შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი [3]


17-02-2016, 02:19
ავტორი Nina))
ნანახია 7 324

არ ვიცი დღესდღეობით ამ გრძნობას რას ეძახიან,როდესაც ერთი ხელის შეხებაც კი კმარა მთელი რიგი ჟრუანტელის დასავლელად, მაგრამ ერთი კი ვიცი,მარიამ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ,ქვეცნობიერი კარნახობდა კიდევაც,მაგრამ იმდენად გამოუცდელი იყო,რომ ფაქტიურად არ კი არა,ვერ იმჩნევდა ამ ყველაფერს
-უკაცრავად?-უემოციოდ უპასუხა,არადა აშკარა იყო მამაკაცმა შეამჩნია მისი რეაქცია მის უბრალო შეხებაზე,მხოლოდ გაიღიმა მამაკაცმა და არ ჩაეძია
-ხომ გითხარი რომ დაგესვენა
-არაფერია,კარგად ვარ.-სახის მანჭვით წარმოსთქვა გოგონამ და აშკარად კიდევ უფრო დაეტყო ტკივილი,როდესაც მამაკაცმა ფრთხილად შეახო ხელები სახეზე
-ანუ,კარგად ხარ არა? რატომ იტყუებ თავს? არაფერია ამაში ცუდი,უბრალოდ მინდა რომ დაგეხმარო
-მე აქ სამუშაოდ ჩამოვედი და აუცილებლად შევასრულებ იმას რისთვისაც მოვედი აქ!-წელში გასწორდა გოგონა
-მაგრამ ერთი დღე არაფერს გიწყვიტავს
-წყვიტავს,არ მინდა ვინმემ რაიმე თქვას ჩემზე!-უფრო მკაცრად ჟღერდა გოგონას სიტყვები,ვიდრე აქამდე
-ვერავინ გაბედავს შენზე ცუდის თქმას...-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა წინადადება და როდესაც მიხვდა რომ ამით რაღაცისკენ წაიყვანა მათი საუბარი,იმ რაღაცისკენ,რომელიც კიდევ უფრო გაგრძელდებოდა და არ დაამსგავსებდა მათ დიალოგს ჩვეულებრივს შეჩერდა -ნება შენია..-გაუღიმა და წამით შეყოყმანდა,თითქოს პასუხს ელოდა მისგან,შეხმიანება გადაწყვიტა მარიამ,მაგრამ ხორხიდან ხმა არ ამოუვიდა,როდესაც საპასუხოდ დუმილი მიიღო მამაკაცმა, ზურგი აქცია გულაჩქარებულ გოგონას. მარია უყურებდა მის წინ მიმავალ სილუეტს,წარმოსადეგი,მხარბეჭიანი იყო ლუკა,ისე გრაციოზულად მიაბიჯებდა,ისე ამაყად მხოლოდ სიარულითაც შეეძლო ყურადღების მიქცევა,არასდროს დარჩებოდა ყურადღების მიღმა,არა იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა,როგორც მისი გარეგნობით,ასევე მისი საქციელებითაც,იგი ძალიან თავქარიანი მამაკაცი იყო,ყველაფერზე იყო წამსვლელი გართობისთვის,ეს იცოდა მარიამ,სწორედ ამის ეშინოდა,სწორედ ამის...
-დედამიწაზე ვართ,კერძოდ ბათუმში,სასტუმროს მისამართი და სახელწოდება ხომ არ გითხრა უფრო მეტი დაკონტრეტებისთვის?-ხელი ცხვირწინ აუფრიალა გოგონას
-ჰა,ელა?-დაბნეულმა წარმოსთქვა სიტყვები,თითქოსდა შუა სიზმრიდან ახალი გამოფხიზლებული ყოფილიყო
-აშკარად ცუდად მოქმედებს ეს მამაკაცი შენზე-ეშმაკურად ჩაიქირქილა,მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ მუჯლუნგი მიიღო...
როგორც ყველა ლუკას ხმაური სამწუხაროდ თუ საუბედუროდ მყისიერად არ გახმაურებულა ბოლოს მომხდარი ამბავი და არ იცოდა მამაკაცმა ეს კარგის მანიშნებელი იყო თუ ცუდის,როგორც მისმა მამამ ინება ზუსტად ისეთი გახდა ლუკა,მაგრამ მის ხასიათში ხულიგნური შტრიხები მაინც იყო,მაინც მიიწევდა რაღაც დაბრკოლებებისა და საშიშროებისაკენ მისი სხეული,ლუკაში ყველაფერი ერთმანეთს ერეოდა,მამაკაცურობა,სითავხედე,თავაზიანობა,თავქარიანობა და ერთად ისეთ სასიამოვნო სინთეზს ქმნიდნენ რომ მეტი ალბათ ფიზიკურად შეუძლებელი იყო..
მთელი დღე შეუსვენებლივ მუშაობდნენ გოგონები,სამაგიეროდ ამაღამ ჩიტივით თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ იქ წასულიყვნენ სადაც ინებებდნენ,მართალია მარიას არ ჰქონდა წუხანდელი ინციდენტის შემდეგ სადმე წასვლა გადაწყვეტილი,არ უნდოდა უფრო მეტი ყურადღების მიქცევა,ისედაც დიდი ყურადღება მიიქცია მისმა მდგომარეობამ და ურთიერთობამ ლუკასთან,მიუხედავად იმისა რომ მათ ურთიერთობა ფაქტიურად არც კი ჰქონდათ,ჰო,რას ვამბობდი,მართალია მარიას არ ჰქონდა ხალისი სადმე წასვლის,მაგრამ ელა რის ელა იყო რომ გოგონა არ დაეთანხმებინა,დიახადაც,მან შეძლო და გადმოიბირა მარია,ახლა კი გარდერობის წინ დგას და არჩევს რა ჩააცვას სიფრიფანა გოგონას
-ელა,ხომ იცი რომ ასეთი შეკრებები საშიშია?-ცდილობდა როგორმე გადაერწმუნებინა დაქალი ,მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა რომ ყოველი ცდა ამაო იყო
-არა,მარია,ვთქვი და მორჩა,აი ნახე ეს შავი შარვალი მოირგე-ზედმეტად ვიწრო შარვალი გაუწოდა გოგონას,ამ შარვალში თითქმის ვერ ჩაეტეოდა,ნუ მისი სხეულის ნაკვთები ჩაიჭყლინტებოდა
-მეხუმრები? არ ჩამეტევაა
-შემომხედე,შენზე სქელი ვარ მგონი ხო? მე მეტევა და შენ არ ჩაგეტევა? ბევრი არ მალაპარაკო იცოდე
-კარგი ხო-მორჩილად დაჰყვა ელას ნებას და სწრაფად ამოიცვა შარვალი,მართალი იყო გოგონა,მის ტანს იდეალურად დააჯდა,ახლა საკიდიდან უბრალო შავი მაისური ჩამოხსნა
-არა,ამას მართლა არ ჩავიცმევ,ზედმეტად ღრმად არის გული ჩაჭრილი-ამრეზილი თვალებით შეხედა ოთხკუთხედის ფორმად ჩაჭრილ მაისურზე
-ზედმეტი!-თვალები უბრიალა გოგონამ და როდესაც მიხვდა რომ იგი არ იყო ჩამცმელი ძალით გახადა საღამური და მის ნაცვლად მაისური გადააცვა - ჩემში ეჭვი არასდროს უნდა შეიტანოს ადამიანმა,როდესაც საქმე სექსუალურ ქალს შეეხება
-ნამდვილად,არ უნდა შევიტანოთ შენში ეჭვი,როდესაც საქმე ვულგარულად გამოწყობილ მრუშე ქალს ეხება! -რაც შეეზლო მეტი სარკაზმით წარმოსთქვა სიტყვები,იმ იმედით რომ დაქალს ეწყინებოდა და გადაიფიქრებდა მის წაყვანას,მაგრამ შეცდა,ელა არ მიეკუთვნება მსგავსი კატეგორიის დაქალებს,რომლებიც სწრაფად ბრაზდებიან - დაგნებდები,ოღონდ ეგ ჯინსის პერანგი გადმომიგდე - მუდარის თვალებით გადახედა გოგონას,ელამ ამჯერად დაუთმო და პერანგი ესროლა,მაგრამ როდეაც მარიამ ღილების შეკვრა დაიწყო სწრაფა შეაშველა ხელი
-ნუ დამალავ იმას,რაც კარგი გაქვს!
-ძალიან მოშიშვლებულია
-ხო და მაგიტომაც გაცვია ეგ პერანგი
-კარგი,ფეხზე? იმედია მაღლებით არ წამაბაკუნებ,თორემ სადმე ფეხს წამოვდებ და შეგარცხვენ!-დაემუქრა დაქალს და თავისივე ნათქვამზე აფხუკუნდა
-არა,ბოტები ჩაიცვი,მასეთი ადგილებისთვის ეგ არის ზედ გამოჭრილი
-მაგარია,რაღაცაში დავეთანხმეთ ერთმანეთს-ხელები აღაპყრო ცისკენ გოგონამ
-დამშვიდდი თორემ გადავიფიქრებ,ეგ ქერა თმა კი გაიშალე,რომ აგიწევია ანტენასავით-გამოაჯავრა გოგონამ და თმის სამაგრი ერთი ხელის მოსმით მოისროლა იატაკისკენ
-ცხოველი ხარ!
-მადლობა,ძვირფასო,ახლა კი მზად ვართ!
-მაინც ვერ ვხვდები ამ შუა ღამით სად მიმათრევ-მხრებს იჩეჩდა გზაზე გოგონა და ფეხს ითრევდა,ცდილობდა როგორმე გადაეფიქრებინა მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ამაო იყო ყოველი მცდელობა...

888
-ყოჩაღ,ზურაბ,როგორც ყოველთვის ყველაფერი გააფუჭრე
-მაია,რა თქმა უნდა,შენი შვილის დასაცავად ისევ მე გამოგყავარ დამნაშავედ!
-რატომ გავიწყდება ყოველთვის რომ იგი მარტო ჩემი შვილი არ არის და რატომ არასდროს გესმის მისი,ის ხომ ახალგაზრდაა?!
-სწორედ იმიტომ რომ ჩემი შვილია მაგიტომ ვცდილობ მის კაცად გაზრდას! გავიწყდება,მაია,რომ იგი ახალგაზრდა კი არა უკვე ოცდაშვიდი წლის ვირია,რომელსაც საედრთოდ არ გააჩნია სერიოზულობის ნატამალი
-ახლა მაინც რა გინდა? ყველა შენს მითითებას ხომ კარგად ასრულებს?
-იქნებ საწყალი ბექა შეკლული ჰყავს მუშაობით და მის ნაცვლად აკეთებინებს ყველაფერს,ეს ხომ ლუკაა?
-არ მესმის შენი,ზურაბ,ყოველთვის რატომ შეგაქვს ეჭვი მასში?
-მაია,რა უნდა ვიფიქრო? როდესაც ატირებული გოგონა მოდის ჩემთან და მეუბნება რომ ფრუჟერი სახეში გაუქანა?
-იქნებ მიზეზი ჰქონდა?!
-მის არაკაცურ საქციელს როდის გამოაქვეყნებენ გაზეთებში ღმერთი უწყის,ილოცე ,მაია,რომ რაიმე არ მოჰყვეს ამ ყოველივეს თორემ დავივიწყებ რომ ჩემი შვილია!
-შეიძლება ჩემი შვილი თავქარიანია,მაგრამ იგი არაკაცი არასდროს ყოფილა! შენთან საუბარს კი როგორც ვატყობ აზრი არ აქვს! -მოთმინება დაკარგულს სულ გადაავიწყდა ის რიდი,რომელსაც ქმრის მიმართ გრძნობდა და ყველაფერი პირში მოურიდებლად მიახალა
-ყოჩაღ,მაია,ავე!-გაბრაზებულმა მიაწია სიტყვები კარებში გასულ ცოლს და ფერდაკარგული ჩაესვენა სავარძელში...

888
-სულ ასე ჩხუბობენ? - ცოლ-ქმრის ჩხუბით განერვიულებულმა თიამ ჰკითხა ნატოს
-როდესაც საქმე ლუკას ეხება მაშინ კი,მეტიც ეს არაფერია სხვა ჩხუბებთან შედარებით
-მართლა?- გულწრფელად გაუკვირდა ქალს და მეტი დრამატირებისთვის სახეზე შემოირტყა ორივე ხელი
-მაგაზე ნუ იდარდებ,თია,სულ ასე ჩხუბობენ,მაგრამ მერე მალევე რიგდებიან,ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ ვერაფრით- ჩაეღიმა ცოლ-ქმრის ურთიერთობის გახსენებისას და საბრალო თიამაც შვებით ამოისუნთქა
-ღმერთი შეეწიოთ,ნეტა ამ ჯერზე რა დააშავა ბატონმა ლუკამ?
-არ ვიცი,მაგრამ ის ყოველთვის ერევა შარში...

888
-ახლა თიამ რომ იცოდეს სად ვიმყოფები ფეხით ჩამოვიდოდა და თმების ქაჩვით წამათრევდა უკან,თბილისში,ეს სად მომიყვანე?- მრისხანებას ვერ მალავდა მარია
-ცოტა გართობა არ გვაწყენდა
-ხომ იცი რომ ექსტრემალური სიტუაციბის მოყვარული ნამდვილად არ ვარ
-ცოტა ადრენალინი არ გაწყენდა- ხალხის დაჯგუფებისკენ წავიდა თავდაჯერებული ნაბიჯებით ელა და თან მარიაც წაიყოლა
-ეს ხომ არალეგალურია?! - კიდევ უფრო მრისხანე თვალებით შეანათა გოგონას
-იმდენი ხანია ეს არალეგალური საქმიანობა მიმდინარეობს ამ ადგილზე რომ ვერც წარმოიდგენ
-შეიძლება დაგვიჭირონ
-მაგრამ მათ არ დაესიზმრებათ,ეცადე თავდაჯერებული იყო!- მხოლოდ ესღა უთხრა და ერთ-ერთ მამაკაცს მიუბრუნდა,რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ ლიდერი იყო,ისე ქედმაღლურად იყურებოდა,ისეთი ირონიით..
-დღეს გართობა ჩვენც გვინდა, მანქანებში გადაგვანაწილე - ცხვირი აიბზუა გოგონამ,მამაკაცმა ზევიდან გადმოხედა გოგონას,მერე სათანადოდ შეათვალიერა,ალბათ იფიქრა შარს ხომ არ მოგვდებენო,შემდეგ მარიას მიუბრუნდა წრეზე შემოუარა და ბოლოს მისი თმები მოიქცია მუჭში,მარიას უსიამოვნო შეგრძნებისგან ლამის ღებინება დაწყებოდა,ამიტომ უხეშად მოიცილა მისი ბინძური ხელები,და ამზრეზილი თვალებით შეხედა
-კარგი,ოღონდ ეს გოგო ცოტა დაშოშმინდეს-მარიასკენ მიუთითა და გოგონას რაიმე მწარე რომ არ ეთქვა ელა ჩაერია
-გპირდებით პრობლემას არ ჩავთვლით-დამაჯერებლად წარმოსთქვა სიტყვები,ლიდერმა გარემო შეათვალიერა,ცდილობდა ეპოვა ორი ადამიანი,ვისაც მათ ჩაუჯენდა,ერთი როგორც ჩანს იპოვა და ელას ანიშნა წადიო
-შენ მართლა აპირებ იქ ჩაჯდომას?- გაკვირვებული თვალები მიაპყრო გოგონას
-არა მარტო მე!- მკაცრად ჩაილაპარაკა
-ხომ იცი რომ სიჩქარის ძალიან მეშინია?!
-ადრენალინი არ გაწყენდა!- - მხოლოდ ეს უთხრა და მარიას გაეცალა,უნდოდა გაეწიწა ეს გოგო,ამათთან რომ მარტო დატოვა,ასევე საშინელი სინანულის შეგრძნება უჩნდებოდა რომ გამოჰყვა,მაგრამ ახლა ვერაფერს შეცვლიდა,აქედა უხმოდ რომ წასულიყო არ გამოუვიდოდა,იფიქრებდნენ შემოგზავნილიაო და ცუდი დრე ელოდა,ამიტომ დაელოდა ლიდერის შემდეგ მიზანს,იგი დიდხანს იდგა ჩუმად და სახეზე ეტყობოდა რომ მიუხედავად მისი დუმილისა თავის გონებაში სრული ალიაქოთი ხდებოდა,ფიქრობდა ვისთვის მიეგდო ეს მოსიარულე ხიფათი,ბოლოს მზერა შორი-ახლო მდგარ,ასევე შავებში შემოსილ მამაკაცზე შეაჩერა,ირონიულად ჩაეღიმა და გოგონას მიუთითა მისკენ წასულიყო, მბჟუტავი ნათურები,რომლებთა შორის ძალიან დიდი ინტერვალი იყო,მკრთალად ანათებდნენ ასფალტს,აქ შეუძლებელი იყო გარჩევა სახისა,მაგრამ ეს მკრთალი შუქი მოულოდნელი წაბორძიკებისგან გიცავდა
-იმასთან მიდი-ასევე ირონიით წარმოსთქვა მამაკაცმა და ხელი მისკენ გაიშვირა
-მე...იცით...-გაბრძოლბა სცადა გოგონამ,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,წამების მეასედებში იგრძნო ძლიერი ბიძგი,რომელიღაცა გოგოსგან,ისიც ჩუმად დაჰყვა მის ნებას და გაუბედავი ნაბიჯებით წავიდა შემზარავად შესახედი მამაკაცისკენ,ფეხს ითრევდა და ცდილობდა დრო გაეწელა,თითქოს იმედი ჰქონდა რომ მამაკაცი დატოვებდა,მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც მცდარი იყო,როგორც კი მანქანას მიუახლოვდა ეგრევე დახუჭა თვალები და აგრეთვე თვალდახუჭული მოთავსდა წინა სავარძელზე და ხელებით ჩაებღაუჭა უხეშ მატერიას,სმენით მიხვდა რომ მამაკაცს ჩაეღიმა,რაზეც კიდევ უფრო მოეშალა ნერვები,შემდეგ თვალები გაახილა და როდესაც მის წინ ლუკა დაინახა სრული შოკი მიიიღო..
-შენ?-ძლივს წარმოსთქვა ერთი სიტყვა და პასუხის მოლოდინში გაირინდა
-როგორც ჩანს ჩვენ სექსუალურ ქერას ძალიან ჰყვარებია ექსტრემალური სიტუაციები!- წინადადების მოსმენის შემდეგ საშინლად ჩამოცხა მანქანაში,მიუხედავად იმისა რომ გარეთ ზაფხულის ფონზე არც თუ ისე ცხელოდა და პირიქით გრილოდა კიდევაც,მანქანაში ჰაერი დაიხუთა,გოგონამ ჯინსის პერანგი გაიძრო და უკანა სავარძელზე მოისროლა,არაფრით არ გაიტეხავს ახლა ლუკას წინაშე იხტიბარს,იცის რომ მერე აუცილებლად დასცინებს მამაკაცი თავის სისუსტეზე, ამას დამატებული არ უნდა მამაკაცის თვალში კრავად გამოჩნდეს,თითქოს თავის დაცვა არ შეუძლია,მითუმეტეს მაშინ,როდესაც მამაკაცი მასზე ასე ფიქრობს,პირველად იგრძნო მარიამ თავი ქალად,ლუკას ამ წინადადებამ რაღაც ამოუცნობი გრძნობა გააღვიძა მასში და არ იცოდა რა დაერქმია ამ გრძნობისთვის,ვნებათა აღზევება თუ?..
-იქნებ კარები მოიხურო და სტარტზე დადგე? - რაც შეეძლო მეტი თავდაჯერებით წარმოსთქვა გოგონამ,მამაკაცს გაეღიმა მის სიტყვებზე,მაგრამ თვალებში გაბრაზების სხივიც უკრთოდა
-როგორც მეტყვი,სექსუალურო ქერავ! - ხრიწიანი ხმით უჩურცულა მამაკაცმა ყურთან და გოგონამ მისი ტუჩების მოძრაობა იგრძნო,თან იმდენად ძლიერად რომ ეგონა დენმა დაარტყა,სისხლი აუდუღდა ვენებში,ისე ძლიერად ჩქებდა არტერიებსა და კაპილარებში რომ ლამის იყო იფეთქებდა,თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა სუნთქვისა და გულის დასარეგულირებლად,რომლებიც დაწსესებულ საზღვებს ძალიან გადაცდნენ
-შემდეგში იმედია უფრო თავაზიანი იქნებით,თავხედო ლუკა! - ნიშნისმოგებით უპასუხა გოგონამ და ამაყად გადახედა,მამაკაცს ხმა არ გაუღია,მანამ სანამ სტარტზე არ დადგნენ და ე.წ ლიდერს არ მიუყენეს გვერდით მანქანა,აშკარად იგრძნობოდა მათ მზერაში რომ ისინი მტრები იყვნენ,მხოლოდ ახლაღა მიხვდა გოგონა ლიდერის ირონიულ მზერას და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა იმის წარმოსადგენად რომ ვიღაცამ გამოიყენა
-აშკარად არ მოგწონთ ერთმანეთი,მეტიც თქვენი მზერით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მტრები ხართ - ამაყად ჩაილაპარაკა თავის თავში დარწმუნებულმა და ისე გაუხარდა თითქოს რაიმე საიდუმლო მისია ამოეხსნა
-ზედმეტ კითხვებს სვამ და საერთოდ მგონი შენი აქ ყოფნაც კი ზედმეტად ზედმეტია! თურმე ქერებს მსჯელობაც შეგძლებიათ - მკაცრად ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ლუკამ და გოგონამ შეამჩნია როგორ დაებერა ძარღვები
-მე სადაც მინდა იქ ვიქნები,იმედია არ გგონია რომ შენს მანქანაში ჯდომა მსიამოვნებს,არა უბრალოდ მე გართობა მინდოდა,ადგილი კი სხვაგან არ იყო, ეს კომენსალიზმია, პრინციპში მეეჭვება ამ სიტყვის ახსნა იცოდე - თავისი პასუხით კმაყოფილი საზურგეს მიაწვა,მაგრამ ეგრევე მოწყვეტით წამოიწია,როდესაც მამაკაცის პასუხი გაიგო
-სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა,რასაც ვსწავლობდი ხარისხიანად ვსწავლობდი,სექსუალურო ქერავ,შეგიძლია ახლავე გადახვიდე თუ ასე არ გსიამოვნებს ჩემს მანქანაში ჯდომა
-მე უბრალოდ გართობა მინდა,ამიტომ კომპრომისზე მივდივარ - უდარდელად გაუღიმა გოგონამ
-კარგი,იმედია ღვედს შეიკრავ
-არა,ასე უკეთესია,უფრო ექსტრემალური იქნება- გაკაპასდა მარია
-ნამდვილად არ მინდა ჩემს მანქანაში ვინმე მოკვდეს - უდარდელად ჩაილაპარაკა ლუკამ და ანიშნა ღვედი შეეკრა,მაგრამ გოგონა მაინც მისას მიუყვებოდა, ბოლოს ლუკა მოთმინებიდან გამოვიდა,ღვედი მოიხსნა,გოგონასკენ გადაიწია და სანამ ხელით ღვედს უკრავდა,მანამ თვალებით ამყარებდა გოგონას თვალებთან კონტაქტს,ეს მზერა უკვე აუტანელი გაუხდა გოგონას და თვალები დაბლა დახარა,თან რაც შეეძლო უფრო მყარად მიაწვა საზურგეს, ხაფანგში მომწყვდეულ თაგვს წააგავდა მარია ლუკას პირისპირ,ეს ზედმეტად მცხუნვარე და მწველი მზერა იყო,იმდენად გამჭოლი რომ ცოტაც და დაიფერფლებოდა,ამოსუნთქვასაც კი ვერ ახერხებდა გოგონა და იჯდა სუნთქვა შეკრული და პირღია,როდესაც მამაკაცი ოდნავ მისი ტუჩებისკენ დაიხარა გოგონამ თვალები დახუჭა,მაგრამ შვებით ამოისუნთქა,როდესაც მის წინ სიცარიელე იგრძნო
-ზედმეტად მგრძნობიარე ხარ,სექსუალურო ქერავ!
-მე გაგაფრთხილე
-მე კი არ გავითვალისწინე- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა
-უტიფარი ხარ!
-შენ კი სექსუალური ქერა!
-ჯანდაბა,როდესმე შეწყვეტ ჩემთვის ამის ძახებას? -მამაკაცი თავიდან დაფიქრდა,თითქოს წყვეტდა გონებაში, შეეწყვიტა თუ არა,მაგრამ მყისიერად ცალყბად გაუღიმა გოგონას
-რა თქმა უნდა,არასდროს! -მერე მოულოდნელად მანქანა ასფალტს მოწყდა და მოულოდნელ სიჩქარეზე ორგანიზმა სათანადოდ იმოქმედა,თითქოს ის ადრენალინი რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გოგონას არ მიეღო ახლა მოაწყდა ერთდროულად და ისეთ შეგრძნებას უქმნიდა თითქოს გული ეკუმშვებოდა,თითქოს სუნთქვაც არ შეეძლო,თვალები დახუჭა მარიამ და თვალებდახუჭულმა ეცადა მამაკაცის ხელები მოეძებნა, ახლა მამაკაცის ხელები იმას წარმოადგენდა მარიასთვის,რასაც უდაბნოში ჩარჩენილი მგზავრისთვის - წყალი, ან თუნდაც სიბნელეში გზააბნეული მგზავრისთვის სინათლის სხივი, მოძებნა მამაკაცის ხელები და თავისი სუსტი მტევნები შეაგება,სწრაფად ახლართა თითები მასში და როდესაც მამაკაცის ძლიერი ხელების მოჭერა იგრძნო წამით თვალები გაახილა და ლუკას ღია თაფლისფერ თვალებს,თავისი ლურჯი თვალები შეაგება,მუდარით სავსე თვალები ჰქონდა მარიას,რომელშიც უსაშველო შიში უკრთოდა,მამაკაცმა ერთი მზერითაც შეძლ გოგონას აზრების წაკითხვა,მან თავიდანვე სულიერი კავშირი დაამყარა ამ გოგოსთან, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ეცადა თავისი ფიქრები დაედასტურებინა
-არ ითხრა რომ სიჩქარის გეშინია..- გოგონამ ჩუმად დაუქნია თავი - პირველად ხარ ასეთ სიტუაციაში? - კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები,როდესაც გოგონას მოისმინა
-ცხოვრებაში პირველად..-იმდენად გაუბედავად და სასოწარკვეთილად ჟღერდა გოგონას სიტყვები,მამაკაცს უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა გულის არეში, ლუკას არასდროს დაუკარგავს პირველობა,მსგავს შეკრებებზე სულ პირველი იყო და გამარჯვებულის ტიტულით ბრუნდებოდა უკან,მისთვის ეს სახელი იყო და მეტი არაფერი,ახლაც სულ რამდენიმე კილომეტრი აკლდა გამარჯვების მოსაპოვებლად,როდესაც გოგონას სიტყვები მოესმა
-მეტისმეტია,ვეღარ გავუძლებ...-გოგონამ თვალები მილულა და ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის რომ მამაკაცს ყველაფერი დაეთმო,გამარჯვებაც კი,რომ კვლავ შეეხედა გოგონას ღრმა ლურჯ თვალებში,სხარტად დაამუხრუჭა ისე რომ მარიასთვის ხელი არ გაუშვია,სწორე ასევე მოიგერია საჭე და ერთი ხელის მოსმით გოგონა თავის სავარძელზე გადმოიყვანა და გულზე მიიხუტა...


-------
ისედი დაცლილი ვწერ ამ თავს მეტი რომ არ შეიძლება,
მადლობა რომ კითხულობთ და აზრს აფიქსირებთ კომენტარებში,
მიყვარხართ! <3



№1 სტუმარი ...………

gaagrdzele <3

 


№2 სტუმარი xato

kargiaaa dzaliann

 


№3  offline წევრი kiko

არ მესმის იმ ადამიანების ვისაც სიჩქარის ეშინიათ. ძალიან ძალიან კარგია ❤

 


№4  offline წევრი kora

თბილი და საყვარელი ისტორიაა love
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Lanuka lanu

Au ra kargi iyoo dzn momwons es istoria.veli shemdeg tavs

 


№6  offline წევრი Pepper

ოჰოოო რასაყვარელი თავი იყოოო <3
ლუკაა ძაააალიანსაყვარელიააა ^^
ველი მომვდევნო თავს

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

კარგია მომწონს და უკვე ველოდები შემდეგ თავს wink

 


№8  offline წევრი Xati Zaalishvili

Kargiaa kargiaaa dzaaliann momwonss ♥♥♡♡

 


№9  offline მოდერი Nina))

ძალიან საყვარლები ხართ,ბავშვებო,მადლობა დიდი love
მიყვარხართ love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10 სტუმარი Black

Umagresi gogo xar <3;) velodebi shemdeg tavs

 


№11  offline მოდერი Nina))

მადლობა,საყვარელო. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12  offline წევრი tikkit

ძალიან კარგიააა.წარმატებებიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent