Dead Feelings - მკვდარი გრძნობები თავი II
Dead Feelings - მკვდარი გრძნობები თავი II მოვიდა, ხელებით სკამს დაეყრდნო, რამოდენიმე წამი ასე იდგა და თვალებში მიყურებდა. შემდეგ ვკითხე: შემიძლია თქვენი დახმარება ? - ალბათ კი - რით გემსახუროთ ? ხმა არ გაუცია, უბრალოდ დაჯდა და წიგნის კითხვა განაგრძო. რამდენიმე წუთის შემდეგ ვკითხე თუ რა წიგნს კითხულობდა. - ფოლკნერი - სული რომ ამდიოდა - ჰმმ… საინტერესოდ ჟღერს. გამიგია მაგრამ არასდროს წამიკითხავს. - აუცილებლად უნდა წაიკითხო - კარგი, წავიკითხავ ის საოცრად ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი თვალებით. აქამდე, ასე ძლიერ, არასდროს არავინ არ მომწონებია. მასში არ იყო ისეთი რამ რაც მე ფატალურ შემთხვევამდე მივყავარ, არც ჟესტი, არც მიმიკა. ერთი სიტყვით, იდეალური. ის არ გავდა სხვა უბრალო მოკვდავ ადამიანებს. დიდი ხანი ვუყურებდი მას, მინდოდა მის ბაგეებს შევხებოდი რამოდენიმე წამით. მაგრამ უცბად, ჩემი სიყვარულისადმი მოსაზრებები და სიძულვილი ამომიტივტივდა თავში, შევწყვიტე მასზე ფიქრი. სხვათაშორის, გრძნობების კონტროლი საოცრად კარგად გამომდის. რამოდენიმე წუთის შემდეგ ორად გადაკეცილი პატარა ფურცელი აიღო, ჩადო წიგნში და დაკეცა. სკამი ფრთხილად გაწია, ადგა და დამემშვიდობა. ის იყო და მიდიოდა რომ ვუთხარი სახლში მიგიყვან-მეთქი. უარი არ უთქვამს, ასერომ გავუყევით ქუჩას. მინდოდა რამეზე დავლაპარაკებოდი მაგრამ არაფერი მომდიოდა თავში რომ საუბარი წამომეწყო. ისიც ჩუმად მოდიოდა. ეს უხერხული მომენტი ნახევარ საათს გაგრძელდა, მაგრამ უარესი მაშინ იყო როცა მის სახლთან მივედით. არვიცოდი გადამეკოცნა, დავმშვიდობებულიყავი თუ უბრალოდ წავსულიყავი. გოგომ თვალებში შემომხედა და გაიღიმა, შემდეგ კი სახლში შევიდა. ისეთი გრძნობა მქონდა რომ ამ მშვენიერი არსების ნახვას ვეღარასდროს შევძლებდი. უბრალოდ მინდოდა განტვირთვა, შიში მწყუროდა, ჩემი საქმიანობა მომენატრა. ასე რომ, წავედი ახლომდებარე ღამისკლუბში, სადაც საოცარი ქაოსი იყო. მე გითხარი რომ წყნარი ადგილები მიყვარს ისევე როგორც ხმაურიანი ადგილები. ოღონდ დიდხანს ვერ ვძლებ, ეს ჩემთვის ჯოჯოხეთია. კლუბში რომ შესულიყავი, კიბეებზე უნდა ჩასულიყავი და ორ დიდ სათვალებიან ტიპს უნდა აგეარა გვერდი. თავიდან არ მიშვებდნენ მაგრამ პირადობის ჩვენების შემდეგ, გზა გამინთავისუფლეს. რომ შევედი საოცარი ქაოსი იყო, გამაყრუებელი საშინელი მუსიკა. ჩემს ერთ მხარეს ეს მოსწონდა და თითქოს სიამოვნებას იღებდა მისგან. ბართან მივედი და დიდ სკამზე დავჯექი, რაიმე ძლიერი მოვითხოვე და ნელ ნელა ვსვავდი. ვუყურებდი ადამიანებს რომლებიც იქ ცეკვავდენ. ისინი სიამოვნებას ღებულობდნენ ამით, და ეს მე მხიბლავდა. შუაში დავინახე ქერა, ხუჭუჭთმიანი გოგო რომელიც თვალში მომხვდა. ავდექი და მივედი ახლოს, მას არცკი შევუმჩნევივარ. მეც დავიწყე ცეკვა, თითქოსდა დიდ სიამოვნებას ვღებულობდე ამისგან, შემომხედა და მითხრა რომ კარგად ვცეკვავდი. გამიკვირდა რადგან არასდროს მიცეკვია, არასდროს. ცოტა დავილაპარაკეთ, სასმელზე დავპატიჟე, შემდეგ კი ჩემს მეორე სახლში ავედით. უფრო მეტად გასაოცარი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, მაგრამ საქმე ბოლომდე არ იყო დამთავრებული. უცბად დანა ავიღე და ყელთან მივუტანე, ძალიან შეეშინდა, გაკონტროლება ცოტათი გამიჭირდა მაგრამ მაინც ვერ გამექცა. უნდა გენახათ რა თვალებით მიყურებდა. მის თვალებში ის დავინახე რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია. შიში, სასოწარკვეთილება, ტკივილი, განცვიფრება, ეს ყოველივე ერთად ამოვიკითხე მის თვალებში. ნელ-ნელა მარცხნიდან მარჯვნივ გავუსვი დანა ყელში, მისი ბოლო ამოსუნთქვა და მისი ბოლო სასოწარკვეთილი, განწირული ხმა საოცარ სოხარულს მანიჭებდა. ბოლოს სისხლიც გამოჩნდა, ყელიდან დიდი სიჩქარით მოდიოდა ქვემოთ მკერდისკენ, შემდეგ მუცლისკენ. ეს ისეთ სიამოვნებას მანიჭედბა როგორც ორგაზმი ადამიანებისთვის. თოთქოს მთელს ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ამ დროს ყველაფერი მავიწყდება. ვფიქრობ და ვტკბები მხოლოდ ამ სანახაობით. დიიდი ხანია ეს გრძონბა, სიამოვნება არ განმიცდია. წინა მსხვერპლი შავ თმებიანი გოგო იყო, არც იყო ლამმაზიი უბრალოდ ძაან ნერვები მომიშალა მისმა ლაპარაკმა. ადგილი მოვასუფთავე, მოვაწესრიგე, და სახლში წავედი. კიდეკაი ცოლს ეძინა თორე პასუხების გაცემის თავი არ მქონდა. ჩუმად მივედი საწოლთან, ზიზღით ვუყურებდი, მაგრან ეს გრძნობა მალევე გამიარა. არც მივაქციე ამას ყურადღება და ეგრევე დავწექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.