შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(11)


17-02-2016, 19:06
ავტორი zoi
ნანახია 2 273

-არა მზია დეიდა,თქვენი სიტყვები არა მე იმან გამაოცა როგორ იმორჩილებდით ვაჟს,როგორ დადიოდა თქვენს ჭკუაზე.
-ეს ადრე იყო სანდრა,მე რომ მასზე გავლენა მქონოდა ჩემი დაჟინებული თხოვნით შენს დაბრუნებას შეეცდებოდა,მაშინ როცა კიდევ ერთხელ გიპოვნა შეეცდებოდა დაებრუნებინე მაგრამ აიჩემა ვძულვარო,შენ სიძულვილი არ შეგიძლია ამას ვერ დავიჯერებ,მე რომ მიჯერებდეს არ ივლიდა ისეთ საზიზღარ ადგილებში სადაც ასეთი საშინელებები ხდება და ახლა შენთან მოსვლაც არ მომიწევდა.სანდრა გევედრები ასე ნუ მომექცევი,გინდა დაგიჩოქო?გინდა განადგურებული მნახო?ამაზე მეტად მე ვეღარ გავნადგურდები.შენ იცი რასაც ნიშნავს ჩემთვის ალექსანდრე,ეს სამყარო იმიტომაა მისაღები ჩემთვის რომ ის მაჩუქა,ერთადერთი ვაჟი,შენ ხომ იცი რომ ციხეში ვერ გადარჩება,ნუთუ მე და გოგის გაგვიმეტებ ამისთვის?ანას მასაც ასე მოექცევი?მერე რა რომ არასდროს მინდოდა შენი და ალექსანდრეს ურთიერთობა ქორწილით დამთავრებულიყო,მე ყოველთვის ვიცოდი როგორი იყავი,რამდენად დიდი გული გქონდა,შენნაირი კეთილი არავინ შემხვედრია,მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა ,რომ ალექსანდრეს ვეწინააღმდეგებოდი როდესაც შენზე და თქვენს სამომავლო ქორწილზე მელაპარაკებოდა,ხო ხო ის ამაზეც კი ფიქრობდა,შენ მაინც კეთილი იყავი,არ მახსოვს თუნდაც ბრაზიანი თვალებით შემოგეხედოს,შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამაყეს ვგრძნობდი როცა შენ მესალმებოდი,ვამაყობდი რომ ჩემმა ალექსანდრემ ასეთ გოგოს შეაყვარა თავი,ისე გიყვარდა მეც კი მპატიობდი ყველაფერს ახლა რა მოხდა?შენ უბრალოდ არ შეგიძლია ასე მომექცე,ვერ გამწირავ უბრალოდ ვერ შეძლებ,ურთიერთობები ასე მარტივად არ ქრება,რომ არ გიცნობდე რომ არ ვიცოდე როგორი ხარ ვიფიქრებდი მართლაც ამოგვრეცხა გულიდან მეთქი მაგრამ ვიცი რომ ახლა შენც ძალიან განიცდი,ხოო შეიძლება აღარც გიყვარს მაგრამ თქვენს მოგონებებს,ბავშვობას ვერ დაივიწყებ.შენ ის უნდა გადაარჩინო შენ ჩვენ უნდა გადაგვარჩინო.
მზიამ უშველებელი მონოლოგი ჩაამთავრა და ცრემლიანი თვალები განაჩენის მოლოდინში დახარა.სანდრას უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა მოთქმით რომ არ ატირებულიყო,მაინც გამოეპარნენ ცრემლები თვალებს,მაინც დაუნამეს სახე,რა უნდა ეთქვა მზია მართალი იყო,მაგრამ რა ექნა იმ ტკივილისთვის გულში რომ ჰქონდა,დამცირებისთვის,უნდობლობისთვის დაცინვისთვის.ამაყი ადამიანები ამ ყველაფრის დავიწყებას ვერ ახერხებენ.არც ის ადარდებდა რომ თანამშრომლები უყურებდნენ არც ის რომ ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოყვებოდა.ახლა უნდა ეთქვა მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული სათქმელი
-მართალი ხართ,მე არასდროს არავინ შემძულებია,მიუხედავად იმისა,რომ ასე მეგონა და მასაც ვუთხარი,მძულდა ასე არ მოხდა,მე არც ერთი თქვენგანი არ შემზიზღებია თუმცა კი იმსახურებდით,იმაშიც მართალი ხართ იმდენად მიყვარდა რომ მთელ მის ოჯახს ვაღმერთებდი,თქვენიც მესმოდა რომ ჩემნაირი გოგო არ გინდოდათ მაგრამ არ მეგონა თუ დაიმორჩილებდით შვილს,ეს ახლა სალაპარაკო აღარაა მე უბედნიერესი ქალი ვარ დედამიწის ზურგზე და ახლა თქვენი მადლიერიც კი ვარ რომ არ მოგვეცით საშუალება ურთიერთობა გაგვეგრძელებინა,ახლა ხომ ერთი ოჯახის ქალი ვიქნებოდი რომელსაც მუდმივად პრობლემები აქვს დედამთილთან და ქმარიც ისეთი უნებისყოფო ყავს ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად,ამხელა წარმატებას ვერ მივაღწევდი და მაშინ მართლა ისეთად ვიქცეოდი როგორ მომავალსაც თქვენ მიწინასწარმეტყველებდით.მაგრამ ერთ რამეში ცდებით მე არც ისეთი კეთილი ვარ,ერთი წამითაც არ ვუშვებ რომ ალექსი ციხეში ჩაჯდება,რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებ მაგრამ საშინლად,ეგოისტურად, ბოროტულად მსიამოვნებს თქვენი სიტყვების მოსმენა,კარგად ვიცი არანაირად რომ არაა ეს კარგი საქციელი და გამართლება რომ არ აქვს მაგრამ მიხარია რომ როგორც იქნა მიხვდით როგორ ცდებოდით წლების წინ.იცით თქვენი მადლობელი უნდა ვიყო ყველაფრის გამო,თქვენ რომ არ დაგემცირებინეთ,მიწასთან არ გაგესწორებინეთ ერთი უბრალო მაგრამ საშინლად მწარე წინადადებით მე შეიძლება ვერც კი მიმეღწია ამხელა წარმატებისთვის,მე თქვენს გამო,ყველა იმ ადამიანის გამო ვინც ვერ დამაფასა შევძელი და ასეთად ვიქეცი.თუმცა არ ვამაყობ იმის გამო რომ წლებია ეს ბოღმა მახრჩობს მაგრამ ნაწილობრივ ამის დამსახურებაა რომ ახლა მყარად ვდგავარ მიწაზე და თქვენნაირების აღარ მეშინია.ახლა ვიცი რომ თუ ადამიანს არ მოსწონხარ აცადე მოძებნოს შენზე კარგი იქნებ არსებობენ კიდეც ეგეთები,მაგრამ როცა მიხვდება რომ შენსავით თურმე არავინ არ დასჭირვებია არასდროს უკვე გვიან იიქნება.
-სანდრა არ გინდა ნუ მკლავ,გთხოვ ნუ მომასმენინებ ამ ყველაფერს,ნუ მომასმენინებ რა უვარგისი ვარ,როგორ მოგექეცი,გეფიცები ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ის ყველაფერი ამდენი წელი გემახსოვრებოდა,ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენც ცხოვრებას შევცვლიდი,საქართველოდან რომ წახვედი ვერ ვიჯერებდი.გინდა პატიება გთხოვო?ეს ხომ არაფერს შეცვლის?ეს ყველაფერი უკვე იყო,მაპატიე რომ ასეთი ვარ,მაპატიე რომ ეგოისტი ვარ.მიხარია რომ ახლა კარგად ხარ და ბოდიში რომ ამ ყველაფრის გახსენება გაიძულე.
ორი განადგურებული ქალი იდგა ერთმანეთის პირისპირ,ორივე ნანობდა თავის საქციელს,ერთი წლების წინ ჩადენილს მეორე კი იმას ნანობდა რასაც იმ წუთს აკეთებდა.ნანობდა რომ ასეთი იყო,რომ ვერ ივიწყებდა მანამ სანამ არ ამოთქვამდა,საშინლად ეზიზღებოდა თავი როდესაც მზიას ელაპარაკებოდა მაგრამ რომ არ ეთქვა უფრო შეზიზღდებოდა დაგროვებული ბოღმა მოკლავდა.მზია უიმედოდ შეტრიალდა,არც ამტყუნებდა სანდრას,უბრალოდ ესმოდა მისი და ამიტომაც წავიდა,სანდრა ხედავდა როგორ უკანკალებდა მხრები და თავი სძულდა ავადმყოფ ქალს ასე რომ ელაპარაკა.ახლა რომ არ ეტირა მოკვდებოდა,საპირფარეშოში გაიქსა,ყველა გაოგნებული დატოვა.ვისაც არ ეზარებოდა ყველამ მოისმინა სანდრას ამბავი,ყველამ ჩურჩული დაიწყო,
-აი თურმე რა ყოფილა უგრძნობი გოგოს უკან
-არ მეგონა ასეთი რამე თუ იქნებოდა
რიჩარდს ფერი არ ედო სახეზე,ვერ იტანდა როდესაც ალექსანდრეს სანდრასადმი გრძნობებზე ლაპარაკობდნენ.ვერ იტანდა ატირებულ საცოლეს და საერთოდ ვერ იტანდა მას რომ რამე აწუხებდა,ზუსტად იცოდა რომ სანდრა საშინლად განიცდიდა თავის საქციელს,თვიტნაც გაყვა საპირფარეშოში.სანდრას კარი ჰქონდა ჩაკეტილი.
-საყვარელო გამიღე გთხოვ
ცოტა ხანში საკეტი გადატრიალდა,სანდრას სულ ჩაწითლებული ჰქონდა თვალები,საშინლად კანკალებდა,შევიდა თუ არა რიჩარდი მოეხვია და უფრო აქვითინდა.
-რიჩარდ მრცხვენია შენი
-ჩუ ჩემო სითბო რას ამბობ,შენ საერთოდ არავისი არ უნდა გრცხვენოდეს იმიტომ რომ საუკეთესო ხარ გინდა სახლში წაგიყვანო?
სანდრამ თავი დაუქნია,რიჩარდმაწელზე მოხვია ხელი და საპოირფარეშოდან გამოიყვანა,ყველამ ცნობისმოყვარე თვალები გააყოლა.აღარავის უნდოდა სამუშაოს დაბრუნებოდა ყველა შესაზლო ვარიანტებს განიხილავდა ზოგი ამბობდა ისევ ალექსანდრე უყვარსო ზოგი ამბობდა მგონი რიჩრდი შეუყვარდაო,ზოგს ეგონა რიჩარდი და სანდრა დაშორდებოდნენ იმდღევანდელკის გამო.ერთადერთი ლიკა არ ფიქქრობდ აარაფერს,ვერ ფიქრობდა,თავის მაგიდაზე ედო თავიდა ცრემლები სცვიოდა.ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ის ქალი ვინც ალექსანდრეს დღემდე არ ავიწყდებოდა სანდრა იყო.ალექსანდრეს არასდროს დაუმალავს მისთვის რომ არ უყვარდა,უბრალოდ ჰქონდათ ურთიერთობა და ზედმეტ ვალდებულებებს ერიდებოდნენ.ამას იმიტომ დასთანხმდა ლიკა რომ საშინლად უყვარდა,რომ არ ყვარებოდა ვერ აიტანდა,ვერ აიტანდა როგორ უყურებდა ალექსანდრე სანდრას ფოტოებს ინტერნეტ სივრცეში,ცრემლებს ვერ შეიწმენდდა და ალექსანდრეს ვერ სთხოვდა რომ წარსული დაევიწყებინა და ცხოვრება დაეწყო.სანდრას მიმართ ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი,თავიდან კი ხვდებოდა როგორ ეჭვიანობდა სანდრა მასზე და რიჩარდზე მაგრამ ყველაფერი გააკეთა რომ ეს შთაბეჭდილება გაქრობოდა.ყოველთვის მოსწონდა სანდრას პროფესიონალიზმი.თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ახლა შეიძულა,მეტიც უფრო ამაღლდა მის თვალში,მან შეძლო არ დამონებოდა სიყვარულს,სიამაყე არ დაევიწყებინა,უარი ეთქვა ყველაფრის გამოსწორებაზე და წასულიყო,სანდრა ასე მოიქცა და წარმატებასაც მიაღწია,თვითონ კი ამას ვერ აკეთებდა, ვერ ტოვებდა,მიუხედავად იმისა რომ იცოდა მზიას არ მოსწონდა,იცოდა რომ ალექსანდრეს ისე არ უყვარდა როგორც სანდრა,არც იდეალური პარტნიორი არ იყო მაინც ვერ დატოვა,მაინც ყოველ ღამე ელოდებოდა მის ზარს კარზე.ყველა ერთად რომ ჩურჩულებდა ვეღარ აიტანა.
-გეყოთ გესმით? მორჩით სალაპარაკო გაგიჩნდათ?არაა ეს ყველაფერი თქვენი განსახილველი
-ლიკა რა დაგემართა შენ რა არ გაინტერესებს რა ხდება ამ გოგოს ცხოვრებაში?
-მისი ცხოვრება ჩვენ არ გვეხება
-მოიცა მოიცა,როგორ არა შენ გეხება მახსოვს შენ და ალექსანდრე ერთ დროს ერთად იყავით,,,ვაუ სასიყვარულო ოთხკუთხედი შეიკრა
-ნანა არ გაჩუმდები?თქვენ უკან არც თქვენ გაჩერდებით?კაცები არ ხართ?ნუთუ ჭორაობა გეხალისებათ საქმე არ გაქვთ?რომელი შეძლებდით იმის მიღწევას რაც სანდრამ გააკეთა,უცხო ქვეყანაში სულ მარტო, შეძლებდით გამარჯვებული დაბრუნებულიყავით სამშობლოში?გეყოთ ამდენი ბუტბუტი არაა თქვენი განსახილველი მისი პირადი
-ლიკუნ არ გინდა,მისი პირადი ახლა ყველას აინტერესებს და ნებისმიერი ჟურნალი დაინტერესდება ამ თემით
-საერთოდ ვის გელაპარაკებით
ლიკა გაბრაზებული გამოვიდა შენობიდან.ყველაფერი არეული ჰონდა,ჯერ ალექსანდრეზე ნერვიულობის გამო,მერე სანდრას და მზიას გამო.თვითონ არ იყო ადვოკატი,თვითონ რომ შეძლებოდა არც დაფიქრდებოდა ისე გახდებოდა მისი დამცველი მაგრამ არ შეეძლო.სანდრას მისამართი გაიგო და მასთან წავიდა.
რიჩარდი ჩუმად იჯდა სანდრას იხუტებდა და თმაზე ეფერებოდა
-სანდრა ასე ნუ ხარ მითხარი რამე
-ვერ ვიტან,ვერ ვიტან რომ მე ასეთი ცუდი ვარ შენ კიდევ იდეალური,ახლა მზია ცუდადაა ვიცი მე კიდევ ისეთი ბოროტი ვარ რა საშინელებები აღარ ვუთხარი,შენ ასეთ ცოლს იმსახურებ?
-სითბო რამდენჯერ უნდა გითხრა რომ გიმსახურებ კი არა უბრალოდ შენს გარეშე არ ვარ,ვერ ვარ უბრალოდ არ შემიძლია,შენ არ ხარ ბოროტი,ეს უბრალოდ შეუძლებელია
-აბა რატომ ვერ შევძელი ამდენი წლის მანძილზე ყველაფრის დავიწყება,რატომ გამიხარდა მზიას თხოვნა,კარგი ადამიანები ასე არ იქცევიან.
-რას აპირებ?
-რა თქმა უდნა დავიცავ
რიჩარდს გაეღიმა და გაუკვირდა რომ არ გაბრაზდა,თავისი თავის გაუკვირდა.
-პირველი სტატია რომ წაიკითხე იმის მერე ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდი
-შენ ხომ არ ბრაზობ?
-რაზე უნდა ვბრაზობდე სულელო?იდიოტ ალექსანდრეზე?პირიქით მიხარია თუ გადაარჩენ
-მართლა?
-აჰაამ,ხომ ვიცი რომ ამის არ გაკეთებას თავს ვერ აპატიებ ამიტომ ჯობს ის იდიოტი მალე გამოვიყვანოთ
-ანუ დამეხმარები?
სანდრას თვალები გაუბრწყინდა,აქამდე ყოყმანობდა რიჩარდისთვის ეთქვა რომ ალექსანდრეს დაიცავდა.მისი პასუხი საშინლად ესიამოვნა.რიჩარდს მკერდიდან მოშორდა და გახარებულმა შეხედა,თავი რომ დაუქნია მაგრად მოხვია ხელები
-იცი როგორი ბედნიერი ვარ შენ რომ შეგხვდი?
-როგორი?
-ისეთი რომ შემიძლია ჩახუტებით გაგგუდო
რიჩარდი პასუხის გაცემას აპირებდა კარზე რომ ზარი დარეკეს,თვითონ გააღო გაუკვირდა ლიკას დანახვა
-ლიკა?რა ხდება ხომ კარგად ხარ ცუდად გამოიყურები
რიჩარდმა ლიკა მისაღებში შეიყვანა,სანდრასაც გაუკვირდა ლიკას სტუმრობა
-ლიკა?რა ხდება?უკვე აგორდა არა სკანდალი
-სანდრა შენთან ლაპარაკი მინდა
-მოდი დაჯექი ყავას გაგიკეთებ გინდა?
-არა უბრალოდ მომისმინე
სანდრა ვერ მიხვდა რა ჰქონდა ასეთი სერიოზული სათქმელი.
-სანდრა ვიცი რომ გაგიჭირდება,არ იქნება შენთვის ადვილი,მითუმეტეს მართლა დიდი სკანდალი იქნება ჩვენი თანამშრომლების ენაჭარტალობას თუ გავითვალისწინებთ,მაგრამ მიანც უნდა გთხოვო რომ ალექსანდრეს დაეხმარო,მე რომ შემეძლოს ამას არ გთხოვდი მაგრამ არ შემიძლია,არც ჩემთვისაა ადვილი მაგრამ ახლა ალექსის ბედი უფრო მადარდებს
ლიკა ისეთი დაძაბული იყო და ისე უჭირდა ლაპარაკი,სანდრას გაეცინა როცა ბოლომდე თქვა ყველაფერი.
-ოხ ალექს ალექს,ანუ ის გოგო შენ ხარ ანა რომ მიყვებოდა?
ლიკა დაიბნა სანდრას რეაქციაზე ვერ მიხვდა რა აცინებდა,სანდრამ ალექსს რომ გაუსვა ხაზი,გაახსენდა როგო ბრაზობდა ალექსანდრე როცა ასე მიმართავდნენ,ლიკამ თავი ჩაქინდრა
-არასდროს მაძლევდა უფლებას ასე მიმემართა
სანდრას კიდევ გაეცინა,გაახსენდა მარტო თვითონ რომ ჰქონდა ამის უფლება.
-ალესანდრე გამოუსწორებელ რომანტიკოსად როდის იქცა ნეტავ?აი შენ რომ რომანტიკოსი ხარ უკვე ვიცი
-სანდრა მაკვირვებს შენი რეაქცია რას გულისხმობ?
-ანა ჩემი მეგობარია,ხომ იცი ალექსის ანა,ხოდა მახსოვს როდისღაც მითხრა რომ ერთ კარგ გოგოს სიგიჟემდე უყვარს ალექსი,ის კი მოგეხსენება იდიოტია და ვერ აფასებს ამ სიყვარულს,უფ მეც ვთქვი რა ახალი რამე,სიყვარულის დაფასება რომ არ იცოდა მაგალითი აგერ ვარ მაგრამ ახლა მე და შენ უნდა ვიზრუნოთ , იდიოტ თავში შეუშვას რომ არ შეიძლება მოსიყვარულე ქალის არ დაფასება კარგი?
სანდრა სიცილით ლაპარაკობდა,უხაროდა რომ შეძლო ალექსანდრეზე ბრაზის გარეშე საუბარი,მიხვდა რომ უკან დიდი ტვირთი მოიტოვა,საერთოდ აღარ აღიზიანებდა თავისი და ალექსის საერთო წარსულის გახსენება,პირიქით უკვე ხუმრობდა კიდეც იმ ყველაფერზე.ლიკასაც გაეღიმა.
-ანუ დაიცავ?
-ლიკუნ ეგ ჯერ კიდევ მანამ გადავწყვიტე სანამ მზია შემოვიდოდა და სცენებს მოვაწყობდი
-კი მაგრამ...
-ხო რას ვიზამთ მზიას არ ვუთხარი,უბრალოდ არ შემეძლო რომ ის ყველაფერი არ მეთქვა.ვიცი მზიასთან ასე რომ არ უნდა მელაპარაკა მაგრამ არ ვარ იდეალური ნუუ
სანდრამ ისევ გაიცინა,სამზარეულოდან რიჩარდმა გამოსძახა
-გოგოებო გეყოთ ჭორაობა შემოდით ჩემი გაკეთებული ყავა უნდა დაგალევინოთ
სანდრა ადგა და ლიკაც გაიყოლა.სრული იდილეა იყო მათ ოჯახში.ცოტა ხანს სამზარეულოში იყვნენ,ბევრი იცინეს,სანდრა უყვებოდა ალექსის ბავშვობაზე და ბევრს აცინებდა.რიჩარდიც კი არ გრძნობდა დისკომფორტს ალექსანდრეზე საუბრისას.სანდრას ძალიან მოეწონა ლიკა.გაეცინა კიდეც რომ გაახსენდა როგორ ეჭვიანობდა მასზე,მიხვდა რომ ლიკა იმაზე კარგია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და იმასაც მიხვდა რომ აუცილებლად იმეგობრებდნენ.და სადღაც გულის სიღრმეში გადაწყვიტა რომ ალექსანდრესთანაც დაალაგებდა ყველაფერს და ისევ მეგობრები იქნებოდნენ.სიყვარულის მერე მეგობრობა წარმოუდგენელია მაგრამ როგორც ჩანს ეს მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ სიყვარულს ეხება.
-ლიკა გამომყვები?ან საერთოდაც გინდა ნიკოს ვთხოვ და ნანას მაგივრად ჩემი ასისტენტი იყავი.ამ საქმეშიც დამეხმარები
-მართლა?გააკეთებ ამას?
-ხო აბა რას ვიზამ
ლიკას გაუხარდა რომ სანდრასთან იმუშავებდა და პატარა წვლილს მაინც შეიტანდა ალექსანდრეს საქმეში.სანდრამ ნიკოს დაურეკა იმ საქმეს ავიღებო უთხრა და ისიც სთხოვა ხვალიდან ლიკა ჩემი ასისტენტი იქნებაო.ნიკომ საბუთები გადაუგზავნა ფოსტით.მთელი დღე კითხულობდნენ,რიჩარდიც გაეცნო ყველაფერს,მერე სადღაც გავიდა.არც ისეთი ადვილად იყო ყველაფერი მაგრამ უარესებიც უნახავს.ერთი შეხედვით ალექსი დამნაშავეს გავდა მაგრამ ამის არც ერთს სჯეროდა.ალექსანდრე დააკავეს რაღაც აშკარად საეჭვო რეპუტაციის კლუბში,სადაც ორი გვამი იყო.მასთან ერთად ერთიც დააკავეს მაგრამ როგორც ჩანს მისი უბრალოება ამ საქმეში რამდენიმე ათასმა ლარმა წამსვე დაამტკიცა.რა უნდოდა მათთან ეს არავინ იცის.როგორც ჩანს გარდაცვლილებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ და დაიხოცნენ კიდეც ამის გამო.ალექსანდრე კი დანაშაულის შესაწმინდად საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა,არც ფულიანი და არც ვინმე მაღალჩინოსანთან დაახლოვებული პირი იყო.
-ღმერთო ჩემო რა დროში ვცხოვრობთ ასეთები არ უნდა ხდებოდეს.
სანდრამ საქმის გაცნობისთანავე მოითხოვა ბრალდებულთან შეხვედრა,საღამო იყო მაგრამ მიაღწია შეხვედრას.ლიკაც გაყვა მაგრამ ის არ შეუშვეს.ალექსი სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული,რომ უთხრეს ადვოკატი მოვიდაო იფიქრა გოგიმ დაიქირავაო,სანდრა რომ დაინახა თვალებს არ დაუჯერა.მაგრამ გაუხარდა,მიხვდა რომ სანდრას სჯეროდა მისი უდანაშაულობის,სხვა შემთხვევაში არ დაიცავდა
-ბატონო ალექსანდრე შეგიძლიათ მითხრათ როგორ მოახერხეთ ორი ფულიანი ბიძიას გაგორება და ადგილზე დარჩენა?გაქცეულიყავი მაინც
-კარგი რა სანდრა თავი ლუკა ბრაზი მგონია,ხომ იცი რომ იმ საქმეში უბრალო ვარ
-მაშინ მე ჰარდინგი ვიქნები და მომიყევი მიდი რა მოხდა
-ხო მაგრამ შენ აპირებ დამიცვა?
-ხო რა იყო რა სახე გაქვს,ძველ მეგობრებს არ ვივიწყებ,თან ერთ ლამაზ გოგოს ვეხმარები,კუპიდონი ვარ რა
-რა კუპიდონი ვინ გოგო და საერთოდ ბოლოს ისე მელაპარაკე მეგონა სადმე თუ მნახავდი მომკლავდი და შენ გახდებოდი კლემენცა ან ტესიო რავი
-ოო მორჩი ერთი მასხარაობას რა და კარგად მომისმინე,მე და შენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს ურთიერთბა ბევრი მიზეზის გამო,საერთოდ არ მძულხარ ისე როგორც გეუბნებოდი და გამიხარდება შენი ჭკუაზე მოსვლის მომსწრე თუ გავხდები
-ისე არა და აბა უარესად გძულვარ?
-ალექს შენ რა ჩემს მერე საერთოდ აღარ გაიზარდე?ხო ძალიან ვიყავი გაბრაზებული და ერთ დროს მართლა შემეძლო ლუკა ბრაზივით სასტიკი ვყოფილიკავი და მომეკალი,მაგრამ ყველაფერი იცვლება როცა რაღაცების გადაფასება ხდება,მივხვდი რომ უბრალოდ სისულელეა თავის არიდებობანას თამაში.კიდევ უამრავჯერ მოგვიწევს შეხვედრა საქმიან თუ საოჯახო გარემოში,ხო ხოო შენს ქორწილში უნდა დამპატიჟო,ასე რომ გამიხარდება თავიდან თუ ამოიგდებ იმას რომ გიყვარვარ.
-სანდრა მომისმინე
-მე კი არა შენ მომისმინე,იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ შენს თავს,ვიცი გგონია რომ გიყვარვარ,მზიასაც წამოცდა რაღაც მაგდაგვარი და ლიკასთან საუბრის დროსაც მივხვდი.ეგ რომ ილუზიაა შენ არ იცი დავიჯერო?ხო მიმატოვე არ ვიყავი კარგად და რა შენ თავი დამნაშავედ იგრძენი და გულში ჩაიბეჭდე რომ გიყვარვარ და ისე უნდა დაიტანჯო როგორც მე?სისულელეა შენ უბრალოდ თავი რაღაც ილუზიებში გამოკეტე,ლიკამ მითხრა თქვენი ამბავი,შენ რომ მე გიყვარდე და არა ის,მასთან ამდენ ხანს ვერ გაჩერდებოდი
-სანდრა რა ლექციებს მიკითხავ ფროიდს კითხულობ თუ რა ხდება?და საერთოდ შენ და ლიკა როდის დამეგობრდით?ერთად ვართო მან გითხრა?რა სისულელეა
-ხო ალექს იმდენად იდიოტი ხარ ფსიქოლოგობაც მიწევს.არც ერთ გოგოსთან არ გაჩერებულხარ ამდენი ხნით,არ მითხრა ვერთობიო,გასართობებთან წლობით არ ურთიერთობენ,ის რომ ლიკას უსამართლოდ ექცევი შენც გეცოდინება,ასე რომ აჯობებს სანამ აქ ხარ წყნარად დაფიქრდე ყველაფერზდე და ბოლოს და ბოლოს ისწავლო ვინ უნდა დააფასო და ვის ხელი კრა.დამიჯერე ლიკას იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე მე მიყვარდი.მან ყველაფრის მიუხედავად არ დაგტოვა,ფიქრობდა რომ გიყვარდი და მაინც მთხოვა ალექსს დაეხმარეო.დაფიქრდი ყველაფერზე და სულელურად ნუ მოიქცევი.ახლა კი მომიყევი რა ჯანდაბა მოხდა იმ კლუბში
-სანდრა ყოველთვის მაოცებდი და ახლა კიდევ უფრო,როგორ შეგიძლია რჩევა მომცე მაშინ როცა ვერ მიტან
-ადამიანო რატომ ვერ უნდა გიტანდე?ვერ იტანენ და სძულთ მაშინ როდესაც ჯერ კიდევ უყვართ გულის სიღრმეში,მე კი დამიჯერე ასე არ ვარ.გეუბნები მომიყევი დაწვრილებით რა მოხდა
-ბანქოს ვთამაშობდით,ერთ-ერთი გარდაცვლილის ადვოკატი ვიყავი წლების წინ,საკმაოდ ნასვამი ვიყავი,ოთახში რამოდენიმე ნიღბიანი შემოვარდა,ეგ დავინახე მარტო მერე ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და დავეცი,ალბათ ეგონათ რომ გავითიშე მაგრამ რამოდენიმე სიტყვა კიდევ გავიგონე,სანამ გაისროდნენ დანარჩენს თქვენი ოჯახებიდან ამოვიღებთო,მეტი არაფერი მახსოვს,გონს რომ მოვედი სანამ რამეში გავერკვიე პოლიცია მოვიდა.ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი ისიც დააკავეს?
-ის არა,როგორც ჩანს შუბლზე აწერია რომ უდანაშაულოა.რამდენი ნიღბიანი იყო გახსოვს?
-სამი
-საერთოდ არაფერი შეგიმჩნევია თამაშის დროს?დაძაბულობა ან რამე უცნაური
-ვერ წარმოვიდგენდი მაგიდის აქეთ მხარეს თუ მომიწევდა ოდესმე ჯდომა
-თამაში ხომ კარგად წარმოიდგინე.სახელები მითხარი და რა ურთიერთობა გქონდა მათთან.ვისი ადვოკატიც იყავი იმასთან ხომ არაფერი გქონია კონფლიქტის მაგვარი?
-სერიოზული არაფერი
-ერთხელ უკვე გქონდა საქმე სასამართლოსთან ეს მეორეა თან ისეთი ამბავია ქალაქში გამიჭირდება ყველაფრის სწორად გაკეთება მაგრამ შევძლებ
სანდრამ კიდევ უამრავი კითხვა დაუსვა,იარაღთან დაკავშირებულ კითხვებს გამომძიებელს დაუსვამდა.უკვე შუა ღამე იყო რომ გამოვიდა,ლიკა ისევ იქ იყო სკამზე იჯდა მოფუზული და სადღაც იყურებოდა
-ლიკა რატომ მელოდი?
-მარტო როგორ დაგტოვებდით
-რა თ კარგი რაა თითქმის ტოლები ვართ,თან ნახე აი ჩემი ბიჭიც მოვიდა და მარტო არ ვიქნებოდი
სანდრა რიჩარდს გადაეხვია,ისეთი დაღლილი იყო იმ დღის გამო ნამდვილად სჭირდებოდა რიჩარდის მოფერება
-საყვარელო ლიკა მივიყვანოთ კარგი?
-კარგიი
-არ არის საჭირო ტაქსს გავაჩერებ
-ესეც ქართველი გოგოების ხასიათიდანაა თუ რა ხდება?ამ შუაღამისას გაჯიუტება არც კი გაბედო და ეგრე საცოდავად ნუ იყურები შენს იდიოტ ალექსს მალე გამოვიყვანთ
სანდრას და ლიკას გაეცინათ,რიჩარდმა ორივეს გაუღო კარი და თვითონ საჭესთან დაჯდა,ლიკა მიიყვანეს და თვითონაც სახლში აპირებდნენ წასვლას,სანდრამ რომ გადაიფიქრა
-რიჩარდ გეხვეწები სწორად გამიგე მაგრამ ახლა რომ მზიასთან არ მივიდე ვერ მოვისვენებ
-რა უცნაური ვინმე ხარ სანდრა
-ხო ვიცი მაგრამ მაინც უნდა წავიდე,გინდა სახლში მივიდეთ შენ დარჩი და მე წავიყვან მანქანას
-შუაღამე რომაა არაუშავს?და საერთოდ ხომ იცი რომ მარტო არ გაგიშვებ
-არაუშავს მაინც არ ეძინებათ იმათ,რიჩარდ არასასიამოვნო იქნება შენთვის ალბათ
-კარგი რა მისამართი მითხარი წავიდეთ სანამ გათენებულა.
სანდრა მთელი გზა ნერვიულობდა,იცოდ რომ ბოდიში უნდა მოეხადა,მაგრამ ამას როგორ გააკეთებდა მაგაზე აღარ უფიქრია.კარზე ზარი ხელის კანკალით დარეკა,რიჩარდი მანქანაში დარჩა,კარი გოგიმ გააღო,გაფითრდა სანდრას დანახვაზე,ადამიანი ხომ პირველად ცუდზე ფიქრობს იფიქრა ალექსანდრეს მოუვიდაო რამე
-სანდრა,შვილო შემოდი მითხარი რამე მოხდა?ჩემ ბიჭს მოუვიდა რამე?არ დამიმალო
-გოგი ბიძია არაფერი არ მომხდარა
-აბა რატომ ტირი
სანდრა გოგის მოეხვია,საერთოდ ვერ ვხვდები ვერაფერს,ნუთუ ასე უყვარს ყოფილი შეყვარებულის ოჯახი?ალბათ მართლაც სიმართლეა რომ ოჯახებით მეგობრობდნენ და უყვართ ერთმანეთი.
-გოგი ბიძია მზია დეიდა სახლშია?
-აბა სად იქნება შვილო აბა სად იქნება
გოგი მისაღებისკენ გაუძღვა სანდრას,ხელებჩამოყრილი მიყვებოდა,ესიკვდილებოდა მზიას ნახვა მაგრამ უნდა გაეკეთებინა,დივანზე მიწოლილი მზია და მასთან მჯდომი ანა რომ დაინახა უფრო მეტად იგრძნო დანაშაული,მართალია ანას თვალებში მსგავსი არაფერი წაუკითხავს პირიქით თანაგრძნობას უჩვენებდნენ,არც მზია უყურებდა ცუდად მაგრამ სამაგიეროდ არ გამოიყურებოდა კარგად და სანდრამ იცოდა რომ მისი ბრალი იყო.
-სანდრა?
-მზია დეიდა რაღაც უნდა გითხრათ
-არაა საჭირო არაფრის თქმა არ გამტყუნებ
-მომისმინეთ,ბოდიში უნდა მოგიხადოთ
მზია წამოდგა და სანდრას წინ დადგა
-მართალია საშინლად ვიყავი ნაწყენი მაგრამ თქვენთან ასე ლაპარაკის უფლება არ მქონდა,ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,სანამ თქვენ მოხვიდოდით უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ალექსს დავიცავდი,უბრალოდ ვერ გითხარით,ვერ გაგახარეთ,ეგოისტურად მინდოდა რომ რამე ტკივილი თქვენც გეგრძნოთ ჩემს გამო მაგრამ საშინლად ვნანობ,არ ვარ მე ასეთი
მზია სიხარულისგან ტიროდა,სანდრას მოეხვია და აღარ გააგრძელებინა
-სანდრა ჩემო გოგო ანუ ყველაფერი მორჩა?დაივიწყებ?აღარ შემაწუხებს დანაშაულის გრძნობა?ყველაფერი ძველებურად იქნება?
-ძველებურად ვეღარ იქნება იმიტომ რომ მალე ვთხოვდები,ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება,ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება გამიხარდება თუ დაივიწყებთ ჩემს საქციელს
-დავივიწყებ აბა რას ვიზამ
-იცით ალექსი ვნახე
ანა ფეხზე წამოხტა,ძალიან ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი,თითქმის სულ ჩხუბობდნენ მაგრამ ალექსანდრე სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
-სანდრა მომიყევი რა გითხრა იმ იდიოტმა როგორაა
-დაჯექი შვილო მოდი მოგვიყვი
-ანა ხომ იცი უდანაშაულოდ რომ არ მიმაჩნდეს არც დავიცავდი,არც ისეთი მარტივია ყველაფერი მაგრამ აუცილებლად გამოვიყვან,თვითონ კარგადაა მგონი აქამდე წაკითხული ლიტერატურა ახლა მოეძალა და ხუმრობის ხასიათზეცაა
-ესე იგი კარგადაა?არაფერი უჭირს
-არა გოგი ბიძია კარგადაა და გავაკონტროლებ არაფერი გაუჭირდეს
-სანდრა ღვთის საჩუქარი ხარ,ახლა ასე თუ რამე გამახარებდა რას ვიფიქრებდი,ყველა ცდებოდა წლების წინ შენს შეფასებაში
-მზია დეიდა არ გვინდა წარსულის გახსენება,სხვანაირად არც შემიძლია აუცილებლად გავამართლებ ალექსს
-იცი როგორ დავიღალე?
-რაღაც იდეები მაქვს როგორ გიშველო
-მდაა იმედი მაქვს მომეწონება
-დამიჯერე ნაცადი ხერხია და მოგეწონება



№1 სტუმარი Black

Zoi magari xar miyvars sheni grdzeli tavebi dagvianebuli tumca gemrieli;)<3

 


№2  offline წევრი zoi

Black
Zoi magari xar miyvars sheni grdzeli tavebi dagvianebuli tumca gemrieli;)<3

არ მეპატიება ასეთი დაგვიანებები მაგრამ ხომ გესმის პირადი საქმეები ყველას ბევრი გვაქვს ყველანაირად შევეცდები აღარ გავქრე და მადლობა შენ <3

 


№3 სტუმარი Black

zoi
Black
Zoi magari xar miyvars sheni grdzeli tavebi dagvianebuli tumca gemrieli;)<3

არ მეპატიება ასეთი დაგვიანებები მაგრამ ხომ გესმის პირადი საქმეები ყველას ბევრი გვაქვს ყველანაირად შევეცდები აღარ გავქრე და მადლობა შენ <3

ki mesmis,mitumetes gamotovebul dgeebs mgoni erti didi tavit inazgaureb amitom gepatieba chemi azrit,madloba shen aseti kargi rom xar da warmatebebi,velodebi shemdeg tavs romelic vici umagresi iqneba,xoda gelodebi<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent