მინდა მიყვარდეს თავი 30
ბექამ ანა სახლში წაიყვანა თვითონ კი ისევ სამსახურში დაბრუნდა.ლევანი საქმეზე იყო წასული,ლექსო კი თეკოს სანახავად გასულიყო სულ ცოტა ხნის წინ. ძალიან მოენატრა თავისი საყვარელი ქალი და ბავშვი,ამიტომ შესვენებაზე გაისეირნა მათ სანახავად.კარებზე ზარი დარეკა და დაელოდა,მაგრამ კარებს არავინ აღებდა.კიდევ ერთხელ დარეკა ზარი და უკვე შეეშინდა,თეკოს რამე ხომ არ მოუვიდაო როდესაც ფეხის ხმა გაიგო და კარებში მირანდა გამოჩნდა. -გამარჯობა მირანდა.-ცოტა არ იყოს სამუშაო საათებში მისი აქ ნავა გაუკვირდა. -გამარჯობა ლექსო.თეკოსთან მოხვედი არა?-გოგონამ არ შეიმჩნია მის გაკვირვებული სახე,გზა დაუთმო და სახლში შეატარა. -ხო, მომენატრა და შესვენებაზე შემოვირბინე.-უპასუხა შამანაურმა. -კაია,მაგრამ თეკოს სძინავს,ცოტა ხნის წინ მიეძინა,შემეცოდა და აღარ გავაღვიძე. მინდოდა სანდროსთვის მეთქვა რომ საძინებელში გაეყვანა და მაღაზიაშია ჩასული.-მაშინვე ყველაფერი უთხრა გოგომ ლექსოს. -კაი,მე გავიყვან.შენ არ მუშაობ?-მაინც ჰკითხა ის რაც აინტერესებდა. -არა შვებულებაში ვარ და ვისვენებ.რა იყო არ ვარ ღირსი თუ რაა?-გაეხუმრა მჟავია ბიჭს და გაუღიმა.ისეთი ლამაზი კბილები ჰქონდა,თეთრი და სულ ჩამწკრივებული რომ მათი ყურება არ მოგბეზრდებოდა. -არა რატომაც არა ,ყველა იმსახურებს დასვენებას.მითუმეტეს შენი სამსახურის გადამკიდე კიდევ კარგად ხარ.-ამ დროს სანდრო შემოვიდა მისაღებში და ლექსოს მიესალმა. -ოხ,აქ ვინ ყოფილა,გამარჯობავ მომავალო სიძევ.-მხარზე ხელი დაარტყა და გადაეხვია. -ოხ,მომავალო ცოლის ძმავ როგორ ხარ?-არც შამანაურმა დააკლო ხუმრობა. -კარგად.შენ?ვის სამსახურზე საუბრობდით?-მოსმენილი მასინვე გაახსენდა და კითხვაც დასვა. -მეც კარგად ვარ.არა არაფერი მირანდას ვეუბნებოდი თავის სამსახურზე.-არაფრად მიიჩნია ლექსომ სანდროს ასე დაინტერესება.თეკო აიყვანა და მძინარე თავის საძინებელში გაიყვანა.ფეხზე გაიხადა და ცოტა ხნით გვერდით მიუწვა.უნდოდა მისი სუნთქვა ეგრძნო და ეყურებინა მძინარესთვის,რომელიც ანგელოზს ჰგავდა ისეთი მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა. -და ასეთ ადგილას სად მუშაობ ესე რომ თანაგიგრძნობენ?-ვერ ისვენებდა გიორგაძე,რაც შეიძლება მეტის გაგება უნდოდა მჟავიაზე და სასაუბრო თემაც ჰქონდა. -ისეთი არაფერია,ჩვეულებრივი სამსახურია.უბრალოდ გადავიღალე ძალიან და შვებულება ავიღე ცოტა ხნით.-არ უნდოდა სანდროს მისი სამსახურის შესახებ გაეგო და ყველანაირად არიდებდა ამ თემაზე საუბარს თავს. -კარგი,თუ საუბარი არ გსურს აღარაფერს გკითხავ.-მოიღუშა სანდრო და სამზარეულოში გავიდა.რა აღარ იფიქრა,რა ადგილებში მომუშავე არ წარმოიდგინა მირანდა და ამაზე უფრო ნერვები ეშლებოდა,ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა გულს უღრღნიდა და მოსვენებას უკარგადვდა.მირანდა კი ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებდა.ჩანთა აიღო და სახლი ისე დატოვა არავისთვის არაფერი უთქვამს.ეხლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა.უნდოდა გრძნობებში გარკვეულიყო და გაეგო რას გრძნობდა სანდროს მიმართ,მის დანახვაზე გული რატმ უცემდა გამალებით და რატომ კანკალებდა მის შეხებაზე?დათოც ხომ უყვარდა?კი მაგრამ ერქვა ამას სიყვარული?მაშინ რატო არ განიცდიდა დათოს სიახლოვის დროს იმ მუხტს რასაც სანდროსთან ყოფნისას?რატო არ იბნეოდა მასთან ასე?რატომ უნდოდა მასთანა ასე სიახლოვე?ნუთუ ნამდვილი და ამაღელვებელი სიყვარული ეს იყო რასაც სანდროს მიამრთ განიცდიდა და არა ის რაც დათოსთან ჰქონდა.ამ ფიქრებში ისე მიუახლოვდა სახლს რომ ვერც გაიგო.მეშვიდე სართული აირბინა და სახლის კარი შეაღო.როგორი მობეზრებული ჰქონდა ეს სიმარტოვის განცდა.ეს ცარიელი კედლები და ცივად მომზირალი ავეჯი უკვე გულს ურევდა.უნდოდა მის სახლშიც ყოფილიყ ჟრიამული და ხალისი,ამიტომ გადაწყვიტა ეს შვებულება რაც შეიძლება პოზიტიურად გამოეყენებინა და ყველანაირად გაეხალისებინა თავისი უფერული ცხოვრება ცოტათი მაინც.ნია და ლევანი მოსაწვევების შერჩევით იყვნენ დაკავებულები და სხვებისთვის არ ეცალათ.მთლიანად თავიანთი ქორწილის სამზადისით იყვნენ მოცულები და მათ ირგვლივ თუ კიდევ არსებობდა რამე არ აინტერესებდათ.ლექსოს ცოტა ხანში თეკოს გვერდით გამოეღვიძა,მძინარეს გემრიელად აკოცა ტუჩებზე და ოთახის კარი ისე გაიხურა რომ გოგოს არაფერი გაუგია.სანდრო სამზარეულოში ფუსფუსებდა. -რას შვები სანდრიკ?-თავზე ლექსო დადგა საქმეში გართულ სანდროს ისე რომ ვერაფერი გაიგო. -რავი ტო მომშივდა,თეკოს სძინავს,მირანდას ხომ არ ვთხოვ რამე გამიკეთე მეთქი და აი ფაქტიც სახეზეა რომ რაღაცას ვჯახირობ.-მოისაწყლა თავი ბიჭმა და საცოდავი თვალებით გახედა შამანაურს მომავალმა ცოლის ძმამ. -და მირანდა სადაა?ისევ აქაა?-ჰკითხა ლექსომ. -კი მისაღებში ზის და ტელევიზორს უყურებს.-უდარდელად უპასუხა სანდრომ და საქმის კეთება გააგრძელა. -იქ არავინაა.ეხლა არ გამოვედი მაგრამ ტელევიზორი გამორთული დამხვდა და არც მირანდაა სახლში.-გაუკვირდა შამანაურს მირანდას ასე წასვლა და რაღაცა იეჭვა. -კაი ტო რას მეღადავბი,იქ იჯდა ცოტა ხნის წინ და ეხლა სად გაქრა?-არ დაუჯერა გიორგაძემ შამანაურს და მისაღებ ოთახში გაიქცა მირანდას სანახავად,მთელი სახლი შემოიარა მაგრამ მჟავია იქ არ დახვდა.ძალიან გაუკვირდა გოგოს ასეთი საქციელი ვერც ვერაფრით ახსნა,ასე უთქმელად რატომ წავიდა.დაღონდა რადგან მისთვის უფრო ცდილობდა რაიმე მოემზადებინა,ცხოვრებაში ხომ ასეთი სურვილი არავის მიმართ არ გასჩენია თავისი თავის მიმართაც კი როდესაც მარტო ყოფილა მაშინაც კი არ გაუკეთებია თავისთვის საჭმელი,ეხლა კი როდესაც ასე მოდომებით და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა ყველაფერს მირანდა ადგა და წავიდა,ხო აი ესე უბრალოდ ადგა და წავიდა.მოწყენილი შევიდა სანდრო სამზარეულოში და ყველაფრის ალაგება დაიწყო.უკვე აღარფრის ხალისი არ ჰქონდა.მისი ასეთი რეაქცია ლექსოს არ გამორჩენია და თავისი ეჭვებიც ძალაუნებურად დაუდასტურა სანდრიკომ. -რა ხდება სან მორგწონს ეგ გოგო?-მოულოდნელად ჰკითხა ლექსომ სანდროს. -ვინ გოგო?-ვითომ ვერ მიხვდა საუბარი ვისზე იყო. -კარგად იცი ვისზეც გეკითხები,რა იყო ტო მიმალავ?-იწყინასავით შამანაურმა ლექსოს ასეთი საქციელი. -არა ტო,რას ვმალავ.ხო მევასებასავით რა მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე რა მემართება.ძალიან მინდა მასთან ახლოს ყოფნა,მაგრამ არა ისე როგორც სხვებთან,ეს განსხვავებული გრძნობაა მაგრამ თვითონ თითქოს გამირბის.-როგორც იქნა ვიღაცას გაანდო თავისი გრძნობები და ცოტა ამოისუნთქა. -შეყვარებული ხარ და ვერ გაგიგია შეენ?--ლექსოს გაეღიმა სანდროს ასეთ საუბარზე და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. -არა ტო,უბრალოდ გოგო მომწონს შეყვარებული არ ვარ ნამდვილად.-ბოლოს მაინც უარყო ყველაფერი გიორგაძემ და სამზარეულო დატოვა.ლექსომ გააგრძელა მისი დანატოვარი საქქმე,იცოდა თეკოს ძალიან უყვარდა მისი გაკეთებული საჭმელი,მითუმეტეს ეხლა რომ ორსულად იყო ასმაგად ანებივრებდა თავის გოგოს და შვილს რომლის დაბადებას მოუთმენლად ელოდა.სანდრომ დაიბარა მე გავდივარო და სახლში გვრიტები დატოვა მარტო.თვითონ კი ნაცნობ ბარს მიადგა, უნდოდა დაელია და მირანდა საერთოდ ამოეშალა თავისი გონებიდან,რომელიც ნელ ნელა ფესვებს უფრო და უფრო იდგამდა მის გულში,გონებაში და მთელ არსებას ეპატრონებოდა.ქალის სხეულის წარმოდგენისას ელექტროები მოძრაობას იწყებდნენ და გონება ებინდებოდა.მისი ნაზი დ ფაფუქი ტუჩების დანახვისას საერთოდ ეთიშებოდა ამ ქვეყანას იმდენად უნდოდა ეკოცნა და დაჰპატრონებოდა მთელს მის სხეულს და გულს და მხოლოდ მისით ეარსება.ბართან ჩამოჯდა და ბარმენს ტეკილა შეუკვეთა.მოსწონდა ეს სასმელი,რადგან ადვილად ათრობდა და გონებას ფიქრის საშუალება აღარ ჰქონდა.მთელი ბოთლი მოითხოვა და განმარტოებით მაგიდასთან ჩამოჯდა.დღეს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ისე უნდა დამთვრალიყო ერთი მაგარი ნაშა ეთრია და მასთან გაეტარებინა ეს ღამე.იქნებ ესე მაინც დაევიწყებინა მირანდა. ... ანა ძალაგამოცლილი მივიდა სახლში.ირაკლიზე ფიქრები არ შორდებოდა,.ძალიან განიცდიდა მის სიკვდილს.ასე უბრალოდ ადამიანი სასიკვდილოდ არ ემეტებოდა. იცოდა რომ ბექაც მის დღეში იყო მაგრამ რადგან კაცი იყო გრძნობებს თოკავდა და არ გამოხატავდა.მაგრამ ანას ყველაფერი სახეზე ეწერა.არ იცოდა რა გაეკეთებინა როგორმე ეს სტრესი უნდა გადაეტანა და ახალი ცხოვრება დაეწყო,რადგან ყველაფერი ცუდი უკვე წარსულში იყო დარჩენილი და ეხლა შეეძლოთ თავისუფლად ეცხოვრათ.თავისი განუყრელი მეგობარი რვეული და კალამი აირო და წერას შეუდგა.წერდა ყველაფერზე რაც ამ ბოო დროს გადახდა თავს მას და მის მეგობრებს.ყველაფერს რასაც გრძნობდა ბექას მიმართ,იმ შიშზე რაც ირაკლის გამო გადაიტანა და იმ ტანჯვის დასასრულზე რომელიც ირაკლის სიკვდილის გამო მოხდა.ყველაფერ დეტალურად აღწერდა და თითქოს გული უმშვიდდებოდა. იმდენი რამ რაც მის გულში იყო და ამ რვეულში წერდა არავინ არ იცოდა. ყოველთვის ყველას უმალავდა ბოლომდე გრძნობებს,არ უნდოდა ვინმეს წინაშე სუსტი გამოჩენილიყო და ამის გამო შესცოდებოდა თუნდაც მეგობარს, ამას ნამდვილად ვერ აიტანდა და თავს ძალიან ცუდად იგრძნობდა,ამიტომ მისი განუყრელი მესაიდუმლე ყოველთვის მისი დღიური იყო,სადაც დეტალურად აღწერდა მისი ცხოვრების ყველა დეტალს და ნიუანს,არასოდეს არაფერი არ გამორჩებოდა.როდესაც დღიურის წერას მორჩა,რვეული დახურა და გულზე დიდი სიმსუბუქე იგრზნო,მიხვდა რომ ამდენი ხნის მანძილზე ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და გააკეთა კიდეც.უკვე გვიანი იყო როცა წერ დაასრულა, სამზარეულოში გავიდა,იქ მოფუსფუსე დედა და გაზეთში თავჩარგული მამა დახვდა.იმდენად გაუხარდა მათი სახლსი ნახვა რომ ორივეს გულიანად დაუკცნა ლოყები და მათ წინ მოკალათდა.დედამ ჩაი დაუსხა და თვითონაც მიუჯდა მაგიდას.ისეთი მშვიდი და სასიამოვნო საღამო იყო არავის უნდოდა სიტყვებით გაფუჩება და ამიტომ ყველამ დუმილი არჩია.მშვიდად მიირთმევდნენ ჩაის და ერთმანეთთან ყოფნით ტკბებოდნენ.დიდხანია ასე მშვიდად და ლაღად არ უგრვნია თავი.ბოლო დროინდელი ამბების გადამკიდე მშობლები საერთოდ დაივიწყა დ სულ სხვაგან იყო გადართული.სასიამოვნო საღამო გამოუვიდათ.ჩაის სმას რომ მორჩა მშობლებს დაემშვიდობა და საძინებელში გავიდა,ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.