უსიყვარულოდ [1]
პირველად 5 წლის ასაკში შემიყვარდა. პირველი ალბათ რაც თავში გაგიელვებდათ ალბათ ის არის თუ რა იცოდა 5 წლის ბავშვმა რა იყო სიყვარული. არც მე ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რო ისეთი გრძნობა იყო რო სულ ფრენა და სიმღერა მინდოდა, შეუფერებელ დროს ცეკვა და ა.შ. თუმცა რადგან პატარა ვიყავი ყველას ეგონა რომ უბრალოდ ხალისიანი ბავშვი ვიყავი. სინამდვილეში კი ბავშვობიდანვე სევდიანი ვიყავი გულის სიღრმეში. ჩემი მშობლები დაიხოცნენ როცა 7 წლის ვიყავი, მას შემდეგ კი ბებია მზრდიდა. ძალიან საყვარელი და თბილია, ყველაფერს მისრულებდა რასაც ვთხოვდი.პატარაობიდანვე მიყვარდა წიგნების კითხვა. შვიდი წლისამ უკვე 36 ლექსი 58 მოთხრობა და ვეფხისტყაოსნის 20 კუპლეტი ვიცოდი. დღეს 17 წლის ვარ და დღემდე ჩემი საყვარელი ნაწარმოებია "პატარა ქალთევზა". ბებია სულ არიელს მეძახდა, მეუბნებოდა რო მასავით საყვარელი, ჭკვიანი და საინტერესო ვიყავი. მეც მეტი რა მინდოდა როცა წამოვიზარდე თმები წითლად შევიღებე(მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის, მანამდე ქერა ვიყავი). 15 წლის ვიყავი თმები რომ წითლად შევიღებე და 16 წლისამ წონაში დავიკელი. მაქამდე კი ფუმფულა სათამაშოსავით გაბერილი ვიყავი, ამიტომ არავის მოვწონდი და სანამ კარგად არ გამიცნობდნენ მანამდე არ უნდოდა ჩემთან მეგობრობა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. 17 ის რომ გავხდი სამოდელო სააგენტოში შევედი. დამინახეს თუარა ეგრევე მიმიღეს, უნდა ვაღიარო რომ მართლა ლამაზი გავხდი როცა დავიკელი წონაში. ამის შემდეგ კი ყველას მოუნდა ჩემთან მეგობრობა, ყველასთვის ლამაზი და კარგი ვიყავი, მე კი არავისთან მინდოდა მეგობრობა რადგან ზუსტად ვიცოდი რას წარმოადგენდნენ შინაგანად, რაც შეეხება სანდროს.(ბიჭი რომელიც 5 წლიდან მიყვარდა და მას არ ვუყვარდი :-) ) სანამ გაიგებდა რომ მიყვარდა ვმეგობრობდით, მაგრამ როცა გაიგო რომ მიყვარდა ჩემგან შორს იჭერდა თავს,როცა ქუჩაში შემხვდებოდა არც მესალმებოდა, ბოლოს კი მისგან მხოლოდ ის გავიგე რომ ჩემი მეგობრის შეყვარებული იყო. არც ვიცი მართლა მიყვარდა თუ არა, შეიძლება უბრალოდ ბავშვური აკვიატება იყო. დღეს კი ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. აი ესეთია ცხოვრება, არ იცი რა შეიძლება მოხდეს, შესაძლოა მომავალში მტერს დაუმეგობრდე და მოყვარეს გაეყარო. არ ვიცით რა მოგველის. ამ ჯერად კი ორი დაქალი და ერთი ძმაკაცი მყავს. (სანდრო, ბაია და მარიამი). ****** - ელენააააა....(ბებო) ელეეეეე, ადექი ბებიკო, ელენეეეეე....... - აუ ძააან მეძინება ბეეეეე. ( ჩავძახე ბებოს) - ნამცხვარი გაგიკეთე. - მოვდივააააააააარ. -ბებიიი, უგემრიელესი ნამცხვრების გაკეთება იციი. -ხოდა ჭამე. (ბებო) - კაი ბები ისევ 100 კილო გინდა ვიყო? -მე ყველანაირი მიყვარხარ. (ბებო) - ბები ყავა შეგილია გამიკეთო? მე მაქამდე აბაზანაში შევალ. -მიდი ბებიკო მიდი, შენ ოთახში ამოგიტან. ***** აბაზანიდან რომ გამოვედი ქვევით ხმები მომესმა. -ბებო სტუმრები გვყააავს? - ჩვენ ვააააააააააართ (სანდრო, ბაია და მარი) -დამელოდეთ ჩამოვაააალ მალეე. მეც შავი დახეული შარვალი, ზოლებიანი მაიკა და შავი კედები ამოვიცვი თმები "კოსად" გავიკეთე, ჩანთა, მობილური, ლეპტოპი და მანქანის გასაღები ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე. - ჩვენი იუბილარი გოგო მოსულააააააააა. (იყვირა ბაიამ და ჩამეხუტა) -რამდენის გახდი საყვარელო? (მკითხა მარიმ) - 17 (ვუპასუხე სიცილით.) - დამეწიე უკვე? ( სანდრო) - ნუ ცანცარებ რა ამხელა კაცი (მეც გავუჯავრდი) - ეს ჩვენგან (სანდრო, მარი, ბაია) მითხრეს და ერთად გამომიწოდეს საჩუქრები. - მადლობა ჩემო საყვარელებოოოო. (ვუთხარი და ჩავეხუტე ყველას) - ბავშვებო ყავა არ გინდათ? (ბებო) - არა ბე, გავიდვართ უკვე (ჩემ ბებიკოს ყველა ბებიას ეძახის, იმიტომ რომ მართლაც ყველას საკუთარი შვილიშვილივით უვლის :D ) - მაშინ ნამცხვრები გაიყოლეთ, გზაში მიირთმევთ. (ბებო) - შენს ნამცხვარზე ვერასდროს ვიტყვით უარს ( ბაია) -წავედით ბები, გკოცნიიიით. (ვუთხარი და გარეთ გავედით) - სანდრო შენ დაჯექი რა რულთან, რაღაც არ მინდა ეხა. (მე) - რა პრობლემაა (სანდრო) - ისე მართლა სად მივდივართ? (მე) - სიურპრიზიიიიი. (გოგოები) -კარგი ვნახოთ. ვუთხარი მე მთელი გზა ვგიჟობდით და სიმღერებს ვუსმენდით, გოგოები ვიდეოებს და სურათებს იღებდნენ. მე კიდე ტელეფონში ჩემი მშობლების სურათს დავცქეროდი. - კარგად ხარ? (სანდრო) - არა, მაგრამ ვიქნები (ვუთხარი და გავუღიმე). -რათქმაუნდა იქნები (სანდრო). ჩემო საყვარლებო როგორ ხააართ? თითქმის ერთი თვეა არაფერი დამიწერია, მუზამ მიმატოვა ერთი თვე :D :D :D . ისე უღრმესი მადლობა თუ ჩემი წინა მოთხრობა მოგეწონათ, ნამდვილად არ ველოდი 500 ნახვამდე თუ ექნებოდა. დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოთხრობაც მოგეწონებათ. გკოცნით ჩემო შოკოლადებო. სიყვარულით, თქვენი FanGirl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.