მოპარული დღიური (სრულად)
-საჭმელი.. - კარებში არ შემოსულა ჯერ უკვე ყვირილი დაიწყო.. -გავაცხელებ ახლავე - ხრიწიანი, შიშნარევი ტონით უთხრა 16 წლის გოგომ.. -აქამდე რატომ არ გააცხელე? ასე უნდა მალოდინო? - დაუყვირა კაცმა და ხელი გაარტყა.. ძირს დაეცა გოგონა და მუხლებიდან სისხლი წამოუვიდა.. - ადექი - დაუღრიალა -ადექი-მეთქი არ გესმის? - ისე დაუღრიალა და თმებში სწვდა... -მამა.. მამა გთხოვ არ გინდა.. - ცრემლები მოსდიოდა ღაპაღუპით - მამააა - განწირული კივილი ისმოდა სახხლიდან.. ისტორია გვიყვება გოგონაზე - ალექსანდრაზე, რომელიც ყოველ დღეს ცემაში ატარებდა.. მოხდა ისე რომ მისი დედა მასზე მშობიარობას გადაყვა.. მის მერე მამამისმა ლოთობა დაიწყო, სვამდა, ეწეოდა, იკეთებდა და სახლში ასული გოგონას სცემდა ხან ხელით, ხან ფეხით, ხანაც ქამრით.. მაგრამ შეჩვეული იყო.. აღარც სტკიოდა ისე, როგორც ადრე... სკოლაში ყოველთვის თხელი დაძენძილი კაბით დადიოდა ზამთარ-ზაფხულ.. ყველას აბუჩად ჰყავდა აგდებული.. ზოგიც აშინებდა.. პატარა საბრალო გოგოც „ემორჩილებოდა“ ყველას.. კლასში შევიდა, მაგრამ არავინ დახვდა, როგორც ყოველთვის.. ნელ-ნელა მოგროვდა ყველა.. კლასში დამრიგებელიც შემოვიდა.. -ბავშვებო, ახალი მოსწავლე გვყავს.. გაბრიელ დადიანი.. -თქვა და კლასში ბიჭი შემოვიდა, მეტად სიმპატიური და ძლიერი მამაკაცის იმიჯს ტოვებდა გოგონებში, დაკუნთული სხეული და დაძარღვული ხელები.. ყველა გაოცებული უყურებდა, ალექსანდრას გარდა.. თავი ჰქონდა მერხზე დადებული და ფანჯარაში იყურებოდა.. ბიჭმა კლასს მოავლო თვალი და ალექსანდრაზე შეაჩერა მზერა , მაგრამ მალევე შეხედა დამრიგებელს.. -გამარჯობათ. - გაბრიელის ბოხი ხმა გაისმა.. -გაბრიელ სად დაჯდები? - ჰკითხა ღიმილით დარიგებელმა.. -იქით.. - ალექსანდრას გვერდზე მერხზე ანიშნა.. -სხვაგან რომ დაჯდე? მაინცდამაინც კარგი ადგილი არაა ის.. - ჰკითხა და ამრეზით გადახედა კლასმა ალექსანდრას.. -არა- მოკლედ თქვა და ადგილი დაიკავა.. ალექსანდრას შიშის გრძნობა დაეუფლა გაბრიელს გადახედა და კედლისკენ კიდევ უფრო მიიწია.. ბიჭი გაოგნებული უყურებდა მის ხელებს და ჩაცმულოობას , გულშ რაღაც გრძნობამ გაჰკრაო თითქოს.. - გამარჯობა - მიესალმა. გოგონამ მხოლოდ გადახედა თავი დაუკრა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.. ზარი დაირეკა, გაკევთილიც დაიწყო.. გოგონამ მხარზე შეხება იგრძნო და შეშინებული შეხტა.. - შეგიძლია დამეხმარო? -ღიმილით კითხა ბიჭმა, გოგონამ პირველად გაიღმა და ცრემლი წამოუვიდა, პირველად კითხეს მას და არა უბრძანეს! ცრემლი მოიშორა და ბიჭს აგხედა.. -გისმენ.. - გოგონას ანგელოზის ხმა გაისმა.. -აი, ეს.. - ანიშნა.. -დაგიწერ.. -არა, მადლობა.. მგონი ჯობია ამიხსნა ხომ? -როგორც თქვენ გნებავთ - ბიჭმა წარბი მაღლა აზიდა.. -თქვენ? -წარბაწეულმა გახედა - დავიჯერო ასეთი ბებერი ვარ? შენხელა ვარ მეც.. -კარგი.. - გაუღიმა - აი, შეხედე - წიგნს დახედა და ახსნა დაიწყო, ბიჭი მას დაჰყურებდა.. - მისმენ? -ჰა? კი, კი გისმენ.. - უთხრა ბიჭმა და წიგნს დახედა... გაკვეთილები მალე გავიდა.. კლასი დაცარიელდა, მხოლოდ ალექსანდრა დარჩა და გაბრიელის ჩანთა იდო, თვითონ კი სადღაც გავიდა.. -რატომ რჩები? - კლასში გაბრიელი შემოვიდა.. -კლასია დასალაგებელი.. -მოიცა დამლაგებელი არ ჰყავს ამ სკოლას? - გაბრაზება დაეტყო ბიჭს.. -უბრალოდ დავალაგებ, შენ შეგიძლია წახვიდე.. -გაუღიმა -მაშინ მეც დაგეხმარები.. -არა იყოს..-ბიჭმა მხოლოდ ღიმილით გადახედა. -აბა რა გავაკეთო მე? -ჯიუტი, -ჩაილაპარაკა თავისთვის.. - კარგი, მერხები გაასწორე.. მე მოვალ - გოგონა გავიდა მალევე დაბრუნდა.. ორივემ უცებ მიალაგა კლასი და სკოლიდნ გაიდნენ.. -რომელი გზით მიდიხარ? -მარჯვენა გზით - გაუღმა ალექსანდრამ. -გაგაცილებ.. -არა - წამოიკივლა ალექსანდრამ.. -კარგი, მაშინ ხვალამდე.. - შუბლზე აკოცა გაბრიელმა ალექსანდრას და გზას გაუყვა.. გოგონა გაშეშებული იდგა, ახურდა. ის ადგილი აეწვა, სადაც წუთის წინ გაბრიელმა აკოცა.. ნელა გაუყვა გზას და თან გაბრიელის ხმა ჩაესმოდაო თითქოს.. როგორ ესიკვდილებოდა ახლა სახხლში მისვლა.. სახლში მისულს არავინ დაუხვდა და გახარებულმა დადო ჩანთა, მაგრამ არც ისე დიდხანს გაგრძელდა მისი ეს სიხარული.. კარზე ბრახუნი გაისმა, გაზქურაზე საჭმელი დატოვა და გასაღებად წავიდა, მამამისი შემოვიდა და ყელზე ჩაავლო ხელი.. -რატომ ელაპარაკები სხვებს? - უღრიალა.. -არავის ველაპარაკები, მამა გთხოვ გამიშვი.. - ცრემლები ჩაუდგა, უკვე სუნთქვა უჭირდა, ყელში მოჭერილი ხელი არა და არ მოშორებია, თანდათან უფრო ძლიერად უჭერდა.. -დასალევი მომიტანე - ხელი უშვა, გოგონას ხველა აუტყდა - მოკეტე - უღრიალა და სახეში გაარტყა ხელი.. ძლლიერი დარტყმისგან წაიქცა, სკამს ჩამოარტყა თავი და გონება დაკარგა.. მამამისმა დაინახა როგორ წამოუვიდა თავიდან სისხლი, მაგრამ არაფერი გააკეთა, უბრალოდ შარვლიდან ქამარი მოიხსნა და ურტყა, ფეხიც რამდენიმეჯერ ჩაარტყა და სამზარეულოში შევიდა.. არყის ბოთლი გადმოიღო, ჭიქაში დაასხა და სულმოუთქმელად დალია.. სემდეგ უსულო სხეულს გახედა და სახლიდან გავიდა.. ალექსანდრა მეორე დღეს მოვიდა გონს, საშინლად სტკიოდა თავი.. თმებზე სისხლის ნაკვალეც ჩანდა, მისი მოყავისრფო თმა მოწითალო გახადა სისხლმა.. წამოჯდა და თვალები მოისრისა, ბუნდოვნად ხედავდა ყველაფერს, რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალები და უკვე კარგად დაინახა ირგვლივ ყველაფერი, შეხედა გატეხილ ლარნაკს.. უნდოდა ეტირა, მაგრამ ვერ ტიროდა, უბრალოდ არ შეეძლო.. ადგა საჭმელი გაამზადა და წამოწვა, არც კარზე ბრახუნის ხმამ დააყოვნა.. მალევე შემოვიდა მამაკაცი და სამზარეულო შშევიდა.. გოგონა კი ისევ წამოწვა.. -აეთრიე! ვინ გითხრა აქ დაწექიო? - თმებში ხელი ჩაავლო მამამისმა.თავი ისედაც ტკიოდა და ახლა უფრო ასტკივდა.. - არაყი მოიტანე - დაჰყვირა და ხელი უშვა.. გოგონა ძვლივს ადგა და კიბეები ლასლასით ჩაიარა, რაც შეეძლო მალე მიუტანა არაყი.. - დაგაგვიანდა.. - მკაცრი ტონით უთხრა.. -გთხოვ არა, არა.. გემუდარები.. - კუთხეში ჩაიკეცა.. და ტიროდა.. ვინ იცის ყოველი დღე რა ფასად უჯდებოდა? რამდენს იტანდა.. რამდენჯერ დაურტყიათ მისთვის.. ტკივა.. როგორ არ ტკივა, მასაც უნდა ჰყავდეს დედა.. უყვებოდეს ისტორიებს, დედასთან იძინებდეს, მაგრამ არ ეღირსა ასეთი ბედნიერება.. რას არ მისცემდა ოღონდ არ ეცხოვრა, ოღონდ თვითონ მომკვდარიყო და დედა ყოფილიყო ცოცხალი, მაშინ მამამისიც ხომ არ იქნებოდა ასეთი.. ყოველ დღე წერდა დღიურში , დღიურს უყვებოდა თავისს ტკივილს და განცდებს, დღიურმა იცოდა მისი ყოველი დღე და.. ყველაფერი მის შესახებ.. ყოველი დღე რა განცდაში გადიოდა.. ტკივა, მაგრამ ვერ ტირის.. არ შეუძლია, თითქოს უგრძნობია,.. მეორე დღეს ადგა საჭმელი გაუცხელა და სკოლაში წავიდა.. ისევ არავინ დახვდა, მაგრამ მალევე შემოვიდნენ ბავშვები კლასში.. ალექსანდრა თავდახრილი დღიურში წერდა, როდესაც ვიღაც მიუჯდა, გვერდზე მჯდომში გაბრიელი, რომ ამოიცნო ცოტა დაწყნარდა, მაგრამ დღიური ეგრევე დახურა და დამალა.. -გუშინ არ იყავი..ხომ კარგად ხარ? - ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა.. -კი, კარგად ვარ.. - როგორც შეეძლო დამაჯერებლად გაუღიმა.. -შეტრიალდი.. -უკაცრავად.. - გაკვირვებულმა გახედა.. -ერთი წუთით თავი შეატრიალე.. -რატომ? -იმიტომ! - მკაცრად უთხრა, მანაც გაკვირვებულმა შეატრიალა.. -რა გჭრს? - ძარღვებდაბერილმა ჰკითხა და მის ნაზ თმებს გადაუსვა სადაც სისხლის ნაკვალევი კიდევ ეტყო.. -არაფერია ისეთი.. - გაუღიმა.. -ვინ გიქნა? -არავინ, მართლა.. თავი მივარტყი შემთხვევით და სისხლი წამომივიდა - უნდოდა კარგი ტყუილი გამოსვლოდა, მაგრამ რამდენად მოახერხა.. -შემდეგში ფრთხილად იყავი -ესიამოვნა გაბრიელის მზრუნველი ტონი.. გაბრიელი კი.. მიხვდა რომ ატყუებდა, უბრალოდ არ შეიმჩნია, უნდოდა ყველაფერი გაეგო მის შესახებ და დახმარებოდა.. ეს პატარა გოგო რომ შეიჭრა მის გულში და არია იქ ყველაფერი, რომ უფორიაქებდა სულს და ცხოვრებაში პირველად დამართა ასეთი რამე, რასაც სიყვარული ჰქვია..აუხსნელი რაღაც ემართებოდა.. სიტყვებით რომ ვერ აღწერ.. დღიურს, რომ მოჰკრა თვალი მხოლოდ ერთ სიტყვას მოჰკრა თვალი „მცემდა“.. ფიქრობდა, აკავშირებდა ერთმანეთთან ალექსანდრას ხელებს, მის დაწითლებულ ხელებს , თავიდან წამოსულ სისხლს.. გადაწყვიტა ეს დღიური „მოეპარა’ ,რადგანაც იცოდა ალექსანდრა მას არ მისცემდა... გაკვეთილებიც მალე დამთავრდა, ყველა აიშალა მხოლოდ ალექსანდრა დარჩა და გაბრიელის ჩანთა.. მალევე შემოვიდა გაბრიელიც..-ისევ რჩები, მეც დაგეხმარები - ღიმილით გადახედა ალექსანდრას -როგორც შენ გინდა - გაუღმა და კლასიდან ისევ გავიდა.. გაბრიელმა დრო იხელთა და მისი პატარა ჩანთა გახსნა, თან კარებისკენ იხედებოდა არ შემოვიდესო თნ ჩანთაში ეძებდა დღიურს.. ნახა, მაგრამ ნაბიჯების ხმა მოესმა ვერ მოაწრებდა აღებას ამიტომ ჩაკეტა ისევ ჩანთა და თავის ადგილს დაუბრუნდა.. მალევე მიალაგეს და სკოლიდან გავიდნენ.. -ნახვამდის - დაემშვიდობა გაბრიელი.. - კარგად.. - გაუღიმა გოგონამ... ერთი ერთი გზით წავიდა მეორე მეორე გზით, მაგრამ ალექსანდრამ ვერაფერი შეამჩნია მოღუშული მიდიოდა სახლში, უკან გაიხედა, თითქოს ვიღაც მოყვებოდა, მაგრამ ვერავინ შენიშნა და გზა განაგრძო.. სადარბაზოში შევიდა და აირბინა მეოთხე სართულზე.. კარები გააღო სახლში ისევ არავინ დახვდა.. ერთი პურის ნაჭერი და პატარა ყველის ნატეხი ჭამა.. მიჩვეული იყო ცოტა ჭამას.. მამამისს საჭმელი გაუმზადა და გაკვეთილების წერა დაიწყო.. ღამემდე ელოდა მამამისს, მაგრამ არ მოსულა.. ამით გახარებული დაწვა საწოლზე და ფიქრი დაიწყო.. ტანსაცმლიანა ჩაეძინა, არც არაფერი ეფარა.. დილით რომ გაიღვიძა პლედი ჰქონდა დაფარებული, გაკვირვებული დაჰყურედა, აშკარად ახსოვდა, რომ გუშინ არაფერი დაუფარებია და ისე ჩაეძინა... გაუკვირდა, მაგრამ უცებ წამოდგა და გაემზადა არაფერი უჭამია, ჩანთას ხელი დაავლო და გავიდა.. ახლაც არავინ დახვედრია და საჭმლის ჯამი ისევ ისე იდგა, როგორც გუშინ.. გაემზადა და სკოლაში წავიდა.. ისეთი არაფერი მომხდარა.. გაკვეთილები რომ დამთავრდა ისევ გაბრიელი და ალექსანდრა დარჩა.. ბიჭი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დღიურის „მოპარვას“, მაგრამ დრო ვერ გამონახა ისეთი, რომ არავის დაენახა.. გაკვეთილების ბოლოს ალექსანდრა დირექტორთან დაიბარეს და კლასის დატოვება მოუხდა, ჩანთა კი კლასში დაეტოვა.. ამით დრო იხელთა გაბრიელმა და დღიურიც „მოპარა“.. თავის ჩანთაში ჩადო და ალექსანდრას დაელოდა, როდის შემოვიდოდა კლასში.. 15წუთში ალექსანდრაც შემოვიდა.. -რა გითხრეს?- ფეხზე წამოდგა გაბრიელი.. -ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის ოლიმპიადაზე იყო მოთხოვნა.. -მერე? -არ დავთანხმდი.. - გაუღიმა, გულში კი რაღაც ჩაწყდა.. -რატომ? კი, მაგრამ.. -უბრალოდ არ მინდოდა - გააწყვეტინა წინადადება.. -კარგი, წავედით? -წავედით.. - გაუღიმა და სკოლა დატოვეს, შემდგე მათი გზებიც გაიყო. გაბრიელი, როგორც კი სახლში მივიდი ოჯახის წევრებს მიესალმა და თავის ოთახში შევიდა.. დღიური აიღო და კითხვა დაიწყო.. „დედა.. შენთან მინდა.. წამოიყვანე გთხოვ..შენი სითბო მინდა.. შენი ალერსი, შენი ჩახუტება.. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრება, ყოველ დღე განვიცადო ის ტკივილი, მამა, რომ ქამრით მირტყამს, ხელ-ფეხით მცემს“ - ძარღვები საშინლად დაებერა, კითხვა განაგრძო - „ყოველ დღე სვამს, ყოველ დღე მცემს.. ძილს მიშის, არ ვიცი ტკბილად და თბილად ძილი რას ნიშნავს, სულ ფხიზლად მძინავს.. მეშინია, ისევ არ მცემოს, რომ დამინახავს.. ვინმეზე გაბრაზებული ჩემზე იყრის ჯავრს..“ - თვალები ჩაუწითლდა, შემდეგ გადაშალა რამდენიმე ფურცელი „1 თებერვალი“ დაინახა წარწერა.. „გუშინ.. მამა მოვიდა და.. გაბრაზებულმა მიყვირა, ყელში წამიჭირა.. შემდეგ დავეცი და გონება დავკარგე.. დღეს გამომეღვიძა.. თავი სისხლიანი მქონდა.. აღარ ვიცი როგორ გავუძლო ამდენს.. არ შემიძლია.. მართლა..ალბათ თავსაც მოვიკლავ მალე“ - ბოლო სიტყვები წაიკითხა და გაბრაზებულმა დაარტყა მუშტი მაგიდას.. -როგორ იტანჯება, - ჩამწყდარი ხმით თქვა.. - ჩემი ანგელოზი.. მე ვუშველი - კედელს მიაჩერდა და გაიღმა.. შემდეგ ისევ დღიურს ჩახედა.. მის სახელ და გვარს მოჰკრა თვალი, მაგრამ კარზე დააკაკუნეს.. -გაბრო, დე.. ბიჭები მოვიდნენ.. -გამოვალ ახლავე - გაუღიმა და ქალიც გავიდა ოთახიდან.. გამოიცვალა და ოთახიდან გავიდა.. ალექსანდრა კი.. ნელა მიაბიჯებდა და ფიქრობდა.. ფიქრობდა გაბრიელზე.. ჩანაწერის გაკეთბა მოუნდა დღიურში და პარკში ჩამოჯდა, ჩანთა გახსნა და დღიურს ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ ნახა.. სასოწარკვეთილმა შემოირტყა თავში ხელი და მიხვდა, რომ გაბრიელმა აიღო, რადგან სანამ კლასს დატოვებდა და დირექტოთან ავიდოდა, ჩაწნაწერი გააკეთა მასზე.. -ღმერთო ოღონდ არ წიკითხოს.. -ცრემლები წამოსცვივდა.. - რა სულელი ვარ.. არ უნდა დამეტოვა ჩანთა - სლუკუნებდა ჩუმად.. მალევე შეიმშრალა , მაღაზიაში შევიდა არაყი იყიდა და სახლში წავიდა.. მამამისი დახვდა. -აქამდე სად იყავი? - კითხა მკაცრი ტონით.. -არაყი ვიყიდე.. -მერე ამდენი ხანი დაგჭირდა? - ირონია გაურია და წამოდგა.. -ჩვენ მაღაზიაში არ იყო და სხვა მაღაზიაში წავიდა - იცრუა, რადგან არ უნდოდა ისევ ეცემა მამამისს.. -ტყილი გისწავლია - უთხრა და სახეში გაარტყა.. შემდეგ თმებში წაავლლო ხელი - რა გიქნა ახლა? მომბეზრდა უკვე ამდენი ქამრით და ხელით ცემა... უკეთესი მოვიფიქრე.. -ჩიცინა მამამისმა. -მამა გთხოვ არ გინდა.. - ხელი უშვა გოგონას, ალექსანდრაც ძირდს დაეცა.. დანა აიღო ხელში და მიუახლოვდა.. თმებში ჩაავლო ხელი და კაბა შემოახია.. -მამა, მამა გთხოვ.. გაჩერდი, გთხოვ არ გინდა.. მამააა - განწირულმა დაიკივლა.. - მამაა, აღარ გინდა გთხოვ.. - დანით დამწვარ ადგილზე დაიხედა.. ცოტა ხანს გაზქურასთან მივიდა და ისევ გააცხელა დანა.. მთელი საათი განწირული კივილი ისმოდა, შემდეგ მიწყდა ყველაფერი.. გონდაკარგული დაეცა ძირს.. გაბრიელი მეორე დღის იმედით, რომ ალექსანდრა მოვიდოდა ადრე წავიდა სკოლაში, მაგრამ იქ არ დახვდა.. მოწყენა დაეტყო.. არც მეორედღეს იყო.. არც მესამე.. შეშინდა, თან მთელი დღე დაბღვერილი დადიოდა, ყველა გაკვირვებული უყურებდა... საბოლოოდ გადაწყვიტა მასთან სახლში მისულიყო.. მეორე დღეს დილით ადრე ადგა, ჩაიცვა და ასკოლაში წავიდა, ისევ დაბღვერილი უყურებდა ყველას და აგრესიით ესაუბრებოდა ყველას -გაბრი - ყელზე ჩამოეკონწიალა კლასელი, რომელიც, რაც გადმოვიდა სულ ეპრანჭება.. -როგორ ხარ? -კარგად.. -დღეს მოხვალ? -არა. -აუ, რა გჭირს? -არაფერი - უთრა და წამოვიდა.. გაკვეთიილები საშინლად ნელა გავიდა, ბოლო გაკვეთილი იყო, ნერვებმა უმტყუვნა და მერხზე მუჭი დაჰკრა.. -გაბრო რა გჭირს? - ჰკითხა მასწავლებელმა -არაფერი - უპასუხა და ჩანთიდან დღიური ამოიღო.. მარტო, ბოლოში იჯდა, ამიტომ ვერავინ დაინახა.. „გაბრიელ დადიანი“ ლამაზი გამოკვეთილი ასოებით ეწერა მისი სახელი და გვარი.. გაეღიმა და კითხვა დაიწყო.. „ახალი კლასელი გადმოვიდა.. პირველია ვინც თბილად მომექცა და პირველად გავიღიმე, არ იყო ეს სიმწრის ღიმილი, ეს უფრო ბედნიერების ღიმილი იყო, რომელიც მას ეკუთვნოდა.. საოცრად თბილად მექცევა, ცოტა ჯიუტიცაა.. ჰო, სვანია.. თბილი და მოსიყვარულე.. სულ მინდა მის გვერდით ვიჯდე და მის ღმილს ვუყურებდე..“ -ჩაკითვა ვერ მოასწრო, ზარი დაირეკა.. არც დალოდებია მასწავლებელს ჩანთა აიღო და კლასიდან გავიდა.. ალექსანდრას სახლისკენ მიდიოდა სწრაფი ნაბიჯით, მალევე გამოჩნდა კორპუსი და შიგ შევიდა, გული საოცრად სწრაფად უცემდა, თითქოს რაღაც ცუდი მოხდაო.. კიბეები აირბინა და კარზე დააკაკუნა.. კარები ალექსანდრას მამამ გაუღო.. -ვინ ხარ? - ამრეზით გახედა გაბრიელს.. -ალექსანდრა სადაა? -ძარღვებდაბერილმა ჰკითხა.. -ვინ ხარ? - კითხვა გაუმეორა.. -ფუ ამის.. - თქვა და სახლში შევიდა.. შემოსასვლელში გაჩერდა ირგვლივ მიმოიხედა და სამზარეულოსკენ წავიდა.. გოგონას უსულო სხეულს რომ მოჰკრა თვალი თვალები ჩაუწითლდა და სუნთქვა გაუხშირდა.. -შე არაკაცო.. -მუშტი მოუქნია, შებარბაცდა და მუშტის მოქნევა გადაწყვიტა, მაგრამ გაბრიელმა მოუქნია ხელი და ძირს დავარდა.. - ნაბი*ვარო.. - ზემოდან მოექცა, ურტყა, თან „ლამაზი სიტყვებით ამკობდა“ ბოლოს გაანება და ალექსანდრასთან მივიდა.. - ჩემი ფერია, რა უქნია.. - ბუტბუტებდა და თმაზე ეფერებოდა, შემდეგ ხელში აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა.. - ექიმი - დაიძახა საავადმყოფოში შესულმა.. ნახევარი საათი დერეფანში იყო.. - ექიმო როგორაა? -საშინლად ნაცემია, ტვინის შერყევა აქვს, ახლა უგონოდაა.. დამწვრობა საოცრად ბევრი აქვს, მიკვირს როგორ გაუძლო ამდენს.. - გაოცებული საუბრობდა ექიმი..- მალამოს გამოგიწერთ და სანამ არ მოურჩება ნაიარები უნდა წაუსვათ ყოველ დღე.. - ესაუბრებოდა ექიმი -შეიძლება შევიდე? - გააწყვეტინა საუბარი.. -უგონოდაა.. -არაუშავს.. -კარგით..- პალატაში შეუშვეს.. -ჩემი ფერია, რა უქნია იმ ნაბი*ვარს, ვანანებ.. მომენატრე.. ჩემი ლამაზი.. - ბუტბუტებდა თან თმაზე ეფერებოდა.. - გთხოვ გაახილე თვალები.. შენი თალები შემომანათე.. შენი ხმა გამაგონო.. გეფიცები, საერთოდ ვერავინ დაგაკარებს ხელს ცუდად.. - თვალები აუწყლიანდა.. მეორე დღეა უკვე რაც საავადმყოფოშია, მაგრამ ჯერ არ მოსულა გონს.. გაბრიელი სულ მასთანაა, სახლშიც არ მიდის.. გვერდიდან არ შორდება.. ახლაც გვერდით უზის და თავისთვის ბუტბუტებს.. -ალექსანდრა.. გაახილე გთხოვ თვალები - ხელზე ხელს უჭერს და უგონო მყოფ გოგონას სხეულს უყურებს.. გული საოცრად აუჩქარდა, რაღაც არა ამქვეყნიური გრძნობა დაეუფლა.. თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყოო.. და მოხდა კიდევაც.. ნელ-ნელა გაახილა ალექსანდრამ თვალები, ბუნდოვნად ხედავდა სილუეტს, მაგრამ მისი სურნელი იგრძნო და მიხვდა, რომ ის იყო.. რამოდენიმეჯერ დაახამხამა და უკვე მკვეთრად დაინახა გაბრიელი.. თვალებში ვერ ჩახედა და ფანჯრისკენ გაიხედა.. ცრემლებმა ნელა იწყეს დენა მის ღაწვებზე.. ორივეს გული საოცრად უფრთხოდათ.. რაღაც არაამქვეყნიურს გრძნობდა ორივე.. მაგრამ მაინც რაღაც აკავებდა ალექსანდრას.. - ალექსანდრა - არაამქვეყნიურად თქვა მისი სახელი და ამ ერთ სიტყვაში იმდენი გრძნობა ჩააქსოვა. ენით აღუწერელი..სევდა, ტკივილი, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული.. - ნუ ტირი გთხოვ.. - თვალებში ჩახედა და შემდეგ კოცნით ამოუშრო ცრემლები.. სიმყუდროვე ექიმმა დაურღვია.. -უკაცრავად, როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი? - ღიმილით კითხა ექიმმა. -თავი მტკივა.. - თავზე ხელი მოიკიდა.. -ტვინის შერყევა გაქვს, წამალსაც დაგალევინებენ და გაგივლის.. სულ აქ იყო.. გვერდიდან არ გცოლდებოდათ.. - გაბრიელზე მიუთითა.. გაკვირვებულმა, მადლიერი თვალებით შეხედა გაბრიელს.. ორი დღე გაატარა კიდევ საავადმყოფოში და შემდეგ გაბრიელმა თავის სახლში წაიყვანა.. საშინლად გაჯიუტდა ალექსანდრა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. -გაბრიელ.. აუ, სირცხვილია.. -ალექსანდრა, ჩუმად.. შენი ხმა არ გავიგო ახლა! არაფერია სასირცხვილო.. - მალევე მივიდნენ, დიდი ჭიშკარი გაიღო და ორსართულიანი სახლიც გამოჩნდა.. -თავს როგორ გრძნობ? - მანქანა გააჩერა და ჰკითხა.. - ალექსანდრა.. -არც ახლა უპასუხია.. - ხმას რატომ არ მცემ? -ხმა არ ამოიღოო და.. - ცრემლიანი თვალებით გახედა.. -ჩემი სულელი ბავშვი, - გაიცინა და შუბლზე აკოცა..-წამო, დედა გველოდება.. -გაუღმა და მანქანიდან გადავიდა.. შემდეგ ალექსანდრა ხელში აიყვანა.. -დასვი - შეუბღვირა.. -არა.. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად -ჯიუტი, ხეპრე, სვანი - თავისთვის ლანძღავდა.. -მესმის და დაგსჯი.. - ოჰ.. კი, კი .. აბა შენ იცი.. -ენა დაიგრძელე ამ ბოლო დროს- ტუჩის კუთხე ჩატეხა.. ხმა არ გაუცია.. სახლში შევიდნენ.. მორიდებულმა გადახედა იქ მსხდომებს. -გამარჯობა, - ჩუმად ჩაილაპარაკა და იატაკს დააცქერდა.. - გამარჯობა შვილო - ფუმფულა ქალი წამოდგა.. გაბრიელ მეორე სართულზე შენი ოთახის გვედზე გავუმზადე ოთახი და იქ შეიყვანე - ღიმილით უთხრა და სამზარეულოში გავიდა.. ბიჭმა მეორე სართულზე აიყვანა და ლოგინში დააწვინა, საბანიც გადააფარა და შუბლზე აკოცა.. -წავედი ახლა მე და მოგხედავენ.. ჭკვიანად იყავი და ჭამე აუცილებლად.. - როგორ ესიამოვნა მისი მზრუნველი ტონი.. - გაბრიელ.. - ხელზე ხელი დაადო.. -გისმენ.. -გაუღიმა.. -კარგი არაფერი - თავი გააქნია - მალე დაბრუნდი - გაუღიმა. -მალე დავბრუნდები.. - თქვა და ოთახიდან გავიდა.. -შვილო, რა გქვია? - ოთახში შემოვიდა ის ქალი, რომ მიესალმა.. -ალექსანდრა თქვენ? -ნანული.. საყვარელო, მოდი ჭამე ახლა შენ, მერე წამალი დაგალევინო და მაზი უნდა წაგისვა.. -არ მინდა.. ისედაც შეგაწუხეთ.. -რა საუბრაია ეს? - იწყინა ნანულიმ - პირიქით ძალიან გაგვახარე.. -მადლობთ - ნელ-ნელა ჭამა საჭმელი შემდეგ წამალი დალია.. მაზი უნდა წაესვათ, გაბრიელი რომ შევიდა ოთახში.. -გაბრო შვილო მოხვედი? - გაუღიმა ნანულიმ. -კი, მოვედი. აბა, რას შვრებით? - ჯერ დედას გადახედა შემდეგ ალექსანდრას.. -მაზი უნდა წავუსვა ახლა.. გადი ოთახიდან.. -ო, ვიქნები რა უჭირს? - გაიცინა.. -ბიჭო, გადი - სიცილით გააგდო ოთახიდან და ლოყებაფაკლულ ალექსანდრას შეხედა..- აბა აიწიე მაისური.. - ღიმილით უთხრა.. მორიდებულმა აიწია.. -აი, ვაიმე.. - სლუკუნებდა.. -გტკივა ჩემო სიხარულო?- სევდიანი სახით გადახედა ალექსანდრას.. -კი - სლუკუნით თქვა.. -ცოტაც გაუძელი, რა.. ხომ გინდა მალე მოგირჩეს.. ნაზად წაგისვამ, შევეცდები არ გატკინო კარგი? - ღიმილიანი სახით ესაუბრებოდა.. -კარგით. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.. გაბრიელი კარებთნ იდგა და ელოდა დედის გამოსვლას, მაგრამ სლუკუნის ხმა რომ მოესმა ოთახში დაუფიქრებლად შევიდა.. -რა სჭირს? -გაბრო - თვალები დაუბრიალა დედამისმა და დამორცხვილ გოგონაზე ანიშნა, რომელსაც საბანი მიეფარებინა და ცხვირი გაწითლებული ჰქონდა... - ეწვის - სევდიანი ხმით თქვა.. -მე რომ წავუსვა? - სევდიანად გადახდა.. -ვაიმე საჭმელი - უცებ წამოიკივლა ნანულიმ.. - დედა, ჩემი სიკვდილი.. არ დამეწვას.. მიხედე.. არ აატირო.. - უცებ მიაყარა და ჩქარი ნაბიჯით სამზარეულოში გავიდა.. -მე წაგისმევ - ღიმილით გადახედა.. გოგონამ თავი დახარა და უფრო აწითლდა - ნუ გეშინია, უბრალოდ წაგისმევ.. - გაუღიმა და წამალი აიღო.. ნელა უსმევდა ნაიარევზე წამალს.. ალექსანდრა კი.. გული საოცრად უცემდა.. არც ტკივილი ახსოვდა, არც არაფერი.. უბრალოდ ის ადგილი ეწვოდა, სადაც გაბრიელი ეხებოდა.. - ვსო, ხომ არ გატკინე? -არა, მადლობა - წკრიალა ხმით ეუბნება და საბანს იხუტებს უფრო მაგრად.. -დაიძინე ახლა.. ძალები გჭირდება შენ.. -სკოლა..? -სანამ არ გამოჯანმრთელდები არ ივლი! - მკაცრი იყო მისი ტონი.. -კი, მაგრამ.. -არანაირი მაგრამ! ერთად ვიმეცადინებთ სახლში - შეუვალი იყო მისი ტონი.. -კარგი.. -თვალებში მაინც ვერ უყურებდა.. -ალექსანდრა შემომხედე.. - გოგონა მაინც არ სწევდა თავს.. ნიკაპქვეშ ორი თითი ამოსდო და თავი ააწევინა.. მის ლამაზ თვალებში ჩაიკარგა-ო თითქოს.. იმდენად საყვარელი ეჩვენა.. ლოყებაფაკლული, თვალებს რომ აფახულებდა.. -ნუ გრცხვენია.. ჩემი არ უნდა შეგრცხვეს.. -მოპარული დღიური.. - ამოიჩურჩულა.. - წაიკითხე ხომ? - ცრემლიანი თვალებით ახედა.. -კი.. - ღიმილმა გადაურბინა, როდესაც გაახსენდა მასზე, რასაც წერდა.. -თავხედი.. - გაბრაზებულმა და თვალებამღვრეულმა თქვა.. -უკაცრავად? - წარბაწეულმა გახედა.. -ჯიუტი სვანი.. - მხარი გაკრა და საბანი გადაიფარა.. -გაიგუდები.. - სიცილით აწია საბანი, მაგრამ არ უშვებდა ხელს ალექსანდრა..- კარგი, კარგი არაფერს გიზამ.. - იცინოდა ისევ.. -მართლა? - საბნიდან ჯერ თვალებით გამოხედა, შემდეგ ცხვირიც გამოყო.. -მართლა.. - გაუღიმა და თმა ყურს უკან გადაუწია.. სიჩუმემ დაისადგურა.. რაღაც არაამქვეყნიურ სამყაროში იყო ორივე.. ნელა დაიხარა გაბრიელი და ტუჩებთან გაჩერდა, მაგრამ მაინც შუბლზე აკოცა. ალბათ არ იყო შესანიშნავი დრო და ადგილი პირველი კოცნისთვის.. -ალექსანდრა.. დედა სადაა? -დედა და მამა გავიდნენ.. ძველი მეგობრები ვიკრიბებითო და.. - გაუღიმა და გადაკოცნა.. ჰო, გაბრიელის დედ-მამას იმდენადდ შეეჩვია.. საოცრად თბილად ექცეოდნენ და.. იმდენად შეუყვარდათ ეს პატარა გოგონა..ხვდებოდნენ რომ გაბრიელსა და ალექსანდრას შორის პატარა ნაპერწკალი იყო.. პატარა? ჰაჰ, ეგეც საკითხავია.. -კარგი.. -გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა.. -აუ, გაბრიელ.. სკოლაში წავალ რა ხვალ.. - ყელზე მიიდო სამი თითი.. -არა! დასჯილი ხარ! -ო, რატომ? არ შეიძლება ბიჭს დაველაპარაკო? -იმ ბიჭსაც გააჩნია.. -ძარღვებდაბერილმა ჩაილაპარაკა.. -ოხ, შენ რა განაღვლებს მე ვის მოვწონვარ და ვის არა? - გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ოთახში შევიდა.. ორი კვირაა, რაც გამოკეთდა და სკოლაშიც ჩვეულებრივ დადიოდა იმისგან განსხვავებით, რომ ახლა ყველა მას ეტენებოდა, მაგრამ არავის ესაუბრებოდა.. ერთ დღესაც ბუფეტში შევიდა და შემთხვევით ბიჭს შეეჯახა.. -ჩემი ბრალი იყო, ბოდიში.. - გაუღიმა ბიჭმა -არაუშავს.. -მანაც გაუღმა.. -ნიკა - ხელი გაუწოდა.. -ალექსანდრა - მანაც ჩამოართვა ხელი.. -სასიამოვნოა.. -ჩემთვისაც.. წავედი ახლა მეჩქარება, იმედია კიდევ შევხვდებით - გაუღიმა და გავიდა.. ამის მერე კიდევ რამოდენიმეჯერ შეხვდნენ.. მაგრამ უცნაურად იქცეოდა ნიკა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბავდა.. ნიკა და ალექსანდრა ერთად გამოვიდნენ სკოლიდან, გაბრიელი რადგანაც არ იყო გადაწყვიტა მიეცილებინა, მაგრამ იმ წამსვე გაჩნდა და მოეხვია გოგონას.. -გამარჯობა.. - ამრეზით ახედა ბიჭს.. -გაბრიელ ეს ნიკაა, ნიკა გაიცანი ეს გაბრიელია.. -სასიამოვნოა - ორინიით თქვა.. ხელი ჩამოართვეს და წამოვიდნენ.. -ერთი კვირა სახლიდან ფეხს არ გაადგამ ! -მკაცრად უთხრა გაბრიელმა.. -რატომ? -იმიტომ, სახლში ვიმეცადინებთ ერთად.. -რატომ? -იმიტომ.. -არ მოგეწონა ნიკა.. -ჰო არ მომეწონა.. -რატომ? -წესიერად არ გიყურებდა.. -რას არ იტყვით რა ეს ბიჭები.. - თავი გააქნია.. -ვსო! მე ვთქვი და ისიც მიიღებს თავისას.. -აუ, კაი რა.. -ხმა! - მკაცრად უთხრა.. ამგვარად დასაჯა და უკვე მეორე დღეა სახლში ჰყავს.. თუ გადიოდა გარეთ გაბრიელიც მიჰყვებოდა, ნიკა კი კარგად მიბეგვა.. -წავედი მე! -სად მიდიხარ? -ოთახში ავდივარ! -უთხრა და მეორე სართულზე ავიდა.. -გაიბუტა - გაიცინა ბიჭმა და წამოდგა.. -ალექსანდრა შემოვდივარ - კარი გააღო და შევიდა, წიგნებში მთლიანად ჩაფლული იყო.. მიეპარა და წელზე მოხვია ხელი.. -ვაიჰ - წამოიკივლა შეშინებულმა.. - შემაშინე - შეუბღვირა და წერა განაგრძო.. -ბუტია, რას წერ? -არ ვარ ბუტია, მაცალე მეცადინეობა.. - მხარი გაჰკრა. -ნუ მებუტები.. -არ გებუტები! -მაშინ დამელაპარაკე! -ღირსი არ ხარ! -ვითომ რატომ? -სკოლაში არ მიშვებ - შეუბღვირა ისევ.. -თუ არ შემირიგდები კიდევ 1 კვირა იჯდები - ღიმილით უთხრა.. -არა, აი, ვსო.. შეგირიგდი.. - წამოიკივლა.. -ჩემი ბეჯითი ფერია.. -არ ვარ მე შენი! -ხარ! - ყოველ დღე კამათობდნენ.. ალბათ სიყვარულის ბრალიცაა, უშლიდნენნ ერთმანეთს ნერვებს მეორე წამს კი ისევ ერთად იყვნენ..-დღეს საღამოს უნდა გავიდეთ - უთხრა ღმილით. -სად? -სიურპრიზია.. კაბა ჩაიცვი. -კარგი. რომლისთვის? -რვის ნახევარზე უნდა გავიდეთ.. -კარგი.. -ექვსი იყო მეცადინეობას, რომ მორჩა და მზადება დაიწყო.. აბაზანაში შევიდა, ცოტა ხანს ინებივრა შემდეგ გამოვიდა და მომცადება დაიწყო.. შავი მოკლე კაბა ჩაიცვა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და თმა გაიშალა.. შვიდზე მზად იყო.. მისაღებში ტელევიზორის ყურება დაიწყო.. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.. -მზად ხარ? -კი.. -5წუთში მოგაკითხავ.. - თქვა და გათიშა..მართლაც ხუთ წუთში სახლთან გაბრიელის მანქანა გამოჩნდა.. სახლიდან გავიდა, კარი ჩაკეტა დაგაბრიელთნ მივიდა.. -წავედით? -წავედით - გაუღიმა და კარი გაუღო.. 15წუთის შემდეგ მყუდრო ადგილს მიადგნენ.. განათება დაინახა, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ.. -თვალები დახუჭე! - ღმილით გადახედა.. -მკლავ? - სიცილით უთხრა და თვალები დახუჭა..-ვაიმე სად მიგყავარ? -ცოტაც, აი მოვედით.. - ნელ-ნელა გაახილა და დაინახა წარწერა „ალექსანდრა მიყვარხარ!“ გაოცებული უყურებდა შემდეგ ხმაური მოესმა და ცას შეხედა იქა ეწერა „ალექსანდრა მიყვარხარ!“ ცრემლიანი თვალებით მოეხვია გაბრიელს და ატირდა.. -პატარა, მიყვარხარ.. არ ვიცი როგორი გამომივიდა, მაგრამ მთელი გულით გავაკეთე. მიყვარხარ! ჩემი პატარა ფერია ხარ! მინდა სულ ჩემთან იყო! - უთხრა და ნელა შეეხო მის სათუთ ბაგეებს.. -გაბრიელ..მეც მიყვარხარ..! -უთხრა და მიეხუტა.. -ჩემი გოგო! ჩემი საოცრება! ჩემი ფერია! - ჩურჩულებდა თან თმაზე ხელს უსმევდა..-ჯერ არ მორჩა.. წამოდი.. - გაუღმა და ხელი ჩაკიდა..შენობაში შეიყვანა.. მაგიდა იყო გაშლილი ორ ადამიანზე და შუაში სანთელი იდო.. ჩაბნელებულ სენობას სანთლები ანათებდა.. -რა ლამაზია ! - გაოცებულმა წამოიძახა.. ეიფორიაში გაატარა საღამო და არ იცოდა ემოციები როგორ მოეთოკა, იმდენად გახარებული იყო, როდესაც გააცნობიერა რომ მისი გრძნობა ცალმხრივი არ იყო! ორი წელი შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ გაბრიელმა ცოლობა შესთავაზა, ისიც გახარებული დასთანხმდა.. -დედიტო ეს ლა ალიც?-ქერა ლამაზთვალება ბავშვი მიდის.. -მოპარული დღიური - სევდიანად გაიცინა.. -მოპალული დგიული ლა ალის? -გაიზრდები და გაიგებ - ღიმილით ეუბნება და კალთაში უხტება პატარა გოგონა.. -ალექსანდრა.. ბავშვი ტირის, გაიღვიძა.. - ოთახიდან გაბრიელი გამოდის და წლინახევრის ბიჭი უჭირავს. -დედას სიხარული.. რაო დე გაიღვიძე? ჩემი ორი ბარტყი - ორივე შვილს ლოყებს უკოცნის და ადებს ქმარს მხარზე თავს.. -ეს.. ვინ აიღო? -მამიტო ეს მოპალული დგიულია.. ლომ გაიზლდები გაიგებო დედიტომ ასე მითქლა, მაგლამ მე უკვე დიდი გოგო ვალ და სენ მითქალი ლა - საყვარლად ტიტინებს და დღიურს მამიკოს უდებს კალთაში.. -ჩემი სამი საოცრება - იღიმის და ცოლს კოცნის.. მგონი დროა დავტოვო პატარა ოჯახი.. და ასე ტკბილად დავასრულო ამბის მოყოლა.. მოპარულმა დღიურმა თავისი ქნა და აპოვნინა გოგონას მეორე ნახევარი.. ახლა კი ტკბილად და დიდი სიყვარულით ცხოვრობენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.