შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dead Feelings - მკვდარი გრძნობები


15-02-2016, 21:59
ავტორი iona.bartishvili
ნანახია 1 590

Dead Feelings - მკვდარი გრძნობები

თავი I

სიცოცხლე, სიყვარული, თავისუფლება, სიხარული, სინათლე.

სიკვდილი, მკვლელობა, უბედურება, მოწყენილობა, მარტოობა, სიბნელე.

ხედავთ ? ხედავთ რამხელა განსხვავება არის მათში ? თქვენთვის ალბათ არის. ერთი მხარე თქვენში აღძრავს სიამოვნებას, ღიმილს, ბედნიერებას და სიხარულს. მეორე მხარე კი უსიამოვნებას, უბედურებას, სიბნელეს, „ეშმაკს“ როგორც თქვენ უბრალო მოკვდავნი მოიხსენიებთ „მას“. აი მე კი სხვანაირად ვფიქრობ.
ეს ყოველივე აბსურდია, სიყვარული თავისუფლება და სიხარული. დროებითი „SHIT“. მიდიხარ ქუჩაში და ხედავ როგორ უხსნის სასოწარკვეთილი თინეიჯერი ბიჭი გოგოს თუ როგორ უყვარს. ეს ხომ აბსურდია, აფერისტობაა. ის უხსნის რა აბსურდია, ერთი დიდი ტყუილია ეს ყველაფერი. შემდეგ ორივე იღიმის და ერთმანეთს ეხუტება, შენ კი უყურებ და ხვდები რა გულისამრევად გამოიყურება ეს ყველაფერი. რა გულისამრევად გამოიყურება ეს ორი ცოდვილი ადამიანი. იმ ბიჭში არ არსებობს სიყვარული გოგოსადმი. ან მხოლოდ თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სჭირდება, ვინ იცის.
სიმართლე რომ გითხრათ, ამ სამყაროში ყველაზე ძალიან ადამიანებს ვერ ვიტან. ისინი არიან უძლეველნი დანარჩენი სამყაროსადმი, მხოლოდ მათ შეუძლიათ სისასტიკე ჩაიდინონ და ამავდროულად ჰუმანურობაზე ჰქონდეთ პრეტენზია. მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთ წუთს ერთგულებაზე დაფიცება და მეორე წუთს ზურგში დანის ჩარტყმა. მხოლოდ მაათ შეუძლიათ სხვას მოექცნეენ როგორც პირუტყვი.
რას იფიქრებ როცა გეტყვი, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ როგორც შენ. ისეთივე წესიერი, ზრდილობიანი როგორც შენ. ისეთივე უბრალო, მოკვდავი ადამიანი, როგორც შენ. ალბათ დაიბნევი, რადგან შენ ფიქრობ რომ ზემოთ დაწერილი სიტყვები ეკუთვნის პესიმისტ, ეგოისტ ადამიანს რომელსაც არც სიყვარულის ჯერა არც ბედნიერების და არც იმედის.

ერთ-ერთ ღამეს როცა სამსახურიდან მოვდიოდი, ცოლს დავურეკე რომ სამსახურში ვრჩებოდი გვიანობამდე და არდაეცადა ჩემთვის. მე კი გავეშურე ქუჩას, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ მაღიზიანებს ეს სამყარო ბედნიერი ადამიანებით, უფრო და უფრო მეტად, უფრო და უფრო ძლიერად, და ეს გრძნობა დღითიდღე იზრდებოდა. ქუჩის გადაღმა დავინახე პატარა „კაფე“ არვიცი მას სხვანაირად რა დავუძახო, ალბათ ესე ეძახიან. მე მიყვარს წყნარი ადგილები სადაც არავითარი გამაღიზიანებელი ჟესტი, მიმიკა არ არსებობს. ხოდა, შევედი. ღამის საათები იყო და დარბაზში მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გოგო იჯდა, რომელიც დიდი ინტერესით იყო ჩართული წიგნის კითხვაში. მეც მიყვარს წიგნები, ოღონდ იშვიათად ვკითხულობ. მას მხოლოდ გასართობად ვიყენებ. მეც დავჯექი ფანჯარასთან ახლოს მყოფ მაგიდასთან, შევუკვეთე ბერგამოტის ჩაი და რაღაც ნამცხავრი რომელსაც როგორც მითხრეს ქვია ტირამისუ. დიდხანს ვიჯექი და იმ გოგოს ვაკვირდებოდი რომელიც ჩემს წინ იჯდა. სიმართლე რომ გითხრათ ესე არასდროს არავინ არ მომწონებია. მაგრამ გამიგია რომ სიყვარულს, ტკივილის და უბედურების მეტი არაფერი მოაქვს, ამიტომ შევწყვიტე ამაზე ფიქრი. შეამჩნია რომ ვუყურებდი და რამოდენიმე წუთის შემდეგ ვხედავ როგორ დგება და მოემართება ჩემი მაგიდისკენ.



№1  offline მოდერი sopiko

და მე დამაინტერესა! ინტრიგნული დასაწყისია, განსხვავებული! ველი გაგრძელებას (უფრო სწორად გაგრძელების გაგრძელებას) ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ^_^

 


№2  offline წევრი teddy))

Mgoni axali xar... Kargi iyo da gansxvavebulic! Bechduri shecdomebic ar iko da momwons! Veli shemdegs! Si

 


№3  offline წევრი iona.bartishvili

teddy))
Mgoni axali xar... Kargi iyo da gansxvavebulic! Bechduri shecdomebic ar iko da momwons! Veli shemdegs! Si

მადლობა დიდი :* კი ახალი ვარ, მხოლოდ ამას დავწერ და ვსო, უბრალოდსცენარის იდეა მომივიდა და მაგიტომ ვწერ ამას :)

sopiko
და მე დამაინტერესა! ინტრიგნული დასაწყისია, განსხვავებული! ველი გაგრძელებას (უფრო სწორად გაგრძელების გაგრძელებას) ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ^_^

მოხარული ვარ რომ დაგაინტერესათ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent