უნდა ჰყვარებოდა? (6) დასასრული
ერთი წლის მერე ცხოვრებას თითქოს ისევ შევუერთდი, მაგრამ ძველებურად არა... ღიმილი დავიწყე, მაგრამ სიცილი აღარ შემეძლო, ფიქრი დავიწყე, მაგრამ ლაპარაკი მიჭირდა, აღქმა დავიწყე, მაგრამ გარჩევა კიდევ არ შემეძლო, საგნებს ჯერ კიდევ ერთნაირი ფორმა ჰქონდათ, მხოლოდ ადამიანებს ვცნობდი... ნიკამ არ ვიცი მე მომეჩვენა თუ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ კატოს სიკვდილი ადვილად გადაიტანა... მის დანახვაზე მისი სიტყვება მახსენდებოდა... "კატოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ვიცოცხლებო" და ბრაზით ვივსებოდი, მის გვერდით ყოფნა კი არა, მისი დანახვაც არ შემეძლო... დაჩის დანახვაზე კი ასე არ მემართებოდა, რადგან მას არასდროს უთქვამს კატო თუ მოკვდა, მეც თან მივყვებიო... თანაც მის თვალებში ისევ ცოცხლობდა სევდა და ეს სევდა ჩემსაზე ძლიერიც იყო... იცით რამდენად ძლიერი?.. ერთი წელი ყრუდ გავიდა... ერთი წლის შემდეგ კი როცა თვალიდან ძლივს გამოვიხედე, კიდევ ერთხელ მომიწია საკუთარ თავში ჩაკეტვა... ერთ დღეს სკოლაში ბოლოდროინდელი ჩვეულებისამებრ მარტო მივდიოდი, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით... სკოლის შენობაში რომ შევედი, არ ვიცი შევამჩნიე თუ ვიგრძენი, მაგრამ ყველას სახე ავისმთქმელად დამწუხრებული ჰქონდა... ბოლოს ასეთი სევდა მაშინ იგრძნობოდა, როცა სკოლაშ კატოს სიკვდილის ამბავი გახმაურდა... ამის გაფიქრებაზე ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა, საშინელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ფილტვებში ჟანგბადი სულ აღარ დარჩა და სუნთქვა აღარ შემეძლო... ერთ-ერთი რიგითი გამვლელი გავაჩერე და ყრუდ ვკითხე: -რა მოხდა? -დაჩიმ თავი მოიკლა... - ეს სიტყვები ისეთივე უსასრულობად იქცა როგორც კატოს სახე... - მთავარი არტერია გადაუჭრია და თხუთმეტ წუთზე ნაკლებ დროში მკვდარი იყო, გვამთან მხოლოდ ერთი წერილი უპოვიათ. -რა წერილი? -შენთან მოვდივარ. მიყვარხარო, მარტო ეს წერებულა. "შენთან მოვდივარ. მიყვარხარ"... დაჩის კატოს გარეშე ცხოვრება მართლაც არასდროს შეეძლო... არც ერთი წუთით, ხო არცერთი წუთით, რადგან ეს ერთი წელი მხოლოდ არსებობდა, არსებობდა იმაზე ფიქრით რა ჯობდა- კატოსთვის სიკვდილი თუ სიცოცხლე?... შეიძლება სიცოცხლე ჯობდა, მაგრამ მას ეყო ძალა კატოსთან წასულიყო, სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე სხვა დანარჩენი... სხვისთვის ეს სიმხდალედ შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ასეთ დროს, ასეთი სიმტკიცის გამოჩენა სიმამაცეა... გაბედავს რომელიცმე თქვენგანი თავლი მოიკლას ადამიანის გამო, რომელიც უყვარს და რომელიც შენი არასდროს ყოფილა?.. არა ეს შეუძლებელია თუ სიყვარული ღრმა და ნამდვილი არ არის... ისიც შეუძლებელია უხმოდ, მდუმარედ აიტანო ტკივილი, რომელსაც მისი ყურება იწვევს, როცა გიყვარს და ვერ ეობნევი, ვერ ეხები, ვერ ელაპარაკები... დაჩიმ ესეც შეძლო, ესეც და კატოსთან წასვლაც... მეც უსაზღვროდ მიყვარს კატო, მაგრამ სამაგისოდ ძლიერი ვერ გამოვდექი, რომ საკუთარ თავში მეპოვა ძალა კატოსთან წასასვლელად... დაჩის სიკვდილმა ხელახდა დამცა თავზარი... ხელახალი ბინდი გადამეკრა თვალებზე და გულზე... უკვე ორ დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი ჩემში, ორ დიდი ტკივილს და დანაშაულის გრძნობას, ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ კატოსა და დაჩის წინაშე ძალიან დამნაშავე ვარ... ნიკამ ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება... კატოს ხსოვნით, მაგრამ არა სიყვარულით... უკვე თორმეტი წელი გავიდა, ნიკას კი ცოლი და ორი არაჩვეულებრივი ვაჟიშვილი ყავს, ბედნიერი ოჯახი... ჩემი დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით დაჩი და კატო გვერდიგვერდ დაასაფლავეს, მე კი ყოველ კვირას მივდივარ მათთან ყვავილებით და ვესაუბრები... თითქოს მიყვებიან თუ როგორ ბედნიერად ცხოვრობენ იქ... ამით თავს ვინუგეშებ, მაგრამ ეს დარდი მათთანაც რომ არ დავცალო მოვკვდები ან ჭკუიდან გადავალ... ყოველ კვირას საფლავთან ვუხდი მოდიშს და პატიებას ვევედრები, ამაზე კი ყოველთვის დუმილით მპასუხობენ... სევდამ მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა... ზოგჯერ მინდა რომ დავნებდე, ბრძოლა შევწყვიტო საკუთარ თავთან, ზოგჯერ მინდა რომ საკუთარ თავს ვაპატიო, მაგრამ არ შემიძლია, სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას... ადამიანებს აღარ ვაკვირდები, აღარ ვსწავლობ მათ გრძნობებს, აღარ ვყვები გრძნობების ისტორიებს ადამიანებზე და აღარც პირიქით... მეშინია, მეშინია რომ კიდევ მეტკინება, ასე ღრმად და ამჯერად ყველაფრის უნარს წამართმევს ტკივილი... დრომ ცოტა მიშველა, ისე რომ ცხოვრებას ვაგრძელებ, მათ გარეშე, მათი ტკივილით, მაგრამ მაინც ვცოცხლობ... ვმეგობრობ ისე, რომ ადამიანებში კატო არ ვეძებო, ვისმენ ისე რომ დაჩი არ დავინახო, რადგან მინდა დაჩი და კატო, ყოველთვის დაჩიდ და კატოდ მახსოვდეს, მირჩევნია ვიცოდე რომ დაიღუპნენ, ვიდრე სხვაში გავაცოცხლო... ცხოვრება ყოველთვის გვეთამაშება, და თუ ტკივილი მოაქვს არასდროს მხოლოდ ერთ ადამიანს არ სტკენს... არც სიხარულით ახარებს მხოლოდ ერთს... ეს სიყვარულის ისტორია იყო, სადაც დღესაც არ ვიცი სიკეთემ გაიმარჯვა თუ ბოროტებამ... ის ვიცი რომ გრძნობა გადარჩა, ურთიერთობა კი დაიღუპა, მწარე ჭრილობები გვიანდერძა და დაიღუპა... p.s. ცხოვრებაში თუ გინდა რაღაც კვალი დატოვო და უბრალოდ არ გაქრე, სწორი არჩევანი უნდა გააკეთო, თუ სად დასახლდები, სად იქნება შენი სახლი, კერა... და მაინც, მნიშვნელობა არ აქვს სასახლეში იცხოვრებ თუ ქოხმახში, მთავარია ადამიანი სიყვარულში დასახლდე და ამით მრავალ გულს დაისაკუთრებ... ცხოვრებაში ხომ მთავარია იყო ადამიანი და კიდევ, იყო ადამიანი სიყვარულში... "ცხოვრების რაღაც ეტაპზე გააცნობიერებ, რომ საჭიროზე მეტი გააკეთე ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის... რომ ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგა უბრალოდ გაჩერებაა... დატოვე ისინი მარტო, უბრალოდ ადექი და წამოდი..." დასასრული... ............................ ესეც ფინალი, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს, ძალიან მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი პ.ს. ხვალიდან დავიწყებ ახალი ისტორიის დადებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.