შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტეს პირველი კანონი –6–


14-02-2016, 13:41
ავტორი sopiko
ნანახია 1 924

[თავი 6]
ავტობუსიდან ჩავდივარ და დამსკდარ ტუჩებს ენით ვილოკავ. წინ ხის ღობეა, რომლის იქითაც მირიანის სახლი მდებარეობს. მოულოდნელად ეზოში შუქი ინთება და ოდნავ ბოხი ხმა გვესმის.
–ვინ არის?–კითხულობს ''ის''.
–ჩვენ ვართ, ბებია, ჩვენ!–გასძახის მირიანი და ღობეს აღებს. მას უკან მეც მივყვები ელზასთან და სხვა სტუდენტებთან ერთად.
–ეს ვინ ჩამოსულა! ჩემი მირიანი ჩამოსულა!–წივილ–კივილით იხუტებს გულში მოხუცი მირიანს.
–ჩვენო?–ეშმაკური ღიმილით იცხადებს ქალი.–ეს რა ლამაზი გოგო ჩამოგიყვანია! შვილიშვილიც ხომ არა მყავს, არ დამიმალოთ, შვილებო!
მისი სიტყვების გააზრებისთანავე ქვედა ყბა დაბლა მივარდება. როგორც ჩანს მირიანის ბებიას ჰგონია, რომ მირიანმა ცოლად მომიყვანა და აქ მის გასაცნობად ჩამომიყვანა. ისე რა კარგი იქნებოდა, საქმე აქამდე რომ იყოს მოსული? ეჰ... რაებს ფიქრობ, თინიკო? სად შენ და სად ეს შინაბერას ფიქრები!
–ბებია, სულ ჩემს დაქორწინებაზე როგორ უნდა ფიქრობდე? ჩემს ჯგუფელებთან და საუკეთესო ლექტორთან ერთად ჩამოვედი სოფელში, შენ კი მხოლოდ ამ გოგოს ხედავ?–ეცინება მირიანს. ბებიას მხარზე ხელს ხვევს და ეზოში გვიპატიჟებს.–შემოდით, ქალბატონო ელზა! ყველანი შემოდით!
ჩვენც მორიდებით მივაბიჯებთ დათოვლილ ეზოში, რომელსაც სიბნელეშიც კი ეტყობა, როგორი მოვლილიცაა. მირიანის ბებია, ნადია ცოტა კი იმორცხვებს, მაგრამ სანამ სახლში შევალთ, ელზას უკვე უშინაურდება.
–შემოდით, გენაცვალეთ! ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ჩემი შვილიკოს კეთილმსურველებისთვის! შემოდით, ჩემო კარგებო... რა ლამაზები ხართ! ეს რა ვაჟკაცები ყოფილხართ!–გვეფოფინება სტუდენტებს და ტახტზე დადებულ რადიოს და სათვალეს იღებს.–დაბრძანდით, შვილებო!
მისი თბილი გამოხედვა ყველას ადნობს. მოხუცებული ღიმილს სახიდან არ იშორებს და ციბრუტივით ტრიალებს. ჯერ ჭადს გამოგიცხობთო, მერე დღეს ყველი ამოვიყვანე და ახლავე გამოგიტანთო. ლობიოც მსწრაფლ გააცხელა და მაგიდა წამში გააწყო.
–ნეტავ, ასეთი ბებია მეც მყავდეს, მირიან... ასეთი კი არა, მხოლოდ რომ მყავდეს, ეგეც ძალიან გამიხარდებოდა...–ვჩურჩულებ ცრემლმომდგარი გარდაცვლილი ბებიის გახსენებაზე და ზურგზე მირიანის ძლიერ ხელს ვგრძნობ.
ბიჭები მირიანის თამადობით შეშას ჩეხავენ და მერე ღუმელში აწყობენ. გოგონები ნადია ბებიას ვეხმარებით, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით ელზასთან ერთად სუფრას ვუსხდებით.
არ მჭირდება იმის თქმა, რომ თავი ისე უნდა ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში...
მირიანის გვერდით არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ...
სულ რამდენიმე წუთით წერილები მახსენდება, მაგრამ მათ ავტორზე წინ ისევ მირიანს ვაყენებ...
სამზარეულოში ნადია ბებიას გაფრთხილების შემდეგ წყლის დასალევად შევდივარ. ონკანს ვუშვებ და ფინჯანს წყალს ვუშვერ.
–ბორჯომში ცივი წყალი მოდის, ნადგამი კი ფილტვებს არ გაგიციებს!–უკმაყოფილო დუდუნით ამბობს მირიანი, რომელიც არც კი ვიცი, როდის შემოვიდა ოთახში და გრაფინიდან ნადგამ წყალს ჭიქაში ასხამს.
–ხოო... იცი, მე... კარგი!–ვიღიმი და თავის კანტურით ვართმევ ჭიქას. თანაც ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელს შეეხოს. წყალს ვსვამ და ჭიქას ისევ მირიანს ვუწვდი.
მირიანი მაგიდას ხელებს აბჯენს და მერე უეცრად ტრიალდება ჩემკენ. ვერ ვიტან, ასე რომ მიყურებს! თითქოს მჭამს თავისი მზერით და ამავე დროს ისე მოკრძალებულად აკეთებს ამას, რატომღაც მგონია, რომ ვუყვარვარ და მეც მიყვარს, რადგან ამას ვამჩნევ.
ოდნავ ზევით ვიწევი და მირიანს ტუჩებზე მოწყვეტით ვკოცნი. როცა ვიაზრებ იმას, რაც გავაკეთე, სახეზე ალმური მედება, უკან ვიხევ და წყევლას და კრულვას არ ვიშურებ ჩემი მისამართით.
რას იფიქრებს გამრეკელი... რატომ მავიწყდება ის, რომ ქალმა ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, თავი უნდა დაიფასოს და მამაკაცს არ შეეტენოს.
ლამისაა ბოლო ხმაზე ღრიალი დავიწყო, რადგან მირიანს ეღიმება, მაგრამ ჩემს დასამშვიდებლად არაფერს ამბობს. არ ამბობს, თუმცა მაჯებზე ხელებს მავლებს და ბაგეებზე მეკონება...
ერთიანად მიტანს ცახცახი და ციებიანივით ვკრთივარ მირიანის მკლავებში. ის კი მკოცნის... არ ვიცი, ჟინით თუ სიყვარულით... გრძნობით თუ ლტოლვით... ნებით თუ ნაძალადევად... მაგრამ ეს ამბორი ახლად მბადებს და ახლა ჩემს გულში დაუბუდებია იმ აზრს, რომ გამრეკელი შემიყვარდა...
თითები თავისით მიცოცავს მირიანის კისრისკენ, გული კი მისი გულისკენ მიისწრაფვის...
თვალებს მაშინღა ვახელ, მისი სხეული რომ მცილდება... თავზე ფრთხილად მეამბორება და მისაღებისკენ მიმითითებს...
ჩემი გასვლის შემდეგ სამზარეულოში შუქი ქრება, მაგრამ მირიანი თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ გამოდის იქიდან...
***
–რას ხარშავ მთელი დღეა გონებაში?–ფიქრებიდან მაფხიზლებს ეკუჩინო და თან უხერხულად უღიმის ნადია ბებოს.
–მე? რას უნდა ვხარშავდე?–განგებ ვიკვირვებ და მხრებს ვიჩეჩ.
–ხოდა უპასუხე ახლა ამ ქალს!–უკმეხად მპასუხობს ის და ნადიაზე მანიშნებს.
–უკაცრავად, კითხვა კარგად ვერ გავიგე...–დაბნეული ვიწურები და წინ ვიწევ, მაგიდის მეორე მხარეს მდჯომი ქალის ხმა რომ გავიგონო.
–რა და გათხოვილი ხარ თუ არა_მეთქი...–მორიდებით მიმეორებს მოხუცი.
–არაა...–ვინაზები და დათასთან მდგარ მირიანს ირიბად გავყურებ.
–მშვენიერია! კარგია, რომ კიდევ შემორჩნენ ლამაზი, სწავლული და კარგად აღზრდილი ახალგაზრდები, თორემ მეგონა, რომ ჩემმა მირომ ყველა ხელიდან გაუშვა.–ხელის გულებს ერთმანეთს უსმევს ის და ახლა ეკაზე გადააქვს ყურადღება.–შვილო, შენთვისაც მყავს კაი ბიჭი შერჩეული, აგერ ქსენიას დასაწუნი ვაჟკაცი კი არა ჰყავს! ჯგუფელებიც კარგი გყავთ, მარა... მათი ფესვები არ ვიცი ახლა მე... ჩვენი სოფლიდან წამოსული შთამომავლობა კი სულ ნათელ კვალს ტოვებს ცხოვრების ბილიკზე.
პირზე ხელს ვიფარებ და ვფხუკუნებ. ესე იგი მეც და ეკაც გაგვათხოვა ამ ქალმა ბეშეთელ ვაჟკაცებზე. არა, მირიანს კი არაფერი დაეწუნება და ქსენიას შვილიც ალბათ ის მამაკაცია, კაფეში რომ შეგვხვდა, თუმცა არჩევანის საშუალება მაინც მოგვცეს, მაჭანკლობას რომ მიმართა პირდაპირ!
–არა... იყოს!–სკამიდან წამოხტომამდე არაფერი უკლია ეკას. ჯერ ამხელაა და დაღრღნილია გოგო გათხოვებაზე ლაპარაკით.–გავალ მე... ბეშეთია, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ!
კი იჭერს ორ კურდღელს ეკუჩინო. ამ მომაბეზრებელ საუბარსაც ერიდება და ბეშეთის ჰაერით არც ქალბატონ ნადიას წყვეტს გულს.
–გადი, შვილო...–ნებას აძლევს ნადია.–შენ დარჩი, თინათინ, რამდენი წლისა ხარ?
ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და თავს მირიანის ცოლად ვისახავ გონებაში. მე_ფატა თავზე, ნეფე_ჩოხაში გამოწყობილი. ქორწილი! გრიალი! მეჯვარეები! საქორწილო სუფრა... ორი ბეჭედი... იღბლიანი თაიგული... კონიაკი... და გაორება! არა, თავიდან ვერასდროს ამოვიგდებ ამ იდუმალ ფიზიკის მცოდნეს?
–რამდენისაც მირიანი!–სწრაფად ვპასუხობ ქალს.
–შეყვარებული ხომ არ გყავს შვილო? არ დამღუპო ახლა...–თავზე ხელს იტაცებს ის.
–რა შეყვარებული...–მთლად მერევა აზრები.–რამ მოგცათ ამის ფიქრის საბაბი?
ხომ უნცა ვიცოდე, რა ვახსენო მირიანთან და რა არა. ბოლოს და ბოლოს ბებია–შვილიშვილი ალბათ ერთნაირად ფიქრობს.
–აბა, იმდენ ხანს ერთ წერტილზე იყავი გაშტერებული! ფიქრებში ჩემი ხმა არ გესმოდა, სანამ შენმა მეგობარმა არ შეგანჯღრია! თვალები უცნაურად გიბრწყინავს... გული რაღაცას მეუბნება და...–ყოყმანობს მოხუცი.
ერთ წერტილზე გაშტერებული? ფიქრებში ხმა არ მესმოდა? თვალები მიბრწყინავს? ღმერთო დიდებულო, შეყვარებული ვარ! ხო, შეყვარებული! მირიანი მიყვარს, თანაც ძალიან!
''და უცნობი?''–მაინც არ მასვენებს გამჩენი ან... ნიუტონი!
–მე გავალ... ეკა უნდა ვნახო!–სკამიდან ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ. ეკა არა, ის! უბრალოდ ცოტა დაფიქრება არ მაწყენდა...
მირიანის გვერდით გავლა მიწევს და სუნამოს სურნელი ფიზიკური ძალის გამო ''მეწევა''. ბიძაშვილი კი არა... ბიძაშვილი კი არა... ეს სუნამო მირიანს ეკუთვნის! უცნობის სუნამო! და რა იქნებოდა ამ წერილებს მირიანი რომ მწერდეს და მეოთხე წერილის სიტყვები მას ეკუთვნოდეს... შესაძლებელია ასეც იყოს! ამას კი გარკვევა სჭირდება! თუ წერილებს მირიანი მწერდა, მაშინ ვუყვარვარ კიდეც... როგორ შეიძლება დავრწმუნდე ამაში?
ვიცი!
პირველად მიხარია, რომ ამ ქვეყნად არსებობს ფიზიკა! ყველაზე დიდი მეცნიერება, ყველაფრის გადამწყვეტი! ჩემი ცხოვრებისაც კი...
მგონი კიდევ ერთი კანონი აღმოვაჩინე! აფროდიტეს პირველი კანონი!

^^^
''ბოლოსწინადაბევრირამისგადამწყვეტითავი''!
აი, ეს ვუწოდე მეექვსე ნაწილს!
დიდი მადლობა, ჩემო ტკბილებო, გუშინდელი შეფასებებისთვის და დღესაც მოუთმენლად ველი კომენტარებს, რომლებიც ისტორიასთან ერთად გმირებსაც შეაფასებენ საბოლოო ჯამში.
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. წარმოგიდგენთ მირიან გამრეკელს!



№1  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian kargia! Ragacnairad ar minda, rom dasrudles! Miriani, ox es miriani! :D chveni tiniko ar gavlandzgot, undoda, rom ekocna da ra qnas?! :D :*

 


№2 სტუმარი Black

Mokled sopiko ra,chemsgan yvela tbili sityva shen<3velodebi shemdeg tavs

 


№3 სტუმარი nino k.d....

ჩემი საყვარელი სოფიიი. როგორც ყოველთვის კარგი თავით. წინა თავზე ვერ დავტოვე კომენტარი გარკვეული მიზეზებისგამო. ესე მალე რატომ ამთავრეებ? მერე მე რა მეშველება ამათ გარეშეეე? შენ გარეშე?

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian, dzalian kargia! Ragacnairad ar minda, rom dasrudles! Miriani, ox es miriani! :D chveni tiniko ar gavlandzgot, undoda, rom ekocna da ra qnas?! :D :*

Black
Mokled sopiko ra,chemsgan yvela tbili sityva shen<3velodebi shemdeg tavs

nino k.d....
ჩემი საყვარელი სოფიიი. როგორც ყოველთვის კარგი თავით. წინა თავზე ვერ დავტოვე კომენტარი გარკვეული მიზეზებისგამო. ესე მალე რატომ ამთავრეებ? მერე მე რა მეშველება ამათ გარეშეეე? შენ გარეშე?

დიდი მადლობა, ჩემო კარგებო, თბილებო და ძვირფასებო love მალე დაგიბრუნდებით, პირობას გაძლევთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent