შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობა გრძნობების გარეშე. (2 თავი)


12-02-2016, 23:49
ავტორი ninaa --
ნანახია 2 730

მანქანიდან გადასულს ისეთი სიმპატიური ბიჭი დამხვდა ენა ჩამივარდა..საოცარი თვალები ქონდა.რაღაცას მეუბნებოდა ,მგონი ბოდიშს მიხდიდა,თუმცა მე არაფერი მესმოდა..მის თვალებში ჩავიძირე..ბოლოს უცნობის ირონიულმა ჩაცინებამ დამაბრუნა სააქაოს... ნომერი გამომართვა და მითხრა რომ ხვალ დამირეკავდა და მანქანას გასაკეთებლად წაიყვანდა..მეც გაბრუებული ჩემს დალეწილ მანქანაში ჩავჯექი და გზა გავაგრძელე...სახლში ძალიან დაღლილი მივედი,შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი,თუმცა ვინ დაგაძინა...ხან ჩემს უფროსზე მიტევდნენ ფიქრები,ხან კი "ბოროტმოქმედზე"... საბოლოოდ გამთენიისას ძლივს დავიძინე..გამიმართლა პარასკევი იყო და მეორე დღეს ადრე არ ვიყავი გასასვლელი,ამიტომ გვიანობამდე ვინებივრე საწოლში...






დილით აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი ,როდესაც ჩემმა ტელეფონმა ცეკვა დაიწყო...გუშინდელი უცნობი იყო..მთხოვა სამი საათისთვის კაფეში მივსულიყავი,მეც დავთანხმდი ...ყავა დავლიე და გასამზადებლად წავედი.. როგორც იქნა მივაგენი სასურველ სამოსს..როდესაც გამოვეწყვე მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და წავედი...რა თქმა უნდა აქაც დავაგვიანე....რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ...ერთმანეთი გავიცანით ... როგორც აღმოჩნდა მას ალექსი ერქვა ..საზღვარგარეთ სერიოზული ბიზნესი აქვს და უზრუნველყოფილი ცხოვრება...საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი საიდან...





წასვლისას ჩემი მანქანის გასაღები ჩავაბარე და წამოვედი..კაფე ჩემს სახლთან ახლოს იყო,ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე..ტელეფონში მუსიკები ჩავრთე და სახლის გზას დავადექი...გზაში ისევ ალექსზე ვფიქრობდი..უფრო სწორად ვცდილობდი გამეხსენებინა საიდან მეცნობიდა,თუმცა არაფერი გამომდიოდა...რამდენიმე წუთში სახლში მივედი..საქმე არაფერი მქონდა და გადავწყვიტე ჩემს დაქალთან წავსულიყავი...იმის გამო რომ მანქანა აღარ მყავდა ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი..დანიშნულების ადგილზე მალე მივედით,ფული გადავუხადე და გიჟივით გადავედი მანქანიდან...სწრაფად ავიარე საფეხურები და კარბზე დავაკაკუნე...როდესაც ვიკამ კარები გამიღო "შევაფრინდი" და ჩახუტებით რამის დავახრჩე..:D საღამომდე მასთან ვიყავი და ვგიჟობდით...შემდეგ კი კლუბში წასვლა და დალევა გადავწყვიტეთ...
მალევე გავემზადეთ და წავედით...კლუბში შესვლისთანავე ალკოჰოლისა და სიგარეტის უსიამოვნო სუნი ვიგრძენი.ბართან მივედით და არაყი შევუკვეთეთ.




ერთ ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მესამე და საბოლოოდ მე და ვიკა ისეთ დღეში ჩავვარდით ერთმანეთს ვერ ვცნობდით...ბოლოს რაც მახსოვს ის არის რომ ალექსს ვეცეკვებოდი და შწმდეგ სასღაც წავედით...


დილით გაღვიძებულს თავი საშინლად მტკიოდა,ქუთუთოები დამძიმებული მქონდა და თვალებს ძლივს ვახელდი..წუხანდელი საღამოდან არაფერი მახსოვდა...გვერდზე წყალი მედო.. ცოტა წამოვდექი,მაგრამ თავის საშინელმა ტკივილმა მაიძულა საწყის პოზიციას დავბრუნებოდი...ამ დროს ოთახში ნახევრადშიშველი ალექსი შემოვიდა..თვალები იმ დონეზე გამიფართოვდა მეგონა გადმომცვიდებოდა...ვიცოდი რომ გუშინ ვიღაცასთან ერთად ვიყავი,მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს ვიღაც ალექსი იქნებოდა....



№1  offline წევრი Mashka19

ძალინ მომეწონა გააგრძელე <3 <3

 


№2  offline წევრი ninaa --

Madloba aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent