ასე რატომ მიყვარს ლექსის წერა
რაღაც სასწაული შეგრძნებაა, როცა სიმყუდროვის ავქარია, როცა სიხარულიც არა გაქვს და გულის ტკივილებიც დამშრალია. როცა ნოემბრის თვის შემოპარვა ოქტომბრის ბოლოდან შეიგრძნობა, როცა მიდიხარ და წარსულშია, შენი უთავბოლო წინაღობა. აღარ გედარდება გარდასული, აღარც მომავალი გედარდება, თავს აღარ გავიწყებს გაზაფხული, გვირილებს ფოთლები ემატება. ისევ ბედნიერი იღიმები, ცდილობ დროს ასწავლო გაკვეთილი, თავსაც ვერ პატიობ ამ დღეებში, თვალებს რომ ვერ ახელ სისხამ დილით... თითქოს რაც იპოვე მას ეძებდი, თითქოს რაც დაკარგე სხვისი იყო, ცდილობ მოგონების დოზირებას, რომ გულის ტკივილი დაივიწყო. რაღაც სასწაული შეგრძნებაა, რაღაც სასწაული ბედისწერა, როცა შენ გიყურებ მახსენდება, ასე რატომ მიყვარს ლექსის წერა! რაღაც საოცარი შეგრძნებაა, როცა სულ არავინ გაბადია, ირგვლივ სიმარტოვე ისვენებს და ღამეც მტკივნეულად ლამაზია! თ.ჯ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.