შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი შემიყვარდა (სრულიად)


14-02-2016, 13:14
ავტორი stichi-19
ნანახია 4 480

არარსებობს „მიყვარდა“ სიყვარულს არ აქვს დრო, წარსული, მომავალი, მას მხოლოდ აწმყო გააჩნია. მე მჯერა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, მხოლოდ ერთხელ და გხვევს სიყვარულის უსასრულო მორევში. და თუ მაინც შეგიყვარდათ ბევრჯერ, იცოდეთ, რომ პირველი სიყვარული ყველაზე მყარია, ყველაზე ძლიერი, დაუვიწყარი, წლების მერე სულ არა სიკვდილამდე, არამედ სიკვდილის შემდეგაც კი სულ უსასრულოდ ზეცაშც და მიწაზეც მუდამ იარსებებს.
დამაინე და სესილი, დამიანე და სესილი, რომლებმაც დაამტკიცეს სიყვარულის არსებობა.
ყველაფერი მაშნ დაიწყო, როდესაც სესილი უთებრევლის ცივ საღამოს პარკში მისეირნობდა, მისეირნობდა და თან ტიროდა, ტიროდა მაგრამ რატომ არავინ იცის, ზოგჯერ ასეც ხდება ასეც ხდება ცრემლები ისე გვტოვებენ, რომ ჩვენ არ გვეკითხებიან. ასეა სესილიც მიდის პარკში უამარვმა ადამიანმა გააჩერა, ეკითხებიან:
-რა გჭირთ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
წარმოიდგინეთ მაღალი გრძელ თმიანი გოგო, მოყავისფრო პალტოში, როგორ მიდის და თან ტირის. დამიანეც ერთ-ერთი მატგანი აღმოჩნდა დაინახა, სკამზე მოკუნტული გოგო, და ისე არაფრის გამო, უბრალოდ იკითხა:
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
დამიანე უყურადღებო,თვალებში სიცივე ჩამდგარი ბიჭ იყო. ალბათ ზუსტად ეს არის ბედისწერა, მართლაც სადღაც იწერება ადამიანის თანავე მისი ბედი, რომ არა ეს საღამო არ იარსებებდა ის უსასრულო სიყვარული. და თუ თქვენ მაინც არ გჯერათ ბედისწერის, მაშინ მათი ამბავის შემდეგ დაუყოვნებლივ იწამეთ, ის რომ როდესაც თქვენ იბადებით თქვენთვის იბადება თქვენი მეროე მხარე, მთავრია ეძებოთ ის, მთავარია იპოვათ იგი, დაფასეთ სიყვარული არ დაკარგოთ. მათი ამბავის შემდეგ მაშინვე დაიწყეთ ძებნა! გაუშვით? დაიბრუნეთ! დაკარგეთ? იპოვეთ! ვერ ბედავთ? გაბედეთ! რადგან არავინ არიცის რა შეიძლება მოხდეს ერთ წამში, დიახ! ერთ წამში! ერთ წამში შეიძლება სამყარო თავზე დაგემხოთ, ყველაფერი მორჩეს, დამთავრდეს და ვისაც ჯერ არ გიპოვნიათ: ეძებეთ! ეძებეთ აუცილებლად ეძებეთ! არ დაივიწყოთ არასდროს სახელები : დამიანე და სესილი. დავუბრუნდეთ მათ ამბავს:
-რამე გჭირთ?
გოგომ პასუხის ღირსადაც არ ჩათალა მაღლა იყურებოდა სადღაც ზევით და მძიმედ გაუქნია თავი, დამიანე კი მის გევრდით იჯდა და არ დგებოდა თითქოს რაღაც კარნახოდბა: დარჩი! მაგრამ დამიანე თავის პრინციპებს ვერ უღალატებდა, გაბრაზდა საშინლად უემოციო პასუხზე ადგა და უკან მოუხედავად მიაძახა სეისლის:
-საცოდავო!
და განაგრძო გზა სესილის კი კიდევ უფრო ხმამაღლა აეტირა, დამიანე ხმაზე მობრუნდა ვერ დატოვა მარტო მის წინ სკამზე დაჯდა, სესილიმ კი მზერა იგრძნო, ხელით ცრემლები მოიწმინდა და თქვა:
-სესილი ავალიანი
ძალდატანებით გაიღიმა. ადგა და წამოვიდა როგორც ყოველთვის ფეხით გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას სახლში მარტო ცხოვრობდა. დედისერთა იყო, მაგრამ მშობლები არ ჰყავდა.
ახლაც, როგორც ყოველთვის მარტო იყო, ბნელ, ცივ ოთახში შევიდა შუქი არც კი აუნთია ისე შეწვა ცივ ლოგინში, ჩაეძნა, მაგრამ ღამე ორის ნახევრისკენ გაეღვიძა. აი ახლა კი მთვარის ფონზე ჩაფიქრდა, ეხლა ის დროა საკუთარი თავი ყველამ რომ ვიცით, ჩვენ ყველა ოდესღაც შუაღამის სამ საათზე ჩვენ ცხოვრებას ჩავუფიქრდებით, ეს არ იქნება არც სიყვარულის, არც მოანტრების, არც რამე მსგავსის. ეს იქნება უბრალოდ ცხოვრებაზე ჩაფიქრება, რა გელოდება, რას ელი, რა ხდება, რა მოხდება, თავისთავად უკავშრდება ეს ჩაფიქრება სხვა ყველა დანარჩენს, მაგრამ მთავარი მაინც ცხოვრებაა.
ფიქორბდა სესილი, რას ელოდა ცხოვრებისგან, რაიყო წინ, რაყო უკან, მაგრამ, ყველაფერში, ყველგან მხოლოდ ერთი პასუყი იყო: სიცარიელე და არაფერი სხვა. რას დატოვებდა როდესაც წავიდოდა? ვინ მოიგონებდა? რას იტყოდნენ მასზე? მაგრამ მაინც უკვალოდ წაშლიდა განგება მის ცხოვრებას ისე თითქოს არც არასდროს ეარსება. მაინც ვინ ხარ ავალიანო? კითხავდა ხოლმე თავის თავს. პასუხი კი მოხლოდ ერთი იყო: არავინ!
ეს ღამეც ჩვეულებრივად ფიქრებში გაატარა. ვერ მიხვდა როდის ჩაეძნა, იმდენად ღრმად იყო ფიქრებში ჩაფლული, ძილშიც კი ფიქრობდა, ფიქრობდა ესე უაზროდ უასასრულობაზეე და არაფერზე სხვაზე.
დილით წვიმის ხმამ გააღვიძა ვერ იტანდა წვიმას თითქმის სძულდა, არა თითქმის კიარა სძულდა.
უნდოდა დაეძნა, მაგრამ ვერ შეძლო წვიმის ხმა მოსევენებას არ აძლევდა, ცა ჩამოიქცა ისე წვიმდა. სესილი მალევე ადგა და ჩაიდანი გაზზე შემოდგაა, ჩაი გაიკეთა და ისევ ლოგინშ ჩაწვა, ჩაი ფანჯრის რაფაზე დადო თვითონ კი წიგნი მოიმარჯვა. თვითონ კი წიგნის კითხავ დაიწყო, მაგრამ ვერშეძლო, წიგნი გვერძე გადადო, საბანი მოიხურა, ლოგინზე ჩამოჯდა და ფანჯრის მინას დაუწყო ყურება, წვიმის წვეთებს ითვლიდა აკვირდებოდა როგორ წკაპა-წკუპით ეცემოდნენ მინაზე მინიდან ძირს და მერე ისევ ესე. ასე ფიქრებში გაატარა რამოდენიმე საათი. საღამოს ექვსი საათი იყო როდესაც ლოგინიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა, ცხელ წყალმა გამოაფხიზლა, და თბილად ჩაიცვა და გარეთ სეირნობა გადაწყვიტა რადა არ უყვარდა წვიმაში სიარული მაგრამ რას გაუეგბთ ბედის წერას. წვიმა თითქმის უკვე იღებდა ისევ იმ პარკისკენ აიღო გეზი სველ სკამზე დაჯდა, დამიანეს პირისპი.
-გამარჯობა
-გამარჯობა
შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა.როგორ კარგათ ახსოვდა სესილის ეს დღე ,თებერვლის შუა რიცხვები იყო,დამიანეს წინ იჯდა და არცერთი არ იღებდა ხმას, სესილი ხვდებოდა, რომ სიცხე უწევდა, მაგრამ რატომღაც წასვლა არ უნდოდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდნენ ესე ჩუმად ალბათ წამებს იმახსოვრებდნენ ბოლოს ისევ სესილიმ დაარღვია სიჩუმე ადგა დამიანეს შეხედა და უთხრა:
-ნახვამდის
წამოვიდა სესილი, სახლში, როგორ მივიდა არახსოვს, მაშნვე ჩაი გაიკეთა და ფიქრი დაიწყო, არ იფიქროთ, რომ ჯერ რამეს ნიშნავდა მისთვის დამიანე მას ხომ არასდროს არავინ მოსწონებია, ბაღშიც კი არავინ მოსწონებია ამიტომაც არ აღუქვამს დამიანე რაღაც განსაკუთღრებულად. ამის შემდეგაც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს მაგრამ მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ
გაზაფხულის დასაწყისში კი ეგეც გაქრა. არცერთმა არ იცოდა რა ელოდათ წინ, არიცოდნენ , რომ ყოველი გასული წამის შემდეგ სულ ცოტა რჩებოდა მათი ისტორიის დაწყებამდე.
სესილი ამ ამბავს ყოველთვის ასე იწყებს თერმეტი მაისი იყოო, დამიანე კი ყოველთვის უსწორებს თორმეტიო, შემდეგ ორივეს ეღიმებათ და სესილი აგრძელებს: როგორც მჩვევოდა სახლში ფეხით ვბრუუნდებოდი, ვერ დავინახე როგორ მოდიოდა მანქანა, მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავინახე მანქანის შუქი და ფეხებში ძალა როგორ წამერთვა, ამის მერე დამიანე აგრძელებს ხოლმე ტელფონზე ვლაპარაკობდი დავინახე ჩემს წინ გოგო რო მიდიოდა მაგრამ არ გავაჩერე რადგან ნელა მივდიოდი და ვიფიქრე ნაბიჯს აუჩქარებს თქო ყურადება ტელეფონზე გადავიტანე და ვეღარ გავცნობიერე, როგორ აღმოჩნდა ჩემ წინ მახსოვს, როგორ ვაჭერდი ტორმუზს ფეხს, მაგრამ მაინც დავარტყი, მანქანიდან იმ წამსვე გადმოვხტი, გოგონა ხელში ავიყვანე და მანქანაში ჩავტენე, სხვა ვერაფერს დავარქმევ ამას, მაშინვე ადგილს მოვწყდი და საავადმყოფოში მივიყვანე, პალატაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა, ნერვიულობისგან ღერს-ღესრზე ვეწეოდი, უკვე იმას ვფიქრობდი როგორ გავატარებდი დროს ციხეში, ბოლოს ძლივს დავინახე ექიმი, მომიახლოვდა, სანამ პირს გააღებდა და რამეს მეტყოდა, მანამდე საშინელება განვიცადე წარმოვიდგინე როგორ მსვავდნენ საკანში, მაგრამ უცებ მკითხა:
-გოგონასთან ხართ?
-დიახ, გადარჩა?
-დიახ, დიახ, როგორც ჩანს უბრალოდ დაურტყია ,ხელი აქვს ნაღრძობი და ცოტა დაბეჟილობა აქვს, დღესვე შეგიძლიათ წაიყვანოთ, ახლა კი შეგიძიათ ინახულოთ პაციენტი.
დამიანე დიდხანს ფიქორბდა რა ექნა, ენახა თუ რა, მაგრამ ბოლოს მაინც ნახვა ამჯობინა და პალატაში შევიდა თუმცა შესვლის თანავე ინანა რადგან არიცოდა რა ეთქვა, სიჩუმე სესილიმ დაარღვია:
-გამარჯობა. თქვა სესილიმდა თილად გაიღიმა
- ბოდიში იცი....
-არა, ჩემი ბრალია დაბნეული დავდივარ
ამდროს დამიანეს ეცნო ეს გოგო, არც კი დაფიქრებულა ისე წარმოსთქვა:
- მგონი ვიცნობთ ერთმანეთს
-შესაძლებელია, სესილი ავალიანი
-დამიანე ასათიანი
-გამახსენდი, ბიჭი პარკიდან?
დამიანე რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც პალატაში ექთანი შემოვიდა და სესილის მიმარტა:
-პაციენტო ავალიანო, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე, მანამდე ეს ბლანკი შავსეთ, ესეც წამლების სია.
დამიანემ ექთანს წამლების სია გამაორთვა, სესილის უთხრა, რომ დანაშაულის მოხდის მიზნით, თავს ვალდებულად გრძნობდა, რომ წამლები მას ეყიდა. სახლამდე მანქანით მიიყვანა, დაემშვიდობა და მეორე დილით წამლებით ხელში მივიდა მასთან, ცოტა ისაუბრეს და მალევე წამოვიდა. ამის შემდეგ მხოლოდ ტელეფონის საშუალებით კითხულობდა სესილის და მალევე ტელეფონით მოკითხვაც შეწყდა, ისე სწრაფად მიქიჩმალა, როგორც დაიწყო. ხან და ხან ახსენდებოდა სესილის დამიანე და დამიანეს სესილიმ მაგრამ დიდი მაინც არაფერი იყო. იმ საღამოს სესილი მშობლების საფლავიდან ბრუნდებოდა თბილი საღამო იყო და პარკში გადაწყვიტა დაჯდომა, როდესაც სესილი ამ ამბავს ჰყვება დამიანე ამ მომენტზე ყოველთვის ერთვება და უსწორებს პარკში გადაწყივტე დაჯდომა დამიანეს გამო, დამიანე დაინახა სესილიმ იქვე, მაგრამ მეგობრებთან ერთად იყო, ამიტომ არ მისულა, მაგრამ დამიანემ არ დააყოვნადა მივიდა:
-გამარჯობა სესლი
-გამარჯობა
-როგორ ხარ? როგორ გაქვს ხელი?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად
-სად მიდიხარ?
-სახლში
-გაგაცილებ
სესილი არ შეწინააღმდეგებია, შეხვედრაც კი დათქვეს სამ დღეში, დილის შვიდ საათზე.
მაღვიძარა რეკავს გაუჩრებლივ, სესილი იძლებულია ადგეს და გაემზადოს რამალე გავიდა სამი დღე თავისთვის ფიქრობს სესილი, თან ჩაის სვამს და მიდის დამიანესთან შესახვედრად დილით შვიდ საათზე.
საუკეთესო წყვილი, დიდი სიყვარულით, როდესაც სამეგობრო ვიკრიბებით ხშირად ვაყოლებ დამიანეს მის და სესილის ამბებს, ახლაც ჩემთან ვართ, ხუთი ადამიანი, საღამოს შვიდი საათია, მაგიდას ვუსხედვართ, და ვლაპრაკობთ სხვადასხვა თემებზე, უცებ შუქი ქვრება და გვირღვევს იდილიას, წარმოიდიგინეთ საშუალო ზომის მრგვალი მაგიდამ ხუთი ადამიანი, ხმას არავინ არ იღებს, სიბნელეა, ბოლოს ისევ მე ვკითხულობ:
-დამი რატომ მაინც და მაინც დილი შვიდი საათი?
ცოტახანსისევ სიჩუმე ვარდება, შემდეგ კი იწყებს:
-არვიცი ალბათ იმიტომ რომ ამ დროს ქალაქი ყველაზე სუფთაა, წყნარია, მშვიდი, როდესაც ვუთხარი დილით შვიდ საათზე გნახავ თქო შებრუნდა და წავიდა ელოდებოდა ალბად როდის დავუძახებდი და მოვაბრუნდები მაგრამ მხოლოდ ეს მივაძახე:
-სამ დღეში, მე, აქ დილით შვიდ საათზე, გელოდები,
ხელი მოძრაობით მანიშნა ვერხარო, ვუყურებდი, მეგონა მოიხედებოდა, მაგარმ ისე გაუჩინარდა, ქუჩის სიღმეში არ მოუხედავს.
კარგად, მახსოვს, როგორ გამეცინა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა პარასკევს,დილით შვიდ საათზე პარკში ვიდექი, როდესაც შორიდან შევამჩნიე, მოსარულე ლანდი, ოდნავ გამეღიმა, მგონი ისევ მეოთხე სიზმარს ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილათ ეცვა მაინც სციოდა, გაბუტული სახით მიახლოვდებოდა, მომიახლოვდა, შორს დადგა და დაელოდა ხმას როდის ამოვიღებდი, ამ დროს იყო შესანიშნავი სანახავი, სესილი ავალიანი, როგორი გაბუტული სახით იდგა ჩემ წინ, თვალებით მჭამდა, თვალებიდნ ნაპერწკლებს ყრიდა და ალბათ ათას საშინელებას ფიქრობდა ჩემზე, ბოლოს დავინახე, როგორ შეკრა მუშტები და გამეცინა, ხმამაღლა გამეცინა, ამაზე კი სულ გადაირია, სიცილისგან ჩავიკეცე, გაოგნებული მიყურებდა, წავიდა, არ გავეკიდე, საღამოს ნასვამმა, ფანჯარასთან მივაკითხე და ღრიალი დავიწყე, გადმოიხედა დამინახა და ფანჯარა მიხურა, დილით კი პირდაპირ სახლში ავედი, ნახევარი საათი ვაბრახუნე კარებზე, ძლივს ძილს მოვწყვიტე, კარები გააღო თუ არა მივახალე:
-შენ თუ რა მოხვალ მე მოვალ თქო.
სიტყვის დასრულება არ მაცადა ისე მომიჯახუნა კარები და კარების შიგნიდან მომაძახა: „დაგაგვიანდა ასათანო დაგაგვიანდაო“ იქვე კიბეზე ჩამოვჯექიდა საკმაოდ დიდი დრო გავატარე ასე კიბეზე, ბოლოს, როგორც იქნა გამობრძანება ინება და ისევ იქ რო დამინახა თვალები გადაატრიალა,გამიარა ვითომაც არაფერი და წავიდა ხუთ წუთშიდაბრუნდა,
„ოღმერთო“-თქვა და კარები მიიხურა
-პლედი მაინც მომაწოდე ცოდო ვარ, აქ ასე თქო
კარები გააღო და კარებში ჩადგა, მე კიდევ ჯიუტად არ ვიღებდი ხმას, შემდეგ წყნარი ხმით მითხრა:
-თუ გინდა შემოდი და თუ არადა კარგათ იყავიო
ამის შემდეგ ავდექი, ეს კიდევ ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა თქო, გავიფიქრე და დანებების ნიშნად ხელები ავწიე. სამზარეულოკენ შემიძღვა ჩაი გამიკეთა და ცხვირ წინ დამიდო თვითონ კი იქვე დგარ კარადას მიეყუდა
-არმიყვარს ჩაი
- მე არ მიკითხვს გიყვარს თუარა თუ გინდა დალიე თუ არა და არ გეხვეწება არავინ
აი ჩაი ხომ საერთოდ არმიყვარდა, იმ დღის მერე შწმხიზღდა,
-არ გიყვარ ჩაი?
-არა
-არცეს ჩაი არ მოგწონს?
-არა, ვედავმალე მე
-იცი რა?
-რა?
-არც მე არ მიყვარს დილით შვიდ საათზე ადგომა და გარეთ სიარული.
მითხრ,ა თვალი ჩამიკრა, ჩემი ჭიქა აიღო და ნიჟარაში ჩადგა
-ანუ ერთით-ერთი? ვკითხე, მე გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია
ჩემი წასვლის დროა ვთქვიდა ავდექი, გამაცილა, კარები გამიღო და როდესაც კიბებზე ჩვადიოდი მივაძახე:
-მაინც ჩემი გახდები თქო
და უცებ კარების ჯახუნის ხმაც გავიგე,გამიბრაზდა სესილი აშკარად.
ამ დროს შუქი მოვიდა და დაიშალნენ, მრგავლი მაგიდა დარჩა მარტო სკამების ამარა, მაგრამ მკითხველო მე გავაგრძელებ რამოხდა შემდეგ?
დამიანე ასე გარძელ;ებს ხოლმე, მინდოდა სესილის ნახვა მაგრამარ მინდოდა ისე გამოჩენილიყო რომ ვითომ სპეციალურად ვაკეთებდი ისე რომ მენახა, პარკში ვათენებდი და ვაღამებდი, მაგარმ სესილი არჩანდა მე კიდე იხტიბარს არ ვიტეხდი და ინიციატივას არ ვიჩენდი, ბოლოს იმედი გადამეწურა, როდესაც სესილი ქუჩაზე მანქანით ჩავიარე და ზუსტად მაგდროს ჰოპ! ვხედავ სესილის ვერასდროს ვერ ავღწერ, იმ გრძნობას რაც დამეუფლა, ბუხარში უკანასკნელი განწირული ნაკვრჩხლისაგან, რომ გაჩაღდება ცეცხლი ისე და მემართა მეც, ფანჯრიდან თავი გამოვყავიდა ვთქვი:
-გზაზე გადასვლა უნდა ისწავლოთ გოგონო
-და თქვენ მანქანის ტარება
შემდეგ ამ ამბავს სესილი აგრძელებს ხოლმე
-გავბრაზდი, მის სიტყვებზე და ირონიაზე მკითხა „ჩემთან ერთად ხომარ გაისეირნებ გოგონიო“ მეკიდევ უხეშად ვუპასუხე, არათქო და სადარბაზოში შევედი, ოხ როგორ მირევდა დალაგებულ ფიქრებს ეს ბიჭი. მოგნატრებია სესილი, მეუბნებოდა ჩემი მეორე მე, მე კიდევ ჯიუტად არ ვუტყდებოდი ჩემს თავს.
-შემდეგ როდის ნახე სესილი? ეკითხებოდნენ მეგობრები დამიანე კი იწყებდა უამრავჯერ მოყოლილ ამბავს კიდევ თავიდან.
-შემდეგ?შემდეგ გაზაფხულის დილა იყო ერთ-ერთ პარკში დავრბოდი, როდესაც სესილი დავინახე მისკენ ავიღე გეზი, თუმცა მანაც დამინახა და სხვა მიმართულებით წავიდა,მაგრამ მალევე დავეწიე:
-ვატყობ გყვარებია დილით ადრე ადგომა
-.......................
ხო მეც მიყვარს დილით სირბილი
-.... კვლავ სიჩუმე
-მომენატრე სესილი
აი აქ ამოეწურა ავალიანს მოთმინების ფიალა და გაბრაზებით მკითხა:
-რატომ არ მანებებ თავს?
-და რატომ უნდა დაგანებო თავი? ვთქვი და სიგარეტს მოვუკიდე
-ვატყობ გარეთ დგომა მოგნატრებია
-და იქნებ შენ მოგენატრა ავარია და შემდეგ წამლების პარკიანი დამიანე?
ხელი ჩაიქნია და ადგილს მოსწყდა სირბილი განაგრძო
-ორით-ერთი მივაძახე მე
აი შემდეგ დილით კი ძალიან მშვიდი მეჩვენა სესილი. ამდენიხნის მერე ისევ ვნახე „ჩვენს პარკში“
-არ გელოდი. ვერ დავმალე გაოცება მე
-არც მე
-თორემ არ მოხვიდოდი?
-არა რატომაც არა
გამიკვირდა.
-რაგჭირს სესილი?
-არაფერი და შენ?
-მე? მე შემიყვარდა, ამ ქვეყნად ყველაზე ჯიუტი გოგო შემიყვარდა, ანგელოზი შემიყვარდა
და აი აქ დამაინეს ხმა უწყდება დგება და მიდის ჩვენ ყველამ ვიცით რას ნიშნავს ეს და ნინამ მაინც მიაძახა:
-კაი რა დამი, იქნებ რამე შეიცვალოს
ამ ამბავს რომელსაც გიამბობთ ყოველთის დამიანე იწყებს, იმავე საღამოს, როდესაც სიყვარული ავუხსენი მისი ფანჯრის წინ გავიარე, ასე ღამის ორი საათი იქნებოდა, სესილი მეორეზე ცხოვრობდა, ჯერ კიდევ გამოდიოდა შუქი მისი ფანჯრიდან, მეორე სართლისა და პირველის სართულის შორის ავძვერი და სესილის ფანჯარაში თვითმფრინავი შევაგდე წარწერით: „იცით?შემიყვარდა! დიახ ანგელოზი შემიყვარდა!
ოთახში ვიჯექი, როდესაც ჩემს ოთახში თვითფრინავი შემოფრინდა გავხსენი ზედ წერია: „იცით შემიყვარდა დიახ ანგელოზი შემიყვარდა“, თავიდან ცოტა შემეშინდა ჩუმათ გადავიხედე ფანჯრიდან და ხელში იდიოტივით მომღმარი დამიანე შემრჩა ჩემი დანახვისას იყვირა:
-სიურპრიზზზ. ჩამოდი რა
ჩავიცვი ჩავედი დამიანეს დანხვისას მინდოდა გამეღიმა მაგრამ, სიცივემ ისე დამაიარა რძვალ-რბილში რომ ვეღარ გავიღმე
მეგონა არ ჩამოხვიდოდი,
-და აბა მეყურებინა, როგორ იფრენდა თვითმფრინავები დამიანე სესილის მიმართულებით?
-არა, რატომ? წავიდოდი
გავბრაზდი, შემოვბრუნდი წასვლა დავაპირე, მაგრამ მოასწრო და მაჯაში მომკიდა ხელი
-რატომ კანკალებ? ასე ნერვულობ?
-არა მცივა
-გინდა ჟაკეტი?
-არა
-გინდა მაგრამ ვერ აღიარებ?
მითხრა და ჟაკეტი მომაწოდა
-თუ ჟაკეტი არ გეყოფა ჩაგეხუტები
-მეყოფა
-მართლა?
-კი
-დამიბრუნე ჟაკეტი!
ცოტახნის შემდეგ დამიანემ ისევ მკითხა:
-გცივა?
-ძალიან
უცებ ხელები გაშალა და მითხრა
-ჩამეხუტე და მიიღებ ჟაკეტს
-არა
-ანუ არ გადაიფიქრებ? კარგი
მითხრა, ჟაკეტი გაიძროდა მომცა
ამი შემდეგ ცოტა ვისეირნეთ, ცოტა ვილაპარაკეთ, ბოლოს სადარბაზოსთან მიამცილადა მითხრა:
-მაინც არ ჩამეხუტე
ამდროს ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე, გააზრებულიარ ქონდა მე უკვე სახლში ვიყავი.
ამის შემდეგ დამიანე აღარ შემხმაინებია, უნდოდა დავესაჯე მე კიდევ ვბრაზდებოდი, მსჯიდა ჯიუტობისთვის, ხან და ხან გავიფიქრებდი მენატრება დამიანე თქო დამიანე ამ დროს ყოველთვის ჩაერთებოდა ხოლმე, სესილისდა გასაბრაზებლად ეუბნებოდა:„აი მე კი საერთოდ არ მენატრებოდიო“.

***
ისევ ჩემთან ვართ, ისევ მრგვალი მაგიდა დაძაბული სიჩუმეა და ბოლოს ისევ მე:
-დამი მოგვიყევი რამე
-მაინც რა?
- შენზედა სესილიზე ხოიცი, როგორ ძალიან მიყვარს შენ რომ ყვები
- კაი რა ნინაკ, რამდენჯე უნდა მომაყოლო ეს ერთი და იგივე
-გთხოვ ძალიან გთხოვ
კვლავ სიჩუმედა დამიანე აგრძელებს:
-ბოლო შეხვედრის შემდეგძალიან მინდოდა მენახა, მკლავდა მისი ნახვის სურვილი, ერთხელ მისი სახლის წინ ხუთი საათი ვიდექიდა აი ხუთი საათის მერე ძლივს გამოვიდა, გაზაფხულის ჭრელი სარაფანი ეცვა, ნელა მიდოდა, მართლაც რომ ანგელოზი იყო,უფრთო ანგელოზი ისე დადიოდა ფეხს მიწაზე საერთოდ არ დგამსო იფიქრებდი, იმ წუთას ისე ძალიან მინდოდა მივსულიყავიდა ჩავხუტებოდი, ძალიან მინდოდა მაგრამ მე რის სვანი ვიქნებოდი იხტიბარი რომ გამეტეხა. ასეთ ფიქრებში ვიყავი, როდესაც გენიალური იდეა დამებადა მახსოვს მანქანით რომ გავიტანე საავადმყოფოს ბლანკში ეწერა, რომ დაბადების დღე 28 აპრილს ქონდა სულ რაღაც სამ დღეში .
როდესაც 28 დადგა, ღამის ორი საათი იყო, ჯერ შუაღამე არ იყო, მისი ფანჯრის წინ ჩამწკრივებით იყო ავტო ფარეხები, ავედი და დავუწერე: „ ანგელოზი შემიყვარდა“ და წამოვედი იმ დღეს არ მინახავს,არც იმდღეს და არც მაისის ბოლომდე, შიგადა შიგ ვუკეთებდი მსგავს რაღაცებს, კარებში ვუტოვებდი ბარათებს წარწერით::გაიღიმე“ ან მისი ფანჯრის წინ ვწერდი: „დილამშვიდობისა“
ბოლოსბ როგორც იქნა მაისის ბოლოს ვნახე მაშინაც მაქანიდან დავინახე, ქუჩაში მომავალი, ვეღარ მოვითმინე, გადავედი და ჩავეხუტე,იფუქრებდით გიჟაო, მაგრამ მაშინ დამავიწყდა ყველაფერი, ეს იყო საუკეთსო წუთები ალბათჩემს ცხოვრებაში.
-გთხოვ! ძალიან გთხოვ წამომყევი
ცოტა დაფიქრდა, ჩემს წვალებას აპირებდა, ხელი მოვკიდე მანქანაში ჩავსვიდა დავქოექე ძალიან წყნარი სახითადა მშვიდი ხმით მითხრა:
-გააფრინე?
-გავაფრინე!
- სად მივდივართ ?
-ტბაზე!
ტბაში ნავით შევედით, 6წლიდან ვცურავი მაგრამ უცებ გადავხტი,ვითომ ვიხრჩობოდი, გაურკვევლ ბგერებს გამოვცემდი,თვალები გაუფართოვდაბ ხმა ჩააუვარდა და მერე გადმოხტა, თურმე ცურვა არ იცოდან როდესაც მივხვდი რო ფსკერისკენ მიიწევდა,ხელში ავიყვანე და ვცდილობდი მალე მიმეყვანა ნავამდე, ბოლოს მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და ფართხალი დაიწყო ბოლო ხმაზე მთელი ქვეყნის გასაგებად ყვიროდა :
-მეზიზღები დამიანე მეზიზღები
-თუარ გაჩუმდები ახლავე ხელებს გაგიშვებდა სამუდამოდ ფსკერისკენ წახვალ
-ვერ გიტან! მძულხარ!
ეს მითხრა და ხელები გავუშვი, თავისი უსუსური ხელებით მეჭიდებოდა, ბევრი წყალი ყლაპა, ბოლოს ვიფიქრე გულიარ გაუსკდეს თქო, და ისევ ხელში ავიყვანე, წყალი არ მფარავდა, ნაპირამდე ცოტა გვიკლდა, ნავამდე უფრო ცოტა,თუმცა სესილი ჩემთან შედარებით დაბალი იყოდა მას ფარავდა ამიტომ ვცდილობდი კარგათ დამეკავა, ტუჩები ლურჯი ქონდა, კანკალებდა, ბოლოს როგორც იქნა ნავამდე მივაღწიეთ, ნავში ჩავსვისი და ისევ სიღრმისკენ ავიღე გეზი, უცებ მიყვირა:
-რას აკეთებ ახლავე სახლში წამიყვანე
ამაზე გამეცინა ხმამაღლა გავიცინე რომ ისევ იყვირა:
-დამიანე!დამიანე!
-მიყვარხარ! ვუთხარი მე თითქოს ვერ ვამჩნევდი რომ იმწუთას შეიძლება მოვეკალი
-გიყვარვარ? აი მე კი საერთოდ არა! სახლში წამიყვანე!
-ვერ წაგიყვან, მოგიტაცე.
ეს რომ ვუთხარი რამის ტირილი დაიწყომ მაგრამ მალევე ვუთხარი
-რაიყო დაიჯერე? შენნაირი ჩემმა მტრემა დაისვას სახლში, ვუთხარიდა ხმამაღლა გადავიხარხარე
ეს არ ვაკამრე ხელი მოვკიდე და წყალში გადავეში, როგორც კი შეეძლო მეხუტებოდა
-აბა არ არ ჩაგეხუტებიო?
არაფერი უპასუხია, თუმცა ფერები გადაუვიდა, მაგრამ იცოდა რო ჩემ ხელში იყო და აზრი არ ქონდა წივილ-კივილსმ ბოლოს როგორც იქნა ნაპირამდე მიავღწიეთ, მანქანაში ჩავჯექით, სულ სველები ვიყავით, მანქანა დავქოქე და თბილისში გრძელი გზით დავაპირე წასვლა, როდესაც გზაა არ ეცონა მითხრა:
-სად მივდივართ?
-სახლში?
-სად სახლში?
-ჩვენთან სახლშისესილი
-გააჩერე მანქანა, მე გადმოვალ და შენ სადაც გინდა იქ წადი.
გავაჩრე, ამაზე საერთოდ გაგიჟდა, გადავიდა და კარები მომიჯახუნა ფანჯარა ჩამოვწიე და ვუთხარი არ გინდოდა? ეხლა იყავი აქ მარტო, რაღაცის თქმას აპირებდა,რომ შევაწყვეტინედა ვუთხარი:
-ვიცი ეხლაუნდა მითხრა, მანქანას გვაყვებიო, მაგრამსაყვარელო აქ მანქანა ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ დადის
ეს ვუთხარიდა მანქანა დავქოქე და წავეიდ ვიცოდი ვერსად ვერ წავიდოდა ამიტომ ოც წუთში უკან დავბრუნდი, სადაც დავტოვე ისევ იქ იჯდა, თავიდახრილი ქონდა და მგონი ტიროდა, მანქანა ცხვირ წინ გავუჩერე და ვუთხარი:
-ჩაჯექი!თუარადა დავქოქავდა წავალდა იმედი არ ქონდეს რო დავბრუნდები.ცოტა ხნის შემდეგ ადგადა მანქანის კარი გამოაღოდა უკან ჩაჯდა, მთელი გზა ხმას არ იღებდა, თავი მინას ქონდა მიდებული და გარეთ იყურებოდა, მხოლოდ მე თუ ვეტყოდი რამეს, სახლში რომ მივედით უკვე საკმაოდ გვიანი იყო, კარები გააღოდა გადავიდა არც ახლა უთქვამს რამე.
ერთი კვირის შემდეგ ვნახე პარკში, სკამზე იჯდა მივედი გვერძე დვაუჯექიდა ვუთხარი
-სესილი
-რა იყო დამიანე?
-გაბარზებული ხარ?არა
-ესეიგი შენ გინდა თქვარო არხარ გაბრაზებული?
-არვიცი ვეღარაფერს ვგძნობ
-სესილი!!
-დამიანე!
-ჩამეხუტე
ადგადა ჩამეუხტა არადა მეგონა რომ წავიდოდა წამოხტებოდა და გაიქცეოდა მაგრამ არა! რა დაემართა ვერ ვხდვებოდი
შემდეგ ისევ ფანჯარასთან მივაკითხე
- სესილი დავუყვირე და გადმოიხედა
გთხოვ ჩამოდი რა
ჩამოვიდა მანქანაში ჩავსვი და ისევ ტბაზე ავიყვანე ხმას არ იღბდა ნაპირზე ვიჯექით მთვარეს ვუყურებდით რომ უცებ მოულოდნელად ვკითხე:
-სესილი ცოლად გამომყვები?
-კაი რა დამიანე
-გთხოვ გამომყევი აი ასე ჯინსებით და ბოტასებით დავიწეროთ ჯვარი, გთხოვ, სესილი
-შეხედე მთვარეს, რა ლამაზია, ხედავ იმ ვარსკვლავს?
გაატარა ჩემი ნათქვამი მე კი ურეაქციოდ ვუპასუხე:
-კი.
-ძალიან ლამაზია ღამე.
-მაგრამ ე უფრო ლამაზი ხარ.
იმ წუთას მთვარეს უყურებდა, ამ ქვეყანაზე არ იყო, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ ეჭვი გამიჩნდადა ჩემ თავს ვკითხე:
-განა არის ჩემი ღირსი? ან საერთოდ რომელიმე ხორციელის ღირსი? ის ხომ ესეთი ლამაზია ღვთაებაა, მართაც ანგელოზია უფრთოდ მოვლენილი ანგელოზი ესეთ ფიქრებში ვიყავი როდესაც ვკითხე:
-სესილი გინდა მთაში წავიდეთ?
-მიყვარს მთა
-მე არ მიკითხავს გიყვარს თუ არა
- წავიდეთ, დამიანე მცივა
ჩამოვედით, ისევ ხმაურიან თბილისში სახლამდე მივიყვანე და სანამ არ დავინახე, რომ მის ფანჯარაში შუქი აინთო, მანამდე ვერ მოვისვენე, შემდეგ ისევ ტბაზე ავედი. ესე იყო და ეს იმის მერე ერთი კვირა მე გარეთ აღარ მინახვას. ბოლოს მივაკითხე, კარები თმა გაბურძგნულმა გამიღო, ესეთიც კი ულამაზესი იყო, ოდნავ გამხდარი მომეჩვენა
-როგორ ხარ სესილი?
-შენ?
-ნორმალურად, რა გჭირს? რატომ აღარ მოდიხარ პარკში?
-ცუდათ ვიყავი, სიცხე მქონდა. დალევ ჩაის?
-შენი ხარით
შემდეგ ჩაი დამისხა და ვლაპარაკობდით თავის ბავშვობაზე, მიყვებოდა მითხრა, რომ ყაზბეგში აპირებდა წასვლას, არ მესიამვონა, ვუთხარი: „და მერე მერო მომენატრები“ მიპასუხა, არაუშავს ხან და ხან მონატრებაც ხომ საჭროაო. ეს იყოდაეს იმ დღის მერე 2 კვირა აღარ მინახვას, მართლაც წასულა ყაზბეგში, ძალიან მენატრებოდა, მონატრება მკლავდა, ყველა მეუბნებოდა ჩააკითხეო, საკუთარი მეორე მეც კი მღალატობდა, მაგრამ რა მექნა რომ არ მიყვარდა ეს ბანალურობა რომანტიკასაც ვერ ვიტანდი და ეს ყველაფერი ჩემს ხასიათს ეწინაღმდეგებოდა,
არა და ძალიან მენატრებოდა, რამე სხვანაირი მინდოდა, აი ისეთი მარტო მე, რომ ვიცი და მარტო სესილი რომ გაიგებს, თან მინდოდა თივითონ მოსულიყო ჩემთან. ბევრი ვიფიქრე, ბოლოს მეგობარს დვაურეკე, და ვთხოვე, ყაზბეგში უნდა წახვიდე, წერილი უნდა გაგატანო თქო, მარტო სოფლის სახელი ვიცი, გადაირია, რაღა დროს წერილებიაო, მაგრამ აი რატომღაც მემინდოდა წერილი მიმეწერა, განა არ შემძლო მობილურზე დამერეკა ან მიმეწერა მაგრამ ამას სულ სხვა ხიბლი ქონდა, თან წერილში სულ ორი სიტყვა ეწერა: „ ანგელოზი შემიყვარდა“ მხოლოდ ორი სიტყვის გამო გავაგზავნე ყაზბეგში, მეორე საღამოსვე ჩამომიტანა საპასუხო წერილი .წერილი გავხსენი, საღამო იყო, უკვე საკმაოდ ბნელოდა, სესილი კი მწერდა:
„ახლა დარწმუნებით გწერს, რომ აივანზე ზიხარ, ხის სკამში უკან ირხევი, ხელში ჩემი წერილი გიჭირავს და გეღიმება, გახედე მთვარეს, რა ლამაზია, როგორც მაშინ, ხედავ იმ ვარსკვლავს? როგორ კაშკაშებს ეს ხომ ჩვენი ვარსკვლავია? ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, როდესაც ტბაზე ვიყავით ეხლა მეც ვუყურებ მთვარეს და წარმოვიდგენ როგორ ზიხარ აივანზე, ფეხები მოაჯირზე გაქვს შემოწყობილი, სკამთან სიგარეტი და წყალის ბოთლი გიდევს, ოთახის კარები ღია გაქვს, ოთახს აგრილებ. მომენატრე, ჩამოდი აქ და თუ ისევ გინდა დავიწეროთ აქ ჯვარი, ისევ ბოტასებით და ჯინსებით, პატარა ტაძარში გავიქცეთ, ღამის სამ საათძე გვირილებისგან დავწნათ გვირგვინი ყველაზე ლამაზ ღამედ ვაქციოთ, ჩამოდი აქ და ეკლესიიდან გამოსულებმა ერთად ვისროლოთ ჩენი გვირგვინები წყალში და ვუყუროთ მთვარის შუქზე როგორ წაიღებს მას წყალი, ჩამოდი აქ და უამრავი ვარსკვლავის წინ ცვრიან ბალაზე ვიცეკვოთ ტანგო, ჩამოდი აქ დამიანე მენატრები ძალიან მენატრები.“
სესილი
წერილი დავამთავრე თუ არა მანქანაში ჩავჯექი, ასე ერთი ჯინსის შარვალისა და ერთი პერანგის ამარა, ჩავჯექი და ყაზბეგისკენ ავიღე გეზი, ღამე სიარული იქ ძალიან საშიშია, მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს? მიუხედავად იმისა რომ შუაღამეს უკვე ყაზბეგშ ვიყავი მაინც გვიანობამდე მომიწია ლოდინი, რადგან ვიცოდი მარტო სოფლის სახელი და არა სახლი. კითვა-კითხვით მივაგენი, შუადღისას, სახლის ეზოში შევარდი და სესილი ხელში ავიყვანე, და ვაბზრიალე და ჩავიხუტე, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი კარგი, ისეთ ლამაზი, გიჟვით ვიმეორებდი :“სესილი,სესილი“.
ხელი მოვკიდე და მანქანაში ჩავსვი და ვუთხარი:
-სესილი ეხლა უნდა წამომყვე თორემ მოგიტაცებ
გერგეთის სამებამდე მანქანით მივედით, მთაზე ასასვლეი გზა კი ფეხით ავიარეთ. საღამოს ხანს წამოვედით, სესილი დაიღალა და ბალახზე დაჯდა, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, თითქოს ჩაფიქრებული სურვილი გიხდებაო, ახლა მართლაც იჯდა სესილი ჩემს გვერდით, მართლა გვირილების გვირგვინი ეხურა თავზე, ჩემი პერანგი ეცვა, მთელ ყაზბეგს ვუყურებდით, დაშეძლება სიგიჟედ მოგეჩენოთ, მაგრამ ჩვენ მართლა ვცეკვავდით ტანგოს, უმუსუკოდ, მერა რომ გვციოდა, მერე რა რომ მუსიკა არ გვქონდა, მთავარი ის იყო რომ ერთმანეთს გულის ხმა გვესმოდა, დილამდე უამრავჯერ ვიცეკვეთ ტანგო, უამრავჯერ ფეხშიშელებმა, სიყვარულით გაბრუებულებმა უამრავჯეერ ვიცეკვეთ, გამთენისას სახლში წამოვედით და თბილისში დავბრუნდით, ამის მერე სულ ერთად ვიყავით, ვტკბებოდით ერთმანეთით, სხვა და სხვა ადგილას დავდიოდით ,ერთელ სესილი გაცივდა, მაღალი სიცხე ქონდა და მთელი ღამე მის ლოგინთან გავატარე. დილით მონდომებით გავუკეთე საჭმელი, სანამ ის სააბაზანოშ იყო, ვისაუზმეთ და შემდეგ კი საკუთარი ხელებით დავვარცხნე და გავუშრე თმა. მასზე ზრუნვაზე ვგიჟდებოდი, მის ანთებულ თვალებს, რომ ვუყურებდი უნებლიედ ბედნიერი ვხდებოდი. ავად მყოფს ჩემი ხელით ვაჭმევდი ძლის წინ შუბლზე ვკოცნიდი და სანამ ღრმად არ ჩაეძინებოდა არ ვიძინებდი, მეძინა მის ლოგინთან მდგომარე სკამთან, განა არ შემეძლო ხელი გამეშვა და ისე დამეძინა, მაგრამ მეშინოდა, რომ გაიღიძებდა და თავს მარტო იგრძნობდა, მეშინოდა, რომ რამე დაემართებოდა, მე ვზრუნავდი მასზე, მას კი უფრო და უფრო ვუყვარდებოდი, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით,. ერთხელ შუაღამეს დამირეკა და ტიროდა, მეუბნებოდა გთხოვ ჩემთან მოდიო, გიჟვით წამოვხტი, მანქანას ძალიან სსწრაფად ვატარებდი, შემეშინდა, შემეშინდა ალბათ მისი დაკარგვის, ათ წუთში მის სახლის კარებთან ვიდექი, კარები თავჩაღუნულმა გამიღო,
-რა გჭირს არანორმალური სახით ვეკითხებოდი:
-გთხოვ არ გამიბრაზდე, დამი იცი გავიღვიძე, და მივხვდი რო ძალიან მენატრებოდი, მაკლდი უჰაერობა ვიგრძენი, ძალიან მომენატრე, დამი გესმის? არ გამიბრაზდე რა, გთხოვ მეუბნებოდა და ტიროდა .
აი მითხარით როგორ მეთქვა რამე ისეთი საყვარელი ისეთი უმწეო იყო.
მთელი ღამე ჩახუტებულებს გვეძინა, უფრო სწორედ სესილის ეძინა, მე კიდევ მის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ვითლიდი, მისი გულის ცემა მესმოდა და ვფიქრობდი რა ბედნიერი კაცი ვარ, სესილი რომ შემხვდა თქო, მასთან შედარებით არარაობა ვიყავი ისე უცბად მოვიდოდა ხოლმე ჩემი ანგელოზი და ისე უცბად გამიხარებდა გულს.
სულ ვთხოვდი სესილი თბილად ჩაიცივი თქო, სულ ამაზე მოგვდიოდი ჩხუბი, მებუტებოდა და ისევ მალევე მირგდებოდა, ჩემს კისერში ჩარგავდა ცხვირს, ხელებს მომხვევდა და ასე ვიჯექით აივანზე მთელი ღამე „შენთან ერთად არაფრის მეშინია ჩემი იმედი ხარ ჩემი საყრდენი კედელი ხარო“ მეტყოდა ხოლმე სიტყვა მიყვარხარს ერთმანეთს იშვიათად ვეუბნებოდით, მაგრამ ყოველდღე სხვა და სხვანაირად ვეუბნებოდით ამას. ისეთ უბრალო რაღაცებზე მოგვიდიოდა ჩხუბი მერე ერთად ვიცინოდით ხოლმე. ვჩხუბობდით, საჭმლის გაკეთებაზე ის მეუბნებოდა ცოდო ხარ, დაისვენეო და მეკიდევ პირიქით. პატარა ბავშვივით დამდევდა, როდესაც ცუდად ვიყავი. ღამე იმისთვის ვიღვიძებდი, რომ მენახა ეხურა თუ არა პლედი ვცხოვრობდით ცალ-ცალკე, მაგრამ იმდენად ხშრად ვიყავით ერთად, რომ ერთმანეთს გარეშე ვეღარ ვიძნებდით
ჩემი სამყარო ხარ, საუკეთსო ხარ, ხშრად მეუბნებოდა, ამ სიტყვებს დილით ადრე იღვიძებდა რომ ჩემთის საუზმე მოემზადებინა, ერთად ვალაგებდით სახლსაც კი, მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი მიყვარდა, მიყვარდა იმდენად არანორმალურად, რომ შემეძლო შუა ქუჩაში მანქანების მიმოსვლელ გზაზე დავხრილიყავი და ფეხსაცმელი შემეკრა, შემეძლო მთელი ღამე არ დამეძინა, მის ყურებაში ან მთელი ღამე გამეტარებინა მისი ფანჯრის წინ იმ იმედით რომ დილით გამოიხედებოდა და ჩემი დანახვისას გაიღიმებდა. მიყვარდა მისი ღიმილი, ავადმყოფურად გიჟურად არამქვეყნიურად მიყვარდაა. რამე რომ სტკენოდა შემეძლო ამ ხელა კაცს მეტირა, სულ დამცინოდა თითი გავიჭერი მეტი კი არაფერი მომსვლია რანაირი სახე გაქვსო. მიყვარდა მე რომ ვუვარცხნიდი თმებს ვეხვეწებოდი მე გაჭმევ თქო მეუბნებოდა პატარა ბავშვი ხო არ ვარ დამიანე, კარგი რაოდა ვპასუხობდი არა შენ ჩემი მოცმიცმი ვარსკვლავი ხარ ჩემი ანგელოზი თქო.
ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, ყველა მთელი თბილისი ერთ დღესაც გავიღვიძე, და მისი მეზობლისგან გავიგე, რომ დილით ადრე წავიდა, წავიდა ქვეყნიდან ვერ ვიჯერებდი, არ მჯეროდა ყაზბეგშიც ჩავედი, პოლიციაშიც ვიყავი, ყველა საავადმყოფო საკუთარი ფეხით მოვიარე, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომ ბაზაში არსებობდს საბუთი, რომლის მიხედვითაც სესილი ავალიანს მაისის ცამეტში გადაეკვეთა საზღვარი, არავინ იცოდა რატომ წავიდა, სად წავიდა, ვისთან წავიდა, ვერავინ ხვდებოდა რა მჭრდა, ამხელა კაცი გამტეხა, გამანადგურა, მიწასთან გამასწორა, ყველა სხვა და სხვანაირად ყვებოდა, ამ ამბავს ზოგი ამბობოდა რომ ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ზოგი ამბობდა რომ ესპანეთში იყო და უკვე შვლებიც ყავდა. ყველა სხვა და სხვანაირად ყვებოდა, სიმართლე კი მხოლოდ ერთი იყო, არავინ არიცოდა სად იყო და ვისთან ერთად. გამაპარტახა, გამანადგურა, მიწასთან გამასწორა, წლების მერეც კი ისევ ისევ მტკივა, ალბათ ეს ის გამონაკლისია, როდესაც დრომ ვერ გამიქრო ტკივილი, ვერ შემაჩვია ერთი პერიოდი ალაპარაკდნენ, ჩამოდისო მაგრამ ესეც აბსურდი აღმოჩნდა . მაინც ისევ ისე მიყვარს, მაინც ჩემ ანგელოზად დარჩა, ცხოვრების ბოლომდე, ბოლო წუთამდე ბოლო წამამდე, დაველოდები, ვიცი რომ მოვა, აუცილებლად მოვა, მოვა ჩემი ანგელოზი, აუცილებლად მოვა!



№1  offline წევრი tegi

Auuu, dasasruli sxvanairi mindoda, magram esec dzan kargi iyo, ai sevdiani iyo magram amastanave gulshi chamwvdomi da ragacnairi iyo ra, sityvebit ver avgwer... Magram magari iyoo

 


№2  offline წევრი stichi-19

tegi
Auuu, dasasruli sxvanairi mindoda, magram esec dzan kargi iyo, ai sevdiani iyo magram amastanave gulshi chamwvdomi da ragacnairi iyo ra, sityvebit ver avgwer... Magram magari iyoo

Madloba❤❤

 


№3 სტუმარი Khatia512

Ai umagresi iyo magram meore nawili schirdeba geli geli mogelii :* <3

 


№4  offline წევრი ninas gogo

ძალიან კარგი იყო <3

 


№5  offline წევრი stichi-19

Khatia512
Ai umagresi iyo magram meore nawili schirdeba geli geli mogelii :* <3
madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent