შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გინდა მძღოლი გავაგიჟოთ?


15-02-2016, 22:31
ავტორი dikunia
ნანახია 3 104

გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? – ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.
– როგორ?
– ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
– კაი.
გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:
– ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა…
– რა იყო?
– არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე…
– მითხარი.
– უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და…
– და?
– ცოლად უნდა გამომყვე.
– რაა?!
– უნდა მოგიტაცო.
– გაგიჟდი??!
– არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!
ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.
– კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.
– ჩემები რას იტყვიან?! – ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.
– შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.
– მომკლავს.
– ნუ სულელობ.
– და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?
– საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.
– არავინ არ იქნება?
– არა.
– მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი…
– ნუ გეშინია, – ჩაეხუტა გიო, – ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.
მძღოლმა გაიღიმა.
– მგონი არ გამოგვივიდა, ხო? – გიოს ყურთან მიიწია ანუკი.
– გამოგვივიდა, – კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ.
ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს.
– სად მივდივართ? – იკითხა დაეჭვებულმა.
მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია…



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dz magariiaaa gagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი Fuck normality

Vaimeeee ramagariaaa Mara pataraaa((

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ისტორია ადე ძალიან ადრე წავიკითხე... მაშინ უფრო ვრცლად იდო... და ძალიან მაგარია ნდა გაგრძელება წავიკითხო... ძალიან მინდა... დაველოდები

 


№4  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Sadgac maqvs es wanakitxi ogond marto es iyo. Da dzalian gtxov gagrdzeleba mainteresebs
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№5  offline წევრი cancara

აჰა რაღაც კაი ჩანს გაგრძელე

 


№6  offline წევრი tegi

Hah, es kai dasawyisi iyoo, momewona, yvelasagan gansxvavebuli. Es ise daiwye rom visutvebdi mati istoria mxolod bednierebit shemoifarglos. Ert wliani urtiertoba da tanacxovreba agwere zedmeti cudi ambebis gareshe.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent