მინდა მიყვარდეს თავი 46
მირანდამ ის ღამე საავადმყოფოში გაატარა.სანდრო რაც წავიდა აღარც გამოჩენილა.უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბიჭს ყველაფერზე ხელი ჩაექნია. დაიღალა ამდენი ხვეწნით.სიყვარულის მათხოვარი გახდა რომელსაც ყოველ ჯერზე ხელს კრავდნენ.მობეზრდა ამდენი უარყოფა.ემოციებისგან დაცლილი დაადგა გზას, მანქანა საავადმყოფოს ეზოში დატოვა თვითონ კი ფეხით გავლა არჩია.მიდიოდა და მირანდაზე ფიქრები არ სტოვებდნენ,რა უნდა მოეხერხებინა ამ გრძნობისთვის მისთვის გაურკვეველი იყო.ერთი ისი კი იფიქრა ისევ ჰოლანდიაში წავალ და აღარც ჩამოვალო,მაგრამ მერე თეკო გაახსენდა,ისიც წარმოიდგინა რომ მისი დისშვილი ისე დაიბადებოდა და გაიზრდებოდა ვერ ნახავდა,ამიტომ ეს აზრი გონებიდან ამოიგდო და სხვა რამეზე დაიწყო ფიქრი.ან რატომ უნდა გაქცეულიყო, ვის უნდა დამალვოდა უყვარდა ხომ არ სძულდა.თუ მირანდას მასთან ურთიერთობა არ უნდოდა ვერაფერს ვერ დააძალებდა,რადგან სიყვარული იძულებით არ მოდის, არც სანდრო იყო ასეთი რომ ქალისთვის მასთან ყოფნა ეიძულებინა.მტკვრის სანაპიროს მიუყვებოდა ნელა.მერე ერთ განათებულ ადგილას გაჩერდა,სადაც ლამპიონები წყალს გადაჰყურებდნენ და მათი ანარეკლი ჩანდა.მოაჯირს დაეყრდნო და სევდიაანი თვალებით გახედა უდარდელად მიმდინარე წყალს.ვინ იცის რამდენი ადამიანის ტკივილის მოწმე გამხდარა მთელი თავისი არსებობის მანძილზე,ან რამდენი უიმედო ადამიანი ჩაუხუტებია თავის მკლავებში,რამდენს უპოვნია მასთან სამუდამო თავშესაფარი,მაგრამ იყო კი ეს გამოსავალი?ასე ხომ მხოლოდ მშიშარა და უიმედო ადამიანები იქცევიან.ის არ იყო მსიშარა და ცხოვრების გამოწვევას მედგრად შეხვდებოდა მუდამ,არც არასოდეს უფიქრია თვითმკვლელობა და ეხლა მითუმეტეს,სიყვარულის გამო?სტკიოდა იტანჯებოდა მაგრამ სიკვდილი გამოსავალი არ იყო.მისთვისაც დადგებოდა ის ბედნიერი დღე როდესაც ისევე შეუყვარდებოდათ როგორც ეხლა მას უყვარს მირანდა.მისთვისაც გაანათებდა მწველი მზე არემარეს და თავისი სხივებით გაათბობდა ყველას და ყველაფერს.ცხოვრება ხომ სიურპრიზბით არის სავსე.არ ვიცი რამდენხანს იდგა ასე ფიქრებში ჩაძირული სანდრო მტკვრის მოაჯირზე დაყრდნობილი მაგრამ ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა.ტელეფონს დახედა ლექსო ურეკავდა. რამდენიმე ზარი იყო შემოსული და ვერც გაიგო.უნდა ეპასუხა მაგრამ გაიტიშა. მერე თვიტონ გადაურეკა ბიჭს. -გისმენ ლექსო.-პასუხის თანავე უთხრა სანდრომ. -სად ხარ?რამდენი ხანია ვრეკავ და არ მპასუხობ,ხომ მშვიდობაა?-ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ლექსომ. -გარეთ ვარ.ყველაფერი დასრულდა ძმა,ყველაფერი.-სევდიანი ხმით უპასუხა ბიჭმა და აქამდე გულსი ნაგროვები სევდა გარეთ გამოუშვა. -ზუსტად მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ,ან საერთოდ შენ მოდი რესტორანში. გვრიტები გავაცილეთ დ ისევ იქ მივდივართ. -ბევრნი ხართ? -არა მხოლოდ ჩვენი სასტავი,მოხვალ?-ჰკითხა გახარებულმა შამანაურმა. -კი მოვალ.20 წუთში მანდ ვიქნები.-უთხრა და ტელეფონი გაუთიშა სანდრომ.ცოტა ხანს ისევ უყურა მშვიდ მტკვარს,მერე ადგა ტაქსი გააჩერა და რესტორნის მისამართი უკარნახა. ლექსომ საუბარი დაამთავრა და მის გულზე მიხუტებულ გოგოს შუბლზე აკოცა. თეკომ ინტრესიანი თვალებით ახედა და ისე ჰკითხა. -რა თქვა სანდრომ? -რესტორანში მოვალო.-გაუღიმა ბიჭმა. -რაღაც ხდება და მიმალავ არაა?-დიდი ხანია უმცროსი გიორგაძე ეჭვობდა რომ ლექსომ ყველაფერი იცოდა მაგრამ არაფერს არ ეუბნებოდა. -არაფერს არ გიმალავ ჩემო ლამაზო.-დაამშვიდა ლექსომ მაგრამ გულში კი გრძნობდა რომ თეკო რაღაცას ეჭვობდა. -მართლა არ მიმალავ?-გოგო არა და არ ეშვებოდა,. -რა ხდება თეკო?სულ რაღაც ეჭვებში ხარ,ეს ორსულობის ბრალია თუ ასეთი ხარ და ეხლა ამჟღავნებ ყვეაფერს?-ჰკითხა შეპარული ღიმილით შამანაურმა. -ორსულობის ბრალია.-კისკისით უპასუხა წინა სავარძელზე მოკალათებულმა ანუკიმ. -მართალი ხარ ჩემო გადარეულო გოგო,ეს მხოლოდ ორსულობის ბრალია.- მხიარულებაში აჰყვა თეკოც დაქალს და ორივე ერთად კისკისებდნენ.გიორგაძე მიხვდა რომ რამის კითხვას აზრი არ ჰქონდა.ლექსო მაინც არ აპირებდა პასუხის გაცემას ამიტომ გაჩუმება ამჯობინა ყველაფერს.ბექამ მანქანა რესტორნის ეზოში დააყენა და ყველანი გადმოვიდნენ.უკვე ყველანი წასულიყვნენ მხოლოდ მშობლები და რამდენიმე მეგობარი იყო გაშლილ სუფრასთან მოქეიფე.ბავშვების დანახვაზე მზია მათკენ გაემართა. -გააცილეთ შვილო უკვე?-ჰკითხა ანუკის და გვერდიდან მიიხუტა.ბექაურს ესიამოვნა დედის სითბო და მანაც ხელები შემოჰხვია წელზე. -კი დე,გავაცილეთ.თქვენ აქ რჩებით თუ წასვლას აპირებთ.-დედასთან ერთად ჩახუტებული მივიდა სუფრასთან და მამას გვერდით დაუდგენენ. -ჩემი ლამაზი გოგოც მოსულა.მამას სიხარულო ჩვენ უნდა წავიდეთ,უკვე გვიანია ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი.-ეს თქვა ნოდარმა და ფეხზე წამოდგა. -ჩვენ დავრჩებით რა მა,სანდროც მოვა და ცოტას კიდევ ვიქნებით.-ყელი მოიღერა და ხვწნის იმიტაცია ამით გამოხატა.ნოდარს მის ბავშვურ საქციელზე გაეცინა და შუბლზე აკოცა. -დარჩით მა,დარჩით.ახალგაზრდები ხართ და გაერთეთ.ჩვენ კიდევ ბებრები წავალთ და დავიძინებთ.-ამის თქმაზე ყველას გულიანად გაეცინა.ანუკიმ ბევრი აკოცა მამას და მერე დედას ჩაეხუტა გულში. -ჩემს შვილს შენ გაბარებ.-ყველასგან შეუმჩნევლად გადაულაპარკა ბექას ნოდარმა და იქაურობა დატოვა.ყველანი მას მიჰყვნენ უკან.დარჩნენ მხოლოდ მეგობრები. გოგოებმა ერთი სუფრა გაალამაზეს და საჩმელები თავიდან გააწყვეს.ამასობაში სანდროც მოვიდა.მონატრებული და გულში ჩაიკრა და ასე ჩახუტებული მიუსხდნენ სუფრას.ყველა ინტერესიანი თვალებით შესცქეროდნენ ვაჟს მაგრამ თქმით არავინ არაფერს ამბობდა,ელოდებოდნენ თვითონ როდის დაიწყებდა საუბარს. -რატომ მიყურებთ გაოცებულები?-როგორც იქნა იკითხა უფროსმა გიორგაძემ. -ჩვენთვის არაფერი გაქვს სათქმელი?-ჰკითხა ბექამ და თვალებში შეხედა ბიჭს. -რამე უნდა მქონდეს?-ისე გაიკვირვა სანდრომ თითქოს მართლაც არაფერი ჰქონდა სათქმელი. -და არა?-ეხლა უკვე ანუკი ჩაერთო საუბარში და მოჭუტული თვალებით შეხედა უკვე დიდი ხნის მეგობარს. -სულაც არა.-ასე მოკლედ უპასუხა ბიჭმა და სუფრაზე დადებულ ყველს დაწვდა. მთელი დღის უჭმელს მუცელმა საშინლად შეაწუხა და მიხვდა რომ შიოდა.შოთის პურიც აიღო და ისე გემრიელად მიირთმევდა სხვასაც მოანდომებდა.მეგობრებს ამის მეტი არაფერი უკითხავთ,ძალიანაც აინტერესებდათ რა ხდებოდა მირანდასთნ მაგრამ ვერცერთმა ვეღარ გაბედა კითხვა.არავინ ხმას არ იღებდა. თავები მაგიდისკენ დაეხარათ და ფიქრებში წასულიყვნენ.სანდრო ხვდებოდა რომ მეგობრებს აწყენინა,მათთან არ უნდ დაემალა თავისი გრძნობები ამიტომ ისევ გულახდილად საუბარი ამჯობინა. -ერთ საღამოს ბარში ვიყავი და ჩემს გვერდით ხმაური შემომესმა.ვიღაც გოგო ბიჭს ეჩხუბებოდა და თავის დანებებას სთხოვდა.ბიჭი კი მაინც არ ეშვებოდა.ხელებზე ისე მაგრად უჭერდა რომ მე მეტკინა,მას კი რეაქცია არ ჰქონდა.ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა.როდესაც მივხვდი კაცი თავის დანებებას არ აპირებდა მათთან მივედი და გოგო საცეკვაოდ გამოვიწვიე.ისიც დამთანხმდა.ისეთი ნაზი,ისეთი საოცარი და ლამაზი იყო რომ თვალს ვერ ვწყვიტავდი.მინდოდა სულ მისთვის მეცქირა,მაგრამ ვინ დაგაცადა როცა კაცი გონს მოეგო ჩემსკენ გამოექანა და კარგად მითავაზა მუშტი სახეში.არც მე დავაკელი და ასე ვცემეთ ერთმანეთი.-ამის გახსენებაზე სანდროს გაეღიმა და თხრობა განაგრძო.მერე მირანდამ არ მიმატოვა და სახლში წამომიყვანა.ეს იყო ჩვენი გაცნობის დღე.მეორე დღეს ნიას დაბადების დღეზე ვნახე და მივხვდი რომ ეს ლამაზი არსება უკვე მიყვარდა.მის გარეშე წუთიც კი არ შემეძლო მარტო ყოფნა.მინდოდა გულში ჩამეკრა და სულ ასე მყოლოდა.თითქოს მისგანაც ვგრზნობდა სითბოს მაგრამ როცა გრძნობებში გამოვუტყდი უარი გამომიცხადა.გული ძალიან მეტკინა,არ დავნებდი კიდევ ვცადე მაგრამ ისევ უარი მივიღე.ბოლოს ჰოლანდიაში წავედი რომ დამევიწყებინა მაგრამ ვერ შევძელი ისევ ჩამოვედი.დღეს ცუდად რომ გახდა მეგონა შევძებდი ისევ გრზნობების გამხელას მაგრამ გავიგე რომ შეყვარებული ჰყავს და სხვა უყვარს.გული მეტკინა არადა მისი საქციელი საპირისპიროს ამტკიცებს.დღეს საავადმყოფოში ბოლოჯერ ვცადე ყველაფრის აღდგენა მაგრამ ამაოდ ისევ უარი მივიღე.დავიღალე ამდენი სიყვარულის მათხოვრობით არ ვუყვარვარ და მორჩა.დასრულდა ყველაფერი. მთავარია ბედნიერი იყოს და მე ესეც გულით გამიხარდება.-მოყოლა დაასრულა სანდრომ და ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -ეხლა რას აპირებ?-დუმილი დაარღვია თეკომ. -არაფერს,რას უნდა ვაპირებდე ისევ ისე გავაგრძელებ ცხოვრებას როგორც მის გამოჩენამდე ვცხოვროდი. -და ასე უბრალოდ დაივიწყებ მაას?-ლექსოს არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილება რადგან გრძნობდა რომ მირანდას უყვარდა და აქ სულ სხვა ამბავი ხდებოდა. -აბა რა ვქნა ვიდგე და შემიყვარე მეთქი ვეხვეწო?-ბიჭის სიტყვებმა ძალიან გააღიზიანეს სანდრო. -მე ეგ არ მითქვამს,უბრაოდ ასე ადვილად დანებდები?არ გაარკვევ რატომ ამბობს უარს?აქ რაღაც სხვა ამბავია და ვერ დამაჯერებ რომ მირანდას არ უყვარხარ.-როგორც იქნა შამანაურმა თქვა თავისი ეჭვების შესახებ. -და მაგით რისი თქმა გინდა რომ მირანდა მატყუებს?-ისეთ თემას შეეხო ბიჭი რაზეც თვითონაც ეფიქრებოდა მაგრამ არ აღიარებდა. -გატყუებს და ამას ნამდვილად ექნება მიზეზი.-უთხრა ლექსომ.მეგობრები კი მათ დიალოგს იჯდნენ და უსმენდნენ.ვერ გაეგოთ რა ხდებოდა. -არ ვიცი,უკვე არაფერი აღარ ვიცი,რა უნდა გავაკეთო და როგორ მოვიქცე.ისევ უარი რომ მითხრას მერე მარტლა ვეღარ გადავიტან.-თითებს ნერვიულად იმტვრევდა გიორგაძე და მეგობარს თვალებში სევდიანი მზერით უყურებდა. -იცი სად მუშაობს მირანდა?-მოულოდნელად ჰკითხა ლექსომ. -არა. -ის მაინც თუ იცი ჰყავს ოჯახი თუ არა? -არა. -არც ის იცი სად ცხოვრობს? -მისამართი ვიცი სადაც ცხოვრობს. -ანუ რას საქმიანობს არ იცი?-ეჭვით შეეკითხა ლექსო. -არა,არასოდეს მიკითხავს. -ჩვენ ვიცით.-აქამდე ჩუმად მყოფმა თეკომ წამოყო თავი და ამაყად განუცხადა ძმას. -რას ნიშნავს თქვენ იცით?ვინ თქვეენ?-დის პასუხით დაბნეუმა სანდრომ აღარ იცოდა რა ეკითხაა მეგობრებისთვის. -ჩვენ ყველამ ვიცით სად მუშაობს მირანდა.-ისევ გაუმეორა დამ. -საად?-შეეკითხა სანდრო. -ის საიდუმლო აგენტია.-ამაყად განაცხადა თეკომ და ძმას გადახედა,რომელსაც ამის გაგონებისას სახეზე ფერი აღარ ედო. -რააა?-იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი რომ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ვაჟმა. -მართალია თაკო ის საიდუმლო აგენტია.-დაუდასტურა ბექამ.-ირაკლის დაჭერა რომ გვინდოდა მან ითამაშა თეკოს როლი და ბევრიც აიყვანეს იმ დღეს ირაკლის გარდა.ჩვენც მასინ გავიცანით მირანდა და დავმეგობრდით.-მოკლედ უამბო გასვიანმა მათი გაცნობის ამბავი.სანდრო კი ამ ყველაფერს ისმენდა და წარსულს ერთმანეთთან აკავსირებდა.ეხლა კარგად ხვდებოდა რატომ არ უნდოდა მირანდას მასთან ყოფნა და რატომ იძახდა მუდამ რომ რაც უფრო მისგან შორს იქნებოდა მით უფრო დაცული იყო.თურმე თავისი სამსახურის ეშინოდა რომ მე რამე არ მომსვლოდა,მას ვუყვარვარ მაგრამ ამის აღიარება არ უნდა.იმ საღამოს სანდრომ კიდევ ბევრი რამ გაარკვია მირანდაზე მაგრამ გოგოებს არც კი წამოსცდენიათ მჟავიას გრძნობების შესახებ.ეს მხოლოდ მათი საიდუმლო იყო და თუ მირანდას რაღაც მიზეზის გამო არ უნდოდა სანდროსთვის ამის გამხელა ეს უკვე მისი საქმე იყო და გოგოები ნამდვილად ვერ ჩაერეოდნენ.იმ ღამეს ბევრი იმხიარულეს და უკვე დილის 9 სათზე მიაშურეს ყველამ საკუთარ სახლებს. .... მირანდა დილით გამოწერეს.მასთან მთელი ღამე ლადომ გაათია.ექიმმა მკაცრად გააფრთხილა ყველა ნორმების დაცვა და ნორმალური კვება.ორ კვირაში კი ხელახალ ანალიზებზე დაიბარა.ლადომ სახლში მიიყვანა მჟავია და თვითონაც წავიდა დასასვენებლად.ასე გავიდა უკვე ორი კვირა.ყველა თავის საქმეში იყო ჩართული. ბექას და ლექსოს სამუშაო გაუორმაგდათ,ლევანის წასვლის შემდეგ ყველაფერი მათი გასაკეთებელი იყო.ამიტომ გოგოებისთვის დროს ხანდახან საერთოდ ვერ ნახულობდნენ.ამაზე კი მუდამ მათი წუწუნი ისმოდა.ანუკის და თეკოს უნივერსიტეტი დაეწყოთ და სწავლას უთმობდნენ მთელ თავისუფალ დროს. რადგან უკვე მესამე კურსზე იყვნენ და სერიოზულად მოჰკიდეს სწავლას ხელი. ლევანი და ნია კი თაფლობის თვით ტკბებოდნენ და ყოველ საღამოს დანისლული ლონდონის ქუჩებს საამოდ მიუყვებოდნენ ფეხით.სიამოვნებდას ნესტიანი ჰაერის და ასფალტის სუნის შეგრძნება რომელიც ნესტოებს უფართოვებდათ და თავბრუს ახვევდათ.თან შემოდგომა ამ ქალაქში უჩვეულოდ ლამაზი და სასიამოვო იყო. ყოველ საღამოს ჩვეულებად ექცათ გარეთ სეირნობა.ნიას ძალიან მოსწონდა აქაურობა და სულაც არ უნდოდა სახლში დაბრუნება.მალე თეკოს ექიმთან ვიზიტი უწევდა და ანა დიდის ამბით გულშემატკივრობდა.თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა მომავალი დედიკო და ორსულობას შესანიშნავად მიდიოდა. დილით ადრე ადგა მჟავია,მოწესრიგდა და პარიკი გაიკეთა.ისევ ისეთი მადიაღმძვრელი ქალი იხედებოდა სარკის მეორე მხრიდან.მირანდამ კმაყოფილმა გაუღიმა ანარეკლს და ჩანთა აიღო.ამ ბოლო ორ კვირაში გივიზე და აკაკიზე საკმაოდ ბევრი რამ გაარკვია.თითქმის უახლოვდებოდა იმ ავბედითი ღამის მოვლენებს და მალე ამასაც გაიგებდა.მაგრამ იქამდე ჯერ აკაკისთვის უნდა დაეხვია თავბრუ რაც არც თუ ისე გამოსდიოდა.მხოლოდ ისეთ დროს როცა გივი იქ არ იმყოფებოდა და მარტო შეეძლო მოქმედება.კარები გამოიხურა და კიბეებზე დაეშვა.მანქანა დაქოქა და სამსახურში წავიდა.როდესაც კორპუსის მოსახვევიდან გამოვიდა დაინახა როგორ გამოჰყვა უცხო მანქანა უკან.მაშინვე იფიქრა რომ უთვალთვალებდნენ,არც გაჰკვირვებია რადგან იცოდა გივი საკმაოდ ფრთხილი კაცი იყო და არ დაუშვებდა ისეთ ადამიანს ემუშავა მის მდივნად ვისი ცხოვრებაც სრულად არ ეცოდინებოდა.ამიტომ არც აღელვებულა ისე განაგრძო გზა. სამსახურამდე ისე მივიდა ის მანქანა წამითაც არ მოშორებია.იქ მისვლის მერე კი სადღაც გაქრა,აორთქლდა.მირანდასმ მანქანა სადგომზე გააჩერა და გადავიდა. როდესაც თავის სამუშაო ადგილს მიაშურა გივი უკვე კაბინეტში დახვდა.ვიღაცას გაცხარებული ესაუბრებოდა და ხმაზეც ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.ცოტა ხანს კარებთან ყური მიუგდო მაგრამ იმდენად ჩუმად საუბრობდნენ მისი უფროსი და ვიღაც უცნობი არაფერი ესმოდა.გადაწყვიტა გაეგო ვინ იყო ის იდუმალი სტუმარი. -შეიძლება?-კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა როდის მისცემდა უფროსი შესვლის უფლებას.კარს იქით რაღაც ჩურჩული მოესმა,მაგრამ მალევე მიწყდა. -შემოდი გურანდა.-დაუძახა გივიმ და მაშინვე კაბინეტის კარი შეაღო ქალმა. -რამე ხომ არ გნებავთ ბატონო გივი?-მიმართა უფროს და მის წინ ზურგით მჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი შეათვალიერა.როგორ უნდოდა სახე დაენახა,მაგრამ ის ჯიუტად არ ბრუნდებოდა მისკენ. -არა,მადლობა გურანდა.თავისუფალი ხარ.თუ ვინმემ მიკითხოს აქ არ ვარ.ჯერ არავისთვის მცალია.-უთხრა კაცმა და სათვალე ნერვიულად შეათამაშა ხელში. -დიახ,ბატონო გივი.-იმედგაცრუებული გავიდა მირანდა და თავი კომპიუტერში ჩარგო.გული ღრღნიდა ვინ იყო ასეთი რომ გივიმ ყველასთან შეხვედრა გადადო. უცებ გზასი ადევნებული მანქანა გაახსენდა და მისი ნომერი გონებაში ამოუტივტივდა.მაშინვე ლადოსთან აფრინა შეტყობინება, ,,ლად,ეს მანქანის ნომრები გამირკვიე ვის სახელზეა და ეხლა ვის ეკუთვნის.GTD 849.დღეს დილიდან მითვალთვალებს.''ლადოს პასუხი არ მიუწერია ალბათ ეხლა ამისთვის არ ეცალა და როცა მოიცლიდა აუცილებლად გაარკვევდა.ამასობაში ბატონის კაბინეტიც გაიღო და იქიდან ის იდუმალი სტუმარიც გამოვიდა,სანამ გამოდიოდა მირანდამ ერთი კარგად შეავლო თვალი.ბიჭმა მაშინვე შავი სატვალე მოირგო და სახე ტყავის ქურთუკის საყელოში ჩარგო.ისე თითქოს არ უნდოდა ვინმეს დაენახა და ეცნო. ,,ვიღაცას ემალება'' მასინვე გაიფიქრა მირანდამ და მიმავალს თვალი გააყოლა. გივი კაბინეტიდან არ გამოსულა ამიტომ არც მირანდას |შეუწუხებია.დიდხანს ფიქრობდა ამ იდუმალ ადამიანზე და ბევრჯერ წარმოიდგინა მისი სახე გონებაში. უცებ გონება გაეხსნა,თავიდანვე გაიფიქრა რომ ეს ადამიანი საიდანღაც ეცნობოდა მაგრამ საიდან არ იცოდა,ამიტომ მისი სახე მეხსიერებიდან ვერ ამმოშალა.ძველი ფირივით ატრიალა და ბოლოს გაიხსენა კიდეც. -ეს,ეს ხომ ირაკლია.-უთხრა საკუთარ თავს და ამის თქმაზეც კი გააჟრიალა.-ის ხომ მოკვდა.ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.ნუთუ გაითამაშა.არ არსებობს და ანა?ანა ხომ ისევ საფრთხეშია,ღმერთო რა ვქნა.ოღონდ ეს არა,ოღონდ ირაკლი არა.-საკუთარ თავს ისე ელაპარაკებოდა ვინმეს რომ მოესმინა გიჟი ეგონებოდა.თავი ხელში ძლივს აიყვანა და დამშვიდდა.არ უნდოდა გივის რამე შეემჩნია მისთვის. საღამომდე ძლივს გაიყვანა დრო.სამსახურიდან გამოსვლისთანავე ლადოს დაურეკა და ბარში შეხვედრა დაუიშნა.ნახევარ საათში ბარმენის წინ იჯდა და ვისკის წრუპავდა.სანამ ლადო მივიდოდა ერთი ჭიქა უკვე გამოცლილი ჰქონდა და ფიქრებში გართულმა ვერც კი მიხვდა როგორ მიუჯდა გვერდით მამაკაცი.ახედა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.