გადარჩენილები -1*
*გადარჩენილები * -ნანა როდის მიფრინავ? ნაღვლიანი გამომეტყველებით მიყურებდა დაქალი.თან გრძელ თმაზე ხელს მისვამდა. -ხვალ. გახარებულმა ვუპასუხუ.მიუხედავად მეგობრებთან და მამასთან განშორებისა მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე ხომ ნიუ-იორკში დედა მელოდა.დედა და ჩემი პატარა ძამიკო რომელიც მხოლოდ 1თვის იყო როდესაც ვნახე. ნუ სკაიპს თუ არ ჩავთვლით..ეხლა ბენი 5 წლისაა. -ძალიან მომენატრები.ტუჩები საყვარლად ამობურცა დეამ და იმწამსვე გადმოყარა ცრემლები. -კარგი გოგო, 2 წელში აქ ვარ. თბილად გავუღიმე და ატირებული გულზე მივიხუტე. **** -ნანა ადექი დაგაგვიანდება. დილაუთენია დამადგა თავზე ლევანი. -აუ მამაა. გამწარებულმა წამოვიყვირე და ძლივს გავახილე ჩემი ლამაზი შავი თვალები,რომლებიც კვლავაც ძილს ლამობდნენ. ჯერ ერთი ფეხი ჩამოვწიე საწოლიდან, მერე მეორე .გემრიელად გავზმორე, თვალები მოვიშვნიტე და საწოლიდან წამოვდექი.ნახევრად მძინარემ ნაბიჯი გადავდგი, უცებ ფეხი რაღაცას გამოვდე და იქვე პარკეტზე გავიშხლართე. -აუუ მამა არ გითხარი ჩანთა მისაღებში დადეთქო? -ფეხი წამოკარი? სიცილით მკითხა როდესაც ოთაში შემოსულს იატაკზე დავხვდი გაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.-ეხლა სერიოზულად ვფიქრობ რომ შენი მარტო გაშვება ცუდი აზრია. თავი გაიქნია. -რატო მარტო ? მარტო მე ხო არ ვიქნები იმხელა სამალიოტში. სიცილით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. -სახლში ვერ დადიხარ წესიერად და. ვაიმე ნანა დედაშენი ხო დაგხვდება? -კიი მამა დამხვდება .კარგი რა პატარა კი არ ვარ 19ის ვარ ბოლოსდაბოლოს.უკვე სერიოზულად გაბრაზებულმა გამოვყავი თავი სააბაზანოდან და წარბშეკრულმა გავხედე მამაჩემს.იმ წამსვე ისევ შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი . ის კიდევ რაღაცას ამბობდა,მაგრამ უკვე აღარაფერი მესმოდა გარდა ჩემი სიმღერის და წყლის ხმისა. *** -მზად ვარ, გავედით. გახარებულმა გავძახე მამას , ბოლოჯერ შევათვალიერე სარკეში ჩემი თავი.ტანზე მომჯდარი მუხლამდე შავი სარაფანი და ბოტასები მეცვა. ეს ჩემი საყვარელი სტილია.ქერა თმა შუაზე გაყოფილი და უკან ორად ჩაბწვნილი. კმაყოფილმა დავტოვე ოთახი და მამაჩემის მოლოდინში კარებთან დავეყუდე. -მამა რას შვრები? მობეზრებულმა გავძახე. -აეროპორტიდან ნათიას უნდა გავუარო. -აი თურე ასე რატო იკაზმები. გემრიელად ჩავიცინე და უკვე გამოსული მამა შევათვალიერე. -ვაუ, ამსაღამოს რას აკეთებ ლევან? წარბები ავათამაშე და მის სიცილზე მეც გულიანად გადავიხარხარე. მამაჩემი ძალიან თანამედროვე ტიპია ამიტომ შესაბამისად იცვამს.ეხლაც შავი შარვალი, თეთრი ბოტასები და ვარდისფერი მაისური ეცვა ,თან ახალი სათვალეც ძალიან უხდებოდა. ისე ჩვენში დარჩეს და ზოგჯერ მეცინება კიდეც ისეთი ფერთა გამაა მამაჩემის გარდერობში,მაგრამ ამჯერად ნამდვილად მოხიბლული დავრჩი .თანაც ჩემი ლამბერსექსუალი მამიკო ძალიან სიმპატიურია. მიკვირს დედაჩემის შემდეგ მეორე ცოლი რატო არ შეირთო. ამის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ.თუ დედა გათხოვდა მეორედ მამამ რა დააშავა. ის მხოლოდ 35 წლისაა. ლევანმა ბოლოჯერ ჩაიხედა სარკეში კმაყოფილმა , მოვლილ წვერზე ხელი მოისვა და როგორც იქნა მიხვდა სახლიდან გამობრძანებას. ჩვებნი ბეემვეს წყალობით 10 წუთში უკვე აეროპორტში ვიყავით. დეა და მეგობრები უკვე იქ იყვნენ. -ყველანი ძალიან მომენატრებით. სათითაოდ ჩავკოცნე ბავშვები .ბოლოს როგორც იქნა ლევანსაც მივწვდი. -აბა ჭკვიანად პატარავ. თბილად გამიღიმა მამამ და გულში ჩამიკრა . -მიყვარხარ. ძლიერად ჩავეხუტე,ადგილს მოვწყდი და თვითმფრინავში ჩავჯექი. როგორია?გავაგრძელო?? ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.