შევხვდებით... (4)
სოფელშ რომ ჩავედი კარგ ხასიათზე ვიყავი. სიჩქარე ჩემი სტიქიაა. ბავშვობიდან ასე ვარ. მგზავრობა საშინლად მწყენს, ცუდად ვხდები, მაგრამ თუ ტრანსფორტი მაღალი სისწრაფით გადაადგილდება, ცუდადყოფნა სადღაც ქრება. სისწრაფის სიყვარული მამაჩემის დამსახურებაა. ახლაც მთელი გზა სწრაფად დავდიოდი, ამას კი შეუძლებელია ჩემს განწყობაზე არ ემოქმედა, რათქმაუნდა დადებითად... სოფელში რომ ჩავდიოდი, პირველ რიგში ყოველთვის ბაბოსთან მივდიოდი. თუმცა სანამ მასთან მივიდოდი, სოფელში მანქანით გავისეირნებდი, თვალს წყალს დავალევინებდი. ახლაც ასე მოვიქეცი. მეგობრაბის ნახვის იმედი არ მქონდა, რადგან თითქმის ყველა მათგანი თბილისშია, მაგრამ მაინც, ინსტიქტურად გავყევი სოფლის ცენტრალურ გზას. სოფელში სიჩუმე სუფევდა, ხალხი არ ჩანდა. არალს ეს არ ახასიათებდა. გამიკვირდა და თან არ მესიამოვნა.ზემოთ აღარ წავსულვარ. მანქანა მოვატრიალე და ბაბოჩემის სანახავად გავეშურე. ალბათ დაგაინტერესდათ მხოლოდ ბაბოს რატომ ვახსენებ, პაპაზე რატომ არაფერს ვამბობ. პაპა ცოცხალი აღარაა, 4 წლის წინ გარდაიცვალა, 54 წლის ასაკში. ჩემს დაბადებისდღეზე სიურპრიზი მომიწყო, ის და ბაბო თბილისში ჩამოვიდნენ. უკანა გზაზე ავარია მოუხდათ. ღვთის წყალობით ბაბო გადარჩა, მაგრამ პაპა ვერა... მისი გარდაცვალების შემდეგ თბილისში გვინდოდა ბაბოს წამოყვანა. უარი გვითხრა. სახლს და პაპას საფლავს ვერ შეელია, ალბათ ვერც წარსულ 57 წელს. ხო, ბაბო 57 წლისაა, პაპაზე ერთი წლით პატარა. მთელი სიცოცხლე ამ სოფელში დაჰყო. ყველა, მისთვის ძვირფასი მოგონება ამ სოფელს უკავშირდება. მაია მისი ერთადერთი შვილია. დედაც ჩემსავით დედისერთაა. ამის გამო ახალა ბაბო მარტო ცხოვრობს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გაცილებით ბედნიერია ვიდრე თბილისში იქნებოდა, ამას მის თვალებში ვხედავ. დედის მხრიდან ეს ერთადერთი ბაბო მყავს, მამის მხრიდან კი ორივე, ბაბოც და პაპაც და კიდევ მამიდა. მამაჩების მშობლები და მამიდა რუსეთში ცხოვრობენ, უკვე 16 წელია. ძალიან პატარა ვიყავი იქ რომ გადავიდნენ. იშვიათად ვხედავ. ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიან. ზოგჯერ შეიძლება ოთხი წელიც ისე გავიდეს არ ჩამოვიდნენ. სამაგიეროდ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ყველა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მამიდა. ლილი დეიდების, მამიდების და ბიძების სტატუსიდან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს და ამ ჩამონათვლის ერთადერთი წარმონადგენელიცაა. - ბა... მოვედი - ეს ჩემი ერთერთი ჩვევა იყო. ბაღის ზღურბლს გადავცდებოდი თუ არა, მთელი ხმით ვყვიროდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლსა და ზღურბლს შორის მანძილი, როგორც მინიმუმ 700 მეტრი მაინცაა. რათქმაუნდა ხმა პირველ ცდაზე ვერ მივაწვდინე. ყოველ სამ ნაბიჯში ერთხელ ერთსა და იმავეს ვყვიროდი, როცა სახლს ორ-სამ მეტრში მივუახლოვდი ბაბოს ხმაც შემომესმა. - ჩემი ლამაზი გოგოც მოსულა. - მისი ხმა ძალიან მიყვარდა, საოცრად თბილი და სიყვარულით აღსავსე ხმა ჰქონდა. როცა მელაპარაკებოდა ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. - ბა, როგორ მომენატრე - მეც ჩემო სიცოცხლე, მეც მომენატრე. - გულში ჩამიკრა. - ძალიან მომენატრე, ძალიან... - ეზოში სახლის წინ პატარა მაგიდა და სკამები გვედგა. იქ ჯდომა ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ცხელოდა. მაგიდის ზემოთ ვაზის ხეივანი ჩრდილს ქმნიდა.მეც მას შევეკედლებოდი ხოლმე. ხან წიგნს ვკითხულობდი, ხანაც უბრალოდ მომავალზე ვფიქრობდი. სწორედ ამ მაგიდასთან ვიჯექი და ვფიქრობდი, როცა მივხვდი, რომ იურისტობა მსურდა, შემდეგ კი ისევ ამ ხეივნის ქვეშ წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს მომავალ სასამართლო პროცესებს, სადაც მე ადვოკატის ამპულაში გახლდით. ახლაც ამ ხეივნის ქვეშ დავსხედით. - მომიყევი შენი ამბები ჩემო პატარა გოგო. ძალიან გაზრდილი ხარ, ძალიან შეცვლილი. შინაგანად ასხივებ. სხვანაირი ხარ. უფრო ნათელი, გაზრდილი, ბავშვი აღარ ხარ... - ბაბო ყოველთვის ამჩნევდა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ცვლილებებს ჩემში, რათქმაუნდა გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. - გავიზარდე ბა, გავიზარდე... - სიმაღლეში? - გაიცინა, მეც გამეცინა. - სიმაღლეში არა. - გავუღიმე. - გიყვარს არა? - თვალები გამომცდელად მოჭუტა. ბაბოს ისევე როგორც მაიას, არაფერს არ ვუმალავდი. - კი... - მასაც უყვარხარ? - კი... - ნი შეყვარებული ხარ, მაგრამ შეყვარებული არ გყავს. - ვრ მივხვდი კითხვას სვამდა თუ მე მარკვევდა სიტუაციაში, რომელშიც თავად ვიყავი, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ბაბო კითხვას რომელსაც სვამდა ჩემს შესახებ, პასუხი ყოველთვის თავადვე იცოდა. - დიდი არეულობაა. - გავიღიმე. - თუ შენც გიყვარ და მასაც უყვარხარ, მაშინ აქ შენს სიჯიუტეს აქვს ადგილი. - ასეა. - არ მომიყვები? - რათქმაუნდა. - სახლში შევიდეთ. - არა აქ ვიყოთ. ლადო სადაა? - სოფელში გავივლიო. - კარგი, მაშინ დავიწყოთ... - ყველაფერი მოვუყევი, სულელური შეჯახებიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. მარტო სიტუაციებს არ ვუღწერდი, აქცენტი ჩემს გრძნობებსა და განცდებზე მქონდა გადატანილი. თითოეული ჟრუანტელი, თავბრუსხვევა, სუნთქვის შეკვრა, ძალის გამოცლა. ყველაფერი დაწვრილებით აღვუწერე. მთელლი გულით მისმენდა. მხოლოდ იღიმოდა... დავასრულე. - სულელო გოგო. გიყვარს და რასაც შენ მიყვები ჩანს რომ მასაც უყვარხარ. მაგრამ იცი რა? სწორედ იქცევი. თუ უყვარხარ დაგელოდება. ოღონდ გაითვალისწინე, რომ მთელი ცხოვრება არა. შეიძლება დაგელოდოს კიდეც, მაგრამ მთელი ცხოვრება ძალიან დიდი დროა... - მთელი ცხოვრება არც არსდროს ყოფილა ჩემი გეგმების ნაწილი. არასდროს არაფერს ვუთმობ მთელ ცხოვრებას, რადგან აზრი არ აქვს, ცხოვრება რის ცხოვრებაა, თუ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა... მე მხოლოდ ერთ წელზე ვფიქრობდი. სანამ ვეტყვი, რომ მიყვარს თავად უნდა დავრწმუნდე მის სიყვარულში. - ჭკვიანურია... მგონი ჩემი რჩევები საჭირო აღარაა. ისედაც ყველაფერზ სწორად ფიქრობ, მხოლოდ ერთს გეტყვი: არც გონებას უღალატო და არც გულს. ერთმანეთს არ წააჩხუბო, პირიქით, დაამეგობრე, შეახმატკბილე და ყური ორივეს დაუგდე. გონება შეიძლება შეცდეს, გულიც, მაგრამ ორივე ერთად არასდროს შეცდება... - მაია გამახსენდა. - როგორ გეტყობათ შენ და მაია, რომ დედა-შვილი ხართ... - ორივეს გაგვეცინა. - მანაც ზუსტად ეს მირჩია და უკვე გამომადგა კიდეც. - ძალიან კარგი. ახლა კი სიყვარულისგან შევისვენოთ და მივირთვათ. რას შეჭამ? - მხოლოდ პამიდორის და კტრის სალათს, შენ რომ აკეთებ ისეთს, ყველაფრით. ოღონდ სახლში არა, აქ. - როგორც მიბრძანებთ. - ბაბო სახლში შევიდა, სალათის მოსამზადებლად. მივეხმარებოდი, მაგრამ მაინც არ დამანებებდა. თავი ხელებში ჩავრგე და ისევ ფიქრებისკენ გავემართე. ნიკა უკვე მენატრებოდა, ორი კვირა კი ორ საუკუნედ მეჩვენებოდა. მერე, რომ მახსენდებოდა წამოსვლისას რომ არ მნახა, ვბრაზდებოდი. მერე რომენტიული სიურპრიზები მახსენდებოდა და ისევ მენატრებოდა, მერე ნომერი რომ არ მივეცი ის მახსენდებოდა და ისევ ვბრაზდებოდი. მერე ზოგადად ბიჭის ფსიქოლოგიაზე ვფიქრობდი. ნეტა რას იფიქრებდა ჩემზე. რა ცანცარაა, ნომერი არ მომცა, ყურადღების მიქცევა უნდოდაო, რა თავდაჯერებულიაო, რა ამაყიაო, რა ჯიუტიაო, რა ქარაფშუტააო თუ უბრალოდ ეწყინებოდა და დანაღვლიანდებოდა, რადგან ორი კვირის მანძილზე ჩემსკენ მომავალი ყველა გზა მოვუჭერი... ყოველშემთხვევაში კარგს არაფერს იფიქრებდა. ღმერთო რა სულელი ვარ, მაგრამ არა ,ასე იყო საჭირო. ნომერი რომ მიმეცა იფიქრებდა, ჩემს გარეშე არ შეუძლიაო... მოკლედ აზრები ერთმანეთს ანაცვლებდა, ავირ-დავირიე, ვეღარ ვერკვეოდი. თვალები დავხუჭე და თავი მაგრად გავაქნიე.მინდოდა აზრები თავიდან ამომეგდო, ხელი ბაბოს მომზადებულმა სალათამ შემიწყო, უგემრიელესი იყო. სალათა მივირთვი, შემდეგ დავბინავდი და ცოტა კიდევ ვიჭორავეთ, შემოგვაღამდა კიდეც. მამა გვიან მოვიდა, უკვე დაძინებას ვაპირებდი. ლადო ვნახე, ცოტა მასაც ვეჭორავე, წავეთამაშე, მერე კი ტკბილად დავიძინე. სიზმერბმა ისევ ნიკასთან მიმიყვანეს... დილით რომ გავიღვიძე საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ქალაქში მანქანების მუდმივი ნაკადი საშინელ ხმაურს იწვევს და ამ ხმაურის დეფიციტი მესიამოვნა. თვალები გავახილე, ფანჯარაში შემოფეთებულმა ხედმა კი განწყობა ამიმაღლა. ადგომა გადავიფიქრე და სიამოვნებას მივეცი. სოფელში ყოფნა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, აქაური გარემო მამშვიდებდა... ცოტახანს ასე განაბული ვიწექი, მერე ოთახში ლადო შემოვიდა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა. სოფელში გავივლიო. როგორც ჩანს ძმაკაცები მოენატრა. დღეს მეც მინდოდა სოფელში გავლა, სკოლას მოვინახულებდი. ლადო რომ წავიდა მეც ავდექი, ვისაუზმე და ბაღში გავედი. ცოტახანს ვიჯექი და ვფიქრობდი, შემდეგ კი კითხვას მივყე ხელი. ასე ფიქრსა და კითხვაში საათმა სამს მიაღწია. სახლში შევედი, ბაბოს ვუთხარი რომ სოფელში გავისეირნებდი და წავედი. გზა ცარიელი იყო, არავინ ჩანდა. ადრე ქუჩებში სიარული მიყვარდა, სოფელი ცოცხალი იყო. გზაზე დავაბიჯებდი და უმიზეზოდ ვიღიმოდი, ყველას ვესალმებოდი. ახლა ასე აღარაა, სოფელი თითქმის დაცარიელდა, ახალგაზრდებმა ქალაქებში გადაინაცვლეს, მოხუცები გარდაიცვალნენ. სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა... ასე ფიქრებში გართული დავადექი სკოლის გზას, უკვე 5 საათი ხდებოდა. სკოლა ცარიელი იყო, მაგრამ ადრე ცარიელიც ცოცხალი მეჩვენებოდა, ახლა კი თითქოს ჩემს სკოლას კი არა სიცარიელეს ვუყურებდი... იქნებ ეს სკოლის ბრალი სულაც არ იყო... შემდეგ მოედანი მოვინახულე, უზარმაზარ სივრცეში გაცოცხლდა ჩემი ბავშვობა. რამდენჯერ შემომირბენია აქაურობა, რამდენი მიცინია მეგობრებთან ერთად... დღეს დავფიქრდი თუ რა ტკბილია წარსული... თბილისში სკოლის მეგობრებს ძალიან ხშირად ვნახულობ და არაჩვეულებრივ დროს ვატარებ მათთან, მაგრამ აწმყო წარსულს მაინც ვერ შეედრება... ეს დღეც ცარიელი იყო, ისე როგორც დანარჩენი დღეები. მთელი ერთი კვირა ისე გავიდა, სახეზე ღიმილი სამჯერ თუ შემითამაშდა. მაიაც ჩამოვიდა, მაგრამ ისევ სიცარიელეს ვგრძნობდი, ამოუცნობ სევდას... სოფელში წინა სამშაბათს ჩამოვედი. დღეს ხუთშაბათია. სახლში ჯდომა მომბეზრდა და სოფელში გავლა გადავწყვიტე. იქნებ დღეს სხვანაირი ყოფილიყო, იქნებ გამოცოცხლდა. იმედი ჩამესახა და გავიღიმე. ფოტოაპარატი ავიღე და წავედი. აქამდე არ მითქვამს, რომ სურათები ძალიან მიყვარს. მინდოდა სოფელი აღმებეჭდა. გზაზე რომ გავედი ისევ ძველი ატმოსფერო შემომეგება. მაინც იმედით განვაგრძე გზა, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იმედი მცირდებოდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა. ფოტოაპარატი ჩანთაში ჩავიდე და მიმოვიხედე. სოფლის თუ სკოლის, რა მნიშვნელობა აქვს, სოფელს ერთადერთი მოედანი ჰქონდა, სწორედ მის გადასახვევთან ვიდექი. წამით გავშეშდი და საშინლად მომინდა ყველასა და ყველაფრისგან გაქცევა. სადმე სიწყნარეში, გარესამყაროსგან მოშორებულ ადგილას, ჩანჩქერთან, ტრიალ მინდორზე ჩამოჯდომა, სადაც მარტო მე ვიქნებოდი, თავს მუხლებში ჩავრგავდი დამთელი ხმით, მთელი გულით ვიტირებდი. ყველა ემოციისგან განვთავისუფლდებოდი. ცუდისა და კარგისგანაც. ვიტირებდი ყველასა და ყველაფრის გამო, ან არაფრის გამო, ვიტირებდი იმიტომ რომ გამეგო, ან გამეხსენებინა რა არის ტირილი, მე ხომ დიდი ხანია ეს დამავიწყდა, ვიტირებდი იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი და სრულყოფით ვტკბებოდი, ვიტირებდი იმიტომ, რომ ეს ბედნიერება და სრულყოფა მომბეზრდა, ვიტირებდი იმიტომ, რომ ყველაფერი მაქვს, ოჯახი, მეგობრები, ვაკეთებ იმას რაც მინდა და მაინც არ მყოფნის ყოველივე ეს, ვიტირებდი იმ სიცარიელის გამო, რომელიც ჩემში ჩაბუდდა, ვიცი როგორც უნდა შევავსო, მაგრამ არ შემიძლია, ან არ მინდა რომ შემეძლოს. ვიტირებდი მიზეზით და უმიზეზოდ, ვიტირებდი ყველაფრის და არაფრის გამო... გამოვფხიზლდი, შევხედე მოედნის გზას და იქ მომინდა წასვლა, სიცარიელეში სადაც არავინაა... გადავუხვიე კიდეც, მაგრამ უეცრად... - გამარჯობათ. - ვიღაცის ხმა შემომესმა, მაგრამ ვერ მივხვდი ვისი, მივბრუნდი. - გამარჯობა. - სრულიად უცხო ყმაწვილი იდგა ჩემს წინ, ასე 20-21 წლის. - უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით ეს გზა სად მიდის? - აქეთ სკოლაა და მეოდანი. - თქვენ სად მიბრძანდებით? - კითხვა მოულოდნელი იყო, დამაბნია. - რამე გნებავთ? - გამიკვირდა უცნობი, რომ ჩემს მარშუტს იძევდა. - არა უბრალოდ ვიფიქრე, რომ იქით მოდიოდით და გზას მიმასწავლიდით. - მე მოედანზე მივდივარ. - ვითარებაში გავერკვიე და უწინდელ მკაცრ ტონს ზრდილობა შევმატე. - უკაცრავად. - ტელეფონი ამოიღო, ვიღცას ზუსტად ორი სიტყვა უთხრა, მაგრამ ვერ გავიგე რა, ყურმილი დაკიდა და ისევ მე მომიბრუნდა. - მე მეგობართან მივდივარ, სწორედ მოედნის გვერდით ცხოვრობს, შეიძლება ერთად წავიდეთ? - კიბატონო... - გზას ნელი ნაბიჯით მივყვებოდით, ეს უცნობის ბრალი იყო, კუს ნაბიჯით დადიოდა, მე კი გასწრება მეუხერხულებოდა. ერთი სიტყვაც არ გვითქვამს სკოლამდე ისე მივაღწიეთ. თავს უხერხულად ვგრძნობდი და უხერხულობის გაქარწ....ბას შევეცადე. - თითქმის მოვედით. - უბრალოდ გავიღიმე. - ძალიან კარგი. -მანაც ზრდილობიანად გაიღიმა. სკოლის შენობას გავცდით და მოედანიც გამოჩნდა. მოედანს გადავხედე და თითქოს ვიღაც შევნიშნე, გამოსახულებას მივაშტერდი, ვერაფერი შევიცანი. ჩავთვალე, რომ მომეჩვენა და თანმხლებს მივუბრუნდი, მაგრამ ის ყმაწვილი ისევე მოულოდნელად გამქრალიყო როგორც გამოჩნდა... უცნობის გაუჩინარება გამიკვირდა. მიმოვიხედე, მაგრამ არსად ჩანდა. მოედნისკენ შევბრუნდი და წეღანდელი გამოსახულება აშკარად ამოძრავდა, ცოტა არ იყოს შემეშინდა და ინსტიქტურად წინ წავედი, გამოსახულებისკენ. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად ინსტიქტური იყო, შიშის დროს, როგორც წესი უკან იხევენ ხოლმე... მოედანს რომ მივუახლოვდი გამოსახულება, რომელიც ადამიანს გავდა, საერთოდ გაუჩინარდა, თითქოს მოედნის ზღურბლთან მყოფ სახლში შეიმალაო, მაგრამ ახალი რაღაც შევნიშნე, რაც ნამდვილად საოცარი იყო. ადრე მოედანზე ყვავილები არასროს მინახავს, ახლა კი მოედნის ცენტრში წითელ ვარდებს ვხედავდი. გავვოცდი. როგორ შეიძლებოდა მოედანზე, სადაც უბრალო ბალახიც კი ძლივს ხარობს ვარდი აბიბინებულიყო. ყვავილებისკენ დავიძარი. უფრო რომ მივუახლოვდი კიდევ უფრო გავვოცდი. ვარდები გულის ფორმით იყო აღმოცენებული. ნაბიჯს ვუმატე და საოცრებასთან მივედი. თურმე ვარდები კი არ აღმოცენებულა, ვიღაცას განგებ დაელაგებინა. ნამდვილად საოცრება იყო. უზარმაზარი მოედნის შუაგულში ვარდებით შექმნილი უზარმაზარი გული. ვარდების წინ ჩავიმუხლე და ერთერთი მათგანი ხელში ავიღე. დავყნოსე. საოცარი სურნელი ასდიოდა. სანახაობას თვალს ვერ ვწყვეტდი. - მიყვარხარ. - ეს ხმა... ჩემს ცხოვრებაში, ჩემს თავს გადამხდარი პირველი სასწაული. არ მოვმკვდარვარ, მაგრამ არც ცოცხალი დავრჩენილვარ. ეს პიკი იყო. უკვე უძლური ვიყავი. ერთადერთი რამაც შემაჩერა, რომ არ აღმომეთქვა „მიყვარხარ“, იყო სულისა და სხეულის ბრძოლა, სადაც სული დამარცხდა და სხეული მიატოვა... როცა გონს მოვედი ნიკას მკლავებშ ვიწექი. თვალი რომ გავახილე პირველი ნიკას თვალები შემომეგება. გული და გონება ერთმანეთს შეერწყა და მივხვდი... - ნიკა... - ჩუუუ - გამაჩუმა. - არა,უნდა ვთქვა, ეს მჭირდება... კარი ღიაა... შეგიძლია შემოხვიდე... - ნიკამ ჩემს წვეულებაზე ზარი დარეკა, მე კი შემოვუშვი, როგორციქნა შემოვუშვი... - ნინი... მომენატრე... - ალბათ უნდა მეთქვა მეცთქო, მაგრამ ამის გამბედაობა არ მეყო, უბრალოდ გავუღიმე, ნიკამ კი გულში მაგრად ჩამიკრა...დღევანდელი შეგრძნებები თითოეული დღის განცდებს აღემატებოდა რაც კი ნიკასთან გამიტარებია, მაგრამ ამ დღეს ბევრად უფრო უბრალდ აღვწერ, რადგან მისი ხიბლი სწორედ სისადავეში იყო... მე ნიკას აღვუთქვი, რომ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით შეეძლო ყოფნა, მაგრამ არ მითქვამს მთავარი, რომ მიყვარს და ამას ჯერ არც ვეტყოდი... ცოტახანს ასე გარინდული ვიწექი, მის მკლავებს მიკრული. მერე წამოვდექი. - დროებით ნიკა... - ნინი, შენ შენს წვეულებაზე მიმიპატიჟე, მაგრამ არ გითქვამს, რომ გიყვარვარ. შენ უბრალოდ მომეცი საშუალება ბოლომდე ვიბრძოლო. ნი მე მიყვარხარ და ამას დაგიმტკიცებ. შენი მესმის, მხოლოდ სიტყვები არაფერია, მაგრამ გპირდები სიყვარულის დასამტკიცებლად ჩემი ბაგეები მხოლოდ ერთ სიტყვას წარმოთქვამენ „მიყვარხარ“, დანარჩენს საქციელი იტყვის. - ნიკა მე შენთვის არაფერი მიოთქვამს. - საჭირო არაა. ორი წელი საკმარისია თვალების ენის შესასწავლად. - არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ბედნიერი ვიქნები შენნაირი მეგობარი გვერდში თუ მეყოლება. - ვტყუოდი. - ისე კი თვალების ენა კარგად ვერ შეგისწავლია. - ეს კი სიმართლე იყო. კარგად რომ სცოდნოდა, აქამდე მიხვდებოდა რომ მიყვარს.... თუმცა მაინც კითხულობდა ჩემს თვალებში რაღაცეებს, იმას რისი თქმაც არ მინდოდა, ან არ შემეძლო.... ეს ვუთხარი, გავუღიმე და წავედი. მხოლოდ ერთი სიტყვა მომაძახა... - მიყვარხარ... - შევბრუნდი, ისევ გავუღიმე და წავედი. ის ტირილის სურვილი და სიცარიელის განცდა სადღაც გაქრა. იქნებ თავად ნიკა იყო სიცარიელეც და ტირილის სურვილიც... გზაში მიმავალს სოფელი უფრო ცოცხალი მეჩვენა, უფრო ხმაურიანი. თითქოს სახლში შეყუჟული ხალხი გარეთ გამოიხიზნა. ყველს ბედნიერი სახე ჰქონდა, ან მე ვიყავი ბედნიერი და ყველა ბედნიერი მეჩვენებოდა. სახლში რომ ჩავედი აივანი წითელი ვარდებით იყო სავსე. არ გამკვირვებია. ბაბოს და მაიას ყველაფერი მოვუყევი. ორ კვირას აღარ დავლოდებივარ, მეორე დღესვე სოფელში წავედი. წავედი და დაიწყო, არა კი არ დაიწყო, გაგრძელდა ჩემი ბედნიერება... ნიკა ჩემი მეგობარი იყო, სულ ერთად ვიყავით. უნივერსიტეტში ერთად დავდიოდით. საღამოს კინოში, თეატრში, კაფეში... ვარდები ჩემი ოთახიდან არ გამქრალა. პირიქით, ყოველდღე ახალახალი ფერებით იცვლებოდა. გარდა ამისა, ორიგინალური სიურპრიზებიც არ მაკლდა. რომელი გავიხსენო, სახლის წინ დანთებული „მიყვარხარ“ თუ ფრანების საღამო, შოკოლადების უზარმაზარი ყუთი თუ თბილისის ქუჩებში დაწერილი „ჩემი სუნთქვა ხარ, მე შენ მიყვარხარ!!!“... იდეალური დრო იყო, ისეთივე იდეალური როგორც თავად ნიკა... დღითიდღე ვრწმუნდებოდი მის სიყვარულში და მეც დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა. ადრე ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა ასე ძალიან შეგიყვარდებაო გულიანად ვიცინებდი, მაგრამ შემიყვარდა... მეგობრობიდან სიყვარულის აღსარებამდე მიმავალი გზა რომ აღვწერო მთელი ცხოვრება დამჭირდება, ამიტომ მოკლედ ვიტყვი - ნიკამ ჩემი ცხოვრება ძიეულად შეცვალა, შეცვალა უკეთესიბისკენ და ის თავად გახდა ჩემი ცხოვრება... მთელი ხუთი თვე მივიკვლევდით გზას მეგობრობიდან სიყვარულისკენ. ეს იყო გზა აღმოჩენების. ნიკამ ჩემში აღმოაჩინა ბევრი რამ, მე კი ნიკაში... გარდა თვისებებისა, უნარიც აღმოვაჩინე, უნარი უძლიერესი სიყვარულისა, რომელიც ნიკაში სახლობდა და რომლის წინაშეც უძლური ვიყავი... მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით შემიყვარდა და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ჩემზე მეტად ვუყვარდი. ცამეტი სექტემბერი იყო, ნიკა ცამეტ მაისს გავიცანი, იმ საბედისწერო დღეს კინაღამ უნივერსიტეტის კედელს რომ შევესისხლხორცე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მას შემდეგ 5 თვე გავიდა... დღეს კინოთეატრში „ვამპირის დღიურების“ მეექვსე სეზონის პრემიერა იყო. ბოლო სერიების. მთელი ორი კვირა დავდიოდით, დღეში ორ ან სამ სერიას აჩვენებდნენ, დღეს ბოლო ორი სერია უნდა გვენახა. მოვემზადე და ქვემოთ ჩავდეი. ნიკა სადარბაზოს წინ მელოდებოდ. - საღამომშვიდობის. - ალმაცერად გამიღიმა. - საღამომშვიდობის. - მეც გავიღიმე. აი მის ღიმილს კი ვერაფრით შევეჩვიე. - დღეს დიდი დღეა არა? - ნამდვილად. - ისევ ღიმილი შევაგებეთ ერთმანეთს. ჩვენს მზერას შორის ბრძოლა რომ გაჩაღებულიყო უეჭველად მე დავმარცხდებოდი.კინოთეატრში მივედით და პირველი სერიაც ჩავამთავრეთ. სერიიდან სერიამდე 20 წუთი შესვენება იყო. დარბაზი დაიცალა, ჩვენ არ გავსულვართ. ნიკას დეიმონის პერსონაჟი მოსწონდა, მე კი სტეფანის. ამ თემაზე დიალოგი არასდროს გაგვიმართავს, ყოველშემთხვევაში დღევანდლამდე. - აბა, რომელი ძმა ჯობია? - გამომცდელი მზერა მომაბყრო. - სტეფანი. - კატეგორიულად ვუპასუხე. - სულაც არა. - მისი პასუხიც ასეთივე იყო. - დეიმონი? - ნამდვილად. - რატომ? - ჩაფიქრდა. - არ ვიცი, ალბათ ხასიათის გამო, უდარდელია, მაგრამ სიყვარულისთვის იბრძვის. - ისევ ჩაფიქრდა. - შენ როგორ მოიქცეოდი დეიმონის ადგილას? - პასუხი მაინტერესებდა და ყურადღებით ვუსმენდი, ერთხანს დუმდა, მერე... - ალბათ ისე მოვიქცეოდი, როგორც ის იქცევა. სიყვარულს დავიცავდი. შენ რატომ სტეფანი? - ამ საკითხთან მიმართებაში დაფიქრება არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ჩავფიქრდი... - ღირსების გამო, სიძლიერის გამო, მისი პიროვნების გამო. - მოდი თავიდან დავიწყოთ. ღირსებები: - ღირსებაა აღიქვა და სათანადოდ მოექცე ადამიანს მისი სტატუსის მიხედვით, ისე რომ ერთის გამო მეორე არ დააზარალო, მეორეს გამო პირველი. საკუთარი სრულქმნისთვის სხვას არ ატკინო და ამასთანავე არ დაკარგო საკუთარი მე, რაც არ უნდა მოხდეს. - კეთილი. ახლა მეორე. ძლიერი: - ძლიერებაა დათმო როცა გიყვარს და ამავდროულად არ დაკარგო ის. - და მესამე. პიროვნება: - ეს თავისთავად გულისხმობს ორივეს, ოღონდ უფრო ღრმად. სტეფანმა იცის ვინაა მისთვის დეიმონი და იცის ძმობის ფასი. ასევე იცის ვინაა ელენა და იცის სიყვარულის ფასი, იცის ვინაა თავად ის და იცის ღირსებების ფასი. და კიდევ, რაც მთავარია, იცის მეგობრობის ფასი. - კარგი არგუმენტებია, მაგრამ სტეფანი არ იბრძვის სიყვარულისთვის, არ იცავს მას. - მერწმუნე იცავს. იცავს იმით, რომ შეუძლია გაუშვას იგი. მისთვის სიყვარული წმინდაა და მის გულში შეურყეველი. მას შეუძლია უყვარდეს და მხოლოდ გრძნობას დასჯერდეს თუ ის ვინც უყვარს ბედნიერი იქნება. რაც შეეხება ბრძოლას, განა არ იბრძვის, უბრალოდ იცის ვის უნდა ებრძოლოს. განა შეიძლება სიყვარულის სახელით ებრძოლო საკუთარ ძმას, დას, მეგობარს? კეთილი, სიყვარულის სახლეით იბრძვი და ეს გამართლებს, მაგრამ რა გაამართლებს იმას, რომ ძმას ებრძვი? ნუთუ სიყვარული, ეს წმინდა გრძნობა გაამართლებს უღირს ბრძოლას? არამგონია... - კი, მაგრამ ელენასაც დეიმონი უყვარს. - კი, უყვარს. მეც სწორედ მაგას ვამბობ. როცა დეიმონი ნებდება, სტეფანი არაა ჩასაფრებული, რომ მომენტით ისარგებლოს. სამაგიეროდ დეიმონი მაშინაც კი იბრძვის ელენასთვის, როცა ის სტეფანთანაა. ჩემთვის ასეთი ბრძოლა უღირსია. უნდა იბრძოლო იმისთვის რაც შენთვს ძვირფასია, მაგრამ უნდა იცოდე ვის ებრძოლო. და კიდევ, ბრძოლა სიყვარულში ნიშნავს, მოიპოვო და არა წაართვა. როცა სხვისია მაშინ ბრძოლა უნდა შეწყვიტო... - ჩემი სათქმელი ვთქვი და ნიკას პასუხს ველოდი. - ამაზე არასდროს მიფიქრია. არასდროს დავფიქრებულვარ რომ დეიმონი საკუთარ ძმას ებრძოდა. როცა საქმე ელენას ეხება დეიმონი მზადაა მოკლას სტეფანი, თუ არადა მზადაა თავად მოკვდეს სტეფანის გამო. სტეფანი კი ნებისმიერ დროს მზადაა თავი გასწიროს დეიმონისთვის და არასდროს ფიქრობს მოკლას ღვიძლი ძმა. ეს ხომ უდიდესი ღირსებაა და უნარი, უნარი სიყავრულისა. ხელები ამიწევია... მთელი ეს დრო შენგან ბევრი რამ ვისწავლე, ახლა კი ეს, ღირსების რეალური შეგრძნება. თავი დავანებოთ ფილმს, სტეფანს და დეიმონს. რეალურ ცხოვრებაში ხომ სწორედ ესაა ღირსება და უდიდესი ძალა, შეძლო დათმო ვინც გიყვარს, მისივე ბედნიერებისთვის. ამის ძალა ცოტას თუ აქვს. გაცილებით ადვილია მოკლა ძმა და იყო ბედნიერი, თუ ამას ბედნიერება ჰქვია საყვარელ ქალთან ერთად, ვიდერე მოკლა შენი ოცნებები და ბედნიერი იყო შენი სიყვარულის ბედნიერების მზერით... - ეს სიტყვები რაც ნიკამ წარმოთქვა არაერთხელ მითქვამს გონებაში, მაგრამ სხვისგან გაგონილი უფრო სხვანაირად აღვიქვი. როცა ამას ნიკა ამბობდა მივხვდი რელურად რამდენად ძნელი გასაკეთებელი, რამდენად ძნელია იყო ღირსეული, როცა საქმე საქმეზე მიდგება... მივხვდი რამდენად ძნელია დაკარგო ის ვინც გიყვარს და რაღაცამ შემბოჭა, სუნთქვა შემეკრა. წარმოვიდგინე ნიკას გარეშე ჩემი ცხოვრება. ის რომ დაღლილიყო ლოდინით და სხვა შეყვარებოდა აღმოვჩნდებოდი კი სტეფანისავით ძლიერი? შევძლებდი კი დავკმაყოფილებულიყავი მხოლოდ მისი ბედნიერების ცქერით სხვა ადამიანთან?.. არა, მე არ ვიყავი არც საკმარისად ძლიერი და არც სათანადოდ ღირსეული. ვერც ნიკას გარეშე ცხოვრებას შევძლებდი და ვერც მისი ბედნიერების ყურებას სხვასთან. შემეშინდა, მთელს სხეულში დამბურძგლა. მთელი ფილმი ამ საშინელ შეგრძნებებში ვიყავი. ფილმი დასრულდა. „ვამპირის დღიურების“ დასასრული. სიყვარულმა გაიმარჯვა... ფილმი რომ დასრულდა ქუჩაში გამოვედით და რულსთაველზე მივსეირნობდით. თავში ათასი ფიქრი, სიტყვა, აზრი მიტრიალებლდა. ბოლოს ყველაფერი თავიდან ამოვიგდე და მხოლოდ ერთ სიტყვას ჩავებღაუჭე. ნიკას მივუბრუნდი და უბრალოდ ვუთხარი - მიყვარხარ... - შემომხედა, ისევ ალმაცერად გამიღიმა და გულში მაგრად ჩამიკრა. ამჯერად ხელები მეც მჭიდროდ მოვხვიე, გულში კი ენითაღუწერელი სითბო ჩამეღვარა. ამ სიტყვას მეც და ნიკაც უკვე ხუთი თვე ველოდით, უფრო სწორედ მე ხუთი თვეა, ნიკა კი ორი წელი და ხუთი თვე. - ჩემი ცხოვრება საოცრებად აქციე. - მხოლოდ ეს ვუთხარი, მას შემდეგ კი არც მე და არც ნიკას არცერთი სიტყვა აღარ გვითქვამს, ალბათ სიტყვები არც იყო საჭირო, მხოლოდ გაახუნებდა ამ მომენტს, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც საუკეთესო მოგონება... ცოტახანს დავსეირნობდით ქუჩაში. მერე სახლში მომიყვანა, დამშვიდობებისას მხოლოდ შუბლზე მაკოცა, ნახვამდის, ესეც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სახლში ავედი. მაიას და ლადოს უკვე ეძინათ, მეც ჩემს ოთახში შევედი და ჩემს ცხოვრებაშ ყველაზე ბედნიერმა დავიძინე. იმ ღამეს სიზმარში ნიკა არ მინახავს. იმ ღამეს ორნი ვიყავით, მე და ნიკა... აქამდე ჩემი ცხოვრება თუ ბედნიერი იყო, მაშინ იმ ღამოს შემდეგ ზღაპარში დავიწყე ცხოვრება. ნიკას გამოჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ისედაც შეიცვალა. ახლა კი დღითიდღე უფრო სხვანაირი ხდებოდა. მარტო ცხოვრება კი არა მეც . ძირეულად ვიცვლებოდი. არ ვიცი უკეთესობისა თუ უარესობისკენ, მაგრამ ვიცვლებოდი... ევულუციას განვიცდიდი... ევულუცია განვითარებას ნიშნავს, შეიძლება უკეთესი არ ვხდებოდი, მაგრამ ნამდვილად ვვითარდებოდი... შეიძლება ვთქვა რომ იდეალური ცხოვრება მქონდა. ნიკასგან ელემენტარულიც მწყინდა. თუნდაც ჩემდამი გამოჩენილი მცირედი უყურადღებობა, ან ზედმეტი ყურადღება სხვის მიმართ. ხშირად ვჩხუბობდით. არა ხშირად ვეჩხუბებოდი. ყოველი ჩხუბი კი რაღაც ამოუცნობი სიურპრიზით მთავრდებოდა. ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს მოიფიქრებდა და მაოცებდა... არ მახსოვს ჩხუბში ამყოლოდა. თუმცა არა ვცდები, მახსოვს, მაგრამ ის პირველი იყო, პირველი და უკანასკნელი. (გაგრძელება იქნება) ............ იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.