ღვთისაგან არის დალოცვილი.

– ჩემი პრინცესა ხარ! – გრძნობებისაგან აღელვებულმა დანიელმა ჩუმად ჩაილაპარაკა და ფრთხილად აიკრო მის სხეულზე, სასურველი.

– მიყვარხარ! – თავი მკერდზე მიადო თამარამ მამაკაცმა და ხელები წელზე მოჰხვია.

იმ წამს, არ არსებობდა მათ გარდა არავინ ოთახში. უბრალოდ, არ შეეძლოთ ირგვლივ არსებულის სულიერის თუ უსულოს აღქმა. ამ დღეს იწყებოდა მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი, რომელიც უკვე ერთმანეთზე იყო გადაბმული. ამ დღეს გაქრებოდა მხოლოდ თამარა და მხოლოდ დანიელი. ამ დღეს დაიბადებოდნენ ერთნი, სრულფასოვნად ერთნი.

– მალე, მალე, თორემ მამაოსთან დავაგვანებთ. – სიცილით გადასდო ზურამ ხელი დანიელს მხარზე და თამარს გაუღიმა. – ძალიან ლამაზი ხარ, რძალო!

– მადლობა, ზურა. – ლოყებ აფარკლულმა ჩაილაპარაკა და საქმროს მოშორდა.

– წავიდეთ, ჰო. – დაეთანხმა დანიელი ძმაკაცს და თამარას ხელი წელზე მოჰხვია.

ძალიან კარგად, ამაღლებულად და ენით აუღწერელი ემოციებითურთ ჩაიარა ჯვრისწერამ. იქიდან გამოსულებმა, სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს მეჯვარეებთან ერთადაც და მარტოებმაც. ხელის მოწერის შემდეგ, რესტორანში გადაინაცვლეს, რომელიც ძალიან ლამაზად იყო მორთულ–მოკაზმული.

კეკეს და გიგის მთელი გზა იმაზე ლაპარაკით ჰქონდათ წაღებული ტვინი, რომ ისინი მეჯვარეები იყვნენ და მაშასადამე, პირველი შვილის ნათლიებიც. ვერავინ ვერ გამოხატავდა იმ დონეზე ბედნიერებას, როგორც უნდოდათ, მაგრამ ხშირად სიტყვები უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე მოქმედება, მზერა.

ყველაზე სასაცილო ის იყო, გიგიმ, ლუკამ, ზურამ, თორნიკემ და ნიკოლოზმა, ნეფე–დედოფალს რომ მიუძღვნეს ცეკვა. ისე სასაცილოდ და ამავდროულად მოუხერხებლად იქნევდნენ აქეთ–იქით კურტუმოებს, მთელი დარბაზი ხარხარებდა. ბოლოს ცრემლები სდიოდა თამარს, იმდენი იცინა.

– მეც შემომთავაზეს მეცეკვა. – გადაუჩურჩულა ცოლს დანიელმა, რომელიც სალფეტკით იწმენდდა სიცილისაგან გამოწვეულ ცრემლებს.

– მერე? რატომ არ ცეკვავ ახლა შენ, იქ? – თვალებით ბიჭებისკენ ანიშნა, რომლებიც ხალხს მადლობას უხდიდნენ აპლოდისმენტებისთვის.

– ხო იცი, მე ეგეთი რაღაცეები არ მახასიათებს, თანაც ვერ ვცეკვავ. – მოხერხებულად ჩარგო მის ყელში თავი და გემრიელად აკოცა.

– ერთხელ აგაცეკვებ, აუცილებლად. – დასახა მიზანი ქალბატონმა და ბუსუსებს დახედა ხელზე, დანიელის კოცნის გამო რომ იყო გამოწვეული.

– ოჰ, ოჰ, ერთხელ შეიძლება, ოღონდ მარტოები როცა ვიქნებით. აუ, წამოდი რა, ჩვენც ჩავიდინოთ ბანალურობა და ,,მოვხიოთ’’ აქედან.

– სად ,,მოვხიოთ’’ ახლა? – სიცილით გადახედა მხიარულ ტალღაზე მყოფ ხალხს.

– წამოდი შენ და მე ვიცი სადაც ,,მოვხევთ.’’ – ფეხზე წამოაყენა ცოლი და გასასვლელისაკენ წაიყვანა. – აბა, ცოლო, ახლა იწყვება ჩვენთვის გადარეული თვე. იქიდან ორსული უნდა ჩამოგიყვანო. ჰოო, აბაა? – სიცილით გადახედა წარბ აწეულ ცოლს დანიელმა. – ხედავ შენ რა გეგმები მაქვს?

– ვხედავ, როგორ ვერა. – კისერზე მოჰხვია ხელი დანიელს, რომელმაც წამში ააფრიალა ხელში საყვარელი ქალი.

ბედნიერების ცრემლით გაჟღენთილმა მაკომ, ღიმილით დაქაჩა ქმარს პიჯაკზე ხელი და კარებში გასული წყვილისკენ ანიშნა. ასევე ღიმილით მოჰხვია ხელი კაცმა და გულ–მკერდზე მიადებინა თავი ცოლს, გამამხნევებლად აკოცა აფორაჟებულ ლოყაზე, შემდეგ კი წელზე მოჰქვია დიდი ხელები.


^^^
მოვრჩიიიი. ძლიიივს. მოკლედ, დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის და იმისთვისაც რომ ის რაც მქონდა ჩაფიქრებული, სათაურთან დაკავშირებით ვერ შევასრულე. ახლა, რატომ... ჩემმა ვირმა ძმამ დამსაჯა გარკვეული მიზეზების გამო. ამიტომაც დავაგვიანე ამდენი ხანი. ჩამომართვა ტელეფონი და კომპიუტერს არ მაკარებს. ახლა სახლში არ არის, დრო ვიხელთე და სასწრაფოდ დავწერე ეს ნაწილი. მაპატიეთ, მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა რომ წამასწროს კომპიუტერთან მჯდომს, დამიჯერეთ, ვეღარასდროს იხილავთ ჩემს ნაწერებს აქ! :დ ჰო, მოკლედ ასე და კიდევ ერთხელ ბოდიშით.
გელავებით შორიდააან. :დ



№1 სტუმარი xatoo

kargi iyoo dzaliaaaann yochag

 


№2  offline მოდერი sopiko

ძალიან ტკბილად და სასიამოვნოდ დამთავრდა, თუმცა სათაური არ გაამართლა. არადა სწორედ ამ რაღაც ''განსაკუთრებულობის'' გამო დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ! წმინდა და ნამდვილი სიყვარულის ისტორია იყო, თავშეკავება, დაუმალავი გრძნობები, სითბო, სილაღე, მოკლედ ყველაფერი ნათლად გადმოეცი!
აუცილებლად დავიწყებ შენს შემდეგ ისტორიას ''თავხედ მეკვლეს'' love

 


№3  offline მოდერი Nude

xatoo
kargi iyoo dzaliaaaann yochag

გმადლობ. love
sopiko
ძალიან ტკბილად და სასიამოვნოდ დამთავრდა, თუმცა სათაური არ გაამართლა. არადა სწორედ ამ რაღაც ''განსაკუთრებულობის'' გამო დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ! წმინდა და ნამდვილი სიყვარულის ისტორია იყო, თავშეკავება, დაუმალავი გრძნობები, სითბო, სილაღე, მოკლედ ყველაფერი ნათლად გადმოეცი!
აუცილებლად დავიწყებ შენს შემდეგ ისტორიას ''თავხედ მეკვლეს'' love

ავღნიშნე უკვე, რატომაც არ გამართლდა სათაური... sad ძალიან დიდი მადლობა! love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent