მაგიაზე შეყვარებული 5
ისევ ის სახლი, ღმერთო რა აურა ჰქონდა ასეთი, მთელი ძალით გიზიდავდა, გამოსვლის საშუალებას არ გაძლევდა მანამ სანამ აუცილებლობა არ შეიქმნებოდა, სასწაული... რაღაც წარმოუდგენელ სიმშვიდეს განვიცდიდი, თითქოს დიდი ხნის წინ სწორედ ამ სახლში ვცხოვრობდი და ძალიან ღრმა წარსულში დავბრუნდი. ისევ იმ სავარძელში ვიჯექი, როელშიც პჯრველი სტუმრკბისას, ახლაც უხერხულად მოკლე კაბის გამო.... ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამონიყვანა. - ნუთუ ვერ გრძნობ დისკომფორტს ამ კაბ... არა ქამარში. გადაიფიქრა კაბის დაძახება. - რატომ უნდა ვიგრძნო, მსუქანი ვარ? - კი. პირველად მიწოდეს მსუქანი, თანაც ვაღიარებ, ყველაზე მეტად გასუქება არ მინდოდა. სიმაღლეში 1.73 ვარ და სიმსუქნე დიდად არც დამეტყობოდა, მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნებაა გოგოსთვის, დამეთანხმებით სიმსუქნე არავის უნდა. თუმცა მომწონს ფუმფულა გოგოები, საყვარლები არიან. - არ ვარ მსუქანი. - ვინ გითხრა? - არავის უთქვამს არასდროს რომ მსუქანი ვარ. - რა თქმა უნდა, ამას არავინ გეტყვის, თავად უნდა მიხვდე. - ვერ ვხვდები. - ხო და იარეთ ეგრე... - როგორ? - შიშველმა. - არც შიშველი დავდივარ... - ხო ხო რა თქმა უნდა. - ხო მართლა, Facebook-ზე პროფილის ფოტოდ რა გიდევთ? - საკუთარი ფოტო. - შავთეთრი... ხელში დანით. - კი. დავეთანხმე. - მანიაკი ხარ? - არა ინტრიგანი. შევუსწორე. - შეცვალე... - ჩემს პირად ცხოვრებაში ზედმეტად ხომ არ ეჭრებით? - ზედმეტად ხომ არ თავხედობ? - არ ვიცი... ალბათ. - შეცვალე. - კარგით. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ფოტო წამებში შევცვალე - რომელი ფოტო დადე? ? - პენტაგრამა. - შენი ფოტო დადე, აი ის ფერადი რომ არის, ერთადერთი ფერადი ფოტო გაქვს, იქ კარგად ჩანს შენი ცისფერი თვალები. - არ მინდა, ერთხელ უკვე შევცვალე... - პატივს არ ცემ ჩემს აზრს? - კი მაგრამ ეს ჩემი Facebook-ია, ვპოსტავ იმას რაც მინდა... - კარგი. პირველად დამეთნხმა ასე იოლად.მშვენიერია, მგონი თანდათან მოვალბე... გავიფიქრე უნებურად, მაგრამ ალტერ ეგომ მიპასუხა, " რადგან ერთხელ დაგეთანხმა?" უცებ კიდევ ამოტივტივდა ერთი გუშინდელი მოგონება, წამოვიყვირე. - მოიცადეთ.. - მოცდილი ვარ. გაკვირვებულმა მითხრა გაბრიელმა. - გუშინ სიზმარი რომ ვნახე, ძალიან ცუდი თან, თქვენ მე პატიება მთხოვეთ? თუ ვცდები? - პატიება გთხოვე? მე? - კი თქვენ... - შე უბედურო, იმდენად გინდა რომ თავი დავხარო, უკვე გესიზმრება რომ პატიებას გთხოვ? - არ დამსიზმრებია და თქვენც კარგად იცით... - ხო ხო ვიცი ვიცი... აი მეორედ გაიცინა, მაგრამ ამ ჯერზე ნამდვილად არ მესიამოვნა მისი სიცილი. პირიქით გამაღიზიანა. ფეხზე წამოვხტი და თვითონაც არ ვიცოდი სიბრაზისგან რას ვაკეთებდი. - შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ? - თანდათან ხმას ვუწევდი და ვუახლოვდებოდი. - მშვენივრად იცი რო გუშინ ეს ყვრლაფერი არ დამსიზმრებია, დამწყევლეთ და მთელი ღამე ცუდი სიზმრები მტანჯავდა..!! აზრზე რომ მოვედი იმდენად ახლოს ვიყავი ჩემს მოწინააღმდეგესთან შემრცხვა. თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, უკან რომ დამეხია ეს ჩემი პოზიციიდან უკან დახევას ნიშნავდა და მეც უტიფრად ვუყურებდი თვალებში. - შენ... მე შენობით მომმართე... საოცრად მშვიდი ხმით თქვა, და თვალი არ აურიდებია. ახლაღა შევამჩნიე, რომ მართლა შენობით ველაპარაკებოდი. ახლა კი დავიხიე უკან. - მაპატიეთ... გავბრაზდი. - დღეიდან ჩემი და გასწავლით და დაგიცავთ. კატეგორიული იყო. - კი მაგრამ რატომ? გაოცება ვერ დავმალე. - ელენა კარგი მაგია. - ვიცი მაგრამ... - მე ასე მინდა... ისევ მშვიდი ხმა... - ასე უცებ რატომ შეიცვალეთ აზრი? - ჯანდაბა ასე მინდამეთქი...!!! არ მინდა რომ შემიყვარდეთ...!! ამჯერად ბოლო ხმაზე ყვიროდა. ეს ჩემთვის შოკი იყო. პირველად ვნახე ემოციებს აყოლილი გაბრიელი. - კი მაგრამ, თქვენ არ თქვით რომ მაგებისთვის სიყვარული უბრალო შელოცვაა?- მეც ასე მეგონა... მაგრამ არ ვიცი რას მიკეთებ. ისევ დაუმშვიდდა ხმა. - მე არაფერს გიკეთებთ... უკვე მოგეჩვიეთ და მასწავლებლის შეცვლა რთულია. დავიწუწუნე მე. გაბრიელი მომიახლოვდა, გულზე ხელი დამადო და თვალებში ჩამაშტერდა. საოცარი ძალა ვიგრძენი, მამაკაცური. გული ისე ამიჩქარდა ლამის საგულედან გადმოვარდა, მივხვდი რომ ვაბრიელს შეეძლო ჩემთვის მისი გრძნობები ისე გადმოეცა, რომ მეც მეგრძნო. - გრძნობ გულის ცემას? - კი... - ხო და ასე მემართება როცა ტიტინებ. მითხრა და ხელი ჩამოწია, უკან ისე დაიხია ვითომ არაფერი არ მომხდარა. ჩემს დას დავურეკავ და მოვა. მაგრამ იცოდეთ, ძალიან პრეტენზიულია, მას ასე ვერ დაელაპარაკებით, თუ გაბრაზდა ვეღარ დააკავებთ, მახსოვს ბოლო მისი გაბრაზება იმით დასრულდა რომ ახალ სახლში გადავედით საცხოვრებლად, ძველი დაინგრა. - გასაგებია... ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიბა. - ელენა - ... - მისმინე, მოსწავლე უნდა გადმოგაბარო და შეგიძლია მოხვიდე? - ... - მერე აგიხსნი საქმის ვითარებას. - ... - არა გოგოა. - ... - შენ თვითონ გამოკითხე, გელოდები ჩემთან სახლში. - ... - იძულებული გავხდი, ნატალია დასდევს. - ... - კი დაცვაც მოგიწევს. კარგი გელოდები. ტელეფონი გათიშა და მომიბრუნდა. - ელენას უფრო გაუადვილდება თქვენი დაცვა, ჩემგან გამსხვავებით შეგიძლია დაქალად გაასაღო და ცოტახანი შენთან იცხოვრებს. - კარგით. - სხვა სიტყვა არ იცი? პასუხად დუმილი მიიღო. კარებზე ზარი დარეკეს, გაბრიელმა კარები გააღო, სასტუმრო ოთახში, მაღალი, ქერა, გრძელ თმიანი და ცისფერთვალება გოგო შემოვიდა, მაღალ ქუსლებზე, ნეტავ როგორ დადის, პირველი ეს გავიფიქრე. - ოხ ღმერთო ჩემო ერთ დღესაც ამათ დავწვავ. - შემოსვლისთანავე აწუწუნდა, ფეხსაცმელები გაიხადა და ზურგსუკან გადაყარა. - აბა სად არის? ისე იკითხა ვითომ ოთახში არც ვიყავი. - ეს არის. თავის ოდნავ წინ წამოწევით ანიშნა გაბრიელმა ჩემზე. ელენამ ჩამათვალიერა. - ეს ბავშვია? გაოცებულმა შეხედა გაბრიელს. - კი. - გამარჯობა ბაშვი, მე ელენა ვარ, შენი მასწავლებელი. - ლინდა. ვუთხარი მე. - უკაცრავად? - ლინდა მქვია. - ლინდა შვილო... მინდა ლინდას დაგიძახებ და მინდა ბავშვს. - მაშინ მეც იმას დაგიძახებთ რაც მომეწონება. - რა ენატლიკინა ხარ. - სულაც არა უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ, რომ სახელი მქვია. მგონი ღირსი ვარ რომ სახელით მომმართოთ. - შეიძლება მდიდარი ვარ მაგრამ შენ არც ჩემი მოსამსახურე ხარ და არც მძღოლი, ამიტომ შენობით მელაპარაკე. - მიმაჩვია მისტერ უცნაურიბამ. ჩავიბურდღუნე გულმოსულმა. - ვინ? - მე მეძახის ეგრე. დამასწრო გაბრიელმა. - ჰაჰ რობიინ... გადაიკისკისა ემილიანამ. - ათასჯერ გითხარი ემოციებს ნუ ფლანგავთქო. შენიშვნა მისცა გაბრიელმა. - მოიცა რა ისედაც ცოტა დრო დამრჩა. კიდევ უფრო ხმა მაღლა გადაიკისკისა ელენამ. - გამომყევი დაგელაპარაკო. ელენა ადგა და რობინს გაჰყვა. დიდხანს ილაპარაკეს, მერე ელენა გამოვიდა და მანიშნა წავედითო, მაგრამ მისტერ უცნაურობამ ახლა ჩემთან მოინდომა ლაპარაკი.მის კაბინეტში გავედით, მაღალჭერიანი ოთახი მთლიანად წიგნებით იყო სავსე, ოთახის ცენტრში მაგიდა და რამდენიმე სავარძელი იდგა. - დაჯექი. მანიშნა სავარძელზე. მეც მოვთავსდი. - ლინდა არ მინდა რომ შემარცხვინო. - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ იმედები არ გაგიცრუოთ. - იმედი მაქვს... და კიდევ, როგორც კი ამ სახლის კარიდან გახვალ... ჩვენ არანაირი კონტაქტი აღარ გვექნება. - კარგით. - აბა შენ იცი. სკამიდან ადგა, მეც ავდექი და გამოსასვლელად მოვემზადე, თუმცა დაუმშვიდობებლად ვერ შევძელი. - მომენატრებით... - ფეხისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, ზუსტად ისე დაწყებითი კლასის მოსწავლე რომ ემშვიდობება მასწავლებელს, იცის რომ უკვე მაღალ საფეხურზე ადის და მასწავლებელს ვეღარ ნახავს. - ადიოს მისტერ უცნაურობავ. ვთქვი და კაბინეტიდან გამოვედი. ელენას უკვე მოერგო მაღალი ქუსლები და მელოდებოდა. - წავედით ლინდა, შეიძლება ლინ დაგიძახო? ვფიქრობ დავმეგობრდებით, ჯერ არ მყავს დაქალი. ჯერ კიდევ არ გავსულვართ სახლიდან ლაპარაკი რომ დაიწყო. ელენას მძღოლმა დიდ სახლში მიგვიყანა, ისიც თეთრი იყო. - გადმოდი, ეს ჩემი სახლია, ნივთებს ავიღებ თან ამარჩევინე ტანსაცმელი, რომელიც საეჭვო არ იქნება შენი მშობლებისთვის. - კარგი. სწრაფად გადმოვედი. სახლის შესასვლელში ახალგაზრდა ქალი შეგვეგება. - ლინდა... ჩემი შვილის მოსწავლევ... როგორ გამახარეთ. მითხრა და გადამეხვია. - გაბრიელი თქვენით აღფრთოვანებულია, მითხრა რომ ძალიან კარგი ხართ. - მადლობთ. მორცხვად დავხარე თავი. - ღმერთო როგორ გიხდებათ მორცხვობა. მითხრა და კიდევ ერთხელ გადამეხვია. - დედა გამოუშვი. გაიღიმა ელენამ. - შენ სულ გათავხედდი... სად დადიხარ? გვიან ღამით ბრუნდები და არც იძინებ მგონი, სხვადასხვა ბიჭებიც გაცილებენ. - რა ვქნათ დედა თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ, თორემ დავაეჭვებთ ხალხს, სულ მეოცე საუკუნის ვიგინდარებათ ხომ არ დავრჩებით.- გაჩუმდი... - ოქეი... წამო ლინ ავირბინოთ. - უკაცრავად. ბოდიში მოვუხადე ქალბატონ ეკატერინეს და ელენას გავყევი. დიდი ოთახი, დიდი საწოლით და გარდერობით. - დამტანჯა ამ მაღალმა ქუსლებმა, ვერ დავდივარ კარგად. - სულაც არა, მშვენივრად გამოგდის. შევეწინააღმდეგე მე. - ხო? შენ დადიხარ? - არასდროს ვმდგარვარ ქუსლებზე. - ჰა? ღადაობ ხო? - არა მართლა. - კარგი სანამ წავალთ ცოტა ვიჭორაოთ. მოდი. ლოგინზე დაეცა და მეც მაიძულა წამოვწოლილიყავი. - შეყვარებული გყავს? - მკითხა სულმოუთქმელად. - არა, ერთხელ მყავდა 17 წლის ასაკში, მერე მივხვდი რომ სიყვარული არ იყო, ახლა საკუთარი ოჯახი აქვს. მანამდე არ მეცალა, ვბავშვობდი. შენ? - მე ? არა, ეგღა მაკლია ჩემი თავი ამდროინდელ სი**ებს დავუთმო, მაგის გამო არ შემინახავს თავი. გამეცინა. - და ან ძმა გყავს? - არა. - ჰოო მე და რობინი ტყუპები ვართ. (რობინს გაბრიელს ეძახდა) - ჰგავხართ. - ოდნავ. მაგრამ მას მწვანე თვალები აქვს, ბავშვობაში საწოლიდან ვაგდებდი ვეჭვიანობდი. ახლა ლუსიანაზე ვეჭვიანობ მის ცოლზე. ცოლის ხსენებაზე მთლიანად ეკლებმა დამაყარა სხეულზე, ნუთუ მართლა ჰყავს ცოლი, ვიცოდი რომ ვეღარ ვნახავდი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. - რატომ? - ადრე სულ მე მეძინა რობინთან, ახლა საუბარსაც აღარ მაცლის საკუთარ ძმასთან, ჩემზე ლამაზი მკერდი აქვს და ქუსლებზეც შესანიშნავად დადის, თავი სახლის ლედი ჰგონია. თუმცა მე მედგრად ვარ გამაგრებული ჩემს ოთახში და ცხვირსაც არ ვყოფ გარეთ, ასე ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ამაზე უფრო გამეცინა. ველოდები თქვენს აზრს, მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მიკომენტარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.