რა მოხდებოდა თუ...
ზაფხული ოფიციალურად დასრულდა. 2 თვიანი დასვენების შემდეგ, ანუ პირველ სექტემბერს საქართველოში დავბრუნდი. ზოგჯერ მართლაც საჭიროა საკუთარ თავს მივცეთ უფლება დავივიწყოთ,რომ ყველაფერი, გავთიშოთ ტელეფონები, კომპიუტერები , ყველა მსგავსი ნივთი და უბრალოდ ვიმოგზაუროთ. ბრაზილიის, ლოსანჯლესის, ამსტერდამის და ლასვეგასის ნახვის შემდეგ ალბათ ძნელია თავს შემოუძახო დ ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმში განაგრძო, მაგრამ ნათქვამია ‘’საქმე მოითხოვსო’’. დასვენება ყოველთვის აუცილებელია, მაშინაც კი, თუ საყვარელ საქმეს აკეთებ. თვითმფრინავი რომ დაჯდა, მაშინ გამოვფხიზლდი , მივხვდი, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც გენატრება ადგილი, სადაც ყველაფერი გაქვს დატოვებული. ‘’ ადამიანები უფრო ხშირად დაბრუნებაზე ოცნებობენ, ვიდრე გამგზავრებაზე’’ არავისთვის მითქვამს, რომ დღეს ვბრუნდებოდი. დედასთან მართალია ყოველდღე მქონდა კონტაქტი,მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩამოსვლა სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. ბარგი ძლივს მივიტანე გასასვლელთან, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ტაქსიც გამოჩნდა.მძღოლს ვთხოვე ბარგი მანქანაში მოეთავსებინა და მისამართიც ვუთხარი. 3 წელი იყო, რაც მარჯანიშვილზე გადავედით მე, დედა და ლევანი. ყოველთვის მომწონდა ეს ადგილი ხალხმრვლობის და ცხოვრების წესის გამო, მაგრამ ცოტა დამღლელიც აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევანის, ეს დედას არჩევანი იყო,რამაც ძალიან გამახარა, მითუმეტეს, როგორც პიროვნება მიყვარდა უზომოდ, მაგრამ მამად მაინც ვერასდროს მივიღებდი. 1 ივლისს, როდესაც გავემგზავრე ქალაქი თითქმის ცარიელი იყო გაუსაძლისი სიცხეების გამო, ახლა კი ისევ ეტყობოდა შემართება. ვიყურებოდი ბოლომდე აწეული ფანჯრიდან და ყველა ფიქრი ერთად მაწვებოდა. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი სამსახური ზედმეტად სწორად შევარჩიე. ჩემი დროის 98% მხოლოდ საქმეებში მიდიოდა და წამითაც არ მქონდა დრო სხვა რამეზე გადავრთულიყავი. ეს იყო ჩემი სამსახურის ყველაზე დიდი უპირატესობაც და ღირსებაც. მარტო ყოფნა კი,თუნდაც დასვენების დროს ყველაფერზე გაფიქრებს,გარდა სამსახურისა. სხვას არც ველოდი, გამომივიდა ძალიან კარგი, ოღონდ ცოტა სენტიმენტალური დასვენება. ფანჯარას ცოტა ჩავუწიე და გრილმა ნიავმა გამომაფხიზლა... ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ 2თვე კიარა, 2 წელი ვიყავი წასული. ნაცნობი ადგილები, ქუჩები, ხალხი და ხვდები როგორ შეუძლია პასუხისმგებლობის გრძნობას 2 წამში შეგაწუხოს. ამასობაში სასტუმროსთან მივედი(სადაც ვცხოვრობდით) სანამ ტაქსისტი ბარგს ამოალაგებდა, თმის გასწორება და სათვალის გაკეთება მოვასწარი. მანქანიდან გადმოვედი და კმაყოფილება ვიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ მართლაც არავინ იცოდა ჩემი დაბრუნების შესახებ. დაცვამ მიცნო, მაშინვე მოირბინა, მომიკითხა და ბარგის ატანა დაიწყო. შევედი ჰოლში და სანამ ლიფტამდე მივედი, უცნაურად მომეჩვენა ჩემი ნაბიჯების ხმა, რომელიც ძალიამ მშვიდი და უხმაურო იყო, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში აქ ყოველთვის ისმოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სირბილით გამოწვეული არც ისე სასიამოვნო ხმა. ახლა კი კედებით და სპორტულებდით მივაბიჯებდი და ამ ყველაფრის გაანალიზებს შემდეგ ხმამაღლა გამეცინა. ლიფტი გამოვიძახე, ერთი სული მქონდა როდის ავიდოდა მეთვრამეტე სართულზე. სარკეში ჩავიხედე და კანის ფერს მკვეთრად გამუქება ახლაღა შევამჩნიე. როგორც იქნა ააღწია ლიფტმა, ზარის დარეკვა ცოტა არ იყოს გამიჭირდა, ამდენი ბარგის გამო. ზარიც დავრეკე და კარი უმალ გაიღო და გაოცებული ანიტას სახეც გამოჩნდა. - ანუსა, არ შემომიშვებ? - სიცილით ვუთხარი. - ვაიმე, ქერი, როგორ გამიხარდა. არ გელოდი. როგორი შეცვლილი ხარ, შემოდი სწრაფად, ბარგს მე შემოვიტან. - კარგი რა, რა შეცვლილი. გულწრფელად გამეცინა. ჩვენ ხმაურზე დედა გამოვიდა და ბევრად გაოცებული სახე ჰქონდა, ვიდრე ანიტას. - ვაიმე, ქერი, არ მჯერა, რატომ არ მითხარი? ორივეს ჩავეხუტე და დივნისკენ წავედი. - ქერი , ყავას გაგიკეთებ, კარგი? - იყოს ანიტა, წყალი მომიტანე და მოდი შენც, მომენატრეთ ყველა. წყალი დავლიე და ვიგრძენი რომ წყალიც კი მომნატრებია. 2 საათი ასე ვისხედით, ხანგრძლივი საუბარი მქონდა დედასთან და ანიტასთან, რასაც ტელეფონით ვუყვებოდი იმის გამეორებაც მომიხდა რა თქმა უნდა. - ხალხო, შევალ ეხლა ჩემს ოთახში, დავიძინებ ცოტას და მერე ოფისში უნდა გავიქცე, ვნახო რა ხდება. - დედა, ჭამე და ისე შედი, რამდენი იმგზავრე. - არა,არა ჯერ ძალიან მეძინება. - ქერი, ბარგი ეხლა ამოვალაგო? - არა ანუსა, მე რომ გავალ მაშინ. ოთახში შევედი და მაშინ მივხვდი როგორ მიყვარდა იქაურობა. ჩემს ოთახზე მყუდრო ადგილი მსოფლიოში არ მეგულებოდა. ფარდები გავწიე და ფანჯრიდან გავიხედე, შემდეგ სამუშაო მაგიდას მივუჯექი, უჯრები გამოვაღე და შევათვალიერე, მერე გარდერობის ოთახში შევედი, ბოლოს სარკეში ავხედ-დავხედე ჩემს თავს და საწოლზე გადავეშვი. ძალიან მეძინებოდა, მაგრამ რაღაცნაირად თვალებს ვერ ვხუჭავდი, აფორიაქებული ვიყავი, თუმცა ოც წუთში უკვე ღრმად მეძინა... სამ საათიანი ძილის შემდეგ თვალები ძლივს გავახილე, საათს შევხედე და 5 საათი იყო. წამოვდექი, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, ლანვინის მოკლე, თეთრი მთლიანი კაბა გადმოვიღე ფეხზე ჯიმი ჩუს მაღალ ქუსლიანები, თმა შევისწორე, წითელი ტუჩსაცხი წავისვი, წამწამები მივიმაგრე და შანელის ჩანთაში რაღაცები ჩავყარე. სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი და ოთახიდან კმაყოფილი გავედი. კიბეებზე ჩავედი და დედა,ლევანი და ანიტა ყავას სვამდნენ. ლევანის დანახვა ძალიან გამიხარდა. მაგიდას მეც მივუჯექი და ნახევარი საათი ვსაუბრობდით, შემდეგ კი კარისკენ წავედი. ლიფტი გამოვიძახე და ვესტიბიულში რომ გავედი, მაშინღა გამახსენდა, რომ მძღოლმა არ იცოდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ. ავტოფარეხიდან მანქანა გამოვაყვანინე და საჭესთან დავჯექი. ელიას-კლარკს რომ მივუახლოვდი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ჟურნალისტების მთელი არმია მელოდა. იდეაშიც არ მქონდა საიდან გაიგეს ასე მალე. ჩემი მანქანის გამოჩენისთანავე ყველა ჩემკენ დაიძრა. ვიცოდი, რომ თავს ვერანაირად ავარიდებდი, ამიტომ გავიღიმე და მანქანიდან გადავედი. - ქერი, რა იყო გამზაგვრების მიზეზი? - კომპანიას მართლა პრობლემები აქვს? - იყო თუ არა გამგზავრების მიზეზი კიდევ ერთი წარუმატებელი პირადი ურთიერთობა? - ადასტურებთ, რომ ნიუ-იორკში ჯვარი დაიწერეთ? აი, ახლა კი მივხვდი,რომ იმაზე ბევრად ცუდად იყო საქმე, ვიდრე ვიფიქრებდი. ყველანაირი კომენტარის გაკეთება გადავიფიქრე და შენობის შესასვლელამდე ძლივს მივაღწიე. ლიფტში სწრაფად შევედი და როგორცვე დაიხურა დავმშვიდდი,რადგან უკვე უსაფრთხოდ ვიყავი. ოფისისკენ წავედი, გზად თანამშრომლები მხვდებოდნენ, ყველას მივესალმე და ოფისთან მივედი? - ქერი, არ გელოდით, როგორ გამიხარდა , როგორ ხარ? ანა ჩემი მოადგილე იყო. - კარგად ანა, შენ? - მეც კარგად. - იმედია ყველაფერი კარგად არის, ყველა საბუთი შემომიტანე ბოლო 3 თვის. ოფისი გავაღე და თურმე მომნატრებია. ჩანთა სავარძელზე დავდე, კონდენციონერი ჩავრთე. ღილაკს დავაჭირე: - ანა, უშაქრო ყავა შემომიტანე. ანა მალევე შემოვიდა ყავით და უამრავი საბუთით ხელში. კარი დავახურინე და საქმეს შევუდექი. 3 საათი გაუჩერებლად ვკითხულობდი და ხელს ვაწერდი ბოლოს გავითიშე და მაგიდაზე დავდე თავი. ცოტახანში ანას ხმამ გამომაფხიზლა. -ქერი, ბანკიდან არიან და შენთან შეხვედრა უნდათ, რა ვქნა? - კარგი შემოვიდნენ. სარკეში თმა გავისწორე. კარი გაიღო. - შეიძლება? კართან შავგვრემანი, მაღალი გამხდარი ტიპი იდგა, კარგად ჩაცმული. მოკლედ ძალიან სიმპატიური. - მობრძანდით. - მე გიორგი ვარ, თიბისის ამ დეპარტამენტის უფროსი. დღეიდან თქვენი ფინანსების განკარგვა ჩვენ გვევალება. ჩემთან ერთად კიდევ ერთია თანამფლობელი. - მოხარული ვარ. გავიღიმე - მოკლედ, ახალი კონტრაქტია შესადგენი, ძველს 3 დღის წინ გაუვიდა ვადა. - იცით, 3 თვეა მოწყვეტილი ვიყავი აქაურობას, ასე რომ არც ბიუჯეტისთვის მიმიხედავს, ხვალ ყველაფერს გადავხედავ და საღამოს უკვე შესაძლებელი იქნება ახალი კონტრაქტის გაკეთება. - ძალიან კარგი. სავიზიტო ბარათი დამიტოვა და გავიდა. კარგა ხანია ასე არავინ მომწონებია. საათს დავხედე და 9 საათი იყო. ჩანთა ავიღე და სოფისთან წავედი. გუდვილში შევიარე, შავი ღვინო ვიყიდე, პიცა, სასუსნავები და სოფისთან ავედი. ზარი დავრეკე და ერთი სული მქონდა როდის გაიღებოდა კარგი. - ქერი? ღმერთო ჩემო, გავგიჟდი,აქ რა გინდა? მოდი ჩაგეხუტო. - ხო, ვიცი, რომ არ მელოდი. ძალიან მომენატრე. - მეც ჩემო გოგო, შემოდი სწრაფად. სოფიმ მაგიდა გაშალა, მივუსხედით და საიდან დამეწყო აღარ ვიცოდი. პირველ რიგში ფოტოები დავათვალიერებინე და ვეცადე დეტალურად მომეყოლა ჩემი 2თვიანი არდადეგების შესახებ. საათზე მეტი გავიდა ამის თხრობაში, თან ვსვამდით. - გოგო ეხლა შენ მომიყევი აქ რა ხდებოდა, ის ხო არ გამოჩენილა? - არაფერი საერთოდ, ცოტახნით ბათუმში ვიყავი მარტო წასული, ვიფიქრე დავისვენებ-თქო,თუმცა უფრო დავიღალე, მერე სურამში ავედი ცოტა ხნით, იქ შედარებით უკეთესი იყო. ნიკა არ გამოჩენილა და სიმართლე გითხრა არც მინდა გამოჩნდეს, უკვე კარგად ვარ. - მართლა მიხარია ამის მოსმენა, უბრალოდ შენც ხომ იცი, რომ არ ღირს, ჩემი ამბავი გაიხსენე. - მეც სულ მაგაზე ვფიქრობდი ქერი, არ მინდოდა იქივე გამომევლო რაც შენ. - ბოდიში, რომ არ ვიყავი შენთან. - კარგი რა, შენც არანაკლებ ცუდად იყავი და მესმის. არ მწყენია. - იცი რა ვიფიქრე, აქ როგორც ჩანს იგივე სიცხეებია და წამოდი 1 კვირით ზღვაზე წავიდეთ, სალისაც ვუთხრათ. - აუ, კარგი იდეაა, თუ მოახერხებ მაგას რა ჯობია. - ვეცდები ამ 2 დღეში მთავარი საქმეები მოვაგვარო და წავიდეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ,როგორც ყოველთვის და ღამის 11 საათი იყო სახლში რომ წავედი. მისაღებში დედა და ლევანი ისხდნენ, ძალიან დაღლილი ვიყავი, დავემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი. ტანსაცმელი გავიხადე, ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი. ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ჰაერი არ მყოფნიდა. ისევ ნაცნობი შეგრძნებები. 2 თვე ვიყავი წასული და ეს დრო არაფერს ეყო. სანდროზე ვფიქრობდი, ისევ არეული ურთიერთობა, ისევ გაუგებრობა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო,როგორც ყოველთვის. დაღლილი ვიყავი ერთნაირი პრობლემებით, არ იყო არაფერი განსხვავებული, ნუთუ ასეთი ბანალურია ყველა ურთიერთობა და მისი დასასრული?! მაინც არ მინდოდა მეფიქრა,რომ პრობლემა ჩემში იყო, მაგრამ შეიძლება ამდენჯერ აირჩიო არასწორი ადამიანი?! აივანზეც მომბეზრდა და კაბინეტში შევედი, ჩემი ძველი ნაწერები გადმოვქექე და რამდენიმე გადავიკითხე. ნაწერებს ერთი მაგიური ძალა აქვს, 100%ით გაბრუნებს იმ დროში, როდესაც ეს დაწერე. წლების მიხედვით მქონდა დალაგებული და ყველაზე ძველიდან დავიწყე, 2014 წელი, შემდეგ 2015ს გადავხედე და ერთ-ერთმა ფრაზამ ღიმილი მომგვარა, : ‘’ ვიცი, რომ წლების გასვლის შემდეგ,შეიძლება ძალიან გვიან,მაგრამ მაინც, ვიპოვი პასუხებს და არც ამ ყველაფრის გახსენება იქნება ასეთი მტკივნეული.’’ გამეღიმა,რადგან თეორიულად ვიცოდი, რომ დიდი დრო იყო გასული, აღარც მტკიოდა, არც განვიცდიდი, სრულიად უემოციო ვიყავი ამ ამბის მიმართ, თუმცა პასუხები 6 წლის შემდეგაც არსად ჩანდა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია, გავიფიქრე და ნაწერები თავის ადგილას დავდე, ნამდვილად აღარ მქონდა სურვილი კითხვის. მაგიდას მივუჯექი, პირველი რაც მომხვდა თვალში ჩემი წიგნი იყო, ეს არ მომეწონა და ბოლო უჯრაში სხვა წიგენთან ერთად ჩავდე. ლეპტოპი ჩავრთე და ახალ საბუთებს გადავხედე. რაც სასწრაფო იყო, იმას მივხედე, მაგრამ კიდევ ბევრი იყო დარჩენილი. საათს შევხედე, 3იყო დაწყებული. ამდენი დრო როგორ გავიდა, ვერ მოვტვინე. საწოლში ჩავწექი, როგორ მომნატრებია ჩემი ლოგინი, სახლი, ოთახი და საერთოდ ყველა ნივთი, ფიქრიც ვერ მოვასწარი, ისე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.