ეშმაკი და ანგელოზი ოცდამესამე თავი
სიახლე, ეს არის დიდი ცვლილება ჩვენში და ჩვენს ირგვლივ. არსებობს კარგი სიახლე და ცუდი სიახლე ამ ბოლო დროს კი სულ ცუდი სიახეები ხდება ჩემს თავს. ამ ყველაფერს თან ერთვის ცუდი დასასრული ჩემსშემთხვევაში კი ავარია. სიმსუბუქეს ვგრძნობდი იმისდა მიუხედავად რომ მთელი სხეული მტკიოდა. ცრემლებით ვეგებებოდი სიკვდილს და იმ სურნელის შეგრძნებბას ვნატრობდი რაც უკვე რამდენიმე წელია ჩემთვის ძვირფარი იყო.ყურთან მძიმედ გაიჟღერა სირენების ხმამ ხელს კი ძლივს ვამოძრავებდი.ზოგი ყვიროდა ზოგიც კი ტიროდა. ქართველების ამბავი რომ ვიცი იმაზე საუბარი დაიწყეს ქალია და ავარიაში მოყვებოდა აბა რა იქნებოდაო, ამაზე გამეცინა არადა რა მაცინებდა უბრალოდ აღბრთოვანებული ვარ ხალხის ლოგიკური აზროვნებით. დახმარებამაც არ დააყოვნა მანქანიდან ნელა გადმომათრიეს და თვალში ჩამანათეს.ყრუდ მესმოდა როგორ ამბობდნენ რომ მრავლობითი მოტეხილობა მაქვს და ბევრი სისხლი დავკარდე.თავი უღონოდ გადავწიე გვერდით და დანიელი მოვლანდე უკან დემეტრე და მარიამი მოჰყვებოდნენ.პოლიციელები არ უშვებდნენ ის კი მთელ ხმაზე ყვიროდა და ჩემთან მოახლოებას ცდილობდა, ხელი ნელა გავიშვირე მისკენ და კვვნესით წარმოვთქვი მისი სახელი.ბოლოს როგორც იქნა გაანგრია ხალხისგან გაკეთებული საზღვარი და ჩემსკენ გამოიქცა თუმცა უკნიდან წამოეწივნენ და მიწაზე დაახეთქეს.ხმაწასული რაც ძალა მქონდა ვყვიროდი რომ ჩემთან მოეშვათ თუმცა მე ძლივს ვგებულობდი ჩემს ნალაპარაკებს. დემეტრეც გამოჩნდა ასპარეზზე დანიელი ფეხზე წამოაყენა და ჩემთან გამოუშვა. -არ ილაპარაკოთ ყველაფერი კარგად იქნება.სასწრაფო დახმარების მუშაკი მშვიდი ხმით მეუბნებოდა და საკაცეზე გადაყვანას ცდილობდა როცა დანიელი ჩემთან მოვიდა მუხლებზე ჩაიჩოქა და ტუჩიდან წამოსული სისხლი მომწმინდა. -არ მოგცემ იმის უფლებას რომ ისევ დამტოვო მე შენთვის მაინც ვიბრძონებ.აცრემლებული დამყურებდა სახეზე და გატეხილი ხმით მესაუბრებოდა. -მიყვარხარ.სისხლიანი ხელი ლოყაზე მოვუსვი და ტირილი დავიწყე.საკაცეზე მალევე გადამაწვინეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში მომათავსეს ამის შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს. ****************** ყველანი საავადმყოფოში ისხდნენ და ოპერაციის დასრულებას ელოდებოდნენ.სიჩუმე იყო თანაც როგორი. კაციშვილი არ იღებდა ხმას. ექიმები იქით-აქეთ დარბოდნენ და არაფერს ამბობდნენ ეს კი დანიელს სულ უფრო და უფრო აბრაზებდა. უკვე 4 საათია ოპერაციას უკეთებდნენ და ჯერ ვერაფერი გაეგოთ.სიმშვიდე საოპერაციოდან გამოსულ ექთანმა დაარღვია რომელიც მათკენ მიდიოდა. -ოპერაცია წარმატებით დასრულდა თუმცა დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით.უიმედოდ გააქნია თავი წითურმა გოგონამ და განადგურებულ დანიელს ახედა. -იტყუებით! ელისაბედი კარგად იქნება.პატარაობიდანვე ვერ იტანდა დანიელი წითურ გოგონებს ამიტომ მისი არცერთი სიტყვის არ სჯეროდა. -რას ბრძანებთ რატომ უნდა მოგატყუოთ.შეიცხადა გოგონამ და დამნაშავის თვალებით ახედა ბიჭებს. -მაპატიეთ უბრალოდ ნერვიულობს.სიტყვა გააწყვეტინა გიორგიმ და გვერდით გაიყვანა.-ბიჭო დაწყნარდი რა გემართება რა იმის ბრალია ეხლა.კისერზე ხელს კიდებდა ძმაკაცი დანიელს და ისე ამხნევებდა. -უბრალოდ მას რომ რამე დაიემართოს წესიერად რომ ვერ გაუკეთონ რამეს მთელ საავადმყოფოს დავხურავ ხომ იცი რომ არ გამიჭირდება!.კბილებში გამოსცრა დანიელს და კედელს შეკრული მუშტი დაცხო. -იასნა ვიცი რო დახურავ მარა მოიცა რა.სკამზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. 2 კვირა გავიდა რაც ელისაბედი გონზე არ მოსულა. ცივი სხეული აპარატზე იყო შეერთებული და იბრძვოდა. დანიელისთვის მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის.ამდენი ძალა საიდან ქონდა ამ პატარა გოგოს არავინ იცოდა, ექიმებს ხომ უკვირდათ და უკვირდათ ასეთი ძლიერი გოგონა არ გვინახავსო როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში მოყავთ 3 დღეზე მეტს ვერ ძლებსო.ელისაბედმა ხომ იცოდა საიდან მოდიოდა მისი ძალა, ის დანიელიდან მოდიოდა, სიყვარულიდან, ხედავთ სიყვარულს რამხელა ძალა აქვს? ბევრი ვერ ხედავს მაგრამ ეს ასეა. მისი ასეთი სიძლიერე დანიელისადმი სიყვარულშია თორემ სხვანაირად როგორ ის რომ არა ახლა თავისუფლად შეეძლო მომკვდარიყო. -ჩემი ბრალია.დანანებით ჩაილაპარაკა დანიელმა და თავზე ხელი გადაისვა. -არ არის შენი ბრალი.გვერდით მჯდომმა ქეთიმ უღონოდ უპასუხა და მის მხარზე თავი ჩამოდო. -მე რომ არა ის არ გაიქცეოდა.თვალზე მომდგარი ცრემლი უცებ მოიწმინდა თუმცა ისევ იგრძნო მარილიანი სითხე სახეზე. -არ არის შენი ბალი უბრალოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა იმდენად დაღლილი შეძრწუნებული და აღელვებული იყო.გამხნევების მიზნით მხარზე ხელი ძლიერად ჩაავლო. -ჩემს გამო გაიქცა გერმანიაში არ უნდოდა გული ეტკინა, არ უნდოდა დავტანჯულიყავი მას უბრალოდ ჩემი წინსვლა და ბედნიერება უნდოდა თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რომ თვითონ იყო ჩემი ბედნიერება?. -გონს მოვიდა.ექიმი სირბილით გამოქანდა მოსაცდელში და ხალხს ახალი ამბავი ამცნო.იმწუთასვე წამოხტა დანიელი და მახარობელთან მივარდა. -შეიძლება ვნახო?.ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. -კი ოღონდ ცოტახანში. -კარგით.კედელს თავი მიადო და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სენსორს თითი გადაუსვა შემდეგ კი ყურთან მიიდო.-გონს მოვიდა მოდი სასწრაფოდ.მშვიდად ჩაიჩურჩულა და მობილური გათიშა.1 საათში დანიელი ლურჯად შეიკაზმა და პალატაში ნელი ნაბიჯებით შევიდა.დაინახა საყვარელი ქალი როგორ იყო შეერთებული ათასგვარ აპარატებზე და გული საშინლად მოუკვდა.ბრთხილად მიუახლოვდა და მისი ხელი თავის ტორებში მოაქცია.ელისაბედმა თვალები ნელ-ნელა გაახილა და გვერდით გაიხედა.სასურველი მამაკაცის დანახვაზე თვალზე ცრემლები მოადგა და სახე ძველებურად მომანჭა.ცხვირი ძალიან აეწვა და ცრემლების ნაკადი ერთანად გადმოუშვა. -ჩშ ნუღარ ტირი კარგად იქნები.დანიელი შუბლზე ხელს ისტერიულად ჩქარა უსვავდა თან კი თავს ძლივს იკავებდა მის წინაშე რომ არ ატირებულიყო. -მა პა ტი ე.ნაწილნაწინ ჩაილაპარაკა და მის ხელზე რაც ძალა ქონდა იმ სიმძლავრით მოუჭირა ხელი. -არ იალაპარაკო კარგად იქნები, მე მაპატიე არ ვიცოდი სინამდვილეში რატომ წახვედი, მე მაპატიე.თითებს სათითაოდ უკოცნიდა და თვალებში უყურებდა. -მერე ჩე მი ბრალ ია რომ არ იცოდი.ნაწილნაწინ საუბრობდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. -შენი ბრალი არაა ეს იმის გამო გააკეთე რომ გეგონა ასე უფრო კარგად ვიქნებოდი. -მაპატიე.ახლა მიყოლებით ჩაილაპარაკა გოგონამ და გონება დაკარგა. 1 კვირის განმავლობასჰი ელისაბედი უმჯობესდებოდა რამაც ხალხის ღიმილი გამოიწვია და ახლა უფრო იმედით შეჰყურებდნენ ყველაფერს. ************ ჩემი და დანიელის საუბარი არ მახსოვს, უბრალოდ კადრებივით ამომიტივტივდება თავში სულ ეს არის. საავადმყოფოდან მალევე გამომწერეს და გადაწყვიტეს დემეტრესთან წავეყვანე. ბევრჯერ გავუძალიანდი მათ თუმცა ჩემი ვერ გავიტანე. ისევ ჩემს ძველ ოთახში დავბრუნდი და თითქოს თავიდან შევიგრძენი ის წლები რაც დანიელთან გავატარე. იმისდა მიუხედავად რომ ძველ საძინებელში ვიყავი ჩემი ახალი ოთახი ძალიან მენატრებოდა თითქოს აქაურობას ვეღარ მოერგე, აი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო.ამ ოთახში დავტოვე ჩემი გულუბრყვილობა ახლა კი ოდნავ ცივი მოუხეშო ელისაბედი დავბრუნდი და ვერ შევეგუე ამას. -წვნიანი მოგიტანე.ოთახის კარი დემეტრემ შემოაღო და ლანგარი კამუდზე დადო. -არ მშია.თავი გვერდით გავწიე და საათს მივაშტერდი. -რასქვია არ გშია გუშინაც არაფერი გიჭამია და ახლაც ვიჩხუბებთ იცოდე.ნაწყენი მომიჯდა საწოლზე და ხელი ხელზე დამადო. -არ მშია.ისევ იგივე ინტონაციით გავეცი პასუხი და წამების თვლა დავიწყე. -ელის იცოდე ძალით ჩაგასხავ პირში. -არ მშია მეთქი ნუთუ ასე ძნელია ეს გაიგო.ხმამაღლა დავუყვირე და ლანგარს ხელი ვკარი. -რა გემართება? ცუდად იქცევი.ფეხზე წამოხტა და ნატეხების ალაგება დაიწყო. -არ მშიათქო გითხარი და მორჩა.გვერდი ვიცვალე და თავი საბანში ჩავრგე. დამლაგებელი ოთახში შემოვიდა ყველაფერი მოწმინდა და უკან გაბრუნდა.იმაზეც კი მეშლებოდა ნერვები რომ ოდნავ ხმაურობდა. თითოეულ ბრახუნზე ვრეაგირებდი და ვხტებოდი რა მემართებოდა არ ვიცოდი მაგრამ ცხადი იყო არაფრის თავი არ მქონდა.საღამო ხანი იქნებოდა ექიმი ჩემთან რომ მოვიდა და გამსინჯა.უხმოდ დატოვა საძინებელი და კიბეებს ჩაუყვა.მეც ფეხზე ძლივსძლივობით წამოვდექი ყავარჯინს ხელი ვტაცე და დაბლა ჩავედი. დემეტრე დანიელი და ექიმი საუბრობდნენ. -არ მესმის რა ემართება სულ ჩხუბობს და ყველაფერზე წიკებში ვარდება წეღან წვნიანი მივუტანე და ლანგარი ძირს გადმოაგდო.ბოლთას ცემდა ოთახში თან კი თმაზე ხელს ისვავდა. -სტრესის ბრალია როგორც თქვენ მომიყევით ბევრი რამის გამოვლა მოუწია და ამიტომ ავარიამ მის მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა როგორც ფიზიკურად ისევე ფსიქოლოგიურად. -კი მაგრამ რატომ? გამაგებინეთ ავარია რა შუაშია?.საუბარში ჩაერთო დანიელი. -მან თავის ძლიერი ტრამვა მიიღო რომელიც პირდაპირ მის ნერვებზე მოქმედებს მას როგორც ადრე ახლაც ესაჭიროება ფსიქოლოგი უბრალოდ არ უყვიროთ ბევრი შკითხვები არ დაუსვათ და ხშირად ესაუბრეთ სასიამოვნო თემებზე.ექიმი თან რეცეპტს წერდა თან კი მათ რჩევებს აძლევდა. -კარგით აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ კარგად გახდეს.ბიჭებმა მალევე გააცილეს და მისაღებში დასხდნენ. მისი წასვლისთანავე ნელა გავუყევი გზას თან კი ყავარჯენს დავეყრდენი. -ელის რატო ადექი დაგეძახა და მოვიდოდი.როდესაც დემეტრემ დამინახა იმწამსვე ადგა და ჩემთან მოვიდა. -არ იყო საჭირო დემე.თბილად გავუღიმე და მას დავეყრდენი. შევეცადე არ მეუხეშა რადგან კიდევ ფსიქოლოგებთან სიარულს ვერ ავიტანდი. -აბა როგორ ხარ?.თაბაშირი თითქმის მთელ ტანზე მქონდა შემოხვეული და გავღიზიანდი რომ მკითხა ვერ მიიყურებდა რა დღეშიც ვიყავითქო. -კარგად.თავი ძლივს შევიკავე რამე მწარე რომ არ ჩამემატებინა. -მართლა?. -ვაიმე ვერ მხედავ? როგორ უნდა ვიყო ახლა.ბოლოს რომ ვერ მოვითმინე გაბრაზებულმა შევძახე და გულში ჩემი თავი დავიწყევლე. -კაი ნუ ბრაზდები რა გეხვეწები.შუბლზე ბრთხილად მაკოცა. -მეძინება.მთქნარებით ჩავილაპარაკე და ხელი პირთან ძლივს მივიდე. -მე აგიყვან.იმწამსვე წამოდგა დანიელი და ხელში ამიყვანა.ჩემს საწოლი ბრთხილად ჩამაწვინა და საბანი მომაფარა. -ბოდიში წეღან არ მინდოდა.მის გასსაგონად ვთქვი და კარებთან მდგომს გავხედე. -ვიცი.ჩემსკენ შემოტრიალდა გამიღიმა და კარის სახელურს ხელი მოკიდა. -მეშინია.ჩუმად ამოვიკრუსუნე და მბჟუტავ შუქს გავხედე. -რისი?.სახელურს უმალ უშვა ხელი და მომიახლოვდა. -ყველაფრის. -ჩემიც?.საწყლად დამხედა და სანათი ჩართო. -არა.სანათს გავხედე და ხელი გავწიე მის ჩასაქრობად.-ღამის მეშინია. -დავრჩე?. -ხო დარჩი ოღონდ ჩემთან ახლოს.საწოლზე ხელი დავადე და გვერდით მივიჩოჩე. -კარგი.გვერდით მომიწვა და თავი გულზე დამადებინა. -ყოველ ღამე მეშინოდა, გათენებას ველოდებოდი რომ ექიმს რამე კარგი ეთქვა, ყოველ ღამით კვდებოდა ვინმე და მეც ყოველთვის ველოდი რომელ ღამეს მოვკვდებოდი, მერე თენდებოდა და შენთან წამოსვლას ვნატრობდი, არავინ მაძლევდა იმედს მაგრამ ერთ დღეს როდეაც მითხრეს რომ რამოდენიმე კვირაში ყველაფერი დასრულდებაო ბილეთების დდაჯავშვნას ვაპირებდი და სწორედ მაშინ მითხრეს რომ თუ მე შვილი მეყოლებოდა დიდი ალბათობა იქნებოდა რომ ის ჩემსავით ანემიით დაავადდებოდა, მერე დავფიქრდი რომ ჩამოვსულიყავი მაპატიებდი? მეშინოდა თან ძალიან ამიტომ ვარჩიე გერმანიაში დარჩენა.ჩემი წყნარი თუმცა გატეხილი ხმა არღვევდა იდეალურ სიწყნარეს ცრემლები კი უგზოუკლოდ იკვალავდნენ გზას ღაწვებზე. -ამაზე ნუღარ ფიქრობ ამის მერე არც ღამის და არც არაფრის შეგეშინდება, მე სულ შენთან ვიქნები არასოდეს დაგტოვებ მაშინაც რომ ჩამოსულიყავი გაპატიებდი გულში მაგრად ჩაგიკრავდი და გეტყოდი თუ როგორ ძალიან მიყვარხარ, აი ასე ძლიერად ჩაგიკრავდი გულში და აღარასოდეს გაგიშვებდი.ხელები ძლიერად მომხვია ისე რომ მოტეხილობები ძალიან ამტკივდა. -მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ მტკივა.უხერხულად ამოვილაპარაკე და ჩქარა სუნთქვა დავიწყე. -ბოდიში.ცხვირი თავზე გამიხახუნა და მაკოცა. -ბოდიში მიღებულია.ნაზად ჩავიღიმე და თვალები მივნაბე. ვიცი რომ ძალიან ძალიან ცუდი გოგო ვარ ბოდიშს გიხდით რომ დავაგვიანე მაგრამ ესე ერთად დაემთხვა დაბადებისდღეები დავალენტინობა ამიტომ ვერ მოვახერხე.. იმედია მოგეწონებათ ჩემო კარგებო.. მომიტევეთ შეცდომები და აბა ველი თქვენგან შეფასებას.. მიყვარხართ ყველაა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.