მორჯულება 3 თავი
-მე ვერ შემოვალ..მე..მე არშემიძლია-შეშინებული ბუტბუტებდა ეკა რამოხდა რისი გეშინია კი არშეგჭამ ლიფტში-გაღიმებულმა უთხრა უცნობმა დახურული სივრცის მეშინია არასდროს ვყოფილვარ ლიფტში, მე..მე კიბით ავალ მითხარით მერამდენე სართულზეა უფროსი?(ეკა) შენ რა გინდა 7 სართული კიბით მატარო?(უცნობი) მერედა ვინ გითხრა კიბით ადიო?მე გკითხე მერამდენე სართულზე უნდა ავიდე მაგრამ უკვე მივხვდი რომ მეშვიდე სართულზე არის უფროსი..მიაყარა ეკამ არც დალოდებია უცნობის პასუხს ისე გაემართა კიბეებისკენ.როგორც იქნა ავიდა მეშვიდე სართულზე,ისე იყო ფიქრებში გართული ვერც კი იგრძნო დაღლა.პატარა მაგიდასთან მჯდომ გოგონას კითხა თუ სად იყო უფროსის კაბინეტი,გოგონამ შეიყვანა კაბინეტში და უთხრა:დაელოდეთ მალე მოვა ბატონი ლევანი..და დატოვა ეკა კაბინეტში.ეკა თვალებს აცეცებდა მოათვალიერა კაბინეტი,რომელიც მუქ და მკაცრ ფერებში იყო გადაწყვეტილი,ავეჯიც მსგავსი და დასკვნა გამოიტანა:ეტყობა უჟმური და უხეშია ამ კაბინეტის პატრონი..ვერ ისვენებდა თან ელოდებოდა, თან აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა..ხვდებოდა მის ცხოვრებაში რაღაც იცვლებოდა..მიუახლოვდა მაგიდას,რომელსაც დიდი სავარძელი ამშვენებდა ჩაჯდა,მოხერხებულად მოეწყო..ამ დროს გაიღო კარები და შემოვიდა ეკასთვის ნაცნობი უცნობი.ეკა ელვის სისწრაფით წამოხტა,მაგრამ როგორც კი იცნო უცნობი ისევ ჩაეშვა სავარძელში. მიუხედავად კიბეებისა მაინც თქვენზე ადრე ამოვედი გაღიმებულმა უთხრა უცნობს ეკამ.. თქვენც უფროსს ელოდებიით?სავარძლიდან არც ამდგარა ისე კითხა უცნობს,მაგრამ პასუხის გაცემა არ აცალა ისე მიახალა: რადგან დაგასწარით გარეთ დაელოდეთ ჯერ მე უნდა დაველაპარაკო და კიდევ დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ აქ შემოვსულიყავი.. უცნობი სიცილს ძლივს იკავებდა,უყურებდა ეკა სავარძელს როგორ აქანავებდა აქეთ იქით თან როგორი გამარჯვებულის სახით უყურებდა ,რადგან მასზე ადრე ამოვიდა.. კარგით ქალბატონო მეც აქვე დაველოდები.ღიმილით უთხრა უცნობმა საქალბატონე!შეუსწორა ეკამ. ამ დროს შემოვიდა მდივანი გოგონა ყავით ხელში. თქვენი უფროსი ყოველთვის ასეთი პუნქტუალურია?სად არის რახანია ველოდები-გულმოსულმა უთხრა ეკამ გოგონას,რომელიც გაოცებული უყურებდა უფროსის სავარძელში მჯდარ ეკას შემდეგ ფანჯრისკენ გაიხედა და ნახა უცნობი რომელიც იღიმოდა.. თქვენს წინ დგას უფროსი.ბატონი ლევანი- უთხრა მდივანმა გოგონამ ეკას...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.