შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[1]


15-02-2016, 03:12
ავტორი Nina))
ნანახია 9 415

-ლუკა,ასე არ შეიძლება,დღესვე გაემგზავრები ბათუმში,დღესვე მიხედავ იქაურობას,უკვე მთელი ოცდაშვიდი წელია ვითმენ შენს უაზრობებს,იმის იმედით რომ როდესმე დაჭკვიანდები,მაგრამ შენი დაჭკვიანება არასდროს არ იქნება,მოწყდები ორი კვირით აქაურ გართობას და დაკაცდები იმედია,ბექაც შეგიძლია თან წაიყვანო-მთელს ოთახში მხოლოდ ზურაბის ხმა ისმოდა,მაია კი მის დაწყნარებას ცდილობდა
-ზურაბ,ასეთი არაფერი დაუშავებია ლუკას,ნუ სჯი არაფრის გამო,ხომ იცი მაინც ახალგაზრდაა და გართობა უნდა-ლუკას ეგონა გადავრჩიო და იქიდან გაძურწვას აპირებდა,როდესაც კვლავ გაისმა ზურაბის ხმა
-გეყოფა მაია,ყველაფერი შენი ბრალია! შენ ატუტუცებდი ამ ვაჟბატონს!
-გამოდის ახლა ყველაფერი მე მბრალდება არა?! -მოჩვენებითი მოწყენილობით ამოიბუტბუტა ქალმა და სავარძელში ჩაეშვა,ლუკას თვალი ჩაუკრა იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო,წუთით ჩამცხრალი იყო ზურაბი,მაგრამ როდესაც ცოლის აფერისტობა დაინახა კვლავ წამოენთო და ხმამაღალი ბატირონი განაგრძო
-ფეხს არ მოიცვლი ამ ოთახიდან მანამ,სანამ საუბარს არ დავასრულებ! მაია,შენ კი შეწყვიტე მსახიობობა,არ გადის ამასთან ტკბილი სიტყვა!
-კარგი რა,მამა,გინდა რომ დავსერიოზულდე არა? კარგი,მომეცით საბუთები და დღესვე გავემგზავრები ბათუმში,ყველაფერს ჩავუდგები სათავეში,ნუ ღელავ კვლავ აღარ შეგარცხვენ,თუ ამას სირცხვილი ჰქვია,ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ,ბარგს მაინც ჩავალაგებ გასაფრენად!-გრაციოზულად დატოვა ლუკამ ოთახი და თვალისამოფარებისთანავე მსხვრევა-მსხვრევით შევიდა ოთახში.
-ზურაბ,ხომ არ გგონია რომ ზედმეტი მოგივიდა?-თავის ქნევით,მორიდებით ჰკითხა მამაკაცს
-არა,მაია,უკვე ყელში ამოვიდა ამის არასერიოზულობა,ყოველ დღე,ახალ ჟურნალში მისი ჩხუბის ფოტო იბეჭდება,ეს საშინლად მოქმედებს ჩვენს რეპუტაციაზე! არ ვგავარ ისეთ მამებს,რომლებსაც რეპუტაცია შვილზე წინ უყენიათ,მაგრამ ეს მეტისმეტია! ანდაც ლანა საერთოდ არ ეცოდება? ის გოგო ისედაც ჩვენგან მოშორებით ცხოვრობს და ამის ყველა შეცდომას უპრობლემოდ იტანს!
-შენც ხომ იცი არა? ლუკას არ უყვარს არავინ,მით უმეტესს ლანა!-მკაცრად ჩაილაპარაკა ამჯერად ქალბატონმა ერისთავმა
-ყველაფერს საზღვარი აქვს! მე უბრალოდ ჩვენს შესაფერის ქცევასა და სარძლოს ვთხოვ,მეტს არაფერს,მაია!-არც მამაკაცმა დათმო და ქალბატონი ერისთავი ქუსლების კაკუნითა და თავის ქნევით გაემართა ვაჟის ოთახისკენ...

888
-საერთოდ არ მინდა რომ წახვიდე,ანამარია!-ცივი ხმით ჩაილაპარაკა თიამ და გოგონას ტანში სიცივემ დაუარა,დედა ასე მხოლოდ მაშინ ეძახის,როდესაც გულნატკენია,ამ ქვეყნად მხოლოდ დედაღა დარჩა და არ უნდა მისი წყენინება,მაგრამ იცის რომ სხვანაირად არ გამოვა,იცის რომ საშუალება საერთოდ არ აქვთ,თავს ძლივს ირჩენენ და არ აპირებს ასე გულზე ხელ დაკრეფილად ჯდომას,არ მიეკუთვნება იგი ასეთ კატეგორიას
-თია,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ყველაზე მეტად მძულს,როდესაც ჩემგან რაიმე გწყინს,მაგრამ ჩემს თავს უფრო შევიძულებ ტვირთად რომ დაგაწვე,მინდა რომ ჩემით გამოვიმუშავო რაღაც
-მარია,შენ ჩემთვის ტვირთი არასდროს ყოფილხარ-გულნატკენმა ამოილაპარაკ თიამ-პირიქით მე ვარ ტვირთი,მე ვერ შევძელი შენი უნივერსიტეტში მოწყობა-სევდიანი ხმით განაგრძო
-არა,დედა,ამას ნუ იტყვი,რა შენი ბრალია მამუკამ თუ მიგვატოვა,ის არაკაცად იყო დაბადებული,ის არ არის ჩვენი ცრემლების ღირსი,ჩვენ ყველაზე ძლიერი არსებები ვართ,დე,უბრალოდ მომეცი საშუალება ამ ჯერზე დაგეხმარო,ელაც იქ იქნება,ერთად ვიმუშავებთ,გპირდები ყოველ ღამით დაგირეკავ,შენ კი სჯობს ახლა მოემზადო და შენს ახალ სამუშაოზე წახვიდე-ნაზად მოწმინდა დედის ოდნავ ნაოჭებ შეპარულ თვალის მიმდებარე ტერიტორიას ცრემლები და თბილად გაუღიმა დედას
-მპირდები?-გულუბრყვილო თვალებით ამოხედა თიამ და გოგონას ღიმილზე მასაც გაეღიმა
-ჰო,გპირდები-ჩემოდანი შეკრა და დედას მოეხვია,თიამ ჩვეულებისამებრ სახლიდან გასვლისას მარიას პირჯვარი გადაწერა და დალოცა,ყოველთვის სჯეროდა რომ დედის ლოცვას ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა
-მიყვარხარ,ჭკვიანად.-გაუღიმა გოგონას და სანამ თვალს არ ამოეფარა მანამ კარი არ მიუხურავს...

888
-აბა,ელა,მზად ხარ?-ომახიანად გამხნევებისთვის შესძახა დაქალს და გაუღიმა
-ოჰ,ანა-მარია,მე მზად ვარ,შენ თუ ხარ ახალი თავგადასავლებისთვის მზად?-წარბები აათამაშა გოგონამ
-ელა,ხომ დამპირდი რომ იქ მაინც იქნებოდი სერიოზული-დატუქსა გოგონა
-არასერიოზული როდის მნახე?-გაუბრაზდა დაქალი და ტუჩები გადმობურცა
-ჰო,კარგი,ბოდიში,მალე მივალთ?-მოუთმენელი იყო,ვერ ძლებდა ერთიდაიგივე ადგილას დიდ ხანს,ალბათ იმიტომ რომ შვიდთვიანია,საშინლად ცუდი ფეხმძიმობა ჰქონდა თიას,მით უმეტეს,როდესაც მარტო იყო ამხელა ქალაქში დარჩენილი,მამუკას ხელი ჰქონდა ნათხოვნი თიაზე და დანიშნულებიც იყვნენ,მაგრამ ეს ყველაფერი ყალბი გამოდგა გამოიყენა ახალგაზრდა,მომაჯადოვებელი გარეგნობის მქონე ქალბატონი და მიაგდო,ის ბეჭედიც საშინლად სძულდა თიას და თვითონ მამუკაც,რა მისი ბრალი პატარა გულუბრყვილო გოგომ თუ მამაკაცის სიტყვებს დაუჯერა? ეს ხომ ჩვევად აქვთ მამაკაცებს,თუმცაღა მამაკაცი ჰქვია კი ასეთებს?როდესაც მამუკას ოინების შესახებ გაიგო ქალმა ბეჭედსაც პირდაპირ მტკვარში გადაუძახა,მარიაც დედას ჰგავდა,დედის ახალგაზრდობას,ახლა კი საშინლად დანაოჭებული სახე აქვს თიას,ცხოვრების სირთულეებმა და მარტოხელა დედობამ თავისი დაღი მაინც დაასვეს...
-მარია,დაწყნარდი,მალე მივალთ კი არა ჯერ თვითმფრინავშიც არ ჩავმჯდარვართ-ფართოდ გაუღიმა დაქალს
-რა საჭიროა ეს თვითმფრინავი მაინც ვერ ვხვდები,ბათუმამდე არც ისე შორია,დუბაიში რომ მივდიოდეთ მესმის,მაგრამ ბათუმი? მატრაკვეცობაა!-სწრაფად დატუქსა სასტუმროს მეპატრონე ასეთი ამბიციებისთვის და თავის ნათქვამზევე გაეღიმა
-კიდევ კარგი შენით მიხვდი რა სისულელე წამოაყრანტალე,თორემ მე რომ მეთქვა ისევ გაბრაზდებოდი
-ოჰ,კარგი რაა.-გამოაჯავრა დაქალი და როგორც იქნა ტაქსიდან ჩამოვიდნენ,ანგარიში გაუსწორეს და რეგისტრაციისკენ წავიდნენ,მაგრამ მარიას გზად წყურვილმა შემოუტია
-ელა,შენ წადი,მე წვენს ვიყიდი და მალე დაგეწევი
-არ დაიკარგო იცოდე!-თითქოსდა პატარა ბავშვი ყოფილიყო ისე დაუწყო საჩვენებელი თითის ქნევით დარიგება
-არა,დედიკო.-გაეღიმა გოგონას და აპარატისკენ წავიდა,საიდანაც ნატურალური წვენები იწონებდნენ თავს,უცებ ჩემოდანს ბორბალი გაუფუჭდა და მას დაუწყო ქაჩვა,როდესაც წინ ძლიერ სხეულს შეასკდა,უცებ მოიხედა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,მამაკაცის საბუთები ფრიალით, უწესრიგოდ ეშვებოდნენ მოპრიალებულ იატაკზე,ამრეზით შეხედა მამაკაცს და მხრებში გასწორდა
-წინ არ უნდა იყურო,როდესაც მიდიხარ?-სწრაფად გადავიდა შეტევაზე გოგონა
-ეს შენ უნდა იყურებოდე წინ-არ დათმო მამაკაცმა და უწესრიგოდ მიმოფანტულ საბუთებს დააშტერდა-ისედაც მაგვიანდებოდა თვითმფრინავზე,შენ კი სულ დამაყოვნე
-უკაცრავად,ეს თქვენ ხართ დამნაშავე!-არ დათმო პოზიცია მარიამ ,საბუთებს ზედ გადაუარა და მხრებში გამართულმა განაგრძო გზა,გულში კი ამ თავხედ მამაკაცს ლანძღავდა
-თავხედი-ჩაილაპარაკა გოგონას გასაგებად მამაკაცმა და საბუთების აკრეფას შეუდგა

-დიდი ხანი მოგინდა წვენის საყიდლად,კინაღამ გაფრინდა თვითმფრინავი
-ერთმა თავხედმა მამაკაცმა შემაყოვნა გზად,თორემ უფრო მალე მოვიდოდი
-კარგი,დაწყნარდი,შენთვის ყველა მამაკაცი თავხედია!-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ,მართლაც რომ ყველა თავხედი იყო მისთვის,მამუკას შემდეგ ყველა კაცი სძულდა,როგორ უნდოდა პატარაობისას მასაც ჰყოლოდა მამა და მასაც ესეირნა მშობლებთან ერთად ბაღში,მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა
-არაუშავს,ავიტან როგორმე!-შეუღრინა მეგობარს და მის გვერდით მოთავსდა,როდესაც თვითმფრინავი აფრინდა სასიამოვნო,მაგრამ ამავდროულად არაკომფორტული გრძნობა დაეუფლა,არასდროს მჯდარა თვითმფრინავში,როდესაც უკანასკნელი ღრუბლებში შეიჭრა გოგონამ ფანჯრიდან გადაიხედა და მის წინ აღმართული ხედით ფრიად ნასიამოვნები დარჩა,პირველად ხედავდა ასეთ სილამაზეს,პირველად გადმოჰყურებდა ქალაქს ამსიმაღლიდან...

888
-გამარჯობა-უხერხულად ჩაიღიმა თიამ-ნატო გეტყოდათ ალბათ რომ სამუშაოს ვეძებ-უხერხულობისგან და მასზე მოჩერებული ორი წყვილი თვალისგან,რომელიც არც თუ ისე სახარბიელო შეგრძნებას უტოვებდნენ არ იცოდა ხელები სად წაეღო და ქვედაბოლოს ბოლოებს ჩაბღაუჭებოდა პირველ კლასელი გოგოს მსგავსად ქალი და თავის დახრით ცდილობდა წითლად შეფერადებული ღაწვების დამალვას
-დამშვიდდი,თია,ნუ ნერვიულობ კაცი ჭამიები ნამდვილად არ ვართ,მოეშვი-თბილად გაუღიმა ქალბატონმა მაიამ,თითქოს ამას ელოდებოდა თიაც და შვებით ამოისუნთქა,მხოლოდ ახლაღა მოახერხა მის წინ მჯდარი არისტოკრატულ სამოსში გამოწყობილი ცოლ-ქმრის დანახვა
-ძალიან ვნერვიულობ,არ მინდა რაიმე შეცდომა დავუშვა-არ დამალა გულსა და გონებაში მოტივტივე აზრები და გასაქანი მისცა მათ
-ნუ ღელავ,ჩვენ უკვე თანახმა ვართ შენს აყვანაზე,სხვათა შორის,ნატო გვიყვებოდა შენს კერძებზე და მე პირადად ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ მათ-თბილად გაუღიმა მაიამ
-მართლა? ძალიან დიდი მადლობა,ქალბატონო.-ხელის გულით ეცადა ნერვიულობისგან ჩამოდენილი ოფლის მოწმენდა შუბლზე
-დიახ,თუ წინააღმდეგი არ იქნები დღესვე დაიწყე მუშაობა-ახლა ბატონმა ზურაბმა მიუგო ქალბატონს
-მადლობა.-კვლავ გაუღიმა ქალმა-თქვენის ნებარვით-ნებართვა ითხოვა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა სამზარეულოსკენ სადაც ნატო ყურებამდე გაღიმებული ელოდა,როგორცკი ბავშვობის მეგობარი დაინახა გულში ჩაიკრა
-ხომ გითხარი კარგი ხალხი არის-მეთქი
-ნამდვილად კარგები არიან,ანგელოზებივით მომივლინა უფალმა ამ გასაჭირში-პირჯვარი გადაიწერა და უფალს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვისა და მისი თხოვნის შესრულებისთვის,შემდეგ კი გულმოდგინედ შეუდგა კუთვნილი დავალების შესრულებას...

888
-გამარჯობა,ჩვენ ელა და ანა-მარია ვართ,ახლახანს ჩამოვედით თბილისიდან,აი მოწვევის ბარათი-ამაყად გაუწოდა ელამ მენეჯერს გარანტირებული სამსახურის საგზური და მხრებში გასწორდა
-კარგით,ქალბატონებო,ალისა მიგაცილებთ ჩვენი მეორე მენეჯერის კაბინეტამდე და ის დაგაკვალიანებთ-ელა უპასუხოდ მიტრიალდა,სამაგიეროდ მარიამ გადაუხადა მადლობა გაწეული დახმარებისთვის და სანდომიანი ღიმილით მომავალ ალისას საპასუხოდ გაუღიმა,ახლა ორივე ქალბატონი თამუნას წინ სხედან და ნერვულად იქცევენ მუჭში კაბის ბოლოებს
-ნუ ნერვიულობთ,გოგონებო,უბრალოდ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ-თავი დაუკრეს ორივემ,ქალმა კი განაგრძო-ასაკი?
-ცხრამეტი,ორივე ცხრამეტი წლისები ვართ-მიუგო ელამ
-კარგი,ელა და ანა-მარია არა?
-ჰო-ახლა მარიამ ამოიღო ხმა
-უნივერსიტეტში სწავლობთ?-გულში ტკივილით გაიარა ამ კითხვამ,ყოველთვის სურდა,როგორც ნორმალურ ადამიანს ისე ევლო უნივერსიტეტში,მაგრამ ვერ შეძლო
-არა,არ ვსწავლობთ-კვლავ მარიამ გასცა დარდიანი ხმით პასუხი და ეცადა ტკივილი არ შემჩნეოდა სახეზე
-რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ,გოგოებო,ამ საქმეში?-მარიას გულში მწარედ გაცინა,ერთი უბრალო სამსახურია და აქაც გამოცდილებას რომ ითხოვენ
-კი,საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს,ორივე ერთად ვმუშაობდით რამდენიმე ბარსა და კლუბში მიმტანად-არ დაუთმო სიტყვის თავისუფლება ელას
-კარგი,მაშინ ეს თქვენი ტანისამოსი,ესეც ნომრის გასაღები,პირველ სართულზე მეათე ნომერია,ხვალ საქმეს შეუდგებით,დილით ცხრა საათიდან დაიწყებთ,მარია შენ აუზთან იმუშავებ,ელა, შენ კი სანაპიროზე,წარმატებები,გოგონებო.-თბილად გაუღიმა ქალბატონმა და ორივემ შვებით ამოისუნთქა,როდესაც საწოლზე წამოჯდნენ

-მგონი გადავრჩით არა?-გაუღიმა ელამ
-ასე უხეშად ნუ ექცევი ხოლმე ხალხს,გეგონება კაცი ჭამიები არიან
-კარგი,მარია აწი ასე აღარ მოვიქცევი-გაუღიმა დაქალს და სააბაზანოში შევიდა
-მალე გამოდი იცოდე,რომ იცი ხოლმე საათობით ბანაობა ისე არ მოიქცე,მეც მინდა,მეც საშინლად დაღლილი ვარ-გზაზე დააწია ელას სიტყვა
-ნუ წიკვინებ თუ ღმერთი გწამს,მალე გამოვალ-დააიმედა დაქალი და კარს მიღმა გაუჩინარდა,მარიამ დრო იხელთა და დედას დაურეკა
-როგორ ხარ დე?-არაფრის თქმა არ აცადა თიამ ქალიშვილს ისე მიაყარა
-კარგად ,დე,ხვალ მუშაობას ვიწყებთ ახლა ნომერში ვართ და მალე დავიძინებთ,ისეთი დაღლილები ვართ,შენ რას შვები,როგორი იყო პირველი დღე?
-შესანიშნავი,ჩემო ანგელოზო,იცი როგორი თბილი ხალხია,ძალიან თბილად მიმიღეს და უპრობლემოდ ამიყვანეს
-ეჭვიც არ მეპარებოდა,დე, შენში,ხომ არ იღლები? ზედმეტი ტვირთი ხომ არ გაწევს ახალ სამსახურში?
-არა,დედი,მაგაზე წამითაც არ იდარდო,ურემი რომ ამაბან მხარზე შენთვის იმასაც ავიტან-ამაყად ჩაილაპარაკა ტელეფონში და მარიამ იგრძნო დედის თვალებში ჩამდგარი უზომო სიყვარული შვილისადმი
-კარგი,დე,დაისვენე,ეცადე დიდად არ გადაიტვირთო,მიყვარხარ ძალიან
-მეც მიყვარხარ,ანა(სახელმა ანამ არ დაგაბნიოთ,ხან ანა შეგხვდებათ,ხან მარია,ხანაც ანა-მარია,ორივე ერთია,ორივე ანა-მარიადან გამომდინარეობს^_^) ,მშვიდობიან დღეს გისურვებ.-ტელეფონი გაუთიშა გოგონას,ამასობაში ელაც გამოსულა სააბაზანოდან
-ოჰ,რეკორდი მოხსენი დღეს-შეაქო დაქალი და ცოტათი გამოაჯავრა კიდევაც
-იცოდე გადავიფიქრებ და უკან შევრუნდები,შენი მწარე კომენტარების გარეშე შეცუნცულდი ახლა სანამ კვლავ დაგასწარი-სულმოუთქმელად ამოილაპარაკა გოგონამ ეს ყველაფერი და ბოლოს ღრმად ამოისუნთა
-არ დაიხრჩო და საერთოდ არ ვიბანავებ-გაუღიმა ელას-შევდივარ...
სააბაზანოში დიდ ხნიანი ნებივრობისა და ცოტა ხნიანი დასვენების შემდეგ გოგონებმა გადაწყვიტეს თავისუფლების ბოლო დღით დამტკბარიყვნენ და სანაპიროზე გასულიყვნენ,სათადარიგოდ ჩაიცვეს და მზის ქვეშ შეზლონგებზე მოთავსდნენ,ცოტა ხანში აწუწუნდა ელა
-ვიწვი,როგორი ცხელი მზე ყოფილა ბათუმში-ხუმრობით ამოილაპარაკა გოგონამ
-ნუ იტყვი-მაინც არ დაეთანხმა დაქალი
-მარია,ნახე ვიღაც ბავშვი იხრჩობა-დაფეთებული წამოვარდა ელა,მას მიბაძა მარიამ და სიტყვის უთქმელად შევარდა ზღვაში,ბავშვი განწირული ყვიროდა,ერთხელ შეხედა მას ადგილსამყოფელის სწორად დასადგენად და შემდეგ კვლავ ჩაყვინთულმა განაგრძო მისი მიმართულებით ცურვა,ის-ის იყო ბავშზე ხელი უნდა დაევლო და გადაერჩინა,რომ ვიღაცამ გამოსტაცა ბავშვი ხელიდან,არც მეტი, არც ნაკლები ეს ის უხეში მამაკაცი იყო აეროპორტიდან,ბიჭუნა მხრებზე მოესვა და თავხედურად მისცქეროდა გოგონას
-სანამ შენ მოხვიდოდი ბავშვი დაიხრჩობოდა,არაფერში არ ვარგიხარ!-გაბრაზებულმა შეუღრინა და ნაპირისკენ გაცურა,მარია კი გახევებული დატოვა შუა ზღვაში,ბოლოს რადგან უკვე წყალში იყო ცურვა განაგრძო დასამშვიდებლად,როდესაც ნაპირზე ამოვიდა სწრაფად მივარდა ელა
-მემეგონა შენ გახდი საშველი-თვალების ტრიალით შესძახა გოგონამ
-დამშვიდდი,ისევ ის თავხედი შემეჩეხა,იცი რა მაკადრა? სანამ შენ მოხვიდოდი ბავშვი დაიხრჩობოდაო!-ილანძღებოდა,ხელებს იქეთ-აქეთ იქნევდა და დიდი ნაბიჯებით მიდიოდა შეზლონგისკენ,საწყალი ელა კი ძლივს ეწეოდა მას
-მე კი არა,შენ დამშვიდდი,ამოისუნთქე რა გჭირს ვერ ვხვდები
-არა,როგორ მაკადრა?! მე სულით და გულით ვეცადე ბიჭუნას დახმარება ის კი მოდის და მლანძღავს!-მაინც ვერ წყნარდებოდა გოგონა
-ჰეი,დამშვიდდი!-ხელი აუფრიალა ცხვირწინ გოგონამ-როდის მერე გადარდებს რას იტყვიან შენზე?
-არ მადარდებს,უბრალოდ ნერვები მომეშალა ასეთ უაზრო ბრალდებაზე
-რო გკითხოს კაცმა არ გადარდებს,არადა სიბრაზისგან სულ წიწაკას გავხარ,არა წიწაკაზე უფრო წითელი ხარ!-ახარხარდა გოგონა
-შენზე ვიყრი ჯავრს იცოდე!-ღრენით შესძახა დაქალს და გააჩუმა.

888
-გამარჯობა,ლანა შვილო.-თბილად ჩასძახა ტელეფონში ზურაბმა
-გამარჯობა,ზურაბ.-არანაკლები თბილი ხმით უპასუხა გოგონამ
-ლანა,ლუკა ბათუმშია და ვიფიქრე შენც თუ წახვიდოდი მასთან უკეთესი იქნებოდა
-მართლა?ახლა თბილისში გადაინაცვლა ვაჟბატონმა?!-ცივი დ გაბრაზებული ტონი მიიღო გოგონამ
-მე გიხდი ბოდიშს მის ნაცვლად-სიკვდილად უღირდა ამაყ ზურაბს გათამამებული ვაჟის გამო ბოდიშის მოხდა,მაგრამ რას ვიზამთ,უწევდა.
-ზურაბ,ხომ იცი როგორ მიყვარხარ,მაგრამ ყველანაირ ზღვარს სცდება უკვე მისი სითავხედე,საერთოდ არ გვცემს არც მე და არც ჩემს ოჯახს პატივს,მერე რა რომ ერთ ქალაქში არ ვცხოვრობთ,ამის გამო ათას შარს უნდა გადაეყაროს? ყოველ ღამით ახალ გოგოსთან ერთად უნდა დააფიქსირონ ობიექტივებმა და მეორე დღეს ჟურნალის გარეკანზე დაიკავოს მთავარი ადგილი? მესმის რომ მამაკაცია და თავისი მოთხოვნილებები გააჩნია,მაგრამ ხომ შეიძლება ჩუმად აკეთოს ეს ყოველივე? ზურაბ, დავიღალე!-მართლაც რომ დაღლილი ხმით ამოილაპარაკა გოგონამ
-მაპატიე,ლანა,მეც ვფიქრობ რომ ამჯერად უკვე ზედმეტი მოუვიდა,ამიტომ გავგზავნე ბათუმში და ვფიქრობ კარგი იქნება თუ შენც წახვალ,იფიქრე ამ წინადადებაზე
-მე კი ვიფიქრებ,ზურაბ,მაგრამ დედაჩემი რას იტყვის?
-დედაშენს მე დაველაპარაკები ნუ დარდობ,ჩემო გოგო,ყველაფერს მოაგვარებთ ამჯერად და ვიმედოვნებ მალე იქორწინებთ კიდევაც
-არ ვიცი,ზურაბ,როგორ წარიმართება ჩვენი ურთიერთობა-აშკარად მანიპულირებდა მამაკაცით ეს გოგო
-ნუ მაგიჟებ,ლანა,შენ რომ ჩვენი ოჯახის რძალი არ ვიყო ხომ ჩამოვიკიდე თავი,შენზე უფრო ღირსეულს ვის იპოვის ჩემი სულელი ვაჟი-გადმობირებას ეცადა ზურაბი,რაც აშკარად გამოუვიდა
-კარგი,ზურაბ,მე წავალ ბათუმში,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იცოდე რომ ჩემზე კი არა,ლუკაზეა დამოკიებული....


--------------------
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით,ტკბილებო,იმედია ესეც მოგეწონებათ და დარჩებით ჩემთან.
მიყვარხართ love



№1 სტუმარი darina

Dzalian gamixarda sheni dabruneba tan rogori magari istoria chagvaxute, me momwons lukas da anamarias wyvili, magram vxedav ukve uamrav dabrkolebebs, lana amovitvaliswune ukve :-D :-D vnaxot rogori bichia luka.

 


№2  offline მოდერი bibo

Ufu wavikitxe momwewona shokolado gelodebi chitus

 


№3 სტუმარი Neneee

Me vrchebi shentan bolomde ❤

 


№4  offline წევრი cancara

Vaime es lana dzan iseti chans gagrdzele

 


№5  offline წევრი Xati Zaalishvili

Mmm kargiaaa ♥♥♡♡

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ერთი კინო გამახსენდა რომელშიც პირველი სერია ასეთია ზუსტად რაც აქ წერია :))

 


№7  offline წევრი anuki ^-^

რა ქარგობაა ^-^
გუდ ლაქ *-*

 


№8 სტუმარი Lanuka lanu

Momewona.kaia rom axali istoriit dabrundi.veli gagrdzelebas

 


№9  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,ბავშებო.აუცილებლად გავაგრძელებ ამაღამ. love

uchveulo
ერთი კინო გამახსენდა რომელშიც პირველი სერია ასეთია ზუსტად რაც აქ წერია :))


არ ვიცი,რომელი ფილმია? შეგიძლია მითხრა? ვუყურებ და ვეცდები მასე არ განვავითარო მოვლენები.
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10 სტუმარი anna

რა ფილმი გაგახსენდათ?მეც ძალიან მაინტერესებს...ძალიან მომეწონა ყოჩაღ! <3

 


№11 სტუმარი

მარწყვის სურნელი თურქული სერიალია

ახლა ვნახე ეს ისტორია ..
პლაგიატობას ვერ ვიტან ამიტო გაგრძელების სურვილი დამეკარგა

 


№12 სტუმარი ჯემკწსმ ნ

uchveulo
ერთი კინო გამახსენდა რომელშიც პირველი სერია ასეთია ზუსტად რაც აქ წერია :))


მეც ვიცი ე კინო გამახსენდა მარწყვის სურნელი პირველი სერია ზუსტად ასეთიაა satisfied satisfied

მარწყვის სურნელი თურქული სერიალია

ახლა ვნახე ეს ისტორია ..
პლაგიატობას ვერ ვიტან ამიტო გაგრძელების სურვილი დამეკარგა


ხხხო

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

მეც დამეკარგა სურვილო წაკითხვის,მარწყვის სუნელიდანაა აღებული აშკატად ბევრი რამ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent