შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყველაფერს შევძლებთ!(5)


12-02-2016, 10:44
ნანახია 2 303

ერთად ყველაფერს შევძლებთ!

მეორე დღეს ტასო გამზადებული ელოდა ლუკას,სახლში ძალიან ღელავდა რადგან იცოდა დიდ რისკზე მიდიოდა.ახლა მამამისის მკვლელის კომპანიაში უნდა მისულიყო...ღელავდა მაგრამ იცოდა რომ ამ საქაღალდით კიდევ უფრო მიუახლოვდებოდა მიზანს და ამ ჩახლართულ საიდუმლოს ბოლოს მოუღებდა, და დასჯიდა მამის მკვლელს... მაგრამ ლუკა? ის ძალიან აღელვებდა ეშინოდა რომ,ლუკაც იქნებოდა ამ ამბავში გარეული.ბოლო დროს ლუკას ძალიან შეეჩვია და შეუყვარდა კიდეც.ტასო იტანჯებოდა რადგან მამის მკვლელის შვილი შეუყვარდა.ფიქრობდა ბევრს ფიქრობდა და სჯეროდა რომ ლუკა ამ ბნელით მოცული საიდუმლოს ერთ-ერთი გმირი არ იყო.ტასო ფიქრებიდან ლუკას ზარმა გამოიყვანა უცებ დაუბრუნდა რეალობას და ტელეფონს დასწვდა ასაღებად...
—გისმენ ლუკა,—კი მზად ვარ ახლავე ჩამოვალ.
ტასომ მთელი ძალები მოიკრიბა და ლუკასთან შესახვედრად წავიდა.თითქოს ახლა უნდა მოეკლათ,თითქოს გული უნდა გაჩერებოდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და ერთიანად კანკალებდა.
************
—როგორ ხარ ტასია?(ლუკა)გადაკოცნა ბიჭმა ანა და მანქანის კარი თავაზიანად გაუღო.
—კარგად შენ?მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ.ძალიან დამეხმარე.
—მე არაჩვეულებრივად ვარ როგორ შეიძლება ცუდად იყო როცა გვერდით ასეთი ლამაზი და საყვარელი გოგო გიზის.რაც შეეხება ჩვენს ექვსკურსიას კომპანიაში მიხარია რომ დაგეხმარე.
***********
დაახლოებით 20წუთში უზარმაზარ კომპანიაში იყვნენ.ლუკა ტასოს ნელ-ნელა ათვალიერებინებდა და თან რაღაცას უხსნიდა.
—აი ეს მამას კაბინეტია ამაყად წარმოთქვა ლუკამ.ტასოს გული გაუჩერდა ერთიანდ აცახცახებდა.
—შევიდეთ?რათქმაუნდა თუ შეიძლება?
—კი რათქმაუნდა!(ლუკა)
ოთახი სასიამოვნოდ იყო მოწყენილი,ოთახის ცენტრში მაგიდა იდგა.ზუსტად ის მაგიდა სადაც საქაღალდე იდო.ტასიას გაახსენდა რომ აქ სწორედ ამისთვის იყო მოსული...
*******
—ლუკა...
—გისმენ ტასო, რა გჭირს?კარგად ხარ?მოდი დაჯექი.
—ლუკა წყალი მომიტანე გთხოვ ცუდად ვარ..
—კარგი ახლავე,ლუკა სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან ამ დროს,ამ დროს ტასო სასწრაფოდ ადგა და მაგიდის უჯრებში საქაღალდის ძებნა დაიწყო...
აი ისიც საქაღალდე სახელით"შ უ რ ი ს ძ ი ე ბ ა”...
სწრაფად ადგა ტასო საქაღალდე ჩანთაში ჩადო და დაჯდომა ძლივს მოასწრო რომ ლუკა ოთახში ანერვიულებული და შეშინებული სახით შემოვიდა წყლით ხელში...
—ტასო დალიე როგორ ხარ?რა მოგივიდა?
—კარგად ვარ უკვე უბრალოდ ეს დღეები ძალიან გადავიღალე.
—კარგი წავიდეთ და დაისვინე კარგი?
—კარგი ლუკა ნუ ნერვიულობ კარგად ვარ...
აჩქარებული ნაბიჯებით დატოვეს კომპანია...
ტასო კი სახლში დაბრუნდა მაშინვე დამიანეს დაურეკა და სთხოვა რომ მასთან მისულიყო..
**********
დამიანე ოთახში შემოვიდა სადაც ანა იჯდა საქაღალდით ხელში ამ დროს კი ოთახში ნინა გაჩნდა, გაოცებული სახით რაც დამიანეს დანახვამ გამოიწვია, დამიანე დედასთან მივიდა და მოჩვენებითი სიყვარულით გადაეხვია დედას ამ დროს კი ტასოს ანიშნა რომ საქაღალდე დაემალა...
ტასომ ძმის დავალება შეასრულა და საქაღალდე ჩანთაში დააბრუნა...
*******
გაკვირვებული ნინა სავარძელში მოკალათდა დამიანემ ჯი საუბარი წამოიწყო.
—დედა ვიცი რომ გაგიკვირდა ჩემი აქ დანახვა მაგრამ მე ტასიას ძმა ვარ ეს თვითონაც კარგად იცის.მე მას ველაპარაკე აქ დასამალი არაფერია... ის ჩემი და და მე მასზე ვიზრუნებ...
ახლა კი დროა რომ რაღაც რაღაცრები გავარკვიოთ ძვირფასო დედა...
მე დავიწყებ და თუ რაიმეს აარასწორად ვამბობ მითხარი და შემისწორე....
შენ მამას გაჰყევი ცოლად მაშინ როდესაც ტასოს დედა ანი დაიღუპა ეს კი იმისთვის გააკეთე რომ მე უკვე ვარსებობდი ხოლო ტასოს დედა სჭირდებოდა,მაგრამ მამას რომ რეპუტაცია არ შელახვოდა მე ბებიასთან გამგზავნეთ ამერიკაში დრო გადიოდა თქვენ აქ კარგად გრძნობდით თავს მაგრამე არ მივიწყებდით ამისთვის გულრწფელი მადლობა..
ტასო ახლა კი გთხოვ საქაღალდე რომელიც ჩანთაში გაქვს
ტასომ გაუწოდა საქაღალდე გაკვირცევით ვერ ხვდებოდა საით მიჰყავდა დამიანეს საუბარი
ძვირფასო დედა აი ეს საბუთები ნახე რომელიც შენ ვეკუამ ერეკლე ვეკუამ გადმოგცა, აი ეს მეურვეობის საბუთებია რომლითაც შენ უარს ამბობ შენი და ერეკლეს საერთო შვილის ლუკა ვრკუას მეურვეობაზე..
—რაა?ლუკა ნინას შვილა წამოიყვირა ტასომ და სავარძლიდან ადგა
—ხო ტასია დამიანე მართალია ის ჩემი შვილია მაგრამ ის ჩემთვის არაფერია
—დედა ჯერ არ დამიმთავრებია მოკლედ სად გავჩერდით ხო ლუკა შენი შვილია გარდა ამისს შენ ერეკლესთან გქონდა საკმაოდ თბილი ურთიერთობა გქონდა.
ცხოვრების დინებას მიჰყვებოდი მაგრამ ყველაფერი მაშინ აირია როცა მამამ ლუკას შესახებ და ერეკლეს ბინძური გეგმების შესახებ გაიგო.მანამდე კი მინდა ავღნიშნო რომ მამა ნარკოტიკებს ზიდავდა ამ ხნის განმავლობაში ერეკლეს დავალებით და გაყიდული საქონლის 29%მამას ეკუთნოდა გოგას კომპანია ცუდ მდგომარეობაში იყო ამიტომ დათანხმდა მაგრამ ერეკლე მამასგან უფრო და უფროეტს ითხოვდა ბოლოს კი მამამ ყველაფერი გააკეთა რომ ერეკლეს გეგმები გაიგო რომელიც ლუკას და ტასოს ეხებოდა ....


აი შემდეგი თავიც იმედია მოგეწონათ სულ 3 თავი დარჩა ველოდები შეფასებებს შემდეგში თავს უფრო გავზრდი



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

evaa ragac dzaan chaixlarta mara mainc kaia da damainteresaaa velodbei axaaals ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


♡EPICLOVE♡
evaa ragac dzaan chaixlarta mara mainc kaia da damainteresaaa velodbei axaaals ♡♡♡

ოო აქ ისეთი ამბები ხდება რომ..
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი ნინა❤

კარგია, და რაც მთავარია ჩახლართული ამბავია❤გაგრძელე აუცილებლად

 


ნინა❤
კარგია, და რაც მთავარია ჩახლართული ამბავია❤გაგრძელე აუცილებლად

ხვალ დავდებ შემდეგ და დიდი თავს
--------------------
romantikosi mwerali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent