შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (3)


16-02-2016, 12:24
ავტორი tsn
ნანახია 6 614

ემი

სანაძლეო მოგიგე - ვუთხარი ანას, როდესაც ლილი და გიო ერთად შემოვიდნენ, ჩახუტებულები.. მანაც უკმაყოფილოდ მოიხსნა სამაჯე და გამომიწოდა..
-კარგი ინტუიცია გაქვს - დააყოლა თან..
ძალიან მაგარი საღამო გამოგვივიდა.. მე და ანას ცოტა მეტის დალევა მოგვივიდა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორედ მაშინ მოუნდა ანას როლერებზე დგომა.. მეც რა ჭკუა დამიშლიდა, ეგრევე ვტაცე ხელი და გავათრიე გარეთ.. მანქანიდა ჩემი როლერები ავიღე, ''სათადარიგოები'' ანას გადავულოცე და წავედით.. ორივეს კლასიკურად გვეცვა, მაგრამ ამან არ შეგვაკავა..
უთავბოლოდ დავიწყეთ მე და ანამ სიარული.. ზაფხულის თბილი და სასიამოვნო საღამო იყო.. ოდნავ სიოც ქროდა.. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით ორივე, სასმელიც მოქმედებდა, მაგრამ ისე აღარ, როგორც დახურულ სივრცეში..
ქუჩაში მოსეირნე ხალხს ვაკვირდებოდით.. აი კიდევ მოვინდომე ამურის როლში ყოფნა და ერთ გოგოს მსუბუქად მივეჯახე, ის კი პირდაპირ მის წინ მდგომს ჩაუვარდა მკლავებში..
- უკაცრავად - მივაძახე და გზა განვაგრძე..
- ემი, ამური ისრებს ისვრის, შენ კი წყვილს ''საბედისწერო'' შეჯახებებს უწყობ - სიცილს არ იკავებდა ანა..- ერთ დღეს შენც შეეჯახები ვინმეს და.. მოიცა, ხომ უკვე დაეჯახე - წარბები მაღლა აზიდა და მხარზე მომეჯახა..
- ხო, დავეჯახე და კიდევაც დამაჯილდოვა მისტერ უჟმურმა საქებარი სიტყვებით.. ''წინ არ იყურები?..'' - ხმაზე გავაჯავრე.. ნასვამები ვიყავით და ყოველ სისულელეზე გვეცინებოდა.. მერე ერთი გამვლელისგან ვიოლინო ვითხოვეთ და ავამღერეთ.. ქუჩაში ყურადღება მივიქციეთ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდით იმდენად ვერთობოდით..
- იყოს ლილი ისე, ჩაეხუტოს გიუნას და გათბეს - გაიცინა ანამ..
- ანაა, მამა და დემე ალბათ უკვე მეძებენ, იქნებ სახლში დავბრუნდეთ? - ვკითცე მას..
- წამოდი ბარტყო, წავიდეთ.. - დავიშალეთ და ჩვენ გზას გავუყევით.. ანა გზაზე გადავიდა და ვიღაცას შეასკდა.. ჩემი სულელიი..
გზა განვაგრძე... უეცრად ვიგრძენი, რომ ვიღაც მომდევდა.. უკან მივიხედე და შავებში ჩაცმული სამი კაცი დავინახე.. შემეშინდა და ნაბიჯებს ავუჩქარე.. არც მათ დააკლეს.. ცოტა ხანში მივრბოდი და მომსდევდნენ.. იმდენად მეშინოდა, რომ ვერ მივხვდი საით წავედი.. ერთ ბნელ კუთხეში მიმიმწყვდიეს.. შიშისგან ვკანკალებდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა.. ყვირილი დავიწყე, თუმცა პირზე ხელი ამაფარეს.. მე კი ვერაფერი მოვიფიქრე და ვუკბინე, განთავისუფლრბა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.. მეგონა ყველაფერი დამთავრდა, როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე
- სამი იდიოტი ერთი პატარა გოგოს წინააღმდეგ - მისტერ უჟმური იყო.. მისი დანახვა თუ ოდესმე გამახარებდა, რას წარმოვიდგენდი.. მე მოვახერხე და დავუსხლტი.. მათესკენ გავიქეცი და მის უკან მოვეფარე.. მან არცერთს აცალა ხმის ამოღება.. წამში დაისაყელოვა ერთერთი და მუშტიც უთავაზა.. მეორემაც სცადა მათესთვის დაერტყა, მაგრამ მას მე დავარტყი.. ნამდვილი ბრძოლა გავაჩაღეთ.. მათე ნამდვილ მხსნელად მომევლინა.. თუ დაუკვირდებით ახლა მათეს ვეძახი და მისტერ უჟმურით აღარ მოვიხსენიებ, მაგრამ დროებით... ცოტა ხანში სამი იდიოტი ძირს ეყარა.. მათემ ხელი ჩამჭიდა და მანქანისკენ წამიყვანა.. გაბრაზებული იყო, როგორც ყოველთვის, ამიტომ უხმოდ დავემორჩილე..
- ამ დროს გარეთ, მარტო რას აკრთებ - მკითხა მან და, როგორც ყოველთვის, მკაცრი მზერით შემხედა..
- მეე... ეს თქვენ არ გეხებათ - ვუთხარი სწრაფად და სხვა მხარეს გავიხედე.. მან თავი გააქნია და მანქანა დაძრა.. საშინლად აღელვებული ვიყავი.. ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ როგორ ვახერხებდი არ ვიცი..
გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.. ჯერ ხმას არ ვიღებდი.. შემდეგ კი მაინც ვკითხე
- სად მივდივართ?..
- ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მიხვალ.. ცოტა დამშვიდდი და მიგიყვან მერე- საკმაოდ მშვიდი ჩანდა... დავიბენი, არ მეგონა თუ, მოვლენები ასე განვითარდებოდა.. ცოტა ხანს უხმოდ ვიარეთ.. მერე ჩემი სახლის გზას დავადექით.. სახლამდე მიმიყვანა, კარი გავაღე და მშვიდი ხმით ვუთხარი
- გმადლობ..
- შემდეგში ფრთხილად იარე - მომაძახა და წავიდა..
- ღმერთოო, ისე არ მომკლა, მისტერ უნმურის სიცილი რომ ვერ ვნახო - ხელები ავაპყარი ზემოთ და თეატრალურად წარმოვთქვი...
- ვინაა გოგო მისტერ უჟმური - როგორც ჩანს მამა მელოდა უკვე..
- არავინ მაა.. როგორ მომენატრეე - ჩავეხუტე და ჩავკოცნე.. - დავიძინებ რაა უკვე - ვუთხარი და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე ავედი დასაძინებლად..
ღამეც არ მომასვენეს არამზადებმა და სიზმრებშიც მისტერ უჟმურმა მიშველა.. ღმერთო, ამ ბოლო დროს როგორ შემოეჩვია ჩემს სიზმრებს..
დილით დემემ გამაღვიძა.. სწრაფად ვისაუზმე და გოგოებთან წასვლა გადავწყვიტე.. როგორც ყოველთვის, გიოსთან შევიკრიბეთ.. ლილი და გიო ძალიან საყვარლები იყვნენ ერთად..გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით.. მთაწმინდაზე ავედით.. ლილი და გიო მარტო გავუშვით და ჩვენც დავიწყეთ მთაწმინდის დალაშქვრა..
ანა გამაგრილებელი სასმელის მოსატანად წავიდა.. მე უბრალოდ ვიდექი და ეივრცეა ვუშტერებდი თვალს.. გუშინდელი ჯერ ისევ მახსოვდა
- საერთოდ არ შეცვლილხარ.. - მომესმა ნაცნონი და ირონიული ხმა.. ეს კოტე იყო.. ადამიამი, რომელსაც ადრე ჩემი შეყვარებული ერქვა.. საშინლად წავიდა ის ჩემგან.. იცით, ჩემს ერთ-ერთ მეგობართან შევუსწარი.. ეს ყველაზი დიდი იმედგაცრუება იყო ჩემს ცხოვრებაში'..
- შენც ისევ ისეთი ირონიული ხარ - შევბრუნდი და თვალი გავუსწორე..
- ემი, მე ძალიან ვნანობ.. მართლა ვნანობ. ვიცი, დამნაშავე ვარ.. შენნაირი ადამიანი იმას არ იმსახურებდა, რაც მე გავაკეთე.. მაგრამ, ემილი წუთი არ გასულა იმ შემთხვევიდან, სინანული რომ არ მეგრძნოს.. ბევრი ვიფიქრე და არ მინდა ერთმანეთი დავკარგოთ
- ერთმანეთი დავკარგოთ? დავიჯერო ადამიანები იმას კარგავენ, რაც არ ეკუთვნით?.. შენ ჩემი იყავი? მაშინ რამ გაიძულა ასე სულმდაბლურად მოქცევა. მარიამი ჩემი დაქალი იყო.. ადამიანი, რომლის გამოც ბევრი გამიკეთებია.. მე თქვენთვის არ ვიყავი.. არც თქვენი არ ვიყავი.. ამიტომაც, არცერთს გაგიჭირდათ ჩემი დათმობა..
- მარიამი ჩემი შეცდომა იყო - ხმამაღლა მითხრა და ჩემი ხელი დაიჭირა -უბრალოდ ერთი შანსი მინდა..
-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მემილიონედ რომ შეეშალოს, კიდევ მივცემ შანსს.. შენ კი იმ ერთ შანსსაც არ იმსახურებდი, რაც გქონდა - ხელი ცივად მოვიშორე..
- ოდესმე მაპატიებ? - ჩამწყდარი ხმით მკითხა..
- უკვე გაპატიე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.. კარგად.. - ცივად ჩამოვშორდი და ანასკენ წავედი, რომელიც იმ წამსღა დავინახე.. კოტესთან აპირებდა მივარდნას, როცა ხელით დავიჭირე
- რას შვრები? ყველაფერი რიგზეა - გავუღიმე, მან კი ხრლი დამავლო და ჩვენი საყვარელი ადგილისკენ წამიყვანა..
-მართლა კარგად ხარ? - მკითხა და თბილისის ხედს გაუსწორა თავი - რა უნდოდა, ისევ თუ..
- ყველაფერი რიგზეა.. უბრალოდ მომიბოდიშა.. სხვა არაფერი.. მარიამი შეცდომა იყოო.. არ მინდა დაგკარგოო
- იდიოტი.. თავის დროზე ვერ დაგაფასა და ახლა მოუნდა პატიება..
- ზოგჯერ ასეც ხდება ან.. ალბათ უნდა დაკარგო, რომ მისი დაფასება შეძლო.. უნდა მოგატყუონ, რომ სიმართლის მთელი არსი შეიცნო.. უნდა დააშავო, რომ პატიების თხოვნა ისწავლო.. იცი რატომ არსებობენ უარყოფითი ემოციები? - იმიტომ, რომ დადებითი ემოციების აღქმის უნარი გაგვიძლიერონ და არა შეგვისუსტონ..
- ემილი, ემილიი - ჩაილაპარაკა მან.. - რაც არ უნდა იყოს, შენს გვერდით ვარ.. ხომ იცი, შენი, ლილის და გიოს გარდა სხვა არავინ მაბადია.. ისე განვიცდი თქვენს პრობლემებს.. მაშინ რომ გიყურებდი და შენს ტანჯვას ვხედავდი, მეც მტკიოდა.. მაშინ კოტეს საკუთარი ცელებით დახრჩობაც შემეძლო.. ახლაც, რომ დავინახე ვიფიქრე რამე გაწყენინა..
- არა ანა.. მან რაღა უნდა მაწყენინოს - გავუღიმე და ზურგზე ავეკარი - მე ვიცი, რომ ჩემი ტკივილი შენც გტკენს.. რადგანაც, მეც მასევე განვიცდი შენსას.. ანა, ვიცი რაზეც ღელავ.. იცოდე, ათასი მარისნაირი რომ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, მეგობრობის ძალას მაინც ვიწამებ.. შენი და ლილის მეგობრობას მაინც ვიწამებ - ლოყაზე ვაკოცე და ჩემი წვენი გამოვგლიჯე, რომელიც ისევ ხელში ეკავა
- მოუსვენაროო - მომაძახა ანამ და ვემთან ერთად წამოვიდა.. უეცრად ის ისევ ვიღაცას შეასკდა..
- ისევ შევეჯახეთ - უთხრა ანას ღიმილით და ბავშვი, რომელიც ხელში ეკავა, გაასწორა..
- ხო ისევ - ცოტა დაიბნა ანა..
- საბა - გაეცნო ის..
- მე ანა..
- მე კი ემილი - ჩავერიე მხიარულად.. მართალია არ უკითხავს, მაგრამ ისე უყურებდა ანას, არც არასოდეს მკითხავდა.. - რა საყვარელი ბავშვია - ლაპარაკს არ ვწყვეტდი.. - პატარა პრინცესა - ბავშვს გავიღიმე და ლოყაზე მოვუთათუნე.. - თქვენი შვილია? - ვკითხე სხვათაშორის..
- არა, მეგობრის.. გაიცანით, პატარა ლიზა - გაიღიმა და პატარას აკოცა.. ჩვენც მოვეფერეთ და ცოტა ხანში გზა გავაგრძელეთ.. თუმცა საბა თვალთახედვის არედან არ გამქრალა.. ხანდახან ისე შეხედავდა დოლმე ანას.. აშკარა იყო, რომ მოეწონა.. მალე ბუშტების გამყიდველმა ჩამოიარა.. რამდენიმე ბუშტი ბიყიდე და ანასთან ერთად ლიზას მივუტანე.. ლიზა წლისაც არ იქნენოდა, მაგრამ კარგი ეშმაკუნა იყო უკვე..
წამოსვლას ვაპირებდით უკვე, როდესაც მზერა ისევ ლიზასკენ გამეპარა.. ამ ჯერად სხვას ეჭირა ხელში.. ის ''სხვა'' კი მათე იყო და რაოდენ გასაკვირი აარ უნდა იყოს, მე მიყურებდა..- მათე.. ჰმ.. როდიდან გახდა მათე.. აქამდე მისტერ უჟმური იყო - ვუსაყვედურე ჩემს თავს და წავედით.. სახლში მისულს მამა სავარძელში დამხვდა და თან უცნაურად მიღიმოდა..
- ემი.. მოდი აქ - მასთან მიმიხმო.. მეც მივედი და გვერდით დავუჯექი.. - მოკლედ, ჩემთან ხომ იწყებ მუშაობას.. ხო და შენთვის საქმე მაქვს..ორ დღეში მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, საქმის დეტალები ამ ფაილშიბ- ფაილი გამომიწოდა.- შეისწავლე და იცოდე, ეს კონტრაქტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს
- სერ, დიარ სერ - და სამხედრო ჩესტი ავიღე..
- კარგი ემი.. ჭკვიანად.. - მამამ თავზე ხელი გადამისვა.. ის-ის იყო უნდა მეკითხა, კონტრაქტს ვისთან აფორმებ-მეთქი, მაგრამ უკვე მიდიოდა.. მაღლა ავირბინე და საქაღალდე ავირე.. მამა მშენებლობის დაწყებას აპირებს.. ჰმ.. რომელი არქიტექტორი მე მნახა, ან მშენებლობასთან დაახლოებული პირი.. მე ხომ მომაბალი ადბოკატი ვარ.. საინტერესოაა.. მთელი დარჩენილი დრო ფაილების შესწავლას დავუთმე.. ყველაფერი წესრიგში იყო და ვფიქრობ, კონტრაქტის გაფორმება ადვილი იქნებოდა.. მამასთვის სულ ბაპირებდი მეკითხა, ვინ იყო ინვესტორი, მაგრამ სულ მავიწყდებოდა.. ბოლოს კონტეაქტის პირობები, წესები, ის თუ ვის რა ვალდებულება ეკისრებოდა..
შეხვედრის დღეს გადავწუვიტე შესაფერისად ჩამეცვა.. კლასიკური, ვიწრო შავი შარვალი, თეთრი, მჭიდრო მაიკა, რომელიც დახურული გულით და ზურგით იყო.. არაფერი ზედმეტი.. მსუბუქი მაკიაჟი, გაშლილი თმა და ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი..
შეხვედრის ადგილზე დროულად მივედი.. კიბეები ფეხების კაკუნით ავირბინე, შესაბამის კართან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევაღე და გავოცდი..

მათე

როცა არ ფიქრობ, ზუსტად მაშინ გაყობ შარში თავს.. იმ ინციდენტის შემდეგ, ის მეტიჩარა აღარ შემხვედრია.. ყოველ შემთხვევაში, მთელ დღეს.. საღამოს მე და საბა მანქანით მივდიოდით.. საქმე არ გვქონდა.. ისე, უბრალოდ მივდიოდით.. მერე საბას წვენი უნდოდა და საყიდლად გადავიდა.. სწორედ მაშინ დავინახე ია მეტიჩარაც.. როგორც ყოველთვის, როლერებზე იდგა, მაგრამ ახლა კლასიკურად ეცვა.. აქამდე ეჭვი მქონდა, ახლა ვიცი, რომ მართლა შერეკილია.. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალი გავაყოლე და ისიც დავინახე, როგორ აეკიდა სამი იდიოტი.. ღმერთო, სუპერმენობაღა მაკლდაა.. გავყევი მათ და დროულად მივუსწარი.. ის იდიოტები რომ ვცემე, მეტიჩარა მანქანაში ჩავისვი და წავიყვანე.. ცოტა ხნით უმისამართოდ ვატარე, მინდოდა დამშვიდებულიყო.. მივიყვანე და ჩემს გზას დავადექი.. გზად დატოვებული საბა მოვიძიე და სახლის გზას დავადექით..
- სად იყავი ბიჭო.. იმდენი გირეკე და გეძებე.. სად გაქრი - მკითხა საბამ..
- ის მეტიჩარა ვნახე.. ვიღაც ს..ბი აეკიდნენ და დავეხმარე რა..
- მაგ.მეტიჩარას სახელი არ აქვს? - მკითხა სიცილით მან.. - აბა სუპერგმირო, ხვალ შენ და ჩემი ნათლული წამოხვალთ სასეირნოდ? - არ ჩერდებოდა საბა..
- ჯანდაბას შენი თავიი..
მშვიდად განვაგრძეთ გზა და სახლში მივედი.. რატომ მეფიქრება იმ მეტიჩარაზე, ვერ ვხვდები.. ხან მაღიზიანებს, ხანაც.. თავს უცნაურად ვგრძნობ.. კარგად თუ ცუდად, მაინც მასზე მეფიქრება...
თბილისი პატარა ქალაქია არა? მთაწმინდაზეც შევხვდი.. უბრალოდ დავინახე..
- საბა, აი ის მეტიჩარა - ვანიშნე მასზე..
- სერიოზულად ბიჭო? მაგის დაქალს შევასკდი გუშინ.. დღესაც ვნახე.. ლიზას ეგ ბუშტები მან აჩუქა.. სხვათაშორის ემილია მისი სახელი.. - რომ გავიხედეთ იქ აღარ იყო.. ცოტა ხანს ისევ ვიყავით და სახლში დავბრუნდით'. ჩემმა მდივანმა დამირეკა
- სერ, ორ დღეში კონტრაქტი უნდა დავდოთ, ბატონი ნიკოლოზ დადიანის კომპანიასთან.. საქმის დეტალები ფაილშია, რომელსაც ალბათ მიიღებდით უკვე
- კი, მივიღე.. მადლობა ეკა.. დროებით..
საქმის დეტალები შევისწავლე და შეძვედრის დღეც მოახლოვდა.. ჩვეულ საქმიან ფორმაში გამოვეწყე და მივედი.. რა თქმა უნდა საბაც იქ იყო.. კარი ემიმ შემოაღო.. ესღა გვაკლდა..
- გამარჯობა, ემილი დადიანი - მოგვესალმა ყველას და ადგილი დაიკავა.. ისიც გაკვირვებული ჩანდა..
- აქ რას აკეთებ? - ვკითხე მას..
-იმავეს რასაც თქვენ, მისტერ უჟმურო - არა ხომ ვთქვი, რომ არ მომესმა და მართლა ასე შემარქვა..
- მოკლედ, ვინაიდან მამა და ჩემი ძმა დაკავებულები.არიან, დამავალეს, რომ თქვენთან მე ვითანამშრომლო.. შეიძლება გაგიკვირდათ ჩემი აქ დანახვა, მაგრამ არაუშავს..
დავხოცეთ მე და ემილიმ ერთმანეთი.. ხან რაზწ ვერ შევთანხმდით, ხან რაზე..
- მისტერ უჟმურო - მომმართა ჩუმად, - ეს კონტრაქტი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩვენთვით.. ასე, რომ პირდაპირ მითხარით, ვდებთ ხელშეკრულებას, თუ არა.. მე ცოტა ხანს დაგტოვებთ და მალე მოვალ.. პასუხიც მერე მითხარით.. ემილი წავიდა..
- რა ატრაკებ შენ - მკითხა საბამ ხმადაბლა. რადგან მარტო არ ვიყავით..
- არ მინდა თუ ძმა ხარ.. ამასთან უნდა ვიმუშაო? თითქმის ერთი წელი.. რა ნერვები შემრჩება - მხრები ავიჩეჩე..
- ე.ი დამარცხებას აღიარებ და შწნი კომპანიისთვის საჭირო კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ არ გააფორმებ, რომ ის შენს ნერვულ სისტემას გაანადგირებს? სერიოზულად? სად წავიდა ჩემი ძმაკაცი, რომელიც არასოდეს ნებდებოდა.. გააფორმე კონტრაქტი, უშველე შენს კომპანიას და რაც მთავარია, მოახერხე და შენ მოუშალე ნერვული სისტემა - ჩამომიყალიბა საბამ.. ის მართალიც იყო.. ემილიც შემოვიდა..
- აბა, მოიფიქრეთ პასუხი? - გვკითხა მან
- თანახმა ვარ - ვუთხარი ჩვეულად მკაცრი ტონით - მხოლოდ ერთი პირობით.. მთელი ეს პერიოდი მხოლოდ შენ ითანამშრომლებ ჩვენთან - ცოტა შეცბა, მაგრამ მაინც თქვა
- შევთანხმდით..
ხელშეკრულებას ახალი მუხლი დავამატეთ, მისი თანამშრომლობის შესახებ და ხელიც მოვაწერეთ.. კონტრაქტი ძალაში შევიდა..



****
ესწც შემდეგი თავი.. ველი თქვენს შეფასებებს.. იმედია მოგეწონებათ ♥♥ შეცდომებისთვის ბოდიში.. ნახევრად მძინარე ვწერდი და არ გადამიკითხავს რა ავტვირთე ♥



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Sainteresoooaa dzalian ... magrad momwons es istoriaa
--------------------
G.ke

 


№2  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Sainteresoooaa dzalian ... magrad momwons es istoriaa

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№3  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
Au kitxvas gimilit viwyeb da rac ar unda cudi ram moxdes gimilit chavdivar bolomde :D chemi pozitivis nawili xar ici rogorc momwons es istoria da agar daviwyeb axla ablabuda laparaks :D <3

გმადლოობ ♥♥♥

 


№4 სტუმარი stumari77

მომწონს, ძალიან კარგია

 


№5  offline მოდერი tsn

stumari77
მომწონს, ძალიან კარგია

მიხარია, რომ მოგწონს..

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuuh ra kargiii iyooo :))) male dadee raaa

 


№7  offline მოდერი tsn

uchveulo
uuuh ra kargiii iyooo :))) male dadee raaa

მიხარია, რომ მოგეწონა.. თავებს ყოველდღე ვამატებ ♥♥

 


№8 სტუმარი Black

Tsn tsn kargia<3;)

 


№9  offline მოდერი tsn

Black
Tsn tsn kargia<3;)

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№10  offline წევრი мариамо

vnaxot rogor moushlian ertmanets nervebss ^^ velodebi shemdeg tavs ^^

 


№11  offline მოდერი tsn

мариамо
vnaxot rogor moushlian ertmanets nervebss ^^ velodebi shemdeg tavs ^^

გპირდები საინტერესო იქნება ♥♥

 


№12  offline წევრი tvinischia

აუუ რა კარგიაა მალე დადე რა შემდეგი და გაზარდე თავი ❤❤

 


№13 სტუმარი A

Vau magria rogorc cinebi aseve esec. Ai gaognebuli var da moutmenlad veli axal tavs....

 


№14 სტუმარი ნინო კ.დ...

ძალიან მომწონს ეს ისტორია და არ მყოფნიიიის

 


№15  offline მოდერი tsn

tvinischia
აუუ რა კარგიაა მალე დადე რა შემდეგი და გაზარდე თავი ❤❤

მიხარია, რომ მოგეწონა...

A
Vau magria rogorc cinebi aseve esec. Ai gaognebuli var da moutmenlad veli axal tavs....

გმადლოობ ♥♥♥

ნინო კ.დ...
ძალიან მომწონს ეს ისტორია და არ მყოფნიიიის

მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥

 


№16  offline წევრი kiko

სუპერმენმისტერუჟმურობა ყველგან და ყოველთვის :დ ძალიან კარგია

 


№17  offline მოდერი tsn

kiko
სუპერმენმისტერუჟმურობა ყველგან და ყოველთვის :დ ძალიან კარგია

:-D მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥

 


№18  offline წევრი cancara

ძალიან მაგარი გოგოხარ კაია

 


№19  offline მოდერი tsn

cancara
ძალიან მაგარი გოგოხარ კაია

გმადლობ ♥♥♥

 


№20  offline მოდერი bibo

Uff momons me egi istoria kacoo:*kargoba xaro shokoladoo da murabav.ic rato momwons marto ert wyvlze ro ara tetro shokoladiuso :* tan didoba tavebi roa ara me kido udidesi minda murabv ase ro aba shen ici warmatebebis hokoladiusooo mal male dade plizuni

 


№21  offline მოდერი tsn

bibo
Uff momons me egi istoria kacoo:*kargoba xaro shokoladoo da murabav.ic rato momwons marto ert wyvlze ro ara tetro shokoladiuso :* tan didoba tavebi roa ara me kido udidesi minda murabv ase ro aba shen ici warmatebebis hokoladiusooo mal male dade plizuni

გმადლობ შოკოლადოო ♥♥

 


№22 სტუმარი Black

tsn
Black
Tsn tsn kargia<3;)

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

mixaria rom gixaria:D♥♥aucileblad velodebi shemdeg tavs;) ♥

 


№23  offline მოდერი tsn

Black
tsn
Black
Tsn tsn kargia<3;)

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

mixaria rom gixaria:D♥♥aucileblad velodebi shemdeg tavs;) ♥

შემდეგი თავიც მალე იქნება..

 


№24  offline წევრი Soow

გადასარევი გოგო ხარ !

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

ოოო. აქ ამბებიიი დატრიალდეეებააა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent